განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3----18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
05 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გიო------------–-ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გუ-------–---------–-–---–ი (დაბადებული - 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0---------5, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.------–--------------–---–-------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ფ--–--–---–---------------------5-ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეფარდებულის მიმართ.
ადვოკატი - ზ----------–----
კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
დისპოზიცია: (ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ; (ბ) საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. 2018 წლის 2-----–--ს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ფ--–--–---–---------------------5-ში, გუ--------–-–---–მა ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების 11 წლის ნ-------–-–---–--ა და 9 წლის ა------–-–---–ის თანდასწრებით, ჯერ თმები მოქაჩა მეუღლეს, შემდეგ კი - ფინჯანი ჩაარტყა თავში. ე---------- ქ---------ეს გატეხილი ფინჯნის ნამსხვრევით მიაყენა ჭრილობა ხელის არეში, ხოლო ლ---- ქ---------ეს - ბარძაყის და თითის არეში. გუ--------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით ლ---- ქ---------ემ და ე---------- ქ---------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება.
1.2. გუ--------–-–---–მა უკანონოდ შეიძინა 8 (რვა) ცალი 7,62 მმ კალიბრის (308 win) ვაზნა და 104 (ას ოთხი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული 5,56 მმ კალიბრის ვაზნა, რასაც ასევე, უკანონოდ ინახავდა 2018 წლის 2-----–--ს, ქ.თბილისში, ფ--–--–---–---------------------5-ში. აღნიშნული 112 ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 2-----–--ს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ფ--–--–---–---------------------5-ში, გუ--------–-–---–მა ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების - 11 წლის ნ-------–-–---–--ა და 9 წლის ა------–-–---–ის თანდასწრებით, ჯერ თმები მოქაჩა მეუღლეს, შემდეგ კი - ფინჯანი ჩაარტყა თავში. ე---------- ქ---------ეს გატეხილი ფინჯნის ნამსხვრევით მიაყენა ჭრილობა ხელის არეში, ხოლო ლ---- ქ---------ეს - ბარძაყის და თითის არეში. გუ--------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით ლ---- ქ---------ემ და ე---------- ქ---------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება.
2.2. გარდა ზემოაღნიშნულისა, გუ--------–-–---–მა უკანონოდ შეიძინა 8 (რვა) ცალი 7,62 მმ კალიბრის (308 win) ვაზნა და 104 (ას ოთხი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული 5,56 მმ კალიბრის ვაზნა, რასაც ასევე, უკანონოდ ინახავდა 2018 წლის 2-----–--ს, ქ.თბილისში, ფ--–--–---–---------------------5-ში. აღნიშნული 112 ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეების - გ--–------------ისა და ა-–--------------–-–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გუ--------–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გუ--------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე გ--–------------ემ განმარტა, რომ 2004 წლიდან მუშაობს ს----–-–----------------------------------ში. იგი მონაწილეობას იღებდა 2008 წელს საომარ მოქმედებებში. მოწმე იხსენებს, რომ 2008 წლის 6-7 აგვისტოს მისი სამსახურის მთელი შემადგენლობა, მათ შორის, გუ--------–-–---–ი, წავიდა ცხინვალში, სადაც იმყოფებოდნენ დაახლოებით ათი დღე. აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას, საჭიროების მიხედვით, მათ დამატებით ყველამ მიიღეს საბრძოლო მასალები, თუმცა, აღნიშნულზე რაიმე აქტის წერილობით დაფიქსირება არ ხდებოდა. თბილისში დაბრუნებისას მათ საბრძოლო მასალა თან ჰქონდათ მფლობელობაში. გამომდინარე იქიდან, რომ იყო რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხე, მათ იარაღი არ დაუბრუნებიათ და საბრძოლო მასალა ზეპირი ბრძანებით წამოიღეს სახლში. აღნიშნული ბრძანება ეხებოდა არა მხოლოდ მას, არამედ მთელ სამსახურს, მათ შორის, გუ--------–-–---–საც. აღნიშნული საბრძოლო მასალა, საფრთხიდან გამომდინარე, უნდა დაებრუნებინათ ეტაპობრივად, მაგრამ გარკვეული თარიღი, ვადა მათთვის არ მიუთითებიათ. გ--–------------ე აღნიშნულ მასალებს სახლში ინახავდა დაახლოებით 6-7 თვის მანძილზე, რომელიც შემდგომ ეტაპობრივად დააბრუნა სამსახურის ბაზაზე, როგორც გ------------ იხსენებს, სხვა თანამშრომლებიც მის მსგავსად პერიოდულად აბრუნებდნენ საბრძოლო მასალას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ხშირად მათ წვრთნებიც აქვთ, მაგრამ ამ დროს მათთვის საბრძოლო მასალის გადაცემა მათზე არ ხდება.
4.2. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ა-–--------------–-–---–მა განმარტა, რომ 2000 წლიდან დღემდე მუშაობს ს----–-–----------------------------------ში. იგი აღნიშნავს, რომ მონაწილეობას იღებდა აგვისტოს ომის საბრძოლო მოქმედებებში თანამშრომლებთან - მათ შორის, გუ--------–-–---–თან ერთად. აღნიშნულ პერიოდში, სამსახურში ზეპირი ბრძანებით მათ მიიღეს საჭირო იარაღი და რამდენიმე სახის საბრძოლო მასალა. საბრძოლო მოქმედებების ადგილზე ასევე, საჭიროების მიხედვით მოხდა მათი დამატებითი საბრძოლო მასალით უზრუნველყოფა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, მათ პერიოდულად ჯერ თბილისში ბაზაზე ჩამოიტანეს ტყვია-წამალი, ხოლო შემდგომ მოსალოდნელი საშიშროების გამო დაცალეს ბაზა, რა დროსაც მიღებული ტყვია-წამალი და იარაღი მათ უნდა შეენახათ მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას, მათ შორის, შესაძლებელი იყო მისი სახლში შენახვაც. საშიშროების გავლის შემდგომ, ისინი პერიოდულად, დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში აბრუნებდნენ მიღებულ საბრძოლო მასალას. აღნიშნული ტყვია-წამალის მიღება-დაბრუნება ყოველთვის ხდებოდა ზეპირი ბრძანების საფუძველზე, რადგან ისინი ჯარისკაცები კი არ იყვნენ, რა დროსაც ხდება ტყვია-წამლის მიღებაზე ხელმოწერით გაფორმება, არამედ ყველა ოფიცერი იყო ნდობით აღჭურვილი პირი, სადაც არავინ იყო ისეთი, ვისაც დავალებას მისცემდნენ და შემდგომ კონტროლი დასჭირდებოდა. ამასთან, ვითარებიდან გამომდინარე, ამ ყველაფრის კონტროლირება გამორიცხული იყო. თუმცა, მოწმე აკონკრეტებს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის დროს საუბარი არაა იარაღზე, არამედ მხოლოდ საბრძოლო მასალაზე.
4.3. ბრალდებულმა გუ--------–-–---–მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ იგი ყოველთვის იყო კანონმორჩილი, არ არის საშიში ოჯახისა და საზოგადოებისათვის, პირიქით, მუდამ ზრუნავდა ოჯახზე და უქმნიდა მათ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, ამიტომ მისთვის გაუგებარია რატომ დარეკა მეუღლემ პოლიციაში და რატომ დასწამა მას ცილი. რაც შეეხება საბრძოლო ვაზნებს, იგი აღნიშნავს, რომ მას ისინი აქვს სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, სპეცრაზმის სპეციფიკის გათვალისწინებით კი, მათ მოკლე დროში უწევთ დანიშნულების ადგილზე გასვლა და მოქმედება, რის გამოც რაიმე საბუთს ამასთან დაკავშირებით არ აწარმოებენ, მათ შორის არც მშვიდობიანობის პერიოდში. რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს პერიოდს, მათ მართლაც საშიშროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობის ბრძანებით სახლშიც ჰქონდათ წამოღებული ტყვია-წამალი, რომლის ნაწილი შემდგომ ჩააბარა, ნაწილი კი სახლში ჰქონდა შემორჩენილი ომის დროინდელ ე.წ. „ბატინკებში“. იგი მოგვიანებით იპოვნა და გადაწყვიტა დაებრუნებინა სამსახურში, რა მიზნითაც დადო სამსახურებრივ-საშტატო იარაღთან ერთად, თუმცა, ვიდრე სამსახურში წავიდოდა, ჩატარდა ჩხრეკა. ბრალდებული აღნიშნავს, რომ მან, როგორც უსაფრთხოების მაიორმა, არ გადამალა ტყვიები, პირიქით, დაკავებისას გამომძიებლებს თავად ანახა ისინი, რომ უპატრონოდ არ დარჩენილიყო.
4.4. გუ--------–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, გარდა მოწმეების - გ--–------------ისა და ა-–--------------–-–---–ის ჩვენებებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: გ--------------–---ის, გ-------–-–---–---ის, ლ---- ქ---------ის, ი-----–-----–---ძის, ქ----------------ას, ე---------- ქ---------ის, ნ-------–-–---–--, ა------–-–---–ის, მ-------–---–----ა და ნი-----------ას გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 2-----–--ის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, 2018 წლის 2-----–--ის ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმს, 2018 წლის 2-----–--ის ბინის ჩხრეკის ოქმს, 2018 წლის 2-----–--ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, 2018 წლის 2-----–--ის დათვალიერების ოქმს, 2018 წლის 2---------ოს დათვალიერების ოქმს, 2018 წლის 2-----–--ის ამოღების ოქმს, 2018 წლის 2-----–--ის შსს სსიპ ოპერატიული მართვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერის დათვალიერების შესახებ ოქმსა და გამოთხოვილ ინფორმაციას, 2018 წლის 2---------ოს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმებს, 2018 წლის 2---------ოს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, 2018 წლის 1---------ოს ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმს, 2018 წლის 2---------ოს სისხლის ნიმუშის აღების ოქმებს, 2018 წლის 2-----–--ის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსერტიზის N1----- დასკვნას, 2018 წლის 2---------ოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნას, 2018 წლის 1------------ის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნას, 2018 წლის 1------------ის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნასა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გუ--------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა მოწმეების გ--–------------ისა და ა-–--------------–-–---–ის ჩვენებებისა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
4.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.8. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.10. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქმის არსებით განხილვაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარკვეული სახის მტკიცებულებები უდავო მტკიცებულებებად ყოფილიყო მიჩნეული - მტკიცებულებების ნაწილი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და ასევე მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.
5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.6. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ;
5.6.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის (იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი) მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
5.6.2. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”
5.6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ დროს მნიშვნელოვანია დადგენილი იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორცილებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
5.6.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი), 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნულ ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი ნიშანია, ასეთი ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე, ქმედება ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
5.6.5. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, აღინიშნოს ის გარემოება, რომ ბრალდებულ გუ--------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება (ოჯახში ძალადობის საქმეები) გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, ხოლო თავისებურებები დაკავშირებულია იმასთან, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი დაზარალებულის გარდა, ან ხშირ შემთხვევაში ფაქტის თვითმხილველი პირები არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები/ახლო ნათესავები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კანონმდებლის მიერ მათთვის მინიჭებული უფლების შესაბამისად სარგებლობენ უფლებით არ მისცენ ჩვენება თავიანთი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
5.6.6. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, მისი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა. ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით ნათლად და უტყუარად იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ ე---------- ქ---------ესა და ლ---- ქ---------ეს მოცემული შემთხვევის დროს სხეულზე აღენიშნებოდათ დაზიანებები, კერძოდ, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პ--------–---------------ის - გ--------------–---ისა და გ-------–-–---–---ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ სამსახურებრივი ფუნქციიდან გამომდინარე, მათ მოცემული ფაქტის შემდეგ მყისიერი შემხებლობა ჰქონდათ დაზარალებულებთან, რა დროსაც ე---------- ქ---------ე თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო ლ---- ქ---------ემ უშუალოდ აჩვენა მათ მარცხენა ბარძაყის არეში არსებული ჭრილობა. პ--------–---------------ი ასევე, შეხვდნენ გუ--------–-–---–ს, რომელიც იყო სისხლიანი და აღენიშნებოდა ჭრილობა მარჯვენა საჩვენებელ თითზე (მოცემულ შემთხვევაში, პ--------–---------------ი არიან პირები, რომლებიც, მართალია, არ შეესწრნენ უშუალოდ ძალადობის ფაქტს, თუმცა, გახდნენ თვითმხილველები ძალადობის დასრულებისთანავე შექმნილი სიტუაციის, რა დროსაც დაზარალებულების მიმართ განხორციელებული ძალადობის კვალი ჯერ კიდევ თვალნათლივ შესამჩნევი იყო).
5.6.7. მიყენებული დაზიანებების უტყუარად არსებობის კუთხით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა არაერთი მტკიცებულება. კერძოდ, კერძოდ, 2018 წლის 2-----–--ის სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის” პაციენტის სამედიცინო N5-------- ბარათის მიხედვით, ე---------- ქ---------ეს აღენიშნებოდა მაჯისა და მტევნის ღია ჭრილობა და თავის ზედაპირული ტრამვა, ასევე სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, ხოლო ლ---- ქ---------ეს მენჯ-ბარძაყის სახსრის ღია ჭრილობა და თავის ზედაპირული ტრამვა, მაჯისა და მტევნის ღია ჭრილობა (2018 წლის 2-----–--ის სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის” პაციენტის სამედიცინო N--------- ბარათი). აღნიშნული დიაგნოზი დაზუსტებულია 2018 წლის 2-----–--ის ს.ხ-----–---–ის საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტის სამედიცინო ბარათებით: N7--- და N7---, რომლის მიხედვით, ლ---- ქ---------ეს დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა ბარძაყის და მტევნის ღია ჭრილობები, ხოლო ლ---- ქ---------ეს - თავის ტვინის შერყევა და მარჯვენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობა.
5.6.8. აღსანიშნავია აგრეთვე, 2018 წლის 1------------ის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის N-------- დასკვნა, რომლის მიხედვით, ლ---- ქ---------ის დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
5.6.9. 2018 წლის 1------------ის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით კი, ე---------- ქ---------ეს შესაბამისი სამედიცინო ჩანაწერებიდან გამომდინარე, დაესვა შემდეგი სახის დიაგნოზი: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. მარჯვენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობა. დაზიანება-თავის ტვინის შერყევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. მარჯვენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
5.6.10. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მიერ დაზარალებულებისათვის ზემოაღნიშნული ფიზიკური ძალადობის განმახორციელებელი პირის დადგენის კუთხით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე - პ---–-–--- თანამშრომლების გ--------------–---ისა და გ-------–-–---–---ის გამოკითხვის ოქმებზე, რომლითაც დგინდება, რომ ისინი 2018 წლის 2-----–--ს, გამოძახებიდან 3-4 წუთის შემდეგ გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც როგორც ე---------- ქ---------ემ, ისე ლ---- ქ---------ემ განუცხადა მათ, რომ გუ--------–-–---–მა მათზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, ე---------- ქ---------ემ აღნიშნა, რომ გ.ხ--–-–---–მა მას თავში რაღაც საგანი ჩაარტყა, ხოლო ლ---- ქ---------ემ განაცხადა, რომ მას მეუღლემ გატეხილი ფინჯნით მიაყენა ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში. მოცემული პირები არიან მოწმეები, რომლებსაც თავიანთი მოვალეობებიდან გამომდინარე, უშუალო შემხებლობა ჰქონდათ დაზარალებულებთან, რა დროსაც მათთვის დაზარალებულისგან ცნობილი გახდა, რომ მათ მოცემულ დღეს ფიზიკური დაზიანება მიაყენა სწორედ ბრალდებულმა გუ--------–-–---–მა.
5.6.11. აღნიშნული ჩვენებების უტყუარად მიჩნევის თვალსაზრისით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებზე. კერძოდ, ნივთიერი მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერის) გახსნისა და დათვალიერების ოქმსა და შესაბამის ვიდეოჩანაწერზე, რომელიც არის პირდაპირი სახის მტკიცებულება საქმეზე და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს გუ--------–-–---–ის მიერ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლისა და მეუღლის დედის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს. სახელდობრ, ვიდეოჩანაწერში ჩანს გუ--------–-–---–ის არასრულწლოვანი ქალიშვილი, რომელიც პატრულს ხვდება კიბეებზე, ბამბას აწვდის და თან ტირის. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ვიდეოჩანაწერის იმ მონაკვეთებზე, სადაც ჩანს ე---------- ქ---------ე, რომელიც ამბობს, რომ იგი სიძემ სცემა და „იმ ნაჭრით“ ჩაარტყა, თან ითხოვს სიძის დაჭერას. ვიდეოჩანაწერში ასევე, არის ლ---- ქ---------ე, რომელიც გუ--------–-–---–ის მისამართით ამბობს შემდეგ ფრაზებს: რითიც დამჭერი, ჭიქით“, „გაჩუმდი მეთქი შენ დააფშვენი დედაჩემს ჭიქა თავზე“, რაზეც ბრალდებული პასუხობს, რომ მან ჭიქა ესროლა დედამისს, მას შემდეგ რაც „ე---------- ქ---------ემ პოლისჯოხი დაარტყა“. ლ---- ქ---------ე პ--------–---------------საც ეუბნება, რომ „ჯერ ის დაითრია ბრალდებულმა კარგად თმებით და დედამისი რომ მივიდა ის ჭიქა აიღო რითიც სვამდა და დაარტყა თავში“. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ვიდეოფირში აღნიშნულ დროს ჩანს ოთახში შემავალი ატირებული ქალიშვილი, რომელიც ერთვება საუბარში და ამბობს, რომ პოლისჯოხი აიღო მას შემდეგ, რაც ბებიამისს თავში ჩაარტყა. დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ აქვს გუ--------–-–---–ს ხელზე ჭრილობა, ლ---- ქ---------ე პასუხობს, რომ ჭრილობა აქვს, რადგან ჯერ დედამისს დააფშვნა ჭიქა და მერე იმით ისიც დაჭრა. რაც შეეხება გუ--------–-–---–ის მიერ აღნიშნულ დროს ჩადენილის „აღიარებას“, იგი დასტურდება შემდეგი ფრაზებით: „ჭიქით მივდიოდი, რომ უნდა დამედგა და დამხვდა წინ კიდევ რაღაც მითხრა და მოვქაჩე თმებში, ეს წამოვიდა პოლისჯოხით და გადავაფშვენი თავზე“, ასევე პასუხობს ლ---- ქ---------ეს „თვითონ პოლისჯოხი დამარტყა და მეც ჭიქა ვესროლე დედაშენს“. აღნიშნულ ფაქტს არაერთხელ ადასტურებს როგორც გ.ხ--–-–---–ი, ისე ლ---- ქ---------ე. როდესაც ლ---- ქ---------ე ეკითხება, თუ რატომ დაარტყა მათ, ხ--–-–---–ი პასუხობს: “ხო მინდოდა, რომ მომეკლა, შენც პროსტა ვერ მოგკალი თორე მინდოდა რა“.
5.6.12. გარდა ამისა, სასამართლო ასევე, ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ უტყუარ მტკიცებულებაზე: შსს სსიპ ოპერატიული მართვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერის დათვალიერების შესახებ ოქმზე (ასევე, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმზე) და თავად გამოთხოვილ აუდიო ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2018 წლის 2-----–--ს მობილური ტელეფონის 57---------- ნომრიდან შსს „112“-ის ოპერატიული მართვის დეპარტამენტში განხორციელებული ზარის თანახმად, გუ--------–-–---–ის მეუღლე ლ---- ქ---------ე უკავშირდება „112“-ის ოპერატორს და ეუბნება შემდეგი სახის ინფორმაციას: „ეხლა, გეხვეწები სასწრაფოდ ჩემმა მეუღლემ დედაჩემს, სისხლისგან იცლება.“ იმავე ჩანაწერში ოპერატორის შეკითხვაზე, თუ რა მოხდა, ზარის ინიციატორი პასუხობს: „იძალადა დიახ გუ--------–-–---–ი პ---–-–--- თანამშრომელია.“ იქვე ზემოაღნიშნული ქალბატონი ოპერატორს ეუბნება, რომ ... „შიგნით ყველა დაგვხოცა თითქმის.“ იმავე ჩანაწერში კი ზარის ინიციატორი აფიქსირებს თავის სახელსა და გვარს: „ლ---- ქ---------ე, “ ასევე, ეუბნება კიდევ ერთი დაზარალებულის - მისი დედის - სახელსა და გვარს: „ე---------- ქ---------ე.“
5.6.13. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების (დადგენილი იქნა, რომ მოცემული შემთხვევის დროს დაზარალებულებზე ბრალდებულმა განახორციელა ფიზიკური ძალადობა) უტყუარად დადგენის შემდეგ აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ მიუციათ ჩვენება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ, კონკრეტულ შემთხვევაში, ეს გავლენას ვერ მოახდენს დანაშაულებრივი ქმედების განსაზღვრისას საბოლოო შედეგზე, ვინაიდან ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული, რომ ე---------- ქ---------ეს ჰქონდა ჭრილობა მარცხენა ბარძაყის და მტევნის ღია ჭრილობები, ხოლო ლ---- ქ---------ეს - თავის ტვინის შერყევა და მარჯვენა მტევნის ნაკვეთი ჭრილობა. ლოგიკურია, რომ ნებისმიერი საშუალო ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მქონე ადამიანისათვის ღია ჭრილობის არსებობა დაკავშირებულია ტკივილთან და იგი არ შეიძლება იყოს დამოკიდებული პირის სუბიექტურ აღქმასთან.
5.6.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება-გაანალიზებით და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით უტყუარად დადგენილია ის გარემოება, რომ ე---------- ქ---------ისა და ლ---- ქ---------ის მიმართ მოცემულ დღეს გუ--------–-–---–ის მიერ განხორციელებული იქნა ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც მან მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები, რამაც ობიექტური პირისათვის საკმარისობის კუთხით (მიყენებული დაზიანებების ლოკაციის, ასევე დაზიანებების რაოდენობის და ხარისხის მხედველობაში მიღებით და საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით) მათი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამასთან, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით ნათლად დგინდება, რომ როგორც ლ---- ქ---------ე და მათი არასრულწლოვანი შვილები, ისე ე---------- ქ---------ე არიან გუ--------–-–---–ის ოჯახის წევრები ( კერძოდ, ლ---- ქ---------ე არის ბრალდებულის მეუღლე, ხოლო ე---------- ქ---------ე არის ბრალდებულის მეუღლის დედა), რის გამოც როგორც შიდა კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად (აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N40------ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ განმარტა, რომ „მოძალადე“ და „ძალადობის მსხვერპლი“ უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები და არა, ზოგადად - „არასრულწლოვანი და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრი“), შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია აღნიშნული მუხლით პირის ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელ სუბიექტთა წრეც.
5.6.15. დასკვნის სახით, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ვიდეოკამერის წინ ბრალდებულის ე.წ. „აღიარება“, ასევე მისი შვილებისა და დაზარალებულების მიერ დაფიქსირებული პოზიციები, რომ მართლაც ჰქონდა ადგილი გ.ხ--–-–---–ის მიერ შვილების თანდასწრებით მეუღლისა და მეუღლის დედის შეურაცხყოფას, ასევე აუდიო ჩანაწერი სრულ თანხვედრაშია მათ სხეულზე არსებულ დაზიანებებთან, პოლიციელების მიერ მიღებულ პირველად ჩვენებებთან, რომელიც როგორც წესი, არის უტყუარი მტკიცებულება და ყოველივე ზემოაღნიშული, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები (მათ შორის, ამოღების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა, სისხლის აღების ნიმუში და სხვა) ცალ-ცალკე და ერთობლიობაში ადასტურებს გ.ხ--–-–---–ისათვის ბრალად წარდგენილ დანაშაულს.
5.6.16. საქმის არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში მიუთითა, რომ ბრალდებულ გუ--------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ირიბ ჩვენებებს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილებების საფუძველზე არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს საქმეში, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
5.6.17. სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემული გადაწყვეტილებით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენებადობის შესაძლებლობა. კერძოდ, მოცემული გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არსებობს“.
5.6.18. ზემოაღნიშნულის გაანალიზება ცხადყოფს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ირიბი ჩვენებების სისხლის სამართლის სამართლის საქმეზე გამოყენების კუთხით აწესებს მაღალ სამართლებრივ სტანდარტს (და აბსოლუტურად, კატეგორიულობის ფორმით არ გამორიცხავს მის გამოყენებადობას), რა დროსაც აუცილებელია ირიბი ჩვენების გამოყენება მოხდეს სასამართლოს მიერ ყოველი კონკრეტული გარემოებების შეფასებით, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. ამასთან, ირიბი ჩვენების საგამონაკლისო დაშვებას გამართლებულად მიიჩნევს, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
5.6.19. სასამართლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ირიბი ჩვენებების გამოყენებასთან მიმართებით განსაზღვრული სტანდარტის შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის შესწავლაც ცხადყოფს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ რომ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, როდესაც მოცემულ საქმეში სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა საქმეში დიდი პალატის მიერ დადგენილი პრინციპები, სადაც მან განაცხადა, რომ მსჯავრდების დაფუძნება ირიბი მოწმის ჩვენებაზე ავტომატურად არ არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს, როდესაც ირიბი მტკიცებულება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებაა, რა დროსაც უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ადეკვატური საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რომელიც მტკიცებულების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა, რაც მოახდენს დაცვის მხარისათვის წარმოშობილი სირთულეების კომპენსირებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
5.6.20. სასამართლო ირიბი ჩვენებების სასამართლო გადაწყვეტილებაში გამოყენების კუთხით ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით 1979 წლის 4 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე (იქსი გერმანიის წინააღმდეგ) სადაც კომისია აღნიშნავს, რომ გამონაკლის შემთხვევებში, ნებადართულია მოწმეთა მიერ სასამართლო დაკითხვამდე მიღებული ჩვენების გამოყენება. საქმის განმხილველ მოსამართლეს, მოწმის დაკითხვის დროს, შეუძლია მის მიერ პ---–-–---ათვის მიცემული ჩვენება გამოიყენოს და პ---–-–--- ოფიცერს, რომელმაც მოწმის დაკითხვა განახორციელა, საქმის განხილვის დროს შეუძლია შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო გადაწყვეტილებებში ირიბი ჩვენებების გამოყენების დასაშვებობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული (მათ შორის ,,შოლერი“ გერმანიის წინააღმდეგ, საჩივარი N14122/10; ჰაასი გერმანიის წინააღმდეგ, საჩივარი N73047/01; ფაფროვიჩი პოლონეთის წინააღმდეგ, საჩივარი N43609/07 და ა.შ.) .
5.6.21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გუ--------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5.7. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;
5.7.1. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი) - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა გამოსაყენებლად დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით. ამავე მუხლის, მე-3 ნაწილის თანახმად ასევე, დასჯადია, ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა. შენახვა გულისხმობს საბრძოლო მასალისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება მოხდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, გარაჟში, მიწაში და ა.შ. ამ დროს მთავარია პირმა ისეთ ადგილას შეინახოს იარაღი, რომ შეძლოს მისი გამოყენება როცა დასჭირება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს უმოქმედობითაც. მაგალითად, პირის მიმართ, რომელიც კანონიერად ინახავდა საბრძოლო მასალას, გაუქმდა მისი შენახვის ნებართვა, მაგრამ იგი მაინც აბარებს მას სათანადო ორგანოებს. შენახვის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
5.7.2. ამდენად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის/შენახვა შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მათი შეძენა და შენახვა იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე.
5.7.3. სასამართლო ბრალდებულ გუ--------–-–---–ი (აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებულიც არ უარყოფს საბრძოლო მასალის ფლობას) მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ქ.თბილისი, ფ--–--–---–---------------------5-დან ამოღებული იქნა იარაღის მსგავსი საგანი, მჭიდით და მასში მოთავსებული 15 ერთეული ვაზნით, ასევე 121 ერთეული ვაზნა. ამოღებული ვაზნების ვარგისიანობა დადასტურებულია 2018 წლის 2-----–--ის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნით, თითოეული მათგანი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
5.7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილია პირთა წრე, რომელიც უფლებამოსილია შეიძინოს იარაღი და საბრძოლო მასალა გარკვეული პირობების არსებობისას. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ პირთა წრეს არ მიეკუთვნება გუ--------–-–---–ი. ამასთან, ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა - ა-–--------------–-–---–ი, გ--–------------ე -ჩვენებებზე, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებებიდან ამავე წლის აგვისტოს თვეში თბილისში დაბრუნებულებს მართლაც ჰქონდათ მფლობელობაში ტყვია-წამალი, თუმცა, მას ინახავდნენ დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში, ხოლო შემდგომ ეტაპრობრივად, 2-3 თვის განმავლობაში დააბრუნეს მიღებული საბრძოლო მასალა, რომლის მსგავსად იქცეოდნენ სხვა თანამშრომლებიც. კერძოდ, სამსახურის ბაზაზე აბრუნებდნენ მიღებულ საბრძოლო მასალებს. გასათვალისწინებელია, რომ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გუ--------–-–---–ისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩადენილია 2018 წლის 2-----–--ს, რა დროსაც მას არ შეიძლება კავშირი ჰქონდეს 2008 წლის საომარი მოქმედების გამო, კანონიერად საბრძოლო მასალის მის მიერ ფლობაზე. ამასთან, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თითქოსდა აღნიშნულ საბრძოლო მასალას ფლობდა სამსახურებრივად და აპირებდა დაებრუნებინა იგი, რადგან არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, არ გამოკითხულა/დაკითხულა და არ დასახელებულა უფლებამოსილი პირი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ს----–-–----------------------------------ისგან ბრალდებულს ნამდვილად მინიჭებული ჰქონდა საბრძოლო მასალის შენახვის უფლება დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის. შესაბამისად, იგი უკანონოდ ინახავდა საბრძოლო მასალას საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მას ჰქონდა საშუალება გამოეყენებინა იგი და ნებისმიერ დროს განეკარგა საკუთარი სურვილისამებრ.
5.7.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე, დაცვის მხარის პოზიციაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ, თითქოსდა, წარმოდგენილი იქნა (როგორც ოჯახში ძალადობასთან, ისე საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით) მხოლოდ ირიბი მოწმეები, თუმცა, თავად დაცვის მხარის მიერ მოწვეული ორივე მოწმე, სასამართლოს აძლევს ირიბ ინფორმაციას საბრძოლო მასალის ფლობასთან დაკავშირებით, რომელთა ჩვენებები არ არის დადასტურებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით. ამდენად, სასამართლო ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს ვერ გაიზიარებს და შესაბამისად, მათ მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული არაპირდაპირი ინფორმაციის საფუძველზე, გუ--------–-–---–ის მიმართ საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა/შენახვის ბრალდების ნაწილში, გამამართლებელ განაჩენს ვერ დაადგენს.
5.7.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გუ--------–-–---–მა ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1 გუ--------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
7.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გუ--------–-–---–ის სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხასიათდება დადებითად, არის მაღალი რანგის სპეციალისტი და წახალისებულია არაერთხელ, გასათვალისწინებელია მისი ოჯახური მდგომარეობა (ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი), მან მტკიცებულებების ნაწილი გახადა უდავოდ, გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმაზე, რომ ჩადენილთაგან ერთ-ერთი არის განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი ქმედების სიმძიმე, მართლსაწინააღმდეგო შედეგი გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რაც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.
7.6. რაც შეეხება ბრალდებულის სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას, საქმის მასალებით იგი არ დგინდება. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
7.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე, ითვალისწინებს გუ--------–-–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებების რაოდენობას, ამასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, გუ--------–-–---–ს განხორციელებული აქვს ოჯახური ძალადობა ორი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლისა და მეუღლის დედის მიმართ. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სასჯელის სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე, ზემოთ მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. რაც შეეხება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს, ვინაიდან კანონმდებელი უალტერნატივოდ ითვალისწინებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სანქციას - თავისუფლების აღკვეთას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოცემულ ვითარებაში მას სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი სასჯელი ან თუნდაც მსუბუქი სასჯელი დაუნიშნოს. ამდენად, გ. ხ--–-–---–ის მიმართ ბრალდების ამ ნაწილშიც სასამართლო თვლის, რომ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - იქნება ასევე, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.8. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გუ--------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სასჯელი გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს. გუ--------–-–---–ი, ასევე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხასიათის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
7.9. სასამართლო ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში გუ--------–-–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთაგან ბრალდებული გუ--------–-–---–ი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, წარმოადგენს დანაშაულთა ერთობლიობას, რა დროსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. იმის გამო, რომ უზრუნველყოფილი იქნეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრისათვის კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოცემული ყველა პირობა/მოთხოვნა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გუ--------–-–---–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის (დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს) გამოყენებით.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: GLOK-19-ის მოდელის D------ პისტოლეტი, ერთი მჭიდით და თოთხმეტი ვაზნით, 5,56 მმ. კალიბრის ასი ცალი ვაზნა, 7,62 კალიბრის ხუთი ცალი ვაზნა, რომელიც ინახება შსს ს----------–-------–-–--ს დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–----------------- სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს ლ----------ის დეპარტამენტს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საგნები: მინის ნატეხი, იატაკის საწმენდი ჯოხი და ანაწმენდები; გუ--------–-–---–ი ნერწყვის ნიმუში; ე---------- ქ---------ის სისხლის ნიმუში; ლ---- ქ---------ის სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ს----------–-------–-–--ს დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–----------------- სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს; ლ---- ქ---------ისაგან ამოღებული ერთი ცალი ჭრელი ფერის კაბა და ე---------- ქ---------ის კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ს----------–-------–-–--ს დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–----------------- სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; სსიპ ,,112’’-დან გამოთხოვილი ინფორმაცია - ერთ ცალ DVD დისკზე; შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ტექნიკური მხარდაჭერისა და ტექნოლოგიური განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს ნივთიერ მტკიცებულებათა საცავში - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გუ--------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. გუ--------–-–---–ი ასევე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გუ--------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
4. მსჯავრდებულ გუ--------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ გუ--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2-----–--იდან.
5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- GLOK-19-ის მოდელის D------ პისტოლეტი, ერთი მჭიდით და თოთხმეტი ვაზნით, 5,56 მმ. კალიბრის ასი ცალი ვაზნა, 7,62 კალიბრის ხუთი ცალი ვაზნა, რომელიც ინახება შსს ს----------–-------–-–--ს დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–----------------- სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს ლ----------ის დეპარტამენტს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საგნები: მინის ნატეხი, იატაკის საწმენდი ჯოხი და ანაწმენდები; გუ--------–-–---–ი ნერწყვის ნიმუში; ე---------- ქ---------ის სისხლის ნიმუში; ლ---- ქ---------ის სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ს----------–-------–-–--ს დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–----------------- სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.
- ლ---- ქ---------ისაგან ამოღებული ერთი ცალი ჭრელი ფერის კაბა და ე---------- ქ---------ის კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ს----------–-------–-–--ს დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–----------------- სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
- სსიპ ,,112’’-დან გამოთხოვილი ინფორმაცია - ერთ ცალ DVD დისკზე; შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ტექნიკური მხარდაჭერისა და ტექნოლოგიური განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს ნივთიერ მტკიცებულებათა საცავში - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე