გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2018
საქმის ნომერი
010210017001854149
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001854149

საქმე №2-842/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ოქტომბერი, 2018 წ ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - მ---------------–--ე, ა----------------–--ე, მ-----------------ე

წარმომადგენელი - თ---------–-------

მოპასუხე - შპს ,,ე--------------- +’’

წარმომადგენელი - ნ-----------–---–-

მოპასუხე - ნ-------------–--ე

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ყადაღისაგან განთავისუფლდეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ლ-–---------------ის მიერ 2017 წლის 22 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1) მაცივარი „BOSCH“ (თეთრი ფერის), 1 ც, 2) სარეცხი მანქანა ,,LG”, (თეთრი ფერის) 1ც. 3) გაზქურა “SIEMENS”, 1 ც. 4) სამზარეულოს მაგიდა (ოთხი სკამით, თეთრი ფერის), 1ც. 5) ტელევიზორი „SAMSUNG“, (შავი ფერის, პლაზმური) 1ც, 6) ნაჭრის სამეული (1 დივანი, 2 სავარძელი), 7) ნაჭრის სამეული (ხის სახელურებით, 1 დივანი, 2 სავარძელი), 8) მისაღები ოთახის მაგიდა (ყავისფერი, 4 სკამით).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. სარჩელს არ ცნობს მოპასუხე შპს ,,ე--------------- +’’-ის წარმომადგენელი და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე ნ-------------–--ემ შესაგებლით სარჩელი ცნო, სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდაო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ-------------–--ეს შპს „ე--------------- +“-ის სასარგებლოდ დაეკისრა სულ 6295 აშშ დოლარის და 590 ლარის გადახდა, რაზედაც 2014 წლის 2 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი №2-1806/14.

 

აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ლ-–---------------ემ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2017 წლის 22 თებერვალს სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მოვალე ნ-------------–--ის საცხოვრებელ მისამართზე მისვლით, მდებარე ქ. ბათუმი, ა----–-----–-ს ქN30, ბინა N43-ში, შეადგინა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომლის თანახმადაც მოახდინა იქ არსებული შემდეგი მოძრავი ნივთების დაყადაღება: 1) მაცივარი „BOSCH“ (თეთრი ფერის), 1 ც, 2) სარეცხი მანქანა ,,LG”, (თეთრი ფერის) 1ც. 3) გაზქურა “SIEMENS”, 1 ც. 4) სამზარეულოს მაგიდა (ოთხი სკამით, თეთრი ფერის), 1ც. 5) ტელევიზორი „SAMSUNG“, (შავი ფერის, პლაზმური) 1ც, 6) ნაჭრის სამეული (1 დივანი, 2 სავარძელი), 7) ნაჭრის სამეული (ხის სახელურებით, 1 დივანი, 2 სავარძელი), 8) მისაღები ოთახის მაგიდა (ყავისფერი, 4 სკამით).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 08.10.2014წ.

- სააღსრულებო ფურცელი.

- მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.

 

3.2.2. სასამართლო უდაოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია ქ. ბათუმში, ა----–-----–-ს ქN30, ბინა N43-ში მდებარე უძრავ ქონებაში, სადაც ამჟამად ცხოვრობენ მოსარჩელეები მ---------------–--ე, ა----------------–--ე და მ-----------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.

- ამხანაგობა „დავითი IV“-ის თავმჯდომარის ცნობა.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ნ-------------–--ე 2011 წლის 5 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ--------------სთან და იგი ამ პერიოდიდან აღარ ცხოვრობს ქ. ბათუმში, ა----–-----–-ს ქN30, ბინა N43-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ქორწინების მოწმობა.

- ამხანაგობა „დავითი IV“-ის თავმჯდომარის ცნობა.

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი.

 

3.2.4. სასამართლო იზიარებს მოსარჩელეების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მათ საკუთრებას.

 

სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა შემდეგი გარემოებების მხედველობაში მიღებით: როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები შეძენილ იქნა მოსარჩელეების მიერ და წარმოადგენს მათ საკუთრებას. ასევე მოპასუხე ნანა გამრეკელიძე აღნიშულ მისამართზე წლების მანძილზე აღარ ცხოვრობს.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელეთა მიერ დაყადაღებული ნივთების როგორც შეძენის, ასევე მათი ფლობის ფაქტსაც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოვალე ნ-------------–--ე აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს და სადაო ნივთები არ არის შეძენილი მოვალის მიერ და იგი შეძენილია მოსარჩელეების მ---------------–--ის, ა----------------–--ის და მ-----------------ის მიერ.

 

აღნიშნულ გარემოებას სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე. დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც დაყადაღდა სადაო მოძრავი ქონება, არ წარმოადგენდა მოვალის საკუთრებას. მოსარჩელეებმა, გარდა იმისა, რომ დაადასტურეს იმ საცხოვრებელი ბინის კუთვნილების ფაქტი, სადაც აღიწერა და დაყადაღდა სადაო მოძრავი ნივთები, მათ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დაადასტურეს, რომ მოძრავი ნივთები წარმოადგენენ მათ საკუთრებას. ამიტომ კომპლექსურად უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 22 თებერვლის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხ. სხდომის ოქმი).

- ი/მ „გ-----------იძის“ მიერ გაცემული ცნობა.

- შპს „ტექნო ბუმის“ მიერ გაცემული ცნობა. 10.03.2017წ.

- საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებები.

- საგარანტიო ტალონი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა—განმარტებანი, გაანალიზა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი მიაჩნია, რომ მოსარჩელეების მ---------------–--ის, ა----------------–--ის და მ-----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ყადაღისაგან უნდა განთავისუფლდეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ლ-–---------------ის მიერ 2017 წლის 22 თებერვალს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1) მაცივარი „BOSCH“ (თეთრი ფერის), 1 ც, 2) სარეცხი მანქანა ,,LG”, (თეთრი ფერის) 1ც. 3) გაზქურა “SIEMENS”, 1 ც. 4) სამზარეულოს მაგიდა (ოთხი სკამით, თეთრი ფერის), 1ც. 5) ტელევიზორი „SAMSUNG“, (შავი ფერის, პლაზმური) 1ც, 6) ნაჭრის სამეული (1 დივანი, 2 სავარძელი), 7) ნაჭრის სამეული (ხის სახელურებით, 1 დივანი, 2 სავარძელი), 8) მისაღები ოთახის მაგიდა (ყავისფერი, 4 სკამით).

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158, 159-ე, 161-ე, 170-ე, 172-ე, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე და 44-ე მუხლით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102 და 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმცია, რომლის თანახმადაც ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობაში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

 

როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, სადაო ნივთებს ფლობენ და სარგებლობენ მოსარჩელეები, ისინი შეძენილია მათ მიერ და მოვალე ნ-------------–--ეს არანაირი შეხება არ გააჩნია მათთან. ამდენად მოსარჩელეები წარმოადგენენ სადაო მოძრავი ნივთების მესაკუთრეებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად კი მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

ამდენად სხვა პირის უკანონო მოქმედებისაგან საკუთრების დაცვა, მესაკუთრის ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფულადი თანხების გადახდა დაეკისრა მოვალე ნ-------------–--ეს და მისი აღსრულებაც უნდა განხორციელდეს მისგან ან აღსრულება მიქცეული იქნას მისი ქონების მიმართ და არა მესამე პირის ქონების მიმართ.

 

6.3. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ “თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).” ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად კი სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოვალესა და კრედიტორს წარმოადგენენ ნ-------------–--ე და შპს ,,ე--------------- +’’, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ მიმართ სარჩელი სწორად არის დაყენებული.

 

6.4. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება რომ ნივთები რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). კრედიტორის მოთხოვნით სასამართლო აღმასრულებელს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი საგნები და აღნიშნოს ამის შესახებ აღწერის აქტში.

 

ამ ნორმიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დასაშვებია აღიწეროს და დაყადაღდეს მოვალის ქონება და არა სხვა მესამე პირის ქონება. ამ შემთხვევაში კი დაყადაღებულია მოსარჩელეების მ---------------–--ის, ა----------------–--ის და მ-----------------ის მფლობელობაში და საკუთრებაში არსებული ნივთები. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა კეთილსინდისიერ მფლობელობაში და საკუთრებაში არსებული სადაო მოძრავი ნივთები უნდა განთავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრიციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტლებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

გარდა აღნიშნულისა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. სასამართლო სწორედ საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში მოიპოვება სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი მტკიცებულებები, რის გამოც მ---------------–--ის, ა----------------–--ის და მ-----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს სადაო მოძრავი ნივთები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელეების მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 110,40 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეებს შპს ”ე--------------- +”-ს და ნ-------------–--ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელეების სასარგებლოდ მოსარჩელეთა მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 110,40 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-მე-8, მე-10, 52-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს მ---------------–--ის, ა----------------–--ის და მ-----------------ის სასარჩელო განცხადება;

 

1.1. ყადაღისაგან განთავისუფლდეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ლ-–---------------ის მიერ 2017 წლის 22 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1) მაცივარი „BOSCH“ (თეთრი ფერის), 1 ც, 2) სარეცხი მანქანა ,,LG”, (თეთრი ფერის) 1ც. 3) გაზქურა “SIEMENS”, 1 ც. 4) სამზარეულოს მაგიდა (ოთხი სკამით, თეთრი ფერის), 1ც. 5) ტელევიზორი „SAMSUNG“, (შავი ფერის, პლაზმური) 1ც, 6) ნაჭრის სამეული (1 დივანი, 2 სავარძელი), 7) ნაჭრის სამეული (ხის სახელურებით, 1 დივანი, 2 სავარძელი), 8) მისაღები ოთახის მაგიდა (ყავისფერი, 4 სკამით).

 

2. შპს ”ე--------------- +”-ს და ნ-------------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეების მ---------------–--ის, ა----------------–--ის და მ-----------------ის სასარგებლოდ 110,40 ლარის გადახდა მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახემლწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე