განაჩენი

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
120100118002547292
დავის ტიპი
177 3 დ , 177 3 ა , 177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/295-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ახალციხის რაიონული სასამართლო

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - გი-----ი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გი-----------–---–---–ი;

 

დაცვის მხარე - ბრალდებული - გი----------------ე - საქართველოს მოქალაქე, დაბ.1--------- წელს, პ/ნ 1---------- ბო-------ში, მცხ. ბო-------- მე-----ის ქ.N---;

 

ადვოკატი - და-----------ძე

 

საპროცესო წარმომადგენელი - ნი----------–---–ი;

 

სხდომის სახე - დახურული

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ, მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ (სამი ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" პუნქტით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 27 მაისს, ქ.ბო-------ში კ--------ს ქუჩაზე რ--------- სადგურის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანიდან, გი----------------ე და ქურდობისათვის ნასამართლევი ლუ---------–--ლი წინასწარშეთანხმებით ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლენენ თა------------–---–ის კუთვნილ „iphone 6s„ მოდელის მობილური ტელეფონსა და ე.წ. უესბე კაბელს, რის გამოც დაზარალებულს მიადგა 405 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ასევე 2018 წლის მარტის თვეში წინასწარი შეთანხმებით ლუ---------–--ლი, თო---------------ძე და გი----------------ე ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ქ. ბო-------ში ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული მზ----------ის კუთვნილ ე.წ. ბოქსერის აპარატში მოთავსებულ ფულად თანხას 195 ლარს, რის გამოც დაზარალებულს მიადგა 195 ლარის ზიანი.

 

ასევე 2018 წლის 19 ივნისს, ქ. ბო-------ში კ--------ს ქუჩაზე იუსტიციის სახლის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანიდან, ქურდობისათვის ნასამართლევი ლუ---------–--ლი და გი----------------ე წინასწარ შეთანხმებით ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ინ--------------–---–ის კუთვნილ ასუსის ფირმის მობილურ ტელეფონს, რის გამოც დაზარალებულს მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ასევე დაეუფლნენ ლე-–------------–-ს კუთვნილ ბლუთუზ დინამიკს და „აიფონის“ მოდელის ყურსასმენებს, რის გამოც დაზარალებულს მიადგა 100 ლარის ზიანი. ასევე დაეუფლნენ ნა----–---------ს კუთვნილ ფულად თანხას 35 ლარის ოდენობით, რის გამოც დაზარალებულს მიადგა 35 ლარის ზიანი.

 

1.2 მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

1.3. პრეიუდიციადმიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გი----------------ემ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. (სამი ეპიზოდი).

 

ბრალდებულმა გი----------------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

დაზარალებულ თა------------–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 მაისს წამოვიდა ექსკურსიაზე ბო--------ს რაიონში, 13:00 საათზე იგი იმყოფებოდა ბო-------ში, სე-----------------–ის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ, რა დროსაც დაუჯდა და გაეთიშა მობილური ტელეფონი „iphone 6s„ მოდელის, რომელიც დასატენად შეაერთა მიკროავტობუსში. დაახლოებით 18:00 საათზე როდესაც ავიდა მიკროავტობუსში ნახა, რომ არც მობილური ტელეფონი და არც უესბე კაბელი იქ აღარ იყო.

იხ. ტომი 2 ს.ფ. 95-97;

 

გი----------------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 მაისს დღის საათებში ლუ---------–--ლთან ერთად წავიდა ბო--------ს პარკის მიმართულებით. დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე კ--------ს ქუჩაზე, რ--------- სადგურის მიმდებარედ შენიშნა გაჩერებული თეთრი ფერის მერსედეს ბენც სპრინტერის“ მოდელის მიკროავტობუსი, სადაც შეიხედა და დაინახა, რომ შიგნით არავინ იყო, შემოუარა მიკროავტობუსს და ნახა, რომ მარჯვენა მხრის ბოლო ფანჯარაზე არსებული გასაწევი მინა იყო ღია მდგომარეობაში. ლუ---------–--ლმა მას უთხრა, რომ იგი გადაძვრებოდა მიკროავტობუსში და გი-----ის თვალი ედევნებინა ვინმე რომ გამოჩნდებოდა მიეცა ნიშანი, ლუ-- გადაძვრა მიკროავტობუსში და იქიდან წამოიღო „iphone 6s„ ფირმის მობილური ტელეფონი და უესბე კაბელი

იხ. ტომი 2 ს.ფ. 131-133;

 

საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, „iphone 6s„ ფირმის მობილური ტელეფონის საკომუნიკაციო „USB“ კაბელის საორიენტაციო ღირებულება შეესაბამება 5 ლარს.

იხ. ტომი 2 ს.ფ. 144-148;

 

საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, „iphone 6s„ ფირმის მობილური ტელეფონის საორიენტაციო ღირებულება შეესაბამება 400 ლარს.

იხ. ტომი 2 ს.ფ. 152-157;

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილებით თა------------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ.

იხ. ტომი 2 ს.ფ. 161;

 

დაზარალებულ მზ----------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგინდა, რომ ქ. ბო-------ში, 9-------–-ს ქუჩაზე, ბო--------ს ცენტრალური პარკის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურების გვერდით არსებულ ბო--------ს ჩამოსასხმელი წყლის მოპირდაპირედ დგას მისი კუთვნილი ე.წ. „ბოქსერის“ სათამაშო აპარატი. 2018 წლის მარტის თვეში, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, ნახა „ბოქსერის“ ყუთი გახსნა და ნახა, რომ იქ იყო 195 ლარი და ისევ დაკეტა ყუთი. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კი ნახა, რომ მოპარული იყო თანხა.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 138-140;

 

გი----------------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2018 წლის მარტის თვის დასაწყისში მის ძმასთან თო---------------ძესთან და ლუ---------–--ლთან ერთად ბო--------ს წყლის მოპირდაპირედ არსებული სავაჭრო ჯიხურის წინ. საავტომობილო გზის გვერდით ე.წ. „ბოქსერის“ აპარატს გაუტეხა ბოქლომი მისი გატეხვის შემდეგ ნახა ყუთი, სადაც ეყარა რკინის ერთ ლარიანი მონეტები სულ 195 ლარი. აღნიშნული თანხა ამოკრიბეს, ხოლო აპარატის ყუთი და ბოქლომი გადააგდეს მდინარეში.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 106-108;

 

თო---------------ძის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2018 წლის მარტის თვის დასაწყისში მის ძმასთან გი----------------ესთან და ლუ---------–--ლთან ერთად ბო--------ს წყლის მოპირდაპირედ არსებული სავაჭრო ჯიხურის წინ. საავტომობილო გზის გვერდით ე.წ. „ბოქსერის“ აპარატი, რომ შენიშნეს ლუ--მ შესთავაზა გი-----ი და თო---------------ძეებს, რომ გაეტეხათ აპარატი, რადგან შიგ ფული იქნებოდა. რაზეც გი-----ი და თო---------------ძეები დასთანხმდნენ მას. გი----------------ემ ლუ---------–--ლთან ერთად გააღეს ყუთი და სადაც ეყარა რკინის ერთ ლარიანი მონეტები სულ 195 ლარი.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 111-113;

 

2018 წლის 17 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული გი----------------ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა ბო-------ში, 9-------–-ს ქუჩაზე არსებულ ბო--------ს ცენტრალური პარკისკენ მიმავალ გზაზე, სადაც შედის გზა ბო--------ს პარკის შესასვლელთან არსებულ ბო--------ს წყლის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურების გვერდით მდებარე „ბოქსერის“ აპარატი, რომელიც მან თო---------------ძესთან და ლუ---------–--ლთან ერთად გაქურდა. თავისი ჩვენება მოწმემ დაადასტურა ადგილზე საგამოძიებო მოქმედების დროს.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 116-121;

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის 2018 წლის 29 მარტის დადგენილებით მზ----------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 187;

 

დაზარალებულ ლე-–------------–-ს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2018 წლის 19 ივნისს თბილისიდან წავიდა ექსკურსიაზე სა-–------------ში, საღამოს საათებში გადაწყვიტეს ბო--------ს პარკის მონახულება. მძღოლმა ავტობუსი გააჩერა კ--------ს ქუჩაზე პატარა პარკთან. ავტობუსში მან დატოვა ჩანთა, სადაც ედო სხვადასხვა დასახელების ნივთები, მათ შორის ყვითელი ფერის კვადრატული ფორმის „ბლუთუზი“ და „აიფონის“ მოდელის თეთრი ყურსასმენები. მოგვიანებით ლე-–------------–- პირველი დაბრუნდა ავტობუსში და ასვლას რო აპირებდა ნახა, რომ ავტობუსის სალონის კარი იყო დაკეტილი, ხოლო მძღოლის სავარძელზე შენიშნა დაახლოებით 13-14 წლის სუსტი აღნაგობის პატარა ბიჭი.

იხ. ტომი 2 ს.ფ. 186-188;

 

დაზარალებულ ნა----–---------ს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2018 წლის 19 ივნისს თბილისიდან წავიდა ექსკურსიაზე სა-–------------ში, საღამოს საათებში გადაწყვიტეს ბო--------ს პარკის მონახულება. მძღოლმა ავტობუსი გააჩერა კ--------ს ქუჩაზე პატარა პარკთან. ავტობუსში ნა----–---------მ დატოვა ხელჩანთა, სადაც ედო საფულე, რომელშიც ჰქონდა დაახლოებით 25 ლარამდე ოდენობის ორლარიანი, ერთლარიანი, 20 თეთრიანი და 10 თეთრიანი რკინის მონეტები, ასევე ორი ცალი ხუთ ლარიანი ქაღალდის კუპიურა. როდესაც დაბრუნდა ავტობუსში ნახა, რომ ჩანთები იყო არეული ხოლო საფულე ეგდო ძირს და შიგ ფული აღარ იყო.

იხ. ტომი 2 ს.ფ. 189-191;

 

დაზარალებულ ინ--------------–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2018 წლის 19 ივნისს თბილისიდან წავიდა ექსკურსიაზე სა-–------------ში, საღამოს საათებში გადაწყვიტეს ბო--------ს პარკის მონახულება. მძღოლმა ავტობუსი გააჩერა კ--------ს ქუჩაზე პატარა პარკთან. მან ავტობუსში დატოვა ნივთები, ხელჩანთა მათ შორის „ასუსის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მოგვიანებით როდესაც დაბრუნდა ავტობუსში ნახა, რომ ნივთები ეყარა არეულად, ხოლო მისი მობილური ტელეფონი იქ აღარ იყო

იხ. ტომი 2 ს.ფ. 192-194;

 

საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის 2018 წლის 22 ივნისის N----- დასკვნის თანახმად, „ASUS“-ის ფირმის, „ZC500TG“ მოდელის მობილური ტელეფონის საორიენტაციო ღირებულება და მეპატრონეზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეესაბამება 300 ლარს.

იხ. ტომი 3 ს.ფ. 95-99;

 

საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის 2018 წლის 22 ივნისის N------- დასკვნის თანახმად, „JBL GO VM“-ის მოდელის ბლუთუზ დინამიკის საორიენტაციო ღირებულება შეესაბამება 30 ლარს.

იხ. ტომი 3 ს.ფ. 111-115;

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 19 აპრილს, გი----------------ე წინასწარი შეთანხმებით ლუ---------–--ლთან და თო---------------ძესთან ერთად, ფარულად და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ქ·ბო-------ში გ-----------იას ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანიდან, მე-----------–-ძის კუთვნილ „PIONER“ ფირმის მაგნიტაფონს ორ ცალ მეხსიერების ბარათს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 95 ლარის ოდენობის ზიანი.

 

2.1. ქმედების სამართლებრივი აღწერა

გი----------------ემ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ბრალდებულმა გი----------------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

დაზარალებულ მე-----------–-ძის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგინდა, რომ მანქანა გააჩერა სახლთან აივნის წინ კარი არ ჩაუკეტავს, როდესაც მეზობელთან მიდიოდა დაინახა სამი არასრულწლოვანი ბავშვი, მათ შორის იცნო ლუ---------–--ლი, ცოტახანში როდესაც მანქანიდან რაღაც ნივთის ასაღებად მივიდა დაინახა, რომ მანქანის მაგნიტოფონი აღარ იყო ადგილზე, მაშინვე ეჭვი ლუ---------–--ლზე აიღო, მოიძია ნომერი და დაურეკა, ლუ---------–--ლმა უთხრა, რომ მან წაიღო მაგნიტოფონი და დაუბრუნებდა.

იხ. ტომი 2 ს.ფ. 18-20;

 

თო---------------ძის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგინდა, რომ ის მისი ძმა თო---------------ძე, გი----------------ე და ლუ---------–--ლი მიდიოდნენ ,,გო-----------------ზე" როდესაც შეხვდათ მათი საერთო ნაცნობი თო------ ჭ-----–-ძე, რომელმაც უთხრა რომ ლუდის საყიდელი ფული არ ჰქონდა და შესთავაზა, მაგნიტოფონი და მეხსიერების ფლეშკა მოეპარათ მანქანიდან და ფული გაეყოთ, შეთანხმდნენ და გაემართნენ გ-----------იას ქუჩისაკენ, სადაც დაინახეს ,,მერსედესის" მოდელის ავტომანქანა, თო------მ ლუ--ს უთხრა, რომ გაეღო მანქანის კარი და მოეპარა მაგნიტოფონი და ფლეშკა. ლუ--ც დათანხმდა, მოსინჯა ავტომანქანის კარი, რომლიც ღია აღმოჩნდა, ჩაჯდა და იქიდან 2 ცალი ,,ფლეშკა" და მაგნიტოფონი ამოიღო. აღნიშნული მაგნიტოფონი გაყიდეს და ფული მან და ლუ--მ გაინაწილეს, ხოლო ფლეშკები თო------ ჭ-----–-ძემ წაიღო, რომლებიც უ--ნვე გადასცა გი----------------ეს, გი-----იმაც ფლეშკები ლუ--ს მისცა და არ იცის გაყიდა თუ არა აღნიშნული.

იხ. ტომი 2 ს.ფ. 33-34;

 

კო---------–--ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2018 წლის 19 აპრილს მასთან მივიდნენ გი-----ო ფო----ძე, ლუ---------–--ლი და თო---------------ძე, რომლებმაც გასაყიდად მიუტანეს მანქანის მაგნიტოფონი ,,პიონერის ფირმის" რაშიც გადაუხადა 30 ლარი, სხვა მასთან არაფერი მიუტანიათ. კო---------–--ისგან ამოღებულ იქნა მაგნიტოფონი, რომელიც მან შეიძინა ლუ---------–--ლისაგან.

იხ. ტომი 2 ს.ფ. 39-41;

 

საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად 1 ცალი ა/მანქანის მაგნიტოფონის ,,pioneeer" საორიენტაციო საბაზრო ღირებულება შეადგენს - 80 ლარს.

1 ცალი მეხსიერების ბარათი ,,hp" მეხსიერებით 8 გეგაბაიტი - საბაზრო ღირებულება შეადგენს-10 ლარს.

1 ცალი მეხსიერების ბარათი ,,IPLUS" მეხსიერებით 2 გეგაბაიტი-საბაზრო ღირებულება შეადგენს-5 ლარს.

იხ. ტომი 2 ს.ფ. 59;

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის 2018 წლის 30 აპრილის დადგენილებით მე-----------–-ძე ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ.

იხ. ტომი 2 ს.ფ. 61;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა გი----------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ, მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პ (სამი ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

გი----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის ასაკს. განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს და აღარ ჩაიდინოს დანაშაული.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/3-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.

 

ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

 

სასჯელის დანიშვნისას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად, სასურველია მასთან გაგრძელდეს მუშაობა მისი რეაბილიტაციის მიზნით. მიზანშეწონილია, არასრულწლოვანთან მუშაობა წარიმართოს დანაშაულის სრულფასოვნად გაცნობიერების მიმართულებით, რათა მან შეძლოს კომპლექსურად შეხედოს დანაშაულებრივ ქმედებას და გაიაზროს იგი სხვადასხვა პერსპექტივიდან. ასევე, მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანისთვის ცნობიერების ამაღლება, დანაშაულებრივი ქმედებების შესაძლო შედეგებთან და სასჯელთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს განმეორებითი დანაშაულის პრევენციას. ასევე, რეკომენდებულია, არასრულწლოვანთან მუშაობა წარიმართოს მოზარდის ასაკის თავისებურებების გაცნობიერებასა და გადალახვის მიმართულებით.არასრულწლოვანი საჭიროებს მომსახურების მიღებას, რომელიც მიმართული იქნება ადიქტური ქცევის შემცირებაზე. მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანს გაეწიოს პროფესიული დახმარება მისი ინტერესების გათვალისწინებით. ასევე მნიშვნელოვანია მუშაობა დედასთან მშობლის პოზიტიურ უნარ-ჩვევების დახვეწის კუთხით. მნიშვნელოვანია მოზარდის უსაფრთხოებაზე იზრუნოს შესაბამისმა სამსახურებმა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულებრივი ქმედებების სიმრავლის აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გი----------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით - მინიმალური ოდენობით, რომელიც იქნება 1/3-ით შემცირებული. იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული ნასამართლევი არ ყოფილა, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობით გამოსაცდელი ვადით, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

5.ნივთიერი მტკიცებულებები: ერთი ცალი „PIONER“-ის ფირმის ა/მანქანის მაგნიტაფონი და ორი ცალი მეხსიერების ბარათი დალუქულ მდგომარეობაში, ბლუთუსზე მომუშავე დინამიკა და „ASUSI“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, „IPONE 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში და 1 ცალი USB კაბელი რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი----------------ე (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

გი----------------ეს (პ/ნ 1----------) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გი----------------ეს 1/3 შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 8 თვე, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

ასევე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

გი----------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გი----------------ეს 1/3 შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 8 თვე, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

ასევე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

გი----------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გი----------------ეს 1/3 შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 8 თვე, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

ასევე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

გი----------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გი----------------ეს 1/3 შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 8 თვე, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით (მობილური ტელეფონი, „IPONE 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონის ქურდობის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით (ორი ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გი----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გი----------------ეს 1/3 შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 8 თვე, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი.

 

3.პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;

 

4. გი----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის, გაუქმდეს;

 

5. ნივთიერი მტკიცებულებები ერთი ცალი „PIONER“-ის ფირმის ა/მანქანის მაგნიტაფონი და ორი ცალი მეხსიერების ბარათი დალუქულ მდგომარეობაში, ბლუთუსზე მომუშავე დინამიკა და „ASUSI“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, „IPONE 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში და 1 ცალი USB კაბელი რომელიც ინახება შსს ბო--------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გი-----ი ლონდარიძე