გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
180210018002588960
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 2/648-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

 

მოსარჩელე - გ--–-----–-–---–ი

წარმომადგენელი - შ--–---–------ე

 

მოპასუხე - ააი---–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ა

წარმომადგენლები - ს----------------–---–ი, ნ------------–---–ი, ს--------–--–---–ი

 

დავის საგანი: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 მოპასუხე ა------–------------–----–--------------–------–-----------------–-------–--------------------ს (ს/კ 4--------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დაზიანებული ავტომანქანის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება 7400 (შვიდი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით.

1.2. მოპასუხე ა------–------------–----–--------------–------–-----------------–-------–--------------------ს (ს/კ 4--------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიუღებელი შემოსავალი 2812,5 (ორიათას რვაასთორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.

1.3. მოპასუხე ა------–------------–----–--------------–------–-----------------–-------–--------------------ს (ს/კ 4--------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ღირებულების თანხა 372 (სამასსამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით.

1.4 მოპასუხე ა------–------------–----–--------------–------–-----------------–-------–--------------------ს (ს/კ 4--------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 317,53 (სამასჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარის ოდენობით და უკანასკნელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება (სადავო თანხის 4%) 423.38 (ოთხასოცდასამი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2018 წლის 02 მარტს ქ. მცხეთაში საპარკინგე ზოლში გაჩერებული გ--–-----–-–---–ის კუთვნილ ავტომანქანას ( NI-------------------------–--------------------------------–-–----------------------) შეეჯახა აიპ მცხეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების კუთვნილი ავტომანქანა (V---------------------–-–------------------------), რომელსაც მართავდა მოქალაქე ს--------–--–---–ი პ/ნ 3----------. აღნიშნული პიროვნება მისივე განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ასრულებდა ა-----–------------–------–-----------------–-------–-------------------ის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის (NI-------------------------–--------------------------------–-–----------------------) საბაზრო ღირებულებაა 74 00 (შვიდი ათას ოთხასი) ლარი. ვინაიდან სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #002651718 დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ ავტომანქანის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია, უნდა მოხდეს აღნიშნული ავტომანქანის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება. მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება მოხდა აიპ მცხეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების კუთვნილი ავტომანქანით (V---------------------–-–------------------------), რომელსაც მართავდა მოქალაქე ს--------–--–---–ი. დაწესებულება ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ბრალეულად არ მოქმედებდა. განსახილველ შემთხვევაში ბრალეული იყო მძღოლი, მოპასუხე ორგანიზაციის თანამშრომელი. ამდენად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა სხვისი ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ვინაიდან ს--------–--–---–ი კანონიერად მართავდა ორგანიზაციის მანქანას, მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნული იყო ამ სატრანსპოტო საშულების სამართავად, სწორედ ორგანიზაციაა ვალდებული აანაზღაუროს დამდგარი ზარალი.

სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #004105418 დასკვნის თანახმად ექსპერტიზის მიერ დათვლილი იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ--–-----–-–---–ისთვის 2018 წლის 3 იანვრის ქირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში მიუღებელი შემოსავალი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც მიიღებდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. მოსარჩელე დამატებით მოითხოვს გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მხარის განმარტებით, ა-----–------------–------–-----------------–-------–-------------------ა მოცემულ დავაში არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან ს--------–--–---–ი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას - მითითებულ პერიოდში, როდესაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა (2018 წლის 02 მარტის 13:39 საათი), დაწესებულებაში იყო შესვენების დრო; მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს და იმ გარემოებას, რომ შემთხვევა მოხდა ააი---–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ის თანამშრომლის ს--------–--–---–ის ბრალეულობით, ამასთან, მიაჩნია, რომ დასახელებული საფუძვლით სწორედ ს--------–--–---–ია პასუხისმგებელი მოსარჩელის წინაშე და არა საქმეში დასახელებული მოპასუხე;

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 02 მარტს ქ. მცხეთაში საპარკინგე ზოლში გაჩერებულ გ--–-----–-–---–ის კუთვნილ ავტომანქანას (NI-------------------------–--------------------------------–-–----------------------) შეეჯახა ა-----–------------–------–-----------------–-------–-------------------ის კუთვნილი ავტომანქანა (V---------------------–-–------------------------), რომელსაც მართავდა მოქალაქე ს--------–--–---–ი (პ/ნ 3----------). საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად ეს უკანასკნელი დაჯარიმდა 250 ლარით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი დოკუმენტაცია ს.ფ. 20-28;

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა #49/6/1/1/2-01567178 ს.ფ. 50;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #003651718 დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ავტომანქანის (NI-------------------------–--------------------------------–-–----------------------) აღდგენა შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა ავტომანქანის (NI-------------------------–--------------------------------–-–----------------------) საბაზრო ღირებულება 7400 (შვიდი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #003651718 დასკვნა (ს.ფ 29 - 34);

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #003651718 დასკვნა (ს.ფ 35-41);

3.2.2. გ--–-----–-–---–სა და შპს ,,სიემჯი კონტრაქშენს’’ შორის გაფორმებული იყო ქირავნობის ხელშეკრულება; სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #004105418 დასკვნის თანახმად ექსპერტიზის მიერ დათვლილი იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ--–-----–-–---–ისთვის 2018 წლის 03 იანვრის ქირავნობის ფარგლებში მიუღებელი შემოსავალი. 2018 წლის მარტის თვიდან 2018 წლის 15 ივნისამდე (ექსპერტიზის დასკვნის მომზადების თარიღამდე), რამაც შეადგინა 1093,75 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #003651718 დასკვნა (ს.ფ 38-41);

- 2018 წლის 3 იანვრის ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 42-49);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)

3.2.3. ავტომანქანა V---------------------–-–------------------------, წარმოადგენს აიპ მცხეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ს/კ 236095266) საკუთრებას;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი დოკუმენტაცია ( ს.ფ. 22-28);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის #49/6/1/1/2-01567178 ( ს.ფ. 50);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 53-56)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი)

3.2.4. 2018 წლის 02 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთვევის დროს ს--------–--–---–ი (პ/ნ 3----------) ასრულებდა მცხეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივ მოვალეობას.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის გოჩა ქავთარაძის წერილი ს.ფ. 60;

- ააი---–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ის დირექტორის გოჩა ქავთარაძის სახელზე ამავე გაერთიანების დირექტორის საბა პავლიაშვილის წერილი ს.ფ. 61;

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო უპირველესად მხარეთა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპზე და მნიშვნელობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის პოზიციას საქმეზე ააი---–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ის არასათანადო მოპასუხედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას, თუ პირი ბრალეულად მოქმედებდა. მხარეს სასამართლოსთვის კანონით დადგენილი წესით არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტრურებდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ს--------–--–---–ი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რაც გახდებოდა ამ უკანასკნელის მოპასუხედ ცნობის საფუძველი. კანონმდებლის განმარტებით შესაძლებელიც რომ იყოს აღნიშნული გარემოების დადასტურება, დადგენილია, რომ ს--------–--–---–ი მართავდა ორგანიზაციის კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც მისთვის გადაცემული ჰქონდა დასახელებული ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირს; შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს სწორედ ის ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლის ნების გამოვლენითაც გადაეცა დასაქმებულს ავტომანქანა; განსახილველ შემთხვევაში საქმეზე სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს სწორედ ააი---–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ა და მოპასუხე მხარის პოზიცია ამ ნაწილში უსაფუძვლოა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 02 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ს--------–--–---–ის ბრალეულობით; სასამართლო სხდომაზე აღნიშნული ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პატრულ-ინსპექტორის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი;

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი თანხა არ არის მიყენებული ზიანის ტოლფასი. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად დაზიანებული ავტომობილის აღდგენა მისი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის და შესაკეთებლად აუცილებელი ხარჯი შეადგენს 7400 (შვიდი ათას ოთხას) ლარს. საქმის მასალებს ასევე ერთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმთან დანართი, ასევე შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანების მფლობელთა ახსნა-განმარტებები, რომლითაც დადასტურებულია ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი. საწინააღმდეგო არგუმენტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამასთან, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ _ დაკისრებული აქვს მოპასუხეს. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს--------–--–---–ის ბრალეული ქმედების შედეგად, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რაც გამოიხატა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში, მოსარჩელე გ--–-----–-–---–ს მიადგა მატერიალური ზიანი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი;

- ექსპერტიზის დასკვები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სასამართლომ განიხილა გ--–-----–-–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 326-ე, 408-ე, 409-ე 411-ე, 992-ე, 997-ე, მუხლებით

6. სამართლებრივი შეფასება: 6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალის გარეშე აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანი მიადგა მოსარჩელე გ--–-----–-–---–ს. ზიანი კი გამოიხატა, როგორც ავტომანქანის უშუალოდ განადგურებაში, ასევე იმ მიუღებელ შემოსავალშიც, რასაც მოსარჩელე თავისი კუთვნილი ავტომანქანის გაქირავების შედეგად მიიღებდა, ავტოსაგზაო შემთხვევა რომ არ მომხდარიყო; 6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 6.4.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით დასტურდება მოპასუხე ააი---–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია მოპასუხე ააი---–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ის თანამშრომლის ს--------–--–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის - მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობს მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. 7. საპროცესო ხარჯები 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან; აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით მოსარჩელეს უფლება აქვს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვოს მოპასუხეზე მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრება. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-4, მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ--–-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე ააი---–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ას (ს/კ 4--------), მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დაზიანებული ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურება 7400 (შვიდი ათას ოთხასი) ლარის გადახდა;

3. მოპასუხე ააი---–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ას (ს/კ 4--------), მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიუღებელი შემოსავალი 2812,5 (ორიათას რვაას თორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა;

4. მოპასუხე ააი---–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ას (ს/კ 4--------), მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოცემულ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის ღირებულების თანხა 372 (სამას სამოცდათორმეტი) ლარის გადახდა;

5. მოპასუხე ააი---–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ას (ს/კ 4--------), მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 317,53 (სამას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი) ლარის გადახდა;

6. მოპასუხე ააი---–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ას (ს/კ 4--------), მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების (სადავო თანხის 4%) 423,38 (ოთხასოცდასამი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველთა მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა