განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
330100117001935821
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2----17

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

15 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი-----------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - ი-----–- ვ----–------- მ----–--ე (დაბადებული - 1----–-–-------------ს, ს----------–----------–---- პირადი N0----------, ს-–----–-- განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–--------------------------------------------–----------------------------ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი.

 

კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე 1-ლი ნაწილი (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი); (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: (ა) სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; (ბ) ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; (გ) სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2. ბრალდებული - ა----- გ----------- კ---------- (დაბადებული - 1----–-–----------------რს, ს----------–----------–---- პირადი N0----------, ა---------–- ს-–----–-- განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-------------------------------------–----------------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი.

 

კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; (გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: (ა) სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; (ბ) ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; (გ) სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ი-----–- მ----–--ის მიმართ

 

1.1.1. 2----–-–----------ტს, დაახლოებით 1---- საათზე, ფ------------------ემ, თავის საცხოვრებელი სახლის ღობესთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მისულ ი-----–- მ----–--ეს და ა----- კ---------ს მისცა შენიშვნა, რაზეც ეს უკანასკნელები გაბრაზდნენ, ფ------------------ეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ი-----–- მ----–--ემ და ა----- კ---------მა დაიწყეს ქვების სროლა ფ------------------ისა და მისი თანმხლები პირების მიმართულებით, რა დროსაც, ი-----–- მ----–--ემ ფ------------------ის მეუღლეს - თ----–---–------ეს თავის არეში მოარტყა ქვა, რის შედეგადაც თ----–---–------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.1.2. 2----–-–----------ტს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ------–--–--------–------------------------–---–ი, ფ------------------ემ, თავის საცხოვრებელი სახლის ღობესთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მისულ ი-----–- მ----–--ეს და ა----- კ---------ს მისცა შენიშვნა, რაზეც ეს უკანასკნელები გაბრაზდნენ, ფ------------------ეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ი-----–- მ----–--ემ და ა----- კ---------მა დაიწყეს ქვების სროლა ფ------------------ისა და მისი თანმხლები პირების მიმართულებით, რა დროსაც ი-----–- მ----–--ემ ფ------------------ის მეუღლეს - თ----–---–------ეს თავის არეში მოარტყა ქვა, რის შედეგადაც თ----–---–------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფ------------------ის მითითებების მიუხედავად, შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ი-----–- მ----–--ე და ა----- კ---------- განაგრძობდნენ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და ქვების სროლას. ამ დროს ისინი შეცვივდნენ ეზოში, მივარდნენ ეზოში ჩამოსულ ფ------------------ეს, შემოახიეს ტანსაცმელი, ი-----–- მ----–--ემ ზურგში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ფ------------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.1.3. 2----–-–----------ტს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ.თბილისში ავჭალა-1, ს------------------–---–ი, ფ------------------ემ, თავის საცხოვრებელი სახლის ღობესთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მყოფ ი-----–-ს მ----–--ეს და ა----- კ---------ს მისცა შენიშვნა, რაზეც ეს უკანასკნელები გაბრაზდნენ, ფ------------------ეს, მის მეუღლეს - თ----–----–------ეს და სიმამრს - ო-------–-----ძეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ამავე დროს ი-----–- მ----–--ემ ქვა ესროლა იქვე მდგომ, ფ------------------ის მფლობელობაში არსებულ „მ---------ის“ მარკის ავტომანქანას, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანის წინა საქარე მინა, რამაც გამოიწვია 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2. ა----- კ----------ს მიმართ

 

1.2.1. 2----–-–----------ტს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ------–--–--------–------------------------–---–ი, ფ------------------ემ, თავის საცხოვრებელი სახლის ღობესთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მისულ ი-----–-ს მ----–--ეს და ა----- კ---------ს მისცა შენიშვნა, რაზეც ეს უკანასკნელები გაბრაზდნენ, ფ------------------ეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ი-----–- მ----–--ემ და ა----- კ---------მა დაიწყეს ქვების სროლა ფ------------------ისა და მისი თანმხლები პირების მიმართულებით, რა დროსაც ი-----–- მ----–--ემ ფ------------------ის მეუღლეს - თ----–---–------ეს თავის არეში მოარტყა ქვა, ხოლო ა----- კ---------მა ო-------–-----ძეს ესროლა და შუბლში მოარტყა ქვა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2.2. 2----–-–----------ტს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ.თბილისში ავჭალა-1, ს------------------–---–ი, ფ------------------ემ, თავის საცხოვრებელი სახლის ღობესთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მისულ ი-----–- მ----–--ეს და ა----- კ---------ს მისცა შენიშვნა, რაზეც ეს უკანასკნელები გაბრაზდნენ, ფ------------------ეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ი-----–- მ----–--ემ და ა----- კ---------მა დაიწყეს ქვების სროლა ფ------------------ისა და მისი თანმხლები პირების მიმართულებით, რა დროსაც ი-----–- მ----–--ემ ფ------------------ის მეუღლეს - თ----–---–------ეს თავის არეში მოარტყა ქვა, ხოლო ა----- კ---------მა ო-------–-----ძეს ესროლა და შუბლში მოარტყა ქვა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფ------------------ის მითითების მიუხედავად, შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ი-----–- მ----–--ე და ა----- კ---------- განაგრძობდნენ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და ქვების სროლას. ამ დროს ისინი შეცვივდნენ ეზოში, მივარდნენ ეზოში ჩამოსულ ფ------------------ეს, შემოახიეს ტანსაცმელი, ი-----–- მ----–--ემ ზურგში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ხოლო ა----- კ---------- ფ------------------ეს ხელებს და ფეხებს ურტყამდა ტანზე, კერძოდ, მან ხელი რამდენჯერმე დაარტყა მკერდში, ასევე ფეხის დარტყმით დაზიანებები მიაყენა მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ხელის მტევნის მეხუთე თითზე, რის შედეგადაც ფ------------------ეს მიადგა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

1.2.3. 2----–-–----------ტს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ.თბილისში ავჭალა-1, ს------------------–---–ი, ფ------------------ემ, თავის საცხოვრებელი სახლის ღობესთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მყოფ ი-----–- მ----–--ეს და ა----- კ---------ს მისცა შენიშვნა, რაზეც ეს უკანასკნელები გაბრაზდნენ, ფ------------------ეს, მის მეუღლეს - თ----–----–------ეს და სიმამრს - ო-------–-----ძეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ამავე დროს ა----- კ---------მა ქვა ესროლა იქვე მდგომ, ფ------------------ის მფლობელობაში არსებულ „მ---------ის“ მარკის ავტომანქანას, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანის წინა ბამპერი და ძრავის სახურავი, რამაც გამოიწვია 220 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ი-----–- მ----–--ის მიმართ

 

2.1.1. 2----–-–----------ტს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ------–--–--------–------------------------–---–ი, ფ------------------ემ, თავის საცხოვრებელი სახლის ღობესთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მისულ ი-----–- მ----–--ეს და ა----- კ---------ს მისცა შენიშვნა, რაზეც ეს უკანასკნელები გაბრაზდნენ, ფ------------------ეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ი-----–- მ----–--ემ და ა----- კ---------მა დაიწყეს ქვების სროლა ფ------------------ისა და მისი თანმხლები პირების მიმართულებით, რა დროსაც ი-----–- მ----–--ემ ფ------------------ის მეუღლეს - თ----–---–------ეს თავის არეში მოარტყა ქვა, რის შედეგადაც თ----–---–------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.1.2. 2----–-–----------ტს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ------–--–--------–------------------------–---–ი, ფ------------------ემ, თავის საცხოვრებელი სახლის ღობესთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მისულ ი-----–- მ----–--ეს და ა----- კ---------ს მისცა შენიშვნა, რაზეც ეს უკანასკნელები გაბრაზდნენ, ფ------------------ეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ი-----–- მ----–--ემ და ა----- კ---------მა დაიწყეს ქვების სროლა ფ------------------ისა და მისი თანმხლები პირების მიმართულებით, რა დროსაც ი-----–- მ----–--ემ ფ------------------ის მეუღლეს - თ----–---–------ეს თავის არეში მოარტყა ქვა, რის შედეგადაც თ----–---–------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფ------------------ის მითითებების მიუხედავად, შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ი-----–- მ----–--ე და ა----- კ---------- განაგრძობდნენ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და ქვების სროლას. ამ დროს ისინი შეცვივდნენ ეზოში, მივარდნენ ეზოში ჩამოსულ ფ------------------ეს, შემოახიეს ტანსაცმელი, ი-----–- მ----–--ემ ზურგში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ფ------------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.1.3. 2----–-–----------ტს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ.თბილისში ავჭალა-1, ს------------------–---–ი, ფ------------------ემ, თავის საცხოვრებელი სახლის ღობესთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მყოფ ი-----–-ს მ----–--ეს და ა----- კ---------ს მისცა შენიშვნა, რაზეც ეს უკანასკნელები გაბრაზდნენ, ფ------------------ეს, მის მეუღლეს - თ----–----–------ეს და სიმამრს - ო-------–-----ძეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ამავე დროს ი-----–- მ----–--ემ ქვა ესროლა იქვე მდგომ, ფ------------------ის მფლობელობაში არსებულ „მ---------ის“ მარკის ავტომანქანას, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანის წინა საქარე მინა, რამაც გამოიწვია 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.2. ა----- კ----------ს მიმართ

 

2.2.1. 2----–-–----------ტს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ------–--–--------–------------------------–---–ი, ფ------------------ემ, თავის საცხოვრებელი სახლის ღობესთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მისულ ი-----–-ს მ----–--ეს და ა----- კ---------ს მისცა შენიშვნა, რაზეც ეს უკანასკნელები გაბრაზდნენ, ფ------------------ეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ი-----–- მ----–--ემ და ა----- კ---------მა დაიწყეს ქვების სროლა ფ------------------ისა და მისი თანმხლები პირების მიმართულებით, რა დროსაც ი-----–- მ----–--ემ ფ------------------ის მეუღლეს - თ----–---–------ეს თავის არეში მოარტყა ქვა, ხოლო ა----- კ---------მა ო-------–-----ძეს ესროლა და შუბლში მოარტყა ქვა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.2.2. 2----–-–----------ტს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ.თბილისში ავჭალა-1, ს------------------–---–ი, ფ------------------ემ, თავის საცხოვრებელი სახლის ღობესთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მისულ ი-----–- მ----–--ეს და ა----- კ---------ს მისცა შენიშვნა, რაზეც ეს უკანასკნელები გაბრაზდნენ, ფ------------------ეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ი-----–- მ----–--ემ და ა----- კ---------მა დაიწყეს ქვების სროლა ფ------------------ისა და მისი თანმხლები პირების მიმართულებით, რა დროსაც ი-----–- მ----–--ემ ფ------------------ის მეუღლეს - თ----–---–------ეს თავის არეში მოარტყა ქვა, ხოლო ა----- კ---------მა ო-------–-----ძეს ესროლა და შუბლში მოარტყა ქვა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფ------------------ის მითითების მიუხედავად, შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ი-----–- მ----–--ე და ა----- კ---------- განაგრძობდნენ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და ქვების სროლას. ამ დროს ისინი შეცვივდნენ ეზოში, მივარდნენ ეზოში ჩამოსულ ფ------------------ეს, შემოახიეს ტანსაცმელი, ი-----–- მ----–--ემ ზურგში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ხოლო ა----- კ---------- ფ------------------ეს ხელებს და ფეხებს ურტყამდა ტანზე, კერძოდ, მან ხელი რამდენჯერმე დაარტყა მკერდში, ასევე ფეხის დარტყმით დაზიანებები მიაყენა მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ხელის მტევნის მეხუთე თითზე, რის შედეგადაც ფ------------------ეს მიადგა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2.2.3. 2----–-–----------ტს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ.თბილისში ავჭალა-1, ს------------------–---–ი, ფ------------------ემ, თავის საცხოვრებელი სახლის ღობესთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მყოფ ი-----–- მ----–--ეს და ა----- კ---------ს მისცა შენიშვნა, რაზეც ეს უკანასკნელები გაბრაზდნენ, ფ------------------ეს, მის მეუღლეს - თ----–----–------ეს და სიმამრს - ო-------–-----ძეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ამავე დროს ა----- კ---------მა ქვა ესროლა იქვე მდგომ, ფ------------------ის მფლობელობაში არსებულ „მ---------ის“ მარკის ავტომანქანას, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანის წინა ბამპერი და ძრავის სახურავი, რამაც საერთო ჯამში გამოიწვია 220 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულების, ბრალდებულის და მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ი-----–- მ----–--ის და ა----- კ----------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, ი-----–- მ----–--ის და ა----- კ----------ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. შესაბამისად, ი-----–- მ----–--ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი - დაზარალებულ ფ------------------ისა და დაზარალებულ თ----–---–------ის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ა----- კ---------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ო-------–-----ძის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4.1. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ფ------------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2----–-–----------ტს, მეუღლესთან თ----–---–------ესთან და სიმამრთან ო-------–-----ძესთან ერთად იმყოფებოდა ქ-------–--–--------------------------------–----------–-----ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ მშენებარე სახლში. დაახლოებით 18:00 საათზე, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ აღნიშნული სახლის მე-3 სართულზე, მისმა მეუღლემ თ----–---–------ემ შენიშნა ორი უცნობი პიროვნება, რომლებიც მის ღობეზე შარდავდნენ. აღნიშნულის გამო, მან უცნობ პირებს მისცა შენიშვნა, უთხრა, რომ იქ ცხოვრობდნენ, იმყოფებოდა ქალბატონი და ზრდილობა გამოეჩინათ, რის საპასუხოდაც მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც თავადაც გასცა ადექვატური პასუხი. შემდეგ, მათ დაიწყეს მათი მისამართით ქვების სროლა, რომელთაგან ნაწილი ხვდებოდა მშენებარე სახლის კედელს, ხოლო ნაწილი ღობეს, რის გამოც შეიქმნა სახლის გარეთ, ქუჩაში მდგომი მის მფლობელობაში არსებული სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანების საფრთხე. ამის გამო, დაზარალებულმა მათ მოუწოდა არ დაეზიანებინათ აღნიშნული ავტომანქანა. მოწმის განმარტებით, იგი იმყოფებოდა სახლის მე-3 სართულზე და არ ჩადიოდა მათთან პირისპირ შესახვედრად, ვინაიდან ერიდებოდა კონფლიქტის გამწვავებას, თუმცა, იმის გამო, რომ ისინი განაგრძობდნენ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და ქვების სროლას, ასევე, იმის გამო, რომ უნებართვოდ ისინი შევიდნენ ეზოს შიგნით, რომელთაგანაც ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც ეხურა კეპი (როგორც მოგვიანებით გაირკვა ი-----–- მ----–--ე) აპირებდა კიბეზე ასვლას, იგი იძულებული გახდა აღნიშნული პირების შესაჩერებლად ჩასულიყო დაბლა. მოწმის განმარტებით, მისი კიბეზე ჩასვლის პროცესში, მან გაიგო მეუღლის ყვირილის ხმა, რომელიც ამბობდა, რომ ქვა მოარტყეს თავში. ამასთან, მას არ დაუნახავს, აღნიშნული ორი პირიდან უშუალოდ ვის მიერ ნასროლი ქვა მოხვდა მის მეუღლეს. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც იგი ჩავიდა ეზოში, მასსა და აღნიშნულ ორ მამაკაცს შორის, რომლებიც როგორც მოგვიანებით გაირკვა იყვნენ წარმოდგენილი ბრალდებულები - ი-----–- მ----–--ე და ა----- კ----------, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, კერძოდ, ა----- კ---------მა, რომელსაც კონფლიქტის დროს ჰქონდა შავი წვერი და ეცვა მუქი ქურთუკი და ზოლებიანი მაისური, ყელზე შემოხვეული ჰქონდა შარფი, ხოლო სახეზე - მარჯვენა თვალისა და ცხვირის მიდამოში ჰქონდა სისხლნაჟღენთები, მას რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი გულმკერდის არეში, ასევე ჩაარტყა ხელი თავის არეში, ხოლო ფეხის დარტყმებით დაზიანებები მიაყენა მარჯვენა მუხლისა და ხელის არეში, ხოლო ი-----–- მ----–--ემ, რომელსაც ეხურა კეპი, ზურგში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. სწორედ ამ დაპირისპირების დროს მას დაუზიანეს ტანსაცმელი, ხოლო ი-----–- მ----–--ეს დაუვარდა მობილური ტელეფონი. შემდეგ მივიდნენ მეზობლები, რომელთაც გააშველეს, ხოლო გაშველების პროცესში, ა----- კ---------მა კვლავ ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ხელის არეში, რის შედეგადაც მიიღო მარჯვენა ხელის ნეკა თითის მოტეხილობა. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მეზობლებმა ისინი გააშველეს, ა----- კ---------მა მის სიმამრს - ო-------–-----ძეს დამიზნებით, დაახლოებით 5-6 მეტრის მანძილიდან ესროლა ქვა, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა საფეთქლის არეში. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ მას შემდეგ რაც მეზობლებმა ისინი გააშველეს და ბრალდებულებს არ აძლევდნენ მასთან მიახლოების საშუალებას, მათ ქვების სროლა დაიწყეს ავტომანქანის მიმართულებით, რის შედეგადაც ი-----–- მ----–--ის ნასროლი ქვით დაზიანდა ავტომანქანის წინა საქარე მინა, ხოლო ა----- კ----------ს ნასროლი ქვებით დაზიანდა ავტომანქანის წინა ბამპერი და ძრავის სახურავი. აღნიშნულის შემდეგ, მან დარეკა საპატრულო პოლიციაში. ამავდროულად აღნიშნულმა პირებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი, თუმცა შემდეგ ისევ დაბრუნდნენ და მისი მითითებით შემთხვევის ადგილზევე მოხდა მათი დაკავება. მისი მონაწილეობით ასევე, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებულ იქნა ბრალდებულთა ნასროლი ქვები და მობილური ტელეფონი, რომლიც ი-----–- მ----–--ეს დაუვარდა ფიზიკური დაპირისპირების დროს. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ორივე ბრალდებული. მოწმის განმარტებით, ი-----–- მ----–--ის და ა----- კ----------ს მიერ განხორციელებული ქმედებებით მან მიიღო მორალური ტრამვა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ავტომანქანის დაზიანებით უშუალოდ მას მატერიალური ზიანი არ მისდგომია, რამდენადაც იგი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და აღნიშნული ქმედებით ზიანი მიადგა სახელმწიფოს. დაზარალებულმა ფ------------------ემ ითხოვა ბრალდებულების კანონის შესაბამისად დასჯა.

 

4.2. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა თ----–---–------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2----–-–----------ტს, მეუღლესთან ფ------------------ესთან და მამასთან ო-------–-----ძესთან ერთად იმყოფებოდა ქ-------–--–--------------------------------–----------–-----ში მდებარე მათი ოჯახის საკუთრებაში არსებულ მშენებარე სახლში. დაახლოებით 18:00 საათზე, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ აღნიშნული სახლის მე-3 სართულზე, მან შენიშნა ორი მისთვის უცნობი მამაკაცი, რომლებიც მათი სახლის ღობესთან შარდავდნენ. აღნიშნულის შესახებ მან უთხრა მეუღლეს - ფ------------------ეს, რომელმაც შენიშვნა მისცა მათ და უთხრა, რომ იქ ცხოვრობდნენ. აღნიშნულზე მათ გამოხატეს აგრესია, დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ქვების სროლა. ასევე, მათ შეანგრიეს მავთულის ღობე, შევიდნენ მათ საცხოვრებელ სახლში და იმის გამო, რომ აპირებდნენ კიბეზე ასვლას, ფ------------------ე მათ შესაჩერებლად ჩავიდა მე-3 სართულიდან. ამ დროს, პიროვნებამ, რომელსაც ეხურა კეპი და რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა ი-----–- მ----–--ე, მას (თ----–---–------ეს) ესროლა ქვა, რაც მოხვდა თავის არეში, მარჯვენა მხარეს და რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მოწმის განმარტებით, ეზოში ჩასულ ფ------------------ეს უცნობმა პიროვნებებმა, დაუწყეს ცემა, კერძოდ, პიროვნება, რომელსაც ჰქონდა შავი წვერი, ფ------------------ეს ხელებს და ფეხებს ურტყამდა წინა მხრიდან, ხოლო პიროვნება, რომელსაც ეხურა კეპი, მუშტებს ურტყამდა ზურგში. ხმაურზე, მეზობლები მივიდნენ და გააშველეს. მოწმის განმარტებით, აღნიშნული კონფლიქტის დროს მამამისმა - ო-------–-----ძემ ქვის სროლით მიიღო დაზიანება შუბლის არეში, ასევე აღნიშნული კონფლიქტის დროს დაზიანებულ იქნა მისი მეუღლის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა, თუმცა, უშუალოდ არც ო-------–-----ძისთვის ქვის მოხვედრის მომენტი დაუნახავს და არც ავტომანქანის დაზიანების ფაქტი. დაზარალებულმა თ----–---–------ემ ითხოვა ბრალდებულების კანონის შესაბამისად დასჯა.

 

4.3. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ო-------–-----ძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2----–-–----------ტს, სიძესთან ფ------------------ესთან და შვილთან თ----–---–------ესთან ერთად იმყოფებოდა ქ-------–--–--------------------------------–----------–-----ში მდებარე სიძისა და შვილის საკუთრებაში არსებულ მშენებარე სახლში. დაახლოებით 18:00 საათზე, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ აღნიშნული სახლის მე-3 სართულზე, მისმა შვილმა შენიშნა ორი მამაკაცი, რომლებიც დასახელებული სახლის ღობესთან შარდავდნენ, რაც უთხრა მეუღლეს ფ------------------ეს. მოწმის განმარტებით, ფ------------------ემ აღნიშნულ ორ პირს შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ იქ ცხოვრობდნენ, რის გამოც ისინი გახდნენ აგრესიულები, დაიწყეს მათი მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ქვების სროლა. შემდეგ შეანგრიეს მავთულის ღობე, შევიდნენ სახლში და იმის გამო, რომ აპირებდნენ კიბეზე ასვლას, ფ------------------ე მათ შესაჩერებლად ჩავიდა მე-3 სართულიდან. ამ უკანასკნელს გაჰყვა თავადაც, რა დროსაც გაიგო მისი შვილის თ----–---–------ის ყვირილი - „ქვა თავში მომარტყესო“, თუმცა მას არ დაუნახავს ვის მიერ ნასროლი ქვა მოხვდა მას. შემდეგ, ფ------------------ეს და აღნიშნულ ორ პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, კერძოდ, ფ------------------ეს ერთი წინიდან ურტყამდა ხელებს და ფეხებს, ხოლო მეორე ზურგში. უშუალოდ მას, ა----- კ---------მა ესროლა ქვა, რაც მოხვდა შუბლის არეში, მარჯვენა მხარეს და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ხმაურზე მივიდნენ მეზობლები და გააშველეს. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მეზობლებმა ისინი გააშველეს და გარეთ გავიდნენ, მიუხედავად მისი სიძის მოწოდებისა, რომ ავტომანქანას არ შეხებოდნენ, პიროვნებამ, რომელიც იძახდა, რომ იყო „იკა მ----–--ე“, ავტომანქანის წინა საქარე მინას ესროლა ქვა, ხოლო მეორე პიროვნებამ ავტომანქანას ორჯერ ესროლა ქვა, რის შედეგადაც დაზიანდა წინა ბამპერი და ძრავის სახურავი. შემდეგ, მართალია, აღნიშნულმა პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, თუმცა, საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ, ისინი კვლავ დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე და მოხდა მათი ადგილზე დაკავება. მეორე დღეს, მას ჩაუტარდა ამოცნობა, რა დროსაც ორივე ბრალდებული ამოიცნო.

4.4. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დ-------------–---–-ა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2----–-–----------ტს მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაზიანდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული და ფ------------------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „M-----------------”, სახელმწიფო ნომრით W--------. მოწმის განმარტებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----–- მ----–--ისა და ა----- კ----------ს ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთო ჯამში მიადგა 520 (ხუთას ოცი) ლარის მატერიალური ზიანი და ითხოვს აღნიშნული ზიანის ანაზღაურებას.

 

4.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–----------------მ და ზ----------------–მა განმარტეს, რომ 2----–-–----------ტს, დაახლოებით 18:00 საათზე, იმყოფებოდნენ ქუჩაში და საუბრობდნენ, რა დროსაც გაიგეს ხმამაღალი საუბარისა და გინების ხმა. ისინი გაემართნენ აღნიშნული ხმაურის მიმართულებით და დაახლოებით 30-40 მეტრის გავლის შემდეგ, დაინახეს, რომ ფ------------------ის ეზოში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი და შენობაში მყოფი ფ------------------ე ერთმანეთს აყენებდნენ ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდეგ ეს უკანასკნელი ჩავიდა ეზოში, რასაც მოჰყვა მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება. მათ, სხვა მეზობლებთან ერთად, ისინი გააშველეს, რის შემდეგაც ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს და წავიდნენ თემქის მიმართულებით. მოწმეთა განმარტებით, მათ უშუალოდ არ დაუნახავთ ბრალდებულების მხრიდან ავტომანქანის მიმართულებით ქვების სროლისა და დაზიანების ფაქტები, თუმცა მათი მისვლისას ავტომანქანა დაზიანებული არ იყო, ამავდროულად, კონფლიქტის დროს მათ გაიგეს ავტომანქანაზე ქვის მოხვედრისა და მსხვრევის ხმა, ხოლო შემდეგ ნახეს რომ მინა იყო ჩამტვრეული. მათ, ასევე, არ დაუნახავთ ფ------------------ის მეუღლისა და სიმამრის მიმართ დაზიანებების მიყენების/ქვის მოხვედრის ფატები, თუმცა, მათ დაინახეს ზოგადად ბრალდებულთა მხრიდან დაზარალებულების მიმართულებით ქვების სროლის ფაქტი.

 

4.6. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ--------------ემ განმარტა, რომ 2----–-–----------ტს, დაახლოებით 18:00 საათზე იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლთან, რა დროსაც გაიგო ხმაური. ადგილზე მისულმა დაინახა, რომ ფ------------------ის მშენებარე სახლის ეზოში მისი მეზობლები აშველებდნენ ფ------------------ეს და ბრალდებულებს. სხვა ინფორმაცია კი მას აღნიშნულთან საქმესთან დაკავშირებით გააჩნია.

 

4.7. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ქ.თბილისის ს----------------------–---------------------ში ექსპერტად. მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ექსპერტ-კრიმინალისტ გ-------------------თან ერთად, მონაწილეობა აქვს მიღებული გ----------–ის მიერ ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც დაზარალებულის მითითებით, მშენებარე სახლის ეზოდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, ხოლო მშენებარე სახლის მე-3 სართულიდან ორი ქვა, რაც ადგილზევე შეიფუთა ცალ-ცალკე და დაილუქა შესაბამისი წესით. მათ მიერ ასევე დათვალიერდა დაზიანებული ავტომანქანა და მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება, რაც გადატანილ იქნა ლაზერულ დისკზე და დაილუქა შესაბამისი წესით. გ----------–ის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რომელსაც მონაწილე პირები გაეცნენ და მისი სისწორე დაადასტურეს ხელმოწერით.

 

4.8. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------–-–--ემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--აში უბნის ინ----------------------–ის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, 2----–-–----------ტს, ძალადობის ფაქტთან დაკავშირებული შეტყობინების საფუძველზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ-----------------–---–თან ერთად, გავიდა შემთხვევის ადგილზე - ქ-------–--------------------–-----ში, რა დროსაც შუახნის მამაკაცმა - ფ------------------ემ მიუთითა ორ პიროვნებაზე, რომელთაც რამდენიმე წუთით ადრე მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და ასევე დაუზიანეს ავტომანქანა. მოწმის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო ი-----–- მ----–--ის დაკავებაში, ხოლო ა----- კ---------- დააკავა დ-----------------ამ თ--------------–---–ის მონაწილეობით. დაკავების ოქმი შედგენილ იქნა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--აში, რაც გაეცნო ი-----–- მ----–--ეს, თუმცა, მათთვის გაურკვეველი მიზეზით, ოქმზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი, რაც შენიშვნის სახით შეტანილ იქნა ოქმში. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.9. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------------–---–-ამ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--აში გ----------–ის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ფ------------------ესთან და ო-------–-----ძესთან ჩატარებული აქვს ა----- კ----------ს ამოცნობა, ხოლო თ----–---–------ესთან ი-----–- მ----–--ის და ა----- კ----------ს ამოცნობა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.10. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–------–--ემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--აში უბნის ინ----------------------–ის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ, მის მიერ ექსპერტ-კრიმინალისტებისა და მოწმე ფ------------------ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, დათვალიერებულ და ამოღებულ იქნა დაზარალებულისა და ბრალდებულების მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი ტანსაცმელი, ფ------------------ესთან და ო-------–-----ძესთან ჩაატარა ამოცნობები, რა დროსაც ამოიცნეს ი-----–- მ----–--ე, დანიშნა ტრასოლოგიური, სასაქონლო და სამედიცინო ექსპერტიზები, გამოთხოვილ იქნა დაზარალებულთა სამედიცინო დოკუმენტაცია, გამოკითხულ იქნენ მოწმეები და ასევე ჩატარებულ იქნა სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.11. 2----–-–-----------ს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით, 1----------ს ფ------------------ეს აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა მტევნის მე-5 თითის საფრჩხილე ფალანგის უკანა ზედაპირზე. ნაჭდევები მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და მარცხენა წვივის შუა მესამედში წინა ზედაპირზე. წარდგენილი სსიპ გ---------------–---–ის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #1----ის ჩანაწერების მიხედვით, ფ------------------ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2017 წლის 27 მარტს 0---- საათზე, საიდანაც გაეწერა - 29.03.2017 წ-ს 1---- საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა მტევნის მე-5 თითის საფრჩხილე ფალანგის მოტეხილობა, გამშლელი მყესის დაზიანებით. ექსპერტიზაზე წარდგენილი ფ------------------ის მარჯვენა ხელის მტევნის პირდაპირი და ირიბი რენტგენოგრამა, გადაღებული 23.03.17 წელს და 28.03.17 წელს, შეისწავლა თ-----------------–-----------------------------–--------–----------------------------–---–-ა. დასკვნის თანახმად: „წარმოდგენილ რენტგენოგრამებზე აღინიშნება მოტეხილობა მე-5 თითის საფრჩხილე ფალანგის ფუძის და შუა ფალანგის დიაფიზის შუა მესამედში. რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს 12.03.17წ“. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. სისხლნაჟღენთი მარჯვენა მტევნის მე-5 თითის საფრჩხილე ფალანგის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა მტევნის მე-5 თითის საფრჩხილე ფალანგის ფუძის და შუა ფალანგის დიაფიზის მოტეხილობა შუა მესამედში, მყესის დაზიანებით - მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს. დაზიანებები მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და მარცხენა წვივის შუა მესამედში წინა ზედაპირზე არსებული ნაჭდევების სახით - მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

4.12. 2----–-–------------ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს #----–--------- საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #2----ის ჩანაწერების მიხედვით, თ----–---–------ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2----–-–----------ტს, 2---- საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს. დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრავმა. პირადი გასინჯვით, 14.03.2017 წელს თ----–---–------ეს აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა თხემის მიდამოში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

4.13. 2----–-–------------ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი შპს #----–--------- საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #2----ის ჩანაწერების მიხედვით, ო-------–-----ძე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2----–-–----------ტს 2---- საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრავმა. გულმკერდის ზედაპირული ტრავმა. პირადი გასინჯვით, 14.03.2017 წელს ო-------–-----ძეს აღენიშნება ნაჭდევი შუბლის მიდამოში, სისხლჩაქცევა ქვედა ტუჩის ლორწოვანში მარცხნივ. გულმკერდის ზედაპირული ტრავმის დიაგნოზი დაუზუსტებელია, ამდენად დაზიანების ხარისხის განსაზღვრისას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

4.14. სამედიცინო ექსპერტიზის #0--------, #0-------- და #0-------- დასკვნების მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ს------------–---იამ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით.

 

4.15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–-------------- ტრასოლოგიური ექსპერტიზის #2------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ფ------------------ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევის და გახევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

4.16. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-----–------------–--ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

 

4.17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–-------------- სასაქონლო ექსპერტიზის #----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის „M-----------------” საიდენტიფიკაციო კოდით W---------------- ი-----–- მ----–--ისა და ა----- კ----------ს ქმედების შედეგად მიყენებული დაზიანებით ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 520 (ხუთას ოცი) ლარს. წინა საქარე მინის ღირებულება შეადგენს - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, მონტაჟის ღირებულება შეადგენს - 50 (ორმოცდაათი) ლარს, ძრავის სახურავის აღდგენითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს - 150 (ასორმოცდაათი) ლარს, წინა ბამპერის - 70 (სამოცდაათი) ლარს.

 

4.18. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ს----------------ამ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

 

4.19. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2----–-–----------ტს, 19:50 საათზე, ფ------------------ის მითითებით შემთხვევის ადგილზევე - ქ-------–--------------------–-----ში, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გ----------–ის დ-----------------ას და ამავე განყოფილების უბნის ინ----------------------–ის თ--------------–---–ის მონაწილეობით ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ა----- კ----------. დაკავება მიმდინარეობდა წინააღმდეგობის გარეშე.

 

4.20. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2----–-–----------ტს, 19:50 საათზე, ფ------------------ის მითითებით შემთხვევის ადგილზევე - ქ-------–--------------------–-----ში, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინ----------------------–ების გ-----------------–---–ის და გ-----------–-–--ის მონაწილეობით ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ი-----–- მ----–--ე.

 

4.21. 2----–-–----------ტის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ლ-–------–--ის მიერ პატრულ-ინსპექტორ ტ---------------–---–ის მონაწილეობით, ალკოტესტის მეშვეობით შემოწმებულ იქნა მოქალაქე ა----- კ----------, რომელსაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 2.728%.

 

4.22. 2----–-–----------ტის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმის თანახმად, რომელიც შედგენილ იქნა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის ლ-–------–--ის მიერ პატრულ-ინსპექტორ ტ---------------–---–ის მონაწილეობით, მოქალაქე ი-----–- მ----–--ემ უარი განაცხადა ალკოტესტის მეშვეობით სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმებაზე.

 

4.23. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2----–-–--------------------------------------- საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინ----------------------–ის ლ-–------–--ის მიერ ექსპერტ-კრიმინალისტების გ-------------------ის და ლ-------------–---–ის, ასევე მოწმე ფ------------------ის მონაწილეობით, დათვალიერდა ქ-------–--------------------–-----ში მდებარე სამ სართულიანი მშენებარე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც აქვს ფოლადის მავთულის ბადით შემოსაზღვრული ღობე. სახლის მარჯვენა მხარეს არის მიწის ფართობი, რომლის შემდგომ არის საავტომობილო გზა. სახლის წინ არის პატარა ეზო. სახლის მარცხენა მხარეს არის საავტომობილო გზა. ქუჩაში აყენია „მ---------ის“ ფირმის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით W--------, ხოლო სახლის უკანა მხარეს არის პატარა ზომის მიწის ნაკვეთი და თემქა მე-2 მიკრო/რაიონიდან ჩასასვლელი სხვა საავტომობილო გზა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოწმე ფ------------------ემ მიუთითა ის ადგილი, საიდანაც უცხო პირები მას, მის მეუღლეს და სიმამრს ესროდნენ ქვებს, როდესაც ეს უკანასკნელნი იმყოფებოდნენ მშენებარე სახლის მე-3 სართულზე. შემდეგ, ფ------------------ემ მიუთითა ღობის ის ადგილი, რომლის დარღვევის შემდგომაც შევიდნენ უცხო პირები მისი კუთვნილი მშენებარე სახლის ეზოში, ხოლო ეზოში მიუთითა ადგილი, სადაც ერთ-ერთ პირს, რომელიც მათ ესროდათ ქვებს, დაუვარდა მობილური ტელეფონი, კერძოდ, ნანახი და ამოღებულ იქნა თეთრი ფერის „ს---------“ ფირმის მობილური ტელეფონი, თავისივე ყავისფერი ჩასადებით. აღნიშნულის შემდეგ, მოწმე ფ------------------ეს მითითებით, საგამოძიებო მოქმედების მონაწილენი ხის კიბის დახმარებით ავიდნენ საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე, საიდანაც მისი მითითებით ამოღებულ იქნა ორი პატარა ზომის ქვა, რომლებიც მისი განმარტებით, ესროლეს მისთვის უცნობმა პირებმა. აღნიშნულის შემდეგ, ფ------------------ის მითითებით დათვალიერებულ იქნა ქუჩაში გაჩერებული „მ---------ის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით W--------. ფ------------------ემ განმარტა, რომ აღნიშნული ავტომანქანა არის მის მფლობელობაში და მიუთითა იმ დაზიანებებზე, რომელიც ავტომანქანას განზრახ მიაყენეს უცნობმა პირებმა ქვის სროლით, კერძოდ, გაბზარული იყო ავტომანქანის წინა საქარე მინა, ასევე დაზიანებული იყო ე.წ. კაპოტი და ბამპერი. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტო-გადაღება, გადაღებულ იქნა სულ 190 ფოტოსურათი, რაც ჩაიწერა 1 ცალ ელექტრონულ დისკზე და დაილუქა შესაბამისი ლუქით. ცალ-ცალკე დალუქულ იქნა ასევე, ამოღებული მობილური ტელეფონი და ორი ქვა.

 

4.24. 2----–-–-------------- დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინ----------------------–ის ლ-–------–--ის მიერ, ფ------------------ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა ფ------------------ის მიერ გამოძიებისათვის ნებაყოფლობით წარდგენილი ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა და ტანსაცმელი, რომელიც მისივე განმარტებით, ეცვა შემთხვევის დროს. აღნიშნული დათვალიერების ოქმით დადგენილ იქნა, რომ ფ------------------ის სარგებლობაში არსებული ავტომანქანა, „მ--------- ბ--–“ E კლასის, სახელმწიფო ნომერი M-----, მესაკუთრე არის თავდაცვის სამინისტრო. დადგენილ იქნა, ასევე, რომ ფ------------------ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი ტანსაცმელი. კერძოდ: 1) რუხი ფერის სპორტული ქურთუკი, რომელსაც აქვს ელვა შესაკრავი, წინ მარცხენა ზედა მხარეს და უკან ზურგზე ზედა მხარეს აქვს წარწერა ლათინური ასოებით „P----, 2) ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც შიდა უკანა მხარეს აქვს წარწერა ლათინური ასოებით „J---------- და 3) წითელი ფერის პულოვერი, ზედა მხარეს და მკლავებზე თეთრი ზოლით, წინა მხარეს შუაში წარწერით, “A------ ფიზიკური ძალის გამოყენებით არის დაზიანებული. აღნიშნული ტანსაცმელი და რეგისტრაციის მოწმობის ასლი (ხოლო ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა დაუბრუნდა ფ------------------ეს) ამოღებულ იქნა და რეგისტრაციის მოწმობის ასლი დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო ტანსაცმელი დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

4.25. 2017 წლის 14 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინ----------------------–ის ლ-–------–--ის მიერ, ბრალდებულ ი-----–- მ----–--ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა მის მიერ წერილობითი თანხმობით გამოძიებისთვის წარდგენილი ტანსაცმელი, რაც მისი განმარტებით ეცვა ქ-------–--–--------------------------------–-----------–-----ში მომხდარი კონფლიქტის დროს. კერძოდ, დათვალიერებულ იქნა: 1) შავი ფერის კუბოკრული უმკლავებო დუტის ქურთუკი, 2) ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი პულოვერი, შავი წვრილი ზოლებით, 3) ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი. დათვალიერების შემდეგ აღნიშნული ტანსაცმელი ამოღებულ და დალუქულ იქნა კანონით დადგენილი წესით.

 

4.26. 2017 წლის 14 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინ----------------------–ის ლ-–------–--ის მიერ, ბრალდებულ ა----- კ----------ს მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა მის მიერ წერილობითი თანხმობით გამოძიებისთვის წარდგენილი ტანსაცმელი, რაც მისივე განმარტებით ეცვა ქ-------–--–--------------------------------–-----------–-----ში მომხდარი კონფლიქტის დროს. კერძოდ, დათვალიერებულ იქნა: 1) მუქი ლურჯი ფერის ნაჭრის ქურთუკი, 2) მონაცრისფრო მოკლე მკლავიანი ნაჭრის მაისური, რომელსაც წინა მხარე აქვს უცხო ენოვანი წარწერები „S---------------------------------”, 3) ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი. დათვალიერების შემდეგ აღნიშნული ტანსაცმელი ამოღებულ და დალუქულ იქნა კანონით დადგენილი წესით.

 

4.27. 2017 წლის 14 მარტის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა ფ------------------ემ ამოსაცნობ პირებს შორის ამოიცნო ბრალდებული ა----- კ---------- შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, აღნაგობით, სახის ნაკვთებით, შავი ფერის წვერით.

 

4.28. 2017 წლის 14 მარტის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა ო-------–-----ძემ ამოსაცნობ პირებს შორის ამოიცნო ბრალდებული ა----- კ---------- შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, აღნაგობით, სახის ნაკვთებით, შავი ფერის წვერით.

 

4.29. 2017 წლის 14 მარტის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა ფ------------------ემ ამოსაცნობ პირებს შორის ამოიცნო ბრალდებული ი-----–- მ----–--ე შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, ყავისფერი ჩავარდნილი თვალებით, სიგამხდრით.

 

4.30. 2017 წლის 14 მარტის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა ო-------–-----ძემ ამოსაცნობ პირებს შორის ამოიცნო ბრალდებული ი-----–- მ----–--ე შემდეგი ნიშნებით: ყავისფერი ჩავარდნილი თვალებით, სიმაღლით, გრძელი, თხელი ცხვირით.

 

4.31. 2017 წლის 04 აპრილის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა თ----–---–------ემ ამოსაცნობ პირებს შორის ამოიცნო ბრალდებული ი-----–- მ----–--ე შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, აღნაგობით, სახის ნაკვთებით.

 

4.32. 2017 წლის 04 აპრილის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა თ----–---–------ემ ამოსაცნობ პირებს შორის ამოიცნო ბრალდებული ა----- კ---------- შემდეგი ნიშნებით: სიმაღლით, აღნაგობით, სახის ნაკვთებით, შავი ფერის წვერით.

 

4.33. ბრალდებულმა ი-----–- მ----–--ემ სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2----–-–----------ტს, დაახლოებით 15:00-16:00 საათიდან იმყოფებოდა ქ-------–--–------------------–------------------------------------------–ში მდებარე სკვერში და მეგობართან ა----- კ---------თან ერთად სვამდა ლუდს. მოგვიანებით ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ჩავიდნენ იქვე მდებარე ჩიხში, რა დროსაც მშენებარე სახლიდან მამაკაცმა დაუძახა „თქვე საქონლებო, მანდ რატომ შარდავთო“. მას გაუკვირდა აღნიშნული მიმართვა და დააზუსტა, მათ მიმართავდა თუ არა. აღნიშნულმა მამაკაცმა დაუდასტურა, თან შეაგინა და ესროლა ბლოკის ნატეხი, რომლის ნამსხვრევი მოხვდა მის მეგობარს ა----- კ---------ს. ბრალდებულის განმარტებით, ფ------------------ე თავად გადავიდა იერიშზე, თავად გამოუვარდა მათ გარეთ და თავდაპირველად მან (ფ------------------ემ) დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც მასსა და ფ------------------ეს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ამავდროულად მისი მეგობარი ა----- კ---------- ცდილობდა მათ გაშველებას, თუმცა, ფ------------------ის სიმამრმა, რომელიც სიძეს ჩაჰყვა მათთან, ა----- კ---------ს უთხრა, „შენც ამასთან არ ხარო?“ და მისკენ გაიწია. შესაბამისად, მათ შორისაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. აღნიშნული კონფლიქტის გამო ფ------------------ის ცოლმა დაიწყო ყვირილი, რის გამოც მივიდნენ მეზობლები და გააშველეს ისინი. შემდეგ შეიტყო, რომ პიროვნება, რომელთანაც კონფლიქტი მოუვიდა იყო თანამდებობის პირი - სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, რის გამოც ისინი დაბრუნდნენ ისევ სკვერში, ხოლო შემდეგ საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია რომ მივიდა, ის და ა----- კ---------- ისევ ჩავიდნენ და უთხრეს, რომ მათ შორის მოხდა ჩხუბი და განუმარტა მათ მომხდარის დეტალები. ბრალდებულის განმარტებით, მან ქვები ესროლა მხოლოდ ფ------------------ეს, შესაბამისად, მისი ნასროლი ქვა ვინმეს, მათ შორის თ----–---–------ეს არ უნდა მოხვედროდა. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა არ ყოფილა გაჩერებული, შესაბამისად, მათ არ დაუზიანებიათ ფ------------------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა. ბრალდებულმა დამატებით ასევე აღნიშნა, რომ ფ------------------ესთან დაპირისპირების დროს, ჟილეტიდან ამოუვარდა მობილური ტელეფონი, რომლის წამოსაღებადაც იყო მოგვიანებით ჩასული მისი მეუღლე.

 

4.34. ბრალდებულმა ა----- კ---------მა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სრულად დაეთანხმა ი-----–- მ----–--ის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას.

 

4.35. ი-----–- მ----–--ისა და ა----- კ----------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, გარდა საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა, ემყარება საქმეში არსებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ასევე საქმეში არსებულ სხვა წერილობით მასალას.

 

4.36. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულების ი-----–- მ----–--ისა და ა----- კ----------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის ნივთიერი მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

4.37. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.38. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.39. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.40. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.41. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

4.42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. და 2.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა, შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

5.7. სასამართლო განმარტავს, რომ ცემა წარმოადგენს ძალადობის სახეს, რა დროსაც დაზარალებულის სხეულზე პირი ახორციელებს რამდენიმე დარტყმას, ხოლო სხვაგვარი ძალადობა წარმოადგენს ძალმომრეობით აქტს, რომელიც შესაძლებელია საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან (მაგალითად, თმებით თრევა, თმების მოქაჩვა და სხვა), რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის ფიზიკურ ტკივილს, ამასთან მას არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ კი ცემა/სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ძალადობის მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

5.8. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად, თუკი არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას.

 

5.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც თავის მხრივ, უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

5.10. სასამართლო ბრალდებულების ი-----–- მ----–--ისა და ა----- კ----------ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ 2----–-–----------ტს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ------–--–--------–------------------------–---–ი, ფ------------------ემ, თავის საცხოვრებელი სახლის ღობესთან ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მისულ ი-----–- მ----–--ეს და ა----- კ---------ს მისცა შენიშვნა, რაზეც ეს უკანასკნელები გაბრაზდნენ და ფ------------------ეს, მის მეუღლეს - თ----–----–------ეს და სიმამრს - ო-------–-----ძეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ი-----–- მ----–--ემ და ა----- კ---------მა დაიწყეს ქვების სროლა ფ------------------ისა და მისი თანმხლები პირების მიმართულებით, რა დროსაც ი-----–- მ----–--ემ ფ------------------ის მეუღლეს - თ----–---–------ეს თავის არეში მოარტყა ქვა, რის შედეგადაც თ----–---–------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ა----- კ---------მა ო-------–-----ძეს ესროლა და შუბლში მოარტყა ქვა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფ------------------ის მითითებების მიუხედავად, შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ი-----–- მ----–--ე და ა----- კ---------- განაგრძობდნენ სიტყვიერი და შეურაცხყოფის მიყენებას და ქვების სროლას. ამ დროს ისინი შეცვივდნენ ეზოში, მივარდნენ ეზოში ჩამოსულ ფ------------------ეს, შემოახიეს ტანსაცმელი, ი-----–- მ----–--ემ ზურგში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ფ------------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ა----- კ---------- ფ------------------ეს ხელებს და ფეხებს ურტყამდა ტანზე. კერძოდ, მან ხელი რამდენჯერმე დაარტყა მკერდში, ასევე ფეხის დარტყმით დაზიანებები მიაყენა მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ხელის მტევნის მეხუთე თითზე, რის შედეგადაც ფ------------------ეს მიადგა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, ი-----–- მ----–--ის აღნიშნულ ქმედებებს მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი - დაზარალებულ ფ------------------ისა და დაზარალებულ თ----–---–------ის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების კვალიფიკაცია, ხოლო ა----- კ----------ს აღნიშნულ ქმედებებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაცია.

 

5.11. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, როგორც დაზარალებულ ფ------------------ის ჩვენებით დგინდება, 2----–-–----------ტს, დაახლოებით 18:00 საათის შემდეგ, ი-----–- მ----–--ემ და ა----- კ---------მა, რომლებიც მოგვიანებით ამოიცნო მისთვის ჩატარებული ამოცნობისას, მას და მის თანმხლებ პირებს - მეუღლეს თ----–---–------ეს და ო-------–-----ძეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მას შემდეგ, რაც იგი ჩადიოდა კიბეზე ი-----–- მ----–--ისა და ა----- კ----------ს შესაჩერებლად, მეუღლემ - თ----–---–------ემ დაიყვირა, რომ მას მოარტყეს ქვა. მართალია, ფ------------------ეს არ დაუნახავს აღნიშნული ორი პირიდან უშუალოდ ვის მიერ ნასროლი ქვა მოხვდა მის მეუღლეს. თუმცა ის ფაქტი, რომ თ----–---–------ეს ი-----–- მ----–--ის ნასროლი ქვა მოხვდა თავში, დადგენილია, თავად თ----–---–------ის ჩვენებით, რომლის თანახმად, პიროვნებამ, რომელსაც ეხურა კეპი და რომელიც მოგვიანებით ამოიცნო და აღმოჩნდა ი-----–- მ----–--ე, მას ესროლა ქვა, რაც მოხვდა თავის არეში, მარჯვენა მხარეს. თ----–---–------ისთვის ქვის მოხვედრის ფაქტი ასევე, დადასტურებულია ო-------–-----ძის ჩვენებით, რომლის თანახმად, იმ დროს როდესაც იგი გაჰყვა ფ------------------ეს ი-----–- მ----–--ისა და ა----- კ----------ს შესაჩერებლად, გაიგო მისი შვილის თ----–---–------ის ყვირილი - „ქვა თავში მომარტყესო“. ფ------------------ის მიმართ ი-----–- მ----–--ის მიერ განხორცილებული ცემისა და ა----- კ----------ს მიერ განხორციელებული ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტი დადასტურებულია თავად ფ------------------ის ჩვენებით, რომელიც დეტალურად აღწერს მასსა და ი-----–- მ----–--ესა და ა----- კ---------ს შორის არსებულ ფიზიკურ დაპირისპირებას. კერძოდ, აღნიშნული ჩვენებით დადგენილია, რომ ა----- კ---------მა მას რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი გულმკერდის არეში, ასევე ჩაარტყა ხელი თავის არეში, ხოლო ფეხის დარტყმებით დაზიანებები მიაყენა მარჯვენა მუხლისა და ხელის არეში, ხოლო ი-----–- მ----–--ემ, რომელსაც ეხურა კეპი, ზურგში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. სწორედ ამ დაპირისპირების დროს მას დაუზიანდა ტანსაცმელი, ხოლო ი-----–- მ----–--ეს დაუვარდა მობილური ტელეფონი. მეზობლების მიერ მათი გაშველების პროცესში, ა----- კ---------მა კვლავ ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ხელის არეში, რის შედეგადაც მიიღო მარჯვენა ხელის ნეკა თითის მოტეხილობა. ამასთან, ის ფაქტი, რომ ა----- კ---------- წინიდან ურტყამდა ხელებს და ფეხებს ფ------------------ეს, ხოლო ი-----–- მ----–--ე მუშტებს ურტყამდა ზურგში, დადგენილია ასევე, თ----–---–------ის ჩვენებით. აღნიშნული ასევე, დადასტურებულია ო-------–-----ძის ჩვენებით, რომლის თანახმად, მართალია, მას არ ახსოვს აღნიშნული ორი პირიდან ფ------------------ეს რომელი ურტყამდა წინიდან და რომელი ზურგში, თუმცა, მან კატეგორიულად მიუთითა, რომ ერთი ურტყამდა წინიდან, ხოლო მეორე ზურგში. ფ------------------ეს და ბრალდებულებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ აგრეთვე ფ------------------ის მეზობლები მოწმის სახით დაკითხული - ზ----------------–ი და ნ-----–----------------, რომელთაც გააშველეს ჩხუბში მონაწილენი. რაც შეეხება ა----- კ----------ს მიერ ნასროლი ქვის ო-------–-----ძისთვის მოხვედრის ფაქტს, აღნიშნული დადგენილია თავად ო-------–-----ძის ჩვენებით, რომლის თანახმადაც, უშუალოდ მას, ა----- კ---------მა ესროლა ქვა, რაც მოხვდა შუბლის არეში, მარჯვენა მხარეს. აღნიშნული ასევე, დადასტურებულია თვითმხილველი მოწმის ფ------------------ის ჩვენებით, რომლის თანახმადაც, მას შემდეგ რაც მეზობლებმა ის და ბრალდებულები გააშველეს, ა----- კ---------მა მის სიმამრს - ო-------–-----ძეს დამიზნებით, დაახლოებით 5-6 მეტრის მანძილიდან ესროლა ქვა, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა საფეთქლის არეში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მართალია, ბრალდებულმა ი-----–- მ----–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა, სრულად დაადასტურა მათსა (თავად მასსა და ა----- კ---------სა) და ფ------------------ესა და მის სიმამრს - ო-------–-----ძეს შორის არსებული ფიზიკური დაპირისპირებისა და ასევე, მათი მხრიდან ქვების სროლის ფაქტი. ამდენად, მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. მათი ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულების მიმართ, კერძოდ, ი-----–- მ----–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი - დაზარალებულ ფ------------------ის ცემისა და დაზარალებულ თ----–---–------ის სხვაგვარი ძალადობის ეპიზოდები), ხოლო ა----- კ----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ო-------–-----ძის სხვაგვარი ძალადობის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი დანაშაულების ჩადენის დადასტურებისაკენ.

5.12. როგორც უკვე აღინიშნა, ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, რაც უნდა შეფასდეს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით. კერძოდ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში პირი ობიექტურად განიცდიდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს და ასევე, პირმა სუბიექტურად განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ფიზიკური ტკივილის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომელთა თანახმადაც, თ----–---–------ეს აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა თხემის მიდამოში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ო-------–-----ძეს აღენიშნება ნაჭდევი შუბლის მიდამოში, სისხლჩაქცევა ქვედა ტუჩის ლორწოვანში მარცხნივ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, რაც ობიექტურად გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს, ასევე დაზარალებულთა ჩვენების იმ ნაწილს, სადაც ფ------------------ე აღნიშნავს, რომ ი-----–- მ----–--ის მიერ მასზე ზურგის არეში განხორციელებული დარტყმებით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე, თ----–---–------ემ ი-----–- მ----–--ის, ხოლო ო-------–-----ძემ ა----- კ----------ს ნასროლი ქვის მოხვედრით განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

5.13. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ ი-----–- მ----–--ის მიერ ფ------------------ის და თ----–---–------ის მიმართ, ხოლო ა----- კ----------ს მიერ ო-------–-----ძის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ აქტებს არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რასაც ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #0--------, #0-------- და #0-------- დასკვნები.

 

5.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ ა) დაზიანება იყოს ნაკლებად მძიმე ხარისხის; ბ) დაზიანებამ გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა; გ) დაზიანება არ იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო და დ) არ დადგეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა----- კ----------ს ქმედებით ფ------------------ისთვის გამოწვეული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს 2----–-–-----------ს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, რომლის თანახმადაც, ფ------------------ის დაზიანებები - სისხლნაჟღენთი მარჯვენა მტევნის მე-5 თითის საფრჩხილე ფალანგის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა მტევნის მე-5 თითის საფრჩხილე ფალანგის ფუძის და შუა ფალანგის დიაფიზის მოტეხილობა შუა მესამედში, მყესის დაზიანებით - მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

5.15. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. ამასთან, ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. ამასთან, ნივთის დაზიანების დროს შესაძლებელია მისი აღდგენა შეკეთების, რესტავრაციის და სხვა საშუალებით. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ პირის მიერ ქონების დაზიანების შედეგად დაზარალებულს მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

5.16. სასამართლო ბრალდებულების ი-----–- მ----–--ისა და ა----- კ----------ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, 2----–-–----------ტს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ------–--–--------–------------------------–---–ი, ფ------------------ესა და ბრალდებულებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს ი-----–- მ----–--ემ და ა----- კ---------მა ქვები ესროლეს იქვე მდგომ ფ------------------ის მფლობელობაში არსებულ „მ---------ის“ მარკის ავტომანქანას, რის შედეგადაც ი-----–- მ----–--ის ნასროლი ქვით დაზიანდა ავტომანქანის წინა საქარე მინა, რამაც გამოიწვია 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო ა----- კ----------ს ნასროლი ქვით დაზიანდა ავტომანქანის წინა ბამპერი და ძრავის სახურავი, რამაც გამოიწვია 220 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, ი-----–- მ----–--ისა და ა----- კ----------ს ქმედებას მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაცია.

 

5.17. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, დაზარალებულად ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის და---- ღვ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–----------ტს მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაზიანდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული და ფ------------------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „M-----------------”, სახელმწიფო ნომრით W--------. მოწმე ფ------------------ის ჩვენებით დადგენილია, თუ რა ვითარებაში და ვის მიერ იქნა დაზიანებული აღნიშნული ავტომანქანა. კერძოდ, მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც მეზობლებმა ის და ბრალდებულები გააშველეს და არ აძლევდნენ მათ ფ------------------ესთან მიახლოების საშუალებას, მათ ქვების სროლა დაიწყეს ავტომანქანის მიმართულებით, რის შედეგადაც ი-----–- მ----–--ის ნასროლი ქვით დაზიანდა ავტომანქანის წინა საქარე მინა, ხოლო ა----- კ----------ს ნასროლი ქვებით დაზიანდა ავტომანქანის წინა ბამპერი და ძრავის სახურავი. აღნიშნული დაადასტურა აგრეთვე მოწმე ო-------–-----ძემ, რომელმაც განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მეზობლებმა ისინი გააშველეს და გარეთ გავიდნენ, მიუხედავად მისი სიძის მოწოდებისა, რომ ავტომანქანას არ შეხებოდნენ, პიროვნებამ, რომელიც იძახდა, რომ იყო „იკა მ----–--ე“, ავტომანქანის წინა საქარე მინას ესროლა ქვა, ხოლო მეორე პიროვნებამ ავტომანქანას ორჯერ ესროლა ქვა, რის შედეგადაც დაზიანდა წინა ბამპერი და ძრავის სახურავი. ამასთან, მართალია, მოწმის სახით დაკითხული ფ------------------ის მეზობლები - ზ----------------–ი და ნ-----–---------------- განმარტავენ, რომ მათ უშუალოდ არ დაუნახავთ ბრალდებულების მხრიდან ავტომანქანის მიმართულებით ქვების სროლისა და დაზიანების ფაქტები, თუმცა, ასევე, აღნიშნავენ, რომ მათი მისვლისას ავტომანქანა დაზიანებული არ იყო, ასევე, კონფლიქტის დროს მათ გაიგეს ავტომანქანაზე ქვის მოხვედრისა და მსხვრევის ხმა, ხოლო შემდეგ ნახეს დაზიანებული ავტომანქანა, რაც ცალსახად ადასტურებს აღნიშნული ავტომანქანის განსახილველი კონფლიქტის დროს დაზიანების ფაქტს. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ი-----–- მ----–--ის განმარტებას, თითქოსდა, აღნიშნული კონფლიქტის დროს ავტომანქანა საერთოდ არ ყოფილა მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ პირის მიერ ქონების დაზიანების შედეგად დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–-------------- სასაქონლო ექსპერტიზის #----- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის „M-----------------” საიდენტიფიკაციო კოდით W---------------- ი-----–- მ----–--ისა და ა----- კ----------ს ქმედების შედეგად მიყენებული დაზიანებით ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 520 (ხუთას ოცი) ლარს. წინა საქარე მინის ღირებულება შეადგენს - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, მონტაჟის ღირებულება შეადგენს - 50 (ორმოცდაათი) ლარს, ძრავის სახურავის აღდგენითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს - 150 (ასორმოცდაათი) ლარს, წინა ბამპერის - 70 (სამოცდაათი) ლარს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ი-----–- მ----–--ის ნასროლი ქვით დაზიანდა ავტომანქანის წინა საქარე მინა, მისი ქმედების შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი (მონტაჟის ღირებულებას - 50 ლარი - კი სასამართლო მხედველობაში არ იღებს), ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ა----- კ----------ს ნასროლი ქვით დაზიანდა ავტომანქანის წინა ბამპერი და ძრავის სახურავი, მისი ქმედების შედეგად მიყენებულმა ზიანმა მთლიანობაში შეადგინა - 220 (ორას ოცი) ლარი. ამდენად, მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. მათი ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულების ი-----–- მ----–--ის და ა----- კ----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.

5.18. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესულური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

5.19. სასამართლო არ იზიარებს ი-----–- მ----–--ისა და ა----- კ----------ს პოზიციას, მათი უდანაშაულობის თაობაზე, რამდენადაც მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- მ----–--ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (თ----–---–------ის ეპიზოდი), ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ფ------------------ის ეპიზოდი) და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი - დაზარალებულ ფ------------------ისა და დაზარალებულ თ----–---–------ის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ა----- კ---------მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ო-------–-----ძის ეპიზოდი), ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან (ფ------------------ის ეპიზოდი) და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ო-------–-----ძის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები ბრალდებულთა ქმედებებში არ დგინდება.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. ი-----–- მ----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6.2. ა----- კ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებული ფიზიკური პირების უფლების დარღვევის კომპენსირება.

 

7.6. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების ი-----–- მ----–--ის და ა----- კ----------ს მიერ ჩადენილია რამდენიმე ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, ასევე, მხედველობაში იღებს მათ დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებების მიმართ, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულები არ ავლენენ რაიმე სინანულს ჩადენილი დანაშაულების გამო და ცდილობენ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას.

 

7.7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, ასევე დაზარალებულების პოზიციის მხედველობაში მიღებით (ითხოვენ ბრალდებულთა კანონის შესაბამის დასჯას, ფ------------------ე ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არცერთ ბრალდებულს არ გამოუთქვამს რაიმე სინანული მომხდარის გამო და არ უცდიათ შერიგება), სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულების მიმართ იმგვარი სასჯელების გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, ბრალდებულების შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროთ საპატიმრო სასჯელი - ბრალად წარდგენილი მუხლების შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც ბრალდებულთა პიროვნების გათვალისწინებით სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ამოცანებს.

 

7.8. სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ი-----–- მ----–--ეს ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 04 მაისამდე მოქ. რედაქცია) (თ----–---–------ის ეპიზოდი) - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 04 მაისამდე მოქ. რედაქცია) (ფ------------------ის ეპიზოდი) - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 01 ივნისამდე მოქ. რედაქცია) - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

7.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- მ----–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების საზოგადოებრივი საშიშროებისა და ი-----–- მ----–--ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

7.10. ა----- კ---------ს ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 04 მაისამდე მოქ. რედაქცია) (ო-------–-----ძის ეპიზოდი) - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 01 ივნისამდე მოქ. რედაქცია) - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 01 ივნისამდე მოქ. რედაქცია) - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

7.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა----- კ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების საზოგადოებრივი საშიშროებისა და ა----- კ----------ს პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ელექტრონულ დისკზე, რომლიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- ფ------------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი; ი-----–- მ----–--ისგან ამოღებული ტანსაცმელი; ა----- კ----------სგან ამოღებული ტანსაცმელი, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--აში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი ქვა, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--აში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- მ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 04 მაისამდე მოქ. რედაქცია) (თ----–---–------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

2. ი-----–- მ----–--ე ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 04 მაისამდე მოქ. რედაქცია) (ფ------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3. ი-----–- მ----–--ე ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისამდე მოქ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- მ----–--ეს ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

5. მსჯავრდებულ ი-----–- მ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 15 ნოემბრიდან. მსჯავრდებულ ი-----–- მ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2----–-–----------ტიდან - 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით (ოთხი დღე).

 

6. ა----- კ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 04 მაისამდე მოქ. რედაქცია) (ო-------–-----ძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

7. ა----- კ---------- ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისამდე მოქ. რედაქცია), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

8. ა----- კ---------- ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისამდე მოქ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა----- კ---------ს ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

10. მსჯავრდებულ ა----- კ----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 15 ნოემბრიდან. მსჯავრდებულ ა----- კ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2----–-–----------ტიდან - 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით (ოთხი დღე).

 

11. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- ფ------------------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი; ი-----–- მ----–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი; ა----- კ----------საგან ამოღებული ტანსაცმელი, რომლებიც ინახება ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--აში, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი ქვა, რომლებიც ინახება ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მ--------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

 

12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე