გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
190210018002547182
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2115-18

(საქმე N190210018002547182)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - სს,, ა-----------------------–--------------------------–ო“

წარმომადგენელი - ს--–---- კ---------, ფ--- მ------------

 

მოპასუხე - მ--–----- თ----–---–ი ( არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას)

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე - მ--–---- თ----–---–ს სს ,,ა-----------------------–--------------------------–ო’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5756.66 (ხუთი ათას შვიდას ორმოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც: სესხის ძირითადი თანხა არის 1806.24 ლარი; დარიცხული ვადაგადაცილებული პროცენტი - 86.52 ლარი; გადაუხდელი პირგასამტეხლო (ჯარიმა) ვადაგადაცილებაზე არის 3 863.90 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 10 ნოემბერს სს ,, ა-----------------------–--------------------------–ოს’’-სა და მ--–---- თ----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გათვალისწინებით გაიცა სესხის სახით 3000 ლარი, მსესხებელმა დაარღვია ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და გადასახადელი აქვს სარჩელში მითითებული თანხა - 5756.66 (ხუთი ათას შვიდას ორმოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ კანონით დადგენილი წესით სარჩელზე შესაგებელი არ წარადგინა და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. შესაბამისად, გაურკვეველია მისი პოზიცია სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი- საქართველო’’-ს მიერ წარდგენილ სარჩელზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2014 წლის 10 ნოემბერს სს ,, ა-----------------------–--------------------------–ოს’’-სა და მ--–---- თ----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N10.11.14/004. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების ძირითადი პირობები იყო: კრედიტის თანხა 3000 (სამი ათასი)ლარი, კრედიტის ვადა 12 (თორმეტი) თვე , საპროცენტო განაკვეთი 16% (თექვსმეტი პროცენტი) წელიწადში, პირგასამტეხლოს (ჯარიმის)ოდენობა - ვადაგადაცილებული თანხის 0.2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდა უნდა მომხდარიყო საკრედიტო ხელშეკრულების დანართი N1-ში მოცემული გრაფიკით, რომელიც საკრედიტო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. კრედიტი გაიცა უზრუნველყოფის გარეშე.

მტკიცებულება: 2014 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულება N10.11.14/004 (ს.ფ. 18-23)

 

3.1.2. მსესხებელმა დაარღვია ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. ბანკმა როგორც წერილობით ისე ზეპირად გააფრთხილა მსესხებელი, მაგრამ აღნიშნული გაფრთხილების მიუხედავად ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა მითითებულ ვადებში და დღემდე შეუსრულებელია.

2018 წლის 16 ივლისის მდგომარეობით მ--–----- თ----–---–ის დავალიანებამ სს ,,ა-----------------------–--------------------------–ო’’-ს წინაშე, რომელიც გამომდინარეობს 2014 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული N10.11.14/004 საკრედიტო ხელშეკრულებიდან , შეადგინა სულ 5756,66 (ხუთი ათას შვიდასორმოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარი საიდანაც: ვადაგადაცილებული ძირითადი თანხა არის 1,806.24 (ერთი ათას რვაას ექვსი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარი. დარიცხული ვადაგადაცილებული პროცენტი არის 86.52 (ოთხმოცდაექვსი ლარი და ორმოცდათორმეტი ) ლარი. გადაუხდელი პირგასამტეხლო (ჯარიმა) ვადაგადაცილებაზე არის 3 863.90 (სამი ათას რვაას სამოცდასამი ლარი და ოთხმოცდაათითეთრი) ლარი.

მტკიცებულება: ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 31)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, მოპასუხეს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო პროცესს დასწრებია. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიაჩნია რომ , მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. გადაწყვეტილების ნაწილში - "სამართლებრივი შეფასება" - სასამართლო მსჯელობს პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მოსარჩელის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს ,,ა-----------------------–--------------------------–ო’’-ს და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს სს ,,ა-----------------------–--------------------------–ო’’-სა და მ--–---- თ----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N10.11.14/004. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების ძირითადი პირობები იყო: კრედიტის თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ა-----------------------–--------------------------–ოს’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი. მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ. ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. ამასთან, მოპასუხის პოზიცია სესხის დაკისრების თაობაზე სასამართლოსათვის უცნობია. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხისა და სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული პროცენტის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის 2014 წლის 10 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ვადაგადაცილების ჯარიმა (პირგასამტეხლო) განისაზღვრა ვადაგადაცილებული კრედიტის ძირითადი თანხის 0.2%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. ვადაგადაცილებული კრედიტის ძირითადი თანხის 0.2%-ის ოდენობით განსაზღვრულის პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 0,02 პროცენტამდე, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული პირგასამტეხლოს თანხა -3 863, 90 ლარი - უნდა შემცირდეს 10-ჯერ და განისაზღვროს 386, 39 ლარის ოდენობით. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე მ--–---- თ----–---–ს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად 3863,90 ლარისა უნდა დაეკისროს 386,39 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 172,70 ლარიდან 68,38 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მ--–---- თ----–---–ს, ხოლო გადახდილი ბაჟის დანარჩენი ნაწილი - 104,32 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე სს ,,ა-----------------------–--------------------------–ოს’’ სარჩელიმოპასუხე მ--–---- თ----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე მ--–---- თ----–---–ს მოსარჩელე სს ,,ა-----------------------–--------------------------–ოს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2279,15 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1806,24 ლარი, სარგებელი - 86,52 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 386,39 ლარი;

3. მოსარჩელე სს ,,ა-----------------------–--------------------------–ოს’’ უარი ეთქვას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 3477,51 ლარის დაკისრებაზე.

4. მოპასუხე მ--–---- თ----–---–ს მოსარჩელე სს ,,აზერბაიჯანის ბანკი-საქართველოს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 68,38 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 172.70 ლარიდან, 104 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი