გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
330210018002618172
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/26037-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27.11.2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

მოსარჩელე: შპს „ე----------“

წარმომადგენელი: მ-----------–---–ი

მოპასუხე: შპს „დ------------–---–----------–-----–------ი“

წარმომადგენელი: ზ--------------–---–ი

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „დ------------–---–----------–-----–------ი“-ს დაეკისროს შპს „ე----------“ სასარგებლოდ 8 906 ლარის გადახდა;

1.2. შპს „დ------------–---–----------–-----–------ი“-ს დაეკისროს შპს „ე----------“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მიზნით246,90 ლარის გადახდა;

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 27 დეკემბრიდან - 2018 წლის 6 ივლისის ჩათვლით მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს 9 336 ლარის ღირებულების პროდუქცია, საიდანაც მოპასუხეს ანაზღაურებული აქვს მხოლოდ 430 ლარი. შესაბამსად, მისი დავალიანება შეადგენს 8 906 ლარს. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევამ გამოიწვია ზიანი 246,90 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია

2018 წლის 14 სექტემბერს შპს „დ------------–---–----------–-----–------ი“-მ წარმოადგინა შესაგებელი, რითიც სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არა აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ზიანის არსებობას.

2018 წლის 27 ნოემბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხმე ცნო სარჩელი ძირითადი მოთხოვნის - 8 906 ლარის ნაწილში.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. შპს „დ------------–---–----------–-----–------ი“-ს და შპს „ე----------“-ის შორის არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში 2017 წლის 27 დეკემბრიდან - 2018 წლის 6 ივლისის ჩათვლით მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს 9 336 ლარის ღირებულების პროდუქცია.

3.1.2. აღნიშნული შესრულების ფარგლებში შპს „დ------------–---–----------–-----–------ი“-ს გადახდილი აქვს 430 ლარი.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა შპს „ე----------“-ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ იგი ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს;

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხემ სარჩელი 2018 წლის 27 ნოემბერს მოპასუხემ ცნო სარჩელი მოთხოვნილი ძირითადი დავალიანება - 8 906 ლარის ნაწილში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ე----------“-ის სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია.

6.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს „ე----------“-ის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების სამართალი ამკვიდრებს პრინციპს, რომ "არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს ზიანის ანაზღუარების პირობებში". მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული.

ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ, მიუღებელი შემოსავალი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ფაქტების საკმარისობის კონტექსტით და არა აბსტრაქტული შინაარსით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ამგვარი პოზიცია მიუღებელი შემოსავალის ოდენობასთან მიმართებით აბსტრაქტულ ხასიათს ატარებს და არ ასახავს იმ რეალურ ვითარებას, რომელიც იარსებებდა მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში. მის მიერ მიუღებელი შემოსავლის ოდენობად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არ შეესაბამება მიუღებელი შემოსავლის კანონისმიერ განმარტებას. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამგვარი გარემოება საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით არ იკვეთება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გააჩნდა შესაძლებლობა განეთავსებინა მიღებული თანხები საბანკო ანგარიშებზე, არ გულისხმობს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება გახდებოდა მისთვის დამატებითი მოგების წყარო.

აქედან გამომდინარე, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელი მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ძირითადი მოთხოვნის 8 906 ლარის ნაწილში.

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან შპს „ე----------“-ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არ დაკმაყოფილდა მოპასუხეს არ ეკისრება მისი პროპორციული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

რაც შეეხება, მოთხოვნას იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ნაწილში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4% -მდე 300 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ე----------“-ის სარჩელი შპს „დ------------–---–----------–-----–------ი“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. შპს „დ------------–---–----------–-----–------ი“-ს დაეკისროს შპს „ე----------“-ის სასარგებლოდ 8 906 ლარის გადახდა;

2. შპს „ე----------“-ის სარჩელი შპს „დ------------–---–----------–-----–------ი“-ს მიმართ მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. შპს „ე----------“-ის დაუბრუნდეს ნაცნობი მოთხოვნის პროპორციულად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 276 ლარიდან - 268,55 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ს/ს „-------------“, ს/კ 300773150;

4. შპს „დ------------–---–----------–-----–------ი“-ს დაეკისროს შპს „ე----------“-ის სასარგებლოდ, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები 300 ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე ზაზა მარტიაშვილი