გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2018
საქმის ნომერი
330210018002479869
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210018002479869

საქმე №2/16592-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე გ--–----–--------ა

 

მოპასუხეები ნ--------------ი, მ-------------–--ე

მოპასუხე მ-------------–--ის წარმომადგენელი გ---–----------ე

 

დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ--------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ჩ------–---–ის ქუჩა N44, მე-2 სართულზე, შენობა N15-ში 15/181 ნაწილი, ს/კ 0---------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს;

 

1.2. მ-------------–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ჩ------–---–ის ქუჩა N44, მე-2 სართულზე შენობა N16-ში დამხმარე ფართი 16 კვ.მ, ს/კ 0---------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

 

მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში არსებული, უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ჩ------–---–ის ქუჩა N44, ს/კ 0----------------------, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოპასუხეებმა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს თ----------------- და ნ----------–----ეს. მიუხედავად გ--–----–--------ას არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხეები უარს აცხადებენ მისი საკუთრების დათმობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გ--–----–--------ას მოთხოვნა, თუმცა აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ ახერხებს გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგანაც გ--–----–--------ას არ გააჩნია ერთ-ერთი დამქირავებლის, კერძოდ ნ----------–----ის პირადობის მოწმობა. მოსარჩელის განმარტებით, დღეის მდგომარეობით უძრავ ქონებაზე არაპირდაპირ უკანონო მფლობელობას ახორციელებენ მოპასუხეები. მოსარჩელის მითითებით ქ. თბილისში, ჩ------–---–ის N44-ში არსებული სახლი მისი და მოპასუხეების თანასაკუთრებაშია. 1992 წლის 10 ნოემბერს N------- პრივატიზაციაა ხელშეკრულებით, აწ გარდაცვლილ დ----------------–--ას საკუთრებაში გადაეცა ამავე მისამართზე მდებარე იზოლირებული ოროთახიანი ბინა (33/181 წილი და 28 კვ.მ დამხმარე ფართი, საერთო სარგებლობის დერეფნით). 2000 წლის 18 დეკემბერს დ----------------–--ამ საკუთარი 33/181 წილიდან 18/181 წილი, დამხმარე ფართიდან 28 კვ.მ-დან კი 12 კვ.მ დამხმარე ფართი უანდერძა ი-----------–--ას, ხოლო 2001 წლის 10 ოქტომბერს 33/181 წილიდან 15/181 ნაწილი, ხოლო 28 დამხმარე ფართიდან 16 კვ.მ ფართი, საერთო სარგებლობის დერეფნით, მიჰყიდა გ--–----–--------ას. აღნიშნულის შემდეგ, ი-----------–--ამ საკუთრებად დაირეგისტრირა ნაანდერძევი ქონება, რომელიც რეალურად უკვე გ--–----–--------ასთვის იყო საკუთრებაში გადაცემული და 2006 წლის 26 ოქტომბერს უკანონოდ მიჰყიდა თ----------------–---–ს, ისე, რომ არ დაინტერესებულა, კონკრეტულად რომელი ფართი წარმოადგენდა მის საკუთრებას. ამასთანავე, მოსარჩელის განმარტებით, ფართის სადავოობის თაობაზე ცნობილი იყო თ----------------–---–ისათვის და მ-----–-----------ისათვის. თ----------------–---–ს რეალურად დაკავებული აქვს გ--–----–--------ას დამხმარე ფართი 16 კვ.მ მანვე დააზუსტა ფართობი და საჯარო რეესტრში აღრიცხა როგორც 18 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. რაც შეეხება, მ-----–-----------ის დედას, მოპასუხე ნ--------------ს, მანაც იცის, რა რომ მის მიერ დაკავებული ფართი წარმოადგენს გ--–----–--------ას საკუთრებას, კერძოდ საცხოვრებელი ფართის - 15.17 კვ.მ მაგრამ უსაფუძვლოდ აქვს დაკავებული და გაქირავებული. იგივეს აკეთებს მეორე მოპასუხე, მ-------------–--ე, რომელიც არის თ----------------–---–ის ნათესავი. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან გამოსახლებასთან დაკავშირებით, თ-----------------ა და ნ----------–----ის მიმართ, რომლებსაც დაქირავებული ჰქონდათ სადავო უძრავი ნივთი. სასამართლომ 2----–-–------------–-- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აღნიშნული სარჩელი დააკმაყოფილა და შესულია კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება, რადგან მოპასუხეები არ ამხელენ ნ----------–----ის პირად ნომერს, რომლის გარეშეც აღსრულება შეუძლებლია, რის გამოც მოსარჩელის მტკიცებით იგი იძულებული შეიქმნა ხელმეორედ მოემართა სასამართლოსათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ-------------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი შვილიშვილი თ----------------–---–ი 2006 წლიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში ფლობს ქ. თბილისში, ჩ------–---–ის ქ. N44-ში 18 კვ.მ. საცხოვრებელ ბინას, ს/კ 0----------------------. მოპასუხემ დაადასტურა, რომ ამავე მისამართზე გ--–----–--------ასაც საკუთრებაში აქვს სხვა ფართი, რომელიც მოსარჩელის მფლობელობაშია დღეის მდგომარეობითაც და აღნიშნულ ფართთან არავითარი კავშირი მ-------------–--ეს არ გააჩნია. მოპასუხის განმარტებით, იგი ყურადღებას აქცევს მისი შვილიშვილის საკუთრებაში არსებულ ბინას, რომელიც გაქირავებული აქვს მესაკუთრეს და მას არავითარი კავშირი არ აქვს გ--–----–--------ას საკუთრებასთან.

 

2.2. მოპასუხე ნ--------------ს შესაგებელი არ წამოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე გ--–----–--------ას საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ჩ------–---–ის ქ. N44, ს/კ 0----------------------, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ ფართს - 15/181 წილს, დამხმარე ფართს - 16 კვ.მ-ს და საერთო სარგებლობის დერეფანს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–-- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, გ--–----–--------ას სარჩელი, მოპასუხეების - თ------------------ და ნ----------–----ის მიმართ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილებით - თ----------------- უკანონო მფლებელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ჩ------–---–ი, N44, მე-2 სართულზე შენობა N16-ში 15/181 ნაწილი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე გ--–----–--------ას, ასევე ნ----------–----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ჩ------–---–ი, N44, დამხმარე ფართი 16 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე გ--–----–--------ას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.04.2016წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმე N2/1888-16 (ს.ფ. 25-28);

 

3.1.3. ქ. თბილისში, ჩ------–---–ის ქ. N44-ში მდებარე შენობა-ნაგებობა 3 მესაკუთრის - გ--–----–--------ას, თ----------------–---–ისა და მ-----–-----------ის თანასაკუთრებაშია. თითოეულ მესაკუთრეს ინდივიდუალურ საკუთრებაში აქვს ქონების განსაზღვრული ნაწილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. თ----------------–---–ს საკუთრებაში აქვს უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ჩ------–---–ის ქუჩა N44, ს/კ 0----------------------, რომელიც მოიცავს - 18 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, 12 კვ.მ დამხმარე ფართს და საერთო სარგებლობის დერეფანს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 91-92);

 

3.1.5. მ-----–-----------ის საკუთრებაშია ამავე მისამართზე (ქ. თბილისი, ჩ------–---–ის ქუჩა N44), არსებული უძრავი ნივთი, ს/კ 0----------------------, რომელიც მოიცავს 13 კვ.მ საცხოვრებელ ფართს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.6. მოპასუხე ნ--------------ი მ-----–-----------ის დედაა, ხოლო მოპასუხე მ-------------–--ე თ----------------–---–ის ბებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე გ--–----–--------ას საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთი (ს/კ 0----------------------, 15/181 წილი და დამხმარე ფართი - 16 კვ.მ) დღეის მდგომარეობით არ არის მოპასუხეთა მფლობელობაში.

 

გ--–----–--------ა წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, ამასთან სარჩელში მითითებული გარემოებებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სადავოდ ხდის თ----------------–---–ის საკუთრებას და უთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც ვერ გაამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელეს უნდა განემარტოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი სადავოდ ხდის მოპასუხეთა მესაკუთრეობას მათ საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართებთან მიმართებით, იგი ცალკე განხილვის საგანი უნდა იყოს და მოცემულ შემთხვევაში ვერ გამოიწვევს გ--–----–--------ას საკუთრებაში რეგისტრირებული ქონებიდან იმ პირების გამოსახლებას, რომლებიც რეალურად არც ფლობენ კონკრეტულ სადავო 15 და 16 კვ.მ ფართებს, რასაც ადასტურებს კიდეც მოსარჩელე და ითხოვს მხოლოდ გასაღების დაბრუნებას. ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–-- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (----------------- დაკმაყოფილდა გ--–----–--------ას მოთხოვნა და ამავე უძრავი ნივთიდან გამოსახლდნენ თამარ კუკუტია და ნ----------–----ე. ამავე გადაწყვეტილებით, დადგინდა გ--–----–--------ასათვის ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემაც. კონკრეტული სარჩელით კი გ--–----–--------ა უთითებს, რომ იგი ვერ ახერხებს ნ----------–----ის მიმართ აღსრულების წარმოებას, რამეთუ მისთვის არ არის ცნობილი მოპასუხის პირადი ნომერი, რის გამოც შეუძლებელია მის წინააღმდეგ აღსრულების წარმართვა. ამასთანავე, მოსარჩელის მტკიცებით, ნ----------–----ე და თამარ კუკუტია მის კუთვნილ ფართში შეუშვეს სწორედ კონკრეტულ სარჩელზე მოპასუხეებმა მ-------------–--ემ და ირინა კაზარიანმა, რის გამოც მოცემული სარჩელით მხარე ითხოვს მათი არაპირდაპირი მფლობელობიდან ქონების გათავისუფლებას.

 

სასამართლო განუმარტავს მოსარჩელეს, რომ ვინდიკაციურ მოთხოვნასთან მიმართებით, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს, ადასტუროს, სადავო ნივთზე მისი მესაკუთრეობის ფაქტი და კუთვნილი ნივთის მოპასუხეთა მხრიდან მფლობელობა, რის შემდგომაც გადადის მოპასუხეზე მტკიცების ტვირთი ადასტუროს მისი მფლობელობის მართლზომიერება, რაც გამორიცხავს ვინდიკაციური მოთხოვნის პერსპექტიულობას. არსებულ ვითარებაში, გ--–----–--------ამ არათუ ვერ უზრუნველყო მოპასუხეთა მხრიდან მფლობელობის განხორციელების დადასტურება, არამედ თავადვე აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით მის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონება არ არის მოპასუხეების მფლობელობაში და განმარტა, რომ კონკრეტული სარჩელის აღძვრა განაპირობა ნ----------–----ის მიმართ აღსრულების წარმოების შეუძლებლობამ, რაც გამორიცხავს ამგვარი მოთხოვნის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებას, რამეთუ კონკრეტული პირის მიმართ აღსრულების წარმოების შეფერხება არ შეიძლება გახდეს იმავე ქონებიდან სხვა პირის გამოსახლებისათვის დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის საფუძველი, რადგანაც მხარეს უკვე არსებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვს მინიჭებული მიიღოს სადავო ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. კონკრეტულ მოთხოვნას ვერ გაამართლებს ვერც ის გარემოება, რომ ნ----------–----ესა და თ----------------- მფლობელობაში ქონება გადასცა მ-------------–--ემ და ნ--------------მა, რადგანაც მოსარჩელემ თავად დაადასტურა, რომ დღეის მდგომარეობით მის ქონებაში სხვა დამქირავებლები არ არსებობენ და მოპასუხეებს ადანაშაულებს მისი საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლაში, რაც ვერ გახდება ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა. ამასთანავე, მოსარჩელე სადავოდ ხდის თ----------------–---–ის საკუთრებას და უთითებს მის არამართლზომიერებაზე და განმარტავს, რომ რეალურად მითითებული ქონება მას გადაეცა საკუთრებაში დ----------------–--ას მიერ, რაც ვერ შეფასდება კონკრეტული დავის ფარგლებში, რამეთუ არ არის მიმართული დავის საგნის გადაწყვეტისაკენ. ამავდროულად, მოპასუხე მ-------------–--ის განმარტებით იგი მითითებულ მისამართზე საკუთრებას არ ფლობს და უბრალოდ მეთვალყურეობას ახორციელებდა მისი შვილიშვილის - თ----------------–---–ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, რამეთუ იგი გაქირავებული იყო, რაც არ შეიძლება გაიგივდეს მოპასუხის მხრიდან გ--–----–--------ას საკუთრებაში რეგისტრირებული ფართის ფლობასთან, რადგანაც რეესტრის მონაცემებით თ----------------–---–ს კონკრეტულ მისამართზე ინდივიდუალურ საკუთრებაში აქვს სხვა ქონება და შესაბამისად მას მისი რეგისტრირებული საკუთრების სურვილისამებრ სარგებლობისა და განკარგვის უფლება აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე გ--–----–--------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სამოტივაციო ნაწილის მე-5 პუნქტი).

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. გ--–----–--------ას სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ჩ------–---–ის ქ. N44, ს/კ 0----------------------, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ ფართს - 15/181 წილს, დამხმარე ფართს - 16 კვ.მ-ს და საერთო სარგებლობის დერეფანს, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია გ--–----–--------ას საკუთრებად. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ნივთის მესაკუთრეს. ამასთანავე, მოსარჩელისა და მოპასუხე მ-------------–--ის განმარტების შესაბამისად, უძრავი ნივთის დღეის მდგომარეობით არ არის მოპასუხეთა მფლობელობაში. შესაბამისად იმ ვითარებაში, როდესაც არ დასტურდება ქონებაზე მოპასუხეთა მფლობელობა, სასამართლო ვერ შეაფასებს არარსებული მფლობელობის მართლზომიერების საკითხს, რადგანაც ვინდიკაციური მოთხოვნის შეფასებისათვის პირველ რიგში ფასდება მესაკუთრეობის საკითხი, რისი გამორკვევის შემდგომაც სასამართლო აფასებს მფლობელობის ფაქტს და იმ შემთხვევაში თუ არ დასტურდება მფლობელობის განხორციელება, სასამართლო აღარ გადადის შემდგომი კომპონენტის შეფასებაზე, შესაბამისად მფლობელობის დაუდგენლობა გამორიცხავს კონკრეტული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და დადგენილია, რომ მხარე, რომელიც მისი სადავო უფლების სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს, ვალდებულია სარწმუნოდ დაადასტუროს და თავადვე წარადგინოს მისი მოთხოვნის მართებულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (იხ. სუსგ, საქმე Nას-1328-2018, 02.11.2018წ.)

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანი შეეხება - გ--–----–--------ას კუთვნილი ნივთის მოპასუხეთა - ნ--------------ისა და მ-------------–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, რისი დაკმაყოფილებისათვის უნდა დასტურდებოდეს - ა) სადავო უძრავი ნივთის გ--–----–--------ას საკუთრებაში არსებობა, ბ) აღნიშნული ნივთის მოპასუხეთა მფლობელობაში არსებობა და გ) ამ მფლობელობის არამართლზომიერება. გ--–----–--------ამ ვერ უზრუნველყო სარჩელითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების ფარგლებში მიეთითებინა იმგვარ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც იურიდიულად გაამართლებდა არსებულ სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად მოსარჩელემ მითითებული ფაქტების მსგავსად ვერც სათანადო მტკიცებულებების წარდგენა უზრუნველყო, რაც დაადასტურებდა მოპასუხეთა მხრიდან სადავო ქონებაზე მფლობელობის განხორციელებას. ამასთანავე, საყურადღებოა გარემოება, რომ ერთ-ერთი მოპასუხის - ნ--------------ის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაგებელი, ამასთანავე მის წინააღმდეგ მოსარჩელეს დაყენებული აქვს ინდივიდუალური მოთხოვნა და მოპასუხეები არსებულ საქმეზე ვერ განიხილებიან სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებად, რამეთუ ერთ შემთხვევაში, ნ--------------ს მოსარჩელე ედავება 15/181 წილთან მიმართებით, ხოლო მ-------------–--ეს 16 კვ.მ დამხმარე ფართთან მიმართებით. შესაბამისად მ-------------–--ის შედავება ვერ გავრცელდება ნ--------------თან მიმართებით, თუმცა, რამდენადაც მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას იგი ვერ დაკმაყოფილდება (სსსკ-ს 230.2 მუხლი). მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებს მისი სარჩელის მართებულობას, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.) უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს მისი მესაკუთრეობა, მოპასუხის მფლობელობა, რის შემდგომაც წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება ამტკიცოს მისი მფლობელობის მართლზომერება, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების რეალიზება, რამაც გამორიცხა მოპასუხის ვალდებულება ედასტურებინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები.

 

ასევე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ,,ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ’’). ამიტომ, სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს სხვა საფუძვლებზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ--–----–--------ას უარი უნდა ეთქვას ნ--------------ისა და მ-------------–--ის მიმართ არსებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამავე კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, გ--–----–--------ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მხარეები თავისუფლდებიან ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ--–----–--------ას სარჩელი ნ--------------ისა და მ-------------–--ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე