გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.07.2018
საქმის ნომერი
210210117001807260
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210117001807260

საქმე № 2/169-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.07.2018 წ. ქ.სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი”;

წარმოამდგენელი - ქე---------–---–ი;

მოპასუხეები - ჰუ------------–---ი, რა-----------–---ი, თუ--------------–---ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს ჰუ------------–---ს, რა-----------–---ს, თუ--------------–---ას მოსარჩელე - სს ,,კრ----------ის”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 13951.37(ცამეტიათას ცხრაას ორმოცდათერთმეტი და 37) ლარის გადახდა.

 

ჰუ------------–---ს მოსარჩელე - სს ,,კრ----------ის”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 760.27(შვიდას სამოცი და 27) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:

 

2015 წლის 09 დეკემბერს სს ,,მ-----------------------------–------------” და ჰუ------------–---ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 8000 ლარი 23 თვის ვადით 2.33 % ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ჯარიმა ვადაგადაცილებაზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% 2 ლარზე ნაკლებია მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა ხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.

 

2015 წლის 20 ნოემბერს სს ,,მ-----------------------------–------------” და თუ--------------–---ას შორის, ხოლო 2015 წლის 09 დეკემბერს სს ,,მ-----------------------------–------------” და რა-----------–---ს და ალ------------–---ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები.

 

2016 წლის 14 იანვარს სს ,,მ-----------------------------–------------” და ჰუ------------–---ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნივთის განვადებით შეასძენად გაიცა სესხი 953.00(ცხრაას ორმოცდაცამეტი)ლარი, 18 თვის ვადით. ჯარიმა ვადაგადაცილებაზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% 2 ლარზე ნაკლებია მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა ხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.

 

2016 წლის სექტემბერში შპს ,,მი-------------’’ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და და გარდაიქმნა ,,მი--------------’’ ხოლო 2017 წლის მარტში შეიცვალა დასახელება და გახდა სს ,,კრ----------ი’’.

 

მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ჰუ------------–---ის, რა-----------–---ის, თუ--------------–---ას დავალიანება შეადგენს 13951.37(ცამეტიათას ცხრაას ორმოცდათერთმეტი და 37) ლარს. ჰუ------------–---ის დავალიანება სს ,,კრ----------ის”-ს სასარგებლოდ შეადგენს 760.27(შვიდას სამოცი და 27) ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხე ჰუ------------–---მა სარჩელი ცნო ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში. ხოლო მეორე აქტივიდან დავალიანება 760.27(შვიდას სამოცი და 27) ლარის ნაწილში არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 09 დეკემბერს სს ,,მ-----------------------------–------------” და ჰუ------------–---ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 8000 ლარი 23 თვის ვადით 2.33 % ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ჯარიმა ვადაგადაცილებაზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% 2 ლარზე ნაკლებია მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა ხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.

 

- 2015 წლის 09 დეკემბერს სს ,,მ-----------------------------–------------” და ჰუ------------–---ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება(ს/ფ 21-23)

 

3.1.2. 2015 წლის 20 ნოემბერს სს ,,მ-----------------------------–------------” და თუ--------------–---ას შორის, ხოლო 2015 წლის 09 დეკემბერს სს ,,მ-----------------------------–------------” და რა-----------–---ს და ალ------------–---ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 20 ნოემბერს სს ,,მ-----------------------------–------------” და თუ--------------–---ას შორის, ხოლო 2015 წლის 09 დეკემბერს სს ,,მ-----------------------------–------------” და რა-----------–---ს და ალ------------–---ს შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები. (ს.ფ. 24-29 )

 

3.1.3. 2016 წლის 14 იანვარს სს ,,მ-----------------------------–------------” და ჰუ------------–---ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნივთის განვადებით შეასძენად გაიცა სესხი 953.00(ცხრაას ორმოცდაცამეტი)ლარი, 18 თვის ვადით. ჯარიმა ვადაგადაცილებაზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% 2 ლარზე ნაკლებია მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა ხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 14 იანვარს სს ,,მ-----------------------------–------------” და ჰუ------------–---ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 30-33)

 

3.1.4. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ჰუ------------–---ის, რა-----------–---ის, თუ--------------–---ას დავალიანება შეადგენს 13951.37(ცამეტიათას ცხრაას ორმოცდათერთმეტი და 37) ლარს. ჰუ------------–---ის დავალიანება სს ,,კრ----------ის”-ს სასარგებლოდ შეადგენს 760.27(შვიდას სამოცი და 27) ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ცნობა დავალიანების შესახებ(ს/ფ 67)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა პროცენტის და ჯარიმის ოდენობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით გამოავლინეს ნება პირობის მოწონების თაობაზე, რითიც მათ იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ შესაბამისი პროცენტი და ჯარიმა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 286-ე, 301-ე, 327-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 625-ე, 316-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე, 268-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის თანახმად, კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. სადვაოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოპასუხეებზე მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, მითითებული კანონის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისხმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება პირგასამტეხლო იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და მისი შემცირება სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 20 ნოემბერს სს ,,მ-----------------------------–------------” და თუ--------------–---ას შორის, ხოლო 2015 წლის 09 დეკემბერს სს ,,მ-----------------------------–------------” და რა-----------–---ს და ალ------------–---ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით თავდები, ბანკის წინაშე სრულად აგებდა პასუხს ძირითადი მოვალის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებისათვის და კისრულობდა ვალდებულებას ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სრულად დაეფარა მოსარჩელისათვის ძირითადი თანხა, საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო იმ მოცულობით, რასაც ბანკი მოითხოვდა თავდებობის ფარგლებში, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სასამართლოს მიერ დადგენილი თანხის გადახდევინება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გაადწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

აღნიშნულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ მისთვის თანხის გადახდა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში 50.32 ლარის ოდენობით. ასევე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ უზრუნველყოფის ღნისძიებისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილი 50 ლარი, შეზღუდვის რეგისტრაციის 42 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების 22 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ ამ ნაწილში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი სარჩელის ცნობის ნაწილში 368.21 ლარის ოდენობით მას უნდა დაუბრუნდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 1991 -ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,კრ----------ი''-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხეებს ჰუ------------–---ს, რა-----------–---ს, თუ--------------–---ას მოსარჩელე - სს ,,კრ----------ის”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 13951.37(ცამეტიათას ცხრაას ორმოცდათერთმეტი და 37) ლარის გადახდა. რა-----------–---ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 12534.57(თორმეტიათას ხუთას ოცდათოთხმეტი და 57), ხოლო თუ--------------–---ას პასუხისმგებლობა განისაზღვროს 13400(ცამეტიათას ოთხასი) ლარის ფარგლებში.

1.2. მოპასუხე ჰუ------------–---ს მოსარჩელე - სს ,,კრ----------ის”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 760.27(შვიდას სამოცი და 27) ლარის გადახდა.

 

2. ძალაში დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძება, რომლითაც 1.1. რა-----------–---ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე საგარეჯოს რაიონის სოფელ შ---–----, შ---–----ს მიწები (საკადასტრო კოდი 5-.3-.5-.1--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი 1700,00 კვ.მ., გასხვისება და მისი იპოთეკით დატვირთვა.

 

3. სს ,,კრ----------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 368.21 (სამას სამოცდარვა და 21) ლარის ოდენობით.

 

4. მოპასუხეებს მოსარჩელე - სს ,,კრ----------ის”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50.32(ორმოცდაათი და 32) ლარის, უზრუნველყოფის ღნისძიებისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილი 50(ორმოცდაათი) ლარის, შეზღუდვის რეგისტრაციის 42(ორმოცდაორი) ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების 22(ოცდაორი) ლარი ოდენობით თანხის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოდნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის წესების დაცვით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი