განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
სხდომის მდივან - ნინო ვარაზაშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლების - შ--------------ძის, თ----------–-----–---–-ს, ხ-------------–---–-ს, ი-----------–---–-ს,ბრალდებულ - ზ---------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ზ--------------–---------------ის (დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–--–------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–---–-------------------–----------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2016 წლის 22 მაისს, დაახლოებით 19:40 საათზე, თ---–--–-----–-------–--------------------------------, სასაფლაოებთან ახლოს არსებულ ავტობუსების გაჩერებაზე, ზ---------------ემ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ფსიქიკური ზემოქმედებით, იარაღის სახესთან დემონსტრირებით, აიძულა აღნიშნული ავტობუსის მძღოლი - ზ---------–-----ე დაეძრა ავტობუსი და გაუჩერებლად განეგრძო სვლა.
2014 წლის 11 ივნისს, ერთის მხრივ, ლ-–-------–-–---–ს და მეორეს მხრივ ააიპ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ გამგეობის თავმჯდომარეს - ზ---------------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას ლ-–-------–-–---–ის კანადაში ლეგალურად გამგზავრების პროცედურებში დახმარების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების ტექსტის მიღმა, ზ---------------ესა და ლ-–-------–-–---–ის მოლაპარაკების შესაბამისად, ზ---------------ეს კანადაში გამგზავრების გარდა უნდა უზრუნველყო ლ-–-------–-–---–ის ადგილზე დასაქმებაც, რასაც ვითომდა ვინმე ლ--------–--ას დახმარებით აპირებდა. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, ლ-–-------–-–---–მა 2014 წლის 11 ივნისს, ააიპ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ ანგარიშზე გადარიცხა 8 760 ლარი. ზ---------------ეს განზრახული ჰქონდა რა მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ ფულად თანხას, ისარგებლა ლ-–-------–-–---–ის ნდობით და 8 760 ლარი საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.
2014 წლის 19 ივნისს, ერთის მხრივ, გ--------------–--ს და მეორეს მხრივ ააიპ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ გამგეობის თავმჯდომარეს - ზ---------------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას გ--------------–--ის კანადაში ლეგალურად გამგზავრების პროცედურებში დახმარების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების ტექსტის მიღმა, ზ---------------ესა და გ--------------–--ის მოლაპარაკების შესაბამისად, ზ---------------ეს კანადაში გამგზავრების გარდა უნდა უზრუნველყო გ--------------–--ის ადგილზე დასაქმებაც, რასაც ვითომდა ვინმე ლ--------–--ას დახმარებით აპირებდა. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, გ--------------–--მა 2014 წლის ივნისში, 2 000 ლარი და საქართველოს მოქალაქის პასპორტი გადასცა ზ---------------ეს. განზრახული ჰქონდა რა მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულის თანხას, ზ---------------ემ ისარგებლა გ--------------–--ის ნდობით და 2 000 ლარი საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.
2015 წლის 27 იანვარს, ერთის მხრივ, ლ-----------ს და ნ-----–-------------ეს და მეორეს მხრივ ააიპ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ გამგეობის თავმჯდომარეს - ზ---------------ეს შორის დაიდო ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას ლ-----------ს და ნ-----–-------------ის კანადაში ლეგალურად გამგზავრების პროცედურებში დახმარების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების ტექსტის მიღმა, ზ---------------ესა და აღნიშნული პირების მოლაპარაკების შესაბამისად, ზ---------------ეს კანადაში გამგზავრების გარდა უნდა უზრუნველყო მათი ადგილზე დასაქმებაც, რასაც ვითომდა ვინმე ლ--------–--ას დახმარებით აპირებდა. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, ნ-----–-------------ემ 2015 წლის 27 იანვარს, 7 000 აშშ დოლარი და 1 975 ლარი გადარიცხა ააიპ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ ანგარიშზე. ზ---------------ეს განზრახული ჰქონდა რა მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულების თანხას, ისარგებლა მათი ნდობით და 7 000 აშშ დოლარი და 1 975 ლარი საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.
2015 წლის 20 თებერვალს, ერთის მხრივ, ნ-----–----------–---–ს და მ-----------–--ეს და მეორეს მხრივ ააიპ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ გამგეობის თავმჯდომარეს - ზ---------------ეს შორის დაიდო ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას ნ-----–----------–---–ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად გამგზავრების პროცედურებში დახმარების გაწევის შესახებ. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, ნ-----–----------–---–მა 2015 წლის 20 თებერვალს, ზ---------------ეს შესაბამისი ხელწერილით გადასცა 2 500 ევრო. ზ---------------ეს განზრახული ჰქონდა რა მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულის თანხას, ისარგებლა ნ-----–----------–---–ის ნდობით და 2 500 ევრო საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.
2015 წლის 03 ივლისს, ერთის მხრივ, გ-----------------–---–ს და მეორეს მხრივ ააიპ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ გამგეობის თავმჯდომარეს - ზ---------------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას გ-----------------–---–ის კანადაში ლეგალურად გამგზავრების პროცედურებში დახმარების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების ტექსტის მიღმა, ზ---------------ესა და გ-----------------–---–ის მოლაპარაკების შესაბამისად, ზ---------------ეს კანადაში გამგზავრების გარდა უნდა უზრუნველყო გ-----------------–---–ის ადგილზე დასაქმებაც, რასაც ვითომდა ვინმე ლ--------–--ას დახმარებით აპირებდა. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, გ-----------------–---–მა 2015 წლის 03 ივლისს, ააიპ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ ანგარიშზე გადარიცხა 5 000 აშშ დოლარი. ზ---------------ეს. განზრახული ჰქონდა რა მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულის თანხას, ისარგებლა გ-----------------–---–ის ნდობით და 5 000 აშშ დოლარი საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა.
2016 წლის 27 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ზ---------------ის ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2016 წლის 27 ივლისს, მოწმის სახით გამოიკითხა ზ---------------ე. ინფორმაციის მიცემამდე იგი გაფრთხილდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ზ---------------ემ გამოკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ „ა-------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან „თ-–--თან“ რესტორნის სამმა თანამშრომელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ზ---------------ემ იგივე დაადასტურა 2016 წლის 28 სექტემბერს დაზარალებულის სტატუსით ინფორმაციის მიცემისას. გამოძიებისას არ დადასტურდა დანაშაულის ჩადენაში სამი პირის მონაწილეობა, რის გამოც ორი მათგანის მიმართ შეწყდა დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო ერთის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ზ---------------ის მიერ ზ---------–-----ის იძულების და დაზარალებულთა კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი, ხოლო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურება ვერ ჰპოვა ზ---------------ის მიერ განზრახ ცრუ ინფორმაციის მიცემის ფაქტმა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (04 ეპიზოდი):
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება:
ა). ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებულ ლ-----------ს ჩვენებით, თანამშრომელ გ-----------------–---–ის დახმარებით გაიცნო ზ---------------ე, რომელსაც შეეძლო კანადაში სამუშაოდ გამგზავრებაში დახმარება. მამიდაშვილ ნ-----–-------------ესთან, გ-----------------–---–თან და მის მეგობართან ერთად, ხ------–---–-------------ში მდებარე ოფისში შეხვდა ზ---------------ეს, სადაც ასევე გაიცნეს გ--------------–--ი და ლ-–-------–-–---–ი. ზ---------------ე დაჰპირდა მათ, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში, ლეგალური გზით შეძლებდა მათ კანადაში სამუშაოდ გამგზავრებას და დასაქმებას, რაშიც დახმარებას გაუწევდა მისი მეგობარი, კანადის მოქალაქე ლ--------–--ა. ზ---------------ე თითოეული მათგანისგან ითხოვდა 4 000 აშშ დოლარის გადახდას, ხოლო ადგილზე ჩასვლის და დასაქმების შემდგომ, ერთი წლის განმავლობაში 8 000 აშშ დოლარის გადახდას. 4 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა მომხდარიყო ზ---------------ისთვის, ხოლო 8 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ლ--------–--ასთვის. ზ---------------ის მოთხოვნით, გაწევრიანდა „ს----------–-----------------------–-------------------------–---ში“, რის შემდეგაც გააფორმა მასთან ხელშეკრულება კანადაში გამგზავრებასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, ზ---------------ე პასუხისმგებლობას იღებდა მხოლოდ კანადაში გამგზავრებაზე. დასაქმებაზე იგი პასუხისმგებლობას არ იღებდა. ზ---------------ე ითხოვდა, რომ ლ--------–--ასთვის არ გამხდარიყო ცნობილი გადახდილი ფულის თაობაზე. საბოლოოდ, ზ---------------ემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა და მიუხედავად არაერთი დაპირებისა, არც კანადაში გაუგზავნია სამუშაოდ და არც თანხა დაუბრუნებია უკან. მისივე ჩვენებით, ზ---------------ისთვის თანხის გადახდა მოხდა აეროპორტში მდებარე ბანკის ფილიალში, სადაც მისული იყო მამიდაშვილ ნ-----–-------------ესთან, მამიდა ე-–------------სთან და ზ---------------ესთან ერთად, რომელსაც თან ახლდა მძღოლი. ნ-----–-------------ემ 7 000 დოლარი ჩარიცხა ზ---------------ის მიერ მითითებულ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ ანგარიშზე. აღნიშნული თანხიდან 4 000 აშშ დოლარი იყო პირადად მისი, ხოლო 1 000 აშშ დოლარის კონვერტაცია მოხდა ლარში, რომლის ჩარიცხვაც განხორციელდა იმავე ანგარიშზე. გ--------------–--ი და ლ-–-------–-–---–ი იყვნენ ანალოგიურ სიტუაციაში, გადახდილი ჰქონდათ თანხა, თუმცა არც მათი გამგზავრება მომხდარა კანადაში. ხელშეკრულების თანახმად, თუ ვერ მოხდებოდა კანადაში გამგზავრება, ზ---------------ეს ერთი კვირის ვადაში უნდა დაებრუნებინა თანხა, თუმცა მას თანხა დღემდე არ აქვს დაბრუნებული. ზ.კ--------ის ქმედებით მიადგა 4 000 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
დაზარალებულ ნ-----–-------------ის ჩვენებით, ლ-----------ს მეშვეობით გაიცნო ზ---------------ე, რომელსაც შეეძლო დახმარებოდა კანადაში ლეგალურად გამგზავრებაში და დასაქმებაში. ლ-----------სთან ერთად შეხვდა ზ---------------ეს, რომელმაც უთხრა, რომ ჰყავდა კანადის მოქალაქე პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფდა კანადაში მათ დასაქმებას, ხოლო კანადაში გამგზავრებაზე პასუხისმგებლობას იღებდა თავად ზ---------------ე. კანადაში გამგზავრების სანაცვლოდ, ზ---------------ემ მოითხოვა 4 000 აშშ დოლარის გადახდა. მანვე გააცნო ლ--------–--ა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებდა კანადაში ჩასვლის შემდგომ მათ დასაქმებაზე, ხოლო კანადაში გამგზავრებაზე პასუხისმგებლობას აკისრებდა ზ---------------ეს. ლ--------–--ასთვის უცნობი იყო ზ---------------ის მიერ მოთხოვნილი თანხის შესახებ, რადგან ზ---------------ის თქმით, ლ--------–--ას არ უნდა სცოდნოდა გადახდილი თანხის შესახებ. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ზ---------------ემ არ შეასრულა პირობა. მისი და ლ-----------ს კანადაში გამგზავრება არ მომხდარა და არც თანხა დაუბრუნებია უკან. მოწმის განმარტებით, ზ---------------ეს, მის მიერ მოთხოვნილი თანხა 8 000 აშშ დოლარის ოდენობით, ჩაურიცხა აეროპორტში მდებარე ბანკის ფილიალში, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ ზ---------------ე, ე-–------------ და ლ-----------. აღნიშნული თანხიდან ნაწილი 4 000 აშშ დოლარის ოდენობით გადახდილ იქნა ლ-----------ს სახელით, ხოლო დარჩენილი 4 000 აშშ დოლარის გადახდა მოხდა მისი სახელით.
დაზარალებულ გ--------------–--ის ჩვენებით, მეგობრის დახმარებით გაიცნო ზ---------------ე, რომელიც დაჰპირდა მას კანადაში ლეგალურად გამგზავრებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 5 000 აშშ დოლარის გადახდა. ისე, რომ არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია, ზ---------------ეს „პ------------------ის“ ანგარიშზე დაურიცხა 2 000 ლარი. ზ---------------ე ჰპირდებოდა, რომ ვიზის დამზადება უნდა მომხდარიყო თურქეთში მდებარე კანადის საელჩოს მეშვეობით, თუმცა არც საზღვარგარეთ გამგზავრებაში დახმარებია და არც თანხა დაუბრუნებია უკან, რითაც მიადგა ზარალი 2 000 ლარის ოდენობით.
დაზარალებულ ნ-----–----------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის ნოემბერში, ახლობელ ი-–-----–--–-–---–ისგან ცნობილი გახდა, რომ იყო პიროვნება ზ---------------ე, რომელსაც ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია და შეძლებდა დახმარებოდა საზღვარგარეთ გამგზავრებაში. ხ------–---–-------------ში მდებარე ოფისში, ი-–-----–--–-–---–თან, დასთან და დისშვილთან ერთად შეხვდა ზ---------------ეს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ამერიკის საელჩოში ჰყავდა ისეთი პიროვნება, რომელთანაც იყო დაახლოებული და მისთვის ადვილად გადასაჭრელი საკითხი იყო ამერიკაში გაგზავნის საკითხი. დახმარების სანაცვლოდ, ზ---------------ემ მოსთხოვა 12 000 აშშ დოლარი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მიუყვანდა ექვს მსურველ პირს, ვიზის გაკეთებას დაჰპირდა 5 000 აშშ დოლარად. აღნიშნული პირობის შესახებ აცნობა მის ახლობლებს, რომლებსაც ზ---------------ე ჰპირდებოდა სამი თვის ვადაში ამერიკაში გამგზავრებას. არწმუნებდა, რომ საბუთები თითქმის გამზადებული იყო, დარჩენილი იყო მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტის მომზადება და მოსთხოვა წინსწრებით თანხის გადახდა. ზ---------------ეს 2 500 ევრო გადასცა იმ პირობით, რომ თუ საქმე არ გამოვიდოდა ორი კვირის ვადაში თანხა უკან დაუბრუნდებოდა. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ზ---------------ეს მისთვის არც ვიზა დაუმზადებია და არც თანხა დაუბრუნებია უკან.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ გ-----------------–---–ის ჩვენებით, 2015 წლის ივნისში, მეგობარ ი-–------–-----ისგან ცნობილი გახდა, რომ ვინმე ზ----------------ე აკეთებდა კანადის ვიზებს და შეეძლო დახმარება გაეწია კანადის ვიზების კანონიერი გზით მიღებაში. ი-–------–-----ესთან ერთად შეხვდა ზ---------------ეს, რომელმაც უთხრა, რომ იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ს------------------–------------------------–---ის” თავმჯდომარე და აპირებდა ამ ორგანიზაციის ფილიალის გახსნას კანადაში. რაშიც მას უნდა დახმარებოდა კანადელი მოქალაქე ლ--------–--ა. ზ----------------ემ პირველ ეტაპზე კანადაში გამგზავრების სანაცვლოდ მოსთხოვა 5 000 აშშ დოლარი, რაც აუცილებელი იყო საბუთების შესაგროვებლად და მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში დაჰპირდა კანადაში გამგზავრებას. ბრალდებული დამატებით 5 000 აშშ დოლარის გადახდას ითხოვდა მისი კანადაში ჩასვლის შემდგომ, ერთი თვის ვადაში. იმ შემთხვევაში თუ ვიზის გაკეთებას ვერ შეძლებდა, თანხა უკან უნდა დაებრუნებინა. 2015 წლის ივლისში, მის სახელზე სანოტარო წესით გასცა მინდობილობა, რითაც ზ.კ--------ეს მისცა უფლებამოსილება კანადის საკონსულოში მისი სახელით შეევსო სავიზო განაცხადი და მოეგვარებინა ყველა საჭირო საკითხი. ენდო ზ.კ--------ეს და 2015 წლის 03 ივლისს ხსენებული ორგანიზაციის ანგარიშზე ჩაურიცხა მის მიერ მოთხოვნილი 5 000 აშშ დოლარი. თანხის გადახდის შემდგომ, ზ---------------ემ უთხრა, რომ მისი საბუთები და პასპორტი უკვე გადაგზავნილი ჰქონდა თურქეთში მდებარე კანადის საკონსულოში და ძალიან მალე ჰპირდებოდა კანადაში გამგზავრებას. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ბრალდებულს არც ვიზა დაუმზადებია და არც თანხა დაუბრუნებია უკან. მოწმის ჩვენებით, კანადაში წასვლაზე პასუხისმგებლობას მთლიანად იღებდა ზ.კ--------ე და სწორედ ის აძლევდა გარანტიას გამგზავრებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხდებოდა ვიზის დამზადება, ჰპირდებოდა თანხის უკან დაბრუნებას.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ ლ-–-------–-–---–ის ჩვენებით, 2014 წლის აგვისტოში, მეგობარ გ--------------–--ისგან ცნობილი გახდა, რომ ვინმე ზ----------------ე აკეთებდა კანადის ვიზებს, კერძოდ, ეხმარებოდა ხალხს კანადაში გამგზავრებაში. დაინტერესდა აღნიშნულით და შეხვდა ზ---------------ეს მისსავე ოფისში. ბრალდებულის თქმით, მას ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ს------------------–------------------------–---ი” და აპირებდა ამ ორგანიზაციის ფილიალის გახსნას კანადაში, რაშიც მას უნდა დახმარებოდა კანადელი მოქალაქე ლ--------–--ა, რომელსაც ზ.კ--------ე ეკონტაქტებოდა ე.წ. „სკაიპით“. ბრალდებულმა კანადაში გამგზავრების სანაცვლოდ მოსთხოვა 5 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც იგი დაიწყებდა საბუთების მოგროვებას. მისივე თხოვნით, მის სახელზე გასცა მინდობილობა სანოტარო წესით, რის საფუძველზეც მისი სახელით უნდა შეევსო განაცხადი-აპლიკაცია თურქეთში, კერძოდ, ანკარაში მდებარე კანადის საკონსულოში, ასევე შეჰპირდა, რომ არ მოუწევდა კონსულთან გასაუბრება. ზ.კ--------ის თქმით, კანადიდან მოწვევა უნდა გაეკეთებინა ლ--------–--ას, რომლისთვისაც ადგილზე ჩასვლის შემდგომ, დამატებით გადასახდელი იქნებოდა გარკვეული ოდენობის თანხა. ლ--------–--ასთან არანაირ თანხაზე საუბარი არ ჰქონია. კანადაში წასვლაზე პასუხისმგებლობას იღებდა ზ---------- და სწორედ ის აძლევდა გარანტიას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიიღებდა კანადაში წასასვლელ ვიზას, თანხა დაუბრუნდებოდა სრულად. ზ---------------ესთან გააფორმა ხელშეკრულება, რის შემდეგაც მას იმავე დღესვე გადაურიცხა 5 000 აშშ დოლარი. ლ--------–--ა არ იყო საქმის კურსში და არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ მას და კიდევ მის მსგავსად სხვა პირებს კანადაში წასასვლელად ფულადი თანხები გადახდილი ჰქონდათ ზ---------------ისთვის. ამის შესახებ მან გაიგო მოგვიანებით, საქართველოში ყოფნის პერიოდში, რაზეც ძალიან გაბრაზდა და დატოვა საქართველო. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ზ---------------ე არც ვიზის მიღებაში დახმარებია მას და არც თანხა დაუბრუნებია უკან.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე ლ--------–--ას ჩვენებით, 2014 წელს, ზუსტ დროს ვერ იხსენებს, ე.წ. „სკაიპის“ მეშვეობით დაუკავშირდა ზ---------------ე. რომელმაც განუმარტა, რომ იგი წარმოადგენდა ორგანიზაციას, რომლის სახელწოდებაც არ მახსოვს და ეს ორგანიზაცია დაფუძნებული იყო საქართველოში, იმ მიზნით, რომ მატერიალური დახმარება გაეწია ქართველი ღარიბი მოსახლეობისთვის. ზ.კ--------ეს აინტერესებდა შეძლებდა თუ არა აღნიშნული ორგანიზაციის ფილიალის დაფუძნებას კანადაში, რის შემდეგაც ეს ორი ორგანიზაცია ითანამშრომლებდა ერთად და საქართველოს მოსახლეობას დაეხმარებოდა მატერიალურად. ზ---------------ემ ინტერნეტით საუბრისას უთხრა, რომ თუ მას დაეხმარებოდა ხსენებული საქველმოქმედო ორგანიზაციის ფილიალის გახსნაში და ითანამშრომლებდა მასთან, იგი შემდეგ საჩუქრად, მადლობის ნიშნად გადასცემდა საქართველოში არსებულ მიწის ნაკვეთს, თუმცა სად ან რა ფართის, მისთვის უცნობია, რადგან აღნიშნულით არ დაინტერესებულა და მას ხსენებულ საჩუქარზე განუცხადა კატეგორიული უარი. 2014 წლის ნოემბრის შუა რიცხვები, ზ---------------ემ უთხრა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩასულიყო საქართველოში ორგანიზაციისთვის საჭირო საბუთების დამზადების მიზნით, რაზეც აუცილებელი იყო მისი ხელმოწერა. ნოემბრის ბოლოს ჩამოვიდა თბილისში, შეხვდა ზ---------------ეს მის ოფისში, სადაც მის გარდა იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, რომლებიც გააცნო ორგანიზაციის წევრებად. ზ---------------ე ესაუბრებოდა ორგანიზაციის დაფუძნებაზე და მის ფუნქციებზე. სხვა თემაზე მასთან საუბარი არ ჰქონია. ჰპირდებოდა, რომ კანადაში ფილიალის დაარსებისთვის აუცილებელი საბუთების გამზადებას დასჭირდებოდა, დაახლოებით ორი კვირა, რის შემდეგაც იგი შეძლებდა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას. მოწმის განმარტებით, არავითარ გაცვლით პროგრამაზე მასთან საუბარი არ ჰქონია, ასევე არ უსაუბრიათ მისი წევრების ან სხვა მოქალაქეების კანადაში გამგზავრებაზე და შემდგომ მათ დასაქმებაზე, რისი კომპეტენციაც არ ჰქონდა. შესაბამისად, არც ზ---------------ეს და არც სხვა პირს არ დაჰპირებია კანადაში გამგზავრებაში დახმარებას და იქ დასაქმებას. მისთვის უცნობია თუ რას ჰპირდებოდა ზ---------------ე დაზარალებულ პირებს. მოწმის ჩვენებით, მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში, ზ---------------ე არ აქცევდა არანაირ ყურადღებას, რის შემდეგაც გაწყვიტა მასთან ყოველგვარი კავშირი. მას ზ---------------ისგან არანაირი ფულადი თანხა არ აუღია და არავის დაჰპირებია კანადაში გასამგზავრებელი ვიზის აღებას, ასევე არავითარი შეხება ჰქონდა ქალაქ ანკარაში არსებულ კანადის რესპუბლიკის საელჩოსთან. ზ---------------ეს მისთვის არანაირი საბუთები არ გადაუცია და არც ერთ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი არ აქვს. მას არასდროს დაჰპირებია ანკარაში მდებარე კანადის საელჩოში ჩასვლას. საბოლოოდ, მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ---------------ე ატყუებდა მას, გაწყვიტა მასთან ყოველგვარი კავშირი.
მოწმე გ-----------------–---–ის ჩვენებით, ნ-----------–----–--ის დახმარებით გაიცნო ზ---------------ე, რომელიც ჰპირდებოდა კანადაში გამგზავრებაში დახმარებას. ზ---------------ემ უთხრა, რომ იმ შემთხვევაში თუ მიუყვანდა კანადაში გამგზავრების მსურველ სამ პიროვნებას, მათ მიერ გადახდილი თანხით უზრუნველყოფდა მის უფასოდ გამგზავრებას. თითოეული ადამიანისგან ზ---------------ე ითხოვდა 4 000 აშშ დოლარს. დაუკავშირდა მეგობარ მ-----–-----–-----ს და ლ-----------ს, რომელმაც თავის მხრივ უზრუნველყო ერთი პიროვნების მიყვანა ზ---------------ესთან. აღნიშნულ პირებს აუხსნა ზ---------------ის პირობები, რაზეც განაცხადეს თანხმობა. ზ---------------ეს გადაუხადეს მის მიერ მოთხოვნილი თანხა, თუმცა მათი გამგზავრება კანადაში არ მომხდარა და არც თანხა დაუბრუნებია უკან. მოწმის განმარტებით, მას ზ.კ--------ისთვის ფული არ მიუცია, რადგან აღარ ჰქონდა წასვლის სურვილი.
მოწმე ე-–------------ს ჩვენებით, 2015 წლის 27 იანვარს, მისმა შვილმა ნ-----–-------------ემ და ძმისშვილმა ლ-----------მ ხელშეკრულება გააფორმეს ზ---------------ესთან, რის საფუძველზეც ზ.კ--------ე იღებდა ვალდებულებას მათ კანადაში სამუშაოდ გამგზავრებაზე. ზ---------------ე თანხის გადახდას ითხოვდა იმავე დღეს, რის გამოც იძულებული გახდა ნ-----–-------------ესთან და ლ-----------სთან ერთად წასულიყო აეროპორტში მდებარე ბანკის ფილიალში, სადაც ზ---------------ის მიერ მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხა ნ.ხ-------ის და ლ.ნ-----ს საზღვარგარეთ გამგზავრებაში მოთხოვნილი თანხა 8 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 4 000 აშშ დოლარი გადახდილ იქნა ნ-----–-------------ის სახელით, ხოლო დანარჩენი 4 000 აშშ დოლარი - ლ-----------ს სახელით. თანხის გადახდა მოხდა „პროკრედიტ“ ბანკში. მიუხედავად თანხის გადახდისა და ზ---------------ის დაპირებისა, რომ ერთი თვის ვადაში გააგზავნიდა კანადაში, არ შეასრულა დანაპირები და თანხის დაბრუნებაზეც განუცხადა უარი.
მოწმე ნ-------------–---–ის ჩვენებით, 2007 წელს დაფუძნდა ააიპ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ი“, სადაც ზ---------------ის მიერ ფორმალურად იქნა გაფორმებული გამგეობის წევრად. აღნიშნული ორგანიზაციის ოფისში არასდროს ყოფილა და მისთვის უცნობია თუ რას საქმიანობდა ორგანიზაცია.
მოწმე ნ-----------–----–--ის ჩვენებით, ბრალდებულ ზ---------------ესთან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. იგი გაწევრიანებული იყო ზ---------------ის მიერ დაფუძნებულ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ში“ და მუშაობდა მასთან მძღოლის პოზიციაზე. მოწმის განმარტებით, ზ---------------ის თხოვნით, კომპიუტერის საშუალებით ესაუბრებოდა ლ--------–--ას და მის ნათქვამს უთარგმნიდა მას. ზ.კ--------ისგან ცნობილი გახდა, რომ ლ--------–--ა აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას იმ მიზნით, რომ კანადაში დაეფუძნებინათ წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, სადაც მოხდებოდა საქართველოდან გაგზავნილი პირების დასაქმება. აღნიშნულის შესახებ აცნობა მეგობარ გ.მ--------–---–ს, რომელიც შეხვდა კ--------ეს და რომელმაც დამატებით მიიყვანა კანადაში გამგზავრების მსურველი ორი პირი. ზ---------------ე შეხვდა მათ და უთხრა, რომ შესაძლებელი იყო თანხის გადახდის სანაცვლოდ, მათი კანადაში გამგზავრება. რა თანხაზე იყო საუბარი, ზუსტად ვერ იხსენებს. მოწმის განმარტებით, ზ---------------ის მოთხოვნით, რომ სასწრაფო იყო თანხის ჩარიცხვა, ე-–----- ნ-----, ზ---------------ე, ლ----------- და ნ-----–-------------ე თავად წაიყვანა აეროპორტში მდებარე ბანკის ფილიალში, სადაც აღნიშნული პირების მიერ ორგანიზაციის ანგარიშზე მოხდა თანხის ჩარიცხვა, თუ რა ოდენობის არ ახსოვს.
მოწმე გ-----------–-------ის ჩვენებით, გ-----------------–---–ის მეშვეობით გაიცნო ზ---------------ე, რომელიც გიორგის ჰპირდებოდა კანადაში სამუშაოდ გამგზავრებაში დახმარებას. სანაცვლოდ, გ-----------------–---–მა ზ---------------ეს გადაუხადა მის მიერ მოთხოვნილი თანხა 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საქმის გაკეთების შემდგომ, დამატებით უნდა მიეცა 5 000 დოლარი. აღნიშნული თანხის ჩარიცხვა ზ---------------ის მითითებით მოხდა „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ ანგარიშზე.
მოწმე გ-------------------ის ჩვენებით, ზ---------------ის თხოვნით გაწევრიანდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ს----------–-----------------------–-------------------------–---ში“, თუმცა აღნიშნულ ორგანიზაციაში არანაირ მოვალეობას არ ასრულებდა.
მოწმე ვ--–-------------–--ს ჩვენებით, ზ---------------ესთან ერთად ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია „ს----------–-----------------------–-------------------------–---ი“, თუმცა ორგანიზაციის საქმიანობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე ნ--------------–---–ის ჩვენებით, ნ-----–----------–---–ს, რომელიც არის მისი დეიდა, სურდა ამერიკაში გამგზავრება, რაშიც დახმარებას ჰპირდებოდა ზ---------------ე. სანაცვლოდ ითხოვდა 12 000 აშშ დოლარს. იმ შემთხვევაში თუ ზ---------------ეს მიუყვანდა ამერიკაში წასვლის მსურველ ხუთ პიროვნებას, იგი ჰპირდებოდა საქმის 5 000 აშშ დოლარად გაკეთებას. ბრალდებული იყო დამაჯერებელი, რის გამოც ნ-----–----------–---–ი ენდო მას და 2016 წლის დეკემბერში, ხელზე გადასცა 2 500 ევრო. იმ შემთხვევაში თუ გამგზავრება არ გამოვიდოდა, თანხა უნდა დაბრუნებოდა უკან, თუმცა არც თანხა დაუბრუნებია და არც ნ-----–----------–---–ი გაუგზავნია ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ.
მოწმე ე-------------ის ჩვენებით, ზ---------------ესთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც არანაირ მოვალეობას არ ასრულებდა და არანაირი ფუნქცია არ ჰქონია.
მოწმე თ---------–-–---–ის ჩვენებით, ნ-----–----------–---–ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ იყო პიროვნება, რომელსაც შეეძლო დახმარებოდა მას ამერიკაში გამგზავრებაში. ნ-----–----------–---–თან ერთად შეხვდა ზ---------------ეს, რომელმაც უთხრა, რომ შეძლებდა მის დახმარებას და გაცვლითი პროგრამით გააგზავნიდა ამერიკაში, სადაც დახვდებოდა მისი წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფდა მას საცხოვრებლით. დახმარების სანაცვლოდ, ზ---------------ე ითხოვდა 12 000 აშშ დოლარს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თანხა არ ჰქონდა, ზ---------------ისთვის ფული არ მიუცია. მოწმის განმარტებით, ნ-----–----------–---–ისგან ცნობილი გახდა, რომ მას ზ---------------ისთვის გადახდილი ჰქონდა 3 000 აშშ დოლარი, თუმცა მისი გაგზავნა საზღვარგარეთ არ მომხდარა და არც თანხა დაბრუნებია უკან.
მოწმე ბ----–-------ის ჩვენებით, 2014 წლის მარტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ზ---------------ესთან სტაჟიორად. მისი თხოვნით, რამდენჯერმე ე.წ. „სკაიპით“ ესაუბრა ლ--------–--ას და ინგლისურიდან ქართულ ენაზე უთარგმნა მისი საუბარი. ზ---------------ეს სურდა წარმომადგენლობის გახსნა კანადაში, თუმცა ლ--------–--ა ეუბნებოდა, რომ მარტო ვერ შეძლებდა და სჭირდებოდა ჭკვიანი ადამიანები. ზ------ს განმარტებით, იგი მსურველებს გააწევრიანებდა მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში, გაუწევდა მათ იურიდიულ მომსახურებას და მათ მიერ გადახდილი თანხებით იფუნქციონირებდა ორგანიზაცია.
მოწმე თ----------------ის ჩვენებით, 2016 წლის 22 მაისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება იძულების ფაქტზე. დადგენილი იქნა, რომ ავტობუსის მძღოლს იარაღის გამოყენებით, მანქანის დაძვრას აიძულებდა ზ---------------ე. დაკითხა მოწმეები, ამოღებულ ნივთმტკიცებებზე დანიშნა ექსპერტიზები. დაზარალებულმა მხარემ განაცხადა, რომ შეძლებდნენ ზ---------------ის ამოცნობას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მან უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე, ამოცნობა ჩატარდა ფოტოსურათით, რა დროსაც ზ---------–-----ემ და მ-------------------ემ ამოიცნეს ზ---------------ე. რაც შეეხება კანადაში გასამგზავრებლად ვიზების დამზადების ეპიზოდს, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ამერიკის საელჩოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ დაზარალებულთა გამგზავრებასთან დაკავშირებით, ზ---------------ის მიერ არანაირი განაცხადი ვიზის მიღებასთან დაკავშირებით, წარდგენილი არ ყოფილა.
მოწმე ი-–-----–--–-–---–ის ჩვენებით, ზ---------------ისგან ცნობილი გახდა, რომ დაარსებული ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია და შეეძლო დახმარებოდა მსურველებს ამერიკაში და კანადაში ლეგალურად გამგზავრებაში. აღნიშნულის შესახებ უთხრა ახლობელ ნ-----–----------–---–ს, რომელიც შეხვდა ზ---------------ეს, რომელიც 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაჰპირდა ამერიკაში ლეგალურად გამგზავრებას. ამის შემდგომ, მისი თანდასწრებით მათი შეხვედრა არ მომხდარა, თუმცა ზ---------------ე პირად საუბრებში უდასტურებდა ნ-----–----------–---–ისთვის 2 500 ევროს გამორთმევის ფაქტს. მოწმის განმარტებით, ზ---------------ეს ნ-----–----------–---–ისთვის ამერიკაში გასამგზავრებელი ვიზა არ გაუკეთებია და არც თანხა დაუბრუნებია უკან.
2015 წლის 27 იანვრის N1---- ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ ფიზიკურ პირ ნ-----–-------------ეს და მეორეს მხრივ არასამთავრობო ორგანიზაცია ააიპ „ს----------–-----------------------–------------------------–---ის“ გამგეობის თავმჯდომარეს - ზ---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დამკვეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მომსახურების გაწევა, კერძოდ, კანადის სახელმწიფოში ლეგალურად შესვლისა და საქმიანი ვიზიტისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება ვიზის მისაღებად. ამისათვის თურქეთის სახელმწიფოში არსებული კანადის საკონსულოში შეხვედრების გამართვა. სახელშეკრულებო მომსახურების ანაზღაურება განისაზღვრა 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც დამკვეთმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე გადაიხადა სრულად.
2015 წლის 27 იანვრის N1---- ხელშეკრულების შესაბამისად, ერთის მხრივ ფიზიკურ პირ ლ-----------ს და მეორეს მხრივ არასამთავრობო ორგანიზაცია ააიპ „ს----------–-----------------------–------------------------–---ის“ გამგეობის თავმჯდომარეს - ზ---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დამკვეთისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მომსახურების გაწევა, კერძოდ, კანადის სახელმწიფოში ლეგალურად შესვლისა და საქმიანი ვიზიტისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება ვიზის მისაღებად. ამისთვის თურქეთის სახელმწიფოში არსებული კანადის საკონსულოში შეხვედრების გამართვა. სახელშეკრულებო მომსახურების ანაზღაურება განისაზღვრა 12 000 აშშ დოლარის ოდენობით. დამკვეთმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე გადაიხადა 4 000 აშშ დოლარი. დარჩენილი გადაუხდელი თანხის ნაწილი 8 000 აშშ დოლარი კი, დამკვეთმა უნდა გადაიხადოს კანადის სახელმწიფოში მისი ჩასვლიდან და დასაქმებიდან ერთი წლის განმავლობაში.
2014 წლის 19 ივნისის N1---- ხელშეკრულების საფუძველზე, ერთის მხრივ ფიზიკურ პირ გ--------------–--ს და მეორეს მხრივ არასამთავრობო ორგანიზაცია ააიპ „ს----------–-----------------------–------------------------–---ის“ გამგეობის თავმჯდომარეს ზ---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს დამკვეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მომსახურების გაწევა, კერძოდ, კანადის სახელმწიფოში ლეგალურად შესვლისა და საქმიანი ვიზიტისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება ვიზის მისაღებად.
2015 წლის 03 ივლისის N1---- ხელშეკრულების მიხედვით, ერთის მხრივ ფიზიკურ პირ გ-----------------–---–ს და მეორეს მხრივ არასამთავრობო ორგანიზაცია ააიპ „ს----------–-----------------------–------------------------–---ის“ გამგეობის თავმჯდომარეს - ზ---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს დამკვეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მომსახურების გაწევა, კერძოდ, კანადის სახელმწიფოში ლეგალურად შესვლისა და საქმიანი ვიზიტისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება ვიზის მისაღებად. ამისთვის თურქეთის სახელმწიფოში არსებული კანადის საკონსულოში შეხვედრების გამართვა. სახელშეკრულებო მომსახურების ანაზღაურება განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. დამკვეთმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე გადაიხადა 5 000 აშშ დოლარი. დარჩენილი გადაუხდელი თანხის ნაწილი 5 000 აშშ დოლარი კი, დამკვეთმა უნდა გადაიხადოს კანადის სახელმწიფოში ჩასვლიდან და დასაქმებიდან ხუთი თვის განმავლობაში. კანადის სახელმწიფოში ლეგალურად შესვლისთვის საჭირო ვიზის მიუღებლობის შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთს ოცი დღის ვადაში დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა სრულად.
2014 წლის 11 ივნისის N14/01 ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ ფიზიკურ პირ ლ-–-------–-–---–ს და მეორეს მხრივ არასამთავრობო ორგანიზაცია ააიპ „ს----------–-----------------------–------------------------–---ის“ გამგეობის თავმჯდომარეს - ზ---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს დამკვეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მომსახურების გაწევა, კერძოდ, კანადის სახელმწიფოში ლეგალურად შესვლისა და საქმიანი ვიზიტისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება ვიზის მისაღებად. სახელშეკრულებო მომსახურების ოდენობა განისაზღვრა 5 000 აშშ დოლარით.
2015 წლის 20 თებერვლის N1---- ხელშეკრულების საფუძველზე, ერთის მხრივ ფიზიკურ პირ ნ-----–----------–---–ს და მეორეს მხრივ არასამთავრობო ორგანიზაცია ააიპ „ს----------–-----------------------–------------------------–---ის“ გამგეობის თავმჯდომარეს ზ---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს დამკვეთისთვის წარმომადგენლობით უფლებამოსილებით მომსახურების გაწევა, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფოში ლეგალურად შესვლისა და საქმიანი ვიზიტისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება ვიზის მისაღებად. სახელშეკრულებო მომსახურების ანაზღაურება განისაზღვრა 5 000 აშშ დოლარით, საიდანაც დამკვეთმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე გადაიხადა 2 500 ევროს ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილი უნდა გადაიხადოს საკითხის დადებითად მოგვარებიდან ხუთი დღის ვადაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად შესვლისთვის საჭირო ვიზის მიუღებლობის შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია უარიდან ხუთი დღის ვადაში, დააბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა სრულად.
„პ------------------ის“ 2015 წლის 27 იანვრის სალაროს შემოსვლის ორდერის შესაბამისად, ნ-----–-------------ემ ააიპ „ს----------–-----------------------–------------------------–---ის“ ანგარიშზე ჩარიცხა 7 000 აშშ დოლარი და 1 975 ლარი.
„პ------------------ის“ 2015 წლის 03 ივლისის სალაროს შემოსვლის ორდერის მიხედვით, გ-----------------–---–მა ააიპ „ს----------–-----------------------–------------------------–---ის“ ანგარიშზე ჩარიცხა 5 000 აშშ დოლარი.
„პ------------------ის“ 2015 წლის 11 ივნისის სალაროს შემოსვლის ორდერის თანახმად, ლ-–-------–-–---–მა ააიპ „ს----------–-----------------------–------------------------–---ის“ ანგარიშზე ჩარიცხა 8 760 ლარი.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, ააიპ „ს----------–-----------------------–------------------------–---ი“ დაფუძნებულ იქნა 2007 წლის 14 მაისს, რომლის გამგეობის თავმჯდომარეა ზ---------------ე.
იძულება, ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს:
დაზარალებულ ზ---------–-----ის ჩვენებით, 2016 წლის მაისში მუშაობდა თ---–----------------------- კომპანიაში მძღოლის პოზიციაზე. მუშაობდა N-- სამარშრუტო ხაზზე, რომელიც მოძრაობდა ს------–---–----იდან მეტრო ა-------–ის მიმართულებით. 2016 წლის 22 მაისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ს------–---–----ში მდებარე ბოლო გაჩერებაზე მიკროავტობუსში ავიდა ორი მამაკაცი, ერთი ქალბატონი და ორი ბავშვი. ავტობუსში იმ პერიოდში კონდუქტორად მუშაობდა მ------------------ე. მგზავრობისას, ავტობუსში ავიდა რამდენიმე მამაკაცი, რომლებმაც არ შეიძინეს მგზავრობის ბილეთი, რის გამოც მ------------------ემ გააჩერებინა მოძრაობა. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ზ---------------ემ მიადო მას იარაღი, ხელი მოჰკიდა კისერში და მოსთხოვა ავტობუსის დაძვრა. ავტობუსი დაძრა მას შემდეგ, რაც ზ---------------ე და მასთან მყოფი პირები ჩავიდნენ ავტობუსიდან.
მოწმე მ------------------ის ჩვენებით, 2016 წლის მაისში მუშაობდა სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა ავტობუსში ასული მგზავრებისთვის ბილეთების შემოწმება. მორიგეობდა სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს არ ექნებოდა სამგზავრო ბილეთი, ჰქონდა უფლება მძღოლისთვის მოეთხოვა მგზავრობის შეწყვეტა. 2016 წლის 22 მაისს მუშაობდა N-- სამარშრუტო ავტობუსზე, რომელიც მოძრაობდა მეტრო „ა-------–იდან“ ს------–---–----ის მიმართულებით. დაახლოებით 19:25 საათზე, ს------–---–----ში მდებარე ბოლო გაჩერებაზე, ავტობუსში ავიდა ორი მამაკაცი, რომლებიც სვამდნენ ლუდს. მათთან ერთად იყო ერთი ქალბატონი და ორი ბავშვი. ერთ-ერთ გაჩერებაზე ავტობუსში ავიდა შვიდი მამაკაცი, რომლებიც დასხდნენ უკანა სავარძელზე. მგზავრებს მოსთხოვა ბილეთის შეძენა, რაზეც განუცხადეს უარი. ამის შემდგომ, მძღოლ ზ---------–-----ეს მოსთხოვა მგზავრობის შეწყვეტა. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ზ---------------ემ ავტობუსის მძღოლს მიუშვირა იარაღი და მოსთხოვა მისი დაძვრა. ხელის მოქაჩვით შეძლო ზ---------------ის ავტობუსიდან ჩაყვანა, რის შემდეგაც ზ---------–-----ემ მოასწრო კარის დაკეტვა და ავტობუსის დაძვრა. გამოძიების პერიოდში მისი მონაწილეობით ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც მის მიერ ამოცნობილ იქნა სხდომის დარბაზში წარმოდგენილი ბრალდებული ზ---------------ე.
მოწმე ა-–----------------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის 22 მაისს, მიღებულ იქნა შეტყობინება, რომ ს------–---–----ში ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე მძღოლზე განხორციელდა იძულება ზ---------------ის მიერ, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. თანამშრომელ ქ-----–--სთან და კ---------–---–თან ერთად, ხ------–---–-------------ში მდებარე ზ.კ--------ის ოფისში ჩაატარა ჩხრეკა და მას შემდეგ, რაც ზ---------------ეს შესთავაზა ნებაყოფლობით წარედგინა დანაშაულის ჩადენის იარაღი, ბრალდებულმა წარუდგინა შავი პისტოლეტი, მჭიდით და ერთი ვაზნით, იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად. ჩხრეკის დასრულების შემდგომ, ზ---------------ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
მოწმე ლ---- კ---------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის 22 მაისს, მიღებული იქნა შეტყობინება, რომ ს------–---–----ში ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე მძღოლზე განხორციელდა იძულება ზ---------------ის მიერ, რომელიც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. თანამშრომლებთან: ქ-----–--სთან და ა-–----------------–---–თან ერთად ჩაატარა ხ------–---–-------------ში მდებარე ოფისის ჩხრეკა, რა დროსაც ზ---------------ემ მას შემდეგ, რაც შესთავაზა ნებაყოფლობით წარედგინა იარაღი, წარუდგინა შავი პისტოლეტი, მჭიდი და ერთი ვაზნა იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად. ჩხრეკის დასრულების შემდგომ ზ---------------ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
მოწმე ნ-----------------ს ჩვენებით, 2016 წლის მაისში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ზ---------------ე, რომელმაც განახორციელა ავტობუსის მძღოლზე იძულება, სტუმრად იმყოფებოდა არ-----–ის ოჯახში, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე ლ-–---------–---–ის ჩვენებით, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, 2016 წლის მაისში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ზ---------------ის საცხოვრებელი სახლის მისამართის, სამუშაო ადგილის და იარაღის ადგილსამყოფელის თაობაზე, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე ი-----–---------ის ჩვენებით, 2016 წლის მაისში მუშაობდა სატრანსპორტო კომპანიაში უფროსი კონდუქტორის პოზიციაზე, რომლის მოვალეობაში შედიოდა კონდუქტორების კონტროლი. 2016 წლის 22 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, დაუკავშირდა კონდუქტორი მ------------------ე, რომელმაც ანცობა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მგზავრი დაემუქრა მძღოლს იარაღით, აიძულებდა მიკროავტობუსის დაძვრას და მგზავრობის გაგრძელებას.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ პ------------–---–--ის ჩვენებით, 2016 წლის 22 მაისს მიღებულ იქნა შეტყობინება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე. მეწყვილე ლ--–--------–-ასთან ერთად, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც N-- სამარშრუტო ავტობუსების გაჩერებაზე არსებული მაგიდის ქვემოდან ამოღებულ იქნა ერთი პოლიეთილენის ჭიქა, მასში მოთავსებული სითხით. ადგილზე გაჩერებული იყო ყვითელი ფერის ავტობუსი. დათვალიერების ადგილზე გამოძახებულ იქნა კინოლოგიის სამსახური, რომელთა ექსპერტების მიერაც ავტობუსიდან ამოღებულ იქნა სუნის ნიმუშები. მოწმის განმარტებით, მეწყვილესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ს------–---–----ში, თ-------- გზატკეცილის, სასაფლაოების მიმდებარედ არსებული სამარშრუტო ავტობუსების გაჩერების მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებაში, საიდანაც ამოღებულ იქნა ორი ლიტრი ტევადობის პოლიეთილენის ბოთლი, მასში არსებული სითხით, რომელსაც აწერია „ზედაზენი“.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს თბილისში, ს------–---–----ში, 2-------------აზე N-- სამარშრუტო ავტობუსების ბოლო გაჩერების მიმდებარე ტერიტორია. ავტობუსის გაჩერებაზე ბეტონის ზედაპირზე დგას ხის კონსტრუქციის მაგიდა, რომლის ორივე მხარეს განთავსებულია ხის სკამები. მაგიდის ქვეშ დევს ერთი პოლიეთილენის ჭიქა, რომელშიც განთავსებულია მოყვითალო სითხე. ადგილზე გაჩერებულია ყვითელი ავტობუსი, სახელმწიფო N------. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ ავტობუსიდან ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში. დასათვალიერებელი ადგილიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის ჭიქა, მასში არსებული სითხით.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს თბილისში, ს------–---–----ში, თ-------- გზატკეცილის, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამარშრუტო ავტობუსების გაჩერება. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ადგილის დათვალიერების დროს ავტობუსების გაჩერებაზე, ბალახის ნიადაგიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის ბოთლი სითხით, წარწერით „ზედაზენი“.
ოფისის ჩხრეკის ოქმის საფუძველზე, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზ---------------ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი იარაღი „EKOL LADY” მოდელის, 9 მმ. კალიბრის, ნომრით----------, შავი ფერის, ერთი მჭიდით და შიგ მოთავსებული ერთი ვაზნით, ასევე ამოღებული იქნა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა NB-------- გაცემული ზ---------------ის სახელზე.
ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, ზ---------------ე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2016 წლის 23 მაისს, 20:00 საათზე.
ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი NE-------- ქარხნული წესით დამზადებული, „EKOL LADY” კონსტრუქციის, 9 მმ. ნომინალური კალიბრის აირის პისტოლეტი, არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. მასზე კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნება. ერთი მჭიდი არის ქარხნული წესით დამზადებული, „EKOL LADY” კონსტრუქციის, 9 მმ. ნომინალური კალიბრის აირის პისტოლეტისთვის განკუთვნილი. ერთი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ. ნომინალური კალიბრის ხმოვანი ვაზნა, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კალიბრის იარაღებისთვის და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
ქიმიური ექსპერტიზის N231/რან დასკვნის შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ გასროლა არ არის ნაწარმოები.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის საფუძველზე, მ------------------ემ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - ზ---------------ე და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის პირია, ვინც ზ---------–-----ეს 2016 წლის 22 მაისს, N-- ავტობუსში კეფაზე მიადო იარაღი.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, ზ---------–-----ემ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - ზ---------------ე და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის პირია, ვინც მას 2016 წლის 22 მაისს, N-- ავტობუსში კეფაზე მიადო იარაღი და აიძულებდა ავტობუსის დაძვრას.
ცრუ ინფორმაციის მიცემა, ე.ი. მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში გამოძიების დროს:
მოწმე ფ-------------–--–-–---–ის ჩვენებით, 2016 წლის 25 ივლისს მუშაობდა შ-–--–----------------ში მდებარე რესტორან „თ-–--ის“ დაცვის სამსახურში. საღამოს საათებში, რესტორანში შევიდა ზ---------------ე თანმხლებ ქალბატონთან, მამაკაცთან და ბავშვებთან ერთად. რესტორანში ყოფნის პერიოდში, ზ---------------ეს უთანხმოება მოუვიდა მუსიკოსებთან და მიმტანთან. ის და მასთან მყოფი მამაკაცი იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში, რომლებმაც რესტორნის ბარის წინ ერთმანეთში დაიწყეს ძიძგილაობა, რა დროსაც ორივე მათგანი დავარდა ძირს. ადმინისტრატორი ნ----–----ე მასთან ერთად მოუწოდებდა დაწყნარებისკენ, თუმცა ზ---------------ე ორივე მათგანს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დაწყნარებულიყო და არ შეეგინებინა ახალი გარდაცვლილი დედის მისამართით, ზ---------------ე მაინც აგრძელებდა შეურაცხყოფის მიყენებას, რის შემდეგაც „ვ-----–ის“ ბენზინგასამართ სადგურთან ჰკრა გაშლილი ხელი სახის არეში. ხმაურზე გარეთ გავიდა მისი ძმა ტ------–-----–--–-–---–ი და რესტორნის დირექტორი გ-----------------ე, რომლებსაც ზ---------------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მიუხედავად ამისა, ზ---------------ის ცრუ ჩვენების საფუძველზე, ტ------–-----–--–-–---–ს და გ--–-----------ეს წაუყენეს ბრალი ზ---------------ის ცემის ფაქტზე. საბოლოოდ, გამოძიებისთვის წარდგენილი ვიდეოჩანაწერებით არ დადასტურდა მათი ფიზიკური შემხებლობა ზ---------------ესთან, რის გამოც ტ------–-----–--–-–---–ის და გ--–-----------ის მიმართ დაწყებული დევნა შეწყდა, ხოლო თავად დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
მოწმე ტ------–-----–--–-–---–ის ჩვენებით, 2016 წლის 25 ივლისს მუშაობდა რესტორან „თ-–--ში“ დაცვის უფროსის პოზიციაზე. რესტორანში მყოფ ზ---------------ეს უთანხმოება მოუვიდა მომღერლებთან. სიტუაციის დაწყნარების შემდგომ, ზ------ და მასთან ერთად მყოფი გ----------------–ი ძიძგილაობდნენ ერთმანეთში, რა დროსაც ორივე მათგანი ჩამოცურდნენ კიბეებზე. სიტუაციის განმუხტვის შემდგომ კვლავ გაიგო ხმაური და დაინახა, რომ ზ---------------ე და გ----------------–ი ჭიდაობდნენ ერთმანეთში, რის შემდეგაც ზ---------------ემ აგრესია გადაიტანა ადმინისტრატორ ნ-----–--–-----ეზე. ზ.კ--------ე და გ----------------–ი ერთმანეთში ძიძგილაობით გავიდნენ გარეთ, რის შემდეგაც კარებში ჩადგა მისი ძმა ფ-------------–--–-–---–ი, ხოლო თავად დარჩა რესტორანში. ზ------ იგინებოდა რესტორნის პერსონალის მისამართით. ფ-------------–--–-–---–ი სთხოვდა არ შეეგინებინა გარდაცვლილი დედის მისამართით, თუმცა ის მაინც აგრძელებდა შეურაცხყოფის მიყენებას, რის შემდეგაც ფ-------------–--–-–---–მა გაშლილი ხელი შემოარტყა ზ---------------ეს. მიუხედავად იმისა, რომ მას და გ--–-----------ეს ფიზიკური შეურაცხყოფა ზ---------------ისთვის არ მიუყენებიათ, ბრალდებულის ჩვენებით, მას და გ--–-----------ეს წაუყენეს ბრალი მისი ცემის ფაქტზე, თუმცა საბოლოოდ, ვიდეოჩანაწერებით დადასტურდა მათი უდანაშაულობა და შეწყდა მისი და გ--–-----------ის მიმართ დაწყებული დევნა.
მოწმე გ--–-----------ის ჩვენებით, მუშაობს რესტორან „თ-–--ში“ დირექტორის თანამდებობაზე. 2016 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა რესტორანში, რა დროსაც დარბაზიდან შემოესმა ხმაური. ოთახიდან გამოსვლისას დაინახა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზ---------------ე და მასთან ერთად მყოფი გ----------------–ი ძიძგილაობდნენ ერთმანეთში, რის შედეგადაც ორივე მათგანი წაიქცა. გ----------------–ი ცდილობდა ზ---------------ის დარბაზიდან გარეთ გაყვანას, თუმცა იგი უწევდა წინააღმდეგობას და ადმინისტრატორ ნ-----–--–-----ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაცვის თანამშრომლები ცდილობდნენ მის დაწყნარებას, მაგრამ ზ------ გარდაცვლილი დედის მისამართით აგინებდა ფ-------------–--–-–---–ს, რის გამოც ფ-------------–--–-–---–მა ხელი გაარტყა სახის არეში. მიუხედავად იმისა, რომ არც მას და არც ტ------–-----–--–-–---–ს ზ---------------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, მისი ცრუ ჩვენების საფუძველზე, მათ მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც საბოლოოდ შეწყდა მის მიერ წარდგენილი ვიდეოჩანაწერების საფუძველზე, რითაც არ დასტურდებოდა მათი მხრიდან ზ---------------ეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
მოწმე ნ-----–--–-----ის ჩვენებით, 2016 წლის 25 ივლისს მუშაობდა რესტორან „თ-–--ში“ ადმინისტრატორის პოზიციაზე. დაახლოებით 18:00 საათზე, რესტორანში შევიდა ორი მამაკაცი, რომელთა მაგიდასაც ემსახურებოდა ხათუნა კოპალიშვილი. ზ---------------ე პრეტენზიას აცხადებდა თანხის გადახდასთან დაკავშირებით, რაც მისი მხრიდან არ იყო პირველი შემთხვევა. ზვიადთან ერთად მყოფ გ----------------–ს არანაირი პრეტენზია მათ მიმართ არ ჰქონდა და გადაიხადა თანხა. ამის შემდგომ, ბრალდებული პრეტენზიას გამოთქვამდა მომღერლების მიმართ, რის გამოც გ----------------–ი შეეცადა მის გარეთ გაყვანას, თუმცა იგი არ ემორჩილებოდა და ძიძგილაობდნენ ერთმანეთში. ზ---------------ე იგინებოდა მისი და დაცვის თანამშრომლის მისამართით. ფ-------------–--–-–---–მა და გ----------------–მა შეძლეს მისი გარეთ გაყვანა. დარბაზში ზ---------------ეს ფიზიკურად არც ტ------–-----–--–-–---–ი და არც გ--–-----------ე არ შეხებიან. მისი გარეთ გაყვანის შემდგომ შენიშნა, რომ ტუჩს ზემოთ ჰქონდა სისხლის კვალი.
მოწმე გ------------------ის ჩვენებით, 2016 წლის 25 ივლისს მუშაობდა რესტორან „თ-–--ში“ მძღოლის პოზიციაზე. საღამოს საათებში იმყოფებოდა რესტორნის ტერიტორიაზე, რა დროსაც შემოესმა ხმაური და დაინახა ზ---------------ე, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ფ-------------–--–-–---–ს. იგი მოუწოდებდა მას დაწყნარებისკენ და სთხოვდა არ შეეგინებინა ახალი გარდაცვლილი დედის მისამართით. მიუხედავად ამისა, ზ---------------ე აგრძელებდა შეურაცხყოფის მიყენებას, რის გამოც ფ-------------–--–-–---–მა ხელი მოუქნია ზ---------------ეს, რომელიც ინერციით მიეჯახა კედელს. ტ------–-----–--–-–---–ი და გ--–-----------ე გარეთ გავიდნენ მოგვიანებით და მათ ზ---------------ისთვის ხელი არ დაურტყამთ.
მოწმე ვ--–-------------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის 25 ივლისს მუშაობდა რესტორან „თ-–--ში“ მუსიკოსად. ბრალდებული ზ---------------ე მუსიკოსების მიმართ გამოხატავდა პრეტენზიას, თითქოს ისინი არ ასრულებდნენ მის მიერ მიცემულ შეკვეთებს. რეალურად მის მიერ მიცემული შეკვეთები სრულად ჰქონდათ შესრულებული. რესტორნის დაცვის თანამშრომელი ფ-------------–--–-–---–ი მოუწოდებდა მას დამშვიდებისკენ. ზ---------------ეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა როგორც შემდგომ გახდა მისთვის ცნობილი, მას კონფლიქტი მოსვლია დაცვის თანამშრომელ ფ-------------–--–-–---–თან.
მოწმე მ---------------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის 25 ივლისს მუშაობდა რესტორან „თ-–--ში“ მუსიკოსად. მუსიკოსებისთვის განკუთვნილი ადგილიდან კარგად ჩანს რესტორნის დარბაზი, თუმცა არ ჩანს რესტორნიდან გასასვლელი ადგილი. ზ---------------ემ შეუკვეთა სიმღერა, რასთან დაკავშირებითაც გამოხატავდა უკმაყოფილებას. ზ---------------ეს თან ახლდა ქალბატონი და მამაკაცი, რომელთანაც ძიძგილაობის პერიოდში ორივე მათგანი დაეცა ძირს. ამის შემდგომ ზ---------------ე გაიყვანეს გარეთ, თუმცა გარეთ რა მოხდა მისთვის უცნობია. რესტორნის დარბაზში გ--–-----------ე და ტ------–-----–--–-–---–ი შემოვიდნენ მოგვიანებით ხმაურზე. დარბაზში ყოფნის პერიოდში ზ---------------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.
მოწმე ჯ-------------–--ს ჩვენებით, 2016 წლის 27 ივლისს დაწყებულ იქნა გამოძიება რესტორან „თ-–--ში“ ზ---------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. დაკითხა მოწმეები, ჩაატარა ამოცნობა და დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. მანვე დაათვალიერა მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები, რითაც მიიჩნია, რომ ზ---------------ისთვის დარბაზში ფიზიკური დაზიანება არავის მიუყენებია, ხოლო გარეთ მას შეურაცხყოფა მიაყენა ფ-------------–--–-–---–მა.
პირის ამოცნობის ოქმების თანახმად, ამომცნობმა ზ---------------ემ, ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ტ------–-----–--–-–---–ი, გ--–-----------ე და ფ-------------–--–-–---–ი. ზ.კ--------ის განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა სცემეს 25 ივლისს.
პირის ამოცნობის ოქმების შესაბამისად, ბ---------------ამ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ტ------–-----–--–-–---–ი, ფ-------------–--–-–---–ი და გ--–-----------ე, რომლებმა 2016 წლის 25 ივლისს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის მეუღლეს - ზ---------------ეს.
დათვალიერების ოქმის საფუძველზე, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს გ--–-----------ის მიერ წარდგენილი, რესტორან ,,თ-–--ის“ გარესამეთვალყურეო კამერის მიერ 2016 წლის 25 ივლისს განხორციელებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც იწყება 22:22:21 საათზე, სადაც აღბეჭდილია რესტორან ,,თ-–--ის“ წინა პერიმეტრი და რესტორანში ასასვლელ კიბეზე, ღამის საათებში მომხდარი მოვლენები. ფირზე ჩნდება სამი პიროვნება, რომლებიც დგანან რესტორან „თ-–--ის“ ასასვლელ კიბესთან. მოწმე გ.ქ--------ის განმარტებით, აღნიშნული პირები არიან გ----------------–ი, ზ---------------ე და ფ-------------–--–-–---–ი. მათ შორის მიდის კამათი, გ.არ-----–ი ზ.კ--------ეს კისერზე გადადებს ხელს და მიიწევა კიბისკენ ჩასასვლელად, ამასობაში კადრში ჩნდება გრძელთმიანი ქალბატონი ხელჩანთით, რომელიც არის ზ.კ--------ის მეუღლე და ჩადის რესტორნის კიბეზე. კიბეზე ჩასვლისთანავე ბრუნდება რესტორან ,,თ-–--ის“ მხარეს, სადაც დგანან გ.არ-----–ი, ზ.კ--------ე და გ--–-----------ე. ზ.კ--------ე მიიწევს რესტორან „თ-–--ის“ შესასვლელი კარებისკენ, ცდილობს შიგნით შესვლას, მაგრამ გ.არ-----–ი და ფ.ტ--–--–-–---–ი მას არ უშვებენ. რესტორნიდან გამოდის მელოტი პიროვნება, რომელზეც გ.ქ--------ემ განმარტა, რომ არის რესტორან ,,თ-–--ის“ დაცვის უფროსი ტ------–-----–--–-–---–ი, რომელიც უახლოვდება ზ.კ--------ეს და ესაუბრება მას. ამასობაში, კიბეზე ამოდის ზ.კ--------ის მეუღლე ბ---------------ა, რომელიც გ.არ-----–თან ერთად ზ.კ--------ეს მოუწოდებს კიბეზე ჩასვლას, მაგრამ ზ.კ--------ე მათ უწევს წინააღმდეგობას და არ ემორჩილება. ტ.ტ--–--–-–---–ი ტოვებს მათ ადგილზე და შედის რესტორანში. ზ.კ--------ე კვლავ ცდილობს რესტორან „თ-–--ში“ შესვლას, მაგრამ ფ.ტ--–--–-–---–ი არ უშვებს შიგნით. კვლავ გრძელდება მათ შორის კამათი. კამათის პროცესში ვიდეოკადრში ჩნდება მამაკაცი, რომელზეც გ.ქ--------ემ განმარტა, რომ არის ტ------–-----–--–-–---–ი და მასთან ზ.კ--------ე აგრძელებს კამათს. შემდეგ ტ.ტ--–--–-–---–ი გ.არ-----–თან ერთად ჩადის რესტორნის კიბეზე, უახლოვდებიან ზ.კ--------ის მეუღლეს ბ.ქ------ას და მასთან აგრძელებენ დიალოგს, ხოლო ფ.ტ--–--–-–---–ი, გ.ქ--------ე და ზ.კ--------ე რჩებიან რესტორნის კიბეზე და კამათობენ ერთმანეთში. ზ.კ--------ე ჩადის კიბეზე, უახლოვდება ტ.ტ--–--–-–---–ს და ერთად გადიან მარჯვენა მხარეს კამერის თვალთახედვის არედან. მათ ასევე მიჰყვება ფ.ტ--–--–-–---–ი და რამოდენიმე ხანში მთავრდება ჩანაწერი.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს გ--–-----------ის მიერ წარდგენილი რესტორან ,,თ-–--ის“ შიდა და გარესამეთვალყურეო კამერების 2016 წლის 25 ივლისს განხორციელებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც იწყება 22:24:56 საათზე, სადაც აღბეჭდილია რესტორან „თ-–--ის“ შიდა სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული მოვლენები და ჩანს რესტორან „თ-–--ის“ დარბაზი. ბრალდებულ გ--–-----------ის განმარტებით, ფირზე ხელმარჯვნივ განთავსებულია რესტორან „თ-–--ის“ ბარი, ხელმარცხნივ მანსარდში ასასვლელი კიბე, ხოლო პირდაპირ მარცხენა მხარეზე - რესტორნის გასასვლელი კარი. რესტორნის დარბაზში განლაგებულია მაგიდები, სადაც სხედან რესტორანში მყოფი კლიენტები. 22:25:08 საათზე, გ.ქ--------ის განმარტებით, მარცხენა მხრიდან, სადაც განთავსებულია მანსარდის კიბე, გამოდიან ზ.კ--------ე, გ.არ-----–ი და ბ.ქ------ა, რომლებსაც მიჰყვება რესტორნის დაცვის თანამშრომელი ფ.ტ--–--–-–---–ი. ზ.კ--------ე და გ.არ-----–ი არიან ნასვამ მდგომარეობაში და მიემართებიან რესტორნის ბარის მიმართულებით, სადაც გ.ქ--------ის განმარტებით, გ.არ-----–ს უნდოდა გაზიანი სასმელის ყიდვა რესტორნის დაცვის თანამშრომლებისთვის. ბართან მიახლოებისას, ზ.კ--------ე და გ.არ-----–ი ერთმანეთს შორის იწყებენ კამათს. ზ.კ--------ეს გ.არ-----–ი ხელჩაკიდებული გაჰყავს ბარიდან, რომლებსაც უკან მიჰყვება ფ.ტ--–--–-–---–ი და ბ.ქ------ა. ზ.კ--------ე და გ.არ-----–ი მიუახლოვდებიან თუ არა რესტორნიდან გასასვლელ კარებს, ზ.კ--------ე გ.არ-----–ს წელის არეში ჩაავლებს ხელს და იწყებენ ერთმანეთთან ჭიდილს, რა დროსაც ზ.კ--------ე და გ.არ-----–ი ეცემიან ჯერ მაგიდაზე, შემდეგ იქვე მდგარ სკამზე. მათ უახლოვდება ფ.ტ--–--–-–---–ი და რესტორნის ადმინისტრატორი ნ-----–--–-----ე, რომლებიც გ.ქ--------ის განმარტებით, ზ.კ--------ეს და გ.არ-----–ს მოუწოდებენ სიმშვიდისა და წესრიგისაკენ, რის შემდეგაც ზ.კ--------ე უშვებს გ.არ-----–ს ხელს, ხოლო გ.არ-----–ი კვლავ მიდის რესტორნის ბართან, რომელსაც მიჰყვებიან ფ.ტ--–--–-–---–ი, ბ.ქ------ა, ნ.წ-----ე და ზ.კ--------ე. ზ.კ--------ე უახლოვდება გ.არ-----–ს, ჰკიდებს მას ხელს ფ.ტ--–--–-–---–თან ერთად და ორივეს გ.არ-----–ი გაჰყავთ რესტორნის გასასვლელი კარის მიმართულებით. კარებთან მიახლოებისას, ზ.კ--------ე გაშლილი ხელით ესაუბრება ნ.წ-----ეს. 22:26:27 საათზე, ფ.ტ--–--–-–---–ს რესტორნიდან გაჰყავს გ.არ-----–ი. მას მიჰყვება ბ.ქ------ა, ხოლო ზ.კ--------ეს კარზე აქვს მოკიდებული ხელი და იყურება ბარის მხარეს, რაზეც გ.ქ--------ე განმარტავს, რომ აღნიშნულ მომენტში ზ.კ--------ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დედის მისამართით რესტორანში მომუშავე პერსონალს. 22:26:47 საათზე, რესტორნის კარს უახლოვდება მელოტი პიროვნება, რომელზეც გ.ქ--------ემ განმარტა, რომ არის თვითონ. დგას კარებთან და ესაუბრება ნ.წ-----ეს, რომელიც უახლოვდება გ.ქ--------ეს, რაზედაც გ.ქ--------ემ განმარტა, რომ იგი უხსნის თუ როგორ მიაყენა მას და მთლიან პერსონალს ზ.კ--------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა. 22:27:07 საათზე გ.ქ--------ე გადის გარეთ, ხოლო ნ.წ-----ე რჩება კარებთან შიგნით და უყურებს მათ. 22:27:33 საათზე კარებში ჩნდება პიროვნება რომელიც ესაუბრება ქალბატონს და ორივე მიემართებიან ბარის მიმართულებით, შემდეგ ნ.წ-----ე ბრუნდება ისევ კარისკენ და 22:27:54 საათზე გადის გარეთ. 22:08:02 საათზე დარბაზში ჩნდება გ.ქ--------ე, რომელსაც უკან მიჰყვება ნ.წ-----ე და ორივენი დგებიან დარბაზში მდგარ დაცვის მაგიდასთან. 22:29:00 საათზე, გ.ქ--------ე კვლავ უახლოვდება რესტორანში შემოსასვლელ კარს და მას უკან მიჰყვება გ.ქ--------ის განმარტებით ტ.ტ--–--–-–---–ი. ისინი დგებიან რესტორნის გასასვლელ კართან და გ.ქ--------ის განმარტებით, უყურებენ გარეთ მყოფ ზ.კ--------ეს, გ.არ-----–ს, ბ.ქ------ას და ფ.ტ--–--–-–---–ს. 22:29:05 საათზე, ტ.ტ--–--–-–---–ი გადის გარეთ, ხოლო გ.ქ--------ე და ნ.წ-----ე რჩებიან რესტორანში შიგნით და იყურებიან გარეთ. 22:29:40 საათზე გ.ქ--------ე და ნ.წ-----ე ბრუნდებიან ისევ დაცვის მაგიდასთან. 22:30:31 საათზე გ.ქ--------ე კვლავ გადის გარეთ და ვიდეოფირი ავტომატურ რეჟიმზე გადადის გარესამეთვალყურეო კამერაზე, რომელიც დათარიღებულია 2016/07/25 წლით და 22:22:07 საათით. 22:28:34 საათზე რესტორნიდან გამოდის ბ.ქ------ა, რომელსაც მიჰყვება ზ.კ--------ე, ფ.ტ--–--–-–---–ი და გ.არ-----–ი. ზ.კ--------ე, ფ.ტ--–--–-–---–ი და გ.არ-----–ი რჩებიან კიბეზე, მათ შორის მიმდინარეობს კამათი. გ.არ-----–ი ზ.კ--------ეს კისერზე გადადებს ხელს და მიიწევა კიბისკენ ჩასასვლელად. კადრში ჩნდება ასევე ბ.ქ------ა ხელჩანთით და ჩადის რესტორნის კიბეზე. ჩასვლისთანავე ბრუნდება რესტორან „თ-–--ის“ მხარეს, სადაც დგანან გ.არ-----–ი, ზ.კ--------ე და გ.ქ--------ე. ზ.კ--------ე მიიწევს რესტორან ,,თ-–--ის“ შესასვლელი კარისკენ და ცდილობს კვლავ შესვლას, მაგრამ გ.არ-----–ი და ფ.ტ--–--–-–---–ი მას არ უშვებენ. რესტორნიდან გამოდის მელოტი პიროვნება, რომელზეც გ.ქ--------ემ განმარტა, რომ არის თვითონ და მოუწოდა ზ.კ--------ეს დამშვიდებულიყო და წასულიყო სახლში. შემდეგ ესაუბრება გ.არ-----–ს და შედის ისევ რესტორანში, ხოლო ზ.კ--------ე, ფ.ტ--–--–-–---–ი და გ.არ-----–ი აგრძელებენ ერთმანეთში კამათს რესტორნის კიბეზე. 22:25:06 საათზე რესტორნიდან გამოდის ტ------–-----–--–-–---–ი, რომელიც უახლოვდება ზ.კ--------ეს და ესაუბრება მას. ამასობაში კიბეზე ამოდის ზ.კ--------ის მეუღლე ბ---------------ა, რომელიც გ.არ-----–თან ერთად ზ.კ--------ეს მოუწოდებს კიბეზე ჩასვლას, მაგრამ უწევს წინააღმდეგობას და არ ემორჩილება. ტ.ტ--–--–-–---–ი ტოვებს მათ ადგილზე და შედის რესტორანში. ზ.კ--------ე კვლავ ცდილობს რესტორან „თ-–--ში“ შესვლას, მაგრამ ფ.ტ--–--–-–---–ი მას არ უშვებს შიგნით და კვლავ გრძელდება მათ შორის კამათი. კამათის პროცესში, რესტორნიდან გამოდის ტ.ტ--–--–-–---–ი, რომელთანაც ზ.კ--------ე აგრძელებს კამათს. შემდეგ ტ.ტ--–--–-–---–ი და გ.არ-----–ი ჩადიან რესტორნის კიბეზე, უახლოვდებიან ზ.კ--------ის მეუღლეს - ბ.ქ------ას, რომელთანაც აგრძელებენ საუბარს, ხოლო ფ.ტ--–--–-–---–ი, გ.ქ--------ე და ზ.კ--------ე რჩებიან რესტორნის კიბეზე. ფ.ტ--–-–-–---–ი და ზ.კ--------ე კამათობენ ერთმანეთში. შემდეგ ზ.კ--------ე ჩადის კიბეზე, უახლოვდება ტ.ტ--–--–-–---–ს და გადიან მარჯვენა მხარეს კამერის თვალთახედვის არედან, მათ ასევე მიჰყვება ფ.ტ--–--–-–---–ი და რამოდენიმე ხანში მთავრდება ვიდეოფაილი.
დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე ტ------–-----–--–-–---–ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა მის მიერ წარდგენილი ბენზინგასამართ სადგურ ,,ვ-----–ის“ გარესამეთვალყურეო კამერის მიერ 2016 წლის 25 ივლისს განხორციელებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც იწყება 21:41:26 საათზე, სადაც აღბეჭდილია მეტროსადგურ „ა-------–ის თეატრის“ მიმდებარედ რესტორან „თ-–--ის“ გვერდით არსებული ბენზინგასამართ სადგურ „ვ-----–ის“ მიმდებარე ტერიტორია, რესტორან „თ-–--ის“ მიმართულებით და ჩანს რესტორანში ასასვლელი კიბე. 22:39:25 საათზე ვიდეოფირში ჩნდება რესტორან ,,თ-–--იდან“ გამოსული ქალბატონი, რომელიც ტ.ტ--–--–-–---–ის განმარტებით, არის ზ.კ--------ის მეუღლე ბ---------------ა. ის რესტორნის კიბიდან ჩამოსვლისას, ბრუნდება სახით რესტორნის მხარეს და იყურება. 22:39:52 საათზე რესტორან „თ-–--ის“ კიბეზე ჩამოდის რამოდენიმე მამაკაცი და მათ შორის მიდის დიალოგი. ტ.ტ--–--–-–--–ის განმარტებით, თეთრი ფერის კუბიკებიან მოკლემკლავიან პერანგში ჩაცმული პირი არის თვითონ, რუხი ფერის მოკლემკლავიან პერანგში ჩაცმული პიროვნება არის თავისი ძმა ფ.ტ--–--–-–---–ი, რომლებიც ესაუბრებიან ცისფერ გრძელმკლავიან და შავი ფერის შარვალში ჩაცმულ პიროვნებას - ზ.კ--------ეს. ფირზე ჩნდება ასევე ზ.კ--------ის თანმხლები პიროვნება გ----------------–ი, რომელიც უახლოვდება ზ.კ--------ეს და მიიწევს ბენზინგასამართ სადგურ ,,ვ-----–ის“ მიმართულებით. ზ.კ--------ე კი ჩაჭიდებულია რესტორან „თ-–--ის“ კიბის მოაჯირს. ამასობაში, მათ უახლოვდება ფ.ტ--–--–-–---–ი, რომელსაც ზ.კ--------ე გამოჰყავს ხელჩაჭიდებული ბენზინგასამართ სადგურ ,,ვ-----–ის“ მხარეს. ზ.კ--------ე უძალიანდება ფ.ტ--–--–-–---–ს და მიიწევს კვლავ რესტორან „თ-–--ში“ ასასვლელი კიბის მიმართულებით. ფირზე ჩანს, რომ ამასობაში რესტორნიდან გამოდის ორი პიროვნება, რომლებიც ტ.ტ--–--–-–---–ის განმარტებით, არიან გ.ქ--------ე და რესტორნის მომმარაგებელი გ.მ---------ე. აღნიშნული პირები უახლოვდებიან ზ.კ--------ეს და ეს უკანასკნელი უკავიათ ხელჩაკიდებული. 22:41:40 საათზე ფ.ტ--–--–-–---–ი ზ.კ--------ეს სახის არეში ურტყამს ხელს, რის შემდეგაც ზ.კ--------ე გამოდის ბენზინგასამართ სადგურ ,,ვ-----–ის“ მიმართულებით და დგება მარტო. 22:42:47 საათზე ზ.კ--------ეს უახლოვდება მისი მეუღლე ბ.ქ------ა და ესაუბრებიან ერთმანეთს. 22:43:06 საათზე მათ უახლოვდება გ.არ-----–ი. შემდეგ სამივე მიდის რესტორან „თ-–--ის“ კიბემდე და დგებიან კიბის მოაჯირთან. 22:47:27 საათზე ვიდეოფირზე ჩნდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა. მათ უახლოვდება ზ. კ--------ე და 22:57:44 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა გადის სამეთვალყურეო კამერის ხედვის არეალიდან, ხოლო ვიდეოფირი მთავრდება 23:02:07 საათზე.
ბ). დაცვის მხარის მტკიცებულებები:
მოწმე შ-------–---–----ის ჩვენებით, ბრალდებულ ზ---------------ეს ჩაუტარა ოპერაცია, რომელსაც ჰქონდა ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობა. ცხვირი იყო დეფორმირებული და არსებობდა ჰემატომა. თუ რას შეეძლო გამოეწვია აღნიშნული დაზიანება მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, ცხვირის ძვალი არის კიდურა ძვალი სახის მიდამოში და შედის თავის მთლიან ძვლოვან სისტემაში.
მოწმე გ---------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის 25 ივლისს, ზ---------------ეს შემოწმებისას დაუდგინა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გონების კარგვას, ტკივილს ცხვირის მიდამოში და გულის რევის შეგრძნებას. მოწმის განმარტებით, ტვინის შერყევა შესაძლებელია განვითარდეს როგორც ერთი, ისე მრავლობითი დარტყმით. ტვინის შერყევის დროს პაციენტის სუბიექტური ჩივილებიდან გამომდინარე, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს გაორება და ერთი საგანი მოეჩვენოს ორად. მოცემულ შემთხვევაში პაციენტი იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ ფონს. ზ---------------ის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ჰორიზონტალურ ნისტაგმს, რაც ნიშნავს თვალის კაკლების უნებლიე მოძრაობას. ნისტაგმის ფონზე ზოგადად შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს საგნების გაორებას, თუმცა ეს არის პაციენტის სუბიექტური ჩივილი. ზოგადად ტვინის შერყევას შესაძლებელია ახასიათებდეს მეხსიერების დაქვეითებაც.
ბრალდებულ ზ---------------ის ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტავს, რომ 2016 წლის 22 მაისს, მეუღლესთან, შვილებთან და თანმხლებ მამაკაცთან ერთად, ნამდვილად იმგზავრა N-- სამარშრუტო ავტობუსით, სადაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას კონდუქტორთან და მანქანის მძღოლთან, თუმცა მათთან რაიმე სახის ფიზიკურ დაპირისპირებას და მძღოლისთვის იარაღის გამოყენებით იძულების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებს, მას არავის მოტყუების განზრახვა არ ჰქონია. მისი რეალური განზრახვა იყო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობის კანადაში გახსნა და საქართველოდან გაგზავნილი მოქალაქეების აღნიშნულ ორგანიზაციაში დასაქმება. მოქალაქეებთან ხელშეკრულებების გაფორმება მიზნად ისახავდა, რომ ორგანიზაცია ყოფილიყო ფინანსურად ძლიერი და მოეხდინა კანადაში ორგანიზაციის შექმნა. რაც შეეხება რესტორნის ეპიზოდს, რესტორან „თ-–--ში“ იმყოფებოდა მეუღლესთან და მეგობარ გ----------------–თან ერთად. რესტორანში ყოფნის პერიოდში, კერძოდ, გარე კარსა და დარბაზში შესასვლელ შიდა კარს შორის სივრცეში, დაცვის თანამშრომლებმა: ფ-------- და ტ------–-----–--–-–---–ებმა და დირექტორმა გ--–-----------ემ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გაუტყდა ცხვირი და მიიღო ტვინის შერყევა. ამასთან, რესტორნის გარეთ, ბენზინგასამართ სადგურ „ვ-----–თან“ დაცვის თანამშრომელმა ხელი გაარტყა ერთხელ მარცხენა მხარეს. მიღებული დაზიანებებიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ოპერაციის ჩატარება. თავად მისი მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ---------------ის მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას, ხოლო საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ანდა დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, თაღლითობის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო მის საგანს წარმოადგენს სხვისი მოძრავი ან უძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება. ობიექტური მხრივ თაღლითობა მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას პირის მოქმედებას ინფორმირებული ხასიათი აქვს, ან გამოხატულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.
ქონების დაუფლების საშუალებაა მოტყუება. ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.
თაღლითობის სპეციფიკა იმაშიც პოულობს თავის გამოხატულებას, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისთვის ხდება ნებაყოფლობით თვით მესაკუთრის ან მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება კი, წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას.
თაღლითობის დროს მოტყუების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს ნდობის ბოროტად გამოყენება, რაც გამოიხატება დამნაშავის მიერ სპეციალური უფლებამოსილების ან პირადი ნდობის ბოროტად გამოყენებაში.
თაღლითობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სხვის ქონებას ისაკუთრებს პირი ან იგი გადადის მის მფლობელობაში და მას ამ ქონების მიმართ უჩნდება განსაზღვრული უფლებამოსილება. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ე.ი. ამ დროს პირს ამოძრავებს დაზარალებულის შეცდომაში შეყვანის სურვილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ე.ი. მესაკუთრის, მფლობელის ან მოსარგებლის ნებისაგან საწინააღმდეგოდ, მათი მფლობელობიდან ნივთის გასვლის შემდეგ, დამნაშავე უნდა ცდილობდეს მის მისაკუთრებას არამართლზომიერი გზით. თავად კი, უნდა აცნობიერებდეს, რომ ის სჩადის დანაშაულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ მისი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ზ---------------ეს წინასწარ ჰქონდა განზრახული დაზარალებულთა კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ---------------ემ დაარწმუნა ლ-–-------–-–---–ი, გ--------------–--ი, ნ-----–-------------ე, ლ-----------, ნ-----–----------–---–ი და გ-----------------–---–ი, რომ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, შეძლებდა მათთვის ვიზების მიღებაში დახმარებას, ხოლო შემდგომ ლეგალურად გამგზავრებას და დასაქმებას კანადაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზ--------------ე დაჰპირდა მათ, რომ ვიზის დამზადებას შეძლებდა თურქეთში მდებარე კანადის საელჩოს მეშვეობით, რაშიც დახმარებას გაუწევდა მისი პარტნიორი, კანადის მოქალაქე ლ--------–--ა. აღნიშნულის სანაცვლოდ, ზ---------------ემ, ლ-–-------–-–---–ს, გ--------------–--ს, ნ-----–-------------ეს, ლ-----------ს, ნ-----–----------–---–ს და გ-----------------–---–ს სხვადასხვა დროს მის მიერ დაფუძნებული ააიპ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ ანგარიშზე, თითოეულ მათგანს შეატანინა სხვადასხვა ოდენობის თანხა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მას საერთოდ არ ჰქონდა შესაბამის საელჩოში დაზარალებულთა დოკუმენტები წარდგენილი და მათ კუთვნილ თანხას მოტყუებით დაეუფლა.
ის ფაქტი, რომ ზ---------------ე მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ფულად თანხას, დასტურდება როგორც დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით და ბრალდებულთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, კერძოდ, დაზარალებულ ლ-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ თანამშრომელ გ-----------------–---–ის დახმარებით გაიცნო ზ---------------ე, რომელიც დაჰპირდა მას, რომ ლეგალური გზით შეძლებდა კანადაში მის სამუშაოდ გამგზავრებას, რაშიც დახმარებას გაუწევდა მისი პარტნიორი, კანადის მოქალაქე ლ--------–--ა. ენდო მას და გააფორმა ხელშეკრულება, რის შემდეგაც ზ---------------ის მიერ მითითებულ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ ანგარიშზე, ნ-----–-------------ესთან ერთად ჩარიცხა 7 000 აშშ დოლარი და 1 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ხელშეკრულების თანახმად, თუ ვერ მოხდებოდა გამგზავრება, ზ---------------ეს ერთი კვირის ვადაში უკან უნდა დაებრუნებინა თანხა, თუმცა იგი მოტყუებით დაეუფლა მათ მიერ გადახდილ ფულად თანხას და ვიზის დამზადებაში დახმარება არ გაუწევია. ანალოგიური დაადასტურა დაზარალებულმა ნ-----–-------------ემ მის მიერ მიცემულ ჩვენებაში, რომლის მიხედვითაც, ზ---------------ესთან ხელშეკრულება გააფორმა იმ პირობით, რომ იგი უზრუნველყოფდა მის კანადაში გამგზავრებას, ხოლო ადგილზე ჩასვლის შემდგომ ბრალდებულის თქმით, მის დასაქმებას უზრუნველყოფდა მისი კანადელი პარტნიორი ლ--------–--ა. ენდო ზ---------------ეს და მის მიერ მითითებულ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ ანგარიშზე, ლ-----------სთან ერთად ჩარიცხა 7 000 აშშ დოლარი და 1 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ხელშეკრულების თანახმად, თუ ვერ მოხდებოდა გამგზავრება, ზ---------------ეს თანხა უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა ის მოტყუებით დაეუფლა მათ მიერ გადახდილ ფულად თანხას და ვიზის დამზადებაში დახმარება არ გაუწევია. დაზარალებულთა ჩვენებები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ე-–------------მ, რომლის თანდასწრებითაც ნ-----–-------------ემ და ლ-----------მ ზ---------------ის მიერ მითითებულ „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ ანგარიშზე ჩარიცხეს 7 000 აშშ დოლარი და 1 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, იმ პირობით, რომ ზ---------------ე უნდა დახმარებოდა მათ კანადაში გამგზავრებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას თანხა უკან უნდა დაებრუნებინა.
ზ---------------ის დანაშაულებრივ განზრახვაზე, რომ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით დაუფლებოდა სხვის კუთვნილ ქონებას, ასევე დასტურდება დაზარალებულ გ--------------–--ის ჩვენებით, რომლის მიხედვითაც, ზ---------------ე ჰპირდებოდა კანადაში ლეგალურად გამგზავრებაში დახმარებას, სადაც დახვდებოდა მისი პარტნიორი, რომელიც დაეხმარებოდა მას დასაქმებაში. ბრალდებულის დაპირებით, ვიზის დამზადება უნდა მომხდარიყო თურქეთში მდებარე კანადის საელჩოს მეშვეობით, რაშიც ზ.კ--------ე ითხოვდა 5 000 აშშ დოლარის გადახდას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თანხა სრულად არ ჰქონდა, ბრალდებულის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხა 2 000 ლარი. მიუხედავად თანხის გადახდისა, ზ---------------ე არც საზღვარგარეთ გამგზავრებაში დახმარებია და არც თანხა დაუბრუნებია უკან. რაც შეეხება დაზარალებულ ნ-----–----------–---–ის ჩვენებას, დადგენილია, რომ 2016 წლის ნოემბერში, ახლობლის დახმარებით შეხვდა ზ---------------ეს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ამერიკის საელჩოში ჰყავდა პიროვნება, რომლის დახმარებითაც ადვილად მოაგვარებდა მისი ამერიკაში გაგზავნის საკითხს. დახმარების სანაცვლოდ, ზ---------------ემ მოსთხოვა 12 000 აშშ დოლარი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიუყვანდა ექვს მსურველ პირს, ვიზის გაკეთებას დაჰპირდა 5 000 აშშ დოლარად. დათანხმდა მის შეთავაზებას და ზ---------------ეს გადასცა 2 500 ევრო იმ პირობით, რომ თუ საქმე ორი კვირის ვადაში არ გამოვიდოდა, თანხა უკან უნდა დაბრუნებოდა. ამის შემდგომ, ზ---------------ე არწმუნებდა, რომ საბუთები თითქმის გამზადებული იყო, დარჩენილი იყო მხოლოდ გარკვეული დეტალები და მალე შეძლებდა ამერიკაში გამგზავრებას. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ბრალდებულს მისთვის არც ვიზა დაუმზადებია და არც თანხა დაუბრუნებია უკან.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ გ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციაზე, რითაც დასტურდება, რომ ზ---------------ე არწმუნებდა მას, რომ იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ს------------------–------------------------–---ის” თავმჯდომარე და აპირებდა ამ ორგანიზაციის ფილიალის გახსნას კანადაში. რაშიც მას უნდა დახმარებოდა კანადელი პარტნიორი ლ--------–--ა. დახმარების სანაცვლოდ, ზ---------------ემ მოსთხოვა 5 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო დამატებით 5 000 აშშ დოლარის გადახდას ითხოვდა კანადაში ჩასვლის შემდგომ, ერთი თვის ვადაში. ზ.კ--------ე არწმუნებდა მას, რომ ვიზის აღებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა მოეგვარებინა თურქეთში მდებარე კანადის საელჩოში, სადაც უნდა შეევსო მისი სახელით სავიზო განაცხადი და მოეგვარებინა ყველა საჭირო საკითხი. ენდო მას და 2015 წლის 03 ივლისს, ხსენებული ორგანიზაციის ანგარიშზე ჩაურიცხა 5 000 აშშ დოლარი, იმ პირობით, რომ თუ საქმე არ გამოვიდოდა, თანხას უკან დაუბრუნებდა, თუმცა ზ---------------ე თანხას დაეუფლა მოტყუებით და მისთვის არანაირი ვიზა არ დაუმზადებია. იმავე ჩვენებით დადგენილია, რომ კანადაში წასვლაზე პასუხისმგებლობას მთლიანად იღებდა ზ---------- და სწორედ ის აძლევდა გარანტიას გამგზავრებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვერ მიიღებდა ვიზას კანადაში წასასვლელად, თანხა უნდა დაებრუნებინა უკან. ანალოგიური დასტურდება დაზარალებულ ლ-–-------–-–---–ის ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის აგვისტოში შეხვდა ზ---------------ეს, რომელმაც დაარწმუნა იგი, რომ დაფუძნებული ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ს------------------–------------------------–---ი” და აპირებდა ამ ორგანიზაციის ფილიალის გახსნას კანადაში, რაშიც მას უნდა დახმარებოდა კანადელი მოქალაქე ლ--------–--ა. შეჰპირდა მას კანადაში გამგზავრებას და დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 5 000 აშშ დოლარი. ზ---------------ის დაპირებით, სამი თვის ვადაში, იგი შეძლებდა კანადაში მის გამგზავრებას, რის შემდეგაც მასთან აღნიშნულის თაობაზე გააფორმა ხელშეკრულება და მის მიერ მითითებული ორგანიზაციის ანგარიშზე ჩარიცხა 5 000 აშშ დოლარი. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ზ---------------ე არც ვიზის მიღებაში დახმარებია და მის კუთვნილ თანხასაც მოტყუებით დაეუფლა.
მოწმეების: ნ--------------–---–ის, თ---------–-–---–ის და ი-–-----–--–-–---–ის ჩვენებებით კი დადასტურდა, რომ ზ---------------ე ნ-----–----------–---–ს ჰპირდებოდა ლეგალური გზით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც სთხოვდა 12 000 აშშ დოლარს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნ-----–----------–---–მა მიუყვანა საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველი რამდენიმე პიროვნება, ზ---------------ემ თანხა შეუმცირა 5 000 აშშ დოლარამდე, რის შემდეგაც ნ-----–----------–---–მა 2016 წლის დეკემბერში ხელზე გადასცა 2 500 ევრო, იმ პირობით, რომ თუ გამგზავრება არ მოხდებოდა, თანხა უნდა დაბრუნებოდა უკან. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ---------------ეს ნ-----–----------–---–ისთვის არც ვიზა დაუმზადებია და არც თანხა დაუბრუნებია უკან.
საზღვარგარეთ გამგზავრების სანაცვლოდ, დაზარალებულების მიერ ზ---------------ის კუთვნილი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელზე თანხის ჩარიცხვის ფაქტს ადასტურებს მოწმე ნ-----------–----–--ეც, რომელიც მძღოლის პოზიციაზე მუშაობდა ზ---------------ესთან და რომლის ჩვენებითაც დადგენილია, რომ ბრალდებული მსურველებს ჰპირდებოდა დახმარებას საზღვარგარეთ გამგზავრებაში. მათ შორის იყვნენ ნ-----–-------------ე და ლ-----------, რომლებმაც კანადაში სამუშაოდ გამგზავრებაში დასახმარებლად, ზ---------------ეს გადაუხადეს ფულადი თანხა, რომლის ზუსტი ოდენობა არ ახსოვს.
მოწმე გ-----------–-------ის ჩვენებით, გ-----------------–---–ის მეშვეობით გაიცნო ზ---------------ე, რომელიც გიორგის ჰპირდებოდა კანადაში სამუშაოდ გამგზავრებაში დახმარებას. სანაცვლოდ, გ-----------------–---–მა ზ---------------ეს გადაუხადა მის მიერ მოთხოვნილი თანხა 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საქმის გაკეთების შემდგომ, დამატებით უნდა მიეცა 5 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის ჩარიცხვა ზ---------------ის მითითებით მოხდა „ს----------–-----------------------–-------------------------–---ის“ ანგარიშზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ზ---------------ის ბრალეულობა ასევე დგინდება საბანკო დაწესებულებებიდან და ააიპ „საქართველოს ს------------------–-------------------------–---იდან“ ამოღებული დოკუმენტაციით, რომლებიც ადასტურებენ ზ---------------ის მხრიდან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებას და თანხების ჩარიცხვას. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულები და მოწმეები მკაფიოდ და პირდაპირ მიუთითებდნენ ბრალდებულ ზ---------------ის მიერ შესრულებულ მოქმედებებზე, კერძოდ, დაზარალებულებმა მიცემულ ჩვენებებში აღნიშნეს, რომ სწორედ ბრალდებული ზ---------------ე იყო ის პიროვნება, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ პასუხისმგებლობას იღებდა მათ საზღვარგარეთ გამგზავრებაზე, რაც უნდა მომხდარიყო თურქეთში მდებარე კანადის საელჩოს მეშვეობით. მათივე ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ---------------ე სთხოვდა მათ, რომ არ გამხდარიყო ცნობილი, მასზე თანხის გადახდის ფაქტი ლ--------–--ასთვის, რომლის ინფორმაციითაც ნათლად დადასტურდა, რომ ზ---------------ესთან არავითარ გაცვლით პროგრამაზე საუბარი არ ჰქონია. არავის დაჰპირებია კანადაში გამგზავრებას და იქ დასაქმებას, ვინაიდან არ გააჩნდა ამის შესაძლებლობა და კომპეტენცია. შესაბამისად, არც ზ---------------ეს დაჰპირებია კანადაში მოქალაქეთა გამგზავრებაში დახმარებას და არანაირი შეხება არ ჰქონდა ქ.ანკარაში მდებარე კანადის საელჩოსთან. მისთვის უცნობია თუ რას ჰპირდებოდა ზ---------------ე დაზარალებულებს. ბრალდებულს მისთვის არც საბუთები გადაუცია და არც ერთ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი არ აქვს. მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ზ---------------ე ატყუებდა, საბოლოოდ გაწყვიტა მასთან ყოველგვარი კავშირი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდებულ ზ---------------ის აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი თურქეთში მდებარე კანადის საელჩოს მეშვეობით და პარტნიორ ლ--------–--ას დახმარებით აპირებდა დაზარალებულებისთვის ვიზის დამზადებას და მათ საზღვარგარეთ გამგზავრებას, იმ პირობებში, როდესაც თავად საკონსულოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ზ---------------ის მხრიდან, დაზარალებულების ვიზის მისაღებად არანაირი განაცხადი წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ჩვენება მოკლებულია დამაჯერებლობას, არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან და მიზნად ისახავს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს ზ---------------ის დანაშაულებრივ განზრახვაზე, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ლ-–-------–-–---–ის, გ--------------–--ის, ლ-----------ს, ნ-----–-------------ის, გ-----------------–---–ის და ნ-----–----------–---–ის კუთვნილ ფულად თანხებს, რაც მის მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მიზნით და ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით, ხოლო დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარს ზევით.
ზ---------------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ნ-----–-------------ეზე და ლ-----------ზე დიდი ოდენობით, ხოლო ლ-–-------–-–---–ზე, გ--------------–--ზე, ნ-----–----------–---–ზე და გ-----------------–---–ზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, საბანკო ამონაწერებს და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რითაც დასტურდება, რომ დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრული მნიშვნელოვანი ზიანის და დიდი ოდენობის ზღვრულ თანხებს, ვინაიდან ზ---------------ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ნ-----–-------------ეს და ლ-----------ს მიადგათ 7 000 აშშ დოლარის და 1 975 ლარის დიდი ოდენობით ზიანი, ხოლო ლ-–-------–-–---–ს მიადგა 8 760 ლარის, გ--------------–--ს - 2 000 ლარის, ნ-----–----------–---–ს - 2 500 ევროს და გ-----------------–---–ს 5 000 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულ ზ---------------ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე მოქმედება, იმის მიუხედავად შეასრულა თუ არა მან აღნიშნული ქმედება. ქმედების სუბიექტური მხარე გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა ზ---------------ის მიერ დაზარალებულ ზ---------–-----ის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტი. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 მაისს, დაახლოებით 19:40 საათზე, თ---–--–-----–-------–--------------------------------, სასაფლაოებთან ახლოს არსებულ ავტობუსების გაჩერებაზე, ზ---------------ემ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ფსიქიკური ზემოქმედებით, იარაღის სახესთან დემონსტრირებით, აიძულა აღნიშნული ავტობუსის მძღოლი - ზ---------–-----ე დაეძრა ავტობუსი და გაუჩერებლად განეგრძო სვლა.
დაზარალებულ ზ---------–-----ის და მოწმე მ------------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ სწორედ ბრალდებული ზ---------------ე იყო ის პიროვნება, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავტობუსის მძღოლი ზ---------–-----ე იარაღის სახესთან დემონსტრირებით აიძულა დაეძრა ავტობუსი და განეგრძო სვლა.
დაზარალებულ ზ---------–-----ის ჩვენებით, 2016 წლის 22 მაისს, მგზავრობის პერიოდში, იმ მოტივით რომ მგზავრებს არ ჰქონდათ ბილეთი აღებული, კონდუქტორმა მ------------------ემ გააჩერებინა მოძრაობა, რისი უფლებაც მას ჰქონდა. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ზ---------------ემ იარაღი მიადო სახის არეში და მოსთხოვა ავტობუსის დაძვრა. ავტობუსი დაძრა მას შემდეგ, რაც ზ---------------ე და მასთან მყოფი პირები ჩავიდნენ ავტობუსიდან. ანალოგიური დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მ------------------ემ, რომელიც შემთხვევის დღეს, კონდუქტორად მუშაობდა N-- სამარშრუტო ავტობუსში. მგზავრობისას, იმ საფუძვლით, რომ მგზავრებს არ ჰქონდათ ბილეთი შეძენილი, მძღოლ ზ---------–-----ეს მოსთხოვა მგზავრობის შეწყვეტა, რაზეც გაღიზიანებულმა ზ---------------ემ ზ---------–-----ეს მიუშვირა იარაღი და მოსთხოვა ავტობუსის დაძვრა. მან ხელის მოქაჩვით შეძლო ზ---------------ის ავტობუსიდან ჩაყვანა, რის შემდეგაც ზ---------–-----ემ მოასწრო კარის დაკეტვა და ავტობუსის დაძვრა.
ზ---------------ის მონაწილეობა აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ამოცნობის ოქმებით, რითაც დადგენილია, რომ ზ---------–-----ემ და მ------------------ემ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნეს ბრალდებული ზ---------------ე და დარწმუნებით მიუთითეს, რომ სწორედ ეს არის ის პიროვნება, ვინც 2016 წლის 22 მაისს, ავტობუსით მგზავრობისას, მძღოლ ზ---------–-----ეს იარაღის სახესთან დემონსტრირებით აიძულებდა ავტობუსის დაძვრას.
მოწმეების: ა-–----------------–---–ის, ლ---- კ---------–---–ის, ნ-----------------ს და ლ-–---------–---–ის ჩვენებებით კი, მათ მიერ იქნა მიღებული ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ს------–---–----ში მდებარე ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე, მძღოლს იარაღის გამოყენებით აიძულებდა ზ---------------ე, რომელიც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რის შემდეგაც ჩატარდა ხ------–---–-------------ში მდებარე ზ.კ--------ის ოფისის ჩხრეკა, რა დროსაც ბრალდებულმა ნებაყოფლობით წარუდგინა მათ შავი ფერის პისტოლეტი, მჭიდით, ერთი ვაზნით და იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი NE-------- ქარხნული წესით დამზადებული, „EKOL LADY” კონსტრუქციის, 9 მმ. ნომინალური კალიბრის აირის პისტოლეტი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულ ზ---------------ის მხრიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება ზ---------------ის მიმართ ბრალად წარდგენილ სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში. ქმედება ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება ცრუ ჩვენების მიცემის მომენტიდან. ჩვენება ჩაითვლება ცრუდ, თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ განზრახ არის დამახინჯებული ის ფაქტები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის ობიექტურად გადაწყვეტისთვის.
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ცრუ“ ნიშნავს სინამდვილის შეგნებულ დამახინჯებას და შესაბამისი ორგანოსთვის თუ პირისთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. ამიტომ სამართალწარმოების პროცესში მონაწილე მოწმე ვერ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თუ დამტკიცდება, რომ მოწმის არასწორი ჩვენება დაფუძნებული იყო მის მიერ ფაქტის არასწორ აღქმაზე, მახსოვრობის დეფექტზე და სხვა მსგავს გარემოებებზე.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ზ---------------ეს ედავება, რომ მას შემდეგ, რაც იგი გაფრთხილებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, 2016 წლის 27 ივლისს, მოწმის სახით გამოკითხვისას მან მიუთითა, რომ 2016 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ „ა-------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან „თ-–--თან“, რესტორნის სამმა თანამშრომელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ზ---------------ემ იგივე დაადასტურა 2016 წლის 28 სექტემბერს დაზარალებულის სტატუსით ინფორმაციის მიცემისას. გამოძიებისას არ დადასტურდა დანაშაულის ჩადენაში სამი პირის მონაწილეობა, რის გამოც ორი მათგანის მიმართ შეწყდა დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო ერთის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ზ---------------ის ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. მართალია, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით, 2016 წლის 25 ივლისს, რესტორან „თ-–--ში“ მომხდარი დაპირისპირების დროს, ტ------–-----–--–-–---–ი და გ--–-----------ე არ მონაწილეობდნენ ზ---------------ის ფიზიკურ შეურაცხყოფაში, თუმცა აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ზ---------------ის მკურნალი ექიმის - მოწმე გ---------–---–ის ჩვენების იმ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ ზ---------------ეს შემოწმებისას დაუდგინა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი, ამასთან ადგილი ჰქონდა ჰორიზონტალურ ნისტაგმს, რაც ნიშნავს თვალის კაკლების უნებლიე მოძრაობას, რა დროსაც შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს გაორების ნიშნები და მეხსიერების დაქვეითება. დიაგნოზს კიდევ უფრო ამძიმებს პაციენტის სიმთვრალე, რასაც ადგილი ჰქონდა ზ---------------ის შემთხვევაში. შესაბამისად, მოცემული ჩვენების მხედველობაში მიღებით, იმის უტყუარად დადასტურება, რომ ზ---------------ემ გამოძიებას და სასამართლოს შეგნებულად მიაწოდა არასწორი ინფორმაცია და ადგილი არ ჰქონდა მისი მხრიდან საგნის გაორებას ან მომხდარის არასწორად აღქმის ფაქტს, რაც როგორც უკვე აღინიშნა, შესაძლოა, ახასიათებდეს ტვინის შერყევას, თუ პაციენტს აღენიშნება ჰორიზონტალური ნისტაგმი, რა დროსაც შეიძლება პირს ჰქონდეს გაორების ნიშნები და მეხსიერების დაქვეითება, მითუფრო მაშინ, თუ ის იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში. ის, რომ ზ---------------ემ განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და სასამართლოს, არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ისინი საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევიან კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე შ-------–---–----ის ჩვენებაზე, რომელმაც ზ---------------ეს ჩაუტარა ოპერაცია. მისი ჩვენებით, ბრალდებულს ჰქონდა ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობა. ცხვირი იყო დეფორმირებული და არსებობდა ჰემატომა. ბრალდებულ ზ---------------ის ჩვენებით კი, რესტორან „თ-–--ში“ იმყოფებოდა მეუღლესთან და მეგობარ გ----------------–თან ერთად. რესტორანში ყოფნის პერიოდში, კერძოდ, გარე კარსა და დარბაზში შესასვლელ შიდა კარს შორის სივრცეში დაცვის თანამშრომლებმა: ფ-------- და ტ------–-----–--–-–---–ებმა და დირექტორმა გ--–-----------ემ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გაუტყდა ცხვირი და მიიღო ტვინის შერყევა. ამასთან, რესტორნის გარეთ, ბენზინგასამართ სადგურ „ვ-----–თან“ დაცვის თანამშრომელმა ხელი გაარტყა ერთხელ მარცხენა მხარეს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით კი დასტურდება, რომ ფ-------------–--–-–---–მა ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში, მარცხენა მხარეს, ქვედა ყბისა და ყურის მიმართულებით, რა დროსაც ზ---------------ე წაბორძიკდა, მარჯვენა მხრით მიეჯახა იქვე არსებულ კედელს, მოტრიალდა და გაემართა კვლავ რესტორან „თ-–--ის“ კიბის მიმართულებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ვიდეოჩანაწერით და ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება ზ---------------ისთვის ცხვირის არეში დარტყმის ან ცხვირის რაიმე ბლაგვ საგანზე მირტყმის ფაქტი. ამასთან, ვიდეოჩანაწერის მიხედვით, მაშინვე იქნა გამოცხადებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რის შემდეგაც მოხდა ზ---------------ის საავადმყოფოში გადაყვანა და ოპერაციის გაკეთება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებულის ჩვენებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორანში შესასვლელ გარე კარსა და დარბაზში შესასვლელ შიდა კარს შორის სივრცეში. აღნიშნული ადგილი კი საერთოდ არ ფიქსირდება ვიდეოჩანაწერში, ხოლო მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნულ სივრცეში არ არის დამონტაჟებული ვიდეოგადამღები მოწყობილობა, ე.წ. „ვიდეოთვალი“. ვიდეოკონტროლი ხორციელდება მხოლოდ დარბაზში და რესტორნის გარეპერიმეტრზე.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ჯ-------------–--ს ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც, მან სწორედ წარდგენილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების შემდეგ მიიჩნია, რომ ზ---------------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა, გარდა ფ-------------–--–-–---–ისა, არავის მიუყენებია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობაში, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, მოიაზრება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, სახეზეა ბრალდებულ ზ---------------ის მიერ მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მტკიცებულებათა აშკარაობის, დამაჯერებლობის და ერთობლიობის კუთხით, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და იქნებოდა აღნიშნული ბრალდებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზე, რაც უტყუარად დაადასტურებდა პირის ბრალეულობას ამა თუ იმ ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნა ემყარება.
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში, რაც უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირი მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ---------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც იგი ამ მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უნდა იქნეს ცნობილი უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ზ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევი არ არის, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულება, ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შესაბამისად, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, ხოლო და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით - ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულთა ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ზ---------------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (04 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში უნდა დაენიშნოს არასაპატიმრო სასჯელები - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. მათი ოდენობა კი, უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად. ამასთან, ზ---------------ეს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზ---------------ე 2016 წლის 23 მაისიდან - იმავე წლის 26 მაისის ჩათვლით, იმყოფებოდა პატიმრობაში, რის გამოც მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი, ვინაიდან თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო და ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ააიპ ,,ს------------------–-------------------------–---ის“ ოფისის ჩხრეკისას ამოღებული იარაღი, მჭიდით, ერთი ვაზნითა და სარეგისტრაციო მოწმობით, ასევე ავტობუსის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვლები, პლასტმასის ჭიქა და მოყვითალო ფერის სითხე; ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ბოთლი წარწერით ,,ზედაზენი“, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–--------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ავტობუსის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი ორ დისკზე; სს ,,პ------------------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ააიპ ,,ს------------------–-------------------------–---ის“ ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების თაობაზე, გადატანილი დისკზე; მოწმე ლ--------–--ას მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების ამსახველი ჩანაწერი, გადატანილი დისკზე; რესტორან ,,თ-–--ის“ შიდა და გარე კამერების ჩანაწერები, გადატანილი ორ დისკზე და ბენზინგასამართ სადგურ ,,ვ-----–ის“ კამერის ჩანაწერი, გადატანილი დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ---------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 23 მაისიდან - იმავე წლის 26 მაისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ-–-------–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 23 მაისიდან - იმავე წლის 26 მაისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ--------------–--ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 23 მაისიდან - იმავე წლის 26 მაისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ-----–----------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 23 მაისიდან - იმავე წლის 26 მაისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ-----------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 23 მაისიდან - იმავე წლის 26 მაისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 23 მაისიდან - იმავე წლის 26 მაისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზ---------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების - ლ-–-------–-–---–ის, გ--------------–--ის, გ-----------------–---–ის ეპიზოდები) და იმავე კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 26 მაისის განჩინებით, ზ---------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა კანონით დადგენილ ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ ზ---------------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
მსჯავრდებულ ზ---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის - ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ააიპ ,,ს------------------–-------------------------–---ის“ ოფისის ჩხრეკისას ამოღებული იარაღი, მჭიდით, ერთი ვაზნითა და სარეგისტრაციო მოწმობით, ასევე ავტობუსის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვლები, პლასტმასის ჭიქა და მოყვითალო ფერის სითხე; ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ბოთლი წარწერით ,,ზედაზენი“, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–--------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ავტობუსის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი ორ დისკზე; სს ,,პ------------------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ააიპ ,,ს------------------–-------------------------–---ის“ ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების თაობაზე, გადატანილი დისკზე; მოწმე ლ--------–--ას მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების ამსახველი ჩანაწერი, გადატანილი დისკზე; რესტორან ,,თ-–--ის“ შიდა და გარე კამერების ჩანაწერები, გადატანილი ორ დისკზე და ბენზინგასამართ სადგურ ,,ვ-----–ის“ კამერის ჩანაწერი, გადატანილი დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნათია გუდაძე