გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2018
საქმის ნომერი
030210017002198933
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030210017002198933

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 ნოემბერი 2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ თოდუა

მოსარჩელე: სს ,,თ----- ბ----’’

წარმომადგენელი: ნ------- ზ-------

მოპასუხეები: ო-–--- ლ----------, ს------- ვ-–--–-----ე

წარმომადგენელი: მ-----–- ა-----–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 ო-–-- ლ----------სა და ს------- ვ-–--–-----ეს სს ,,თ----- ბ----ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

სესხის ძირი თანხა - 7 260,84 ლარი, დაზღვევა - 59.79 ლარი, სესხის ძირ თანხაზე - 7260.84 ლარზე 2014 წლის 05 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 102.86 ლარს, სესხის ძირ თანხაზე - 7260.84 ლარზე 2014 წლის 05 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%. პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 3.63 ლარს. თავდების - ს------- ვ-–--–-----ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 24000 ლარით.

1.2 ო-–-- ლ----------სა და ს------- ვ-–--–-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თ----- ბ----ს’’ მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 854.56 ლარი და 449.95 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი 404.1 ლარი დაუბრუნდეს უკან. ამავე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%, კერძოდ, 500 ლარის გადახდა.

2. მოსარჩელის პოზიცია:

 

სს ,,თ----- ბ----ა’’ და ო-–-- ლ----------ს შორის 2012 წლის 01 დეკემბერს დაიდო საკრედიტო პროდუქტების მომსახურების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც 2012 წლის 01 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

ო-–-- ლ----------ს მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა 2014 წლის 05 მარტს. მან, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

2017 წლის 03 ნოემბრის მდგომარეობით ო-–-- ლ----------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 75283.33 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა - 10350.64 ლარი, პროცენტი - 6578.49 ლარი, ჯარიმა - 58076.68 ლარი და დაზღვევა -277.52 ლარია.

 

ბანკი ვერ იბრუნებს მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს შემდგომი მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს.

 

ო-–-- ლ----------ზე გაიცა კრედიტი - 12.000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა -17%-ით, კრედიტის ვადა - 1465 დღე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის დარღვევისას 20 ლარი 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.

 

აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის სს ,,თ----- ბ----ა’’ და ს------- ვ-–--–-----ეს შორის, 2012 წლის 01 დეკემბერს დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რომლითაც თავდები სოლიდარულად თუ სრულად გახდა პასუხისმგებელი მსესხებლის მიერ ბანკთან საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებს: ო-–-- ლ----------სა და ს------- ვ-–--–-----ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულად მიაჩნია. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

3.0 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ მოიპოვება.

 

3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2012 წლის 01 დეკემბერს სს ,,თ----- ბ----ა’’ და ო-–-- ლ----------ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტების მომსახურების ხელშეკრულება, გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მასზე გაიცა კრედიტი 12 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17 %-ით, კრედიტის ვადა - 1465 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

3.2.2. სს ,,თ----- ბ----ა’’ და ს------- ვ-–--–-----ის შორის, 2012 წლის 01 დეკემბერს დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რომლითაც თავდები სოლიდარულად თუ სრულად გახდა პასუხისმგებელი მსესხებლის მიერ ბანკთან საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე.

 

3.2.3. ო-–-- ლ----------ს მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა 2014 წლის 05 მარტს.

 

3.2.4. სს ,,თ----- ბ----ს’’ 01.12.2012 წ. სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, პირველი ნომრის მიხედვით, თარიღად განსაზღვრულია - 05.01.2013 წ., დასაფარი თანხა - 355.17, ძირი - 151.27, პროცენტი - 195.62, სიცოცხლის დაზღვევა - 8,28, ბალანსი - 11848.73. მე-15 ნომრის მიხედვით, თარიღად განსაზღვრულია - 05.03.2014 წ, დასაფარი თანხა - 352.03, ძირი - 225.43, პროცენტი - 121.46, სიცოცხლის დაზღვევა - 5.14, ბალანსი - 9 088.28.

სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2017 წლის 04 დეკემბერს. გრაფიკთან დაკავშირებით 3 წლის წინა მონაცემები შემდეგ სურათს იძლევა:

 

23-ე ნომრის მიხედვით, თარიღად განსაზღვრულია - 05.11.2014 წ, დასაფარი თანხა - 351.48, ძირი - 238.61, პროცენტი - 108.28, სიცოცხლის დაზღვევა - 4.59, ბალანსი - 7260.84.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სს ,,თ----- ბ----ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

მოპასუხეებს: ო-–--- ლ----------სა და ს------- ვ-–--–-----ეს სს ,,თ----- ბ----ს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხა - 7 260,84 ლარი, დაზღვევა - 59.79 ლარი.

მოპასუხეებს: ო-–--- ლ----------სა და ს------- ვ-–--–-----ეს უნდა დაეკისროთ სს ,,თ----- ბ----ს’’ სასარგებლოდ სესხის ძირ თანხაზე - (7 260,84 ლარი), 2014 წლის 05 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 102.86 ლარს.

მოპასუხეებს: ო-–--- ლ----------სა და ს------- ვ-–--–-----ეს უნდა დაეკისროთ სს ,,თ----- ბ----ს’’ სასარგებლოდ სესხის ძირ თანხაზე - (7 260,84 ლარი), 2014 წლის 05 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 3.63 ლარს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6.სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] PAR.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC), par.81); Boldea v. Romania, par.30).

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების დაკისრება და ზიანის ანაზღაურება.

 

სს ,,თ----- ბ----ა’’ და ო-–-- ლ----------ს შორის 2012 წლის 01 დეკემბერს დაიდო საკრედიტო პროდუქტების მომსახურების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც 2012 წლის 01 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და ო-–-- ლ----------ზე გაიცა კრედიტი - 12.000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 17%-ით, კრედიტის ვადა - 1465 დღე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის დარღვევისას - 20 ლარი 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.

 

აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის სს ,,თ----- ბ----ა’’ და ს------- ვ-–--–-----ის შორის, 2012 წლის 01 დეკემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდები სოლიდარულად თუ სრულად გახდა პასუხისმგებელი მსესხებლის მიერ ბანკთან საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე.

 

სესხის ძირი თანხა - 7 260,84 ლარი, დაზღვევა - 59.79 ლარი, სესხის ძირ თანხაზე - 7260.84 ლარზე 2014 წლის 05 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 102.86 ლარს, სესხის ძირ თანხაზე - 7260.84 ლარზე 2014 წლის 05 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%. პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 3.63 ლარს. თავდების - ს------- ვ-–--–-----ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 24000 ლარით.

 

სს ,,თ----- ბ----ს’’ 01.12.2012 წ. სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, პირველი ნომრის მიხედვით, თარიღად განსაზღვრულია - 05.01.2013 წ., დასაფარი თანხა - 355.17, ძირი - 151.27, პროცენტი - 195.62, სიცოცხლის დაზღვევა - 8,28, ბალანსი - 11848.73. მე-15 ნომრის მიხედვით, თარიღად განსაზღვრულია - 05.03.2014 წ, დასაფარი თანხა - 352.03, ძირი - 225.43, პროცენტი - 121.46, სიცოცხლის დაზღვევა - 5.14, ბალანსი - 9 088.28.

სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2017 წლის 04 დეკემბერს. გრაფიკთან დაკავშირებით 3 წლის წინა მონაცემები შემდეგ სურათს იძლევა: 23-ე ნომრის მიხედვით, თარიღად განსაზღვრულია - 05.11.2014 წ, დასაფარი თანხა - 351.48, ძირი - 238.61, პროცენტი - 108.28, სიცოცხლის დაზღვევა - 4.59, ბალანსი - 7260.84.

 

2012 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 1465 დღე, რომელიც იწურებოდა 2016 წლის 05 დეკემბერს. სს ,,თ----- ბ----ს’’ მიერ სარჩელი აღიძრა - 2017 წლის 04 დეკემბერს. განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა, ამდენად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პირიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი განსხვავებული წესის მიხედვით უნდა მოხდეს. შესაბამისად ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება 2014 წლის 05 დეკემბრიდან 2016 წლის 05 დეკემბრამდე პერიოდში გადასახდელი თანხები ამ პერიოდის დავალიანება არ არის ხანდაზმული და ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება, ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად- ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონით მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც ნიშნავს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა, კერძოდ ყოველთვიურად, გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიღებული შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ზემოაღნიშნული მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები. (იხ. ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი-მუხლი 1, ,,თ’’ პუნქტი). საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება. ასევე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: ,,საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, კრედიტორს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მირების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნად ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. სსკ-ის 348-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ ( ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მიხედვით გაანგარიშების საფუძველზე, ამდენად, მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება. ამდენად, პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე და მოწინააღმდეგე მხარის მიერ სესხად აღებული, დაუბრუნებელი თანხებია ოდენობისა და საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებული სესხის პროცენტის ოდენობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეებს სასესხო ხელშეკრულებების დარღვევის გამო. მოპასუხეებს: ო-–--- ლ----------სა და ს------- ვ-–--–-----ეს სს ,,თ----- ბ----ს’’ სასარგებლოდ სესხის ძირ თანხაზე - (7 260,84 ლარი), უნდა დაეკისროს 2014 წლის 05 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 102.86 ლარს. მათ ასევე უნდა დაეკისროთ სს ,,თ----- ბ----ს’’ სასარგებლოდ სესხის ძირ თანხაზე - (7 260,84 ლარი), 2014 წლის 05 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 3.63 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

7.საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ მირებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

ო-–--- ლ----------სა და ს------- ვ-–--–-----ეს უნდა გადახდეთ სს ,,თ----- ბ----ს’’ მიერ გადახდილი 854.56 ლარიდან სასამართლოს გარეშე ხარჯი 500 ლარის ოდენობით.

მათვე უნდა გადახდეთ 449.95 ლარი, ხოლო 404.61 ლარი უნდა დაუბრუნდეს სს ,,თ----- ბ----’,’ როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ----- ბ----ს’’ სარჩელი (დაზუსტებული) დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს: ო-–--- ლ----------სა და ს------- ვ-–--–-----ეს სს ,,თ----- ბ----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროთ სესხის ძირი თანხა - 7 260,84 ლარი, დაზღვევა - 59.79 ლარი.

3. მოპასუხეებს: ო-–--- ლ----------სა და ს------- ვ-–--–-----ეს დაეკისროთ სს ,,თ----- ბ----ს’’ სასარგებლოდ სესხის ძირ თანხაზე - (7 260,84 ლარი), 2014 წლის 05 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 102.86 ლარს.

4. მოპასუხეებს: ო-–--- ლ----------სა და ს------- ვ-–--–-----ეს დაეკისროთ სს ,,თ----- ბ----ს’’ სასარგებლოდ სესხის ძირ თანხაზე - (7 260,84 ლარი), 2014 წლის 05 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 3.63 ლარს.

5. მოპასუხეებს: ო-–--- ლ----------სა და ს------- ვ-–--–-----ეს გადახდეთ სს ,,თ----- ბ----ს’’ მიერ გადახდილი 854.56 ლარიდან სასამართლოს გარეშე ხარჯი 500 ლარის ოდენობით.

6. მოპასუხეებს: ო-–--- ლ----------სა და ს------- ვ-–--–-----ეს გადახდეს 449.95 ლარი, ხოლო 404.61 ლარი დაუბრუნდეს სს ,,თ----- ბ----’,’ როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ( ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს ( ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. N3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე