განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№030100118002697710
№1/329-2018
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: ირაკლი შენგელია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---- ბ------
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზ---- კ--------–--,ბრალდებული: ვ--–---- ქ---------,მამის სახელი: ხ-----,დაბადებული: 1-.1-.1--- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 5----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: საქართველო, ხ----, სოფ. ხ----, ი. ჭ--------- №4-.
თარჯიმანი: ჯ---–----- ც-----–--.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-12--ე მუხლი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 05 ოქტომბერს დაახლოებით 14:30 საათზე, ვ--–---- ქ---------მ ხ----ს მუნიციპალიტეტის ხ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას ხის ჩაქუჩის თავის არეში დარტყმით, მეუღლეს ჟ--–---- ქ---------ს თავის არეში ღია ჭრილობის სახით განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ბრალდებულმა ვ--–---- ქ---------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
საქართველოს სსკ-ის 11¹ მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის.
საქართველოს სსკ-ის 11¹ მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებული ჟ--–---- ქ--------- არის ბრალდებულ ვ--–---- ქ---------ს მეუღლე.
საქართველოს სსკ-ის 12--ე მუხლის თანახმად ჯამრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაა ქმედება, რომელიც იწვევს პირის ჯამრთელობის მდგომარეობის ხანმოკლე მოშლას ან შრომის უნარის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ჟ--–---- ქ---------მ, ბრალდებულ ვ--–---- ქ---------ს ქმედებით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ის, რომ ბრალდებულმა ვ--–---- ქ---------მ 2018 წლის 05 ოქტომბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ხ----ს მუნიციპალიტეტის ხ----ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ხის ჩაქუჩის თავის არეში დარტყმით, მეუღლეს ჟ--–---- ქ---------ს თავის არეში ღია ჭრილობის სახით განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ვ--–---- ქ---------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ჟ--–---- ქ---------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ჯ--- ქ---------- და გ------- ფ------ გამოკითხვის ოქმებით, ვ--–---- ქ---------ს აღიარებითი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვ--–---- ქ---------ს დაკავების ოქმით, ჟ--–---- ქ---------ს სამედიცინო დოკუმენტაციით, შემაკავებელი ორდერით ვ--–---- ქ---------ს მიმართ, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ჟ--–---- ქ---------ს მიმართ.
სსკ-ის 12--ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ ქმედებამ გამოიწვიოს ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
საქმის მასალებით იკვეთება აღნიშნული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ ვ--–---- ქ---------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ--–---- ქ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
ვ--–---- ქ---------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.2. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება.
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას და აღნიშნავს, რომ ბრალდებულს აქვს შეულახავი წარსული, ხასიათდება დადებითად, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელიც საკუთარ განცხადებაში ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს, აღნიშნავს, რომ შეურიგდა მეუღლეს, სურს თანაცხოვრების გაგრძელება და ითხოვს მის მიმართ შეღავათების გავრცელებას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის ხანდაზმულ ასაკს, იგი 61 წლისაა, ამავე დროს დაცვის მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბრალდებულის ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს და იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული არ არის ნასამართლევი, რაც აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ--–---- ქ---------ს მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-12--ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი და სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ვ--–---- ქ---------ს მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.
რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს მინიმალური გამოსაცდელი ვადა და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ--–---- ქ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-12--ე მუხლით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ვ--–---- ქ---------ს მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 1 (ერთი) წელი.
3. პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შემთხვევაში, მსჯავრდებულ ვ--–---- ქ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 5 ოქტომბრის 16:50 საათიდან, 2018 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, 11 (თერთმეტი) დღე.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ--–---- ქ---------ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. მსჯავრდებულ ვ--–---- ქ---------ს ქცევაზე კონტროლი, საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
6. ვ--–---- ქ---------ს მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის - 01 (ერთი) წლის ათვლა, დაიწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან, 2018 წლის 19 ნოემბრიდან.
7. ვ--–---- ქ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 3000 ლარის ოდენობით, გაუქმდეს. ასევე გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით ვ--–---- ქ---------ს მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომელიც საქმის გამომძიებელთან აქვს მიბარებული.
ასევე გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინება - ვ--–---- ქ---------ს მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ყადაღა მოეხსნას ჟ--–---- ქ---------ს (პ.ნ. 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ხ----ს მუნიციპალიტეტი, სოფელი ხ----, საკადასტრო კოდი 4-.2-.2-.2-- 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
8. საქმეზე დართული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები, მაისურები და ხის ჩაქუჩი, ასევე ჟ--–---- ქ---------საგან ამოღებული სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ხ----ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
9. განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე