გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.12.2018
საქმის ნომერი
120210118002570983
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
08.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2570983-2/619-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

მოსარჩელე - ს------------------

წარმომადგენელი - ზა--–----------ე

მოპასუხეები - და------–---------–---–ი, გე-–-----–-–---–ი, კა----------ე, თ----------------ე

წარმომადგენელი - ეკ-------------–-ძე

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. მოპასუხეებს და------–---------–---–ს, გე-–-----–-–---–ს, კა----------ესა და თ----------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ 3706,48 (სამი ათას შვიდას ექვსი მთელი სამოცდაჩვიდმეტი მეასედი) აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 2889,77 (ოი ათას რვაას ოთხმოცდაცხრა მთელი სამოცდაჩვიდმეტი მეასედი) აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, 481,26 (ოთხას ოთხმოვდაერთი მთელი ოცდაექვდსიმეასედი) აშშ დოლარი არის დარიცხული პროცენტი (95,83 აშშ დოლარი სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი, ხოლო 385,43 აშშ დოლარი ვადის ბოლომდე ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი) 125,9 (ას ოცდახუთი მთელი ცხრა მეათედი)აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 209,56 (ორას ცხრა მთელი ორმოცდათექსვმეტი მეასედი) აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა/პირგასამტეხლო.

 

1.2 მოპასუხეებს და------–---------–---–ს, გე-–-----–-–---–ს, კა----------ესა და თ----------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის 354,17 ლარის გადახდა, საიდანაც: 50 ლარი წარმოადგენს სარჩელის უზრუვნელყოფის გამოყენებისათვის გადახდილი სახ. ბაჟს, 272,17 ლარი არის საქმის განხილვისთვის გადასახდელი ბაჟი, 11 ლარი არის ამონაწერების განახლების საფასური, 21 ლარი უძრავ ქონებაზე აკრძალვის რეგისტრაციის საფასური სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო და------–---------–---–ს ინდივიდუალურად- 73,1 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2----–-–--------------------------------------------------–------------------–-----------------------ი“) და მოპასუხე და------–---------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N--------------- რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი 36 თვით, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად განისაზღვრება 1,67%-ის ოდენობით.

 

N-------------- სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვეო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვეო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი (მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვეო ანაზღაურება. ამავე მუხლით მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები.

 

N-------------- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2----–-–---------------- მოპასუხე თ----------------ესთან, 2----–-–---------------- მოპასუხე გე-–-----–-–---–თან, ხოლო 2----–-–---------------- კა----------ესთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი. თავდებობის ხელშეკრულების 2.1 მუხლით მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რაც ჯამში შეადგენს მაქსიმუმ 6998 (ექვსი ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი) აშშ დოლარს.

 

N-------------- სესხის ხელშეკრულების 3.15 მუხლის შესაბამისად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არა ნაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0,27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდა მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე).

 

2----–-–---------–---- მდგომარეობით N-------------- ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარული მოპასუხეების: და------–---------–---–ის, გე-–-----–-–---–ის, კა----------ის, თ----------------ის სახელზე არსებული სოლიდარული დავალიანება შეადგენს: 3706.48 აშშ დოლარს, საიდანაც 2889.77 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 481.26 აშშ დოლარი არის დარიცხული პროცენტი ( 95,83 აშშ დოლარი სარჩელის შეტანის დღისათვის დარიცხული პროცენტი , ხოლო 385,43 აშშ დოლარი ვადის ბოლომდე ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი) 125,9 აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 209,56 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა/პირგასამტეხლო.

 

2018 წლის ივნისის თავიდან მსესხებელმა შეწყვიტა ყველა არსებული ვალდებულებების შესრულება, მოპასუხეები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული მოსარჩელის მიერ, რამდენჯერმე გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, თუმცა მათი მხრიდან არ ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

2.მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა დ-------–----------–---–--, გე-–-----–-–---–მა, კა----------ემ და თ----------------ემ სარჩელი ნაწილობრივ სცნეს მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში, რომელიც უნდა განისაზღვროს 2751.55 აშშ დოლარით და პროცენტი კი 95.83 აშშ დოლარით.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–---------------- ს---------------------------------–-------------- და მოპასუხე და------–---------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა, რომ სესხის მოქმედების ვადა იყო 36 თვე, ხოლო სესხად შესაძლო გასაცემი თანხის ოდენობა შეადგენდა 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.28-31).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 20---–-–---------------- შ-----------------------------------–------------“ და და------–---------–---–ს შორის დადებული N-------------- სესხის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, მსესხებელმა აიღო ვალდებულება ბ----- მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში განეხორციელებინა განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა, რისთვისაც უნდა გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის პრემია სესხის დაფარვის გრაფიკით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება N-------------- (იხ.ს.ფ.28-31).

- გადახდების ისტორია (ს.ფ.81-85).

 

3.2.2. N-------------- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2----–-–---------------- მოპასუხე თ----------------ესთან, 2----–-–---------------- მოპასუხე გე-–-----–-–---–თან, ხოლო 2----–-–---------------- კა----------ესთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი. პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობაზე მაქსიმუმ 6998 (ექვსი ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი) აშშ დოლარზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდების განცხადებები (იხ.ს.ფ.39, 43, 47).

- თ----------------ესთან, გე-–-----–-–---–თან და კა----------ესთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებები(იხ.ს.ფ.40-41, 44-45,48-49).

 

3.2.3. 2----–-–---------------ს N-------------- სესხის ხელშეკრულების 3.15 მუხლის პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არა ნაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0,27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდა მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება N-------------- (იხ.ს.ფ.28-31).

 

3.2.4. დადგენილია, რომ მოპასუხე და------–---------–---–ის მხრიდან დაირღვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მოპასუხეების და------–---------–---–ის, თ----------------ის, გე-–-----–-–---–ის და კა----------ის დავალიანება 2----–-–---------------ს N-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2----–-–---------–---- მდგომარეობით შეადგენს: 3706.48 აშშ დოლარს, საიდანაც 2889.77 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 481.26 აშშ დოლარი არის დარიცხული პროცენტი ( 95,83 აშშ დოლარი სარჩელის შეტანის დღისათვის დარიცხული პროცენტი , ხოლო 385,43 აშშ დოლარი ვადის ბოლომდე ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი) 125,9 აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 209,56 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა/პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 80).

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 81-89).

 

3.2.5. 2----–-–-----------ს მოპასუხეებს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილები, რითაც ეცნობათ, რომ დარღვეული იყო და------–---------–---–ის მიერ მოსარჩელესთან დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინებები (ს.ფ. 87-92).

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ ს--------------------- სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებს და------–---------–---–ს, გე-–-----–-–---–ს, კა----------ესა და თ----------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ არსებული დავალიანების გადახდა, რომელიც შეადგენს: 3706,48 (სამი ათას შვიდას ექვსი მთელი სამოცდაჩვიდმეტი მეასედი)აშშ დოლარს, საიდანაც 2889,77 (ოი ათას რვაას ოთხმოცდაცხრა მთელი სამოცდაჩვიდმეტი მეასედი) აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, 481,26 (ოთხას ოთხმოვდაერთი მთელი ოცდაექვდსიმეასედი) აშშ დოლარი არის დარიცხული პროცენტი (95,83 აშშ დოლარი სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი, ხოლო 385,43 აშშ დოლარი ვადის ბოლომდე ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი) 125,9 (ას ოცდახუთი მთელი ცხრა მეათედი)აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 209,56 (ორას ცხრა მთელი ორმოცდათექსვმეტი მეასედი) აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა/პირგასამტეხლო.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:

ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას…

 

მოცემულ შემთხვევაში სს---------------------------------–-------------“ და მოპასუხე და------–---------–---–ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, რაც დადასტურებულია ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

თავდებობის ხელშეკრულებებით გე-–-----–-–---–მა, კა----------ემ და თ----------------ემ იკისრეს ვალდებულება თავდებად დადგომოდნენ და სოლიდარულად ეგოთ პასუხი გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის - და------–---------–---–ის მიერ 20---–-–---------------- N-------------- სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი არ შეასრულებდა სამომავლოდ აღებულ ვალდებულებას, თავდები პირები პასუხისმგებელი იქნებოდნენ როგორც ძირითადი თანხის ასევე შესაძლო ჯარიმების, სადაზღვევო პრემიის, მომსახურების წლიური გადასახადის და საპროცენტო სარგებლის ანაზღაურებაზე 6998 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

6.4. 2----–-–---------------- N-------------- სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტისა და სადაზღვევო პრემიის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი, მომსახურების წლიური საკომისიო და ასევე, სადაზღვევო პრემია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ასევე ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

დადგენილია, რომ 20---–-–---------------- შ-----------------------------------–------------“ და და------–---------–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად, მსესხებელმა აიღო ვალდებულება ბ----- მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში განეხორციელებინა განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა, რისთვისაც უნდა გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის პრემია სესხის დაფარვის გრაფიკით დადგენილი ოდენობითა და წესით, თუმცა იგი არ გადაუხდია ჯეროვნად, რის გამოც ბ---- ითხოვს დაზღვევის პრემიის ანაზღაურებას სრულად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა 2----–-–--------------- - სარჩელის სასამართლოში წარდგენით, რადგან მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის დარღვევამ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების შემდგომში გაგრძელებას აზრი დაუკარგა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არა ნაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო წარმოშობილი ჯარიმა, იგივე პირგასამტეხლო შეადგენს 209.56 აშშ დოლარს. რაიმე გარემოება, იმისა, რომ მოპასუხე მხარეს გააჩნია სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი, არ დასტურდება შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოპასუხეებს და------–---------–---–, გე-–-----–-–---–ს, კა----------ეს და თ----------------ეს მოსარჩელე ს-------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟს საქმის განხილვის ბაჟის 272.17 უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, ამონაწერის განახლების საფასურის 11 ლარის, ქონებაზე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 21 ლარის გადახდა, ხოლო რაც შეეხება მოპასუხე და------–---------–---–ისთვის 73.1 ლარის გადახდის დაკისრებას, აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება ხარჯის გაწევის თაობაზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე თ----------------ეს (პ/ნ 4----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ს----------------------, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ს-------------------- სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2. მოპასუხეებს და------–---------–---–ს (პ/ნ 4----------), გე-–-----–-–---–ს (პ/ნ 4----------), კა----------ეს (პ/ნ0----------) და თ----------------ეს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე ს-------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სულ 3706.48 აშშ დოლარი (ძირი 2889.77 აშშ დოლარი, პროცენტი 481.26 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 209.56 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 125.9 აშშ დოლარი.

 

3. მოპასუხეებს და------–---------–---–ს (პ/ნ 4----------), გე-–-----–-–---–ს (პ/ნ 4----------), კა----------ეს (პ/ნ0----------) და თ----------------ეს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე ს-------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟს საქმის განხილვის ბაჟის 272.17 უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის, ამონაწერის განახლების საფასურის 11 ლარის, ქონებაზე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 21 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე