განაჩენი

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
080100118002492796
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/516-18 (N041130518001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

20.11.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ------- ვ------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- კ-–-–---

მამის სახელი: ვ-------

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: მქონე (პირობითი მსჯავრი)

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის 1-ლი შეს. N6/31

 

ადვოკატები - გ------- დ---–-–---–ი

 

სხდომის სახე ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გ------- კ-–-–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქუთაისი, ა---–-----------ის გამზირი პირველი შესახვევი N6/31-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------- კ-–-–---მა დას გ------– კ-–-–---ს სიტყვიერი შელაპარაკებისას ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქუთაისი, ა---–-----------ის გამზირი პირველი შესახვევი N6/31-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------- კ-–-–---ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას გ------– კ-–-–---ს. გ------– კ-–-–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული გ------- კ-–-–---ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

მოწმე ნ--- გ-----------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების უ------------------------------–ი. 2018 წლის 13 მაისს, დაახლოებით 00:30 საათზე შეტყობინების საფუძველზე გაემართა ა---–-----------ის გამზირზე პირველ შესახვევში N6 ბინაში. აღნიშნული შეტყობინება იყო ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული იყო, რომ ოჯახური ძალადობა მოხდა ა---–-----------ის გამზირის პირველ შესახვევში N6 ბინაში 31 ოთახში. მასთან ერთად წავიდნენ მისი თანამშრომლები დ-----------------–--–- ა---–- ბ------ და უ------------------------------–ი ლ---- ლ------. ადგილზე მისვლისას გამოირკვა, რომ გ------- კ-–-–---ს კონფლიქტი ჰქონდა დასთან -გ------– კ-–-–---თან. გ------- კ-–-–---ი სავარაუდოდ იყო ნასვამ მდგომარეობაში. მათი მისვლისას, მან გამოხატა აგრესია როგორც პოლიციელების, ისე მისი დის მიმართ. მათ რამდენჯერმე მოუწოდეს გ------- კ-–-–---ს, რომ დაწყნარებულიყო და დამჯდარიყო. ის ჯერ საწოლზე ჩამოჯდა, შემდეგ რამოდენიმეჯერ წამოიწია მისი დის მიმართულებით, თუმცა მათ არ მისცეს დასთან მიახლოების საშუალება, რა დროსაც რამოდენიმეჯერ უთხრა მას, რომ როცა პოლიცია წავა, რასაც შეჰპირდა აუსრულებდა - დაახრჩობდა, აკუწავდა, დაასახიჩრებდა. დაზარალებულმა განაცხადა, რომ გ------- კ-–-–---მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - სახეში გაარტყა ხელი, რომ მის მიმართ მანამდეც რამდენჯერმე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. ბრალდებულის მუქარის გამო, მისი და იყო ძალიან აღელვებული და შეშინებული. გ------– კ-–-–---ი ითხოვდა ოჯახიდან განრიდებას, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციამ ის გადაიყვანა თავშესაფარში, ვინაიდან როგორც თვითონ ამბობდა, იქ გაჩერება მისთვის შეუძლებელი იყო, თანაც, მისი დედის მხრიდანაც ხდებოდა მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა. მათთან ერთად შემთხვევის ადგილზე მოსულმა საპატრულო პოლიციამ შემაკავებელი ორდერიც გამოსცა გ------- კ-–-–---ისა და ს-----–--- კ-–-–---ის მიმართ, ხოლო გ------– კ-–-–---ი გადაიყვანეს თავშესაფარში. დაზარალებულის განცხადების შემდეგ გ------- კ-–-–---ი დააკავეს მის საცხოვრებელ სახლში, რაც განხორციელდა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, მოძალადის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ფონზე. მოწმე განმარტავს, რომ მისი თანდასწრებით გ------- კ-–-–---ი მის დას ფიზიკურად არ შეხებია(სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე ნ--- გ-----------–---–ის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა---– ბ------მ და უ------------------------------–მა ლ---- ლ------მ (სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1114418 13/05/2018 01:08 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ,,115’’ საპატრულო ეკიპაჟიდან პ--------–-------------მა გ. გ-------ემ აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების მორიგეს, რომ ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის გამზ. 1-ლი შეს. N6ბ.31-ში ითხოვა დახმარება 1--- წ. დაბადებულმა გ------– კ-–-–---მა, რომლის განმარტებით, დედამ 1--- წ. დაბადებულმა ს-----–--- კ-–-–---მა და ძმამ 1--- წელს დაბადებულმა გ------- კ-–-–---მა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გ------- კ-–-–---ი ასევე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით (ს.ფ.2).

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1114333 12/05/2018 23:52:15 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ,,112“-ში ტელეფონის ნომრიდან 790828397 შედის შეტყობინება, რომლის თანახმადაც ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის გამზირი 1-ლი შესახვევი მე-6 კორპუსიდან რეკავს პიროვნება და იძახებს აღნიშნულ მისამართზე სასწრაფო დახმარებას, ვინაიდან ერთ საათში დაჩეხილი იქნება მისი და. (ს.ფ.3).

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №003372218 დასკვნით - რაც ასევე დაადასტურა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ სასამართლოზე ჩვენების მიცემისას, ირკვევა, რომ 13.05.2018 წელს 03:18-03:25 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე გ------– კ-–-–---ის სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. (ს.ფ. 18-20, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 13 მაისს გაცემული შემაკავებელი ორდერებისა და შემაკავებელი ორდერის ოქმების თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ გ------– კ-–-–---ის ახსნა-განმარტების თანახმად დედამ ს-----–--- კ-–-–---მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა კისერში ხელის მოჭერით, ხოლო ძმამ გ------- კ-–-–---მა სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად სამჯერ დაარტყა სახის არეში და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადე გ------- კ-–-–---ი პატრულ ინსპექტორების შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგაც იწევდა მსხვერპლისაკენ ( ს.ფ. 81-91).

 

ზემოაღნიშნული შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და ოქმის შედგენის გარემოებები სრულად დაადასტურა პ--------–-------------მა გ------- გ-------ემ სასამართლოსათვის მოწმის სახით ჩვენების მიცემისას და დამატებით განმარტა, რომ როგორც მას გადასცა ინფორმაცია ოპერატორმა, გ------- კ-–-–---მა თავად მოითხოვა პატრულის გამოძახება, წინააღმდეგ შემთხვევაში მის დას დაჩეხავდა. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ მან მსხვერპლი გადაიყვანა თავშესაფარში. მოწმის ჩვენებაში აღწერილი გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პატრულ ინსპექტორის სამხრე კამერების ჩანაწერებით (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დაზარალებულმა გ------– კ-–-–---მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის(ძმის) წინააღმდეგ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენება მისცა ბრალდებულმა გ------- კ-–-–---მა, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ შემთხვევის ღამეს მასსა და მის დას შორის მართლაც მოხდა კონფლიქტი, რაც გამოიწვია იმან, რომ ყოველ დღე მთვრალი მიდიოდა სახლში. თუმცა, ეს იყო და-ძმას შორის სიტყვიერი კონფლიქტი და არც სიცოცხლის მოსპობის მუქარას და არც ფიზიკური შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, კონფლიქტში მათი დედაც ჩაერია, რომელიც მოუწოდებდა გ------– კ-–-–---ს დაწყნარებულიყო. რაც შეეხება ,,112“-ში შეტყობინების გაკეთებას, მაგთიფიქსის ტელეფონით დარეკა თავადვე, რათა ეს კონფლიქტი კიდევ უფრო არ გამწვავებულიყო, კონკრეტულად რა სიტყვები უთხრა ოპერატორს არ ახსოვს, ვინაიდან მთვრალ მდგომარეობაში იყო. გ------- კ-–-–---ის განმარტებით შეტყობინებაში მისი მხრიდან დაფიქსირებული მუქარა, რომ 1 საათში დაჩეხავდა მის დას, გამიზნული იყო იმისთვის, რომ გ------– კ-–-–---ი დაწყნარებულიყო (სასამართლო სხდომის ოქმი).

წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ძალადობის ეპიზოდში ბრალდების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები. კერძოდ, ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ გ------- კ-–-–---მა 2018 წლის 12 მაისს განახორციელა ძალადობა დის გ------– კ-–-–---ის მიმართ, ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და სხვა წერილობით მტკიცებულებებზე, რომლებშიც ასახულია დაზარალებულ გ------– კ-–-–---ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.

მოცემულ ბრალდების ეპიზოდს ჰყავს სამი პირდაპირი მოწმე, ბრალდებული, დაზარალებული და მათი დედა, რომელთაგან დაზარალებულმა კანონიერი საფუძვლით განაცხადა უარი ჩვენების მიცემაზე, ბრალდებულმა უარყო ძალადობის ფაქტი, ხოლო დედა ს-----–--- კ-–-–---ი საერთოდ არ დაკითხულა სასამართლო სხდომაზე.

რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმეთა - გამომძიებელ ა---– ბ------ს, ნ--- გ-----------–---–ის, ლ----ი ლ------ს, პ--------–------------- გ------- გ-------ის და ექსპერტ მ------ ნ-----–--ის ჩვენებებს, სასამართლო განმარტავს, რომ არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ისინი ავრცელებენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია და ფიცის ქვეშ არ დაუდასტურებია ამ ინფორმაციის სინამდვილე. ამდენად, სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ისინი წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

დაზარალებულ გ------– კ-–-–---ის მიმართ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე არ არის დადგენილი ძალადობის ფაქტი მიყენებული ზიანის სახით. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გონივრულ ეჭვს მიღმა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ 2018 წლის 12 მაისს გ------- კ-–-–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას - გ------– კ-–-–---ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით გ------- კ-–-–---ის მსჯავრდება.

ამასთან, სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ იყო ირიბი სახის და რომლითაც დასტურდებოდა წარმოდგენილი არაპირდაპირი ჩვენებები.

სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ და-ძმას გ------- კ-–-–---სა და გ------– კ-–-–---ს შორის არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, სიფრთხილით უნდა შემოწმდეს დაზარალებულის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სანდოობა სხვა ობიექტური ინფორმაციის წყაროებით. მოცემულ შემთხვევაში კი თვით დაზარალებულმა განაცხადა უარი ჩვენების მიცემაზე და, შესაბამისად, მხოლოდ მის მიერ სხვა პირებზე გადაცემული ინფორმაციით დანაშაულებრივი ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენა შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გ------- კ-–-–---ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას გ------– კ-–-–---ის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ეპიზოდში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

მუქარის ეპიზოდი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, დანაშაულის შემადგენლობისათვის სიცოცხლის მოსპობის ვერბალური ფორმით გამოხატულ მუქარასთან ერთად აუცილებელია იმის დადგენაც, რომ მუქარის ობიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მოცემულ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და განცდილი მუქარის განხორციელების რეალური შიშის შესახებ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების ერთობლიობით სრულად დასტურდება ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდება. კერძოდ:

1. 2018 წლის 12 მაისს 23:52 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ,,112“-ში ტელეფონის ნომრიდან 790828397 შედის შეტყობინება, რომლის თანახმადაც ქ. ქუთაისში, ა---–-----------ის გამზირი 1-ლი შესახვევი მე-6 კორპუსიდან დარეკა პიროვნებამ და გამოიძახა სასწრაფო დახმარება, მუქარის შემცველი სიტყვებით -„ერთ საათში დაჩეხილი იქნება ჩემი და“.

2. მუქარის ფაქტი ასევე დადასტურებულია ბრალდებულის ჩვენებითაც, რომლის განმარტებით შეტყობინებაში მისი მხრიდან დაფიქსირებული მუქარა, რომ 1 საათში დაჩეხავდა მის დას, გამიზნული იყო იმისთვის, რომ გ------– კ-–-–---ი დაწყნარებულიყო და მისთვის ნერვები არ მოეშალა(სასამართლო სხდომის ოქმი).

3. გ------- კ-–-–---ის მხრიდან მისი დის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი სრულად დასტურდება გამომძიებელ ა---– ბ------ს, ნ--- გ-----------–---–ის, ლ----ი ლ------ს და პ--------–------------- გ------- გ-------ის ჩვენებებით, რომლებმაც სასამართლოს განუმარტეს, რომ გ------- კ-–-–---ი მათი თანდასწრებითაც ემურებოდა მის დას სიტყვებით “როცა პოლიცია წავიდოდა, რასაც შეჰპირდა აუსრულებდა - დაახრჩობდა, აკუწავდა, დაასახიჩრებდა...’’ ბრალდებულის მუქარის გამო, გ------– კ-–-–---ი იყო ძალიან აღელვებული და შეშინებული. ის ითხოვდა ოჯახიდან განრიდებას, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციამ ის გადაიყვანა თავშესაფარში“.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული მუქარის ნაწილში შერაცხულ ბრალდებას ფაქტობრივად აღიარებს, თუმცა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ ჰქონია მის დაზე ძალადობის განზრახვა და მუქარის შემცველი სიტყვები მხოლოდ მისი დაშოშმინების მიზნით იყო წარმოთქმული. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის არ არის აუცილებელი, რომ დანაშაულის სუბიექტს მუქარის განხორცილების განზრახვა ჰქონდეს, არამედ საკმარისია, რომ მუქარის ფაქტმა მსხვერპლში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მიერ ასეთი შიშის რეალური განცდა სრულად დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებით, რომ „გ------– კ-–-–---ი იყო ძალიან აღელვებული და შეშინებული. ის ითხოვდა ოჯახიდან განრიდებას, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციამ ის გადაიყვანა თავშესაფარში“. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბრალდებულის მიერ 112-ზე მუქარის შემცველი შეტყობინების განხორციელებიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა სასწრაფო დახმარება, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის სამსახურები.

შესაბამისად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გ------- კ-–-–---მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

ამდენად, გ------- კ-–-–---ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ და დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

გ------- კ-–-–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რაც სსკ-ის 531 მუხლის თანახმად პირდაპირ არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: მართალია, გ------- კ-–-–---ი წარსულში ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშულისათვის, თუმცა, პირველადაა სამართალში ძალადობრივი ხასიათის დანაშაულისათვის, რასაც ის ფაქტობრივად აღიარებს. ამასთან, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელმაც სასამართლოს არ მისცა ძმის საწინააღმდეგო ჩვენება. სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ბრალდებული 6 თვეზე მეტია იმყოფება პატიმრობაში, რაც უნდა გახდეს მისთვის დამაფიქრებელი და საკმარისი სათანადო დასკვნების გამოსატანად.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ამდენად, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ჯარიმაზე მკაცრი და თავისუფლების აღკვეთაზე ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით მაქსიმალური - 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული უფრო მკაცრ სასჯელებთან შედარებით.

 

ამასთან, გ------- კ-–-–---ი ნასამართლევია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ივნისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი. ვინაიდან პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უნდა გაუქმდეს გ------- კ-–-–---ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს მის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 03 (სამი) წელი თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ------- კ-–-–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. გ------- კ-–-–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს და აღსრულდეს გ------- კ-–-–---ის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, გ------- კ-–-–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით.

4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გ------- კ-–-–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 13 მაისიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით (6 თვე და 8 დღე) შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი, რომლის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 8X5=40 (ორმოცი) საათის ოდენობით ჩაეთვალოს მოხდილად და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ოდენობით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

5. გ------- კ-–-–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გ------- კ-–-–---ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე