განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
330100117002234017
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2- ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-–---------ა

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნ-----------–-–-ილი

ბრალდებული - რ------------–--ლი (პირადი #0----------), დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, მცხოვრები თ---–--–-, ამ----–---ს ქ----ში

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ცივი იარაღის ტარება, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 2- ოქტომბერს, თ---–--–-, ლ-------- ქ----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი რ------------–--ლი ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ

ცივი იარაღის ტარება

 

ბრალდებულმა რ------------–--ლმა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2017 წლის 2- ოქტომბერს, საღამოს, ჯიბეში ედო დანა, რომელიც ძმაკაცმა აჩუქა დაბადების დღესთან დაკავშირებით, რომელიც ჰქონდა მეორე დღეს.

 

მოწმეების - გ--------------სა და გ-------------–--ლის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებების თანახმად, 2017 წლის 2- ოქტომბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თ---–--–-, ლ-------- ქ----ის მიმდებარედ, შეაჩერეს რ------------–--ლი, რომელსაც ჩაუტარეს ზედაპირული შემოწმება. რ------------–--ლს პირადი გასინჯვისას ჯიბეში აღმოაჩნდა დანა, რომელიც ადგილზე დაილუქა და შემდეგ გაიგზავნა ექსპერტიზაზე. მიღებული დასკვნის თანახმად, აღნიშნული დანა წარმოადგენდა ცივ იარაღს. რ------------–--ლის განაცხადებით, დანა თავდაცვის მიზნით ჰქონდა.

 

პირის ზედაპირული შემოწმების ოქმის თანახმად, 2017 წლის 2- ოქტომბერს, თ---–--–-, ლ-------- ქ----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეჩერებულ იქნა მოქ. რ------------–--ლი, რა დროსაც შარვლის საქამრის მარცხენა მხრიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ფიქსატორიანი დანა, წარწერით ,,M--------‘‘.

 

2017 წლის 3- ოქტომბრის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #1---/ცი დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, რ------------–--ლისგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------ემ (რომლის მონაწილეობითვე მოხდა ნივთიერი მტკიცებულების სასამართლოში გამოკვლევა) და განმარტა, რომ საკვლევი ობიექტი ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა ქაღალდის პაკეტით, დალუქულ მდგომარეობაში, რომლის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. გახსნისას მასში აღმოჩნდა დანა, რომლის საერთო სიგრძე გაშლილ მდგომარეობაში იყო 2-3 მმ, დანის პირის სიგრძე - 85 მმ, ცალპირიანი, პირის ორმხრივი ალესვით. პირის მაქსიმალური სისქე იყო 2,5 მმ, მაქსიმალური სიგანე - 20 მმ. დანის პირი ჩამაგრებული იყო მოშავო ფერის ლითონის სახელურში, ჩამკეტი მექანიზნი დანის პირს გაშლილ მდგომარეობაში აფიქსირებდა მყარად, დამზადებული იყო ქარხნული წესით, იყო მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნებოდა ცივ იარაღთა კატოგერიას. გარდა შეკითხვისა - განეკუთვნებოდა თუ არა დანა ცივ იარაღთა კატეგორიას, სხვა შეკითხვა დასმული არ ყოფილა. შეინიშნებოდა თუ არა მასზე ცვეთის კვალი, ამ კუთხით კვლევა არ ჩაუტარებია, თუმცა ვიზუალური დათვალიერებით, დაკვირვების შედეგად, დანაზე შეინიშნება ცვეთის კვალი, საღებავიც აქვს აფხეკილი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით რ------------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, ზემოთ განხილული, რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, დადასტურებულია, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით ნასამართლევი რ------------–--ლი 2017 წლის 2- ოქტომბერს, 16:55 საათზე, თ---–--–-, ლ-------- ქ----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ატარებდა ცივი იარაღს - დანას.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ, მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა ბრალდებულ რატის სიმონიშვილის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დასჯადია ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონის მე-2 მუხლის ,,ო‘‘ პუნქტის თანახმად, ცივი იარაღი არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად.

 

ცივი იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში. მოცემულ შემთხვევაში, რ------------–--ლს დანა შენახული ჰქონდა შარვლის საქამრესთან, თ---–--–-, ლ-------- ქუჩაზე გადაადგილებისას, ე.ი. რ------------–--ლი ატარებდა ცივი იარაღს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს.

 

ამრიგად, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლი ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომლის არსებობის პიროებებშიც არ დაეკისრება პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ცივი იარაღის ტარებისათვის. ასეთი გარემოების არსებობის შესახებ კი არც თავად ბრალდებულს მიუთითებია და არც საქმის არსებითი განხილვის დროს არ გამოვლენილა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით რ------------–--ლი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულისათვის, რაც, ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ რ------------–--ლის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, როგორც ფაქტობრივ, ისე, სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ, მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა, რომ რ------------–--ლმა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით. შესაბამისად, მას მსჯავრი უნდა დაედოს დანაშაულის ჩადენისათვის მითითებული კვალიფიკაციით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ------------–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

რ------------–--ლის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე, ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გარკვეული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია, რადგანაც ცივი იარაღი წარმოადგენს ისეთ საშუალებას, რომლითაც შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ან მისი გამოყენება სხვა დანაშაულის ჩადენის საშუალებად, რის გამოც შერჩეული სასჯელის მეშვეობით მსჯავრდებულსა და სხვა პირზე უნდა განხორციელდეს კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე, სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც, ასევე, მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის სახის და ზომის შერჩევისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, რ------------–--ლი 2----–-–------------–-- განაჩენით მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულისათვის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ დამამძიმებელ გარემოებას - განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობას, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება.

 

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 3 (სამ) წლამდე ვადით.

 

სასამართლო განხილვისას ბრალდებულ რ------------–--ლის ეთიკური ქცევის, ასევე, მისი აღიარების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს, ასევე, იმ გარემოებას, რომ რ------------–--ლის მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამდენად, სასამართლო, ხელმძღვანელობს რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლითა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას როგორც სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რ------------–--ლის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მის მიმართ ამ დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, დანაშაულის საგანი - დანა უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 2-8-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 2-2-2-3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს რ------------–--ლის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის ვადით და საბოლოოდ რ------------–--ლს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ლარის ოდენობით.

 

რ------------–--ლს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

 

რ------------–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ცივი იარაღი დანა განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე