გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.10.2018
საქმის ნომერი
330310018002413489
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2496-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ი-----–---–----------ე

წარმომადგენელი - ა---------–---------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის M---------------- ბრძანება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 26 მარტის M---------------- ბრძანება;

 

1.3. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ი-----–---–----------ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე;

 

1.4. დაევალოს მოპასუხეს ი-----–---–----------ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, 2018 წლის მარტის თვიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2007 წლიდან მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რიგებში; გავლილი აქვს საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ოფიცერთა მოსამზადებელი კურსი და ამერიკის შეერთებულ შტატებში - კაპიტნის საკარიერო კურსი; არის ცხინვალის ომის მონაწილე და მიღებული აქვს სხვადასხვა მედლები „უმწიკვლო სამსახურისათვის“.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არის თავისი საქმის პროფესიონალი, არაერთხელ იყო მივლინებული საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატების არმიაში ჯარისკაცთა მხარდაჭერის ინსტიტუტში, წვრთნებზე. ამასთან, სახელმწიფოს მის მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში საკმაოდ დიდი თანხები აქვს გადახდილი. აღნიშნულის მიუხედავად, სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი ქცევის საფუძვლით, იგი დაითხოვეს სამსახურიდან.

 

მოსარჩელის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში მისი სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა არ არსებობდა, რის გამოც თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 19 დეკემბრის MOD 0------------ ბრძანებით, მაიორი ი-----–-----------------–----------ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის S----- უ----------ფიცრად (საშტატო კატეგორია „კაპიტანი“, შტატი №8/-------) 2016 წლის 19 დეკემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის G---ის სამწყობროს უ--------------–---- თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „მაიორი“, შტატი №8/1------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 19 დეკემბრის MOD 0------------ ბრძანება (ს.ფ. 93).

 

3.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის S----- უფროსმა 2015 წლის 15 დეკემბერს, მაიორ ი---–----------ეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (E-FLOW) გასაცნობად დააწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 13 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული „ოფიცერთა სამხედრო განათლების კონცეფცია“. მაიორ ი--–----------ის სამსახურებრივ კომპიუტერში კონცეფციის ტექსტში ყველა სიტყვა იყო გადაბმული, რის გამოც, მაიორმა ი---–----------ემ ბრძანებას ოფიცრისთვის მიუღებელი ფრაზით (შეურაცხმყოფელი სიტყვებით) დაადო რეზოლუცია და დაარქივა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 22 დეკემბრის M---------------- მიმართვის საფუძველზე, სამსახურებრივი შემოწმება ჩატარდა მთავარი სამმართველოს სამხედრო მიმართულებით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტის ტექნიკური ხარვეზით აღქმა მხოლოდ გარკვეულ კომპიუტერებში გამოვლინდა და გენერალური შტაბის კომპიუტერებში დოკუმენტაცია იკითხება ჩვეულებრივი ფორმატით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 12 თებერვალს დამტკიცებული დასკვნა (ს.ფ. 63-66);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 22 დეკემბრის M---------------- მიმართვა (ს.ფ. 92);

- ი-----–---–----------ის 2017 წლის 21 დეკემბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 90);

- ამონარიდი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემიდან (ს.ფ. 91);

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 13 დეკემბრის M---------------- ბრძანებით დამტკიცებული „ოფიცერთა სამხედრო განათლების კონცეფცია“ (ს.ფ. 67-7-);

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 13 დეკემბრის M---------------- ბრძანებით დამტკიცებული „ოფიცერთა სამხედრო განათლების კონცეფცია“ (სწორი ტექსტით) (ს.ფ. 76-83).

 

3.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, 2018 წლის 11 იანვარს გამოიკითხა ი-----–---–----------ე, რომელმაც განმარტა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობს 2007 წლიდან. 2016 წლიდან მის ფუნქციებში შედის პირადი შემადგენლობის მოძრაობა (შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება მივლინებაზე, საქართველოს და საზღვარგარეთ კურსები), სამწყობრო საკითხები. მისივე განმარტებით, უფროსის მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (E-FLOW) გასაცნობად დაეწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 13 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული „ოფიცერთა სამხედრო განათლების კონცეფცია“. მის კომპიუტერში კონცეფციის ტექსტში ყველა სიტყვა იყო ერთმანეთზე გადაბმული და ვინაიდან ნაწერი ვერ გაარჩია, რეზოლუცია შეურაცხმყოფელი სიტყვით დაადო და დაარქივა. ამასთან, ტექსტის დამახინჯება (სიტყვების გადაბმა) დაფიქსირდა მხოლოდ გენერალური შტაბს დაქვემდებარებულ კომპიუტერებში, ხოლო გენერალური შტაბის კომპიუტერებში ტექსტი აღიქმებოდა ნორმალურ ფორმატში. აღნიშნულის შესახებ რეზოლუციის დადების დროს არ იყო ცნობილი ი-----–---–----------ისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ იგი იყო დოკუმეტბრუნვის სისტემაში ბოლო ინსტანცია და მიღებული ტექსტის სხვა პირებისთვის გადაგზავნა არ ევალებოდა, ი-----–---–----------ემ გაცნობის შემდეგ, რეზოლუციით დააარქივა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი-----–---–----------ის 2018 წლის 11 იანვრის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 87-89).

 

3.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის M---------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის S----- უ--------------–---ი, მაიორ ი-----–-----------------–----------ეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „საყვედური“, ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ი-----–---–----------ის უშუალო უფროსმა, მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის S----- უფროსმა ი-----–---–----------ე დაახასიათა შემდეგნაირად: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის S----- უ--------------–---ი, მაიორი ი-----–-----------------–----------ე შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 2007 წლიდან. იგი არის დაკავებული თანამდებობისათვის საკმარისად კომპეტენტური, მაგრამ არის უნიციატივო ოფიცერი, დავალებებს ასრულებს მხოლოდ მითითების მიცემის შემდეგ, ჩვეულებრივ არ უყვარს გადაწყვეტილების მიღება და შესაძლებლობის შემთხვევაში ცდილობს მას თავი აარიდოს. იგი მოკლებულია პასუხისმგებლობის გრძნობას და რთულია მას დაეყრდნო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 12 თებერვალს დამტკიცებული დასკვნა (ს.ფ. 63-66);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის იურისტის 2017 წლის 1 მარტის M---------------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 85);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 86);

- 2017 წლის 22 დეკემბრის სამსახურებრივი დახასიათება (ს.ფ. 84).

 

3.5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2018 წლის 12 თებერვალს დამტკიცდა დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის S----- უ--------------–---ი, მაიორი ი-----–-----------------–----------ე, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის.

 

მითითებული დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 12 თებერვალს დამტკიცებული დასკვნა (ს.ფ. 63-66).

 

3.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის M---------------- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 12 თებერვალს დამტკიცებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის S----- უ--------------–---ი (საშტატო კატეგორია: „კაპიტანი“, შტატი №8/-------), მაიორი ი-----–-----------------–----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში, 2018 წლის 20 თებერვლიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 26 მარტის M---------------- ბრძანებით ცვლილება განხორციელდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის M---------------- ბრძანებაში, კერძოდ, ამ უკანასკნელის პრეამბულა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის), საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVI თავის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა (ჩადენილი უღირსი საქციელის გამო) და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის M---------------- ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 24);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 26 მარტის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 23).

 

3.7. მე-4 მექანიზებული ბრიგადის ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მაიორ ი-----–-----------------–----------ის დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1------ (ე---------------------–---–------ ლარს, საიდანაც 1--- ლარი იყო წოდებრივი სარგო, 5-- ლარი - დანამატი და 7- ლარი - კომპენსაცია.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა 2018 წლის 18 ოქტომბერს გასცა M---------------- ცნობა მასზედ, რომ ი-----–---–----------ე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილია 2018 წლის 20 თებერვლიდან. შესაბამისად, თებერვლის თვის შრომის ანაზღაურება ჩაერიცხა სრული თვის, საიდანაც ზედმეტად გაცემულია 5-- (ხ--------–-------) ლარი და 7--------–-------- თეთრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 2018 წლის 4 ივლისის M---------------- ცნობა (ს.ფ. 158);

- ამონაწერი სს „-----------–-------კიდან“, მომზადების თარიღი: 19.04.2018წ. (ს.ფ. 28-34);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 18 ოქტომბრის M---------------- ცნობა (ს.ფ. 199).

 

3.8. ი-----–---–----------ე 2008, 2011, 2012, 2014, 2015, 2016, 2017 წლებში ხელმძღვანელობისგან იღებდა შეფასებებს „კარგი“ ან „ძალიან კარგი“, შესაბამისი ქულით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამხედრო მოსამსახურის შეფასების ფორმები (ს.ფ. 122-150).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-----–---–----------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის M---------------- და 2018 წლის 26 მარტის M---------------- ბრძანებები, რომლებიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-----–---–----------ე 2016 წლის 19 დეკემბრიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის S----- უ----------ფიცრად (საშტატო კატეგორია „კაპიტანი“, შტატი №8/-------). შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელზე ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელით სხვა რამ არ არის დადგენილი, მასზე უნდა გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას. ხსენებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდეგში – გენერალური შტაბი); ბ) გენერალური ინსპექცია.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებით კი დამტკიცდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულება, რომლის პირველი და მეორე მუხლების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას. გენერალური შტაბი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტები.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც წყვეტს საკადრო საკითხებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

სასამართლო მიუთითებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საორგანიზაციო ღონისძიების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 მაისის M---------------- ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მოსამსახურეებისათვის, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (შემდეგ - გენერალური ინსპექციის) მიერ სამსახურებრივი შემოწმების (ინსპექტირების/შემოწმების) შედეგად, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მოსამსახურის მიმართ არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ქვედანაყოფის უფროსი (რომლის დაქვემდებარებაშიც არის დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი მოსამსახურე) ვალდებულია მიაწოდოს აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გენერალურ ინსპექციას.

 

ამასთან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური ინსპექცია ახორციელებს: ბ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების დაცვის სამსახურებრივ შემოწმებასა და ანალიზს; ბ.ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა სუბიექტების ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისა; ბ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 12 თებერვალს დამტკიცებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის M---------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის S----- უ--------------–---ი (საშტატო კატეგორია: „კაპიტანი“, შტატი №8/-------), მაიორი ი-----–-----------------–----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში, 2018 წლის 20 თებერვლიდან.

 

ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ი-----–---–----------ის ქმედებასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება არ უნდა ჩაეტარებინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციას და შესაბამისად, ამ უკანასკნელის დასკვნის საფუძველზე უფლებამოსილ პირს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები, მათ შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესითა“ და საქართველოს კანონმდებლობით. კერძოდ, წესის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის გამო მოსამსახურეს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) შეიძლება დაედოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) ხელფასის არაუმეტეს 30%-ის დაქვითვა 6 თვემდე ვადით; ზ) სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი განმარტავს, რომ დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა; გ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“. ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა: მინისტრის ან მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილების შემთხვევაში: მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ/გაათავისუფლონ სამსახურიდან მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეიცავს მოსამსახურის მიერ ჩადენილ უღირსი საქციელის ნიშნებს. ამ შემთხვევაში მოსამსახურე სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული იქნება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №01 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის ნორმებსა და ღირებულებებს, აგრეთვე ქცევის ზოგად წესებს. ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს, რომ ეთიკის კოდექსის მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში ეთიკური გარემოს შექმნა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კორუფციის რისკების შემცირება, კეთილსინდისიერების ამაღლება, სამხედრო დისციპლინის განმტკიცება, სამხედრო სამსახურის მაღალხარისხობრივ დონეზე შესრულება, სამხედრო მოსამსახურის პატივის/ღირსების დაცვა და საზოგადოებაში სამხედრო მოსამსახურისადმი პატივისცემის გრძნობის ამაღლება.

 

მითითებული კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე არის კორექტული და თავაზიანი კოლეგებთან ურთიერთობისას. სამხედრო მოსამსახურე ცდილობს თავიდან აირიდოს კოლეგასთან მიმართებით სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელი და მზად არის აღიაროს საკუთარი შეცდომა. ხოლო 22 -ე მუხლის შესაბამისად, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის შტაბის S----- უფროსმა, მაიორმა ლ------------–--ემ 2015 წლის 15 დეკემბერს, მაიორ ი---–----------ეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (E-FLOW) გასაცნობად დააწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 13 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული „ოფიცერთა სამხედრო განათლების კონცეფცია“. მაიორ ი--–----------ის სამსახურებრივ კომპიუტერში კონცეფციის ტექსტში ყველა სიტყვა იყო გადაბმული. ვინაიდან ი-----–---–----------ემ ნაწერი ვერ გაარჩია, ბრძანებას ოფიცრისთვის მიუღებელი ფრაზით (შეურაცხმყოფელი სიტყვებით) დაადო რეზოლუცია და დაარქივა.

 

ასევე დადგენილია, რომ მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება მთავარი სამმართველოს სამხედრო მიმართულებით. შემოწმების შედეგად კი დადგინდა, რომ დოკუმენტის ტექნიკური ხარვეზით აღქმა მხოლოდ გარკვეულ კომპიუტერებში გამოვლინდა და გენერალური შტაბის კომპიუტერებში დოკუმენტაცია იკითხებოდა ჩვეულებრივი ფორმატით.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები სადავო არ არის მხარეებს შორის და მას თავად მოსარჩელეც ადასტურებს.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმებისას დადასტურდა რა პირის მიერ გადაცდომის ჩადენის ფაქტი, ასევე დადგინდა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, კერძოდ, 2017 წლის 17 ნოემბერს, ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, ი-----–---–----------ის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „საყვედური“. ამასთან, ი-----–---–----------ე უშუალო უფროსის მიერ სამსახურებრივად შეფასდა უარყოფითად.

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, ადმინისტრაციული, სამოქალაქო - ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ამასთან, სასამართლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ვინაიდან სპეციალური კანონმდებლობით არ არის დადგენილი ერთი წლის განმავლობაში პირის მიერ სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესი, განსახილველ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი დაწესებულებას ავალდებულებს მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გაითვალისწინოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.

 

ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა გარემოება, მათ შორის, მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა ან/და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე და ამავე დროს, უშუალო უფროსის მიერ უარყოფითად შეფასდა მისი პიროვნული თვისებები, უფლებამოსილმა პირმა მიიღო გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.

 

ამასთან, რაც შეეხება ი-----–---–----------ის წინა წლების შეფასების შედეგებს, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ იგი უშუალო უფროსის მიერ იღებდა შეფასებას „კარგი“ ან „ძალიან კარგი“. ასევე, დადგენილია, რომ სამსახურებრივი დახასიათების თანახმად, ი-----–---–----------ე, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2007 წლიდან, არის დაკავებული თანამდებობისათვის საკმარისად კომპეტენტური, მაგრამ - უნიციატივო ოფიცერი, დავალებებს ასრულებს მხოლოდ მითითების მიცემის შემდეგ, ჩვეულებრივ, არ უყვარს გადაწყვეტილების მიღება და შესაძლებლობის შემთხვევაში ცდილობს მას თავი აარიდოს. იგი მოკლებულია პასუხისმგებლობის გრძნობას და რთულია მას დაეყრდნო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ამდენად, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ უშუალო უფროსმა ეჭქვეშ დააყენა არა დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა, არამედ პიროვნული თვისებები და ასევე, ბოლო 1 წლის განმავლობაში მან ორჯერ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, წინა წლების დადებითი შეფასებები ავტომატურად არ გამორიცხავდა შემდეგ პერიოდში უშუალო უფროსის მიერ მოსარჩელის უარყოფითად შეფასებას.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სარჩელში დაფიქსირებული განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მოპასუხე მხარის - ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

ამასთან, მოსარჩელის მითითებაზე, რომ მის რეზოლუციას, რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვით გამოხატა და დაარქივა, რაიმე შედეგი არ გამოუწვევია (დოკუმენტი იყო ინფორმაციისათვის), სასამართლო მიიჩნევს დაუსაბუთებლად. სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო მოსამსახურისადმი არსებობს მისი საქმიანობის შეფასების მაღალი სტანდარტები, რამდენადაც იგი უნდა უზრუნველყოფდეს საზოგადოებაში სამხედრო მოსამსახურისადმი პატივისცემის გრძნობის ამაღლებას, რაც შეუძლებელია თვით სამხედრო მოსამსახურის მიერ მაღალი ზნეობრივი თვისებების გამოვლენისა და დაცვის, კეთილსინდისიერად ქცევის გარეშე. შესაბამისად, აღნიშნული პირობების უხეშად დარღვევა შეუთავსებელს ხდის პირს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობასთან.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 2 მარტის M---------------- და 2018 წლის 26 მარტის M---------------- ბრძანებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ამასთან, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა უნდა აღადგინოს იმავე თანამდებობაზე და იმ ნაწილში, რომელშიც გადიოდა სამსახურს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე, ხოლო უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებს აღადგენს საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო მათ ჩაეთვლებათ ნამსახურობის წლებში. სამხედრო მოსამსახურეს საკუთარი უფლებების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ასევე, განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის არაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, შესაბამისად, ი-----–---–----------ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 24 აპრილს სს „თ----------ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22.

 

7.2. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სს „-----------–-------კში“ ა---------–---------–---–ის პირადი ანგარიშიდან ამონაწერი (მომზადების თარიღი: 24.09.2018წ. 11:47) (ს.ფ. 190)), რომლითაც დგინდება, რომ ი-----–---–----------ემ ა---------–---------–---–ს საადვოკატო მომსახურებისათვის ჩაურიცხა თანხა 1500 (ერთიათასხუთასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არის უსაფუძვლო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----–---–----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. მოსარჩელე ი-----–---–----------ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 24 აპრილს სს „თ----------ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

ბათილად იქნეს ცნობილი ბრძანება;

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე