განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
330100115001026497
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3----15

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

6 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ---რ კ-------–---,დაცვის მხარე:

ადვოკატი - ა----–--- გ-----–--,ბრალდებული - ს--–-- ა-------ი (პ/ნ 3----------), დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, მცხოვრები ს-----------------------------–---------------–--------------------------ში,თარჯიმანი - ე-–--- თ-------,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: 2015 წლის 16 მაისს, ს--–-- ა-------მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად გადაწყვიტა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა სხვის საკუთრებას, რის გამოც ისინი მივიდნენ თბილისში, ვ---------–ის მ----------აში მდებარე მ------ ლ---------ის ფერმასთან, სადაც იყვნენ მ------ ლ---------ის კუთვნილი სამი ცხენი და ერთ კვიცი, საერთო ღირებულებით 3000 ლარი, ასევე, ე-------------–ის 800 ლარად ღირებული ერთი ცხენი და გ------ი პ---------ის 100 ლარად ღირებული ერთი ვირი. ს--–-- ა-------მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ერთობლივად წაიყვანეს მ------ ლ---------ის კუთვნილი ოთხი ცხენი, ე------ი ჩ-----–ის ერთი ცხენი და გ------ი პ---------ის ერთი ვირი, რომელთა რეალიზაცია მოახდინეს მ--------–ის რაიონში. ს--–-- ა-------ისა და გამოძიებით დაუდგენელი პირის ქმედებით დაზარალებულებს მიადგათ 3900 ლარის მატერიალური ზიანი.

 

დაზარალებულ მ------ ლ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვარ------–---------------------------------- აქვს საქონლის ფერმა. 2015 წელს მის კუთვნილ რქოსან პირუტყვს უვლიდა ა-–---- დ--------–---–ი. იმავე წლის 16 მაისს დაურეკა მწყემსმა და უთხრა, რომ ცხენები არ ჩანდნენ. მეუღლის გარდაცვალების გამო თავად ვერ მივიდა ფერმაში და დახმარება მეგობარს, გ------ გ-------–-–---–ს თხოვა. ცხენებს ვერც გ------მ მიაკვლია და ქურდობით მას მიადგა 3000 ლარის მატერიალური ზიანი. ამავე ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ ლ---------ის ცხენებთან ერთად მოიპარეს ე-------------–ის ცხენი და გ------ი პ---------ის ვირი. ზიანი მას ს--–-- ა-------ის ბიძამ აუნაზღაურა.

 

დაზარალებულ ე-------------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ეწევა მესაქონლეობას ვ---------–ის მ----------აში, აქვს ფერმა და ჰყავს ცხენები. 2015 წლის 15 მაისს მისი ცხენი შეერია მ------ ლ---------ის ცხენებსა და გ------ი პ---------ის ვირს. იმ დღეს კუთვნილი ცხენი დატოვა მ------ ლ---------ის ცხენებთან ერთად და მეორე დღეს როცა მივიდა წამოსაყვანად ვეღარ ნახა. დაზარალებულის განმარტებით მას მიადგა 800 ლარის მატერიალური ზიანი რომელიც აუნაზღაურა ს--–-- ა-------მა და სანაცვლო ცხენი მიუყვანა.

 

დაზარალებულ გ------ი პ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი კუთვნილი ვირი, მ------ ლ---------ის და ე-------------–ის ცხენებთან ერთად მოიპარეს 2015 წლის მაისის თვეში რითაც მას მიადგა 100 ლარის მატერიალური ზიანი. დაზარალებულის განმარტებით მას ზიანი აუნაზღაურა ს--–-- ა-------ის ბიძამ.

 

მოწმე ა-–---- დ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მეუღლესთან ერთად მუშაობდა მ------ ლ---------ის ფერმაში და დაზარალებულს საქონელთან ერთად ჰყავდა ოთხი ცხენი. ფერმის ტერიტორიაზე ასევე იყო ე-------------–ის ცხენი და გ------ი პ---------ის ვირი. 2015 წლის 15 მაისს მ------მ დაურეკა ტელეფონით და ერთი ცხენი გადააბმევინა სხვა ადგილზე. 16 მაისს გამთენიისას როცა ადგა საქონლის მოსაწველად ნახა, რომ ცხენები და ვირი აღარ იყვნენ ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოწმის ჩვენებით, მან ქურდობის ფაქტი იმავე დღეს აცნობა მ------ს.

 

მოწმე გ-------– გ-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ფერმა მდებარეობს ვ---------–ის მ----------აში მ------ ლ---------ის ფერმის მეზობლად. 2015 წლის 16 მაისს დაურეკა მ------მ, უთხრა, რომ გარდაცვლილი ყავდა მეუღლე და თხოვა მოეძებნა მისი ცხენები. მოწმემ განმარტა, რომ ადგილზე დაათვალიერა ფერმის მიმდებარე ტერიტორია მაგრამ ვერ ნახა მ------ ლ---------ის ცხენები. ამავე ჩვენებით იცის, რომ ს--–-- ა-------მა რომელიც მწყემსად მუშაობდა მეზობელ ფერმაში დაზარალებულს დაუბრუნა ცხენები.

 

მოწმე ნ--- ა-–------ის დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ არის მძღოლი და ამუშავებს მის მფლობელობაში არსებულ,,ფ--------------------“ მიკროავტობუსს. 2015 წლის 15 მაისს დაურეკა მეზობელმა ს--–-- ა-------მა და უთხრა, რომ სურდა ცხენების ტრანსპორტირება რაშიც 150 ლარს გადაიხდიდა. ნ--- ა-–------ი 16 მაისს ღამის 2 საათზე მივიდა ს--–-- ა-------ის მიერ მითითებულ ადგილზე, სადაც ამ უკანასკნელს დახვდა ასევე უცნობი პირი ვინმე თოთი. მოწმის განმარტებით, მან ს--–-- ა-------ის მოთხოვნით, დ------–--–-----------იდან 4 ცხენი, 1 კვიცი და 1 ვირი წაიყვანა მ--------–ის ტერიტორიაზე. გზაში ს--–--მა დაურეკა მისთვის უცნობ პირს და უთხრა, რომ გასაყიდად ჰყავდა ცხენები. ისინი მივიდნენ მ--–-- ი-------ის სახლში რომელმაც შეიძინა ცხენები, ხოლო ვირზე უარი თქვა. თუ რა თანხაში გაყიდა ცხენები ს--–-- ა-------მა მისთვის უცნობია, რადგან იჯდა მანქანაში და საუბარი არ მოუსმენია. ს--–-- ა-------მა ნ--- ა-–------ს გადაუხადა შეპირებული 150 ლარი და მის მანქანაში მყოფი ვირი, სოფელ გ----------ისა და ბადიაურის გასაყართან გადასცა ბრალდებულს.

 

მ--–-- ი-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის მაისის შუა რიცხვებში, ღამის საათებში დაურეკა ს--–--მა და უთხრა, რომ გასაყიდი ჰყავდა ცხენები. იმავე დღეს ,,ფ--------------------“ მიკროავტობუსით ა-------მა მას სახლში მიუყვანა 4 ცხენი, 1 კვიცი და 1 ვირი. ს--–--ს თან ახლდა დაახლოებით 35 წლამდე ასაკის მამაკაცი რომელსაც თოთის ეძახდა და მიკროავტობუსის მძღოლი რომელიც მანქანიდან არ გადმოსულა. ვაჭრობის შედეგად შეთანხმდენენ, რომ შეიძენდა მხოლოდ ცხენებს რაშიც მ--–-- ი-------მა გადაიხადა 1600 ლარი. ამავე ჩვენებით დადგენილი გარემოებაა, რომ მოწმემ ს--–-- ა-------ისაგან შეძენილი ცხენები გაყიდა ბაზრობაზე მისთვის უცნობ პირზე. მანვე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში და ფოტოსურათით ამოიცნო ბრალდებული.

 

პირის ამოცნობის ოქმით, 2015 წლის 29 მაისს ბრალდებული მ--–-- ი-------მა წარდგენილი სამი პირიდან, სახის მოყვანილობით, თვალ-წარბით, ტუჩებით, ცხვირითა და საერთო იერით ამოიცნო ს--–-- ა-------ი, რომელმაც ავტომანქანის მძღოლთან და თანმხლებ პირთან ერთად 2015 წლის მაისის შუა რიცხვებში მ--------–ის რაიონის სოფელ ს----------ში მის საცხოვრებელ სახლში, ,,ფ--------------------“ ფირმის მიკროავტობუსით მიუყვანა ცხენები და მიჰყიდა 1600 ლარად.

 

ელსმენით შეტყობინების ოქმის თანახმად, ს--–-- ა-------მა განაცხადა, რომ იმავე წლის მაისის თვის შუა რიცხვებში ვ---------–ის მ----------ის საძოვრებიდან მოიპარა ხუთი ცხენი და ერთი ვირი.

 

ბრალდებულმა ს--–-- ა-------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ცხენები და ვირი არ მოუპარავს. მანვე უარყო როგორც მ--–-- ი-------თან, ასევე გამოძიებით დაუდგენელ პირთან თოთისთან ნაცნობობა და განმარტა, რომ მის მიერ დანაშაულის აღიარება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ დაემუქრნენ ქალიშვილის სიცოცხლის მოსპობით. ამავე ჩვენებით, მომხდარი ფაქტის გამო მას სამართალდამცავი ორგანოსთვის არ მიუმართავს და ითხოვა წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.

 

მოწმე ბ---- ბ--------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და განმარტა, რომ პროფესიული გადამზადების კურსები გაიარა 2010 წელს პოლიციის აკადემიაში.

 

მოწმე ვ-----–--------–-ას ჩვენებით დადაგენილია, რომ 2015 წლის მაის-ივნისის თვეში მუშაობდა თ---–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–--------------------–---ში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შედგენილი აქვს ა-–---- დ--------–---–ის, გ-------– გ-------–-–---–ის და დაზარალებულების დაკითხვის ოქმები. ასევე, ბრალდებულ ს--–-- ა-------ის დაკავების ოქმი, ბრალდებულის დაკავების შესახებ შეტყობინების ოქმი, მიმართვები საპატრულო პოლიციაზე, დაზარალებულებისათვის უფლებების განმარტების ოქმები და დადგენილებები დაზარალებულად ცნობის შესახებ. მანვე განმარტა, რომ გავლილი აქვს პოლიციის აკადემიაში დეტექტივის თანაშემწის გადამზადების კურსი.

 

მოწმე ლ-–ა ბ-–---ის ჩვენებით მუშაობს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე ი-------------ის მიმართულებით. 2015 წლის 28-29 მაისს, შუაღამის 02:15 საათზე რადიოსადგურ 112-ით მეწვილე ა-----– ს--–----ესთან ერთად მიიღო შეტყობინება, რომ თ---–--–----–--–-----------–---–--------–------------ე ელოდებოდათ მოქალაქე, რომელიც აცხადებდა, რომ ვ---------–ის მ----------ის მიმდებარე მინდვრებიდან მოიპარა 5 ცხენი და ერთი ვირი. გამოცხადდნენ ადგილზე სადაც დახვდათ ს--–-- ა-------ი. ამ უკანასკნელმა განუცხადათ, რომ მაისის შუა რიცხვებში ხსენებული ტერიტორიიდან მოიპარა 5 ცხენი და ერთი ვირი. მანვე განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის გადამზადების კურსი გავლილი აქვს პოლიციის აკადემიაში 2003, 2006 და 2010 წლებში.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ა-----– ს--–----ემ, ამასთან განმარტა, რომ საპატრულო პოლიციაში მუშაობა დაიწყო 2004 წელს და გადამზადების კურსებს გადის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.

 

2015 წლის 28 მაისს, საღამოს საათებში, პატრულ-ინსპექტორ ა-----– ს--–----ის მიერ სამკერდე ვიდეოთვალის საშუალებით გადაღებულ ჩანაწერში მას ს--–-- ა-------ი აწოდებს თავის პირადობის მოწმობას. პატრულ ინსპექტორი პირადობის მოწმობაზე კითხულობს მამაკაცის სახელს და გვარს, ეკითხება სად ცხოვრობს, რაზეც ს--–-- ა-------ი პასუხობს, რომ ცხოვრობს იო----------–ოში. ამავე ჩანაწერში ს--–-- ა-------ი ყვება, რომ რამოდენიმე დღის უკან ვ---------–ის მ----------აში, ლ--–--- მხარეს მოიპარა ცხენები. პატრულ-ინსპექტორი მას თხოვს დააზუსტოს ადგილმდებარეობა, ცხენების ქურდობის დრო და რიცხვი, რაზეც ს--–-- ა-------ი უთითებს ვ---------–ის მ----------აში პატარა ლ--–--- მიმდებარე ტერიტორიას, საიდანაც მოიპარა ცხენები. პატრულ-ინსპექტორის შეკითხვაზე, იმყოფება თუ არა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ამბობს, რომ არის ნასვამი, მაგრამ ფხიზელიც რომ იყოს ანალოგიურს იტყვის.

 

მოწმე მ--------ა ჯ----ის ჩვენებით, 2015 წლის მაისი-ივნისის თვეში მუშაობდა თ---–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–--------------------–---ში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შედგენილი აქვს პირის ამოცნობის ოქმი, დაკითხული ჰყავს ნ--- ა-–------ი, ორჯერ ჰყავს დაკითხული მ--–-- ი-------ი და დაცვის მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, შედგენილი აქვს დათვალიერების ოქმი, რა დროსაც დაათვალიერა პატრულ-ინსპექტორის სამკერდე ვიდეოჩანაწერი და გადაიტანა DVD დისკზე. ამავე ჩვენებით მას 2007 - 2011 წლებში გავლილი აქვს უბნის ინსპექტორებისა და დეტექტივის კურსები.

 

2015 წლის 29 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ს--–-- ა-------მა მიუთითა ადგილზე, სადაც დაბმული იყო ერთ ცხენი და იმავე ტერიტორიაზე სადაც ტრიალებდა 4 ცხენი ერთ ვირთან ერთად. წამოიყვანა ცხენები ვირთან ერთად და გაჩერდა დიდი ლ--–--- ტერიტორიაზე მიტოვებულ შენობასთან. მანვე დაურეკა მეზობელ ნ--- ა-–------ს უთხრა, რომ ცხენები ჰყავდა ნაყიდი და უნდოდა მათი მიკროავტობუსით გადაყვანა. ამავე ოქმით, ცხენები გაასხვისა მ--------–ში, ხოლო ვირი სოფელ გ----------ის მიმდებარედ მოკლა და გადააგდო.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მას არ მოუპარავს დაზარალებულთა ცხენები ვირთან ერთად. სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა ემყარება დანაშაულის უშუალო თვითმხილველ მოწმეთა იმ ჩვენებებს, რომელთა მიერ გადმოცემული ფაქტები არის მნიშვნელოვანი და წონადი საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მ--–-- ი-------მა დაადასტურა, რომ გამოძიებით დადგენილ დროსა და პერიოდში ს--–-- ა-------მა დაურეკა კუთვნილ მობილურზე და გასაყიდად შესთავაზა ცხენები და ვირი.

 

მანვე გამთენიისას მ--–-- ი-------ს მ--------–ის რაიონის სოფელ ს----------ში ,,ფ--------------------“ მარკის მიკროავტობუსით მიუყვანა დასახელებული ცხოველები. ამავე ჩვენებით, ს--–-- ა-------ს თან ახლდა ვინმე თოთი და იმავე მიკროავტობუსის მძღოლი ნ--- ა-–------ი.

 

მ--–-- ი-------ის ჩვენებაში სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, რადგან იგივე ფაქტები განუმარტა გამოძიებას ნ--- ა-–------მაც რომელიც მას შემდეგ დაიკითხა, როცა ს--–-- ა-------მა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას თავად დაუსახელა გამომძიებელს, რომ ცხენები და ვირი მ--------–ში გასაყიდად მან ნ--- ა-–------ის მანქანით გადაიყვანა.

 

ნ--- ა-–------მა დეტალურად აღწერა რა 2015 წლის 16 მაისს ღამის 2 საათიდან დილის ცხრა საათის ინტერვალში განვითარებული მოვლენები განმარტა, რომ ს--–-- ა-------ის მითითებით, რაშიც ამ უკანასკნელმა მას 150 ლარი გადაუხადა, ლ--–--- ასახვევიდან მერნეულის სოფელ ს----------ში გასაყიდად გადაიყვანა 5 სული ცხენი და 1 ვირი.

 

მ--–-- ი-------ის ჩვენება ნ--- ა-–------ის ჩვენებასთან თანხვედრაშია ცხენების შეძენის ნაწილშიც. მართალია ნ--- ა-–------ი, უშუალოდ არ მონაწილეობდა თანხის გადაცემასა და ვაჭრობაში მაგრამ, ამ უკანასკნელის განმარტებით მ--–-- ი-------მა ს--–-- ა-------ისაგან შეიძინა მხოლოდ ცხენები, ხოლო ვირი მან ს--–--ის მოთხოვნით უკან წამოიყვანა სოფელ გ----------ის მიმდებარე ტერიტორიამდე.

 

იგივე განმარტა ს--–-- ა-------აც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, რომ ვირი რომელიც ვერ გაყიდა უკან წამოიყვანა სოფელ გ----------ამდე, იმავე ტერიტორიაზე გადმოიყვანა მანქანიდან და მოკლა. ამდენად, ა-–---- დ--------–---–ის ჩვენება, როგორც დანაშაულის ჩადენის დროსთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წლის 15 მაისს დაახლოებით ღამის თორმეტი საათიდან იმავე წლის 16 მაისის 5-6 საათამდე პერიოდში განხორციელდა, ასევე ცხენებისა და ვირის ოდენობასთან დაკავშირებით სრულად შეესაბამება, როგორც ნ--- ა-–------ის, ასევე მ--–-- ი-------ის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

პატრულ - ინსპექტორებმა ლ-–ა ბ-–---ემ და ა-----– ს--–----ემ, რომლებიც ბრალდებულის მიერ 112-ში დატოვებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ ს--–-- ა-------ის მიერ მითითებულ ადგილზე, პირადად მოისმინეს ქურდობის ფაქტის შესახებ და მათ სამკერდე ვიდეოთვალის საშუალებით გადაიღეს ამ უკანასკნელის მონათხრობი.მ------ ლ---------ემ დაადასტურა, რომ მას მოპარეს 3000 ლარად ღირებული კუთვნილი სამი ცხენი და ერთ კვიცი; ე-------------–მა დაადასტურა, რომ მოპარეს 800 ლარად ღირებული ერთი ცხენი, ხოლო გ------ი პ---------მა დაადასტურა, რომ მოპარეს 100 ლარად ღირებული ერთი ვირი. დაზარალებულთა განმარტებით მათ ზიანი აუანაზღაურა ს--–-- ა-------ის ბიძამ.

 

სასამართლო თვლის, რომ ს--–-- ა-------ის მიერ განხორციელებული ქმედებით სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის ობიექტური მხარის ყველა სავალდებულო ნიშანი. რაც შეეხება ბრალად წარდგენილ მაკვალიფიცირებელ გარემოებებს ქურდობას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და მნიშვნელოვან ზიანს, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის #736აპ-10 გადაწყვეტილებით, როდესაც დანაშაულის საგანი, რომელიც მიისაკუთრა დამნაშავედ, აღმოჩენილი არ არის, ზიანის მოცულობა განისაზღვრება საქმეში არსებული მტკიცებულებებით რომლებიც უნდა შეფასდეს ერთობლივად. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულთა, მ------ ლ---------ის, ე-------------–ის და გ------ი პ---------ის ჩვენებებით დადგენილია ზიანის ოდენობა რომელიც ჯამში 3900 ლარს შეადგენს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ მ--–-- ი-------მა შემდგომში გაყიდვისა და მოგების მიღების მიზნით ს--–-- ა-------ისაგან ცხენები 1600 ლარად შეიძინა. შესაბამისად, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ზიანი სცილდება 150 ლარს და ქმნის ქურდობის კვალიფიციურ შემადგენლობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე არ დგინდება ს--–-- ა-------ის მიერ საქონლის ქურდობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენა.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი განსაზღვრავს ჯგუფური დანაშაულის სახეებს და სახელდებით აკონკრეტებს, რომ დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. მხოლოდ მ--–-- ი-------ის ჩვენებაში მოყვანილი ფაქტი, რომ ცხენების გასაყიდად მასთან მისულ ს--–-- ა-------ს თან მიკროავტობუსის მძღოლთან ერთად ახლდა ახალგაზრდა მამაკაცი რომელსაც თოთის ეძახდნენ რასაც არც თავად ნ--- ა-–------ი უარყოფს, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბრალდებულს მსჯავრი დაედოს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დანაშაულის ჩადენაში. კანონმდებელი ჯგუფური დანაშაულის ამ სახეს „წინასწარი შეკავშირების“ ნიშნით ახასიათებს, რაც თავის თავში მოიცავს დანაშაულის ჩადენის წინასწარ დაგეგმვას, მისი ჩადენის მექანიზმისა და ხერხის შესარჩევას, სუბიექტთა შორის როლების წინასწარ განაწილებას და ა.შ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ს--–-- ა-------ი უნდა გამართლდეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დანაშაულის ჩადენაში და მისი მსჯავრდება უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გმოიწვია.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებას, საქმეში მონაწილე პირების კვალიფიციურობაზე, თუ რამდენად იყვნენ ისინი უფლებამოსილნი ჩაეტარებინათ ესა თუ ის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციის თანაშრომლებმა - ბ---- ბ--------–---–მა, მთავარისა ჯ----მა, ვ-----–--------–-ამ, ასევე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ლ-–ა ბ-–---ემ და ა-----– ს--–----ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს დაადასტურეს, რომ საქართველოს შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე გავლილი აქვთ ყველა კურსი რაც მათ თანამდებობრივად ეკუთვნით და ზემოაღნიშნულის დასტურად წარმოდგინეს შესაბამისი სერთიფიკატის ასლები.

 

ადვოკატ ა----–--- გ-----–--ს განმარტებას, რომ საქმე სასამართლოში არ არის წარმართული საბრალდებო დასკვნით და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, სასამართლო არ იზიარებს რადგან, 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია და სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2009 წლის 9 ოქტომბრის რედ.) დათქმა მოქმედებს მხოლოდ იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მყუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მართალია დაზარალებულებს ს--–-- ა-------ის მხრიდან ანაზღაურებული აქვს ზიანი და ამ დროისთვის არცერთ მათგანს პრეტენზია არ აქვს, თუმცა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, რომ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება არ გახდა მისთვის შემაკავებელი და მოცემული დანაშაულის ჩადენის შემდეგ სსკ-ის 180 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ისევ საკუთრების წინააღმეგ მიმართული დანაშაულისთვის მას მსჯავრი აქვს დადებული სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------------.

 

დანაშაულის პრევენციის, ბრალდებულის რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს--–-- ა-------ის მიმართ სასჯელის სახედ განსაზღვრული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა: -ერთი ცალი DVD დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ს--–-- ა-------ი გამართლებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ს--–-- ა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით;

 

მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------------ დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით და ს--–-- ა-------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ს--–-- ა-------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 29 მაისიდან 2015 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი;

 

ს--–-- ა-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეფარდებული თანხა 1(ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი DVD დისკი შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/