განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2----18
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქე-------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გი---------------ე (დაბადებული - 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ-------–-----------------------------------------------------);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (16 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (7 ეპიზოდი).
დისპოზიცია: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (16 ეპიზოდი);
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (7 ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1. 2016 წლის 25 ივნისს, შპს „4-------------“ მოქალაქე ირ--------------მა აიღო სესხი 650 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 19 ოქტომბრიდან 2017 წლის 21 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ირ--------------ს 130 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 130 ლარის მატერიალური ზიანი.
2. 2015 წლის 15 აპრილს, შპს „4-------------“ მოქალაქე ლა--------------მ აიღო სესხი 650 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ლა--------------ს 153 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 153 ლარის მატერიალური ზიანი.
3. 2015 წლის 9 მარტს, შპს „4-------------“ მოქალაქე ნა----–--–-----–---მ აიღო სესხი 605 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან, 2017 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში, ნა----–--–-----–---ს, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, 100 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 100 ლარის მატერიალური ზიანი.
4. 2015 წლის 27 მაისს, შპს „4-------------“ მოქალაქე ნო------–-–--–---მ აიღო სესხი 465 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან, 2017 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში, ნო------–-–--–--ის შვ--–----------–-–--–--ეს, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით 93 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 93 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
5. 2015 წლის 06 ივლისს, შპს „4-------------“ მოქალაქე ალ------------------მ აიღო სესხი 400 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 21 დეკემბერს, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ალ------------------ს 50 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 50 ლარის მატერიალური ზიანი.
6. 2015 წლის 30 ივნისს შპს „4-------------“ მოქალაქე გა--------–---მა აიღო სესხი 450 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 13 ოქტომბრიდან 2017 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, გა--------–---ს 188 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 188 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
7. 2015 წლის 29 ივნისს, შპს „4-------------“ მოქალაქე ემ-----------–---–მა აიღო სესხი 350 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 27 სექტემბრიდან, 2017 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ემ-----------–---–ს 133 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 133 ლარის მატერიალური ზიანი.
8. 2015 წლის 27 აგვისტოს, შპს „4-------------“ მოქალაქე ვი-----------–-----მ აიღო სესხი 250 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ვი-----------–-----ს 123 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 123 ლარის მატერიალური ზიანი.
9. 2014 წლის 21 ნოემბერს შპს „4-------------“ მოქალაქე ზუ---------------–---–მა აიღო სესხი 300 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 22 სექტემბერს, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ზუ---------------–---–ს 52 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 52 ლარის მატერიალური ზიანი.
10. 2016 წლის 18 მარტს შპს „4-------------“, მოქალაქე იო--------------–---–მა აიღო სესხი 350 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 12 ოქტომბერს, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, იო--------------–---–ს 50 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 50 ლარის მატერიალური ზიანი.
11. 2016 წლის 18 მარტს, შპს „4-------------“ მოქალაქე იო------------–---–მა აიღო სესხი 350 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 6 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში, იო------------–---–ს ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, 105 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 105 ლარის მატერიალური ზიანი.
12. 2015 წლის 10 აგვისტოს, სს „პ-------------------------“ მოქალაქე ია------–---–მა აიღო სესხი 230 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 7 ნოემბრიდან, 2017 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით ია------–---–ს 77 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 77 ლარის მატერიალური ზიანი.
13. 2014 წლის 3 თებერვალს, სს „პ-----------------------“ მოქალაქე ან---------------მ აიღო სესხი 220 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 12 დეკემბერს, ვითომდა ან---------------ს სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით 53 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 53 ლარის მატერიალური ზიანი.
14. 2014 წლის 31 იანვარს, სს „პ-----------------------“ მოქალაქე ელ-----------------მ აიღო სესხი 170 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 29 ნოემბერს, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ელ-----------------ს 31 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 31 ლარის მატერიალური ზიანი.
15. 2015 წლის 28 იანვარს სს „პ-----------------------“ მოქალაქე რო------–--–---–მა აიღო სესხი 250 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 27 სექტემბრიდან 2017 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, რო------–--–---–ს 153 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 153 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
16. 2013 წლის 27 მაისს, სს „პ-----------------------“ მოქალაქე მი----–------–---–მა აიღო სესხი 400 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 16 ნოემბერს ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, მი----–------–---–ს 51 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 51 ლარის მატერიალური ზიანი.
17. 2013 წლის 18 ივლისს, სს „პ-----------------------“ მოქალქე თე----------–---–მა აიღო სესხი 1700 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით თე----------–---–ის მეუღლეს ზუ-------------ეს 181 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 181 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
18. 2010 წლის 30 მარტს სს „პ-----------------------“ მოალაქე ლე--–--------–---–მა აიღო სესხი 5000 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 18 ოქტომბრიდან, 2017 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ლე--–--------–---–ს 62 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 62 ლარის მატერიალური ზიანი.
19. 2014 წლის 10 ივლისს სს „პ-----------------------“ მოქალაქე ლე-----------------მ აიღო სესხი 2500 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2017 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ლე-----------------ს 496 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 496 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
20. 2014 წლის 25 ივნისს, სს „პ-----------------------“ მოქალაქე ან----------------–მა აიღო სესხი 1550 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 30 სექტემბრიდან, 2017 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდში, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით ან----------------–ს 300 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 300 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
21. 2012 წლის 22 ნოემბერს, სს „პ-----------------------“ მოქალაქე ირ---–--------------მა აიღო სესხი 1900 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 9 ნოემბერს, ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, ირ---–--------------ს 30 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 30 ლარის მატერიალური ზიანი.
22. 2014 წლის 17 მარტს, სს „პ-----------------------“ მოქალაქე კა-------------მ აიღო სესხი 150 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 2017 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში, კახაბერ სანაძის მეუღლეს ინ-------–--ეს ვითომდა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით, 97 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშებზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 97 ლარის მატერიალური ზიანი.
23. 2014 წლის 30 მარტს, სს „პ-----------------------“ მოქალაქე ნო-------------მ აიღო სესხი. გადაუხდელობის გამო აღნიშნული სესხი მართვის მიზნით გადაეცა შპს „---------------–--–----–--------–-------. შპს „---------------–--–----–--------–-------- პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრის სპეციალისტმა გი---------------ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2017 წლის 21 სექტემბრიდან 2017 წლის 20 დეკემბრამდე, ვითომდა ნო-------------ს სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით 544 ლარი ჩაარიცხინა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 544 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გი---------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
გი---------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების: ირ--------------ის, ლა-------------ის, ნა----–--–-----–--ის, არ-----–-–--–--ის, ალ-----------------ის, გა--------–---ის, ემ-----------–---–ის, ვი-----------–----ის, ზუ--------------–---–ის, იო--------------–---–ის, იო------------–---–ის, ია------–---–ის, ან---------------ს, ელ----------------ის, რო------–--–---–ის, მი----–------–---–ის, ზუ-------------ის, ლე--–--------–---–ის, ლე----------------ის, ან----------------–ის, ირ---–--------------ის, ინ-------–--ის და ნო------------ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების: და-----------–---–-ს, ჯა------–---ს, ზვ-----------–--ს, ვე----------------ს, გი---------ს, ბე------–--------ს, მა--------–--–---ს, ელ----------------–-–---–-ს, ნუ–-------------–---–-ს, ლუ---–----ას, რა-----------–---–-ს, რო------–--–---–ის და და-------------ს გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო მოქმედების - ამოღების ოქმები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ხელწერის ნიმუშის აღების ოქმებს, გრაფიკული და დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, ფინანსური ექსპერტიზის დასკვნას და ბრალდებულ გი---------------ის გამოკითხვის ოქმს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( შემდეგში- სსკ) 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ გი---------------ე თაღლითურად, მოტყუებით (მცდარი ინფორმაციის მიწოდების გზით) დაეუფლა ირ--------------ის, ლა-------------ის, ნა----–--–-----–--ის, არ-----–-–--–--ის, ალ-----------------ის, გა--------–---ის, ემ-----------–---–ის, ვი-----------–----ის, ზუ--------------–---–ის, იო--------------–---–ის, იო------------–---–ის, ია------–---–ის, ან---------------ს, ელ----------------ის, რო------–--–---–ის, მი----–------–---–ის, ზუ-------------ის, ლე--–--------–---–ის, ლე----------------ის, ან----------------–ის, ირ---–--------------ის, ინ-------–--ის და ნო------------ის კუთვნილ ფულად თანხებს, რის შედეგადაც ზოგიერთ მათგანს, კერძოდ ლა--------------ს, გა--------–---ის, რო------–--–---–ს, ზუ-------------ეს, ლე-----------------ს, ან----------------–ის და ნო-------------ს მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი (მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი მნიშვნელოვანი ზიანის 150 ლარიან ზღვარს). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - მნიშვნელოვანი ზიანი, ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება- სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გი---------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (16 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (7 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რისთვისაც გი---------------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გი---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული [უნდა იყოს] თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც გი---------------ეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გი---------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გი---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ), იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, გამოხატავს მზაობას აუნაზღაუროს ზიანი დაზარალებულებს. ამასთან, გი---------------ის მიერ წარმოდგენილი ხელწერილების თანახმად, დგინდება, რომ დაზარალებულთა გარკვეულ ნაწილს აუნაზღაურა ზიანი, კერძოდ ვი-----------–-----ს 150 ლარის, ირ--------------ს 150 ლარის, ზუ-------------ეს 300 ლარის, ლე-----------------ს 650 ლარის, მი----–------–---–ს 50 ლარის, გი---------ს 30 ლარის ოდენობით. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულთა ნაწილს - მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს. სასამართლო დამატებით ითვალისწინებს გი---------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გი---------------ის წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა (გი---------------ეს ჰყავს ოთხი შვილი, სურს დასაქმება) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებებისა და ბრალდებულის დადებითი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია. შესაბამისად, გი---------------ეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გი---------------ის თითოეული ქმედებისათვის ჯარიმის ოდენობად განესაზღვროს 5 000 ლარი, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გი---------------ის მიერ ჩადენილია არაერთი განზრახი დანაშაული, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
· 4 ცალი დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გი---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (16 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (7 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ირ--------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნა----–--–-----–--ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ არ-----–-–--–--ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ალ-----------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ემ-----------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ვი-----------–----ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზუ---------------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ იო--------------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ იო------------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ია------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ან---------------ს ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ელ----------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მი----–------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლე--–--------–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ირ---–--------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ინ-------–--ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლა-------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გა--------–---ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ რო------–--–---–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზუ-------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლე----------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ან----------------–ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნო------------ის ეპიზოდი) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გი---------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნო------------ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (დაზარალებულების ირ--------------ის, ნა----–--–-----–--ის, არ-----–-–--–--ის, ალ-----------------ის, ემ-----------–---–ის, ვი-----------–----ის, ზუ---------------–---–ის, იო--------------–---–ის, იო------------–---–ის, ია------–---–ის, ან---------------ს, ელ----------------ის, მი----–------–---–ის, ლე--–--------–---–ის, ირ---–--------------ის, ინ-------–--ის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების ლა-------------ის, გა--------–---ის, რო------–--–---–ის, ზუ-------------ის, ლე----------------ის, ან----------------–ის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, გი---------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
გი---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· 4 ცალი დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი