გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო)
30 ნოემბერი, 20-8 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
მოსარჩელე - ონ---------–---–ი.
მოპასუხე - აკ---------ე.
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 20---–-–----------ტს სარჩელით მიმართა ონ---------–---–მა, მოპასუხე აკ---------ის წინააღმდეგ.
მოსარჩელემ მოითხოვა - უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი თბილისი, კოს------------, შეს--------, №---, სართ---–---, ბ-------, ბ-–----------, ს/კ 0-.1-.0-.0-0.0--.0-.5--, გამოთხოვილი იქნას აკ---------ის უკანონო მფლობელობიდან და გადაეცეს მოსარჩელეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
მოსარჩელის განმარტებით მან 2----–-–---------------ს ელ. აუქციონზე შეიძინა ბინა მდებარე თბილისი, კოს------------, შეს--------, №---/--. ბინაში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ცხოვრობს მოპასუხე.
20---–-–-----------ს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა იმავე მისამართზე, სადაც იგზავნებოდა სარჩელი და თანდართული მასალები - ქალაქი თბილისი, კოს------------, შეს-------- №11-/-- და ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს.
20---–-–---------–--ს სასამართლოს საჩივრით მომართა აკ---------ემ და მოითხოვა 20---–-–-----------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
20---–-–--------------ს განჩინებით აკ---------ის საჩივარი დაკმაყოფილდა - გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------ის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
ამავე განჩინებით დადგინდა, რომ მოპასუხეს გაეგზავნოს სარჩელი თანდართული მასალებით და შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვროს 10 დღის ვადა.
აკ---------ეს რამოდენიმეჯერ გაეგზავნა სარჩელი თანდართული მასალებით, სარჩელსა და საჩივარში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, კო------ს შეს--------, 11-/--, თუმცა გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზზე მითითებით, რომ ბინა დაკეტილია.
20---–-–-----------------ის განჩინებით მოპასუხე აკ---------ისთვის სარჩელის ადა თანდართული მასალების ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს, თუმცა გზავნილის ჩაბარება მოპასუხისათვის კვლავ ვერ მოხერხდა მისამართზე არ ყოფნის გამო.
20---–-–---------------ს მოპასუხე აკ---------ეს სარჩელი თანდართული მასალებით და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ კვლავ გაეგზავნა მისამართზე ქ. თბილისი, კო------ს შეს--------, 11-/--, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. სასამართლო კურიერის 20---–-–---------------ს აქტით ირკვევა, რომ მითითებულ მისამართზე ბინების ნუმერაცია შეცვლილია და ნუმერაციის შეცვლის შემდგომ მოსარჩელის ბინა არის №--. ამხანაგობის თავმჯდომარის განმარტებით აღნიშნული ბინა კუთვნის ნ. მ----–---ს და ა. და---–--ს. მითითებული პირები კი წარმოადგენენ აკ---------ის სიდედრს და სიმამრს, რაც შეეხება აკ---------ეს, იგი აღნიშნულ ბინაში არ ცხოვრობს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
ამავე კოდექსის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე აკ---------ეს, მის მიერ საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქალაქი თბილისი, კოს------------, შეს-------- №---/--, რამოდენიმეჯერ გაეგზავნა სარჩელი თანდართული მასალებით და გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხემ აღნიშული მისამართი თავად მიუთითა სასამართლოს, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 20--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხე აკ---------ესათვის ჩაბარებულად ჩაითვალა 20---–-–----------------ს. შესაბამისად ვინაიდან 20---–-–---------------- იყო დასვენების დღე, მოპასუხეს 26 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარმოედგინა პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. მოპასუხის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში პასუხი (შესაგებელი) არ იქნა წარმოდგენილი 10 (ათი) დღის ვადაში და არც მათი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 20--ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
იმის გამო, რომ მოპასუხემ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა, სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 232I-ე მუხლით სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად უნდა მიიჩნიოს და იმსჯელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებზე. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მიხედვით, მხარეს არა აქვს უფლება, საჩივარი შეიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, თუ მის მიმართ ერთხელ უკვე გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე ონ---------–---–ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი, ვინაიდან მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 234-235-ე, 242-ე, მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიღებული იქნეს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ონ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი თბილისი, კოს------------, შეს--------, №---, სართ---–---, ბ-------, ბ-–----------, ს/კ 0-.1-.0-.0-0.0--.0-.5--, გამოთხოვილი იქნას აკ---------ის უკანონო მფლობელობიდან და გადაეცეს ონ---------–---–ს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
3. აკ---------ეს დაეკისროს ონ---------–---–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით.
4. აკ---------ეს გაეგზავნოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
მოსამართლე გენადი მაკარიძე