გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
820210017002227051
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№820210017002227051 (2-659/2017)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

მოსარჩელე - სს ,,კ------------ი”

წარმომადგენელი - რ---------–--–ი

მოპასუხე - თ-------–----–--ე

თ------–----–--ე

ტ------–-------ე

ნ-----–------------–--ე

დავის საგანი: სესხის სახით გაცემული თანხების უკან დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხეებს თ-------–----–--ეს (პ/ნ 6----------), თ------–----–--ეს (პ/ნ 6----------), ტ------–-------ეს (პ/ნ 6----------) და ნ-----–------------–--ეს (პ/ნ 6----------) სს „კ------------ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 26 594.65 (ოცდაექვსიათას ხუთასოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 65 თეთრი) ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეებს თ-------–----–--ეს (პ/ნ 6----------), თ------–----–--ეს (პ/ნ 6----------), ტ------–-------ეს (პ/ნ 6----------) და ნ-----–------------–--ეს (პ/ნ 6----------) სს „კ------------ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თნხის 847.84 (რვაასორმოცდაშვიდი ლარი და 84 თეთრი) ლარის გადახდა. საიდანაც 797.84 ლარი არის სარჩელის სასამართლოში წარდგენისათვის გადახდილი სახ.ბაჟი, ხოლო 50.00 ლარი კი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახ.ბაჟი.

 

1.3. მოპასუხეებს თ-------–----–--ეს (პ/ნ 6----------), თ------–----–--ეს (პ/ნ 6----------), ტ------–-------ეს (პ/ნ 6----------) და ნ-----–------------–--ეს (პ/ნ 6----------) სს სს „კ------------ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 211.00 (ორასთერთმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარის გადახდა - მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის - ამონაწერის განახლების (11 ლარი) და სარჩელის უზრუნველყოს შესახებ სასამართლო განჩინების სააღსრულებო ბიუროში წარდგენისას გადახდილი სააღსრულებო მოსაკრებლის თანხები - 200 ლარი;

 

1.4. მოპასუხეს თ-------–----–--ეს (პ/ნ 6----------), სს „კ------------ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 6 679.96 (ექვსიათას ექვსასსამოცდაცხრამმეტი ლარი და 96 თეთრი) ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის 200.40 (ორასი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

2016 წლის 22 ნოემბერს მხარეებს სს ,,მი----------------------------–------------ა" და მსესხებელ თ-------–----–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 24 000.00 (ოცდაოთხი ათასი) ლარი. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 36 თვეს (სესხის ხელშეკრულების 3.1. პუნქტი). სესხი იყო სარგებლიანი, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა ყოველთვიურ 1.72%. (სესხის ხელშეკრულება პუნქტი 3.8.) სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით (რომელიც თან ერთვის სესხის ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილია) სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 8 405.86 ლარს. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობაც (სესხის ხელშეკრულება მუხლი 5), რომელიც შეადგენდა 1 080.00 ლარს და ყოველწლიური საკომისიოს - 0.00 ლარს. მსესხებლს სესხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მსესხებლმა აიღო ვალდებულება საერთო ჯამში გადაუხადოს გამსესხებელს 33 485.86 ლარი, ყოველთვიურად, ყოველი თვის 24 რიცხვში 903.18 ლარის ოდენობით თანხების გადახდის გზით. ხელშეკრულების 3.9. პუნქტით გათვალისწინებულია ჯარიმები დაგვიანებაზე, რომლის მიხედვითაც მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა 5%-ის ოდენობით, მაგრამ არა ნაკლებ 5 ლარისა, ხოლო დარჩენილ მომდევნი გადაცილებილ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში; სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულია ხელშეკრულების დარღვევის პირობები, რომლის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხებისა და დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა. ხოლო 7.4. პუნქტის შესაბამისად: მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისოის, გადაუხდელობის გამო ყოველ გადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზრაურება.

 

სესხის ხელშეკრულების მე-8 მუხლით განსაზღვრულია ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და შედეგები. 8.2. პუნქტის შესაბამისად კი გამსესხებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელები მთლიანად და დარიცხული ჯარიმები;

 

2016 წლის 22 ნოემბერს მოპასუხეებთან თ------–----–--ესთან, ტ------–-------ესთან და ნ-----–------------–--ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებმაც აიღეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის თ-------–----–--ის მიერ 2016 წლის 22 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სესხის ძირითად თანხაზე 24 000.00 ლარზე, დარიცხულ სარგებელზე, სიცოცხლის სადაზღვევო პრემიაზე და ყოველწლიურ საკომისიოზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 33 486.00 ლარს. ასევე შესაძლო ჯარიმებზე და პირგასამტეხლოზე.

 

თავდებობის ხელშეკრულების 3.1. პუნქტით `თავდები ვალდებულია სოლიდარულად აგოს პასუხი გამსესხებლის წინაშე და დაფაროს დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ჰქონდა იძულებითი აღსრულების მცდელობას ,,ძირითადი მსესხებლის" მიმართ.

 

2016 წლის 1 დეკემბერს მოპასუხე თ-------–----–--ესა და სს „მი----------------------------–------------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება #1-------------, ნივთების განვადებით შეძენის მიზნით. მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 2 400.00 (ორი ათას ოთხასი) ლარი, რომელიც გაიცა ეროვნულ ვალუტაში და წარმოადგენდა შესაძენი ნივთის მთლიანი ღირებულების 2 400.00 (ორო ათას ოთხასი) ლარს, (სესხის ხელშეკრულება 2.2 პუნქტი). სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 18 თვეს; (სესხის ხელშეკრულების 2.4 პუნქტი). მსესხებელზე 2016 წლის 1 დეკემბერს გაცემული სესხი არის უპროცენტო. სესხის სახით გაცემული თანხების გადახდა თ-------–----–--ეს უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, რომლებიც თან ერთვის სესხის ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილია. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიაც, რომლის ოდენობაც შეადგენს 115.20 ლარს (სესხის ხელშეკრულება მუხლი 6) და ყოველწლიური საკომისიოს თანხა 219.30 ლარის ოდენობით. მოპასუხე თ-------–----–--ის სესხის ხელშეკრულებისა და სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად „გამსესხებლისათვის“ უნდა გადაეხადა საერთო ჯამში 2 734.50 ლარი, ყოველი თვის 24 რიცხვში 156.40 ლარის გადახდის გზით. სესხის ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულია ჯარიმები დაგვიანებაზე, რომლის მიხედვითაც სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არა ნაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0,27%-ის ოდენობით (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან).

 

სესხის ხელშეკრულებების მე-8 მუხლით გათვალისწინებულია ხელშეკრულების დარღვევის პირობები, რომლის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხებისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა.

 

2017 წლის 27 თებერვალს მოპასუხე თ-------–----–--ესა და სს „მი----------------------------–------------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება #1-------------, ნივთების განვადებით შეძენის მიზნით. მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 2 300.00 (ორი ათას სამასი) ლარი, რომელიც გაიცა ეროვნულ ვალუტაში და წარმოადგენდა შესაძენი ნივთის მთლიანი ღირებულებას 2 300.00 (ორიათასსამასი) ლარს (სესხის ხელშეკრულება 2.2 პუნქტი). სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 18 თვეს; (სესხის ხელშეკრულების 2.4 პუნქტი). მსესხებელზე 2017 წლის 27 თებერვალს გაცემული სესხი არის უპროცენტო. სესხის სახით გაცემული თანხების გადახდა თ-------–----–--ეს უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, რომლებიც თან ერთვის სესხის ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილია.

 

სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიაც, რომლის ოდენობაც შეადგენს 105.30 ლარს (სესხის ხელშეკრულება მუხლი 6) და ყოველწლიური საკომისიოს თანხა 201.40 ლარის ოდენობით. მოპასუხე თ-------–----–--ის სესხის ხელშეკრულებისა და სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად „გამსესხებლისათვის“ უნდა გადაეხადა საერთო ჯამში 2 615.70 ლარი, ყოველი თვის 8 რიცხვში 149.60 ლარის გადახდის გზით. სესხის ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულია ჯარიმები დაგვიანებაზე, რომლის მიხედვითაც სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არა ნაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0,27%-ის ოდენობით (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან).

სესხის ხელშეკრულებების მე-8 მუხლით გათვალისწინებულია ხელშეკრულების დარღვევის პირობები, რომლის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხებისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა.

 

გარდა აღნიშნულისა 2015 წლის 30 ივლისს, მოპასუხე თ-------–----–--ესთან და „შპს მი----------------------------–------------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება #c--------- (განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ). აღნიშნული ხელშეკრულების პირველი პუნქტით განსაზღვრულია ხელშეკრულების საგანი, რომლის მიხედვითაც თ-------–----–--ეზე გაიცა ლოკალური განვადების ბარათი ნომრით #1---------------, რომლის მეშვეობით სესხად აღებული თანხით/ებით „ბარათის მიმღები“ შეიძენს ნივთს/ებს ხელშეკრულების დანართი 1-ით განსაზღვრულ მაღაზიებში. „განვადების ბარათის“ გადაცემა დასტურდება მიღება - ჩაბარების აქტით. ხელშეკრულების პირველი პუნქტით ასევე განსაზღვრულია ხელშეკრულების პირობები, რომლის ძირითადი პირობებია: მსესხებელ თ-------–----–--ეზე გადაცემული ,,განვადების ბარათზე“ ლიმიტის მოცულობა მოცემულია 1.1 პუნქტში, რომლის ოდენობაც შეადგენდა 1 000.00 (ერთი ათასი) ა.შ.შ. დოლარს. „განვადების ბარათის“ მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს, ხოლო „განვადების ბარათზე“ არსებული ლიმიტის განაღდების ვადა კი შეადგენდა 1 თვეს რომლიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 8 თვემდე (1.3. პუნქტი); გამოყენებული თანხის სარგებელი მოცემულია დანართი 3-ის მე-2 პუნქტში და არის 1.5% თვეში; აქვე განასაზღვრულია ტრანზაქციის და „განვადების ბარათის“ გამოყენების საკომისიოს ოდენობები. ამასთან საკომისოების სახით გადასახდელი თანხების გადახდა ხორციელდება გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ პირველ გადასახდელ ძირ თანხასთან ერთად (ხელშეკრულების 1.8. პუნქტი).

 

ხელშეკრულების 1.13 პუნქტით განსაზღვრულია შემდეგი: „განვადების ბარათით“ ამ ბარათზე არსებული ლიმიტის ფარგლებში ნივთების შეძენა განიმარტება, როგორც სესხი, სადაც „ბარათის გამცემი“ (ამ შემთხვევაში შპს „მისო კრედო“) წარმოადგენს „გამსესხებელს“, ხოლო „ბარათის მიმღები“ (ამ შემთხვევაში მოპასუხე თ-------–----–--ე) კი „მსესხებელს“. ერთ დღეს ნივნთის/ების შეძენის მიზნით „გავადების ბარათზე“ არსებული ლიმიტიდან ჩამოჭრილი თანხები განიხილება, როგორც ერთი სესხი.

 

ხელშეკრულების დანართი 3-ის მე-4 პუნქტის შესაბამისად ყოველი სესხსის ვადაა 12 თვე. ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად კი განვადების დაფარვა მოხდება ბარათზე არსებული თანხის ყოველი განაღდებიდან 13 თვის ვადაში, „ბარათის გამცემი“-ს მიერ „ბარათის მიმღებისათვის“ გადახდის გრაფიკით/ებით გათვალისწინებულ პირველ გადახდამდე რამოდენიმე დღით ადრე სმს-ის საშუალებით გაგზავნილი გადასახდელი თანხის ოდენობისა და გადახდის თარიღის შესახებ შეტყობინების მიხედვით. შეტყობინების გაგზავნა ხორცილედება „ბარათის მიმღების“ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე. პუნქტი მე-6 პუნქტის შესაბამისად გადახდის გრაფიკით ყოველთვიური გადასახდელი მოიცავს გამოყენებული თანხის ერთ მეთორმეტედ ნაწილს, დარიცხულ სარგებელს, სადაზღვეო შენატანს, საკომისიოებს, სმს-ით მომსახურების საფასურს და გადახდის დღეს, რომელიც მხარეთა მიერ განისაზღვრა ყოველი თვის 08 რიცხვი.

 

ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტებით განსაზღვრულია დაზღვევის პირობები, რომლის მიხედვითაც „ბარათის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების მოქედების მთელი პერიოდის განმავლობაში დააზღვიოს სიცოცხლე, შესაბამისად „ბარათის მიმღები“ ვალდებულია დროულად და სრულად განახორციელოს სადაზღვევო თანხების გადახდა.

 

ხელშეკრულების 5.1. და 5.2. პუნქტებით განსაზღვრულია ჯარიმები დაგვიანებაზე, რომლის მიხედვითაც სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ გადაუხდელ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი თანხის 5%, არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო დარჩენილ მომდევნო ყოველ გადაუხდელ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27%-ის ოდენობით. (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან)

 

ხელშეკრულების 6.1. – 6.4 პუნქტებით განსაზღვრულია ხელშეკრულების დარღვევის პირობები, ერთ-ერთ პირობას კი წარმოადგენს გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ დროს და განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა.

 

მოპასუხე თ-------–----–--ის მიერ მასზე გადაცემული „განვადების ბარათი“ (რომლის ლიმიტის მოცულობაც 1 000.00 ა.შ.შ. დოლარს შეადგენდა) გამოყენებულ იქნა ორჯერ კერძოდ:

 

2017 წლის 25 თებერვალს მოპასუხის თ-------–----–--ის მიერ მასზე გადაცემული „განვადების ბარათიდან“ ჩამოჭრილ იქნა თანხები მაღაზია „ი-------------ე“-ში და შეიძინა საერთო ჯამში 550.00 ლარის ღირებულების ნივთები; აღნიშნულ ტრანზაქციებზე 2017 წლის 27 თებერვალს გაიცა სესხი 553.00 ლარის ოდენობით. „მსესხებლის“ მიერ სს „მისო კრედოსათვის“ გადასახდელი თანხის ოდენობამ 2017 წლის 27 თებერვლის სესხზე (ძირ თანხასთან, სარგებელთან, სიცოცხლის სადაზღვეო პრემიასთან, და საკომისიოსთან ერთად) შეადგინა 656.14 ლარი, რომლის გადახდაც მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა 12 თვის ვადაში, ყოველთვიურად (ყოველი თვის 24 რიცხვში) პირველ გადახდაზე 54.68 ლარის ოდენობით თანხების გადახდის გზით;

 

2017 წლის 25 თებერვალს მოპასუხის თ-------–----–--ის მიერ მასზე გადაცემული „განვადების ბარათიდან“ ჩამოჭრილ იქნა თანხები მაღაზია შპს „დ------------“-ში და შეიძინა საერთო ჯამში 1 750.00 ლარის ღირებულების ნივთები; აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2017 წლის 27 თებერვალს გაიცა სესხი 1 753.00 ლარის ოდენობით. „მსესხებლის“ მიერ სს „მისო კრედოსათვის“ დადასახდელი თანხის ოდენობამ 2017 წლის 27 თებერვლის სესხზე (ძირ თანხასთან,სარგებელთან, სიცოცხლის სადაზღვეო პრემიასთან, და საკომისიოსთან ერთად) შეადგინა 2 079.94 ლარი, რომლის გადახდაც მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა 12 თვის ვადაში, ყოველთვიურად (ყოველი თვის 24 რიცხვში) 173.33 ლარის ოდენობით თანხების გადახდის გზით.

 

მსესხებლის თ-------–----–--ის მიერ სისტემატიურად ხედებოდა, როგორც 2016 წლის 22 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების, ასევე 2016 წლის 1 დეკემბესრ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების #1------------- (რომლის მიხედვითაც მსესხებელმა სესხად მიიღო 2 400.00 ლარი), 2017 წლის 27 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების #1------------- (რომლის მიხედვითაც მსესხებელმა სესხად მიიღო 2 300.00 ლარი) და 2015 წლის 30 ივლისს გაფორმებული #c--------- (განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა, კერძოდ თანხების დაგვიანებით და არასრულად გადახდა, ხოლო 2017 წლის ივლისის შემდგომ თ-------–----–--ეს თანხების გადახდა აღარ უწარმოებია არც ერთ სესხზე გადახდის გრაფიკით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. თავიანთი ვალდებულებები არ შეასრულეს ასევე თ-------–----–--ის თავდებებმა ნ-----–------------–--ემ, ტ------–-------ემ და თ------–----–--ემ.

 

გამომდინარე იქედან, რომ მსესხებლის მიერ ხდებოდა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხების დაგვიანებით გადახდა, ხოლო 2017 წლის ივლისის შემდგომ საერთოდ არ შესრულებულა ვალდებულება, რამდენჯერმე მოხდა როგორც ძირითადი მსესხებლის, ასევე თავდებების გაფრთხილება ვალდებულების შესრულებაზე და მიუხედავად არაერთგზის როგორც ძირითადი მსესხებლის, ასევე მისი თავდები პირების როგორც ზეპირი ასევე წერილობითი გაფრთხილებისა ვალდებულება დღემდე არ არის შესრულებული. შესაბამისად აღნიშნული გარემოება გახდა სასამართლოში სარჩელის აღძვრისა.

 

მოპასუხეების თ-------–----–--ის, ნანული მორთულაძის, ტ------–-------ის და თ------–----–--ის დავალიანება 2016 წლის 22 ნოემბრის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეადგენს: 26 594.65 ლარს; საიდანაც გადაუხდელი ძირი თანხა არის 19 865.36 ლარი; დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი – 5 339.06 ლარი; დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვეო პრემია – 840.00 ლარი; ყოველწლიური საკომისიო შეადგენს 000.00 ლარს; დარიცხული ჯარიმა პირველ ვადაგადაცლებულ დღეზე შეადგენს 113.97 ლარს, ხოლო ჯარიმა ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღეზე, სესხის ხელშეკრულების 3.9. პუნქტის შესაბამისად) -0.27% ოდენობით კი შეადგენს – 436.26 ლარს.

 

2016 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან #1------------- (განვადებით ნივთების შეძენის შესახებ); 2017 წლის 27 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან #1------------- (განვადებით ნივთების შეძენის შესახებ) და 2015 წლის 30 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან #c--------- (განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ) გამომდინარე - დავალიანება საერთო ჯამში შეადგენს 6 679.96 (ექვსიათას ექვსასსამოცდაცხრამმეტი ლარი და 96 თეთრი) ლარს.

 

2016 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან #1------------- (განვადებით ნივთების შეძენის შესახებ) გამომდინარე დღეის მდგომარეობით საერთო ჯამში შადგენს 2 090.88 ლარს; საიდანაც გადაუხდელი ძირი თანხა არის 1 800.00 ლარი, დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი - 00,000 დოლარი (ვინაიდან სესხი ამ შემთხვევაში იყო უპროცენტო); დაზღვევის თანხა შეადგენს 76.80 ლარს, დარიცხული ჯარიმა პირველ ვადაგადაცლებულ დღეზე შეადგენს 37.50 ლარს, ხოლო ჯარიმა ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღეზე, სესხის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად) - 0.27% კი შეადგენს – 176.58 ლარს;

 

2017 წლის 27 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან #1------------- (განვადებით ნივთების შეძენის შესახებ) გამომდინარე დღეის მდგომარეობით საერთო ჯამში შადგენს 2 490.47 ლარს; საიდანაც გადაუხდელი ძირი თანხა არის 2 156.25 ლარი, დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი-00,000 დოლარი (ვინაიდან სესხი ამ შემთხვევაში იყო უპროცენტო); დაზღვევის თანხა შეადგენს 86.94 ლარს, დარიცხული ჯარიმა პირველ ვადაგადაცლებულ დღეზე შეადგენს 43.13 ლარს, ხოლო ჯარიმა ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღეზე, სესხის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად) -0.27% კი შეადგენს – 204.15 ლარს;

 

2015 წლის 30 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან #c--------- (განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ) გამომდინარე, დღეის მდგომარეობით საერთო ჯამში შეადგენს: 2 098.61 ლარს; საიდანაც გადაუხდელი ძირი თანხა არის 1 537.36 ლარი; დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი - 239.82 ლარი; დაზღვევის თანხა შეადგენს 46.66 ლარს; დარიცხული ჯარიმა პირველ ვადაგადაცლებულ დღეზე შეადგენს 48.04 ლარს, ხოლო ჯარიმა ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 150 დღეზე, სესხის ხელშეკრულების 5.1. პუნქტის შესაბამისად) -0.27% კი შეადგენს – 226.73 ლარს;

 

საქმის სასამართლო განხილვისას მოსარჩელემ უარი განაცხადა მოპასუხეებზე სს „კ------------ი“-ს სასარგებლოდ 200.00 ლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ ტ------–-------ემ სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არასწორია ვინაიდან მას როგოც თავდებს სოლიდარულად არ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხების გადახდა. მისი მოსაზრებით თანხის გადახდა უნდა დაეკისროს უშუალოდ მსესხებელ თ-------–----–--ეს, რომელმაც მიიღო სასესხო კაპიტალი და მისი ამოღება უნდა განხორციელდეს მისი პირადი შემოსავლებიდან და უძრავ-მოძრავი ქონებიდან.

 

მოპასუხეებს თ-------–----–--ეს, თ------–----–--ეს და ნ-----–------------–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე ნ-----–------------–--ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე ტ------–-------ემ ნაწილობრივ სცნო სარჩელი 24 000 ლარის ნაწილში.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხეებმა თ------–----–--ემ და თ-------–----–--ემ სრულად სცნეს სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 22 ნოემბერს მხარეებს სს ,,მი----------------------------–------------ა" და მსესხებელ თ-------–----–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 24 000.00 (ოცდაოთხი ათასი) ლარი. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 36 თვეს (სესხის ხელშეკრულების 3.1. პუნქტი). სესხი იყო სარგებლიანი, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა ყოველთვიურ 1.72%. (სესხის ხელშეკრულება პუნქტი 3.8.) სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით (რომელიც თან ერთვის სესხის ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილია) სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 8 405.86 ლარს. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობაც (სესხის ხელშეკრულება მუხლი 5), რომელიც შეადგენდა 1 080.00 ლარს და ყოველწლიური საკომისიოს - 0.00 ლარს. მსესხებლს სესხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მსესხებლმა აიღო ვალდებულება საერთო ჯამში გადაუხადოს გამსესხებელს 33 485.86 ლარი, ყოველთვიურად, ყოველი თვის 24 რიცხვში 903.18 ლარის ოდენობით თანხების გადახდის გზით. ხელშეკრულების 3.9. პუნქტით გათვალისწინებულია ჯარიმები დაგვიანებაზე, რომლის მიხედვითაც მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა 5%-ის ოდენობით, მაგრამ არა ნაკლებ 5 ლარისა, ხოლო დარჩენილ მომდევნი გადაცილებილ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში; სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულია ხელშეკრულების დარღვევის პირობები, რომლის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხებისა და დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 3-30);

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-38)

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 40-41)

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 43-44)

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 46-47)

- გაფრთხილება დავალიანების დაფარვაზე (ს.ფ. 49-61)

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 63-65)

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 68-72)

- ხელშეკრულებ (ს.ფ. 74-78

 

3.2.2. 2016 წლის 22 ნოემბერს, შპს ,,მი----------------------------–------------ა” და მოპასუხეებს თ------–----–--ეს, ნ-----–------------–--ეს და ტარიელ ბერძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლებმაც აიღეს ვალდებულება სოლიდარულად აგონ პასუხი სესხის თანხის სარგებელთან და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის მსესხებლის მიერ გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელთან ერთად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 3-30);

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-38)

- თ------–----–--ის განცხადება თავდებობის შესახებ (ს.ფ.34)

- თ------–----–--ის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 40-41)

- ნ-----–------------–--ის განცხადება თავდებობის შესახებ (ს.ფ.42)

- ნ-----–------------–--ის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 43-44)

- ტ------–-------ის განცხადება თავდებობის შესახებ (ს.ფ.45

- ტ------–-------ის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 46-47)

 

3.2.3. სესხის თანხის ოდენობა სარგებელთან და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიასთან ერთად განისაზღვრა საერთო ჯამში 33 485.86 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 3-30);

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-38)

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 34)

 

3.2.4. მოპასუხეები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული ვალდებულების შესრულებაზე და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, მაგრამ ვალდებულება მოპასუხეთა მიერ მაინც არ იქნა შესრულებული.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 3-30);

- თ-------–----–--ის გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების დაფარვის შესახებ (ს.ფ.48-55)

- თ------–----–--ის გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების დაფარვის შესახებ (ს.ფ. 56;61);

- ტ------–-------ის გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების დაფარვის შესახებ (ს.ფ.57-58);

- ნ-----–------------–--ის გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების დაფარვის შესახებ (ს.ფ.59-6084);

 

3.2.5. 2017 წლის 17 მარტს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ შეიცვალა სახელი და დარეგისტრირდა, როგორც სს ,,კ------------ი".

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სს ,,კ------------ის" წარმომადგენლის რ---------–--–ის შუამდგომლობა.

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

- ახსნა-განმარტება

 

3.2.6. მოპასუხეთა დავალიანება სს ,,კ------------ის" მიმართ შეადგენს 26 594.65 (ოცდაექვსიათას ხუთასოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 65 თეთრი) ლარს და მოსარჩელის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს 797.84 ლარს და 200.40 ლარს.

 

ასევე მოპასუხის თ-------–----–--ის დავალიანება შპს ,,მი----------------------------–------------” მიმართ შეადგენს 6 679.96 (ექვსიათას ექვსასსამოცდაცხრამმეტი ლარი და 96 თეთრი) ლარს და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟს 200.40 (ორასი ლარი და 40 თეთრი) ლარს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 3-30)

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-38)

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 34);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია რომ, ვინაიდან დადასტურებულია მსესხებლის მიერ დავალიანების არსებობა და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და სახეზეა სოლიდარული ვალდებულება - მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 463-ე, 465-ე, 623-ე, 867-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 104-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საბანკო მომსახურების და საკრედიტო მომსახურეობის სფეროებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხი (საბანკო კრედიტი) არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

დადგენილია, რომ შპს ,,მი----------------------------–------------ა” და მოპასუხე თ-------–----–--ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 2016 წლის 22 ნოემბერს, 36 თვის ვადით. მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიასთან ერთად განისაზღვრა საერთო ჯამში 33 485.86 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო გრაფიკის შესაბამისად.

 

სესხის უზრუნველსაყოფად, შპს ,,მი----------------------------–------------ა” და მოპასუხე ნანული მორთულაძეს, ტ------–-------ეს და თ------–----–--ეს შორის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, რაც არ მოახდინა და დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხეთა დავალიანება შპს ,,მი----------------------------–------------” მიმართ შეადგენს 26 594.65 (ოცდაექვსიათას ხუთასოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 65 თეთრი) ლარს და მოსარჩელის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს 797.844.35 ლარს.

 

ასევე მოპასუხეს მოპასუხე თ-------–----–--ის დავალიანება შპს ,,მი----------------------------–------------” მიმართ შეადგენს 6 679.96 (ექვსიათას ექვსასსამოცდაცხრამმეტი ლარი და 96 თეთრი) ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის 200.40 (ორასი ლარი და 40 თეთრი) ლარს.

 

მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხის, ჯარიმის, პირგასამტეხლოს და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

ამრიგად, ხელშეკრულებაზე თანხმობით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა და მასზე დასარიცხი პროცენტი (ჯარიმა, პირგასამტეხლო), რომლებიც არ სცდებიან გონივრულობის ფარგლებს. ნაკისრი ვალდებულება მოპასუხლის მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს თანხების გადახდევინება, შესაბამისად, მისი მოთხოვნა მითითებულ ნაწილში დასაბუთებულია.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის გრაფიკი, არაერთგზის შეხსენების მიუხედავად მოპასუხეებმა რაიმე სახის ზომა სესხის დაფარვისათვის არ მიიღეს, რაც აძლევს საფუძველს მოსარჩელეს მოითხოვოს დავალიანების გადახდევინება;

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.

 

მოპასუხეები თ------–----–--ე, ტ------–-------ე და ნ-----–------------–--ე შპს ,,მი----------------------------–------------თან” გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად სოლიდარულად იღებენ პასუხისმგებლობას ძირითად მსესხებელთან ერთად ბანკის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე; შესაბამისად ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.

 

რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხე მხარეს ტ------–-------ეს სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხეებმა თ------–----–--ემ და თ-------–----–--ემ სრულად სცნეს სარჩელი.

 

6.5. 2016 წლის 22 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 24 000 ლარი. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 36 თვეს. სესხი იყო სარგებლიანი, სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 8 405.86 ლარს. სესხის ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობაც (სესხის ხელშეკრულება მუხლი 5), რომელიც შეადგენდა 1 080.00 ლარს და ყოველწლიური საკომისიოს - 0.00 ლარს. მსესხებლს სესხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მსესხებლმა აიღო ვალდებულება საერთო ჯამში გადაუხადოს გამსესხებელს 33 485.86 ლარი, ყოველთვიურად, ყოველი თვის 24 რიცხვში 903.18 ლარის ოდენობით თანხების გადახდის გზით. ხელშეკრულების 3.9 პუნქტით ,,მსესხებლის’’ მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა 0.5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დარჩენილი მომდევნო გადაცილებულ დღეზე გადაუხდე ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში დღის განმავლობაში.

 

მოპასუხეების თ-------–----–--ის, თ------–----–--ის, ტ------–-------ის და ნ-----–------------–--ის დავალიანება 2016 წლის 22 ნოემბრის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეადგენს: 26 594.65 (ოცდაექვსიათას ხუთასოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 65 თეთრი) ლარს.

 

ასევე, მოპასუხეების თ-------–----–--ის, თ------–----–--ის, ტ------–-------ის და ნ-----–------------–--ის დავალიანება შეადგენს: სახ. ბაჟის თნხის 847.84 (რვაასორმოცდაშვიდი ლარი და 84 თეთრი) ლარ. საიდანაც 797.84 ლარი არის სარჩელის სასამართლოში წარდგენისათვის გადახდილი სახ.ბაჟი, ხოლო 50.00 ლარი კი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახ.ბაჟი.

 

ასევე, მოპასუხეების თ-------–----–--ის, თ------–----–--ის, ტ------–-------ის და ნ-----–------------–--ის დავალიანება შეადგენს: 211.00 (ორასთერთმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარს - მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის - ამონაწერის განახლების (11 ლარი) და სარჩელის უზრუნველყოს შესახებ სასამართლო განჩინების სააღსრულებო ბიუროში წარდგენისას გადახდილი სააღსრულებო მოსაკრებლის თანხები - 200 ლარი;

 

ასევე, მოპასუხის თ-------–----–--ის (პ/ნ 6----------), სს „კ------------ი“-ს (ს/კ 2--------) წინაშე დავალიანება შეადგენს: 6 679.96 (ექვსიათას ექვსასსამოცდაცხრამმეტი ლარი და 96 თეთრი) ლარს და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის 200.40 (ორასი ლარი და 40 თეთრი) ლარს;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციული ფუნქცია. სხვაგვარად, რომ ითქვას პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა - არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე, ხოლო ძირითადი უფლების ნამდვილობის იურიდიული აღიარება-დადასტურება და საპროცესო ლეგიტიმაცია პირგასამტეხლოს დაკისრების უდავო საფუძველია. ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 797.84 ლარისა და 200.40 ლარის ოდენობით.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, უნდა დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,კ------------ის"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს თ-------–----–--ეს (პ/ნ 6----------), თ------–----–--ეს (პ/ნ 6----------), ტ------–-------ეს (პ/ნ 6----------) და ნ-----–------------–--ეს (პ/ნ 6----------) სს სს „კ------------ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 26 594.65 (ოცდაექვსიათას ხუთასოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 65 თეთრი) ლარის გადახდა.

 

2.1. მოპასუხეებს თ-------–----–--ეს (პ/ნ 6----------), თ------–----–--ეს (პ/ნ 6----------), ტ------–-------ეს (პ/ნ 6----------) და ნ-----–------------–--ეს (პ/ნ 6----------) სს სს „კ------------ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თნხის 847.84 (რვაასორმოცდაშვიდი ლარი და 84 თეთრი) ლარის გადახდა. საიდანაც 797.84 ლარი არის სარჩელის სასამართლოში წარდგენისათვის გადახდილი სახ.ბაჟი, ხოლო 50.00 ლარი კი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახ.ბაჟი.

 

2.2. მოპასუხეებს თ-------–----–--ეს (პ/ნ 6----------), თ------–----–--ეს (პ/ნ 6----------), ტ------–-------ეს (პ/ნ 6----------) და ნ-----–------------–--ეს (პ/ნ 6----------) სს სს „კ------------ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის - 211.00 (ორასთერთმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარის გადახდა (ამონაწერის განახლების 11 ლარი და სარჩელის უზრუნველყოს შესახებ სასამართლო განჩინების სააღსრულებო ბიუროში წარდგენისას გადახდილი სააღსრულებო მოსაკრებლის თანხები - 200 ლარი).

 

2.3. მოპასუხეს თ-------–----–--ეს (პ/ნ 6----------), სს „კ------------ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 6 679.96 (ექვსიათას ექვსასსამოცდაცხრამმეტი ლარი და 96 თეთრი) ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის 200.40 (ორასი ლარი და 40 თეთრი) ლარის გადახდა;

 

3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (რომლითაც აეკრძალა საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებას მოპასუხის თ------–----–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე არსებული/ჩარიცხული თანხების 50%-ის გაცემა 26 594.65 (ოცდაექვსი ათს ხუთას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და 65 თეთრი) ლარის ფარგლებში. ამასთან მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებული / ჩარიცხული თანხების გაცემის აკრძალვა არ გავრცელდეს სახელმწიფოს მიერ გასაცემ სოციალური დახმარების თანხებზე; ასევე მოპასუხეს ნ-----–------------–--ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არშებული უძრავი ქონების: საცხოვრებელი ბინა - 48.35 კვ.მ; მდებარე ქ. ბ---------------–-------------------------------------------–-------------; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 0--------------.0--. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა) დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი