გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2018
საქმის ნომერი
330210018002658746
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/28694 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსა----თლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე - თა---- ბო------ე

წარმომადგენელი - გი-----–--ე

მოპასუხე - ვა------ ჭუ-–-----ე

წარმომადგენელი - ლა–------–----

დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ისათვის არასრულწლოვანი შვილის, მა----- ბო------ის (დ----------–---------–-–------------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 03 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

მოსარჩელე თა---- ბო------ე და მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------------ შეეძინათ შვილი მა----- ბო------ე. სააქტო ჩანაწერით ბავშვი იყო გვარად ,,ჭუ-–-----ე“ და შემდეგ მოსარჩელემ ბავშვი გადაიყვანა თავის გვარზე. მოპასუხე მხარე მზრუნველობას არ იჩენს ბავშვის მიმართ. იგი არც ნახულობს არასრულწლოვან შვილს. მოპასუხე დასაქმებულია ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში და მას აქვს შემოსავალი. მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ე ვალდებულია ზრუნავდეს არასრულწლოვან შვილზე და სტაბილურ მონაწილეობას იღებდეს მის რჩენა-აღზრდაში. ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხა აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის ცხოვრებისა და ნორმალური პირობების შესაქმნელად.

(იხ. სარჩელი, სასა----თლო სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, 2-----–-–------------------ დაბადებული მა----- ბო------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;

 

მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი მა----- ბო------ის რჩენა-აღზრდაში. მოპასუხე შეძლებისდაგავრად ყოველთვის ეხმარებოდა არასრულწლოვან შვილს. მოპასუხე არის დევნილი (იძულებით გადაადგილებული) შიდა ქართლიდან. იგი ცხოვრობს სოფელ კ-----–-, დევნილთა დასახლებაში. ვა------ ჭუ-–-----ე მუშაობს ,,თბ--–-------–--------–-------------------------–--ში“, დაცვის თანამშრომლად, სადაც ხელფასის სახით ხელზე იღებს 400 ლარს. მოპასუხეს ჰყავს მეუღლე ნ-----------–-–---–- და ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც იმყოფებიან მის კმაყოფაზე. მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

(იხ. შესაგებელი, სასა----თლო სხდომის ოქმი);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თა---- ბო------ეს და მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ეს 2----–-–------------------ შეეძინათ საერთო შვილი მა----- ჭუ-–-----ე. მოსარჩელე მხარემ არასრულწლოვანი ბავშვი გადაიყვანა თავის გვარზე და ამჟამად, ბავშვი ატარებს დედის გვარს - ,,ბო------ეს“.

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსგს თ---–---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2----–-–------------------ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 15);

- სსგს თ---–---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 20---–-–--------–--- გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 14).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მხარეები, თა---- ბო------ე და ვა------ ჭუ-–-----ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე თა---- ბო------ე ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან, მშობლებთან და ძმასთან ერთად. მოსარჩელის მამა დასაქმებულია ქ. თ---–---- მერიის სამსახურში მძღოლის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის იანვრის თვიდან თა---- ბო------ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 260 ლარს, თებერვლის თვეში - 100 ლარს, მაისის თვეში - 162.5 ლარს, ივნისის თვეში - 137.5 ლარს, ივლისის თვეში - 359.83 ლარს, აგვისტოს თვეში - 588.25 ლარს და სექტემბრის თვეში - 407.5 ლარს; დამსაქმებლად მითითებულია სს ,,ნი---------------ი“ და შპს ,,უმ--–-“.

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 18 ოქტომბერს გაცემული ცნობა, დანართი (ს.ფ. 25-26);

 

3.1.4. მოსარჩელე თა---- ბო------ე 2018 წლის აგვისტოს თვიდან არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი;

არასრულწლოვანი მა----- ბო------ე დადის ქ. თ---–---- საჯარო საბავშვო ბაღში;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.5. მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ე 2001 წლის 08 მ-------- ქორწინებაში იმყოფება ნ-----------–-–---–----. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------------------–- მ----- ჭუ-–-----ე და 2----–-–------------–--------------–- ნ---- ჭუ-–-----ე;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N9 (ს.ფ. 42);

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0------ (ს.ფ. 43);

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 44);

 

3.1.6. ვა------ ჭუ-–-----ეს მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი. იგი დროებით საცხოვრებლად შესახლებულია თე-----–-------------------------–-------ში, სამხედრო დასახლებაში. მოპასუხის მშობლები ასევე ცხოვრობენ იმავე სოფელში, დევნილთა დასახლებაში. მშობლები არ არიან დასაქმებულები;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.7. მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ე 2018 წლის 22 აპრილიდან მუშაობს შპს ,,თბ--–-------–--------–-------------------------–--ი“-ში დაცვის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები შეადგენს 400 (თხასი) ლარს;

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ვა------ ჭუ-–-----ის მიერ 2018 წლის იანვრიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის მარტის თვეში - 650 ლარს, აპრილის თვეში - 828 ლარს, მაისის თვეში - 869 ლარს და 650 ლარს, ივნისის თვეში - 497 ლარს და 500 ლარს, ივლისის თვეში - 497 ლარს, აგვისტოს თვეში - 497 ლარს და 1000 ლარს და სექტემბრის თვეში - 559.69 ლარს;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 18 ოქტომბერს გაცემული ცნობა, დანართი (ს.ფ. 25, 27);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასა----თლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან სასა----თლო ალიმენტის დადგენისას ხელმძღვანელობს მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობით და ბავშვის საჭიროებებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ალიმენტვალდებული პირის ყოველთვიური შემოსავლის ოდენობა, მის რჩენაზე მყოფი პირთა ინტერესები, ბავშვის ასაკი და ის აუცილებელი საარსებო მოთხოვნილებები, რაც საჭიროა მისი ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ეს არ აქვს სტაბილური და ნორმალური ურთიერთობა არასრულწლოვან მა----- ბო------ესთან. მამას არასრულწლოვანი შვილი არ უნახავს 2016 წლის დეკემბრის თვიდან. აღნიშნული პერიოდის შემდეგ, მას ჰქონდა იშვიათი სატელეფონო ურთიერთობა შვილთან. ბოლო ორი წლის განმავლობაში,მამის მხრიდან, რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა;

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.3. არასრულწლოვან მა----- ბო------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, აქვს ალერგიული ხველა. საჭიროებს მედიკამენტების და ვიტამინების დროულად მიღებას. ამასთან, ექიმის დანიშნულებით, არასრულწლოვან მა----- ბო------ეს ესაჭიროება გლანდების ოპერაცია, რაც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება ნაწილობრივ (დაახლოებით თანხის 55%-ით).

 

სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სა----თალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასა----თლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასა----თლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასა----თლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასა----თლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სა----თლებრივი ანალიზის საფუძველზე სასა----თლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა

სასა----თლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სა----თლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე თა---- ბო------ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2014 წლის 18 სექტემბერს დაბადებული მა----- ბო------ე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თა---- ბო------ეს და მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ეს 2----–-–------------------ შეეძინათ შვილი მა----- ჭუ-–-----ე. მოსარჩელე მხარემ არასრულწლოვანი ბავშვი გადმოიყვანა თავის გვარზე და ამჟამად, ბავშვი ატარებს დედის გვარს - ,,ბო------ეს“. მხარეები, თა---- ბო------ე და ვა------ ჭუ-–-----ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სა----თლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სა----თლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასა----თლო. ალიმენტის ოდენობას სასა----თლო განსაზღვრავს გონივრული, სა----თლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასა----თლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასა----თლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თა---- ბო------ე ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან, მშობლებთან და ძმასთან ერთად. მოსარჩელის მამა დასაქმებულია ქ. თ---–---- მერიის სამსახურში მძღოლის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის იანვრის თვიდან თა---- ბო------ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 260 ლარს, თებერვლის თვეში - 100 ლარს, მაისის თვეში - 162.5 ლარს, ივნისის თვეში - 137.5 ლარს, ივლისის თვეში - 359.83 ლარს, აგვისტოს თვეში - 588.25 ლარს და სექტემბრის თვეში - 407.5 ლარს; დამსაქმებლად მითითებულია სს ,,ნი---------------ი“ და შპს ,,უმ--–-“. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი 2018 წლის აგვისტოს თვიდან არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. არასრულწლოვანი მა----- ბო------ე დადის ქ. თ---–---- საჯარო საბავშვო ბაღში. როგორც მხარეთა განმარტებიდან ირკვევა, არასრულწლოვან მა----- ბო------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, აქვს ალერგიული (ასთმური) ხველა. საჭიროებს მედიკამენტების და ვიტამინების დროულად მიღებას. ამასთან, ექიმის დანიშნულებით, არასრულწლოვან მა----- ბო------ეს ესაჭიროება გლანდების ოპერაცია, რაც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება ნაწილობრივ (დაახლოებით თანხის 55%-ით), რასაც ემატება რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხებიც.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სა----თლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასა----თლომ ასევე შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ე 2018 წლის 22 აპრილიდან მუშაობს შპს ,,თბ--–-------–--------–-------------------------–--ი“-ში დაცვის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, ვა------ ჭუ-–-----ის მიერ 2018 წლის იანვრიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის მარტის თვეში - 650 ლარს, აპრილის თვეში - 828 ლარს, მაისის თვეში - 869 ლარს და 650 ლარს, ივნისის თვეში - 497 ლარს და 500 ლარს, ივლისის თვეში - 497 ლარს, აგვისტოს თვეში - 497 ლარს და 1000 ლარს და სექტემბრის თვეში - 559.69 ლარს. მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ე 2001 წლის 08 მ-------- ქორწინებაში იმყოფება ნ-----------–-–---–----. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------------------–- მ----- ჭუ-–-----ე და 2----–-–------------–--------------–- ნ---- ჭუ-–-----ე. მოპასუხეს მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი. იგი დროებით საცხოვრებლად შესახლებულია თე-----–-------------------------–-------ში, სამხედრო დასახლებაში. მოპასუხის მშობლები ასევე ცხოვრობენ იმავე სოფელში, დევნილთა დასახლებაში. მშობლები არ არიან დასაქმებულები. მოპასუხის მეუღლე დასაქმებულია საბავშვო ბაღში.

 

საოჯახო-სა----თლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. განსახილველ საქმეზე, მხარეთა განმარტებით, დადგენილია, რომ მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ეს არ აქვს სტაბილური და ნორმალური ურთიერთობა არასრულწლოვან მა----- ბო------ესთან. მამას არასრულწლოვანი შვილი არ უნახავს 2016 წლის დეკემბრის თვიდან. აღნიშნული პერიოდის შემდეგ, მას ჰქონდა იშვიათი სატელეფონო ურთიერთობა შვილთან. ბოლო პერიოდში მამის მხრიდან, რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. მოპასუხე მხარეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით პრობლემები არ გააჩნია.

 

სასა----თლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ არასრულწლოვანი მა----- ბო------ის, არამედ მოპასუხესთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილების ინტერესიც. მოპასუხეს შვილების მიმართ თანაბრად გააჩნია რჩენის ვალდებულება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შეთხვევაში, სასა----თლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი მა----- ბო------ე ცხოვრობს დედასთან - თა---- ბო------ესთან და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. მოპასუხე თანახმაა, არასრულწლოვანი მა----- ბო------ის სასარგებლოდ ყოველთვიური ალიმენტის სახით გადაიხადოს 80 (ოთხმოცი) ლარი. სასა----თლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობლის სტაბილური მატერიალური შემოსავალი დაბალია, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასა----თლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ამასთან, სასა----თლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხე მხარის კმაყოფაზე ასევე იმყოფება მისი ორი არასრულწლოვანი შვილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასა----თლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასა----თლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სა----თლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასა----თლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სა----თლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 140 (ას ორმოცი) ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასა----თლო მიიჩნევს, რომ თა---- ბო------ის მოთხოვნა - ვა------ ჭუ-–-----ისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასა----თლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თა---- ბო------ე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ვა------ ჭუ-–-----ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თა---- ბო------ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

დაეკისროს მოპასუხე ვა------ ჭუ-–-----ეს (პირადი N5----------) არასრულწლოვანი შვილის მა----- ბო------ის (დაბადებული 2----–-–------------------) სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 140 (ას ორმოცი) ლარის ოდენობით, საალიმენტო თანხის გადახდევინება დაიწყოს 2018 წლის 03 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

2. დაეკისროს ვა------ ჭუ-–-----ეს (პირადი N5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასა----თლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასა----თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასა----თლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსა----თლე: გიორგი მაისურაძე