გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
330210018002507306
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №2/18705-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

 

მოსარჩელე - სს „თ--–--ი“

წარმომადგენელი - კ------- ჭ------–---–ი

 

მოპასუხე - ა--------- წ--–-----ა

 

დავის საგანი - დავალიანების გადახდის დაკისრება

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა--------- წ--–-----ას სს „თ--–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სს „თ--–--ის“ მიმართ (სარჩელის მომზადების დღისთვის) არსებული დავალიანების - 1171.7 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე და სს „თ--–--ი“ იმყოფებიან ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლის საფუძველზეც სს „თ--–--ი“ ელექტროენერგიით ამარაგებს მოპასუხეს. მოაპსუხე ა--------- წ--–-----ა რეგისტრირებულია სს „თ--–--ი“-ს N5------ აბონენტად. მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე გააჩნია 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის აპრილამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება - 1171,70 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ აღიშნული დავალიანების გადახდა ვერ უზრუნველყო, მოსარჩელემ სასამართლოს მომართა სარჩელით მითითებული დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა--------- წ--–-----ამ მის მიერ 2018 წლის 15 ნოემბერს წარმოდგენილი შესაგებლით, სს „თ--–--ი“-ს სარჩელი სრულად ცნო (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოპასუხე არის სს "თ--–--ის" აბონენტი N5------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 16-19)

- სარჩელი და შესაგებელი

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე გააჩნია 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის აპრილამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება - 1171,70 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 16-19);

- ამონარიდი ცესკო-ს ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან;

- სარჩელი და შესაგებელი

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სადავო გარემოებები არ გამოკვეთილა

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს „თ--–--ი“-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 477-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

ამავე კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის სწორედ ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ სს „ტ--–---“ და ა--------- წ--–-----ა იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლიდან გამომდინარეც მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1171.70 ლარს.

 

მოპასუხე მხარე დავალიანების არსებობის ფაქტს სადავოდ არ ხდის, მეტიც წარმოდგენილი შესაგებლით მან სს „თ--–--ი“-ს მიერ აღძრული სარჩელი სრულად ცნო, რის გამოც სარცელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულად, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

ვინაიდან, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და ამასთან, მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელი სრულად ცნო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეს კი არ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „თ--–--ი“-ს (ს/კ N2--------) სარჩელი მოპასუხე ა--------- წ--–-----ას (პ/ნ N6----------) მიმართ დავალიანების დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.

1.1. მოპასუხე ა--------- წ--–-----ას (პ/ნ N6----------) მოსარჩელე სს „თ--–--ი“-ს(ს/კ N2--------) სასარგებლოდ დაეკისროს არსებული დავალიანების 1171,70 (ერთი ათას ას სამოცდათერთმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა.

2. მოსარჩელე სს „თ--–--ი“-ს (ს/კ N2--------) დაუბრუნდეს, მის მიერ 6/20/2018 წელს, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“-ში მოცემულ სარჩელზე N----- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე