გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.10.2018
საქმის ნომერი
330210017001924026
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ დაკავშირებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/12412-17

330210017001924026

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ოქტომბერი, 2018წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო ს----------–--

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მ-----------–- - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - მა----------–------ი

წარმომადგენელი - გი-----------------–-–---–ი

მოპასუხეები:

1. მა----------------ე;

2. ეკ-------–-ა;

3. არ---–-----–-----ე;

4. თე--–---–------ი;

5. ზვ--------------ი;

6. ლე------------–---–ი

წარმომადგენელი - გი--------------–--ე

 

7. გი-----------------ა;

8. ნი----–------–------ე

 

დავის საგანი - პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე, მა----------------ეს დაევალოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,,თუმცა იმ აქტივებზე საუბარი, რომელსაც თქვენ არ ახმაურებთ და რომელზეც გინდათ საუბარი, ესე, ესე ვერ გავატარებთ ამ ამბავს, იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, ბმაში, მისი რეალური ქონება, მათ შორის ობშერებთან დაკავშირებული საკითხები და მათ შორის ის ჩანაწერი...და ეს ყველაფერი ბმაშია გვ-----იას და ამ მ-----------–-- საუბართან, როდესაც ისინი ამაზე საუბრობდნენ სწორედ და ჩვენ ვნახეთ შემდეგ გმირად გამოყვანილი ეს ადამიანი, როგორ დატოვა ს----------–-- და ასე შემდეგ. ეს არის მთავარი მტკიცებულება, რაც დამტკიცებულია, რაც არის რელევანტური და ავთენტური;“... - მე სხვათა შორის არ ვიცი თქვენ რაში გადაუხადეთ ახ--–------ს ფული;“... - ამ ადამიანს აღმოაჩნდა დიდი აქტივები, დიდი ქონება, დიდი კრედიტების შესაძლებლობები და ასე შემდეგ. ეს არის ჩემთვის სწორედ მტკიცებულება და მათი კონტაქტი რომ დადასტურებული იყო ამაზე მგონი ამ ქვეყანაში არავინ დაობს;“ - არ შეესაბამება სინამდვილეს“;

აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს ს-----–----–------------ ,,რუ--------“-ის,საშულებით.

,,ბატონი გვ-----ია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ს----------–--ს ერთ-ერთ ხელმძღვანელთან -ბატონ ახ--–------თან. დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ბატონი ახ--–------ის ხელში, როდესაც ის იყო მ-----------–- და ბატონი ახ--–------ის განკარგულებაში, როდესაც ის ს----------–--ში მუშაობდა თავს იყრის კოლოსალური რაოდენობით ფინანსური რესურსები, ეს არის 800000 დოლარი, ეს არის 1600000 დოლარი, რომელსაც იგი ფლობდა და განკარგავდა;“ ,,1600000 დოლარი, რომლითაც იგი ისტუმრებს კრედიტორს;“

აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს ს-----–----–------------ ,,ი------“ საშულებით.

1.2. მოპასუხე, არ---–-----–-----ეს დაევალოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,,მოგვიანებით უკვე ცნობილი ხდება ჩვენთვის, მთელი საზოგადოებისთვის, რომ მ-----------–- ბატონი ახ--–------ი, რომელთანაც თვითონ იმყოფებოდა ფარულ კავშირში და აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს“ - არ შეესაბამება სინამდვილეს“;

აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს ს-----–----–------------ ,,ი------“ საშულებით.

1.3. მოპასუხე, გი-----------------ას დაევალოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,, ყველას გვახსოვს ჩვენ მისი საუბარი მა----------–------თან. ორივემ დაადასტურა ამ საუბრის ავთენტურობა, ორივე, ერთმაც და მეორემაც. მეტსაც გეტყვით ახ--–------ი ესე ვთქვათ დაემუქრა გვ-----იას როცა გაცხადდა ეს საუბარი, რომ სარჩელს შეიტანდა და აღძრავდა საქმეს, ბოდიშის მოხდას მოითხოვდა და ა.შ. იქ ფიგურირებდა თანხა 6 მილიონი. აღმოჩნდა, რომ ბატონ მა----------–------ს ამ თანხის ქონება შეძენილი ჰქონდა აი სულ ეხლახან 2016 წლის დეკემბერში, ნაწილი საქართველოში, ნაწილი ობშორულ ზონაში და ეს დადასტურდა არა ვიღაცის ლაპარაკით, გვ-----იასი, არამედ დადასტურდა დოკუმენტებით, რომელიც ამოღებულ იქნა საჯარო რეესტრიდან. ნათლად ჩანს, რომ რასაც იქ ლაპარაკობდნენ ის შედგა.“ - არ შეესაბამება სინამდვილეს;

აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს ს-----–----–------------ ,,ი------“ საშუალებით.

1.4. მოპასუხე, თე--–---–------ს დაევალოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,,ეს საუბარი ნამდვილად შედგა და ახ--–------ი დღესაც, თქვენ თუ დააკვირდებით, არის ისევ და ისევ ნ-–------–------------------ მიერ ს----------–--ს წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიის ნაწილი“... არის ხალხი, მაგალითად ახ--–------ი, რომელმაც ეს ვერ შეძლო, მოაწყო პოლიტიკური შოუ, რომელსაც აგრძელებს“ - არ შეესაბამება სინამდვილეს.

აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს ს-----–----–------------ ,,ი------“ საშუალებით.

1.5. მოპასუხე, ზვ--------------ს დაევალოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,,გაჯანსაღება რომ მიმდინარეობს, ეს, თუნდაც ის ადასტურებს, რომ მა----------–------ის მსგავსი მ-----------–---- უკვე აღარ არიან ამ სისტემაში“ - არ შეესაბამება სინამდვილეს.

აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს ს-----–----–------------ ,,რუ-------“-ის საშუალებით.

1.6. მოპასუხე, ეკ-------–-ას დაევალოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,,აშკარაა, რომ დანაშაულის ნიშნები სახეზე“... ,,ამასობაში ვხედავთ, რომ საჯარო რეესტრიდან არის ახ--–------ის მიმართ უკვე კონკრეტული ფაქტები, რომ რამდენიმე მილიონიან ქონებას ეუფლება იქამდე, ვიდრე კრედიტს გააფორმებდა და ამ აქ ქონების, ესე ვთქვათ ხელში გადასვლის იურიდიული დოკუმენტები ჩნდება, ყოფილი თ---------------, ს----------–-----------დომარის მიმართ“ - არ შეესაბამება სინამდვილეს.

აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს ს-----–----–------------ ,,ი------“ საშუალებით.

1.7. მოპასუხე, ნი----–------–------ეს დაევალოს მიერ მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,, მრავალმილიონიანი ქონება, რომელიც მან რაღაცა, მან უკანონო გზებით არ არის შეტანილი დეკლარაციაში... ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ დავადანაშაულოთ მა----------–------ი იმ კორუფციულ სქემებში, იმ მრავალმილიონიან ესე ვთქვათ კორუფციულ სქემებში და დანაშაულებებში და მის მიმართ დადგეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შემდეგ ბრალეულობა;“

აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს ს-----–----–------------ ,,ი------ „ საშუალებით.

ნი----–------–------ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია - ,,ჩვენს მიერ მოძიებულ იქნა ოფიციალური დოკუმენტები საჯარო რეესტრიდან, ასაბუთებს თ---–----------–----------------–-----------–------------------- მა----------–------ის (ს----–----------------–------------------------------) მიერ არადეკლარირებული ქონების არსებობას და მის სავარაუდო კორუფციულ სქემაში მონაწილეობას...ის რომ მა----------–------ი გარკვეულ კორუფციულ სქემებშია გახვეული, ეს ბოლო პერიოდში გავრცელებული აუდიო ჩანაწერებიდანაც ირკვევა... 6 თებერვალს ნ-----------იასა და ზუ----------–---–ს შორის გავრცელებულ აუდიოჩანაწერშიც, როცა უ--------------------–----------------–---------- ქრთამის მიცემაზეა საუბარი ნ-----------ია ამბობს: ახ--–------მა მაგაზე მეტი ბევრი ფასის სამუშაო შეასრულაო... თ---–----------–----------------–-----------–------------------- მა----------–------ის სახელი საქართველოში ძვირადღირებული ქონების შეძენის გარდა, ოფშორულ ბიზნესშიც ფიგურირებს"- არ შეესაბამება სინამდვილეს.

აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს ვებ გვერდი http://e----------------ს საშუალებით.

1.8. მოპასუხე, ლე------------–---–ს დაევალოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,, მეორე მხრივ ნ-----------ია მოსყიდვის გზით და, რომელიც უკვე დადასტურდა ამ ჩანაწერის ავთენტურობა, ცდილობს...მეორეს მხრივ ნ-----------ია ახ--–------ს სთავაზობს თანხებს, რა საშუალებითაც ახ--–------მა უნდა უზრუნველყოს უ-------–---- ბულინგი პირდაპირი მნიშვნელობით ს----------–--ში... და რა ხდება ამ დროს, ამ დროს ხდება ის, რომ დემოკრატიული პროცესი მიდის ს----------–--ში, ს----------–-- ინელებს ა---–------ და უშვებს ს----------–-- სისტემიდან, ანუ იმ სქემების გათამაშება ვერ ხდება და რა ხდება მერე, როცა ახ--–------ი მიდის ს----------–--დან, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იყო მ-----------–- და მას ჰქონდა კონკრეტული თავისი ქონება დეკლარირებული, როგორც კი აღარ არის ს----------–--------------------------------------–-, უცებ მის ანგარიშზე და მისი ოჯახის წევრების ანგარიშზე ჩნდება ზუსტად იმ თანხის ქონება, რა თანხაზეც არის იმაში კონკრეტულ ჩანაწერში საუბარი. და კიდე მეტს გეტყვით, ვა----------–----ე, რომელიც იყო ნ-–------–------------------ ყოფილი ე----------------------- და ნ-–------–------------------ წევრი, მასთან ერთად ახ--–------ს აქვს ობშერული კომპანია კვიპროსში დარეგისტრირებული და არის ოფიციალური ინფორმაცია, იმედზე გავიდა... ერთი გასაღები უჭირავს ბა-–---ძეს და მეორე გასაღების უჭირავს ახ--–------ს, ანუ როდესაც, სავარაუდო სქემაზე ვსაუბრობ, როდესაც თანხები ირიცხებოდა აი ამ ობშორულ კომპანიაში, სანამ ეს ადამიანი თავის საქმეს არ გააკეთებდა ბა-–---ძე გასაღებს არ ატრიალებდა, აი ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე, აი ესეთ მავნებლობასთან გვაქვს ჩვენ საქმე“ - არ შეესაბამება სინამდვილეს.

აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს ს-----–----–------------ ,,მა--------ს“ საშუალებით.

1.9. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ მორალური ზიანის სახით 10000-10000 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები:

 

2017 წლის 04 თებერვალს, ს-----–----–------------ ,,რუ-------“-ის ეთერში ფრაქცია ,,ქა-------–----–---ის“ თავმჯდომარემ მა----------------ემ, 2017 წლის 03, 04 და 05 თებერვალს ს-----–----–------------ ,,ი------“ ეთერში ს------–-----------------–------- ლიდერმა არ---–-----–-----ემ, 2017 წლის 03 თებერვალს ს-----–----–------------ ,,ი------“ ეთერში ი------–--------------- თე--–---–------მა და გი-----------------ამ, 2017 წლის 03 თებერვალს, ს-----–----–------------ ,,რუ--------“-ის ეთერში ზვ--------------მა, 2017 წლის 07 თებერვალს ს-----–----–------------ ი------ ეთერში ზვ--------------მა, 2017 წლის 05 თებერვალს ს-----–----–------------ ,,ი------“ ეთერში ეკ-------–-ამ, 2017 წლის 08 თებერვალს ს-----–----–------------ ,,ი------“ ეთერში ნი----–------–------ემ და 2017 წლის 18 თებერვალს, ს-----–----–------------ ,,მა--------ს“ ეთერში ლე------------–---–მა, გააკეთეს განცხადებები, რომლებიც ციტირებულია მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაში (იხ. სასარჩელო მოთხოვნები).

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ეს განცხადებები გადაცემულ იქნა საქართველოს სხვადასხვა ტელეკომპანიების, ,,რუ--------“-ის, ტ--–---------- ,,ი------“ და ტ--–---------- ,,მა--------ს“ მიერ. მოპასუხეების მიერ გაკეთებული განცხადებებით უხეშად დაირღვა მოსარჩელის, როგორც ადამიანის, ისე ყოფილი მ-----------–-- უფლებები, რადგან მათი განცხადებები არის სრული სიცრუე და ცილისწამება, რითაც უხეშად შეილახა მისი, როგორც მ-----------–--, ისე ადამიანის უფლებები, ვინაიდან ეს განცხადება უტეხს სახელს, ლახავს მის პატივსა და ღირსებას.

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2016 წლის 29 ნოემბერს, მა----------–------ის მიერ მოხდა შპს ,,ოლ----------–----“-ის 50% წილის შეძენა შპს ,,ლა--------საგან“ 520000 დოლარად, ხოლო 2016 წლის 29 ნოემბერს - შპს ,,ო-–---- +“-ის 16% წილის შეძენა ნო---------------ისგან 280000 აშშ დოლარად. შპს ,,ლა--------ს“ 50%-იანი წილი და ნო---------------ის 16%-იანი წილი, შპს ,,ოლ----------–-----“-ში ნასყიდობის მომენტში დატვირთული იყო გირავნობით კრედიტორი რუ--------------ს სასარგებლოდ. წილის გადმოფორმების შემდეგ, გირავნობით დაიტვირთა მა----------–------ის 66% წილი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ საბანკო კრედიტის აღების შემდეგ, მა----------–------ი გაისტუმრებდა კრედიტორ რუ--------------ს ვალს. მხარეთა სიტყვიერი შეთანხმებით, აღნიშნული ჩაითვლებოდა წილის ნასყიდობის საფასურის გადახდად.

 

2016 წლის 02 დეკემბერს, შპს ,,ოლ----------–-----“-ში მა----------–------მა კუთვნილი 66% წილიდან 50% უსასყიდლოდ გადასცა მეუღლეს, ქე-------------ეს, ხოლო 16% წილი - შვილს, ნი-------–------ს. წილის გასხვისების მომენტში მა----------–------ის 66%-იანი წილი კვლავ დატვირთული იყო გირავნობით კრედიტორ რუ--------------ს სასარგებლოდ. წილის გასხვისების შემდეგ გირავნობით დაიტვირთა ქე-------------ის 50%-იანი და ნი-------–------ის 16%-იანი წილები.

2016 წლის 06 დეკემბერს, სს ,,პრ----------------ში“ გაფორმებული No---------- გენერალური ხელშეკრულების თანახმად, სოლიდარულ მსესხებლებზე: ქე-------------ეზე, მა-------------–-–---–ზე (რომელიც არის მოსარჩელის სიძე) და შპს ,,ოლ----------–-----“-ზე გაიცა საკრედიტო ლიმიტი 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარი ან/და შესაბამისი ექვივალენტი ლარში. რის შედეგადაც, შპს ,,ოლ----------–-----“-ის მიერ აღებული იქნა კრედიტი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით. მა-------------–-–---–ის მიერ აღებული იქნა კრედიტი 350000 აშშ დოლარის, ხოლო ქე-------------ის მიერ - 350000 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, აღებული კრედიტებით გასტუმრებული იქნა კრედიტორ რუ--------------ს ვალი - 798900 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდგომ 2016 წლის 13 დეკემბერს, ქე-------------ისა და ნი-------–------ის წილებზე არსებულ გირავნობის გაუქმებაზე რ----------------- თანხმობა განაცხადა და გაუქმდა ზემოაღნიშნული გირავნობა.

2016 წლის 20 დეკემბერს სს ,,პრ----------------სა“ და დამგირავებლებს: მა-------------–-–---–ს, ქე-------------ესა და ნი-------–------ს შორის გაფორმებულ იქნა რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა სს ,,პრ----------------ის“ გირავნობის უფლება მა-------------–-–---–ის 34% წილზე, ქე-------------ის 50% წილზე და ნი-------–------ის 16% წილზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეების მიერ გაკეთებული განცხადებები მის მიმართ არის სრული სიცრუე, ვინაიდან მას რ--------------------- გააჩნდა წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება საბანკო კრედიტის აღების შემდეგ კრედიტორის ვალის გასტუმრების თაობაზე, რაც ჩაითვლებოდა წილის ნასყიდობის საფასურის გადახდად.

ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პრესაში გავრცელებული ნ-----------იასა და მა----------–------ის საუბრის ჩანაწერების შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს და მისი ავთენტურობა დადგენილი არ არის.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

2.1. ნი----–------–------ის შესაგებლის საფუძვლები:

2016 წლის 8 თებერვალს, ტ--–------------------–-- გამოსვლისას, მოახდინა მხოლოდ ფაქტების კონსტატაცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ შეძენილი ქონება არ იყო შეტანილი თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციაში. მოპასუხის განმარტებით, მან გამოთქვა ეჭვი, რომ დაედანაშაულებინათ მოსარჩელე, რის გამოც განცხადებით მიმართა პროკურატურას, თუმცა მას კატეგორიული მტკიცებით არ უსაუბრია მოსარჩელის დამნაშავეობაზე. ამასთან, მის მიერ ამ განცხადების შეტანამდე, მედიაში ქვეყნდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მა----------–------ი ფლობდა მრავალმილიონიან არადეკლარირებულ ქონებას, მაგალითად გაზეთ ,,პრ--------ში“ 2016 წლის 6 თებერვლის სტატია ,,ს----–----------------–-----------–------------------ მორიგ სკანდალში ეხვევა“.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოსარჩელემ 2016 წლის 29 ნოემბერს შეიძინა შპს ,,ოლ----------–-----“-ის 66%-იანი წილი, რომლის საკუთრებაშიცაა ქ. თბ--–---------–------------ს ქ. N--–- მდებარე 3079 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა ნაგებობებით - ს----–- ,,ო-–----“.

მოსარჩელემ, ამავე წლის 2 დეკემბერს, ჩუქების ხელშეკრულებით წილის 50% გადასცა მეუღლეს, ქე-------------ეს, ხოლო 16 % - შვილს, ნი-------–------ს. 34% წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელის სიძე, მა-------------–-–---–ი, რომელიც ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მა-----------–-–---–ის ვაჟია.

მოსარჩელის მიერ წილის ოჯახის წევრებზე გადანაწილების შემდეგ, კომპანიის ოქნება დაგირავდა ,,პრ----------------ში". წილის შესყიდვა მოხდა 29 ნოემბერს, ხოლო ბანკიდან სესხის აღება კი წლის ბოლოს, შესაბამისად, აღნიშნავს მოპასუხე, მისთვის გაუგებარია, როგორ შეძლო მოსარჩელემ 800000 აშშ დოლარის მობილიზება, რაც დაახლოებით მ-----------–-- 50 წლის ხელფასს უდრის.

უძრავი ქონების სპეციალისტების აზრით, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ფასი დაახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მოსარჩელის მიერ გადახდილ თანხას.

მოსარჩელე, რომ გარკვეულ კორუფციულ სქემებშია გახვეული, ერკვევა ბოლო პერიოდში გავრცელებული აუდიო-ჩანაწერებითაც, კერძოდ, 2016 წლის 2 ოქტომბერს, ,,რუ--------“-ის დირექტორი, ნ-----------ია მოსარჩელეზე ამბობს: ,,...გადადგეს და წამოვიდეს და მივხედავთ. პროსტა უნდა ითქვას რა ხდება, რა უნდა მაგის მიხედვას. ს----------–-------------------- რომ გადადგება და იტყვის ,,რუ--------“-ს საქმეზე... მე მივეხად, 6 მილიონიდან მაგას მივცემ რამეს, თუ ეგრე გაქვს საქმე მაინც და აზრი არ აქვს მანდ სენს ყოფნას, ეგრე ჯობია“. 6 თებერვალს, ნ-----------იასა და ზუ----------–---–ს შორის გავრცელებული აუდიოჩანაწერშიც, როცა საუბარი უ--------------------–----------------–---------- ქრთამის მიცემაზეა საუბარი, ნ-----------ია ამბობს: ,,ახ--–------მა მაგაზე მეტი ბევრი ფასის სამუშაო შეასრულაო“.

მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სახელი საქართველოში ძვირადღირებული ქონების შეძენის გარდა, ოფშორულ ბიზნესშიც ფიგურირებს.

მოპასუხის განმარტებით, მისი განცხადება ეყრდნობოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს: ამონაწერებს მეწარმეთა და არასამეწარმეო პირების რეესტრიდან და თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციებს.

მოპასუხე აღნიშნავს, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მას ტ--–----------------------- და სააგენტო ,,e---------------”-სთან ინტერვიუს მიცემის დროს გამოხატა მისი აზრი, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით რაც იყო მისთვის ცნობილი და არ შეულახავს მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია (ს.ფ.-ები: 61-124).

 

2.2. მა----------------ის, არ---–-----–-----ის, თე--–---–------ის, ზვ--------------ის, ეკ-------–-ას და ლე------------–---–ის შესაგებლის საფუძვლები:

 

სარჩელში მოყვანილი ციტატები წარმოადგენს პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებულ შეფასებას, მოსაზრებას მოსარჩელის შესახებ მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, რაც სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

სადავო განცხადებების გაკეთებამდე, მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მა----------–------ი უკავშირდებოდა გარკვეულ ფინანსურ თუ კორუფციულ სკანდალებს. შესაბამისად, მოპასუხეები განმარტავენ, რომ ისინი საუბრობდნენ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით და მისი შეფასების საფუძველზე გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს.

მოპასუხეთა განმარტებით, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები, წარმოადგენდა პასუხს ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებდნენ ისინი 2017 წლის 3 თებერვალს ,,პრ--------ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ,,როგორ აღმოჩნდა მა----------–------ის ხელში 6 მილიონ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება? - მომგებიანი ბიზნესი და ოფშორული კომპანიები“. შესაბამისად, სადავო გამონათქვამები წარმოადგენდა პოლიტიკოსთა კომენტარს მას-მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით (ს.ფ.-ები: 129-163; 175-177).

 

2.3. გი-----------------ას შესაგებლის საფუძვლები:

არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან მოპასუხეს არ გაუკეთებია მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი არანაირი განცხადება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე, მა----------–------ი, არის ყოფილი მ-----------–-. იგი იყო თბილისის ს----–----------------–------------------------------ წლებში. საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისთვის მა----------–------ი არის ,,საჯარო პირი“.

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები (ს.ფ.-ები 87-119);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2016 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულებით, მა----------–------მა ნო---------------ისაგან შეიძინა შპს ,,ოლ----------–----“-ის წილის 16%, რომელიც დატვირთული იყო გირავნობის უფლებით რუ--------------ს სასარგებლოდ.

ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 280 000 აშშ დოლარით, რომელის გადახდის ვადაც განისაზღვრა სამეწარმეო რეესტრში პარტნიორის ცვლილების რეგისტრაციისთანავე.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში წილის ცვლილების რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ წილების ღირებულების გადახდად ჩაითვლებოდა კრედიტის აღების შემდეგ რუ--------------სათვის ვალის გადახდა.

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.-ები: 18-19);

- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 17, პირველი გვ.);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 2016 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულებით, მა----------–------მა შპს ,,ლა--------საგან“ შეიძინა შპს ,,ოლ----------–----“-ის წილის 50%, რომელიც დატვირთული იყო გირავნობის უფლებით რუ--------------ს სასარგებლოდ.

ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 520 000 აშშ დოლარით, რომელის გადახდის ვადაც განისაზღვრა სამეწარმეო რეესტრში პარტნიორის ცვლილების რეგისტრაციისთანავე.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში წილის ცვლილების რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ წილების ღირებულების გადახდად ჩაითვლებოდა კრედიტის აღების შემდეგ რუ--------------სათვის ვალის გადახდა.

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.-ები: 18-19);

- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 17, მე-2 გვ.);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ზემოაღნიშნული გარიგებების საფუძველზე, პარტნიორის ცვლილების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა 2016 წლის 30 ნოემბერს, რის შედეგადაც, შპს ,,ოლ----------–----“-სში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა განისაზღვრა შემდეგნაირად: 66% - მოსარჩელე, მა----------–------ი; 34% - მა-------------–-–---–ი - მოსარჩელის სიძე - ქალიშვილის, ნი-------–------ის მეუღლე.

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.-ები: 19-20);

- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 17, პირველი გვ.);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. მა----------–------ის მიერ ზემოაღნიშნული წილების შეძენისას, შპს ,,ოლ----------–----“-ის საკუთრებაში იყო ქ. თბ--–---------–------------ს ქ. N--–- მდებარე 3079 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა ნაგებობებით - ს----–- ,,ო-–----“. მითითებული ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულებაა 6 000 000 აშშ დოლარი.

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ამონაბეჭდი ვებ გვერდიდან http://pr-------.ge (ს.ფ.-ები: 176-177);

- გაზეთ ,,პრ--------ის“ 06/02/2017წ. ნომრის მე-14 გვერდის ფოტოასლი (ს.ფ.-ები: 120-123);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. მოსარჩელე, მა----------–------ის 2014-2015-2016 წლების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებით, მისი და მისი ოჯახის წევრთა საკუთრებაში 800 000 ან 1600 000 აშშ დოლარის არსებობა დეკლარირებული არ არის.

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები (ს.ფ.-ები: 87-119);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. 2016 წლის 02 დეკემბერს, მა----------–------მა შპს ,,ოლ----------–-----“-კუთვნილი 66% წილიდან 50% უსასყიდლოდ გადასცა მეუღლეს, ქე-------------ეს, ხოლო 16% - შვილს, ნი-------–------ს.

ცვლილება იმავე დღეს დარეგისტრირდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

წილის გასხვისების მომენტში, მა----------–------ის 66%-იანი წილი კვლავ დატვირთული იყო გირავნობით რუ--------------ს სასარგებლოდ.

წილის გასხვისების შემდეგ გირავნობით დაიტვირთა ქე-------------ის 50%-იანი და ნი-------–------ის 16%-იანი წილები.

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- წილის გასხვისების ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 21);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.-ები: 21(მე-2 გვ.)-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.8. 2016 წლის 06 დეკემბერს, ერთის მხრივ, სს ,,პრ----------------სა“ და მეორეს მხრივ, ქე-------------ეს, მა-------------–-–---–სა და შპს ,,ოლ----------–-----“-სს (სოლიდარული მსესხებლები) შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შესახებ, No----------, რომლითაც ერთიანი ლიმიტი განისაზღვრა 3000 000 აშშ დოლარით, მოქმედების ვადა 360 თვე.

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- No---------- გენერალური ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 23);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.9. 2016 წლის 6 დეკემბერს, სს ,,პრ----------------სა“ და შპს ,,ოლ----------–-----“-სს შორის, ზემოაღნიშნული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელზე სესხად გაიცა 5 00 000 აშშ დოლარი, 100 თვის ვადით; კრედიტის მიზნად მითითებულია სს ,,საქართველოს ბანკის სესხის გადაფარვა (უძრავი ქონების შეძენა-რემონტი).

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- No 7------ შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ:-ები 24-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.10. 2016 წლის 6 დეკემბერს, სს ,,პრ----------------სა“ და მა-------------–-–---–ს შორის, ზემოაღნიშნული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელზე სესხად გაიცა 350 000 აშშ დოლარი, 105 თვის ვადით; კრედიტის მიზნად მითითებულია შპს ,,ოლ----------–-----“-სში წილის შეძენა.

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- No 7------ შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ:-ები 26-28);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.11. 2016 წლის 6 დეკემბერს, სს ,,პრ----------------სა“ და ქე-------------ეს შორის, ზემოაღნიშნული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელზე სესხად გაიცა 350 000 აშშ დოლარი, 105 თვის ვადით; კრედიტის მიზნად მითითებულია შპს ,,ოლ----------–-----“-სში წილის შეძენა.

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- No 7------ შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ:-ები: 29-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.12. ამავე დღეს, მა-------------–-–---–ის მიერ რუ--------------ს ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 349 200 აშშ დოლარი, ხოლო ქე-------------ის მიერ - 449 700 აშშ დოლარი, ჯამში - 798900 აშშ დოლარი.

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- თანხის გადარიცხვის დოკუმენტები (ს.ფ. 12);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.13. 2016 წლის 13 დეკემბერს, რ----------------- მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქე-------------ისა და ნი-------–------ის წილებზე არსებული გირავნობის გაუქმების შესახებ, რის საფუძველზეც გაუქმდა ზემოაღნიშნული გირავნობა.

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2016 წლის 13 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. 33);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 34);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.14. 2016 წლის 20 დეკემბერს, სს ,,პრ----------------სა“ და მა-------------–-–---–ს ქე-------------ესა და ნი-------–------ს შორის გაფორმებულ იქნა რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა სს ,,პრ----------------ის“ გირავნობის უფლება მა-------------–-–---–ის 34% წილზე, ქე-------------ის 50% წილზე და ნი-------–------ის 16% წილზე.

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- No 6-------- რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 35);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.-ები: 36-37);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.15. საინფორმაციო სააგენტო ,,პრ--------ის“ ვებგვერდზე (http://pr-------.ge) 2017 წლის 3 თებერვალს გამოქვეყნდა სტატია სათაურით: ,,როგორ აღმოჩნდა მა----------–------ის ხელში 6 მილიონ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება?“. სტატიაში აღნიშნულია: ,,პ----------- დაინტერესდა, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია. ამ მიზნით ჩვენ მა----------–------ის მიერ შევსებულ ბოლო სამი წლის დეკლარაციას გადავავლეთ თვალი, თუმცა მილიონები ვერსად ვიპოვეთ. მაგალითად, ბოლოს 2016 წლის 14 ივნისით დათარიღებულ ქონებრივ დეკლარაციაში საქალაქო ს----------–--ს ყოფილი თ--------------- სახელზე უძრავი ქონება საერთოდ არ ფიქსირდება, მისი მეუღლის - ქე-------------ის სახელზეა რეგისტრირებული ორი ბინა თბილისში, იყ--–------------------------------- ფართობი) და 2013 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი N----------. საბანკო ანგარიშები კი ასე გამოიყურება: მა----------–------ი - 17 ათასი ლარი და 40 ათასი აშშ დოლარი, სესხი (ამერიკან ექსპრესი) 3500 აშშ დოლარი. ქე-------------ე -1540 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში ოჯახს ნაღდი ფულადი თანხა არ აღმოაჩნდა. წლიური შემოსავალი: მა----------–------ი - 97588 ლარი, ქე-------------ე - 27 405 ლარი, ნი-------–------ი (შვილი) – 15725 ლარი. გამოსავალი - 10 000 ლარი, შვილების სწავლის საფასურის სახით. მოკლედ ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგშია. ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის შესახებ მა----------–------ის დეკლარაცია მართლაც კეთილსინდისიერი მოხელის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემები საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს...“.

სტატიაში მითითებულია მა----------–------ის ოჯახის წევრებზე მილიონებად შეფასებული ქონების არსებობის, კერძოდ, ქ. თბ--–---------–------------ს ქ. N--–- მდებარე 3079 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ს----–- ,,ო-–----ს“ შესახებ, რაშიც მა----------–------მა 800 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე აღნიშნულია ამ ქონების რამდენიმე დღეში მისი ოჯახის წევრების სახელზე გადაფორმებისა და რომ წილის შეძენა 29 ნოემბერს მოხდა, ხოლო სესხი კი მოგვიანებით, თითქმის წლის ბოლოს იქნა აღებული. შესაბამისად, გამოთქმულია ეჭვი მოსარჩელის მიერ ასეთი ოდენობის თანხის მობილიზების შესაძლებლობის შესახებ.

სტატიაში ასევე მითითებულია, რომ შეძენილი ქონების ფასი - დაახლოებით 6000 000 აშშ დოლარი - რამდენჯერმე აღემატება მა----------–------ის მიერ გადახდილ თანხას.

სტატია შეიცავს ინტერვიუს მა----------–------თან ამ ქონების ქონების შეძენასთან დაკავშირებით, სადაც იგი განმარტავს, რომ მან ქონება კრედიტით შეიძინა, რომელიც ზუსტად იმ პერიოდში აიღო; ასევე განმარტავს, რომ: ,,თვითონ ს----–-ს ჩემამდე ჰქონდა კრედიტი 2.6 წლიანი. ეს ვადა გაიზარდა 10 წლამდე და შეიცვალა კრედიტის ოდენობა. რეალურად, როგორც ასეთი, ფულიც არ ამიღია. ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ ,,პრ-----------ი“ არის გერმანული ბანკი და არა პროსახელისუფლებო, ჩემი პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე გამიწიეს შეღავათი და კრედიტის ვადაც და თანხის ოდენობაც გამიზარდეს.,,.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ,,ოლ----------–---“ არაა ერთადაერთი, სადაც საქალაქო ს----------–--ს ყოფილი თ--------------- ინტერესები იკვეთება. გარდა ამ მსხვილი შენაძენისა, მისი სახელი ფიგურირებს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიაშიც. ,,პრ--------ი“ ამ თემაზე ვრცლად ორშაბათს, გაზეთ ,,პრ--------ში“ მოგიყვებათ და იქვე გაგაცნობთ, აღნიშნულ საკითხზე მა----------–------ის პოზიციასაც“.

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ამონაბეჭდი ვებ გვერდიდან http://pr-------.ge (ს.ფ.-ები: 176-177);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

-

3.1.16. გაზეთ ,,პრ--------ის“ 2017 წლის 6 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა ზემოაღნიშნული შინაარსის სტატია სათაურით: ,,ს----–----------------–-----------–------------------ მორიგ სკანდალში ეხვევა“.

სტატიაში ასევე აღნიშნულია: ,,2 ოქტომბერს ინტერნეტში ს----–----------------–-----------–------------------ს, მა----------–------სა და ტ--–---------- ,,რუ--------“-ის გენერალურ დირექტორ ნ-----------იას შორის საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა:

,,ისე ვარ ნ---, რომ მართლა აღარ მინდა უკვე. მართლა რამე რომ მქონდეს, სადღაც რაღაცა გამაკეთებინა, რომ თავს ვუშველო, რომ იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ წავალ იქედან, ოჯახი მშიერი არ იქნება“- ამბობს მა----------–------ი.

,,რა უნდა კაცო, მაგის იმედს, ეს არ არის რთული“ - პასუხობს გვ-----ია.

ჩანაწერში, ასევე ისმის ,,რუ--------“-ს დირექტორის საუბარი, სადაც ნ-----------ია ახ--–------ზე ამბობს:

,,გადადგეს და წამოვიდეს და მივხედავთ. პროსტა უნდა თქვას, რაც ხდება, რა უნდა მაგის მიხედვას. ს----------–-------------------- რომ გადადგება და იტყვის ,,რუ--------“-ის საქმეზე...მე მივხედავ, 6 მილიონიდან მაგას მივცემ რამეს, თუ ეგრე გაქვს საქმე მაინც და აზრი არ აქვს მანდ შენს ყოფნას, ეგრე სჯობია“- ამბობს გვ-----ია, რომელმაც დაადასტურა, რომ ახ--–------თან შეხვედრა ფარულად თავად ჩაიწერა, თუმცა მისივე თქმით, ჩანაწერი ,,უსაფრთოხების სამსახურის ხელში აღმოჩნდა.“

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- გაზეთ ,,პრ--------ის“ 06/02/2017წ. ნომრის მე-14 გვერდის ფოტოასლი (ს.ფ.-ები: 120-123);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.17. 2017 წლის 2 ოქტომბერს, მედიაში გავრცელდა ზემოაღნიშნული აუდიოჩანაწერი, მა----------–------ის ს----------–--------------------ობიდან გადადგომის სანაცვლოდ, ნ-----------იას მიერ მისთვის 6 მილიონის ოდენობით თანხის გადახდის შესახებ, რომლის მონაწილეებადაც მითითებულნი იყვნენ მოსარჩელე, მა----------–------ი და ტ--–---------- ,,რუ--------“-ის დირექტორი, ნ-----------ია.

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- გაზეთ ,,პრ--------ის“ ფოტოასლი (ს.ფ.-ები: 120-123);

- CD დისკი (ს.ფ. 44);

- CD დისკი, ტ--–------------------–-- 2017 წლის თებერვალში გასული სიუჟეტის ფირის ჩანაწერით (ს.ფ.-ები: 179-182);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვისა და გაანალიზების შედეგად, ს----------–-- დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხეთა მიერ არ მომხდარა მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და მისთვის ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი განცხადებების გავრცელება. მოპასუხეთა განცხადებები წარმოადგენს მოსაზრებას, შეფასებით მსჯელობას, დამყარებულს საკმარის ფაქტობრივ საფუძველზე (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).

 

ს----------–-- ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- საინფორმაციო სააგენტო ,,ექსკლიზუვნიუსის“ ვებგვერდიდან ამონაბეჭდი (ს.ფ.38);

- CD დისკი (ს.ფ.44);

- გაზეთ ,,პრ--------ის“ 06/02/2017წ. ნომრის მე-14 გვერდის ფოტოასლი (ს.ფ.-ები: 120-123);

- ამონაბეჭდი ვებ გვერდიდან http://pr-------.ge (ს.ფ.-ები: 176-177);

- CD დისკი, ტ--–------------------–-- 2017 წლის თებერვალში გასული სიუჟეტის ფირის ჩანაწერით (ს.ფ.-ები: 179-182);

- თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები (ს.ფ.-ები: 87-119);

- წილის გასხვისების ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 21);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.-ები: 21(მე-2 გვ.)-22);

- No---------- გენერალური ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 23);

- No 7------ შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ:-ები 24-25);

- No 7------ შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ:-ები 26-28);

- No 7------ შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ:-ები: 29-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.2. მოპასუხეების მიერ გაკეთებული განცხადებით, მოსარჩელეს არ მიდგომია ზიანი (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი ს----------–-- დასკვნა

 

ს----------–--ს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც ს----------–--მ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17, მე-19, 24-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემგომში „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“ ან „კონვენცია“) მე-10 მუხლი, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომში ,,სპეციალური კანონი“), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი, 408-ე და 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, ხოლო მე-19 მუხლი იცავს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას; კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად”.

 

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ. 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს ს----------–--ს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

სპეციალური კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ე“ პუნქტით ცილისწამება დეფინირებულია, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. აზრი კი, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, არის შეფასებითი მსჯელობა, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

 

6.2. უდავოა, რომ სპეციალური კანონის მიზნებისათვის, მოსარჩელე წარმოადგენს საჯარო პირს (საჯარო პირი – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, გამოიყენება საჯარო პირის ცილისწამებისათვის გათვალისწინებული სტანდარტი, რომელიც მოცემულია სპეციალური კანონის კანონის მე-14 მუხლში: პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე ს----------–--ში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით დადგენილია სამოქალაქო საქმეზე მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების ზოგადი სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინ ამტკიცებას და არა მას, ვინ უარყოფს (სუსგ Nას-1294-1214-2015, 27/06/2016წ.), თუმცა ,,სპეციალური კანონი“, ქმნის რა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვან გარანტიას, ადგენს გამონაკლისს ზოგადი წესიდან და მოსარჩელეს, როგორც სიტყვისა და გამოხატვის შეზღუდვის ინიციატორს, აკისრებს მის მიმართ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობის მტკიცების ტვირთს. კერძოდ, ,,სპეციალური კანონის“ მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებით, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატორს, ეკისრებოდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეთა მიერ მის შესახებ გავრცელებული ცნობები შეიცავდა: 1. არსებითად მცდარ ფაქტებს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, 2. ამ განცხადებებით მას ზიანი მიადგა და 3. განცხადებული ფაქტების მცდარობა მოპასუხეთათვის წინასწარ იყო ცნობილი 4. ან მათ გამოიჩინეს უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელება.

 

6.4. თავის გადაწყვეტილებებში, საქმეებზე ,,ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ" (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და ,,ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ" (Oberschlick v. Austria (no.1), 23 May 1991, §63 Series A no. 204) სტრასბურგის ს----------–--მ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნას, მაშინ როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February 1997, §42, Reports-I). თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, არსებობს თუ არა ასეთი შეფასებისათვის საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“. თუ საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, მაშინ შეფასება შეიძლება გასცდეს პრივილეგიით დაცულ ზღვარს და მიჩნეულ იქნას, როგორც „გადაჭარბებული“ .

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა ს----------–--მ გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,დიჩანდი და სხვები ავსტირიის წინააღმდეგ" (Dichand and Others v. Austria“) განმარტავს, რომ როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება ზედმეტი იყოს.

 

საქმეზე ,,ბრაზილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ" (Case Of Brasilier V. France) ადამიანის უფლებათა ევროპულმა ს----------–--მ განმარტა, რომ ,,იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც განცხადება უთანაბრდება შეფასებით მსჯელობას, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა დამოკიდებულია ამ განცხადებების უკან ფაქტობრივი საფუძვლის არსებობაზე“.

 

საქმეზე ,,ნოვაია გაზეტა და ბორიდიანსკი რუსეთის წინააღმდეგ“ (Case Of Novaya Gazeta and Borodyanovski V. Russia), ს----------–-- განმარტავს, რომ ..შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დადგენა არ ექვემდებარება დამტკიცებას და უნდა მოხდეს შეფასებითი მსჯელობის გამიჯვნა ფაქტებისგან, რომელთა არსებობის დადგენა შესაძლებელია. თუმცა, რთულია განასხვავო ფაქტის განცხადება და შეფასებითი მსჯელობა, როდესაც აზრი გამოთქმულია და განცხადება გაკეთებულია მესამე პირის მოქმედებაზე“. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,მაშინაც კი, როდესაც განცხადება წარმოადგენს შეფასებით მსჯელობას, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რამდენად არსებობს ამ განცხადების საკმარისი საფუძველი, რადგან შეფასებითი მსჯელობაც ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შეიძლება არაპროპორციულად იქნეს მიჩნეული. შეფასებითი მსჯელობის შემცველი განცხადების მინიმალურ ფაქტობრივ საფუძვლად მიიჩნევა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები, საფუძვლიანი გადამოწმება ან დამოკიდებელი გამოკვლევა, როგორც ეს ადრე დაადგინა ს----------–--მ“.

 

6.5. ს----------–-- ვალდებულია გაარკვიოს, სადავო განცხადებები სპეციალური კანონის მოთხოვნათა თანახმად, არის აზრი, თუ წარმოადგენს ინფორმაციას, რომელიც საჯაროდ გაავრცელეს მოპასუხეებმა, რამდენადაც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში გაირკვეს, საქმე გვაქვს აზრის გამოხატვასთან, თუ ცილისწამებასთან, ვინაიდან კანონით აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც ნიშნავს პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას.

 

6.6. აღსანიშნავია საქართველოს უზენაესი ს----------–--ს მიდგომა ასეთ საქმეებზე, კერძოდ, უზენაესი ს----------–--ს განმარტებით, ,,სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებლია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში" (სუსგ, №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი).

,,აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამონათქვამის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი" (სუსგ, Nას-1477-1489-2011, 03/03/2012წ.).

 

6.7. ამ თვალსაზრისით, მოპასუხთა გამონათქვამები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: პირველი - მოპასუხეთა: მა----------------ის, გი-----------------ას, ეკ-------–-ას, ნი----–------–------ის, ლე------------–---–ის განცხადებები, - სადაც გვხვდება პირდაპირი მითითება იმ ფაქტობრივ ელემენტებზე, რომელთა მიმართებაშიდაც მოსარჩელე განიხილავს ამ განცხადებებს ცილისწამებად (იხ. სარჩელის მე-15-22-ე ფაქტობრივი გარემოებები, პირველი და მე-2 სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც ასევე წარმოადგენს დანარჩენი მოთხოვნების საფუძველს) და მეორე - არ---–-----–-----ის, თე--–---–------ისა და ზვ--------------ის გამონათქვამები, რომლებიც პირდაპირ მითითებას ზემოაღნიშნულ ფაქტებზე არ შეიცავენ.

 

ს----------–-- თვლის, რომ განსახილველ შემთხვევში, თითოეული გამონათქვამის ინტერპრეტაცია, აზრად თუ ფაქტად კვალიფიკაციის თვალსაზრისით, უნდა მოხდეს მისი სრული ტექსტის შინაარსის ერთიანი აზრობრივი დატვირთვის ჭრილში, რამდენადაც გამონათქვამის ფაქტობრივ და შეფასებით ელემენტებად დაყოფით, ლინგვისტური თვალსაზრისითაც, მთლიანად იკარგება მისი შინააარსი, ნამდვილი აზრი და შეუძლებელი ხდება გამონათქვამის ტექსტის ადეკვატურად აღქმა.

 

6.8. ასევე, ს----------–--, წინამდებარე საქმეში მის წინაშე მდგარი ამოცანის - მოპასუხეთა მიერ გაკეთებული გამონათქვამების ფაქტად თუ მოსაზრებად კვალიფიკაციის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიიჩნევს სადავო გამონათქვამები შეისწავლოს ,,საქმის პრეისტორიისა და განცხადების შინაარსის ერთიანობაში, სრულად გათვალისწინებით“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული ს----------–--ს გადაწყვეტილება საქმეზე ,,მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ"; N29369/10, 11/07/2013წ.).

 

6.9. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ განცხადებები გაკეთებული იქნა მოსარჩელესთან დაკავშირებით მიმდინარე საჯარო დებატების ფარგლებში, რასაც გზა გაუხსნა მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, მოსარჩელის, როგორც ს----------–-- ხელისუფლების წარმომადგენლის - მ-----------–--ა და საქართველოში ყველაზე დიდი ს----------–-----------–----------–----------------–--- - თ--------------- მიერ, შესაძლო კანონდარღვევის ჩადენის შესახებ, რომელიც ამავე ინფორმაციით, უკავშირდებოდა საქართველოს ს----------–------ მიერ ბოლო დროს განხილულ, ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ, ტ--–---------- ,,რუ--------"-ის საქმეს (იხ. გადაწყვეტილების 3.1.15-3.1.17 პუნქტები).

 

6.10. ს----------–-- იმთავითვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსისა თუ სხვა საჯარო პირის, ნებისმიერი მოქალაქის, მსგავს დისკუსიაში ჩაბმა და მსჯელობა სახელმწიფოსა და დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებათა დაცვისათვის კრიტიკულად აუცილებელ ისეთ ინტერესსა და ფასეულობაზე, როგორსაც მართლმსაჯულება წარმოადგენს, არათუ სავსებით აკმაყოფილებს პლურალური, დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ პროცესებს, არამედ აუცილებელიცაა ასეთი საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

 

ამ თვალსაზრისით, ს----------–-- მოიხმობს ევროპული ს----------–--ს განმარტებას, სადაც ს----------–--მ აღნიშნა, რომ ,,გამოხატვის თავისუფლება, როგორადაც იგი კონვენციის მე-10 მუხლით განისაზღვრება, წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა მიხედვით, იგი მოიცავს ისეთ ინფორმაციასა და იდეებს, რომელთაც კეთილგანწყობით ხვდებიან, ან უვნებელია, ანდა ნეიტრალური, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოსა თუ საზოგადოების გარკვეული სექტორისათვის. ასეთია პლურაზმის, ტოლეტანტობისა და ფართო თვალსაწიერის მოთხოვნები, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება'' (,,ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", N5493/72, 7 დეკემბერი, 1976 წელი).

 

6.11. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხეთა გამონათქვამები წარმოადგენს მათ მიერ მოსარჩელის მიმართ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ფაქტებს.

ყველა სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა წინასწარ იცოდნენ მათ მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის შესახებ, რამდენადაც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების, დოკუმენტების შინაარსის გაცნობის მიუხედავად, მათ განზრახ გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. მოსარჩელე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოსარჩელეებისათის არ იყო წინასწარ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, ,,მათ გამოიჩინეს აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამდენადაც მათი ვალდებულება იყო რეესტრის საჯაროობისა და მასში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობის პირობებში, თავი შეეკავებინათ განზრახ მცდარი ინფორმაციისა და ფაქტების გავრცელებისაგან" (იხ. სარჩელის მე-9-მე-10 გვერდები).

 

6.12. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეთა სადავო განცხადებებს მოსარჩელე ცილისწამებად განიხილავს იმ გარემოებებთან კავშირში, რომელიც შეეხება მის მიერ შპს ,,ოლ----------–-----"-ის წილების შეძენასა და ამ ცვლილების თაობაზე სამეწარმეო რეესტრში დაცულ ინფორმაციას (იხ. სარჩელის მე-9 და მე-10 გვერდები), ს----------–--ს კვლევის საგანს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს, სამეწარმეო რეესტრში დაცული ინფორმაციის საფუძველზე, არსებობდა თუ არა ობიექტური შესაძლებლობა საიმისოდ, რომ მოპასუხეებს წინასწარ სცოდნოდათ მა----------–------ის მიერ სარჩელის ერთ-ერთ საფუძვლად გაცხადებული გარემოების - შპს ,,ოლ----------–----“-ის წილების შეძენისას ანგარიშსწორების შესახებ სახელშეკრულებო პირობების ზეპირსიტყვიერი შეცვლისა და ამ წილების მოსარჩელის მიერ საბანკო კრედიტით შეძენის შესახებ ან ხომ არ გამოიჩინეს მათ აშკარა და უხეში დაუდევრობა ამ განცხადებების გაკეთებისას.

 

6.13. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის შესახებ გაკეთებული სადავო განცხადებები შესაბამისობაში არიან სამეწარმეო რეესტრში დაცულ, მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილ ინფორმაციასთან, რომლითაც დგინდება შემდეგი:

 

6.14. 2016 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულებებით, მა----------–------მა შპს ,,ლა--------სა” და ნო---------------ისაგან შეიძინა შპს ,,ოლ----------–----“-ის წილების 50 და 16%, რომლებიც დატვირთული იყო გირავნობის უფლებით რუ--------------ს სასარგებლოდ.

ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 520 000 და 280 000, ჯამში 800 000 აშშ დოლარით, რომელის გადახდის ვადაც, ამ ხელშეკრულებების მე-4 პუნქტით, განისაზღვრა სამეწარმეო რეესტრში პარტნიორის ცვლილების რეგისტრაციისთანავე.

ზემოაღნიშნული გარიგებების საფუძველზე, პარტნიორის ცვლილების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა 2016 წლის 30 ნოემბერს, რის შედეგადაც, შპს ,,ოლ----------–----“-სში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა განისაზღვრა შემდეგნაირად: 66% - მოსარჩელე, მა----------–------ი; 34% - მა-------------–-–---–ი - მოსარჩელის სიძე - ქალიშვილის, ნი-------–------ის მეუღლე.

,,წილის გასხვისების (უსასყიდლოდ გადაცემის) ხელშეკრულებით", 2016 წლის 02 დეკემბერს, მა----------–------მა შპს ,,ოლ----------–-----“-კუთვნილი 66% წილიდან 50% უსასყიდლოდ გადასცა მეუღლეს, ქე-------------ეს, ხოლო 16% - შვილს, ნი-------–------ს.

ცვლილება იმავე დღეს დარეგისტრირდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

წილის გასხვისების მომენტში, მა----------–------ის 66%-იანი წილი კვლავ დატვირთული იყო გირავნობით რუ--------------ს სასარგებლოდ.

წილის გასხვისების შემდეგ, რუ--------------ს გირავნობის უფლებით დაიტვირთა ქე-------------ის 50%-იანი და ნი-------–------ის 16%-იანი წილები.

2016 წლის 13 დეკემბერს, რ----------------- მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქე-------------ისა და ნი-------–------ის წილებზე არსებული გირავნობის გაუქმების შესახებ, რის საფუძველზეც გაუქმდა ზემოაღნიშნული გირავნობა.

2016 წლის 20 დეკემბერს, სს ,,პრ----------------სა“ და მა-------------–-–---–ს ქე-------------ესა და ნი-------–------ს შორის გაფორმებულ იქნა რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა სს ,,პრ----------------ის“ გირავნობის უფლება მა-------------–-–---–ის 34% წილზე, ქე-------------ის 50% წილზე და ნი-------–------ის 16% წილზე.

 

6.15. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში წილის ცვლილების რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე, მა----------–------ის მიერ წილების ღირებულების გადახდად ჩაითვლებოდა კრედიტის აღების შემდეგ რუ--------------ს წინაშე ნო---------------ისა და შპს ,ლა--------ს" ფულადი ვალდებულების შესრულება (იხ. სარჩელის მე-17 ფაქტობრივი გარემოება (ს.ფ.8)). შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მა----------–------ის პარტნიორად რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა 2016 წლის 30 ნოემბერს, რომელმაც ამავე წლის 2 დეკემბერს მოახდინა ამ წილების განკარგვა მეუღლესა და შვილზე, ობიექტურ დამკვირვებელს თავისთავად შეექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მა----------–------მა 2016 წლის 30 ნოემბერს ნო---------------ესა და შპს ,,ლა--------ს" გადაუხადა ნასყიდობის ფასი 800 000 აშშ დოლარი. ამავდროულად, იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ რუ--------------ს, როგორც კრედიტორის/მოგირავნის 2016 წლის 13 დეკემბერის განცხადებით, გაუქმდა გირავნობის უფლება მა----------–------ის მეუღლისა და შვილის 50 და 16%-იან წილებზე, ასევე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ უკვე ამ უფლების გაუქმებისათვის მოსარჩელის ოჯახის წევრებმა გადაიხადეს 798900 აშშ დოლარი.

 

6.16. სს ,,პრ----------------ის" სასარგებლოდ ზემოაღნიშნულ წილებზე გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ 2016 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ეს ხელშეკრულება უზრუნველყოფს შპს ,,ოლ----------–-----"ის, ქე-------------ისა და მა-------------–-–---–ის სასეხო ვალდებულებას, 3 000 000 აშშ დოლარის ლიმიტის ფარგლებში.

 

არც ეს ხელშეკრულება შეიცავს რაიმე მითითებას, რომლითაც შეიძლებოდა იმის დადგენა, რომ დასახელებული საკრედიტო ვალდებულების ფარგლებში გაცემული კრედიტებით მოხდა წილების ღირებულების ანგარიშში რუ--------------ს ვალის გადახდა. უფრო მეტიც, წილების ტრანზაქციებთან დაკავშირებულ გარიგებებში შპს ,,ოლ----------–-----" და მა-------------–-–---–ი მხარეებად/წარმომადგენლებად საერთოდ არ ფიგურირებენ.

 

6.17. თვითონ მოსარჩელის მიერ მედიისათვის მიწოდებული ინფორმაციით, კერძოდ, ტ--–---------- ,,ი------“ ჟურნალისტის კითხვაზე, იგი პასუხობს, რომ წილების შეძენა მოხდა მისი მეუღლის სახელზე გამოყოფილი კრედიტით (იხ. ტ--–---------- ,,ი------“ გადაცემა ,,ქრონიკის“ 05/02/2017წ. ვიდეოჩანაწერი (06:00 წთ.)(ს.ფ.44) და ამონაბეჭდი ვებ გვერდიდან http://pr-------.ge (ს.ფ.-ები: 176-177).

მოსარჩელის მეუღლეზე სს ,,პრ----------------ის“ მიერ კრედიტის სახით 350 000 აშშ დოლარის გაცემა მოხდა 2016 წლის 6 დეკემბერს. თუმცა ქე-------------ის მიერ რუ--------------სათვის გადახდილი თანხა შეადგენს 449700 აშშ დოლარს (ს.ფ. 32 (მე-2 გვ.)), რაც 99 700 აშშ დოლარით მეტია სესხად მიღებულზე (!). რაც შეეხება შპს ,,ოლ----------–----''-ზე გაცემულ სესხს - 500 000 აშშ დოლარს, მის მიზნობირიობას წარმოადგენს სს ,,საქართველოს ბანკის" სესხის გადაფარვა (უძრავი ქონების შეძენა-რემონტი).

 

6.18. გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, ს----------–-- თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება. უფრო მეტიც, გარდა იმისა, რომ მის მიერვე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა სარჩელის უსაფუძვლობა, მან უარი თქვა აუდიოჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით მითითებული მოწმის, ნ-----------იას დაკითხვაზე (იხ. სარჩელის 22-ე ფაქტობრივი გარემოება), შესაბამისად, ვერ დაადასტურა მისი, როგორც საჯარო პირის, ცილისწამებისათვის მოპასუხეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სპეციალური კანონის მე-14 მუხლით დადგენილი კუმულატიური პირობების არსებობა (იხ. გადაწყვეტილების 6.3. პუნქტის მე-2 აბზაცი).

 

6.19. ადამიანის უფლებათა ევროპული ს----------–-- 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ“, მიუთითებს: ,,დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მაშინაც კი, როდესაც განცხადება წარმოადგენს შეფასებით მსჯელობას უნდა არსებობდეს მისი დამადასტურებელი საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიჩნევა გადაჭარბებულად“.

 

6.20. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, ს----------–-- ასკვნის, რომ მოპასუხეთა მიერ გაკეთებული განცხადებებები - ეფუძნებოდა რა მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრთა ქონებრივი მდგომარეობის, წილების შეძენასთან დაკავშირებით სამეწარმეო რეესტრში არსებულ საჯარო და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც საზოგადოებას ეცნობა, რომ ტ--–---------- ,,რუ--------“-ის გენერალური დირექტორი, ნ-----------ია მოსარჩელეს, როგორც თ---–----------–----------------–--- თავმჯდომარეს, ამ თანამდებობიდან გადადგომის სანაცვლოდ სთავაზობდა 6 მილიონ დოლარს; მა----------–------ის ს----------–--------------------ობიდან გადაყენების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ იგი, საბანკო კრედიტის აღებამდე, ფლობდა მრავალმილიონიან არადეკლარირებულ ქონებას, რომელიც შემდგომ ოჯახის წევრებზე გადააფორმა, - წარმოადგენს აზრს, შეფასებით მსჯელობას, დამყარებულს საკმარის ფაქტობრივ საფუძველზე, გამოთქმულს მოსარჩელის, როგორც ს----------–-- სისტემის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მიმართ, რომლისკენაც, მის მიერ დაკავებული თანამდებობისა და გახმაურებულ ს----------–-- დავასთან კავშირში შესაძლო კანონდარღვევის ჩადენის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, მიმართული იყო საზოგადოების ნამდვილი და ლეგიტიმური ინტერესი.

 

სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ფ" ქვეპუნქტის მიხედვით, ,,აბსოლუტური პრივილეგია" დეფინირებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს----------–-- თვლის, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის ნაწილში, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ დადასტურდა მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტი მოპასუხეთა მხრიდან, არ არსებობს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. ს----------–-- ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სარჩელზე უარის თქმისას ს----------–--ს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2400 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ს----------–--მ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. მა----------–------ის სარჩელი, მა----------------ის, არ---–-----–-----ის, ეკ-------–-ას, თე--–---–------ის, ზვ--------------ის, ლე------------–---–ის, გი-----------------ასა და ნი----–------–------ის წინააღმდეგ, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2400 (ორიათასოთხასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო ს----------–--ში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–----------–----------------–--- მეშვეობით.

4. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ს----------–--ში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მ-----------–- ზაალ მარუაშვილი