გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.12.2018
საქმის ნომერი
120210018002600231
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
02.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2600231-2/665-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

მოსარჩელე - ს----------------------------–----

წარმომადგენელი - ა---------------–-------------------------

მოპასუხე - თა---–----------–---–ი, ზ---------------–--ლი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება , დავალიანების დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი :

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. თა---–----------–---–ს და ზ--------------–---–ს სოლიდურად დაეკისროთ დავალიანების 2------ ლარის გადახდა ს-----------------------------–----- სასარგებლოდ,1.2. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2--- წლის 2--------–------------------- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა თა---–----------–---–მა ს-----------------------------–----’-გან სესხად მიიღო 5--------------------- ლარი 2------------------------------, ანუ 7-- დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 33.95%-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1,00%-ს . ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ზ---------------–--ლთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით.

 

სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ზ---------------–--ლთან გაფორმებული სოლიდური თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7--------–------------- ლარის ოდენობით.

 

მოვალეებს გადახდილი აქვთ დავალიანების ნაწილი ჯამში 5163.41 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან სესხის ძირი თანხაა 2326.04 ლარი, სარგებელი 2213.77 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 623.60 ლარი.

 

მოვალეებს ბ----- მიმართ დავალიანება აქვთ 2------ ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან სესხის ძირი თანხაა 2------ ლარი, სარგებელი 134.85 ლარი, ხოლო 100 ლარი ა--------–---------------–---------–- ფი--------ის მიერ გაწეული ხარჯი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ ზ--------------–---–მა სარჩელი ცნო, ხოლო თა---–----------–---–ს შესაგებელი არ შემოუტანია და არ გამოცხადებულა სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს---------------------------–------ და თა---–----------–---–ის შორის 2--- წლის 2--------–- დაიდო ს------------ ხელშეკრულება №---------------- რომლის მიხედვითაც მასზე გაიცა სესხი 5000 ლარი, 2----------–-–-----------------–-–------ სესხის სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3--------- წლის განმავლობაში. კრედიტის ვადა - 7-- დღე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღისთვის შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.

 

3.1.2. 2--- წლის 2--------–-- სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა ზ---------------–--ლთან გაფორმებული სოლიდური თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7--------–------------- ლარის ოდენობით.

 

3.1.3. მოვალეებს გადახდილი აქვთ დავალიანების ნაწილი 5163.41 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2326.04 ლარი, სარგებელი 2213.77 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 623.60 ლარი.

3.1.4. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.5. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2---------–------------––-------–----------------------------------------

- თავდებობის წერილი; (ი------------

- 2---------–-------- დაფარვის გრაფიკი;

- გაფრთხილება; (----------------

- გადახდის ისტორია; (----------------

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხეებს დავალიანება ს---------------------------–---- მიმართ 2--- წლის 2--------–-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება შეადგენს - 2------ ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2------ ლარი, სარგებელი -134.85 ლარი და 100 ლარი ა--------–---------------–---------–- ფი--------ის მიერ გაწეული ხარჯი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2---------–------------––-------–----------------------------------------

- თავდებობის წერილი; (ი------------

- 2---------–-------- დაფარვის გრაფიკი;

- გაფრთხილება; (----------------

- გადახდის ისტორია; (----------------

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------------------------–----- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე ზ--------------–---–მა ცნო სარჩელი. რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში ს---------------------------–----- და თა---–----------–---–ს შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ ს------------ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული ს------------ თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - თა---–----------–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (-----------------------------–-----’ და თა---–----------–---–ს) შორის გაფორმებული 2--- წლის 2--------–-- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა თა---–----------–---–ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბ----- წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბ----- გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 2--- წლის 2--------–-- ხელშეკრულებით - 2------ ლარი, რაც მოვალემ აღიარა და სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ს-----------------------------–----- და ზ--------------–---–ს შორის 2--- წლის 2--------–- გაფორმებული ს------------ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ს-----------------------------–----- და მეორეს მხრივ ზ--------------–---–ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ზ--------------–---–მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 7-----–-------

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2--- წლის 2--------–-- სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების ოდენობით.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების 4.8. მუხლში მითითებულია: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე.

 

გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ზ--------------–---–მა სარჩელი სცნო მოსამზადებელ ეტაპზე და მას არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი.

 

სარჩელის აღძვრისას ს----------------------------–-----ს მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 100 ლარი.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეს თა---–----------–---–ს მოსარჩელე ს----------------------------–----- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს----------------------------–-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხეს თა---–----------–---–ს (პ/ნ4----------) და ზ---------------–--ლს (პ/ნ4----------) მოსარჩელე ს----------------------------–----- სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს ს------------ დავალიანების 2------ ლარის გადახდა.

 

2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

3. მოპასუხეს თა---–----------–---–ს (პ/ნ4----------) მოსარჩელე ს----------------------------–----- სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე