გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7172-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე ელ----------------–-–---–-
წარმომადგენელი მა-----------–---–-
მოპასუხე ბო-----------–-----
წარმომადგენელი მა--------------
დავის საგანი სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის დადგენა,სარგებლის სახით გადახდილი თანხის ჩათვლა
ძირი თანხის ანგარიშში,კრედიტორის წინაშე გადასახდელი
დავალიანების მოცულობის განსაზღვრა,პირგასამტეხლოს შემცირება,ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნაა
1.1. ბო-----------–-----სა და ე-–----------------–-–---–ს შორის სანოტარო წესით დამოწმებული 2015 წლის 04 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვროს 2015 წლის 04 დეკემბერი.
1.2.მსესხებლის ელ----------------–-–---–-ს მიერ კრედიტორის ბო-----------–-----სათვის სარგებლის სახით გადახდილი 2700 აშშ დოლარი ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილად.
1.3. 2015 წლის 04 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებლის ელ----------------–-–---–-ს მიერ გამსესხებლის ბო-----------–-----ს წინაშე გადასახდელი სესხის ძირითად თანხად განისაზღვროს 7300 აშშ დოლარი და დადგინდეს კრედიტორის წინაშე სარგებელის სახით 300 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულების არსებობის ფაქტი.
1.4. 2015 წლის 04 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით შემცირდეს და განისაზღვროს 0.001%-მდე და გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვროს 86.6 აშშ დოლარი.
1.5. გაუქმდეს 2018 წლის 14 თებერვლის ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
2015 წლის 04 ივნისს ბო-----------–-----სა და ე-–----------------–-–---–ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ე-–----------------–-–---–მა გამსესხებლის ბო-----------–-----საგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირ თანხაზე სამი პროცენტის დარიცხვით, 2015 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-13 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
სესხის ხელშეკრულებით დაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის ელ----------------–-–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, თბილისში, ნ---------------–--------------- კვ.მ. დაზუსტებული ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 საერთო ფართით 24.06 კვ.მ. შენობა N2 საერთო ფართით 41.87 კვ.მ. მ/ მათ შორის 7.03 კვ.მ. სარდაფი ს/კ N0-.---20.----0---
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-10 მუხლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, მესაკუთრის ან/და მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით, კანონით დადგენილი წესით, კრედიტორის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების წარდგენის საფუძველზე, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.
2018 წლის 14 თებერვალს ნოტარიუსმა ე-–-----–----–---–მა, კრედიტორის ბო-----------–-----ს განცხადების საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სააღსრულებო ვალდებულების სახედ და მოცულობად განისაზღვრა: იპოთეკის საგნის: ელ----------------–-–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისში, ნ--------------–----------- აუქციონზე რეალიზაცია. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა: სესხის ძირი თანხა 10 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 4 ნოემბრიდან პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.12 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.
ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცელი კრედიტორმა ბო-----------–-----მ წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სადაც მოვალე ელ----------------–-–---–-ს მიმართ მოთხოვნილ იქნა 14 500 აშშ დოლარისა და 126.72 ლარის გადახდა.
სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების თანახმად, მოვალის მიერ, ყოველთვიური სარგებლის კეთილსინდისიერი გადახდის შემთხვევაში, დასახელებული ხელშეკრულება გაგრძელდებოდა ავტომატურად ვალდებულების შესრულებამდე, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგან ერთი თვის სარგებელი 300 აშშ დოლარი მსესხებელმა გადაიხადა ხელშეკრულების დადების დღესვე. ამის შემდეგ, 2015 წლის 11 ივლისს -300 აშშ დოლარი, 2015 წლის 15 სექტემბერს - 300 აშშ დოლარი, 2015 წლის 9 ნოემბერს - 600 აშშ დოლარი, 2015 წლის 18 დეკემბერს - 300 აშშ დოლარი, მთლიანობაში სარგებლის სახით გადახდილია 1800 აშშ დოლარი. არა აქვს გადახდილი აგვისტოს თვის სარგებელი. ამდენად, რადგან მსესხებელ არასრულად და ვადაგადაცილებით ასრულებდა სარგებლის გადახდის ვალდებულებას, სესხის ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელებულად არ უნდა მიჩნეულიყო კრედიტორის მიერ.
ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ 2016 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, მსესხებელმა სარგებლის სახით გადაიხადა 2700 აშშ დოლარი.
მსესხებელს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და მისი ვადის გასვლის შემდეგ, ჯამში, სარგებლის სახით გადახდილი აქვს 4500 აშშ დოლარი. ამასთან, ის სარგებელს არ იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ხელშეკრულების დადებიდან ყოველი მომდევნო თვის 4 რიცხვში.
მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა გადაუხდელი ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით არაგონივრულია და უნდა შემცირდეს 0.001%-მდე და შესაბამისად, მისი ათვლა უნდა დაიწყოს სარგებლის გადაუხდელობიდან 2015 წლის 04 აგვისტოდან და 2018 წლის 18 თებერვლამდე, პერიოდზე განისაზღვროს 86.6 აშშ დოლარით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ბო-----------–-----მ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. 2.1. მსესხებელი 2016 წლის იანვარ-სექტემბერში ნებაყოფლობით იხდიდა 300 აშშ დოლარს სარგებლის სახით, რითაც მხარეებს შორის გაგრძელდა სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა. 2.2.აღსრულების ეტაპზე კრედიტორმა შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და აღსრულება მოითხოვა პირგასამტეხლოს ნაწილში 4500 აშშ დოლარზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 04 ივნისს ბო-----------–-----სა და ე-–----------------–-–---–ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ე-–----------------–-–---–მა გამსესხებლის ბო-----------–-----საგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირ თანხაზე სამი პროცენტის დარიცხვით, ექვსი თვის ვადით, 2015 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-10 მუხლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, მესაკუთრის ან/და მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით, კანონით დადგენილი წესით, კრედიტორის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების წარდგენის საფუძველზე, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-13 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
3.2.2. სესხის ხელშეკრულებით დაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის ელ----------------–-–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, თბილისში, ნ---------------–--------------- კვ.მ. დაზუსტებული ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 საერთო ფართით 24.06 კვ.მ. შენობა N2 საერთო ფართით 41.87 კვ.მ. მ/ მათ შორის 7.03 კვ.მ. სარდაფი ს/კ N0-.---20.----0--- იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2.3. 2018 წლის 14 თებერვალს ნოტარიუსმა ე-–-----–----–---–მა, კრედიტორის ბო-----------–-----ს განცხადების საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სააღსრულებო ვალდებულების სახედ და მოცულობად განისაზღვრა: იპოთეკის საგნის: ელ----------------–-–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისში, ნ--------------–----------- აუქციონზე რეალიზაცია. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა: სესხის ძირი თანხა 10 000 აშშ ოლარი, 2016 წლის 4 ნოემბრიდან პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.12 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი.
3.2.4. ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცელი კრედიტორმა ბო-----------–-----მ წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სადაც მოვალე ე-–-----------------–-–---–ის მიმართ მოთხოვნილ იქნა 14 500 აშშ დოლარისა და 126.72 ლარის გადახდა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოპასუხის ახსნა-განმარტება.
კრედიტორის განცხადება
იძულებითი აღსრულების მიზნით
სააღსრულებო დოკუმენტის
წარმოების მიღების შესახებ.
3.2.5. მსესხებელმა 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის დეკემბრამდე, 6 თვის პერიოდში სარგებლის სახით გადაიხადა 1800 აშშ დოლარი.
მოსარჩელე აპელირებს მის მიერ სარგებლის არასრულად გადახდაზე. ის აღნიშნავს, რომ 2015 წლის ივნისიდან - დეკემბრამდე პერიოდში, აგვისტოს თვის სარგებელი არა აქვს გადახდილი.
მოსარჩელე სარჩელში თავად აღნიშნავს, რომ ერთი თვის სარგებელი 300 აშშ დოლარი მსესხებელმა გადაიხადა ხელშეკრულების დადების დღესვე. ამის შემდეგ, 2015 წლის 11 ივლისს -300 აშშ დოლარი, 2015 წლის 15 სექტემბერს - 300 აშშ დოლარი, 2015 წლის 9 ნოემბერს - 600 აშშ დოლარი, 2015 წლის 18 დეკემბერს - 300 აშშ დოლარი, მთლიანობაში სარგებლის სახით გადახდილია 1800 აშშ დოლარი.
კონკრეტულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით, ყოველთვიურად სარგებლის სახით, მსესხებელს უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის 10 000 აშშ დოლარის 3%, რაც თვეში შეადგენდა 300 აშშ დოლარს, ხოლო 6 თვის ვადაში უნდა გადაეხადა 1800 აშშ დოლარი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის აპელირება სარგებლის სახით აგვისტოს თვის სარგებლის გადაუხდელობაზე უსაფუძვლოა და სასამართლო არ იზიარებს.
ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ცალსახად დგინდება, რომ 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით მსესხებელს სარგებლის სახით გადასახდელი 1800 აშშ დოლარი სრულად აქვს გადახდილი.
3.2.6. ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის 2015 წლის 04 დეკემბრის შემდეგ, სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხრეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალსწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, გარიგება არ არსებობს თუ არც გარეგნული და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. ამ ნორმების მიხედვით, ნების გამოვლენა,რომელიც გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა,შეიძლება სხვადასხვა გზითა და საშუალებით გამოიხატოს. ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა,როცა მხარეები სიტყვიერად გამოხატავენ თავიანთ ნებას. მაგრამ 53-ე მუხლი იმაზეც მიუთითებს,რომ შესაძლებელია არსებობდეს ნების გამოხატვის სხვა საშუალებებიც. ნების გამოვლენის გავრცელებული საშუალებაა ე.წ. კონკლუდენტური მოქმედებები. ამ დროს ნების გამოვლენა გამომდინარეობს პირის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული მოქმედებიდან. კონკლუდენტური მოქმედება არის ნების გარეგნული გამოხატვა,რომელიც მიმართულია ნების რეალურ განხორციელებაზე ისე რომ არ ისახავს მიზნად ამ ნების გარეგნულ დემონსტრირებას, ე.ი ამ შემთხვევაში მოქმედება ნების გამოვლენის საშუალება კი არ არის, არამედ მინიშნება ნებაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 ნაწილის მიხედვით, მხარეები უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების ვადა. მხარეთა შეთანხმებით, ყოველთვიური სარგებლის კეთილსინდიერი გადახდის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება ვალდებულების შესრულებამდე.
მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ვადის ავტომატურად გაგრძელება შესაძლებელი იყო მსესხებლის მიერ სარგებლის კეთილსინდიერად გადახდის პირობის არსებობის შემთხვევაში.
სასამართლო მოსარჩელის განმარტებას არ იზიარებს, რადგან მხარეებმა სესხის ხელშეკრულების მე-4 ნაწილის მიხედვით, სესხის დაბრუნების ვადის ავტომატურად გაგრძელების პირობად მიუთითეს მსესხებლის მიერ სარგებლის კეთილსინდიერად გადახდის თაობაზე. თუმცა ამ გარემოების არარსებობა, არ გამორიცხავდა მხარეთა უფლებამოსილებას შეთანხმებით გაეგრძელებინათ სესხის დაბრუნების ვადა.
ამდენად, მხარეთა შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ისინი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების უფლებამოსილებაზე შეთანხმდნენ რაიმე პირობაზე მითითების გარეშე და ამ უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში წერილობით ფორმაზე არ შეთანხმებულან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე მხარეთა შეთანხმების ნამდვილობისათვის წერილობითი ფორმის დაცვა სავალდებულო არ არის. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მსესხებელმა 2016 წლის იანვრიდან გააგრძელა სარგებლის 300 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო კრედიტორი იღებდა ამ შესრულებას. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებელმა -ე-–----------------–-–---–მა და გამსესხებელმა - ბო-----------–-----მ სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების ნება გამოავლინეს, რაც დგინდება მათ მიერ ფაქტობრივად განხორციელებული მოქმედებებიდან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაბრუნების ვადა არ გაგრძელებულა, სასამართლოს მიერ არ არის გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 316-ე, 623-ე, 365-ე მუხლებით.
”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე, მე-40 მუხლით;
6. სამართლებრივი შეფასებათ
6.1. ”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მესამე პრიმა ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, რის საფუძველზეც მსესხებელს ე-–----------------–-–---–ს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნასესხები თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებმა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაბრუნების ვადა გააგრძელეს მსესხებლის მიერ პროცენტის გადახდამდე, ასევე დადგენილია, რომ მსესხებელმა 2016 წლის 4 ოქტომბრისათვის გადასახდელი პროცენტი არ გადაიხადა, რის გამოც ამ დროიდან გამსესხებელს წარმოეშვა სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ გამსესხებლისაგან მიიღო სესხის ძირი თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის 2018 წლის 14 თებერვლისათვის გადასახდელი ჰქონდა სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი, რომელსაც ხელშეკრულების მე-13 პუნქტის შესაბამისად, ერიცხებოდა პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რომლის ათვლა დაიწყო 2016 წლის 04 ნოემბრიდან კრედიტორის მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 4500 აშშ დოლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, კრედიტორის მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია როგორც დავალიანების ძირ თანხასთან, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობასთან მიმართებაში და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
ამდენად, სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი დავალიანების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, შეესაბამება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის არსებული დავალიანების მოცულობას. ამასთან, არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი კანონის მოთხოვნათა დაცვით არის გაცემული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 1991, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ელ----------------–-–---–-ს სარჩელი.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა 2018 წლის 14 თებერვლის N--------- სააღსრულებო ფურცლის მოქმედება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია