გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2018
საქმის ნომერი
330210818002735202
კატეგორია
დავის ტიპი
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34020-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

11 დეკემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ქეთევან კუჭავა

სხდომის მდივანი: თამარ პოღოსოვი

განმცხადებელი: ი------------–---–ი, ვ-–-------------–-ა

დაინტერესებული პირი: სს------–---–-------------------------------------–---–---------------------------–------–-------------–-------–--------–---–------------------------------–------ი

წარ-ომადგენელი: ნა------------–---–ი

მოთხოვნის არსი: მცირეწლოვანი - ბ--------------------–ის შვილად აყვანა

სასამართლომ დახურულ სასამართლო სხდომაზე, უდავო წარ-ოების წესით განიხილა სამოქალაქო საქმე ი------------–---–ისა და ვ-–-------------–-ას განცხადებისა გამო, შვილად აყვანის თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე, 62-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1254-ე, 1258-ე, 1264-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით, 311-ე მუხლით, 350-351-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ნება დაერთოს ი------------–---–ს (დაბ. 19---–-–----------------------ში) და ვ-–-------------–-ას (დაბ. 19---–-–--------------------–--ში) მცირეწლოვანი ბავშვის - ბა------ე ჯა----თ--–-ს (დაბ. 20----–-–-------------------------ი) შვილად აყვანაზე.

 

1.2. შვილად ასაყვანი ბავშვის - ბ--------------------–ის (დაბ. 20----–-–-------------------------ი, პირადი №6----------) დაბადების სააქტო ჩანაწერში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახურის მიერ, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა. ბავშვის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი - ე----------, გვარი - თ--–-ა, დაბადების ადგილი - თბილისი;

 

ბ. დედის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი - ირ-ა; გვარი - მე-----–---–ი; დაბადების თარიღი - 19----–-–---------------ი; დაბადების ადგილი - კა--ი, საქართველო; მოქალაქეობა - საქართველოს; პირადი N 0----------;

მამის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი - ვლ------რ; გვარი - თ--–-ა; დაბადების თარიღი - 19---–-–------------ი; დაბადების ადგილი - თბილისი, პირადი N 0-----------

 

გ. შეიცვალოს ბავშვის პირადი ნომერი.

 

2. შვილად აყვანა ნამდვილია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების შედეგებით დაინტერესებულ სხვა პირებს შეუძლიათ მისი გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, გადაწყვეტილების შესახებ შეტყობიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

მოსამართლე: ქეთევან კუჭავა

 

განმცხადებლისა და დაინტერესებული პირის თხოვნით, რომლებმაც წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით - დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე: ქეთევან კუჭავა