გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017002230901
საქმე №2/973-17წ
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04.12.2018 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
მოსარჩელე - ოზ----------------–---–ი
წარმომადგენელი-ელ------------------ი
მოპასუხე - ვა–---------–---–ი
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2017 წლის 25 დეკემბერს ოზ---------------–---–მა სარჩელით მომართა სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოპასუხე ვა–---------–--–ის წინააღმდეგ და მოითხოვა 1. მოპასუხე ვა–---------–---–ის მიერ მოხდეს მის ავტოფარეხთან ახლოს მდებარე ნარგავების ამოძირკვა, 2. მოპასუხემ გაანთავისუფლოს აუცილებლი სარგებლობის გზა სხვადასხვა სახის დაბროკლებებიდან, აიღოს გზაზე დაყრილი მიწა, მოშალოს რკინაბეტონის კონსტრუქცია და გაეხსნას სახლში შესასვლელი ერთადერთი გზა. მოპასუხე ვა–---------–---–ს მოსარჩელე ოზ---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 30.07.2018 წლის გადაწყვეტილებით ოზ---------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: 1.1. მოპასუხე ვა–---------–---–მა მოახდინოს მოსარჩელის ღობესთან ახლოს დარგული ნარგავების (ფათალოს) ამოძირკვა 1.2. მოპასუხე ვა–---------–---–მა გაანთავისუფლოს აუცილებელი სარგებლობის გზა სხვადასხვა სახის დაბრკოლებებისგან, აიღოს გზაზე გაშლილი მიწა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციები. 1.3. დაეკისრა მოპასუხე ვა–---------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120(ას ოცი) ლარის გადახდა.
2018 წლის 03 დეკემბერს მოსარჩელე მხარემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს გარეშე ხარჯებთან დაკავშირებით.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით არ მომხდარა სარჩელშში მითითებული მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე მსჯელობა, რომელიც შეეხება სასამართლოს ხარჯების საკითხის გადაწყვეტას, კერძოდ, მოპასუხისათვის ექსპერტიზაზე გაწეული ხარჯების დაკისრება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის გ) პუნქტის გათვალისწინებით, საქმეზე მიღებული უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.
სასამართლომ განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და მიაჩნია, რომ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ოზ----------------–---–ის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა საინჟინრო ექსპერტიზა N004136216, რასთან დაკავშირებული ხარჯებიც დაფარა მოსარჩელემ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ექსპერტიზისთვის გაწეული ხარჯი 200 ლარის გადახდა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 261-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ოზ----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ვა–---------–---–ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ექსპერტიზისთვის გაწეული ხარჯის 200(ორასი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი