გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
080210018002577708
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018002577708

№2/2624 – 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდი---ი ია დვალიშვილი

მოსარჩელე - შ-----ნა კ-----რიძე;

წარმომადგენლები - მ--- ფ---ულიძე, ევ---ი ო----ძე;

მოპასუხე - ლ-–ა ა-----იძე;

დავის საგანი - განქორწინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

შ-----ნა კ-----რიძესა და ლ-–ა ა-----იძეს შორის 2005 წლის 22 ივნისს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ლ-–ა ა-----იძესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებაა 2005 წლის 22 ივნისს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ი---ე ა-----იძე (დაბ. 1---------–.) და ბ--- ა-----იძე (დაბ. 1---------–.). უთანხმოების გამო მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე მხარეს აღარ სურს იმყოფებოდეს ქორწინებაში მოპასუხესთან. ოჯახის შენარჩუნება და მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია. მოპასუხე არ აძლევს თანხმობას განქორწინება მოხდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, რის გამოც იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსათვის.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ არც შესაგებლით არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო (იხ. შესაგებელი ს.ფ 27-34)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.1. შ-----ნა კ-----რიძე და ლ-–ა ა-----იძე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 2005 წლის 22 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქუთაისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის N2 განყოფილების მიერ 2005 წლის 22 ივლისს გაცემული ქორწინების მოწმობა N070022 (იხ.ს.ფ 17).

 

3.2. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ი---ე ა-----იძე (დაბ. 1---------–.) და ბ--- ა-----იძე (დაბ. 1---------–.);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სრს დიდუბის სამსახურის განყოფილების მიერ 2007 წლის 20 აპრილს გაცემული ბ--- ა-----იძის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 14).

- ქუთაისის N2 განყოფილების მიერ 2005 წლის 16 ივლისს გაცემული ი---ე ა-----იძის დაბადების მოწმობა (იხ.ს.ფ 15);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. შ-----ნა კ-----რიძე და ლ-–ა ა-----იძე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. ს.ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. სხომის ოქმი);

 

3.1.2. მოსარჩელე შ-----ნა კ-----რიძე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისი მშობლების სახლში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. შ-----ნა კ-----რიძეს და ლ-–ა ა-----იძეს ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;

 

მიუხედავად მიცემული ერთთვიანი შესარიგებელი ვადისა, მოსარჩელე კატეგორიულად წინააღმდეგია მხარესთან შერიგებაზე და თანაცხოვრების აღდგენაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

შ-----ნა კ-----რიძე და ლ-–ა ა-----იძე დაქორწინდნენ 2005 წლის 22 ივნისს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ი---ე ა-----იძე (დაბ. 1---------–.) და ბ--- ა-----იძე (დაბ. 1---------–.). უთანხმოების გამო მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე მხარეს აღარ სურს იმყოფებოდეს ქორწინებაში მოპასუხესთან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია და მხარეები ერთ ოჯახად სამი წელია არ ცხოვრობენ. მოპასუხე მხარე უარს აცხადებს განქორწინებაზე თუმცა, მოსარჩელემ კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე. ამასთან მიცემულმა შერიგების ვადამ შედეგი ვერ გამოიღო.

 

ქორწინება ოჯახის ერთერთი საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა და ამის თაობაზე არც მოპასუხე მხარე მიუთითებს. ზემოთ აღინიშნა, რომ მხარეები სამი წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია აღნიშნული პერიოდის განმავლობაში.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. მხოლოდ მოპასუხე მხარის სურვილი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ შ-----ნა კ-----რიძე და ლ-–ა ა-----იძე ერთ ოჯახად განიხილებოდნენ. სასამართლოს კონკრეტულ შემთხვევაში მიაჩნია, რომ მხარეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამ---ცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მისი ნების არ არსებობა მოპასუხესთან ქორწინების შენარჩუნებისა ცხადია საქმის განხილვის სრული პერიოდის განმავლობაში.

 

ამდენად, ვინაიდან შ-----ნა კ-----რიძეს და ლ-–ა ა-----იძეს ერთ ოჯახად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე შ-----ნა კ-----რიძის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, შ-----ნა კ-----რიძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხე ლ-–ა ა-----იძეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს შ-----ნა კ-----რიძის სარჩელი მოპასუხე ლ-–ა ა-----იძის მიმართ:

 

შეწყდეს შ-----ნა კ-----რიძეს (პირადი №09001007789) და ლ-–ა ა-----იძეს (პირადი №60002001339) შორის 2005 წლის 22 ივნისს ქუთაისის N2 სარ განყოფილების მიერ N0053419 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ლ-–ა ა-----იძეს მოსარჩელე შ-----ნა კ-----რიძის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილების ასლი, მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;

 

4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე