განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
010100117001940902
დავის ტიპი
381 1 , 276 1 , 273
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100117001940902

საქმე N1-436/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - თ--------------–---–-

ადვოკატი - ი-----–-----–---

 

ბრალდებული: რ----–--–------

მამის სახელი: შ------

პირადი ნომერი: 6----------

დაბადების თარიღი: 25.09.1979 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული მისამართი: ქ------------------–-----------

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი, 381-ე მუხლის პირველი ნაწილი (2 ეპიზოდი) და 276-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

[ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ რ----–--–------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარე ,,სოკარის'' მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმიდან მახინჯაურის მიმართულებით ,,BMW" მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი YEA-404) მოძრაობდა რ----–--–------, რომელმაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა ქვეითად მოსიარულეებს - ლ------–--------------------------- რომლებმაც მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.

 

1.2 სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა რ----–--–------მ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

1.3 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, ნესტან გაბაიძის ჩვენებით დასტურდება, რომ მას ავტომანქანით დაეჯახა რ----–--–------, რის შედეგად მიიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

1.4 რ----–--–------- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, დაზარალებულ ლია მანწკავას ჩვენება.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

1.5 სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–--–------ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

2.2 სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

რ----–--–------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს რ----–--–------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) და თვლის, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა.

 

3. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა

 

3.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლისა და 29 სექტემბრის განაჩენებით, რ----–--–------ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის.

 

3.2 რ----–--–------ს ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: რ----–--–------ 2016 წლის 29 სექტემბერს გასამართლებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. რ----–--–------მ ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი" (მარიხუანა) და მეტადონი, რაც დაუდგინდა 2017 წლის 26 იანვარს, ქ. ბათუმში, ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმების შედეგად.

 

3.3 რ----–--–------ს ბრალად ედება ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის ძალაში შესული განაჩენით, მსჯავრდებული რ----–--–------, რომელსაც ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 03 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2017 წლის 26 იანვარს, ქ. ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარე ,,სოკარის" მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ მართავდა ,,BMW'' -ს მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომერი YEA-404).

 

3.4 რ----–--–------ს ბრალად ედება ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის ძალაში შესული განაჩენით, მსჯავრდებული რ----–--–------, რომელსაც ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად 3 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2017 წლის 18 მარტს, ქ. ბათუმში, ლ. ასათიანის ქუჩაზე კვლავ მართავდა ,,მერსედესის'' მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომერი AD-647-BC).

 

3.5 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის.

 

3.6 რ----–--–------მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და ითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლისა და 29 სექტემბრის განაჩენების გადასინჯვა, გათავისუფლება დანიშნული სასჯელებისაგან და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენით, რ----–--–------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. იგი გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლისა და 29 სექტემბრის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისა და მოუხდელი სასჯელისაგან.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ამავე განაჩენით, რ----–--–------ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. მას მოეხსნა ამ განაჩენებით წარმოშობილი ნასამართლობა.

 

3.7 სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და ამავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული ქმედებების შემადგენლობები, რადგან რ----–--–------- მიმართ წარდგენილი ბრალდებები ეფუძნებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენით, რ----–--–------ გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლისა და 29 სექტემბრის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისა და მოუხდელი სასჯელისაგან.

 

ამდენად, უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულ რ----–--–------- მიმართ,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო და ამავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების გამო (2017 წლის 26 იანვრის ეპიზოდი; 2017 წლის 18 მარტის ეპიზოდი).

4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულ რ----–--–------- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო.

 

2. შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულ რ----–--–------- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო (2017 წლის 26 იანვრის ეპიზოდი).

 

3. შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ბრალდებულ რ----–--–------- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო (2017 წლის 18 მარტის ეპიზოდი).

 

4. რ----–--–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განჩინებით, ბრალდებულ რ----–--–------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

6. ნივთმტკიცება - ,,BMW" მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომერი YEA-404 და ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით A--------- დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი