გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.12.2018
საქმის ნომერი
340310016001503689
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340310016001503689

საქმე #3/189-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ნაწილი I (შესავალი):

07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

მოსარჩელე: ნუ-----------–--ლი;

წარმომადგენელი: მა----–----------–---–-------–-ძე;

მოპასუხე: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი: გი-------------–-–--ლი;

მესამე პირები: თა-------------------------------------–-–--ლები;

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

ნაწილი II (აღწერილობითი):

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

1.1. 2016 წლის 14 სექტემბერს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მომართა მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ და მოთხოვნათა არერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა (იხ. 21.12.2017წ. დაზუსტებული სარჩელი და 13.06.2018წ. განცხადება):

Ì ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის სააგენტოს #88---------7-03 გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ);

Ì ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს #88---------7-04 გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ);

Ì ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს #8820-------0-03 გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ);

Ì ბათილად იქნეს სააგენტოს #19---6 და #49---7 გადაწყვეტილებები (ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ);

Ì ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციები მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 51.10.67.---, ნაკვეთის წინა ნომერი 51.10.10.4--); (ს/კ 51.10.67.0--, ნაკვეთის წინა ნომერი 51.10.10.4--); (ს/კ 51.10.67.---, ნაკვეთის წინა ნომერი 51.10.67.0--); (ს/კ 51.10.67.0--, ნაკვეთის წინა ნომერი 51.10.13.1--) 1600,38 კვ.მ. ნაწილში;

2. მოპასუხისა და მესამე პირთა პოზიცია:

2.1. მოპასუხემ (რომელმაც შესაგებელი არ წარმოადგინა) და მესამე პირებმა (მათ შესაგებელი წარმოადგინეს) სარჩელი არ სცნეს;

3. საქმის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი...;

სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81);

3.1. მოსარჩელე არის ქა--------------–---–ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე (შვილი), რაც ასევე დასტურდება 19.05.2016წ. #160525717 სანოტარო აქტით - სამკვიდრო მოწმობით;

· ქა--------------–---–ს ანდერძი არ დაუტოვებია, ხოლო სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენს მამკვიდრებლის ერთადერთ მემკვიდრეს, რაც დასტურდება როგორც სამკვიდრო მოწმობით, ისე სსიპ ნოტარიუსთა პალატის 02.11.2018 წ. #16/15111 წერილით;

3.2. ქა--------------–---–ის ოჯახზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი, მდებარე: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი-----------ი, „დუ--------“ (ს/კ 51.10.13.---, მიწის ნაკვეთის ფართობი - 1600,38 კვ.მ.). ამ ქონების პირველი რეგისტრაცია განხორციელდა ჯერ კიდევ 09.10.2001 წელს (გადაწყვეტილება #512001------), რაც ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის 06.06.2016წ. ამონაწერით და 09.10.2001წ. და სააღრიცხვო ბარათით;

· 25.05.2016წ. #AA---------0-03 საარქივო ცნობის თანახმად, ქა--------------–---–ის კომლში 1986-1995 წლებში ირიცხებოდნენ: თავად ქა--------------–---–ი და მისი მეუღლე ქეთო აბრამიშვილი, ხოლო 2001-2006 წლების საარქივო მონაცემებით, ქა--------------–---–ი არის გარდაცვლილი და მის კომლში არის ერთი წევრი - მეუღლე. 11.07.2004წ. გარდაიცვალა ქეთო მაზანიშვილი (სააქტო ჩანაწერი #0099519);

3.3. მესამე პირებზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა 4 მიწის ნაკვეთი: 1) მიწის ნაკვეთი, მდებარე: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი-----------ი, „დუბე“ (ს/კ 51.10.67.---, მიწის ნაკვეთის ფართობი - 1558 კვ.მ., ქონების წინა ნომერი 51.10.10.4--, რეგისტრაციის თარიღი - 08.06.2000წ., რეგისტრაციის ნომერი 512000015442); 2) მიწის ნაკვეთი, მდებარე: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი-----------ი, „დუბე“ (ს/კ 51.10.67.0--, მიწის ნაკვეთის ფართობი - 1200 კვ.მ., ქონების წინა ნომერი 51.10.10.4--, რეგისტრაციის თარიღი - 08.06.2000წ., რეგისტრაციის ნომერი 512000015419); 3) მიწის ნაკვეთი, მდებარე: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი-----------ი, „დუ--------“ (ს/კ 51.10.67.0--, მიწის ნაკვეთის ფართობი - 1598 კვ.მ., ქონების წინა ნომერი 51.10.13.1--, რეგისტრაციის თარიღი - 09.10.2001წ., რეგისტრაციის ნომერი 512001004560); 4) მიწის ნაკვეთი, მდებარე: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი-----------ი, „დუ--------“ (ს/კ 51.10.67.---, მიწის ნაკვეთის ფართობი - 1112 კვ.მ., ქონების წინა ნომერი 51.10.67.0--, რეგისტრაციის თარიღი - 09.10.2001წ., რეგისტრაციის ნომერი 512001004571);

· აქედან 2 მიწის ნაკვეთი კონფიგურაციის მიხედვით, გადახრილია ჩრიდილო-დასავლეთით), კერძოდ, ეს ნაკვეთებია, რომელთა წინა ნომრებიც არის - 51.10.10.4--, 51.10.13.1-- და 51.10.67.0--, ხოლო 1 ნაკვეთი - ჩრდილო-აღმოსავლეთით, კერძოდ, ამ ნაკვეთის წინა ნომერია 51.10.10.4--;

3.4. გი---------–-–--ლმა სააგენტოს მიმართა 2015 წლის 20 აპრილს და კომლის სახელზე სისტემური რეგისტრაციის დროს (რაც დასტურდება სააღრიცხვო ბარათებით) საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მითითებულია 3.3 პუნქტში, მოითხოვა დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელება, რა დროსაც მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა (სხვა რელევანტურ დოკუმენტებთან ერთად) მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები (იხ. სააგენტოს 05.12.2016წ. #319996 წერილზე დართული სარეგისტრაციო წარმოების მასალები).

· მოპასუხის მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები #88---------3-03, #882----------03, #88-----------03 (24.04.2015წ.) და #88---------9-06 (27.04.2015წ.);

· #88---------3-03 გადაწყვეტილება ეხება ქონებას ს/კოდით 51.10.67.---; #882----------03 - ქონებას ს/კოდით 51.10.67.0--; #88-----------03 – 51.10.67.0--; #88---------9-06 - ქონებას ს/კოდით 51.10.67.---;

3.5. სააგენტოდან გამოთხოვილი ზედდების რუკის მიხედვით (რომელიც ერთვის სააგენტოს 09.10.2018წ. #425300 წერილს), მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრებული სადავო მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია მომიჯნავე მიწის ნაკვეთების სახით, რომელიც კონფიგურაციით გადახრილია ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზი ამ მიწის ნაკვეთებს კვეთს ჩრდილოეთის მხარეს განივად, თუმცა ზედდებაში მოდის მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, 51.10.67.--- ს/კოდის ქვეშ არსებულ ქონებას 415,59 კვ.მეტრით, 51.10.67.0-- ს/კოდის ქვეშ არსებულ ქონებას 301,23 კვ.მეტრით, 51.10.67.0-- ს/კოდის ქვეშ არსებულ ქონებას 369,23 კვ.მეტრით, ხოლო 51.10.67.--- ს/კოდის ქვეშ არსებულ ქონებას 195,92 კვ.მეტრით (აღნიშნული ასევე დასტურდება 3.4 პუნქტში სააგენტოს მითითებული წერილით);

მესამე პირებიდან, რომლებიც არიან ოჯახის წევრები (მეუღლეები და მათი შვილები), გი---------–-–--ლი ეწევა აქტიურ სოფლის მეურნეობას და ის იყო აქტიურად ჩართული სადავო აქტებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გაფორმების საქმეში (ამას მოწმობს ისიც, რომ რეგისტრაციის დროს დანარჩენი მესამე პირების მიერ წარდგენილია თანხმობები, სარეგისტრაციო წარმოების ინიციატორი კი იყო გი---------–-–--ლი. მან აღიარა, რომ მიწის ნაკვეთები არასწორად დაარეგისტრირა, ზედდების ადგილას მას მიწის ნაკვეთები არ გააჩნდა (იხ. 16.10.20182. და 09.11.2018წ. სხდომის ოქმები). ამდენად, გამოდის, რომ ზედდებაში მოყოლილია არა მოსარჩელე, არამედ მესამე პირები. იმ პირობებში, როცა მოპასუხე ამ „შეცდომას“ არ აღიარებს, ხოლო მესამე პირებიდან მხოლოდ ერთი ადასტურებს სადავო ფაქტს (სასკ-ის მე-16 მუხლის მიხედვით, სავალდებულო მოწვევის მესამე პირს აქვს იგივე უფლებები და მოვალეობები, რაც მოსარჩელეს და იგივე ულბელები, რაც მოპასუხეს. ამიტომ, გი---------–-–--ლის აღიარება, სსსკ-ის 131-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიაჩნია, სარწმუნო მტკიცებულებად, რასაც შეიძლება დააყრდნოს გადაწყვეტილება);

· მნიშვნელოვანია, რომ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებაც ადასტურებას ზემოაღნისნულ გარემოებას. ესაა სსიპ ლევან სახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.06.2017წ. ექსპერტიზის დასკვნა;

· ამ დასკვნის შესაბამისად, მესამე პირების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები არ უნდა მდებარეობდეს ერთმანეთის მოსაზღვრედ, როგორც ეს დღევანდელ დღესაა. ასევე მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ ამ მიწის ნაკვეთების რეგისტრირებული კონფიგურაცია განსხვავებულია პირველი რეგისტრაციის დროს არსებულისაგან;

3.6. სააგენტოს 15.08.2016წ. #19---6 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართ 07.06.2016წ. #88---------7 განცხადებით და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია 1600,38 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში (ს/კოდით 51.10.13.---). სააგენტოს 10.06.2016წ. #88---------7-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მიზეზებით, რომ არსებობდა ზედდება მესამე პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, რის გამოც წარმოსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი, ასევე გადახდილი არ იყო სარეგისტრაციო წარმოების საფასური;

მოსარჩელე არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას, რაც 12.07.2016წ. წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი. შეჩერების ვადაში, შეჩერების საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო 12.07.2016წ. #88---------7-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა;

· სააგენტომ დაადგინა, რომ ზედდებაში მოყოლილი მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მესამე პირების სახელზე, რაც, ადმინისტრაციული ორგანოს აზრით, გამორიცხავდა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ამასთან გადახდილი არ იყო საფასური, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოება სწორად იქნა შეწყვეტილი;

3.7. სააგენტოს 24.11.2017წ. #49---7 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა 06.09.2017წ. #8820-------0 განაცხადებით და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გურჯანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში მდებარე მიწის ნაკვეთზე. სააგენტოს 12.09.2017წ. #8820-------0-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მიზეზებით, რომ არსებობდა ზედდება მესამე პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, რის გამოც წარმოსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი;

მოსარჩელე არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას, რაც 27.10.2017წ. წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი. შეჩერების ვადაში, შეჩერების საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო 13.11.2017წ. #8820-------0-16 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა;

· სააგენტომ დაადგინა, რომ ზედდებაში მოყოლილი მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მესამე პირების სახელზე, რაც, ადმინისტრაციული ორგანოს აზრით, გამორიცხავდა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციას;

ნაწილი III (სამოტივაციო):

5. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა:

5.1. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ;

6. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

· „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით (შემდეგ - ”რეესტრის კანონი”);

· საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (შემდეგ - „სზაკ”);

· საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგ - ”სსსკ”);

· საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით (შემდეგ - „სასკ“);

· სიმ-ის [საქართველოს იუსტიციის მინისტრი] 2010 წლის 05 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის ინსტრუქციით“ (შემდეგ - „რეესტრის ინსტრუქცია“);

7. სამართლებრივი შეფასება:

7.1. სზაკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება;

იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს;

იმავე კოდექსის 601 მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები;

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება;

კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება უნდა ეფუძნებოდეს კანონის (და კანონქვემდებარე აქტების) მოთხოვნებს. ამის საწინააღმდეგოდ განხორციელეული მოქმედება ან გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართოლებრივი აქტი სამართლებრივად არის „მკვდარი“, შესაბამისად, ის არ არის ვარგისი მისი ავტორის მიერ დაგეგმილი, ჩაფიქრებული სამართლებრივი მიზნის მისაღწევად - იგი ბათილია;

კანონიერების პრინციპის გამოვლენაა ასევე სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების დებულებები, კერძოდ:

(1) ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;

(2) დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

(3) ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია;

რეესტრის კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, ხოლო 61 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

Ì ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმის ყველა რელევანტური (განსახილველ საკითხთან კავშირში მყოფი) გარემოება და მხოლოდ ამის შედეგად მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება. ამ პრინციპის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიიჩნევა კანონის დარღვევით მიღებულად;

მოცემულ შემთხვევაში ფაქტია, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ორივე მხარის (მოსარჩელე და მესამე პირების) საკუთრების უფლება. სააგენტოს ჰქონდა „შესადარისი“ მასალა, როცა მესამე პირებმა რეგიონულ ოფისში წარადგინეს დოკუმენტაცია დაზუსტებული რეგისტრაციისათვის. სააგენტოს, მის უფლებამოსილ თანამშრომელს, უნდა მოძიებინა სისტემური რეგისტრაციის დროს მოსარჩელის სარეგისტრაციო დოკუმენტები და გაეანალიზებინა ისინი მესამე პირების დოკუმენტებთან სინთეზში, უნდა მოეწვია მოსარჩელე ადმინისტრაციულ წარმოებაში, თუნდაც ჩაეტარებინა ზეპირი მოსმენა. გი---------–-–--ლის ახსნა-განმარტებამ (იგულისხმება გარემოების აღიარება) აჩვენა, რომ სარეგისტრაციო წარმოების დროს დაშვებული იყო შეცდომა. სხვა თუ არაფერი, „რეგისტრატორი“ უნდა დაეჭვებულიყო მესამე პირების მიერ წარდგენილ და სისტემური რეგისტრაციის დროს არსებული აზომვით ნახაზებსა და საკადასტრო რუკების კოორდინატებს შორის წინააღმდეგობის გამო.

7.2. რეესტრის კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: (კ) სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; (ლ) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები;

იმავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს;

იმავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;

ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაცაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები;

· სასამართლოს აზრით, სააგენტომ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში სწორად შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო შემდეგ კი შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან ფორმალურად ზედდება და სარეგისტრაციო საფასურის გადაუხდელობა არის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, ხოლო ამ საფუძვლების აღმოუფხვრელობა კი - შეწყვეტისა;

· ამასთან, ვიდრე არ აღმოიფხვრება ზედდების გამომწვევი მიზეზი ან მიზეზები, ამ საფუძვლით წარმოების შეჩერება მართლზომიერია - აღნიშნული გამორიცხავს უფლების რეგისტრაციას. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და ადმინისტრაციულ საჩივრებზე მიღებული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის წანამძრვრები. მოსარჩელეს შეეძლება თავიდან მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს, შესაბამისი გარემებების არსებობისას (ახლად გამოვლენილი გარემოების მოტივით);

7.3. სასკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ;

· სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრვ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის #88---------3-03, #882----------03, #88-----------03 გადაწყვეტილებები და 2016 წლის 27 აპრილის #88---------9-06 გადაწყვეტილება, რითაც მესამე პირების საკუთრებაში აღირიცხა მიწის ნაკვეთები, ვინაიდან მათი საკადასტრო მდებარეობა არ შეესაბამება რეალურ მონაცემებს;

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

8.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე არ ყოფილა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის რამე ღონისძიება;

9. საპროცესო ხარჯები:

9.1. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, (1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები და (2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით;

სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს;

სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

Ì მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ 2016 წლის 03 ოქტომბერს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს წაგებული ნაწილის პორპორციულად;

Ì ვინაიდან დავა არაქონებრივია, პროპორცია შემდგნაირად უნდა განისაზღვროს: მოსარჩელეს მოთხოვნები დაყოფილი აქვს პრინციპით „მის მიმართ“ გამოტანილი გადაწყვეტილებები და „მესამე პირების მიმართ“ გამოტანილი გადაწყვეტილებები. გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა მესამე პირების მიმართ გადაწყვეტილებების ნაწილში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით;

ნაწილი IV (სარეზოლუციო):

სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებით, ასევე სასკ-ის მე-12, მე-13 მუხლებით, სსსკ-ის მე-8, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნუ-----------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ზედდების ნაწილში ბათილად იქნეს მესამე პირთა - გივი, თამარა, მაია და სოფიო მამულაშვილების საკუთრებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის #88---------3-03, #882----------03, #88-----------03 გადაწყვეტილებები და 2016 წლის 27 აპრილის #88---------9-06 გადაწყვეტილება;

3. ნუ-----------–--ლის სარჩელი დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულ ოფისს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზრაურება ნუ-----------–--ლის სასარგებლოდ;

5. განემარტოს მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია;

6. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა. გასაჩივრების ვადა შეადგენს 14 დღეს, რომლის ათვლაც დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან მეორე დღეს. სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. #24), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. #7ა);

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/