გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310018002485391
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3526-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - ქ---------------–---–-

მოპასუხე - დ--------------–---–-

წარმომადგენლები - ა-----–--–-------------–--–-----------

დავის საგანი - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს- დ--------------–---–ს დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 61601.73(სამოცდაერთი ათას ექვსასერთი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარის დაკისრება(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-15).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 26 ივნისს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და პროგრამების დეპარტამენტსა და დ--------------–---–ს შორის გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება №----------3/79. ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული პროგრამა ,-–---------------- ფარგლებში შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისიის 2013 წლის 14 ივნისის №6 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამავე დადგენილებით დამტკიცებული ,-–---------------- ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და სწავლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის’’ ფარგლებში, გრანტის გამცემმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, უსასყიდლოდ გადასცა გრანტის მიმღებს, დ--------------–---–ს, მიზნობრივი ფულადი სახსრები უცხო ქვეყნის სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ღირებულებასთან და საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

 

აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის 3.1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,გრანტის გამცემს’’ უფლება აქვს ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს ,,გრანტის მიმღებისათვის’’ გადარიცხული თანხების ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი. ამავე პუნქტის 3.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, ,,გრანტის მიმღების’’ მიერ 3.4.1, 3.4.4. და 3.4.5 ქვეპუნქტებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს საგრანტო თანხის უკან დაბრუნება. აღნიშნული ქვეპუნქტები ითვალისწინებს შემდეგს: გრანტის მიმღები ვალდებულია: 3.4.1ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების პირველი და მე-2 მუხლის 2.1პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, 3.4.4 ქვეპუნქტის თანახმად, შეინარჩუნოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასწავლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით მაღალი აკადემიური მისწრება, ხოლო 3.4.5ქვეპუნქტის თანახმად, სწავლის დასრულების შემდეგ ,,გრანტის გამცემს’’ წარუდგინოს ტ------------ უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ სამინისტრომ ელექტრონული ფოსტის საშუალებით არაერთხელ მიმართა დ--------------–---–ს და მოსთხოვა სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთ-ერთი წერილის პასუხად კი, დ--------------–---–მა წერილით აცნობა, რომ დიპლომს აიღებდა აპრილში. სამინისტრომ კვლავ მიმართა ელექტრონული ფოსტის საშუალებით 2018 წლის 24აპრილს, თუმცა დ--------------–---–-ს მხრიდან წერილს რეაგირება არ მოჰყოლია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე- დ--------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სწორედ მოსარჩელემ არ შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად მხარეთა შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ,- თანხის დროულად გადარიცხვა, რამაც გამოიწვია სწავლის დასრულების გახანგრძლივება. ამასთან, დარჩენილი აქვს მხოლოდ ერთი საგანი, ხელშეკრულებაში კი არ არის მითითებული სწავლის დასრულების ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2013 წლის 22 მაისს, დ--------------–---–-ს დედამ- ნ-------------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელსაც თან ახლდა დ--------------–---–-ს განცხადება, რომლითაც ითხოვდა დაერთოთ ნება მონაწილეობა მიეღო ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო პროგრამის’’ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანთლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ--------------–---–-ს დედის ნ-------------ის 2013 წლის 22მაისის №183220 განცხადება(ს.ფ. 16)

- დ--------------–---–-ს განცხადება(ს.ფ. 17)

 

3.1.2. 2013 წლის 26 ივნისს, ერთის მხრივ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტს(შემდგომში ,,გრანტის გამცემი’’) და მეორეს მხრივ, დ--------------–---–ს(შემდგომში ,,გრანტის მიმღები’’), შორის გაფორმდა გრანტის შესახებ №----------3/79 ხელშეკრულება.

 

დასახელებული ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21თებერვლის №40 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული პროგრამა ,-–---------------- ფარგლებში შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისიის 2013 წლის 14ივნისის №6 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამავე დადგენილებით დამტკიცებული ,-–---------------- ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და სწავლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის’’ ფარგლებში, ,,გრანტის გამცემი’’ უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს ,,გრანტის მიმღებს’’ უცხო ქვეყნის სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ღირებულებისა და საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად(ამ ხელშეკრულების დანართის შესაბამისად).

 

დასახელებული ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღებს“ უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მიუნჰენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2013-2014 სასწავლო წლისათვის სწავლის საფასურისა და საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. „გრანტის გამცემი” გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გაცემას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად.

 

დასახელებული ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 38321.7(ოცდათვრამეტი ათას სამას ოცდაერთი და შვიდი) კანადური დოლარის თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად. აქედან:

- ტ------------ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს 32121.7(ოცდათორმეტი ათას ას ოცდაერთი და შვიდი) კანადური დოლარის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად;

- საზღვარგარეთ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 6,200(ექვსი ათას ორასი) კანადური დოლარის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად.

 

დასახელებული ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით, მოახდინოს „გრანტის მიმღებისათვის” გადარიცხული თანხების ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი.

 

დასახელებული ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის თანახმად, ,,გრანტის მიმღების’’ მიერ 3.4.1, 3.4.4 და 3.4.5 ქვეპუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს საგრანტო თანხის უკან დაბრუნება.

 

დასახელებული ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ ვალდებულია სრულად და დროულად დააფინანსოს ,,გრანტის მიმღები“(წერილობითი განაცხადის მიღების საფუძველზე) ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად.

 

დასახელებული ხელშეკრულების 3.4.1 მუხლის თანახმად, ,,გრანტის მიმღები’’ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1-ლი და მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

 

დასახელებული ხელშეკრულების 3.4.4 პუნქტის თანახმად, ,,გრანტის მიმღები’’ ვალდებულია შეინარჩუნოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასწავლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით მაღალი აკადემიური მოსწრება.

 

დასახელებული ხელშეკრულების 3.4.5 პუნქტის თანახმად, ,,გრანტის მიმღები’’ ვალდებულია სწავლის დასრულების შემდეგ, გრანტის გამცემს წარუდგინოს ტ------------ უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

დასახელებული ხელშეკრულების 4.2 მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ,,გრანტის მიმღების“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ცალმხრივად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, რაც დაუყონებლივ უნდა აცნობოს ,,გრანტის მიმღებს’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 26 ივნისის ,,გრანტის შესახებ’’ ხელშეკრულება №----------3/79(ს.ფ. 27-30)

 

3.1.3. 2013 წლის 26 ივლისს, დ--------------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დ--------------–---–ს შორის 2013 წლის 26 ივნისს გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების(№----------3/79) თანახმად, საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის განკუთვნილი: 3 100 კანადური დოლარის ოდენობით პირად ანგარიშზე ჩარიცხვა, ხოლო სწავლის საფასურის - 29154 კანადური დოლარის ტ------------ უნივერსიტეტის ანგარიშზე გადარიცხვა.

 

2013 წლის 12 აგვისტოს, დ--------------–---–-ს დედამ ლ--–------------ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსს და განმარტა, რომ უნივერსიტეტში უკვე მიმდინარეობდა საგნების რეგისტრაცია, რეგისტრაციის ბოლო დღე კი იყო 14 აგვისტო, ამასთან, თუ თანხა არ იქნებოდა გადარიცხული დროულად, სტუდენტი ვერ მოახერხებდა საგნებზე დარეგისტრირებას, რაც გამოიწვევდა ხელშეკრულების 3.2 მუხლის დარღვევას.

 

საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 15 აგვისტოს №----- საგადასახადო მოთხოვნისა და №----- სავალუტო საგადასახადო დავალების, ასევე №----- საგადასახადო მოთხოვნისა და №----- სავალუტო საგადასახადო დავალების თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დ--------------–---–ს, შესაბამის საბანკო ანგარიშზე, გადაურიცხა 3 100 კანადური დოლარი საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის, ხოლო 29 154 კანადური დოლარი სწავლის საფასური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ--------------–---–-ს 2013 წლის 26 ივლისის განცხადებები(ს.ფ. 32-33)

- დ--------------–---–-ს დედის- ლალი ქადაგიძის 2013 წლის 12აგვისტოს განცხადება(ს.ფ. 151)

- 2013 წლის 15 აგვისტოს №----- საგადასახადო მოთხოვნა და სავალუტო საგადასახადო დავალება №-----(ს.ფ. 34-35)

- 2013 წლის 15 აგვისტოს №----- საგადასახადო მოთხოვნა და სავალუტო საგადასახადო დავალება №00361(ს.ფ. 36-37)

 

3.1.4. 2013 წლის 11 დეკემბერს, დ--------------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დ--------------–---–ს შორის 2013 წლის 26 ივნისს გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების(№----------3/79) თანახმად, საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის განკუთვნილი: 3 100 კანადური დოლარის ოდენობით პირად ანგარიშზე ჩარიცხვა, ხოლო სწავლის საფასურის - 2967.70 კანადური დოლარის ტ------------ უნივერსიტეტის ანგარიშზე გადარიცხვა.

 

საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 20 დეკემბერს №00618 საგადასახადო მოთხოვნისა და №00629 სავალუტო საგადასახადო დავალების, ასევე №----- საგადასახადო მოთხოვნისა და №----- სავალუტო საგადასახადო დავალების თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დ--------------–---–ს, შესაბამის საბანკო ანგარიშზე, გადაურიცხა 3 100 კანადური დოლარი საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის, ხოლო 2 967.70 კანადური დოლარი სწავლის საფასური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დ--------------–---–-ს 2013წლის 11 დეკემბრის განცხადებები(ს.ფ. 38-42)

- 2013 წლის 20 დეკემბრის №00618 საგადასახადო მოთხოვნა და სავალუტო საგადასახადო დავალება №00629(ს.ფ. 43-44)

- 2013 წლის 20 დეკემბრის №----- საგადასახადო მოთხოვნა და სავალუტო საგადასახადო დავალება №-----(ს.ფ. 45-46)

 

3.1.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 16ოქტომბრის №----------------- წერილით დ--------------–---–ს ეთხოვა, რომ წარედგინა სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი 1თვის ვადაში ან დაებრუნებინა გრანტის სახით მიღებული მთლიანი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იტოვებდა უფლებას მიემართა სამართლებრივი ზომებისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017წლის 16 ოქტომბრის №----------------- წერილი (ს.ფ. 55)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობს სარჩელში მითითებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი - მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე) მიერ აღძრული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,გრანტების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა ,-–---------------- დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო(ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს. რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი(საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ,,გრანტების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. დასახელებული კანონის 2.1 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის(დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ის სუბიექტები, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს გრანტის მიმღებს, ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა(დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების(მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი(დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის(დონორის) თანხმობით. მითითებული კანონის 6.1. მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებულია „საქართველოს 2014წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „–-------------ს“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილების ფარგლებში, სასამართლო მიუთითებს, რომ მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამა ,,ც-------------“ ხელს უწყობს: ა)ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას; ბ)საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღებას; გ)საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას.

 

აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროგრამა „–-------------“ მოიცავდა სამ ქვეპროგრამას: ა),,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამას“, ბ),,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამა“, „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, პროგრამა ,-–---------------- ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი დაფინანსება გაიცემა შემდეგი წესით: ა)პროგრამა ,,ც-------------ს“ ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი დაფინანსება სრულად ან ნაწილობრივ ფარავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრის, მაგისტრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით სწავლისა და სწავლის პერიოდში საქართველოში/უცხოეთში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს; ბ)ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული: ბ.ა) სწავლის ხარჯები მოიცავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაწესებულ სწავლის საფასურს; ბ.ბ)სწავლის პერიოდში საქართველოში/უცხოეთში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს: ბ.ბ.ა)მგზავრობის ხარჯებს; ბ.ბ.ბ) კვების ხარჯებს; ბ.ბ.გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ბ.გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს: ბ.გ.ა)პრაქტიკის გავლის ხარჯებს; ბ.გ.ბ) მგზავრობის ხარჯებს თუ პრაქტიკის გავლა მოითხოვს იმ ქალაქის/ქვეყნის დატოვებას სადაც მდებარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ბ.გ.გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუ პრაქტიკის გავლა მოითხოვს იმ ქალაქის/ქვეყნის დატოვებას სადაც მდებარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; გ)საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კანდიდატებთან ამ დანართით გათვალისწინებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოს მათთვის გამოყოფილი დაფინანსების გადარიცხვა კანდიდატის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მითითებული პერიოდულობით - სრულად ან ნაწილ-ნაწილ. 2. ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ,,ც-------------ს“ ფარგლებში დაფინანსებული პირი ვალდებულია უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის განმავლობაში, პირველი სასწავლო წლის შემდგომ, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით, კომისიას წარუდგინოს აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტისა და მომავალში პროგრამა ,,ც-------------ს“ ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს. მოპასუხე მხარე დაფინანსდა ,,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამას’’ ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებდა სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებულ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ პირთა დაფინანსებას და სწავლის ხელშეწყობას, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დანართისა და სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნებს.

 

„სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „–-------------ს“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილების მე-10 მუხლით დადგენილია, რომ კანდიდატის მიერ, სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ხელშეკრულების მოქმედების ვადაში აუთვისებლობის შემთხვევაში, პირი კარგავს დაფინანსების გადარიცხვის მოთხოვნის უფლებას. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას კი, ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია დააბრუნოს სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ათვისებული ოდენობა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 26 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტსა და დ--------------–---–ს შორის გაფორმდა გრანტის შესახებ №----------3/79 ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების 2.2მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ „გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 38321.7(ოცდათვრამეტი ათას სამას ოცდაერთი და შვიდი) კანადური დოლარის თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად. ხელშეკრულების 3.1.1მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით, მოახდინოს „გრანტის მიმღებისათვის” გადარიცხული თანხების ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი. დასახელებული ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის თანახმად, ,,გრანტის მიმღების’’ მიერ 3.4.1, 3.4.4 და 3.4.5 ქვეპუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს საგრანტო თანხის უკან დაბრუნება. დასახელებული ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი“ ვალდებულია სრულად და დროულად დააფინანსოს ,,გრანტის მიმღები“(წერილობითი განაცხადის მიღების საფუძველზე) ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად. დასახელებული ხელშეკრულების 3.4.5 პუნქტის თანახმად კი, ,,გრანტის მიმღები’’ ვალდებულია სწავლის დასრულების შემდეგ, გრანტის გამცემს წარუდგინოს ტ------------ უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ელ.ფოსტაზე, არაერთხელ მიმართა წერილობით მოპასუხეს და მოსთხოვა წარმოედგინა სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა დ--------------–---–ს აღნიშნული დოკუმენტი დღემდე არ წარუდგენია. შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტისათვის, კერძოდ იმის დასადგენად დ--------------–---–ს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება, მნიშვნელოვანია დადგინდეს შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და საბოლოოდ მიღწეული იქნა თუ არა ის მიზანი, რა მიზნითაც განხორციელდა მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმება, რასაც ითვალისწინებს ზემოაღნიშნული დადგენილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2013წლის 26 ივლისს დ--------------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დ--------------–---–ს შორის 2013წლის 26 ივნისს გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების (№----------3/79) თანახმად, საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის განკუთვნილი: 3 100 კანადური დოლარის ოდენობით პირად ანგარიშზე ჩარიცხვა, ხოლო სწავლის საფასურის - 29 154 კანადური დოლარის ტ------------ უნივერსიტეტის ანგარიშზე გადარიცხვა.

 

დადგენილია ასევე, რომ 2013 წლის 12 აგვისტოს, დამატებით, დ--------------–---–-ს დედამ ლ--–------------აც მიმართა განცხადებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსს და განუმარტა, რომ უნივერსიტეტში უკვე მიმდინარეობდა საგნების რეგისტრაცია, რეგისტრაციის ბოლო დღე კი იყო 14 აგვისტო, ამასთან, თუ თანხა არ იქნებოდა გადარიცხული დროულად, სტუდენტი ვერ მოახერხებდა საგნებზე დარეგისტრირებას, რაც გამოიწვევდა ხელშეკრულების 3.2 მუხლის დარღვევას.

 

სადავოს არ წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ თანხის გადარიცხვა განხორციელდა არა 2013 წლის 14აგვისტომდე, არამედ- 2013 წლის 15 აგვისტოს, ანუ მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში საგნების რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო, რის გამოც ვერ მოხერხდა დ--------------–---–-ს რეგისტრაცია 2013-2014 სასწავლო წლისათვის და რამაც გამოიწვია სწავლის დასრულების გახანგრძლივება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გაუთვალისწინებელი პაუზის შემდეგ, დ--------------–---–- იძულებული გახდა ემუშავა, რათა ჰქონოდა საარსებო წყარო, რის გამოც ვერ ახერხებდა წლის განმავლობაში ერთ საგანზე მეტის აღებას. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს სახელმწიფოს მიერ დ--------------–---–-სათვის გადარიცხული თანხის არადანიშნულებისამებრ გამოყენების ფაქტს. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ცალსახად ადასტურებს, რომ მოპასუხე მხარე აგრძელებს სწავლას, სწავლის დასრულებამდე დარჩენილი აქვს მხოლოდ ერთი საგანი და ჯერ არ არის გაცემული დიპლომი. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა,- საფუძველს მოკლებულია. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით არ ყოფილა გაწერილი სწავლის დასრულების და დიპლომის მიღების რაიმე კონკრეტული ვადა.

 

ამდენად, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე) სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის” შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე) სარჩელი მოპასუხე- დ--------------–---–-ს მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მოსარჩელე გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი