განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2018
საქმის ნომერი
180100118002486545
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/133-18 19 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------------–---–-;

 

დაცვის მხარე: ქ-----------–---–ი;

 

ბრალდებული - თ-------ე ნი----–-----ს ძე ო-----ე (დაბადებული 1--- წლის 17 ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, განქორწინებული, ს-–----–-- განათლების მქონე, ნასამართლევი, უმუშევარი, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელ ხ-------ში, ამჟამად პენიტენც-----ი დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი;

 

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნე-–-----ი ზიანი გამოიწვია.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.150-ე მუხლის პირველი ნაწილი - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნე-–-----ი ზიანი გამოიწვია.

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნე-–-----ი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი - სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნე-–-----ი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილი -განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა, პირობითი სასჯელის ქვეშ მყოფმა თ-------ე ო-----ემ 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში მცხოვრებ, ყოფილ მეუღლეს ნ---- მ----------ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ კისერზე და ტანზე მოუჭირა ხელები, ასევე წელზე და მკერდზე დაარტყა ხელი, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში, ყოფილ მეუღლესთან ნ---- მ----------თან სახლში ყოფნისას, თ-------ე ო-----ემ, ნ---- მ----------ს ჯიბიდან აშკარად ამოაცალა 100 ლარიანი კუპიურა, ასევე ნ---- მ----------ის თანდასწრებით, კარადაში არსებული ყუთიდან ამოიღო და აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთების მიზნით დაეუფლა ნ---- მ----------ისა და მისი დედის ნ--–- ჭ------ის კუთვნილ ორ ოქროს სამკაულებს. კერძოდ: ნ---- მ----------ის კუთვნილ ოქროს საყურეს, ღირებულს 45 ლარად და ოქროს ყელსაბამს, ღირებული 190 ლარად, ნ--–- ჭ------ის კუთვნილ ოქროს საყურეს, ღირებულს 310 ლარად, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნე-–-----ი მატერიალური ზიანი.

1.3. 2018 წლის 07 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში, ყოფილ მეუღლესთან ნ---- მ----------თან სახლში ყოფნისას, თ-------ე ო-----ემ, ფიზიკური ძალის გამოყენებით, კერძოდ, ყელში ხელის მოჭერით, ნ---- მ----------ს გააღებინა პირი და აიძულა დაელია ფსიქოტროპული მედიკამენტები.

1.4. 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში, ყოფილ მეუღლესთან ნ---- მ----------თან სახლში ყოფნისას, თ-------ე ო-----ე, ნ---- მ----------ს დანის გამოყენებითა და დემონსტრირებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ნ---- მ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.5. 2018 წლის 5 მარტს, ქ. თბილისში, მა--–--– გე-–-----ის გამზირზე არსებულ სუპერმარკეტ „ბ-----------სთან“ თ-------ე ო-----ე ფარულად დაეუფლა ნ---- მ----------ის კუთვნილ „სამსუნგ ა-3“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 400 (ოთხასი) ლარად და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

1.6. 2018 წლის 09 მარტს, საღამოს საათებში, თ-------ე ო-----ემ უკანონოდ შეაღწია ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში, მდებარე ნ---- მ----------ის საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ---- მ----------ის კუთვნილ ოქროს სამკაულებს და ნივთებს. კერძოდ: 40 ლარად ღირებულ ოქროს ჯვარს, 15 ლარად ღირებულ ოქროს ჯვარს, 20 ლარად ღირებულ ვერცხლის კულონს, მინანქრით და 100 ლარად ღირებულ „emachines“ ფორმის ლეპტოპს.

1.7. 2018 წლის 09 მარტს, საღამოს სასათებში, თ-------ე ო-----ემ ცეცხლი წაუკიდა ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში, მდებარე ნ--–- ჭ------ის საცხოვრებელ ბინას და მთლიანად გაანადგურა ბინა და მასში არსებული ნივთები, რითაც ნ--–- ჭ------ეს მიადგა 45900 (ორმოცდახუთიათას ცხრაასი) ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

1.8. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით) ნასამართლევი, პირობითი სასჯელის ქვეშ მყოფი თ-------ე ო-----ე ატარებდა ცივ იარაღს, „კოლუმბიას“ ფირმის დანას, კერძოდ მიმაგრებული ჰქონდა შარვლის საქამრეზე, უკანა მხარეს და აღნიშნული დანით გამოცხადდა შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც 2018 წლის 9 მარტს მოხდა მისი ამოღება თ-------ე ო-----ის დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში, ყოფილ მეუღლესთან ნ---- მ----------თან სახლში ყოფნისას, თ-------ე ო-----ემ, ნ---- მ----------ის თანდასწრებით, კარადაში არსებული ყუთიდან ამოიღო და აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთების მიზნით დაეუფლა ნ---- მ----------ისა და მისი დედის ნ--–- ჭ------ის კუთვნილ ოქროს სამკაულებს. კერძოდ: ნ---- მ----------ის კუთვნილ ოქროს საყურეს, ღირებულს 45 ლარად და ოქროს ყელსაბამს, ღირებული 190 ლარად, ნ--–- ჭ------ის კუთვნილ ოქროს საყურეს, ღირებულს 310 ლარად, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნე-–-----ი მატერიალური ზიანი.

2.2. 2018 წლის 5 მარტს, ქ. თბილისში, მა--–--– გე-–-----ის გამზირზე არსებულ სუპერმარკეტ „ბ-----------სთან“ თ-------ე ო-----ე ფარულად დაეუფლა ნ---- მ----------ის კუთვნილ „სამსუნგ ა-3“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 400 (ოთხასი) ლარად და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2.3. 2018 წლის 09 მარტს, საღამოს საათებში, თ-------ე ო-----ემ უკანონოდ შეაღწია ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში, მდებარე ნ---- მ----------ის საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ---- მ----------ის კუთვნილ ოქროს სამკაულებს და ნივთებს. კერძოდ: 40 ლარად ღირებულ ოქროს ჯვარს, 15 ლარად ღირებულ ოქროს ჯვარს, 20 ლარად ღირებულ ვერცხლის კულონს, მინანქრით და 100 ლარად ღირებულ „emachines“ ფირმის ლეპტოპს.

2.4. 2018 წლის 09 მარტს, საღამოს სასათებში, თ-------ე ო-----ემ ცეცხლი წაუკიდა ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში, მდებარე ნ--–- ჭ------ის საცხოვრებელ ბინას და მთლიანად გაანადგურა ბინა და მასში არსებული ნივთები, რითაც ნ--–- ჭ------ეს მიადგა 45900 (ორმოცდახუთიათას ცხრაასი) ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

2.5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით) ნასამართლევი, პირობითი სასჯელის ქვეშ მყოფი თ-------ე ო-----ე ატარებდა ცივ იარაღს, „კოლუმბიას“ ფირმის დანას, კერძოდ მიმაგრებული ჰქონდა შარვლის საქამრეზე, უკანა მხარეს და აღნიშნული დანით გამოცხადდა შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც 2018 წლის 9 მარტს მოხდა მისი ამოღება თ-------ე ო-----ის დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა თ-------ე ო-----ემ თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, კერძოდ, მან თავი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით.

3.2. თ-------ე ო-----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულმა თ-------ე ო-----ემ აჩვენა, რომ მისი ყოფილი მეუღლე ნ---- მ----------ი გაიცნო 2015 წლის ს----------ში, მას შემდეგ ისინი დაახლოვდნენ, ნ---- ამ პერიოდში წავიდა რაიონში სამუშაოდ და იქიდან ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, მაგრამ ისინი ხშირად წერდნენ ერთმანეთს. თ-------ეს ნ----სი ყველაფერი მოსწონდა: ხასიათი, ქცევა. მოგვიანებით ნ----ს შეამჩნია თ-------ემ ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, მაგრამ იმ დროს ის თავს იკავებდა. ნ---- მ----------ი ალკოჰოლს პერიოდულად სვამდა, მაგრამ ნორმის ფარგლებში, ამიტომ მას ამასთან პრობლება არ ჰქონია. თუმცა ნ----ს ეჭვიანობა თანდათან იზრდებოდა, თ-------ე ფიქრობდა, რომ თუ მათი ურთიერთობა დასერიოზულდებოდა, ნ----ს ეს ყველაფერი გაუვლიდა, მაგრამ მოხდა პირიქით. 2016 წელს თ-------ე ისვენებდა თავის სოფელში, სადაც ავიდა ნ----ც და ამ დღეს დაოჯახდნენ, ეს იყო მათ ცხოვრებაში ყველაზე წყნარი პერიოდი. თ-------ე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, მისი საქმიანობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვით, არამედ აუცილებელი იყო ადამიანი ყოფილიყო ფსიქიკურად მყარი, ვინაიდან წყლიდან ხშირად უწევდათ მიცვალებულების ამოყვანა, ქალების, ბავშვების და ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო და მოითხოვდა ფსიქიკურ სიმტკიცეს. სამსახურში თ-------ე იყო გამორჩეული და მას ხშირად აზრს ეკითხებოდნენ. თ-------ე მეგობრობდა თავის თანამშრომლებთან და უფროსთან. თუ სახლში მისვლა დააგვიანდებოდა, ნ----სთვის უწევდა ახსნა-განმარტების ჩაბარება იმასთან დაკავშირებით, თუ სად იყო, რას აკეთებდა. ნ----ს ასეთი ხასიათი იყო ძალიან მოსაბეზრებელი და ის ხშირად ცდებოდა ყველანაირ ფარგლებს. თ-------ემ მისწერა ნ----ს დედას, ლ--–- მ----------ს, ნ----ს დას ნ----ს საქციელზე და სთხოვა, რომ დალაპარაკებოდნენ მას. ნ----მ ერთხელ თ-------ეს ფეისბუქიდან ყველა გოგო წაუშალა, რომლებსაც მოკლე კაბა ეცვათ, ვისთანაც თ-------ეს მეგობრობა აკავშირებდა, რაც თ-------ესთვის იყო ძალიან შეურაცხმყოფელი. იმ პერიოდში თ-------ემ მოუხშირა სმას, ასევე იმ დროს სვამდა დამამშვიდებელ აბებსაც, მას ჰქონდა ისეთი პერიოდი, რომ სახლში ვერ ჩერდებოდა, ამ დროს ხან სამსახურში მიდიოდა, ხან გარეთ გადიოდა და იყო მარტო, ამ ყველაფერზე ვერავის ვერ ელაპარაკებოდა. ნ----ს როგორც ჩანს ეს ყველაფერი გაქონდა ოჯახიდან დედამისთან ისე, როგორც მას სურდა, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. მოგვიანებით თ-------ემ დაიწყო ფსიქოლოგთან სიარული, იქიდან მოსულს კი უწევდა ნ----სთვის მოეყოლა, თუ რა ხდებოდა სეანსზე და რა ეცვა ხოლმე მის ფსიქოლოგს, სწორედ ამის გამო დაანება თ-------ე ო-----ემ თავი ფსიქოლოგთან სიარულს. მას ჰქონდა გამოტანილი სესხები ნ----ს სახელზე და ფარავდა კიდეც. ნ----ს დედამ თ-------ეს და ნ----ს შესთავაზა ა------ში დარჩენა, რაზეც ნ---- დათანხმდა და ისინი ცხოვრობდნენ ა------ში. ნ----ს ეჭვიანობაზე თ-------ე თავს იკავებდა ხოლმე, რადგან ის ცხოვრობდა მისი მშობლების სახლში. ბავშვის გაჩენის შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ ა------ში, სადაც თვენახევრის განმავლობაში თ-------ე ბავშვს უვლიდა ისე, როგორც შეეძლო, აჭმევდა, ბანდა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი კამათის დროს ნ----ს დედამ თ-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც ბრალდებულს დღემდე ძალიან ცუდად ახსოვს. ნ----ს ცხოვრებაში იყო სხვა პიროვნება, არ იცის ეს ქმარი იყო თუ საქმრო, რომელთანაც მას ქონდა უარესი პრობლემები, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მან მაინც თ-------ე გაწირა. თ-------ე ო-----ე დარწმუნებულია, რომ ნ---- სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს არ იყო ფხიზელი, რადგან ის ლაპარაკობდა ძალიან არეულად და მას შეეშალა თავისი დაბადების წელი, იგი არ არის 1993 წლიანი, ის დაიბადა 1992 წელს. თ-------ე და ნ---- მოგვიანებით გად---დნენ საცხოვრებლად თ-------ეს სოფელ ხ-------ში, სადაც ცხოვრობდნენ შედარებით წყნარად. ამდენი კამათის შემდეგ ნ----ს დამ ლ--–-მ და მისმა სიდედრმა თ-------ეს ურჩიეს, რომ დაშორებოდა ნ----ს, ამის შემდეგ თ-------ემ ნახა ნ----, რომელიც იყო გათიშული მთვრალი, რის შემდეგაც თ-------ე წავიდა სახლში. მოგვიანებით ნ---- და თ-------ე განქორწინდნენ. მას შემდეგ რაც თ-------ეს მისცეს შემაკავებელი ორდერი, ნ---- წავიდა ზესტაფონში მშობლებთან ერთად, საიდანაც ის თ-------ეს ეკონტაქტებოდა ყოველდღიურად ტელეფონის მეშვეობით, რის შესახებაც არ იცოდა ნ----ს დედამ. ნ----მ და თ-------ემ ამის მერეც გააგრძელეს ერთმანეთთან შეხვედრა, ნ---- მას ეუბნებოდა, რომ თუ თ-------ე დაშორდებოდა, ის თავს მოიკლავდა, სახლში აღარ მივიდოდა. იგი დაიჭირეს და მიუსაჯეს 6 თვე პატიმრობა და 1 წელი პირობითი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნ----მ მას კვლავ დაუწყო მიწერა და თავის გამართლება, თ-------ემ დაურეკა და უთხრა, რომ თუ რამის თქმა უნდოდა ენახათ ერთმანეთი და ისე გაერკვიათ ყველაფერი. ნ---- იმ პერიოდში მუშაობდა სკოლაში, გლდანში, სადაც მიაკითხა თ-------ემ, ამ დროს ნ---- არ იყო ფხიზელი და თ-------ეს უთხრა, რომ მისი დაჭერის შემდეგ ის ყოველდღე სვამდა ალკოჰოლს. თ-------ემ მუშაობა დაიწყო ,,ბ-----------ში“ სუპერმარკეტში, დაცვის სამსახურში, ამ პერიოდში ის ხვდებოდა ნ----ს თითქმის ყოველდღიურად, მაგრამ მის თანამშრომლებზე ნ---- ეჭვიანობდა. 2018 წლის 4 მარტს თ-------ე მივიდა ა------ში, სადაც ნ---- იყო მარტო ბავშვთან ერთად, მან ამ დროს თ-------ეს მისცა რამდენიმე ოქროს ნივთი დასალომბარდებლად იმ მიზნით, რომ მათ შეევსოთ საკრედიტო ბარათი, რომელიც დახარჯეს ერთად. ოქროები არ იყო საკმარისი, მაგრამ მაინც გამოართვა. 5 მარტს ნ----მ თ-------ეს მისცა თავისი ტელეფონი, რადგან მეორე დღეს მიდიოდნენ სასტუმროში. 5 მარტს დაალომბარდა ტელეფონი და აიღო 200 ლარი, მეორე დღეს ნ----მ მიიტანა ტელეფონის ყუთი, რომლის გარეშეც ტელეფონს ვერ გამოიტანდნენ და ისედაც აუცილებელი იყო მიტანა. ნ----მ უთხრა თ-------ეს, რომ დაემატებინა ფული ყუთის მიტანისას და ამიტომ შეიცვალა ხელშეკრულება და საბოლოოდ დალომბარდების შედეგად აღებული თანხა გახდა 350 ლარი. ლომბარდი იყო ვარკეთილში. ამის შემდეგ ნ---- თ-------ე ო-----ეს შეხვდა ახმეტელის მეტროსთან და ისინი წავიდნენ სასტუმროში, სადაც იძულებას ადგილი არ ჰქონია. სასტუმროში გაჩერდნენ 3-4 საათი, სადაც თ-------ე ნ----ს ეკამათა, იქიდან გამოსვლის შემდეგ ნ----მ გამოიტანა ავანსის სახით 150 ლარი, რომელიც მისცა თ-------ეს იმ პირობით, რომ ხელფასის აღების შემდეგ მას თ-------ე უკან დაუბრუნებდა. ნ---- და თ-------ე წავიდნენ ვარკეთილში ლომბარდში, სადაც ნ----მ ლომბარდის ხელშეკრულება გადაიფორმა თავის სახელზე. ნ----ზე ხელშეკრულების გადაფორმება, იმიტომ გახდა საჭირო, რომ მეორე დღეს 7 მარტს თ-------ე მუშაობდა და ნ----ს უნდოდა თვითონ გამოეტანა ტელეფონი, რის შემდეგაც თ-------ემ ნ----ს დაუბრუნა 150 ლარი. 6 მარტს ლომბარდში მისვლის შემდეგ მათ ისევ იკამათეს და ნ---- წავიდა სახლში, ხოლო თ-------ე ამ დღეს სახლში არ მისულა. 7 მარტს თ-------ე მივიდა პრობაციაზე, შემდეგ წავიდა ფსიქოლოგთან და უთხრა, რომ იყო ცუდად და ვერ დარჩებოდა, ხოლო შემდეგ წავიდა სამსახურში და ამ დღეს მან თავი დაანება სამსახურს და წამოვიდა იქიდან. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ თ-------ე ო-----ე წავიდა ა------ში ნ----სთან, მან იცოდა, რომ ნ----ს მშობლები სახლში გვიან ბრუნდებოდნენ და ამიტომ ავიდა სახლში, კარი რომ არავინ გაუღო მან უბრალოდ შეაღო ის და ნ----ს ჩანთა ნახა შიგნით, ამ დროს მიხვდა, რომ ნ---- იყო ძიძასთან ბავშვის მოსაყვანად და დაელოდა მას. ნ---- რომ დაბრუნდა მათ ილაპარაკეს და თ-------ემ ჰკითხა, თუ რატომ ექცეოდა ასე და რატომ არ აძლევდა არაფრის საშუალებას, ამ კითხვის გამო ნ----მ დაიწყო ხმამაღალი ტირილი და ბღავილი, რა დროსაც მან პირზე ააფარა ხელი, რა დროსაც ასევე ხელი ჰქონდა კისერზე შემოხვეული და სთხოვდა დაწყნარებულიყო. მას მისთვის ხელი არ დაურტყია, ნ---- სწრაფად დაწყნარდა. არც მას მოსწონდა, რომ ერთმანეთთან შესახვედრად უწევდათ ნივთების დალომბარდება და ჩუმად შეხვედრა. ნ----მ თ-------ეს ჩანთიდან ამოიღო „ციკლადოლი“, რომელსაც ზოგჯერ სვამდა თ-------ე, ეს არის დამამშვიდებელი. ნ----მ დაახლოვებით 5-6 აბი ჩაიყარა ჭიქაში და აქედან დალია რამდენიმე, სულ არ დაულევია. ნ----ს თვითონაც ჰქონდა ხოლმე ,,ციკლადოლი“ და იცოდა რა აბებსაც სვამდა. წამოსვლისას თ-------ემ უთხრა ნ----ს, რომ წასულიყვნენ ერთად სადმე, ეს მას გააზრებულად არ უთქვამს, ნ----მ წასვლაზე უარი უთხრა და ამის გამო იკამათეს მათ. წამოსვლისას თ-------ემ უთხრა, რომ სჭირდებოდა ფული და ეთხოვებინა მისთვის რამდენიმე ოქროს ნივთი, ნ----მ თავისი ხელით ისე დაუყარა ნივთები თ-------ე ო-----ეს ხელზე, რომ არც დაუხედავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც თ-------ემ გაშალა ხელი, ნ----მ დაინახა დედამისის საქორწილო ბეჭედი და ის აიღო. ჯიბიდან არაფერი არ ამოუცლია. ამასთან ერთად, ნ---- მ----------მა თავად გამოიღო კარადიდან 100 ლარიანი კუპიურა და მიაწოდა ხელში, მან არ გამოართვა, შემდეგ ნ----მ ეს კუპიურა დადო მაგიდაზე, მისი წასვლის შემდეგ სად წავიდა ეს კუპიურა, მან არ იცის. მეორე დღეს ნ---- მ---------ამა დაურეკა მას და კითხა, ხომ არ იცოდა, სად წავიდა 100 ლარიანი კუპიურა, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა.

 

ბრალდებულის ჩვენებით, სამკაულები მისცა ნ---- მ----------მა მაშინ, როდესაც იყო სახლში მარტო ბავშვთან ერთად. თ-------ეს ჰქონდა საკრედიტო ბარათი, რომელიც მან და ნ----მ გამოიყენეს ერთად და ის უნდა შეევსო, ამიტომ გამოართვა მას ოქრო. მას ზუსტად არ ახსოვს რამდენი იყო ვალი, მაგრამ ოქროს გამორთმევის შემდეგ მან 200 ლარით შეავსო საკრედიტო ბარათი ოქროს დალომბარდებით მიღებული ფულით, როგორც მას ახსოვს ეს იყო 4 მარტი. ოქროს ნივთები იყო ძალიან წვრილი საყურე და რაღაც ნივთები ზუსტად არ ახსოვს. ოქროს ჩაბარების შემდეგ ლომბარდში მას მისცეს „ასრაღაცა“ ლარი და დანარჩენი მან დაამატა. ნ---- მ----------მა 7 მარტს თ-------ეს ისევ მისცა კამათის შემდეგ რაღაც ნივთები, საიდანაც ნ----მ უკან აიღო დედამისის ქორწინების ბეჭედი, რაზეც თქვა, რომ ამას შეამჩნევენო და მან ასევე უკან აიღო საყურე, რომელიც თ-------ემ უკან დაუბრუნა. 7 მარტს ნ----ს მიერ მიცემულ ნივთებში იყო საყურე, წვრილი ცეპი, ხოლო დანარჩენი კიდევ რა იყო თ-------ეს არ ახსოვს. 7 მარტს თ-------ემ სთხოვა ნ----ს მიეცა ოქრო, არ დაუკონკრეტებია, თუ რად უნდოდა ის. ნ----მ იცოდა, რომ თ-------ე მას ნივთებს კვლავ დაუბრუნებდა, ვინაიდან მას ნ----სთვის არასდროს არ დაუკარგავს არაფერი. კამათის დროს ნ---- რომ გაღიზიანდა და ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი თ-------ემ ერთი ხელი ყელზე მოუჭირა და მეორე პირზე ააფარა. კონფლიქტი დაიწყო იქიდან, რომ ნ---- ძალიან აკონტროლებდა თ-------ეს. სამსახურში მივიდა ისე, რომ თ-------ემ არ იცოდა, შევიდა დაათვალიერა ყველაფერი და ისევ გავიდა გარეთ. თ-------ეს ცხოვრება შედგებოდა თავისი სამსახურით, სახლით, ფსიქოლოგთან სიარულით და პრობაციით, მიუხედავად ამისა ნ---- მას მაინც აკონტროლებდა, სწორედ ამის გამო ჰქონდათ ნ----ს და თ-------ეს კონფლიქტი. ნ----ს არ უკითხავს რაში სჭირდებოდა თ-------ეს ოქროს ნივთები, ვინაიდან ის იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და ამაზე არ უსაუბრიათ. კამათის დროს ნ----მ დალია სამედიცინო სპირტი, რაც თ-------ემ ხელიდან გამოგლიჯა, ხოლო ამის შემდეგ დალია ფსიქოტროპული წამლები. თ-------ეს ჩანთა ნ----მ აიღო გადმოყარა და იქ ნახა ქვითარი, რომ საკრედიტო ბარათზე ფული ჩარიცხული ჰქონდა თ-------ეს, შემდეგ ისევ უკან ჩაალაგა. თ-------ეს ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ სამედიცინო სპირტი როგორც ახსოვს ნ----მ ამოიღო თავისი ჩანთიდან, მას არ დაულევია ბევრი, ალბათ 1 ყლუპი, რადგან თ-------ემ გამოგლიჯა ხელიდან. შემდეგ მისი ჩანთიდან ამოიღო დამამშვიდებელი ფსიქოტროპული ნივთიერების აბები, რასაც თავად ბრალდებული იყენებდა და იყიდება აფთიაქში, ჩაყარა 5, 6 ცალი აბი ჭიქაში და დალია, რამდენიმე არ გაიხსნა, რაც ეყარა იატაკზე. ნ---- სვამდა სისტემატიურად ალკოჰოლს. ფსიქოტროპული წამალი თ-------ეს დალეული ჰქონდა თუ არა იმ დღეებში არ ახსოვს. ბრალდებულმა თ-------ე ო-----ემ განმარტა, რომ ნ---- მ----------ს დანის გამოყენებითა და დემონსტრირებით არ ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

4.1. ნ----ს სახლიდან გამოსვლის შემდეგ თ-------ემ იმავე დღეს დაალომბარდა ოქროს სამკაულები და აღებული თანხა მას ჰქონდა თან, ძალიან ცოტა დახარჯა ზუსტად რამდენი არ ახსოვს. იმ დღეს ის დარჩა თბილისში, ხოლო მომდევნო დღეს მან დაურეკა ნ----ს და უთხრა, რომ მას ჰქონდა იმდენი ფული, რომ 4 მარტს დალომბარდებულ ნივთებსაც გამოიტანდა და 7 მარტს დალომბარდებულებსაც. ეს თანხა მან მოაგროვა საკრედიტო ბარათიდან და მას შეეძლო მისი კვლავ გამოტანა, მაგრამ მანამდე ეს არ უნდოდა რადგან ამას მოყვებოდა ჯარიმები. საკრედიტო ბარათიდან აღებული თანხა 2 პროცენტს შეადგენდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა 8-ში გამოიყენებდა, თუ 7-ში, მას მაინც დაეკისრებოდა ჯარიმა, მაგრამ მას ამის მიუხედავად არ უნდოდა ნ----ს ნივთები ყოფილიყო ლომბარდში და ამიტომ გადაწყვიტა მისი გამოტანა და სწორედ ამიტომ შეხვდა 8 მარტს ნ----ს. თ-------ემ, როგორც გაიგო ნ---- იმ ღამით დარჩა თავის დასთან თბილისში, ხოლო შემდეგ იყო თავისი სიძის ძმაკაცის სახლში, საიდანაც ელაპარაკებოდა თ-------ეს. შეხვედრისას მას შეხვდნენ ნ----ს სიძე და მისი მეგობარი, ხოლო ნ---- მიდიოდა უკან და თ-------ეს მასთან არ ულაპარაკია, ბიჭები იყვნენ საკმაოდ მთვრალები, მათ თ-------ეს ჰკითხეს, თუ გუშინ რა მოხდა, ხოლო მას ამ კითხვაზე არ უპასუხია, ამის შემდეგ თ-------ეს მოხვდა ხელი. ამის შემდეგ მოგვიანებით თ-------ემ დაურეკა თავის ქვისლს გ------ი რ-----–--ლს, ი-–-- ბ--–------ძის ნახვა თ-------ეს არ უნდოდა, როდესაც ჩამოვიდა გ------ი რ-----–--ლი დაბლა, მას უთხრა თ-------ემ, რომ ნ---- სვამდა და ამის გამო მას რაღაცები ერეოდა და ეშლებოდა, რაც გრძელდებოდა დაახლოვებით 2 წუთი, ამის შემდეგ გამოჩნდნენ ი-–-- ბ--–------ძე და ლ-–- ქ----–---–---–ი, რის გამოც აღარ გაგრძელებულა საუბარი.

თ-------ე ო-----ის ჩვენებით, მან გაბრაზებულმა დაწვა ნ---- მ----------ის მშობლების სახლი, დეტალები მას არ ახსოვს, მან იცის, რომ იყიდა ბენზინი, მივიდა სახლში, რომლის გასაღებიც მას ჰქონდა სადღაც 2 თვის განმავლობაში, მან გააღო კარი და დაწვა სახლი. თ-------ემ გასაღები აიღო მაშინ, როდესაც ნ----ს მშობლები არ იყვნენ სახლში, ახალი დაბნელებული იყო, რა დროსაც ნ---- წავიდა ბავშვის მოსაყვანად ძიძისგან, ამ დროს ნ----მ თ-------ეს მისცა გასაღები, რომ თ-------ე მანამდე ასულიყო სახლში, ამის შემდეგ მას გასაღები აღარ დაუბრუნებია. თ-------ე ო-----ემ ბენზინი შეიძინა ა----–-----–-ს ხეივანზე, იგი მივიდა ტაქსით, რომლის ფერი, მარკა და ტაქსის მძღოლის სახელი მას არ ახსოვს. ბენზინი ჩაასხა 2 ცალ 5 ან 6 ლიტრიან ჭურჭელში, რაშიც მანამდე ესხა წყალი. თ-------ემ, როდესაც იყიდა წყლით სავსე ჭურჭელი, ისინი ტაქსის მძღოლმა გადაცვალა ცარიელ ჭურჭელში, მას არ ახსოვს ზუსტად სად მოხდა ეს. თ-------ე ო-----ე იმ მომენტში მთვრალ მდგომარეობში არ ყოფილა. თ-------ე როდესაც მივიდა მცხეთაში იგი ტაქსიდან ჩამოვიდა კორპუსთან, შემდეგ რაც მას ახსოვს ის არის, რომ მან აიღო თავისი ოქრო და ნ----სიც, ასევე კართან გამოსასვლელში იყო ლეპტოპი, რომელიც ადრე იყო ნ----სი, ხოლო შემდეგ ჰქონდა თ-------ეს წაღებული, ეს ლეპტოპიც აიღო თ-------ემ გამოსვლისას, რადგან იქ იყო ბავშვის სურათები, სხვა არანაირი ღირებულება მას არ ჰქონია. ლეპტოპის წამოღების შემდეგ თ-------ემ ის მიუტანა ხელოსანს, რომელმაც ვერ ჩართო, იყო გამოუსადეგარი და ამიტომ ის დაუტოვა ხელოსანს. ნ----ს ოქროული ეწყო თავის ოთახში კარადაში, სადაც თ-------ესი იყო ცეპი და ჯვარი, ხოლო ნ----სი რა იყო არ ახსოვს, ახსოვს მხოლოდ, რომ იყო წვრილი ოქროული, მისი ვარაუდით 2-3 ნივთი თუ იქნებოდა. სახლიდან გამოსვლის შემდეგ თ-------ე იჯდა ტაქსში და მიდიოდა თბილისში, საიდანაც დაურეკა ნ----ს და ამის შემდეგ დაიჭირეს. თ-------ე ეწეოდა სულ შავ ,,სობრანიეს“, სახლში შესვლის დროს მოწია თუ არა მან სიგარეტი არ ახსოვს. თ-------ე ო-----ემ ნ---- მ----------ის დედას დაურეკა ხანძრის გაჩენამდე 9 მარტის გამთენიისას და უთხრა „ეს გინდოდაო“ (მან იგულისხმა ესეთი ჩხუბი და არეულობა გინდოდაო), რაზეც ნ---- მ----------ის დედამ უპასუხა „ჯერ სად ხარ უარესს დაგმართებო“, ამის შემდეგ მან გაუთიშა თ-------ეს ტელეფონი. სახლის დაწვის შემდეგ თ-------ემ დაურეკა ნ----ს და უნდოდა მასთან შეხვედრა, იცოდა, რომ სახლი დაუწვა და ამას ცუდი შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ იმ დროს ვერ აზროვნებდა. ნ----მ რა ადგილიც უთხრა, იქ მივიდა და დააკავეს იქვე. დანა რომელიც თ-------ე ო-----ეს ამოუღეს დაკავებისას, ეს დანა იყო ნ----ს სახლში, რომლის დაწვის შემდეგ თ-------ემ იგი წამოიღო სახლიდან. დანა არ იყო დასაკეცი, ის იყო დიდი თავისი ჩასადებით. დაკავების დროს დანა, სად ედო თ-------ეს არ ახსოვს ან ჩანთაში იდო ან ქურთუკის ჯიბეში. 9 მარტს აღებული ნივთები თ-------ემ მიიტანა ლომბარდში და თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო ეს დეტალები მას არ ახსოვს. 9 მარტს ღამის 2 საათზე, როდესაც შეხვდა თავის ქვისლს და მის მეგობრებს, მაშინ თ-------ე იყო ფხიზელი, იმ ღამით მან დალია თუ არა არ ახსოვს. თ-------ეს შეხვედრა მის ქვისლთან მოხდა 8 მარტს საღამოს 8 საათზე, ხოლო მეორე შეხვედრა იყო 9 მარტს ღამის 2 საათზე. ნ----მ როდესაც მისცა თ-------ეს ოქროები, ამის შემდეგ როგორც აღნიშნა, მან გამოიღო კარადიდან 100 ლარი და ისიც მიაწოდა თ-------ეს, რომელიც მან არ გამოართვა და დადო კარადაზე, 8 მარტს როდესაც თ-------ემ დაურეკა ნ----ს, მან უთხრა, რომ ის 100 ლარი დაკარგა და თ-------ეს ჰკითხა მას ხომ არ ჰქონდა, რაზეც თ-------ემ უპასუხა, რომ მას არ აუღია. თავისუფალ დროს ნ---- და თ-------ე ხვდებოდნენ ერთმანეთს და ორივე ერთად ხარჯავდა გარკვეულ თანხას.

3.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ თ-------ე ო-----ის პოზიციას მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და სასამართლოს დასკვნა ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც აკმაყოფილებს სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

3.4. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ბრალდების ეპიზოდებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-------ე ო-----ის ბრალდებები ამ ეპიზოდებში არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რის გამოც სასამართლო მთლიანად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამართლების შესახებ.

 

3.5. დაზარალებულ ნ---- მ----------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი ცხოვრობდა ქ. მცხეთა ა-------- ქუჩა N2-ში ბინა N7-ში მშობლებთან ნ--–- ჭ------ესთან, მამა გ------ი მ----------თან და 11 თვის ჩვილ ბავშვთან ნ-----–--ზ ო-----ესთან ერთად. მას ჰყავდა მეუღლე თ-------ე ო-----ე, რომელთანაც ოფიციალურად არის განქორწინებული 2017 წლის 21 აგვისტოდან. თ-------ე ო-----ე ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ხ-------ში ოჯახთან ერთად. მათ განქორწინებამდეც და განქორწინების შემდეგ ხშირად ჰქონდა ოჯახური პრობლემები თ-------ე ო-----ესთან, რაც გამოწვეული იყო თ-------ე ო-----ის მხრიდან უსაფუძვლო ეჭვიანობით, ასევე თ-------ე ო-----ე ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს. 2017 წლის სექტემბრის თვეში თ-------ე ო-----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფები, რის გამოც პოლიციამ დააკავა და იმყოფებოდა გლდანის მერვე დაწესებულებაში. რის შემდეგაც მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა დამნაშავედ და საპატიმროდან განთავისუფლდა 2017 წლის დეკემბრის თვეში. 2017 წლის დეკემბერს ციხიდან გამოსვლის შემდეგ თ-------ე ციხიდან შეეცადა მასთან ურთიერთობის აღდგენას, თავდაპირველად როდესაც შეხვდა მისი ციხიდან გამოსვლისას, იყო დაწყნარებული, ადეკვატური და ყველა ლაპარაკზე ცდილობდა და ეუბნებოდა, რომ უნდოდა შერიგება, რადგან ჰყავთ შვილი. თ-------ეს არაერთი თხოვნის საფუძველზე მას ხვდებოდა ძირითადად თბილისში, შეხვედრების დროს თ-------ეს ატყობდა, რომ თანდათან არა ადეკვატური იყო და იწყებდა ისევ ისეთ პრობლემებს და უსაფუძვლო ეჭვიანობას, როგორც თავდაპირველად, რის გამოც დაშორდნენ, მისი არაადეკვატური საქციელი გამოიხატებოდა იმაში, რომ შეხვედრისას ატყობდა, რომ იყო ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში, თითქმის ყველა შეხვედრისას სთხოვდა ფულს, თუ ფულზე უარს ეტყოდა აშანტაჟებდა კერძოდ: ეუბნებოდა, რომ ქუჩაში მიაყენებდა შეურაცხყოფებს, რის გამოც იძულებული ხდებოდა მიეცა თანხა, რისი საშუალებაც ჰქონდა.

ნ---- მ----------ის ჩვენებით, ის და თ-------ე შეუღლებამდე იყვნენ შეყვარებულები, შემდეგ შეუღლდნენ, მოაწერეს ხელი და ცხოვრობდნენ ვარკეთილში თ-------ე ო-----ის მშობლებთან ერთად. თ-------ე თავიდან ჩვეულებრივი იყო, მოსიყვარულე. მერე და მერე უკვე არაადეკვატური გახდა, ის თ-------ეს არაფერს არ სთხოვდა მიუხედავად იმისა, რომ თ-------ე მუშაობდა, მას თავისი ხელფასი ჰქონდა და ყველაფერს ყიდულობდა რაც სურდა და არც თ-------ეს მშობლებს სთხოვდა. თ-------ე მას ხანდახან სთოვდა, რომ მისი ხელფასი მიეცა, ისიც აძლევდა თანხას, რადგან თ-------ე უყვარდა და ყველაფერს მოიკლებდა მისთვის. ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ბავშვზე წინ დაუყენებია, ისე უყვარდა, რომ ყველაფერს პატიობდა. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც მის მშობლებს აგინა, მაგრამ ნ----მ აპატია, რადგან უყვარდა. მოგვიანებით ურთიერთობა ძალიან დაეძაბათ, იმიტომ რომ ნ---- ფულს აღარ აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ნ---- ორსულად იყო, მან ბოლო თვემდე იმუშავა. ნ----ს ურთიერთობა თ-------ეს მშობლებთანაც დაეძაბა. თ-------ე მას ხშირად ეუბნებოდა, რომ ის იყო ეჭვიანი და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ თ-------ეს ხელფასი სახლში არ მიჰქონდა და ნ----ს საკუთარ ხელფას ართმევდა. ნ---- ვერ იგებდა სად მიჰქონდა თ-------ეს ფული, მაგრამ ის სიმართლეს არ ეუბნებოდა. ბავშვის დაბადებამდე, რადგან ორივეს დაეძაბათ თ-------ეს მშობლებთან ურთიერთობა, ისინი წავიდნენ თ-------ეს სოფელში ხ-------ში საცხოვრებლად, სადაც მან ბევრი რამე აიტანა. ნ---- თვლის, რომ არ იყო ცუდი მეუღლე. თავად თ-------ემ ვეღარ გაუძლო იქ ცხოვრებას და წამოვიდნენ იქიდან. დაზარალებულის განმარტებით თ-------ე იყო კარგი მამა, ბავშვს ყველაფერს უკეთებდა ბანდა, უვლიდა, ასევე უვლიდა ნ----საც, როდესაც ის იყო ცუდად. ბავშვის დაბადების შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ ა------ში ნ----ს მშობლების სახლში, სადაც იყვნენ დაახლოვებით 5 თვე, შემდეგ წავიდნენ ისევ ხ-------ში საცხოვრებლად. ამ დროს მათ ჰქონდათ ჩვეულებრივი კარგი ურთიერთობა, თ-------ე ო-----ე აღარ ითხოვდა ნ----სგან ფულს. ნ---- მუშაობდა კასპში ენების სახლში, შემდეგ ისევ მოსთხოვა ფული ტელეფონით, როდესაც ის იყო კასპში, მან გაუთიშა ტელეფონი, ხ-------ში აღარ წავიდა და დაბრუნდა თავისი მშობლების სახლში. აღნიშნულის გამო გაბრაზდა თ-------ე და მოსთხოვა განქორწინება. 2017 წლის ზაფხულის პერიოდში, განქორწინების შემდეგ ის ცხოვრობდა თავისი მშობლების სახლში, ამ დროს მას და თ-------ეს არ ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. თ-------ე მიდიოდა ხოლმე მათთან ბავშვის სანახავად, შემდეგ არ იცის რა დაემართა თ-------ეს, ნ----ს უყვიროდა ხოლმე, მან არ იცის თუ რატომ ხდებოდა ეს, მის მშობლებსაც გაუგიათ მისი ყვირილი. ნ----სთვის არსებობდა მარტო თ-------ე, მას ისიც არ სიამოვნებდა, თუ ნ----ს მშობლები რამეს ცუდად ეტყოდნენ თ-------ეს. ნ----სთვის მთავარი იყო თ-------ესთან ურთიერთობა შეენარჩუნებინა.

 

2017 წლის დეკემბერში, როდესაც თ-------ე გამოვიდა ციხიდან, ნ----ს მისწერა მხოლოდ მისი პაროლი ტელეფონზე, სანამ ის ციხეში მოხვდებოდა თ-------ეს ჰქონდა ნ----ს სოციალური ქსელის პაროლი, რომელიც ნ----მ არ იცოდა, რადგან თ-------ემ ის შეცვალა, რისთვისაც ნ----ს დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. თ-------ეს გამოსვლისას დაიწყო ისევ მათი ურთიერთობა, ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს, ჰქონდათ თბილი ურთიერთობა, ბავშვი თ-------ეს არ უნახავს, მაგრამ ის ყოველთვის კითხულობდა მას. თ-------ემ ისევ დაიწყო რაღაცების მოთხოვნა ნ----სთვის, ნ----ც შეძლებისდაგვარად აძლევდა თანხას, ნ----ს რომ აღარ ჰქონდა ფული, უთხრა თ-------ეს, რომ შეეწყვიტათ ურთიერთობა, მაგრამ თ-------ემ ისევ სთხოვა შერიგება და შეხვედრა. ნ----ს უნდოდა, რომ შეენარჩუნებინა თ-------ესთან ურთიერთობა, მაგრმ მოგვიანებით დაეძაბათ ურთიერთობა და გადაწყვიტეს დაშორებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათ მიწერ-მოწერა ისევ ჰქონდათ და ეჭვიანობდნენ ერთმანეთზე. 2018 წლის 5 მარტამდე ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მას თ-------ემ სთხოვა ტელეფონის დალომბარდება, რაზეც ნ----მ უთხრა უარი. 2018 წლის 5 მარტს ნ----ს უთხრა თ-------ემ, რომ მისულიყო მასთან სამსახურში და ის მისცემდა 100 ლარს, რომელიც წინა ხელფასზე ასესხა ნ----მ, როდესაც ნ---- მივიდა მასთან სამსახურში თ-------ე შიგნით ვერ იპოვა, გამოვიდა გარეთ და დაინახა თ-------ე, ის მივიდა მასთან და უთხრა, რომ მიეცა მისთვის 100 ლარი, ამ დროს თ-------ე იდგა მასთან ფიზიკურად ახლოს, როდესაც ნ----მ ხელით მოსინჯა ჯიბეები, მან აღმოაჩინა, რომ ტელეფონი იქ აღარ იყო და თ-------ეს უთხრა, რომ დაკარგა, თ-------ე მას ამშვიდებდა და უთხრა, რომ კამერებს გადაახვევდნენ და ნახავდნენ, თუ სად დაკარგა ნ----მ ტელეფონი, რომ მომდევნო დღეს წამოეღო ტელეფონის ყუთი და განეცხადებინათ პოლიციაში. ნ---- სახლში მისვლის შემდეგ დაეჭვდა, რომ შეიძლებოდა ტელეფონი თ-------ეს მოეპარა, ის მასთან ახლოს იდგა ფიზიკურად და შეძლებდა ჩუმად ამოეცალა მისთვის ჯიბიდან მობილური ტელეფონი. მეორე დღეს თ-------ეს დაუსვა კითხა, მას ხომ არ ჰქონდა მისი ტელეფონი და თუ მას ჰქონდა, ეთქვა ნ----სთვის და ის გამოიტანდა მას, ვინაიდან არ სურდა ტელეფონის დაკარგვა. თ-------ემ თავი დაუქნია ნ----ს კითხვაზე და უთხრა, რომ 140-150 ლარად ჰქონდა დალომბარდებული. შემდეგ თ-------ემ ტირილი დაიწყო და უთხრა, რომ მოატყუა, მას 300 ლარად ჰქონდა ტელეფონი დალომბარდებული და მისთვის ეპატიებინა. ისინი წავიდნენ ლომბარდში. იქ მისვლისას გაირკვა, რომ ტელეფონი ნამდვილად 300 ლარად ყოფილა დალომბარდებული, ეს თანხა ნ----ს არ ჰქონდა და ამიტომ თავის თავზე გადმოატანინა ლომბარდს ტელეფონი, რის შემდეგაც სახლში წავიდნენ. მან ტელეფონში გადაიხადა 800 ლარამდე. ტელეფონი ნ----ს ჰქონდა განვადებით ნაყიდი, რომლის ფულსაც დღემდე იხდის თვეში 80 ლარს და რომელიც ლომბარდიდან ვერ გამოიტანა თანხის უქონლობის გამო. მისი მობილური ტელეფონი იყო ოქროსფერი და ბროლი ჰქონდა გატეხილი. შემდეგ პოლიციაში ამოიცნო თავისი მობილური ტელეფონი. ის დარწმუნებულია, რომ ამოცნობილი ტელეფონი იყო მისი. ტელეფონში ჰქონდა შვილის სურათები.

 

ნ---- მ----------ის ჩვენებით, 2018 წლის 7 მარტს საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე დაბრუნდა სამსახურიდან სახლში, მისი ჩვილი ბავშვი ნ-----–--ზ ო-----ე ამ დროს იყო ძიძასთან ც-----ი კ-------–---–თან, რომელიც ცხოვრობს გვერდით მდებარე კორპუსში. სახლში მისვლის შემდეგ მან გააღო სახლის კარები, რის შემდეგაც თავისი ნივთები დატოვა სახლში ისე, რომ კარები არ დაუკეტავს, წავიდა ძიძასთან ბავშვის გამოსაყვანად. სახლში დაბრუნდა დაახლოებით 5-7 წუთში, თან ხელში ეჭირა თავისი შვილი ნ-----–--ზ ო-----ე. ის მივიდა ლოგინთან და ბავში დასვა ლოგინზე. ამ დროს შეამჩნია, რომ სახლში ნივთები იყო გადაადგილებული და ასევე ნივთები იყო გადაქექილი, მათ შორის მისი პირადი ნივთები იყო გადმოყრილი. ბავშვის დასმის შემდეგ თ-------ე ჩვეულებრივი ხმით ეუბნებოდა გაჰყოლოდა მას და მასთან ერთად წასულიყო, მან აღნიშნულზე უთხრა უარი, ის ვერ ხვდებოდა, თუ რა სურდა მას, რაზეც ეუბნებოდა, რომ არაფრით არ გაჰყვებოდა. იმის გამო, რომ ის უძალიანდებოდა თ-------ეს, ის მას ერთი ხელით უჭერდა ყელზე, კისერზე, ხოლო მეორე ხელით ტანზე უჭერდა, რა დროსაც განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. ასევე მას შეეშინდა თ-------ეს ის არ მოეკლა, რის გამოც შიშისაგან ვერ ამოისუნთქა. ბოლოს მიადო დანის წვერი ყელთან და დაემუქრა, რომ მოკლავდა, რის გამოც მას ძალიან შეეშინდა. მოულოდნელად თ-------ე ო-----ემ რაღაც ტაბლეტები გახსნა წყალში და ეუბნებოდა, რომ დაელია. მან შიშით და ძალით დალია. მოწმემ შემდეგ განმარტა, რომ თ-------ე ო-----ემ მისცა ტაბლეტი და უთხრა, რომ გადაეყლაპა, რადგან მან არ გადაყლაპა, თ-------ემ აბები გახსნა წყალში, ხელი, მთელი ტანი დაუჭირა, ჭიქა მიუტანა პირთან, პირი გააღებინა და აძალებდა დალევას. მან იმდენად მოუჭირა ხელი, რომ ტკივილი იგრძნო და თ-------ემ ჩაასხა პირში. მოწმის განმარტებით, ტაბლეტები იყო პატარა ზომის თეთრი ფერის, თუ რა ტაბლეტები იყო არ იცის.

 

მოწმის განმარტებით, შემდეგ თ-------ე მივიდა იქვე მისაღებ ოთახში მდგარ კარადასთან, სადაც იდო პატარა ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო დედამისის ნ--–- ჭ------ის ოქროები. მან დაინახა, თუ როგორ აიღო თ-------ემ აღნიშნული ყუთიდან ოქროები და ჩაიყარა ქურთუკის მარცხენა ჯიბეში. მან მოიკრიბა ძალა და უჭერდა ხელს, რათა თ-------ეს დაებრუნებინა ოქროები თავის ადგილას, ეუბნებოდა, რომ გონს მოსულიყო, არ აეღო დედამისის ოქროები. თ-------ე არ უშევებდა ჯიბეს ხელს, რის შემდეგაც კვლავ მოუჭირა ძლიერად ყელზე ხელი. მან ამ მომენტში ხელი ჩაუყო ჯიბეში თ-------ეს, იქ სადაც ედო ოქროები და მისი ჯიბიდან მოახერხა ოქროების ნაწილის ამოღება, კერძოდ ერთი ცალი ოქროს საქორწინო ბეჭედის და ერთი წყვილი საყურის, რომელსაც აქვს ფოთლის ფორმა და არის ოქროსი. მას ჯიბეში დარჩა მისი და მისი დედის ნ--–- ჭ------ის კუთვნილი ორი ოქროს სამკაული. კერძოდ: ნ---- მ----------ის კუთვნილი ოქროს საყურე, ღირებული 45 ლარად და ოქროს ყელსაბამი, ღირებული 190 ლარად და მისი ნათლობის გაწყვეტილი ოქროს ცეპი. აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან ის უძალიანდებოდა არ მიჰყვებოდა თ-------ეს და არ სვამდა ნებით ტაბლეტებს, თ-------ემ ამოიღო ჯიბიდან დანა, რომელიც თავიდანვე ჰქონდა მას, დანა იყო დასაკეცი, მან დანა მიადო ყელზე და ეუბნებოდა, რომ მას გაჰყოლოდა თორემ მოკლავდა, რაზეც მან განიცადა რეალური შიში და შეეშინდა, რომ მართლა არ მოეკლა. მიუხედავად იმისა, რომ განიცდიდა შიშს, ის ვერ დატოვებდა სახლში თავის ჩვილ ბავშვს. აღნიშნული პროცესი გრძელდებოდა დაახლოებით 20 წუთი. თ-------ესთან გაძალიანებას აზრი არ ჰქონდა, ის ძალადობდა მასზე, ვერ იხსენებს თ-------ე ო-----ემ რამდენჯერ დაარტყა. ხან მხარზე არტყავდა, ხან წელზე. დარტყმა იყო ძლიერი, მაგრამ ტკივილი არ უგრძვნია. ხელის მოჭერის დროს იგრძნო ფიზიკური ტკივილი. დარტყმების გამო რაიმე სახის დაზიანება არ მიუღია, მან თ-------ეს უთხრა, რომ წასულიყო მისი სახლიდან და დაენებებინა მისთვის თავი. სანამ თ-------ე სახლიდან გავიდოდა, მან თავის შარვლის ჯიბეში, რომელიც ეცვა ჩაიყო ხელი და ნახა, რომ ჯიბეში არ ედო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, რომელიც სახლში შესვლისას და თ-------ეს მხრიდან მასზე ძალადობამდე ჰქონდა ჯიბეში. აღნიშნული ფულადი თანხა იყო 100 ლარიანი კუპიურა. სხვა თანხა მას არ ჰქონია. მან თ-------ეს კითხა აღნიშნული თანხის შესახებ, მაგრამ მან უთხრა, რომ აღნიშნული თანხის შესახებ არაფერი არ იცოდა. 100 ლარი არც ჯიბეში ედო და არც მაგიდაზე, მან ვერ ნახა ეს თანხა. თ-------ეს წასვლის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ თანხა აღარ ჰქონდა. ამასთან, მოწმემ 100 ლართან დაკავშირებით დამატებით განაცხადა, რომ მან დაინახა, თუ როგორ ეჭირა ხელში 100 ლარიანი თ-------ეს, შემდეგ განმარტა, რომ მან დაინახა 100 ლარიანი იდო მაგიდაზე, თ-------ეს წასვლის შემდეგ ეს 100 ლარიანი მაგიდაზე აღარ იდო. საბოლოოდ, 100 ლართან დაკავშირებით განმარტა, რომ 100 ლარიანი ჰქონდა ჯიბეში, ჩხუბის დროს მან ამოიღო, თუ ამოუვარდა, ზუსტად არ ახსოვს, ის იყო ცუდ მდგომარეობაში. მან თანხა დადო მაგიდაზე, შემდეგ ეს თანხა ახსოვს თ-------ეს ხელში. ასევე ახსოვს, რომ ეს თანხა მაგიდაზე იდო, თ-------ემ ეს თანხა აიღო თუ არა არ ახსოვს, მაგრამ მან ვერ ნახა 100 ლარი. მას მომხდარის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებია და რაზეც ასევე სთხოვა დედას, რადგან თ-------ე დაპირდა ოქროების და მობილურის დაბრუნებას. მას უყვარდა თ-------ე და ყველაფერს მაინც პატიობდა, ასევე ისინი მისი ოჯახის წევრებისაგან მალულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. აქვე აღნიშნავს, რომ თ-------ეს სახლიდან გასვლის შემდეგ სახლში არ დახვდა სახლის გასაღები, რომელიც თან წაიღო თ-------ე ო-----ემ. აღნიშნულის შემდეგ ის თავის შვილთან ერთად წავიდა თავისი დის სახლში ქალაქ თბილისში ვარკეთილის დასახლებაში. თ-------ე ო-----ე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უკავშირდებოდა სხვადასხვა ნომრებიდან. იმავე დღეს 7 მარტს დაუკავშირდა თ-------ე ო-----ე, რომელმაც უთხრა, რომ არ განეცხადებინა მომხდარის შესახებ და ყველა ნივთს დაუბრუნებდა უკლებლივ. 2018 წლის 8 მარტს დღის საათებში კვლავ დაუკავშირდა თ-------ე ო-----ე, რომელმაც სთხოვა, რომ შეხვედროდა საღამოს 20:00 საათზე ვარკეთილში და სთხოვა, რომ შეხვედროდა მარტო. თ-------ე დაჰპირდა, რომ შეხვედრისას დაუბრუნებდა ტელეფონს და ოქროებს. ვინაიდან მას შეეშინდა მასთან მარტო შევხედრის, მას გაჰყვა თავისი სიძე გ------ი რ-----–--ლი და მისი მეგობარი ი-–-- ბ--–------ძე. თ-------ეს შეხვდნენ იქვე ვარკეთილის დასახლებაში მესამე მიკროში მარკეტ ლიბრეს უკანა ტერიტორიაზე, სადაც თ-------ეს თან არ ჰქონდა რაიმე ნივთი, ხოლო ჯიბეში ედო დანა, რომელიც იქვე ამოუვარდა. ადგილზე მოხდა თ-------ე ო-----ესა და გ------ი რ-----–--ლსა და მის მეგობარს შორის შელაპარაკება. მათ შორის იყო შეკამათება და ხელის კვრა, თუმცა რაიმე სახის სერიოზულ დაპირისპირებას და ჩხუბს ადგილი არ ჰქონია. როგორც იცის, აღნიშნულის შემდეგ, თ-------ე ო-----ესა და გ------ი რ-----–--ლს შორის კვლავ შედგა შეხვედრა. 2018 წლის 09 მარტს ის თავის მშობლებთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა ვარკეთილის დასახლებაში თავისი დის ლ--–- მ----------ის სახლში, სადაც დილის საათებში გამთენიისას დაუკავშირდათ მეზობელი მისი ძიძა, რომელმაც დედამისს უთხრა, რომ მათ სახლში იყო ხანძარი. აქვე აღნიშნავს, რომ სახლიდან გასვლისას მათ გადაკეტილი ჰქონდათ გაზი, ასევე სახლში იყო ახალი რემონტი შესაბამისად ელექტრო სადენებიც იყო ახალი გაყვანილი. ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ სახლი სრულად იყო დამწვარი, მასში მოთავსებული ყველა ნივთით, რაზეც დედამისმა დარეკა 112-ში. აღნიშნავს, რომ წარსულში ჩხუბისას და საუბრისას სხვადასხვა სიტუაციებში თ-------ე არა ერთხელ დაემუქრა, რომ დაუწვავდა სახლს, ვინაიდან ის მუშაობდა სამაშველოში იცოდა ყველანაირი ხრიკი. შესაბამისად იფიქრა, რომ სახლი დაუწვა სწორედ თ-------ე ო-----ემ. ასვე მისი სახლის გასაღები 2018 წლის 7 მარტს მისგან დაუკითხვადად ფარულად წაიღო თ-------ე ო-----ემ. სახლის დათვალიერებისას ნახეს სიგარეტი პარლამენტის ყუთი, ვინაიდან მის სახლში არავინ არ ეწევა სიგარეტს, არც მამამისი, არც თვითონ და არც დედამისი, შესაბამისად იფიქრა რომ სიგარეტი დარჩა თ-------ეს. მოწმის ჩვენებით, როგორც აღნიშნა, მისი სახლიდან თ-------ე ო-----ის მიერ გატანილი იქნა ოქროს ნივთები და ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით. აღნიშნავს, რომ მითითებული ოქროს ნივთების წაღების შემდეგ სახლში კვლავ იყო დარჩენილი ოქროს ნივთები, ორი ცალი ოქროს ჯვარი, ოქროს კულონი ცრემლის მაგვარი ლურჯი თვლით. ასევე სახლში იყო ,,ემეშინის" ფირმის მუქი ლეპტოპი, ლეპტოპი მუშაობდა მხოლოდ სატენზე შეერთებით, ლეპტოპს გააჩნდა პრიალა ზედაპირი, მოხმარებისგან ლეპტოპს კლავიატურის ქვემოთ ჰქონდა ნაჩხაპნები. მას შეეძლო თავისი ლეპტოპის ამოცნობა მითითებული ნიშნებით, ლეპტოპის ფასი შეადგენდა 100 ლარს, მაგრამ ლეპტოპი ვეღარ ამოიცნო, რადგან იყო უკვე გაყიდული. მოწმის განმარტებით, თ-------ეს მხრიდან მასზე ძალადობისა და ფულადი თანხის და ოქროების აშკარად დაუფლების ფაქტის შესახებ ის მოუყვა დედას ნ--–- ჭ------ეს, მამას გ------ი მ----------ს, დას ლ--–- მ----------ს და მის მეუღლეს გ------ი რ-----–--ლს.

 

ნ---- მ----------მა განმარტა, რომ 2018 წლის 17 მარტს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება ნივთის ამოცნობებში, სადაც ამოიცნო თავისი კუთვნილი ოქროს ნაკეთობები, რომლის ნაწილსაც მისი ყოფილი მეუღლე თ-------ე ო-----ე დაეუფლა აშკარად, ხოლო მეორე ნაწილს ფარულად. მან ამოიცნო აღნიშნული ნივთები კერძოდ, ერთი ცალი ოქროს ცეპი, ერთი ცალი საყურე, ერთი ცალი მინანქრის ანგელოზი. ერთი ცალი ოქროს ცეპი 2018 წლის 7 მარტს თ-------ე ო-----ემ გასტაცა აშკარად მისი სახლიდან, ხოლო მინანქრის ანგელოზს და ერთ ცალ საყურეს ფარულად დაეუფლა 2018 წლის 9 მარტს. მან ამოიცნო ზემოთ მითითებული ნივთები და დაადასტურა, რომ აღნიშნული ოქროს ნივთები არის მისი საკუთრება, ოქროს ცეპის ღირებულებაა 100 ლარი, ხოლო მინანქრის ანგელოზის 50 ლარი. ასევე, მან ამოიცნო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. მოწმის განმარტებით, მას თ-------ესთან ერთად არაფერი არ დაულომბარდებია, არც ოქროს ნივთები და არც მობილური ტელეფონი. ქორწინების შემდეგ მას მიუცია თ-------ესთვის ოქროს ნივთები, რომლებიც მას ჰქონდა დალობრადებული და რის შესახებაც მან იცოდა.

 

3.3. მოწმე ლ--–- მ----------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი ცხოვრობს ქ. თბილისში ოჯახთან ერთად. მას ჰყავს დედა - ნ--–- ჭ------ე, და - ნ---- მ----------ი და მამა - გ------ი მ----------ი, რომლებიც ცხოვრობენ ქ. მცხეთში, ა-------- ქ. N2-ში, ბ N7. მისი და - ნ---- მ----------ი იმყოფებოდა ქორწინებაში თ-------ე ო-----ესთან, რომელთანაც ოფიციალურად განქორწინდა გასულ წელს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს. მათ ჰყავთ საერთო შვილი, რომელიც არის მცირეწლოვანი. მისი და თ-------ეს იმიტომ გაშორდა, რომ თ-------ე მას ექცეოდა ცუდად, კერძოდ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას. გასულ წელს, იმისათვის რომ მისი და სცემა, თ-------ე იყო დაპატიმრებული და სასჯელი მოიხადა. ის ციხიდან გამოვიდა გასული წლის დეკემბრის თვეში, მაგრამ მას ის არ უნახავს. 2018 წლის 07 მარტს, ღამის საათებში, ზუსტად არ ახსოვს, მისი და მივიდა მასთან სახლში, ქ. თბილისში, რომელიც იყო ანერვიულებული. ამ დროს მასთან ერთად იყო მისი მეუღლეც - გ------ი რ-----–--ლი. მან თავის დას ჰკითხა თუ რა დაემართა, უთხრა რომ „დღეს ჩემთან სახლში იყო თ-------ე (ყოფილი მეუღლე) და მასთან მომივიდა უთანხმოება, რა დროსაც მან მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა, რის შემდეგაც ფიზიკური ძალის გამოყენებით წამართვა ოქროს ნივთები და წაიღო, როგორც ჩემი, ასევე დედასიო“. მას დაწვრილებით არ უკითხავს, თუ რა ოქროს ნივთები წაიღო, რადგან ეტყობოდა რომ ძალიან აღელვებული იყო, გამომდინარე აქედან მისთვის უცნობია. ასევე, მან იცის ნ----სგან, რომ თ-------ემ რაღაცა აბებე დაალევინა ძალით ნ----. იმ დღესაც, 07 მარტს და მეორე დღესაც ნ---- მასთან დარჩა. 2018 წლის 09 მარტი თენდებოდა, როდესაც მათ შეატყობინეს, რომ მათ სახლს ქ. მცხეთაში, ცეცხლი ეკიდა. რის შემდეგაც წავიდნენ მცხეთაში. მათი ადგილზე მისვლისას ხანძარი უკვე ჩამქრალი იყო, მაგრამ სახლი და იქ არსებული ყველა ნივთი მთლიანად დამწვარი და განადგურებული იყო. როგორც მოგვიანებით გაიგო, თ-------ეს იმ დღეს სახლიდან მისი დის ლეპტოპი და ოქროს ორი ჯვარიც მოუპარავს, როდესაც სახლთან მივიდა და დამწვარი ნახა, ის მიხვდა რომ აღნიშნულ ხანძარს მისი ყოფილი სიძე - თ-------ე ო-----ე გააჩენდა, რადგან მას სანამ დაიჭერდნენ არაერთხელ მიუწერია მისთვის, რომ სახლს დაუწვავდა და როგორც გაირკვა მართლაც თ-------ეს გაუჩენია ხანძარი მათ სახლში. მოწმის განმარტებით, ოქროებში არ იყო თ-------ეს ოქროს ნივთები. სახლის გასაღები დაიკარგა სახლიდან, დედამისი, ნ--–- ჭ------ემ იკითხა, თუ სად იყო მესამე გასაღები.

 

3.4. მოწმე ნ--–- ჭ------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ ცხოვრობს ქ. მცხეთაში მეუღლესთან გ------ი მ----------თან, ქალიშვილთან ნ---- მ----------თან და მის მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მან განმარტა, რომ მიმდინარე წლის 08 მარტს დილის საათებში ქ. მცხეთა ა-------- N5-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი ბინიდან წავიდა ქ. თბილისში ვარკეთილის მიმართულებით თავის უფროს შვილთან ლ--–- მ----------თან. ვინაიდან საღამოს საათებში უნდა წასულიყო თავისი სკოლის მასწავლებლებთან და სადამრიგებლო კლასის მშობლებთან ერთად ქ. თბილისში მდებარე რესტორან „ჭაშნაგირ“-ში. იმ დროს, როდესაც მიდიოდა ქ. მცხეთაში ა-------- დასახლებაში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლიდან, მან შეამოწმა, ბუნებრივ აირზე მომუშავე ორივე გამათბობელი საშუალება და გათიშა ისინი, ასევე ღია მდგომარეობაში დატოვა სამზარეულო და საძინებელ ოთახში არსებული ფანჯრები. ამის შემდგომ როდესაც იმყოფებოდა რესტორან „ჭაშნაგირ“-ში ელაპარაკა თავის მეუღლეს გ------ი მ----------ს, რომელმაც უთხრა რომ ჩასულები იყვნენ იგი და მისი ქალიშვილი ლ--–- მ----------ი და აიღეს მისი საცხოვრებელი სახლიდან ჩანთები, რომლებშიც ელაგა მისი შვილიშვილის ტანისამოსი. ამის შემდგომ დაკეტეს როგორც მისმა მეუღლემ უთხრა მას საცხოვრებელი სახლის კარები და წამოვიდნენ ქ. თბილისი ვარკეთილის დასახლების მიმართულებით. ამის შემდგომ დაახლობით საღამოს 11 საათისთვის მივიდა ღამის გასათევად ქ. თბილისში ვარკეთილის დასახლებაში თავის ქალიშვილთან ლ--–- მ----------თან. ღამის 03:00 საათისთვის დაურეკა მის კუთვნილ მაგთის ქსელში ჩართულ მობილურზე მისმა ყოფილმა სიძემ თ-------ე ო-----ემ და ჰკითხა „ხო კარგი დღე გქონდაო“, რის შემდეგაც დაახლოებით დილის 06:45 საათისთვის დაურეკა მისი შვილიშვილის ძიძამ ც-----ი მ-------–---–მა და უთხრა, რომ ქ. მცხეთაში ა-------- დასახლებაში კუთვნილი მისი საცხოვრებელი სახლი იწვოდა. ის თავის ოჯახთან ერთად წავიდა ქ. თბილისიდან მცხეთის მიმართულებით. შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ მისი საცხოვრებველი სახლი მთლიანად დამწვარ მდგომარეობაში. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ ქმედებაში მას შეუძლია დაადანაშაულოს მისი სიძე თ-------ე ო-----ე, ვინაიდან დაახლოებით 6-7 თვის წინ დაემუქრა, რომ მის სახლს ფერფლად აქცევდა ადრე თუ გვიან, რაც თავის დროზე პოლიციაში არ განუცხადებია მას. მის საცხოვრებელ სახლში შედიან რკინის კონსტრუქციის მქონე ერთფრთიანი კარიდან, რომელიც შემთხვევის ადგილზე მისულს დაზიანებული და მოპირდაპირე მხარეს გადაგდებული დახვდა. შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს განთავსებული იყო კედელში წიგნების ხის თაროებიანი კარადა, შესასვლელიდან მარცხენა მხარეს არის კორიდორი, რომლის კედლებზეც მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებული იყო მხატვრული ტილოები. კორიდორიდან მარცხენა მხარეს იყო სააბაზანო, რომელში განთავსებული იყო აბაზანის ნიჟარა, ხელის დასაბანი ნიჟარა, უნიტაზი და პირადი ჰიგიენის ნივთები. სააბაზანო ოთახიდან ხელმარცხნივ გადიოდნენ სამზარეულო ოთახში, რომელშიც განთავსებული იყო „აკრილი“-ს მასალისგან დამზადებული სამზარეულოს თაროები, თავისი ეგრედწოდებული „ბარით“ თავისი სამი ცალი ხის და ტყავის კონსტრუქციის სკამებით, ასევე განთავსებული იყო „სამსუნგი“-ს ფირმის მაცივარი, გაზქურა და ასევე „სამსუნგი“-ს ფირმის სარეცხი მანქანა. სამზარეულო ოთახში ეკიდა ძვირადღირებული განათების ჭაღები. სამზარეულო ოთახის მოპირდაპირედ იყო საძინებელი ოთახი, რომელშიც განთავსებული იყო ხის კონსტრუქციის დივანი, „სამსუნგი“-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი, ხის კედელზე განთავსებული თაროები და წიგნების კარადა. საძინებელი ოთახის გვერდზე იყო მისაღები ოთახი, რომელშიც განთავსებული იყო მისი შვილიშვილის საწოლი, ტანსაცმლის და ჭურჭლის ხის კონსტრუქციის კარადა, რომელშიც განთავსებული ჰქონდა ძვირფასი ჭურჭელი, ასევე მისაღებ ოთახში იდგა ორი პატარა და ერთი დიდი დივანი, შუშის რკინისფეხებიანი მაგიდა თავისი ექვსი ცალი სკამით და ბუნებრივი აირის გამათბობელი. მისაღებ ოთახში ეკიდა ძვირადღირებული განათების ჭაღი. ზემოთჩამოთვლ--–- ყველა ნივთი სახლში მისვლისას ხანძრის შედეგად დახვდა განადგურებულ მდგომარეობაში. ასევე მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში არსებული ყველა კარი და ფანჯარი იყო დამწვარ მდგომარეობაში. აღნიშნული ხანძრის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს დაახლობეთ 25900 ლარს, ხოლო რემონტს სჭირდება 20000 ლარი.

3.5. 2018 წლის 07 მარტს საღამოს საათებში სახლში მისვლის შემდეგ მისმა შვილმა ნ---- მ----------მა მოუყვა იმ დღეს მომხდარი ფაქტი, კერძოდ იმავე დღეს დაახლოებით 20:00 საათზე მისული იყო სახლში, სახლის კარების გაღების შემდგომ ნ---- წასული იყო გვედზე კორპუსში ბავშვის მოსაყვანად, რა დროსაც სახლში დაბრუნების შემდგომ სახლში დახვდა ყოფილი მეუღლე თ-------ე ო-----ე, რომელმაც ნ---- ჩაკეტა სახლში, ემუქრებოდა დანით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ასევე მან ძალის გამოყენებით აშკარად გაიტაცა მათი სახლიდან მისი კუთვნილი ოქროს ნივთები და ნ----ს კუთვნილი ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით ასევე, ნ----ს დაწყნარების და მისი წინააღმდეგობის შემცირების მიზნით აძალებდა და ძალის გამოყენებით დაალევინა გაურკევევლი აბები, ასევე ემუქრებოდა და აიძულებდა მას გაჰყოლოდა, ურტყამდა ხელებით და ფეხებით ცდილობდა მის გაგუდვას. სახლში მისვლის შემდეგ დაათვალიერა იქაურობა და ის ადგილი სადაც ელაგა ოქროები, მან ნახა, რომ თ-------ე ო-----ის მიერ წაღებული იყო მისი კუთვნილი ოქროს საყურე, მოგრძო ფორმის, ძვირფასი ქვით, აღნიშნული ოქროს საყურე ჰქონდა ძველად შეძენილი და მას შეეძლო ყველა ნითის ამოცნობა. საყურის ღირებულება შეადგენს 400 ლარს, მისი შვილის ნ----ს კუთვნილი ცეპი, რომელიც იყო დაზიანებული გაწყვეტილი, რგოლებიანი ქსოვის, ს-–----–-- ზომის. ოქროს ცეპის ღირებულება შეადგენდა 100 ლარს, პატარა ზომის საყურე ოქროსი, მრგვალი ფორმის რგოლებით. აღნიშნული საყურის ღირებულება შეადგენდა 100 ლარს. ნ----მ 2018 წლის 7 მარტს თ-------ე ო-----ეს მათ სახლში ყოფნისას შეძლო თ-------ესთვის წინააღმდეგობის გაწევისას გამოერთმია ფოთლის ფორმის საყურე და ერთი ცალი ოქროს ბეჭედი ე.წ კალიცო. საყურის ღირებულება შეადგენს 350 ლარს, ხოლო მრგვალი ბეჭდის ე.წ კალცოსი 1000 ლარს. 2018 წლის 9 მარტს თ-------ე ო-----ის მიერ მოპარული იქნა ლეპტოპი იმეშენის ფირმის, მუქი ფერის კორპუსით, გარეთა მხარეს პრიალა ზედაპირით, კლავიატურის ქვედა მხარეს ნაჩხაპნით. ლეპტოპის ღირებულება შეადგენდა 100 ლარს. ასევე სახლიდან სახლში დაწვის დროს წაღებული იქნა ოქროს ნივთები, კერძოდ ოქროს კულონი ცრემლის ფორმის, ცეპის გარეშე, მოლურჯო ფორმის თვლით, პატარა ზომის, ყუნწით. აღნიშნული ოქროს ღირებულება შეადგენს 100 ლარს. ასევე წაღებული იქნა 2 ცალი ჯვარი მათ შორის ერთი უფრო დიდი ზომით, ე.წ ნ---- წმინდას ჯვარი, გრეხილი ნაკეთობით, ყუნწით, ცეპის გარეშე რომლის ღირებულება შეადენს 150 ლარს. ხოლო პატარა ჯვარი იყო ასევე ე.წ წმინდა ნ----ს ჯვარი, ყუნწით, მტევნის ფორმის გრეხილით. აღნიშნული ჯვრის ღირებულება შეადგენდა 100 ლარს. მთლიანობაში მისი სახლიდან თავისი კუთვნილი ოქროების ფარული და აშკარად დაუფლების შედეგად მიადგა 2400 ლარის ზიანი, ასევე თონიკემ მისი შვილისაგან, ნ----საგან 2018 წლის 7 მარტს ოქროს ნივთებთან ერთად წაიღო ნ----ს კუთვნილი 100 ლარი. ხოლო 2018 წლის 5 მარტს მოპარა სამსუნგის ფირმის ტელეფონი. სახლში ჰქონდა გიტარა, რომლის ღირებულებაც იყო 300 (სამასი) ლარი. ჯამში ხანძრით დამწვარი ნივთების შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი 25 900 (ოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება სახლის დაწვას, სახლის დაზიანების შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი 20 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი. სულ მიადგა 45 900 ლარის ოდენობის ზიანი.

 

3.6. მოწმე ლ-–- ქ----–---–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში ოჯახთან ერთად. მას ჰყავს ბავშვობის მეგობრები თ-------ე ო-----ე და გ------ი რ-----–--ლი, ი-–-- ბ--–------ძე. გ------ი და თ-------ე იყვნენ ერთმანეთის ქვისლები, მაგრამ თ-------ეს ოჯახში ჰქონდა პრობლემები, კერძოდ თავის მეუღლესთან ნ---- მ----------თან, რის გამოც ერთმანეთს დაშორდნენ. ნ---- თ-------ეს იმიტომ გაშორდა, რომ თ-------ე მას ექცეოდა ცუდად, კერძოდ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას. 2018 წლის 8 მარტს იგი სტუმრად იმყოფებოდა თავის მეგობრის ი-–-- ბ--–------ძის სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ------ი რ-----–--ლიც. ი-–--სგან გაიგო, რომ 2018 წლის 8 მარტს თ-------ე ო-----ეს შეხვედრა ჰქონია ი-–-- ბ--–------ძესთან და გ------ი რ-----–--ლთან, რა დროსაც თ-------ე ო-----ე იყო არაადეკვატური, იქცეოდა აგრესიულად, რის გამოც ერთმანეთში მოუვიდათ ჩხუბი. იქვე იმყოფებოდა თ-------ე ო-----ის ყოფილი ცოლი ნ---- მ----------იც. როგორც გაიგო ჩხუბის დროს რაიმე სახის სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მოგვიანებით სოციალურ ქსელ “facebook”-ში, სადაც თ-------ეს სტატუსზე დაწერილი ჰქონდა ი-–-- ბ--–------ძის და გ------ი რ-----–--ლის სალანძღავი ტექსტი, ის აგინებდა მათი ოჯახის წევრებს. რამდენიმე საათის შემდეგ, იმ დროს როდესაც იმყოფებოდა ი-–--სთან სტუმრად, თ-------ემ დაურეკა გ------ი რ-----–--ლს და უთხრა, რომ მასთან შეხვედრა უნდოდა. თ-------ეს დარეკვის შემდეგ ისინი ჩავიდნენ ეზოში მის სანახავად. ისინი თ-------ეს შეხვდნენ ეზოში, მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ. როდესაც ნახეს, კითხეს თუ რატომ დაწერა ესეთი სტატუსი „facebook“-ზე, მას პასუხი არ გაუცია. გამომდინარე იქიდან, რომ გ------ი ძალიან იყო გაბრაზებული თ-------ეს მიერ სალანძღავი სიტყვების დაწერაზე გ------იმ სახეში ერთხელ ძლიერად დარტყა ხელი, შემდეგ ი-–--მაც რამოდენიმეჯერ დაარტყა სახეში გაშლ--–- ხელიც და მუშტიც. ის ცდილობდა გ------ი რ-----–--ლის და ი-–-- ბ--–------ძის დაწყნარებას და მათ დამშვიდებას. მან მოახერხა გ------ი და ი-–--ს გაშველება და მათი გამოყვანა. ცემის გამო თ-------ეს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. თ-------ე ო-----ე გ------ი რ-----–--ლმა და ი-–-- ბ--–------ძემ ცემეს ხელის გამოყენებით, სხვა რაიმე ნივთი ან საგანი თ-------ესთვის არც ი-–--ს და არ გ------ი არ დაურტყამს. მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და აშველებდა მათ. ჩხუბის შემდეგ ის და ი-–-- წავიდნენ იქიდან, გ------ი კი თ-------ესთან დარჩა. აღნიშნული ფაქტის შემდგ მას თ-------ე აღარ უნახავს. მეორე დღეს, 2018 წლის 10 მარტს მან გაიგო, რომ თ-------ეს დაუწვამს ნ---- მ----------ის სახლი ქ. მცხეთაში.

 

3.7. მოწმე ი-–-- ბ--–------ძის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგნი-–--, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში ოჯახთან ერთად. მას ჰყავს ბავშვობის მეგობრები თ-------ე ო-----ე და გ------ი რ-----–--ლი. გ------ი და თ-------ე იყვნენ ერთმანეთის ქვისლები, მაგრამ თ-------ეს ოჯახში ჰქონდა პრობლემები, კერძოდ თავის მეუღლესთან ნ---- მ----------თან, რის გამოც ერთმანეთს დაშორდნენ. ნ---- თ-------ეს იმიტომ გაშორდა, რომ თ-------ე მას ექცეოდა ცუდად, კერძოდ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას. გასულ წელს, იმისათვის რომ თ-------ემ ნ---- სცემა, ის იყო დაპატიმრებული და სასჯელი მოიხადა. თ-------ე ციხიდან გამოვიდა გასული წლის დეკემბრის თვეში, მაგრამ მან ის ნახა რამოდენიმე დღის წინ, როგორც ახსოვს 2018 წლის 05 მარტს, შემთხვევით ქუჩაში, ვარკეთილში. იმავე წლის 07 მარტს, გ------ი რ-----–--ლის მეუღლისაგან ლ--–- მ----------ისგან გაიგო, რომ თ-------ეს ნ----სათვის ფიზიკური ძალის გამოყენებით წაურთმევია ფული და ოქროს ნივთები, მაგრამ რა ოდენობის იყო ფული და რა სახეობის იყო ოქროს ნივთები მან არ იცის. მას რა თქმა უნდა ეწყინა თ-------ეს ასეთი საქციელი, რადგან როგორც აღნიშნა მას ბავშვობიდან იცნობს და მასთან მეგობრობდა. იმავე წლის 08 მარტს, საღამოს საათებში, უკვე ბნელოდა ზუსტი დრო არ ახსოვს, ის, გ------ი და ნ---- მ----------ი იყვნენ ერთად, როდესაც თ-------ემ ნ----ს დაურეკა და უთხრა, რომ ნახვა უნდოდა. მან და გ------იმ ნ---- მარტო არ გაუშვეს და მას გაყვნენ. ისინი იმყოფებოდნენ მისი სახლის წინ მდებარე 180-ე სკოლის ტერიტორიაზე, როდესაც თ-------ე დაინახეს და მასთან მივიდნენ, ის იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. მათ ერთმანეთში დაიწყეს ლაპარაკი და ჰკითხეს თუ რატომ წაართვა ნ----ს ფული და ოქრო და რატომ მოიქცა ასე. მას რაიმე კონკრეტული პასუხი არ გაუცია, რის გამოც მას გ------იმ სახეში ორჯერ ძლიერად დაარტყა ხელი, ასევე თ-------ეს ორჯერ მანაც დაარტყა გაშლ--–- ხელი სახეში და ძირს წაიქცა, მას შემდეგ თ-------ესთვის ხელი აღარცერთს აღარ დაურტყამს. ამის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. როდესაც სახლში ავიდნენ, რამოდენიმე ხნის შემდეგ შევიდნენ სოციალურ ქსელ “facebook”-ში, სადაც თ-------ეს სტატუსზე დაწერილი ჰქონდა მისი და გ------ის სალანძღავი ტექსტი, ის აგინებდა მათ ოჯახის წევრებს და აგინებდა დედის მიმართულებით. ამის ნახვაზე რათქმაუნდა ძალიან გაბრაზდნენ. რამოდენიმე საათის შემდეგ, გვიანი ღამე იყო, როდესაც თ-------ემ დაურეკა გ------ის და უთხრა, რომ მასთან შეხვედრა უნდოდა. თ-------ეს დარეკვის შემდეგ ისინი ჩავიდნენ ეზოში მის სანახავად. მათ გაყვა მეგობარი ლ-–- ქ----–---–---–იც, ზედმეტსახელად „ქურცო“, რომელიც ასევე არის თ-------ეს მეგობარიც. ისინი თ-------ეს შეხვდნენ ეზოში, მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ. როდესაც ნახეს, კითხეს თუ რატომ დაწერა ესეთი სტატუსი „facebook“-ზე, მას პასუხი არ გაუცია. გამომდინარე იქედან რომ მან მათზე და მათ ოჯახის წევრებზე დაწერა სალანძღავი სიტყვები, ძალიან გაბრაზებულები იყვნენ და გ------იმ სახეში ერთხელ ძლიერად დარტყა ხელი, შემდეგ მან რამოდენიმეჯერ ძლიერად დაარტყა სახეში გაშლ--–- ხელიც და მუშტიც, ამ ჩხუბის დროს ლ-–- ქ----–---–---–ი მათ აშველებდა, მას არც ერთხელ არ დაურტყამს ხელი თ-------ესათვის, პირიქით - ცდილობდა მათ დამშვიდებას და აწყნარებდა. როგორღაც შეძლო და გააშველა რა დროსაც თ-------ე იქვე სკამზე დაჯდა, ამ დროს ის მასთან მივიდა და ფეხი სახეში ჩაარტყა ძლიერად და ხელიც დაარტყა კიდევ რამოდენიმეჯერ. შემდეგ ის და ლ-–- წავიდნენ იქიდან, გ------ი კი თ-------ესთან დარჩა. აღნიშნული ფაქტის შემდგ მას თ-------ე აღარ უნახავს. მეორე დღეს, იმავე წლის 09 მარტს მან გაიგო რომ თ-------ეს დაუწვავს ნ---- მ----------ის სახლი ქ. მცხეთაში.

 

3.8. მოწმე გ------ი რ-----–--ლის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში ოჯახთან ერთად. მას ჰყავს მეუღლის დედა - ნ--–- ჭ------ე, და - ნ---- მ----------ი და მამა - გ------ი მ----------ი, რომლებიც ცხოვრობენ ქ. მცხეთში, ა-------- ქ. N2-ში, კორპ. N7. ბინა N7-ში. იგი თ-------ე ო-----ეს იცნობს ბავშვობიდან და მასთან ჰქონდა ხშირი და ახლო ურთიერთობა, მაგრამ მას შემდეგ რაც თავის მეუღლესთან ცუდად მოქცევა დაიწყო, მასთან კონტაქტს ერიდებოდა. ის აგრესიული გახდა როგორც თავის მეუღლესთან, ასევე ნათესავებთან და მათ სამეგობროსთანაც. თ-------ე ციხიდან გამოვიდა 2017 წლის დეკემბრის თვეში, მაგრამ იგი ნახა 2018 წლის 05 მარტს. გ------ი რ-----–--ლმა დაურეკა თ-------ეს და უთხრა, რომ მისი ნახვა უნდოდა. მან ის თავისი სახლის წინ - ეზოში ნახა. თ-------ე იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და უთხრა, რომ უნდოდა თავის მეუღლესთნ შერიგება, რაში დახმარებაც მას სთხოვა. მოწმემ თ-------ეს უთხრა, რომ წესიერად მოქცეულიყო და ამ შემთხვევაში გვერდით დაუდგებოდა. აღნიშნულ თემაზე საუბრის შემდეგ, რამოდენიმე წუთში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. იმავე წლის 07 მარტს, ღამის საათებში, ზუსტად არ ახსოვს, მისი მეუღლის და - ნ---- მ----------ი მივიდა მათთან სახლში, რომელიც იყო ანერვიულებული. მისმა მეუღლემ ლ--–- მ----------მა კითხა თუ რა დაემართა, რაზეც უპასუხა, რომ „ დღეს ჩემთან სახლში იყო თ-------ე და მასთან მომივიდა უთანხმოება, რა დროსაც მან მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა, რის შემდეგაც ფიზიკური ძალის გამოყენებით წამართვა 100 (ასი) ლარი და ოქროს ნივთები და წაიღო, როგორც ჩემი, ასევე დედასიო“. მისთვის უცნობია თუ რა ნივთები წაიღო მან. იმ დღესაც იმავე წლის 07 მარტს და მეორე დღესაც ნ---- მათთან დარჩა. 08 მარტს, საღამოს საათებში, უკვე ბნელოდა ზუსტი დრო არ ახსოვს, თ-------ემ ნ----ს დაურეკა და უთხრა, რომ ნახვა უნდოდა. მან ნ---- მარტო არ გაუშვა და მას გაყვა, მასთან ერთად იყო მისი და თ-------ეს საერთო მეგობარი ი-–-- ბ--–------ძე. ისინი იმყოფებოდნენ მისი სახლის წინ მდებარე 180-ე სკოლის ტერიტორიაზე, როდესაც თ-------ე დაინახეს და მასთან მივიდნენ, ნ---- მათგან მოშორებით იყო. როდესაც თ-------ესთან მივიდნენ, ის იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. მათ ერთმანეთში დაიწყეს ლაპარაკი და ჰკითხა თუ რატომ წაართვა ნ----ს ფული და ოქრო, მას რაიმე კონკრეტული პასუხი არ გაუცია. ის ანერვიულებული იყო მის ასეთ საქციელზე და სახეში ორჯერ ძლიერად დაარტყა ხელი, მასთან ერთად ხელი სახეში რამოდენიმეჯერ დაარტაყა ი-–-- ბ--–------ძემაც და ძირს წაიქცა, მას შემდეგ თ-------ესთვის ხელი აღარცერთს აღარ დაურტყამს. ამის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. როდესაც სახლში ავიდნენ ი-–--სთან, რამოდენიმე ხნის შემდეგ შევიდნენ სოციალურ ქსელ “facebook”-ში სადაც თ-------ეს სტატუსზე დაწერილი ჰქონდა მისი და ი-–--ს სალანძღავი ტექსტი, ის აგინებდა ოჯახის წევრებს და აგინებდა დედის მიმართულებით. ამის ნახვაზე რათქმაუნდა ძალიან გაბრაზდნენ. რამოდენიმე საათის შემდეგ, გვიანი ღამე იყო როდესაც თ-------ემ დაურეკა და უთხრა, რომ მასთან შეხვედრა უნდოდა. ის ამ დროს იყო ი-–-- ბ--–------ძესთან სახლში, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობს. თ-------ეს დარეკვის შემდეგ ის ჩავიდა ეზოში მის სანახავად. მას გაჰყვა ი-–--ც და მათი მეგობარი ლ-–- ქ----–---–---–იც, ზედმეტსახელად „ქურცო“, რომელიც ასევე არის თ-------ეს მეგობარიც. ისინი თ-------ეს შეხვდნენ ეზოში, მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ. როდესაც ნახეს, კითხეს თუ რატომ დაწერა ესეთი სტატუსი „facebook“-ზე, მას პასუხი არ გაუცია. გამომდინარე იქიდან რომ მან მათზე და მათი ოჯახის წევრებზე დაწერა სალანძღავი სიტყვები, ძალიან გაბრაზებულები იყვნენ და მან სახეში ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი, შემდეგ ი-–--მ რამოდენიმეჯერ ძლიერად დარტყა სახეში, ამ ჩხუბის დროს ლ-–- ქ----–---–---–ი მათ აშველებდა მას არცერთხელ არ დაურტყამს ხელი თ-------ესთვის, პირიქით - ცდილობდა მათ დამშვიდებას და აწყნარებდა. როგორღაც შეძლო და გააშველა რა დროსაც თ-------ე იქვე სკამზე დაჯდა, ამ დროს ი-–-- მასთან მივიდა და ფეხი სახეში ჩაარტყა ძლიერად და სახეში ხელიც დაარტყა კიდევ რამოდენიმეჯერ. შემდეგ ი-–-- და ლ-–- წავიდნენ იქიდან, ის კი თ-------ესთან დარჩა და უთხრა რომ წასულიყო და მათ აღარ შეხვედროდა, შემდეგ ისიც წავიდა და თ-------ე აღარ უნახავს მას შემდეგ. მეორე დღეს, მ/წლის 09 მარტი თენდებოდა, როდესაც მათ შეატყობინეს, რომ მისი მეუღლის სახლს ქ. მცხეთაში ცეცხლი ეკიდა. რის შემდეგაც წავიდნენ მცხეთაში. მათი ადგილზე მისვლისას ხანძარი უკვე ჩამქვრალი იყო, მაგრამ სახლი და იქ არსებული ყველა ნივთი მთლიანად დამწვარი და განდგურებული იყო. როგორც მოგვიანებით გაიგო თ-------ეს იმ დღეს სახლიდან მისი მეუღლის დის - ნ----ს ლეპტოპი და ოქროს ორი ჯვარიც მოუპარავს. მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული სახლში თ-------ე ო-----ეს გაუჩენია ხანძარი

 

3.9. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედით, 2018 წლის 9 მარტს გამოძიება დაიწყო შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში, ქ. მცხეთა, ა-------- დასახლებაში ნ---- მ----------ის საცხოვრებელი ბინის ხანძრის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

3.10. 2018 წლის 9 მარტის 08:53:01 საათზე 112-ზე შეტყობინების რეგისტრაციის მიხედვით, ინიციატორი ნ---- მ----------ის გადმოცემით თ-------ე ო-----ემ გააჩინა ხანძარი ქ. მცხეთა, ა-------- ქ. N2-ში.

 

3.11. 2018 წლის 9 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. მცხეთა, ა-------- ქ. N2, კორპ. N7, რომელიც წარმოადგენს ნ--–- ჭ------ის საცხოვრებელ ბინას, კორპუსი არის 4 სართულიანი, კორპუსის წინ მიმოფანტულია დამწვარი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ნ--–- ჭ------ის ბინა არის მე-3 სართულზე, ბინის მოპირდაპირე მხარეს გდია ხანძრის შედეგად დაზიანებული რკინის კონსტრუქციის მოყავისფრო კარები, ბინის შესასვლელში არის კედელში ჩაშენებული ხის კონსტრუქციის წიგნების კარადა, რომელიც ხანძრის შედეგად დაზიანებულია, კორიდორის კედელზე არსებული გაკრული ქაღალდი ხანძრის შედეგად მთლიანად დამწვარია, სველი წერტილი აბაზანა და საპირფარეშო იქ არსებული სააბაზანო ინვენტარი ნაწილობრივ დამწვარია. სამზარეულო ოთახში ალაგია ხანძრის შედეგად დაზიანებული საყოფაცხოვრებო ნივთები, საძინებელ ოთახში კედელზე გაკრული ქაღალდი მთლიანად დაზიანებულია, მისაღებ ოთახში დაგროვი-–-- ნამწვავის ნარჩენები. სააბაზანოში არსებული დაზიანებული ნიჟარიდან ამოღებული იქნა სიგარეტის ცარიელი კოლოფი წარწერით ,,პარლამენტი“, რომელსაც აღენიშნება ცეცხლის ზემოქმედების კვალი.

 

3.12. 2018 წლის 9 მარტის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, დაკავებული იქნა თ-------ე ო-----ე, რომლის პირადი ჩხრეკის დროს თანცმული შარვლის საქამრიდან უკანა მხარეს ამოღებული იქნა ყავისფერი სახელურის მქონე დანა უცხოური წარწერით ,, Columbia“ ნომრით So52 შავი ფერის დანის ჩასადები ბუდით, ჯინსის შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის საფულე მასში მოთავსებული სამსახურებრივი ბარათით, ასევე საქართველოს ექსპრეს ბარათი და ფულადი თანხა 235 ლარის ოდენობით. ასევე ამოღებული იქნა შავი ქურთუკი, ნაცრისფერი ზედა, ზურგჩანთა და ერთი წყვილი ფეხსაცმელი.

 

3.13. 2018 წლის 10 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმეტში მონაწილე პირი თ-------ე ო-----ემ, ქ. მცხეთაში, ა-------- ქ. N2-ში, კორპ. N2, ბინა N7-ში, ნ--–- ჭ------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობდა თ-------ე ო-----ის ყოფილი მეუღლე ნ---- მ----------ი, საცხოვრებელი ბინის მისაღებში, სამზარეულო და სააბაზანო ოთახებში მიუთითა ის ადგილები, სადაც მის მიერ წინასწარ მიტანილი ბენზინი დაასხა კედლებზე და იატაკზე და წაუკიდა ცეცხლი. აღნიშნულის შემდეგ თ-------ე ო-----ე ქ. თბილისში, მა--–--– გე-–-----ის N8-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,ბ-----------სთან“ მიუთითა ის ადგილი, სადაც ყოფილ მეუღლეს ნ---- მ----------ს მოპარა სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი. შემდეგ ქ. თბილისში, ჯ-------ის და კა-–------ის ქუჩის კვეთაზე მდებარე ლომბარდთან უთითებს იმ ადგილს, სადაც ჩააბარა მის მიერ მოპარული სამსუნგის ფირმის A3-ის მობილური ტელეფონი, შემდეგ უთითებს ლომბარდ ბ-------ს, სადაც თ-------ე ო-----ის განმარტებით, მან ჩააბარა ნ---- მ----------ის სახლიდან მოპარული ოქროს ნივთები. შემდეგ უთითებს თ-------ე ო-----ე იმ ადგილს, ვარკეთილის N180-ე სკოლასთან, სადაც თავდაპირველად შეხვდა ნ---- მ----------ს, გ------ი რ-----–--ლს და ი-–-- ბ--–------ძეს, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ, ქ. თბილისში, თ--------ე მ------–-ს ქუჩაზე მდებარე N15 მაღაზიასთან, უთითებს იმ ადგილს, სადაც ჩააბარა ნ---- მ----------ის კუთვნილი ლეპტოპი, რომელსაც დაეუფლა ფარულად. თ-------ე ო-----ე შემდეგ უთითებს ,,ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურს, დ. ა----–-----–-ს ხეივანზე, სადაც მან შეიძინა ბენზინი, რითაც შემდგომ დაწვა ნ---- მ----------ის სახლი.

 

3.14. 2018 წლის 14 მარტის ამოღების ოქმით დადგენი-–--, რომ ქ. თბილისი, ჯ-------ის ქუჩისა და კა-–------ის ქუჩის კვეთაზე შენობა N3, პირველ სართულზე მდებარე ლომბარდიდან ი/მ ,,ნ-----–--ზ კ----------ნი“ არმენ სააკიანისგან ამოღებულ იქნა ნ---- მ----------ის თეთრი ფერის მუყაოს კოლოფი, წარწერით SAMSUNG GALAXY A3, SM –A32OF/DS“, რომელშიც დევს მოოქროსფერო ფერის მობილური ტელეფონი და ასევე სალომბარდე ხელშეკრულება და შემოსავლის ორდერი. აღნიშნული ნივთები დაილუქა პოლიეთილენის პარკში.

 

3.15. 2018 წლის 16 მარტის ამოღების ოქმით დადგენი-–--, რომ გამომძიებელ დ---თ შ-------ის მიერ ქ. თბილისი, კა-–------ის ქუჩაზე მდებარე შპს ლომბარდი ,,ბ---------ან“ ნ----ა ფ-–---–------სგან ამოღებულ იქნა თ-------ე ო-----ის მიერ ჩაბარებული ოქროს ნივთები: 1 ცალი ოქროსფერი ცეპი, წონით 3,2 გრამი; 1 ცალი კულონი საკიდით წონით 2.1 გრამი; 1 ცალი ოქროსფერი საყურე წონით 0,8 გრამი; 1 ცალი ოქროფერი ჯვარი ე.წ. ,,წმ. ნ----ს“ ჯვარი საკიდით და გრეხილით, წონით 0,2 გრამი; 1 ცალი ოქროფერი ჯვარი ე.წ. ,,წმ. ნ----ს“ ჯვარი საკიდით და გრეხილით, წონით 1,1 გრამი; 1 წყვილი ოქროსფერი საყურე იასამნისფერი თვლით წონით 5,1 გრამი და სალომბარდე ხელშეკრულება.

 

3.16. 2018 წლის 17 მარტის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, დასტურდება, რომ გამომძიებელ ვ------გ შ-------ას მიერ სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, გალაქსი A3 დასათვალიერებლად წარედგინა ნ---- მ----------ს, ტელეფონის ჩართვის შემდეგ, მენიუში შესვლის შემდეგ ე.წ. გალერიაში არის ნ---- მ----------ის და მისი შვილის ფოტოები.

 

3.17. 2018 წლის 17 მარტის ნივთის ამოცნობის ოქმით, დადგენი-–--, რომ ნ---- მ----------მა ამოიცნო სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც 2018 წლის 5 მარტს მოპარა მისმა ყოფილმა მეუღლემ თ-------ე ო-----ემ, ქ. თბილისში, მა--–--– გე-–----ის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,ბ-----------სთან“. აღნიშნული მობილური ტელეფონი სამსუნგ გალაქსი A3 დაზარალებულმა ამოიცნო ფერით, ზომით, მოდელით, ვიზუალით, ეკრანზე ნაჩხაპნით და ტელეფონში არსებული მისი შვილის ფოტოებით.

 

3.18. 2018 წლის 17 მარტის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ნ--–- ჭ------ის და ნ---- მ----------ის მიერ დათვალიერებული იქნა ოქროს სამკაულები, ხოლო ნივთის ამოცნობის ოქმებით კი დასტურდება, რომ ნ--–- ჭ------ემ ამოიცნო ერთი წყვილი ოქროს საყურე, მოიასამნისფერო თვლით, რომელიც მისმა ყოფილმა სიძემ თ-------ე ო-----ემ მისი სახლიდან მისი შვილის ნ---- მ----------ის თანდასწრებით აშკარად გაიტაცა 2018 წლის 7 მარტს. ნ--–- ჭ------ემ ასევე ამოიცნო ე. წ. წმინდა ნ----ს ჯვრები, რომლებიც ა.წ. 9 მარტს თ-------ე ო-----ე ფარულად დაეუფლა მისი კუთვნილი სახლიდან.

 

3.19. 2018 წლის 17 მარტის ამოცნობის ოქმებით, დასტურდება, რომ ნ---- მ----------მა ამოიცნო ოქროს ცეპი, რომელიც 2018 წლის 7 მარტს მისმა ყოფილმა მეუღლემ თ-------ე ო-----ემ აშკარად გასტაცა სახლიდან. ასევე ამოიცნო ოქროს საყურე და მინანქრის ანგელოზი, რომლებიც 2018 წლის 9 მარტს თ-------ე ო-----ე ფარულად დაეუფლა მისი სახლიდან.

 

3.20. 2018 წლის 19 მარტის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ნ---- მ----------ისგან ამოღებული იქნა ,,ალტაოქეის“ გასავლის ზედდებული.

 

3.21. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიის Nი----- დასკვნის თანახმად, ქ. მცხეთაში, ა-------- ქ. N2-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში (7) განთავსებული მოქ. ნ---- მ----------ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინა N7-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანის ოდენობამ (პირდაპირი ხარჯებით), აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების გაუთვალისწინებლად შეადგინა - 12 000 (თორმეტიათასი) ლარი, ხოლო აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით - 20 000 (ოციათასი) ლარი.

 

3.22. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N6---–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თ-------ე ო-----ისგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

3.23. სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის Nს/ტ 1--------/ქრ დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ ქ. მცხეთაში, ა-------- ქ. N2, კორპ. N7, ბინა N7-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ხანძრის გაჩენის მიზეზია ღია ცეცხლის წყაროს (ანთებული ასანთი და აშ.) კონტაქტი წვად მასალასთან (შესაძლებელია ნავთობპროდუქტების გამოყენებით). თერმული დაზიანებების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენის კერისათვის დამახასიათებელი ნიშნები მდებარეობს: მისაღებ ოთახში შესასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს კედელზე და სამზარეულო ოთახში შესასვლელიდან მარცხენა მხარეს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ელექტროსადენებზე არ აღინიშნება მოკლე ჩართვის ნიშნები.

 

ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ნამწვის ნიმუშებზე, მარჯვენა და მარცხენა ხელის თითების ფრჩხილების ნიმუშების, მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდის, დანის და დანის ჩასადების, ზურგჩანთის, მასში მოთავსებული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამონაწვილების შესაბამის ქრომატოგრამებზე არ დაფიქსირდა ნავთობპროდუქტების კვალი. აღსანიშნავია, რომ საგანმატარებელზე მოხვედრისას დროის, ტემპერატურისა და სხვა გარემოპირობების გავლენით ნავთობპროდუქტები იცვლიან პირვანდელ სახეს ან სრულიად გარდაიქმნებიან.

 

3.24. სასაქონლო ექსპერტიზის N6---- დასკვნის თანახმად, მობილური ტელეფონი ,,SAMSUNG GALAXY A3 (2017) Model: SM –A32OF/DS“-ის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 400 (ოთხას) ლარს.

 

3.25. სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ნ---- მ----------ის კუთვნილი ნივთების მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 620 ლარს.

 

3.26. 2018 წლის 22 მაისის პირის ამოცნობის ოქმით, დასტურდება, რომ მოწმე კ---- წ--------–---–მა სამი პიროვნებიდან ამოიცნო თ-------ე ო-----ე გარეგნული ნიშნებით, სიმაღლით, აღნაგობით, სახის გამომეტყველებით, თმის ფერით, ცხვირის ფორმით. ამომცნობის კ---- წ--------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 9 მარტს, საკუთარი ავტომანქანით (კერძო ტაქსით) მცხეთის რაიონის სოფელ ა------ში მიიყვანა მისთვის უცნობი ახალგარდა მამაკაცი.

 

3.27. 2018 წლის 22 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე კ---- წ--------–---–ი უთითებს იმ ადგილს, სადაც მანამდე მისთვის უცნობმა პიროვნებამ (თ-------ე ო-----ემ) ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ჯ-------ის ქ. ე.წ. სვანების ბაზრობის მოპირდაპირედ მდგარ სუპერმარკეტ ნიკორას მიმდებარედ 2018 წლის 9 მარტს მისი კუთვნილი კერძო ტაქსი გააჩერა, თ-------ე ო-----ის მოთხოვნით წაიყვანა ქ. მცხეთის მიმართულებით, კ---- წ--------–---–ის მითითებით, ქ. თბილისი, დ. ა----–-----–-ს ხეივანი, მე-13 კმ.ზე არსებულ ბენინგასამართ სადგურ ,,ვისოლთან“, თ-------ე ო-----ემ შეიძინა ბენზინი, რომელიც ჩაასხა შესაბამის ჭურჭელში და მოათავსა მანქანაში. აღნიშნულის შემდეგ მივიდნენ ქ. მცხეთა, ა-------- დასახლებაში, ა-------- ქუჩა, N7 კორპუსთან, სადაც თ-------ე ო-----ე გად---და და თან გადაიტანა მის მიერ ნაყიდი ბენზინი. ოქმი შედგენილი იქნა მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის რატი კაპანაძის მიერ.

 

3.28. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით თ-------ე ო-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულმა თ-------ე ო-----ემ ნ---- მ----------ისგან წამოღებული ოქროს ნივთები და მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი ჩააბარა ლომბარდში და აიღო თანხა თავად ნ---- მ----------ის თანხმობით, რადგან სწორედ ნ---- მ----------მა მისცა თ-------ე ო-----ეს ოქროს ნივთები და მობილური ტელეფონი იმისთვის, რომ ისინი დაელომბარდებინა და აეღო თანხა, რასაც ერთად მოიხმარდნენ, თუმცა დედის, ნ--–- ჭ------ის შიშით, მან აღნიშნულის შესახებ ვერ განაცხადა და დააბრალა თ-------ე ო-----ეს ოქროს ნივთების ძარცვის გზით დაუფლება და მობილური ტელეფონის ქურდობა.

4.2. სასამართლო აღნიშნავს, ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდებში ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ თ-------ე ო-----ემ 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში, ყოფილ მეუღლესთან ნ---- მ----------თან სახლში ყოფნისას, მან ნამდვილად წამოიღო ნ---- მ----------ისა და მისი დედის ნ--–- ჭ------ის კუთვნილი ოქროს სამკაულები, კერძოდ: ნ---- მ----------ის კუთვნილი ოქროს საყურე, ღირებული 45 ლარად და ოქროს ყელსაბამი, ღირებული 190 ლარად, ნ--–- ჭ------ის კუთვნილი ოქროს საყურე, ღირებული 310 ლარად, რაც ჩააბარა ლომბარდში და ნ---- მ----------ის კუთვნილი „სამსუნგ ა-3“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 400 (ოთხას) ლარად, რაც ასევე ჩააბარა ლომბარდში, - დადასტურებულია როგორც ბრალდებულ თ-------ე ო-----ის ჩვენებით, ასევე მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ნ---- მ----------ის, მოწმეების ნ--–- ჭ------ის, ლ--–- მ----------ის, გ------ი რ-----–--ლის ჩვენებებით და საქმეზე წარმოდგენილი, პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით,- 2018 წლის 10 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლის მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმეტში მონაწილე პირმა თ-------ე ო-----ემ, ქ. თბილისში, ჯ-------ის და კა-–------ის ქუჩის კვეთაზე მდებარე ლომბარდთან მიუთითა ის ადგილი, სადაც ჩააბარა სამსუნგის ფირმის A3-ის მობილური ტელეფონი, შემდეგ მიუთითა ლომბარდი ბ-------, სადაც მან ჩააბარა ნ---- მ----------ის სახლიდან წამოღებული ოქროს ნივთები; 2018 წლის 14 მარტის ამოღების ოქმით, რომლითაც დადგენი-–--, რომ ქ. თბილისი, ჯ-------ის ქუჩისა და კა-–------ის ქუჩის კვეთაზე შენობა N3, პირველ სართულზე მდებარე ლომბარდიდან ი/მ ,,ნ-----–--ზ კ----------ნი“ არმენ სააკიანისგან ამოღებულ იქნა ნ---- მ----------ის თეთრი ფერის მუყაოს კოლოფი, წარწერით SAMSUNG GALAXY A3, SM –A32OF/DS“, რომელშიც დევს მოოქროსფერო ფერის მობილური ტელეფონი და ასევე სალომბარდე ხელშეკრულება და შემოსავლის ორდერი. 2018 წლის 16 მარტის ამოღების ოქმით, რომლის მიხედვით დადგენი-–--, რომ გამომძიებელ დ---თ შ-------ის მიერ ქ. თბილისი, კალოაუბნის ქუჩაზე მდებარე შპს ლომბარდი ,,ბ---------ან“ ნ----ა ფ-–---–------სგან ამოღებულ იქნა თ-------ე ო-----ის მიერ ჩაბარებული ოქროს ნივთები: 1 ცალი ოქროსფერი ცეპი, წონით 3,2 გრამი; 1 ცალი კულონი საკიდით წონით 2.1 გრამი; 1 ცალი ოქროსფერი საყურე წონით 0,8 გრამი; 1 ცალი ოქროფერი ჯვარი ე.წ. ,,წმ. ნ----ს“ ჯვარი საკიდით და გრეხილით, წონით 0,2 გრამი; 1 ცალი ოქროფერი ჯვარი ე.წ. ,,წმ. ნ----ს“ ჯვარი საკიდით და გრეხილით, წონით 1,1 გრამი; 1 წყვილი ოქროსფერი საყურე იასამნისფერი თვლით წონით 5,1 გრამი და სალომბარდე ხელშეკრულება; 2018 წლის 17 მარტის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, რომლითაც დასტურდება, რომ გამომძიებელ ვ------გ შ-------ას მიერ სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, გალაქსი A3 დასათვალიერებლად წარედგინა ნ---- მ----------ს, ტელეფონის ჩართვის შემდეგ, მენიუში შესვლის შემდეგ ე.წ. გალერიაში არის ნ---- მ----------ის და მისი შვილის ფოტოები; 2018 წლის 19 მარტის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ნ---- მ----------ისგან ამოღებული იქნა ,,ალტაოქეის“ გასავლის ზედდებული. 2018 წლის 17 მარტის ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენი-–--, რომ ნ---- მ----------მა ამოიცნო სამსაუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც 2018 წლის 5 მარტს მოპარა მისმა ყოფილმა მეუღლემ თ-------ე ო-----ემ, ქ. თბილისში, მა--–--– გე-–----ის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,ბ-----------სთან“. აღნიშნული მობილური ტელეფონი სამსუნგ გალაქსი A3 დაზარალებულმა ამოიცნო ფერით, ზომით, მოდელით, ვიზუალით, ეკრანზე ნაჩხაპნით და ტელეფონში არსებული მისი შვილის ფოტოებით; 2018 წლის 17 მარტის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ნ--–- ჭ------ის და ნ---- მ----------ის მიერ დათვალიერებული იქნა ოქროს სამკაულები, ხოლო ნივთის ამოცნობის ოქმებით კი დასტურდება, რომ ნ--–- ჭ------ემ ამოიცნო ერთი წყვილი ოქროს საყურე, მოიასამნისფერო თვლით, რომელიც მისმა ყოფილმა სიძემ თ-------ე ო-----ემ მისი სახლიდან მისი შვილის ნ---- მ----------ის თანდასწრებით აშკარად გაიტაცა 2018 წლის 7 მარტს. 2018 წლის 17 მარტის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ნ---- მ----------მა ამოიცნო ოქროს ცეპი, რომელიც 2018 წლის 7 მარტს მისმა ყოფილმა მეუღლემ თ-------ე ო-----ემ აშკარად გასტაცა სახლიდან.

 

4.3. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ აღნიშნულ ეპიზოდებში თ-------ე ო-----ეს არ ჩაუდენია ძარცვა და ქურდობა, რადგან ბრალდებულ თ-------ე ო-----ის ბრალეულობა ამ ეპიზოდებში გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, ასევე დადასტურებულია მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ნ---- მ----------ის ჩვენებით. მან თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აჩვენა, რომ აშკარად, მისი თანდასწრებით, თ-------ე ო-----ე დაეუფლა მისი და მისი დედის კუთვნილ ოქროს სამკაულებს, მის კუთვნილ ოქროს საყურეს და ოქროს ყელსაბამს, ნ--–- ჭ------ის კუთვნილ ოქროს საყურეს და სხვა ოქროს ნივთს, რომლებიც თ-------ე ო-----ემ ჩაიდო შარვლის ჯიბეში. მხოლოდ მისი აქტიური წინააღმდეგობის შედეგად მან შეძლო, რომ ოქროს ნივთების ნაწილი წაერთმია თ-------ესთვის, რა დროსაც გაწყდა ოქროს ცეპი, რაც დარჩა თ-------ე ო-----ეს. ნ---- მ----------მა აღნიშნულის შესახებ იმავე დღეს უამბო დედას, ნ--–- ჭ------ეს, რაც მან სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას მთლიანად დაადასტურა და ასევე განმარტა, რომ მან და მისმა შვილმა, ნ---- მ----------მა ამოიცნეს ოქროს ნივთები. ასევე, მოწმეებმა ნ---- მაჭვარიანის დამ, ლ--–- მ----------მა და მისმა მეუღლემ გ------ი რ-----–--ლმა დაადასტურეს, რომ მათ ოქროს ნივთების ნ---- მ----------ისათვის წართმევის და მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტები გაიგეს იმავე დღეს, 2018 წლის 07 მარტს. მათი ჩვენებების მიხედვით, 2018 წლის 07 მარტს, ღამის საათებში, ნ---- მ----------ი მივიდა მათთან სახლში, ქ. თბილისში, რომელიც იყო ანერვიულებული. ლ--–- მ----------მა ჰკითხა, თუ რა დაემართა, ნ---- მ----------მა თქვა რომ „ დღეს ჩემთან სახლში იყო თ-------ე (ყოფილი მეუღლე) და მასთან მომივიდა უთანხმოება, რა დროსაც მან ფიზიკური ძალის გამოყენებით ოქროს ნივთები წაიღო, როგორც ჩემი, ასევე დედასიო“.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების ამ ეპიზოდებში თ-------ე ო-----ის ჩვენება არის არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი ცდილობს შეიმსუბუქოს სამართლებრივი მდგომარეობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ წერილობითი მტკიცებულებებით უდავოდ არის დადასტურებული ის გარემოებები, რომ თ-------ე ო-----ეს 2018 წლის 7 მარტს და 9 მარტს ლომბარდში ჩაბარებული აქვს ოქროს ნივთები, რასაც არც თავად ბრალდებული უარყოფს. ასევე, თ-------ე ო-----ემ აჩვენა, რომ 2018 წლის 4 მარტს მას ოქროს ნივთები მისცა ნ---- მ----------მა ლომბარდში ჩასაბარებლად. ამ შემთხვევაში აშკარად ალოგიკურია ის გარემოება, რომ თუ თ-------ე ო-----ემ 4 მარტს გამოართვა ნ---- მ----------ს ოქროს ნივთები ლომბარდში ჩასაბარებლად, მაშინ რატომ გახდა საჭირო, რომ მას კიდევ ნ---- მ----------ისთვის 5 მარტს გამოერთმია მობილური ტელეფონი და 7 მარტს ოქროს ნივთები ლობარდში ჩასაბარებლად. მით უფრო, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ნ---- მ----------ის ჩვენებით, მას მობილური ტელეფონი ჰქონდა განვადებით გამოტანილი, რადგან ის მუშაობდა და ძალინ სჭირდებოდა. ასევე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ---- მ----------მა გულახდილად განუცხადა სასამართლოს, რომ ქორწინების შემდეგ სხვა დროსაც ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას მიუცია ოქროს ნივთები თ-------ესთვის, რომ დაელომბარდებინა, მაგრამ მას ამის შესახებ არავისთვის არ განუცხადებია. მოცემულ შემთხვევაში კი, მას თ-------ესთვის თავისი ნებით არ მიუცია ოქროს ნივთები, მან მისი თანდასწრებით, მისი თანხმობის გარეშე აიღო ეს ნივთები კარადიდან და მიუხედავად მისი დიდი წინააღმდგობისა არ დაუბრუნა, პირიქით ნ---- მ----------ი ცდილობდა, როგორმე ძალის გამოყენებით უკან წაერთმია ოქროს ნივთები თ-------ესთვის, რა დროსაც გაწყდა ოქროს ცეპი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ნ---- მ----------მა ოქროს ნივთების ძარცვისა და მობილური ტელეფონის ქურდობის შესახებ იმავე დღეს უთხრა დედას, ნ--–- ჭ------ეს, დას, ლ--–- მ----------ს და სიძეს, გ------ი რ-----–--ლს. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნ---- მ----------ს თავისი ნებით ექნებოდა ეს ნივთები და მობილური ტელეფონი თ-------ესთვის მიცემული, როგორც სხვა დროს, იმ დღესაც არ განაცხადებდა იგი აღნიშნულის შესახებ თავის ახლობლებთან და დაელოდებოდა ნივთების დაბრუნებას. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სახლის დაწვის ფაქტამდე სწორედ თ-------ე ო-----ის მიერ ჩადენილი ქმედებები გახდა მასსა და გ------ი რ-----–--ლს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი, რა დროსაც მათთან ერთად იყო ასევე გ------ი რ-----–--ლის მეგობარი, ი-–-- ბ--–------ძე. მოწმის ი-–-- ბ--–------ძის განმარტებით, ამ კონფლიქტის დროს, როდესაც ის და გ------ი რ-----–--ლი პასუხს სთხოვდნენ თ-------ე ო-----ეს იმისათვის, თუ რატომ წაართვა ნ---- მ----------ს ოქროს ნივთები, თ-------ეს ხმა არ ამოუღია და პროტესტი არ განუცხადებია. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ი-–-- ბ--–------ძის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2018 წლის 07 მარტს, გ------ი რ-----–--ლის მეუღლისაგან ლ--–- მ----------ისგან გაიგო, რომ თ-------ეს ნ----სათვის ფიზიკური ძალის გამოყენებით წაურთმევია ფული და ოქროს ნივთები, მაგრამ რა ოდენობის იყო ფული და რა სახეობის იყო ოქროს ნივთები მან არ იცის. მას რა თქმა უნდა ეწყინა თ-------ე ო-----ის ასეთი საქციელი, რადგან მას ბავშვობიდან იცნობს და მასთან მეგობრობდა. იმავე წლის 08 მარტს, საღამოს საათებში, უკვე ბნელოდა, ზუსტი დრო არ ახსოვს, ის, გ------ი და ნ---- მ----------ი იყვნენ ერთად, როდესაც თ-------ე ო-----ემ ნ---- მ----------ს დაურეკა და უთხრა, რომ ნახვა უნდოდა. მან და გ------იმ ნ---- მ----------ი მარტო არ გაუშვეს და მას გაყვნენ. ისინი როდესაც თ-------ე ო-----ესთან მივიდნენ, ის იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. მათ ერთმანეთში დაიწყეს ლაპარაკი და ჰკითხეს, თუ რატომ წაართვა ნ---- მ----------ს ოქრო და რატომ მოიქცა ასე. სასამართლო ამახვილებს იმ გარემობაზეც ყურადღებას, რომ ლომბარდში მობილური ტელეფონი თავიდან გაფორმებული იყო თ-------ე ო-----ის სახელზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, როგორც ამტკიცებს თ-------ე ო-----ე, მისთვის ნ---- მ----------ს მობილური ტელეფონი ნებით ექნებოდა მიცემული, მაშინ, იმავე დღეს ნ---- მ----------ი მისცემდა მას მობილური ტელეფონის ყუთს და მობილური ტელეფონი იქნებოდა ბოლომდე გაფორმებეული თ-------ე ო-----ის სახელზე და მას არ გადაიფორმებდა ნ---- მ----------ი შემდეგ იმის შიშით, რომ არ დაეკარგა მობილური ტელეფონი. სწორედ ის გარემოება, რომ ლომბარდში თ-------ე ო-----ეს სთხოვდნენ მობილური ტელეფონის ყუთს, ის იძულებული გახდა ნ---- მ----------ისთვის ეთქვა სიმართლე, თუ როგორ ფარულად ამოაცალა მობილური ტელეფონი ჯიბიდან და ეთხოვა, რომ ნ----ს მისთვის მიეცა მობილური ტელეფონის ყუთი.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით თ-------ე ო-----ის ჩვენება არ არის სარწმუნო, ხოლო დაზარალებულ ნ---- მ---------ის ჩვენება არის დამაჯერებლი და სარწმუნო.

 

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები) მნიშვნე-–----- ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

4.5. სასაქონლო ექსპერტიზის N6---- დასკვნის თანახმად, მობილური ტელეფონი ,,SAMSUNG GALAXY A3 (2017) Model: SM –A32OF/DS“-ის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგინა - 400 (ოთხას) ლარი.

4.6. სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ნ---- მ----------ის კუთვნილი ნივთების მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით შეადგენა 620 ლარის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზირებს დაცვის მხარის მოთხოვნას აღნიშნულ ეპიზოდებში თ-------ე ო-----ის გამართლების შესახებ და დამტკიცებულად მიაჩნია, რომ თ-------ე ო-----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.

 

4.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ თ-------ე ო-----ის აღიარებითი ჩვენებით, ასევე მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ნ---- მ----------ის, მოწმეების ნ--–- ჭ------ის, ლ--–- მ----------ის, გ------ი რ-----–--ლის ჩვენებებით და საქმეზე წარმოდგენილი, პრეიუდიციად ცნობილი მტკიცებულებებით, უდავოდ დადასტურებულია თ-------ე ო-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდები.

 

4.8. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა თ-------ე ო-----ემ აღიარა და თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდებში. თ-------ე ო-----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2018 წლის 9 მარტს, მან გაბრაზებულმა დაწვა ნ---- მ----------ის მშობლების სახლი, დეტალები მას არ ახსოვს, მან იცის, რომ იყიდა ბენზინი, მივიდა სახლში, რომლის გასაღებიც მას ჰქონდა სადღაც 2 თვის განმავლობაში, მან გააღო კარი და დაწვა სახლი. თ-------ე ო-----ემ ბენზინი შეიძინა ა----–-----–-ს ხეივანზე, იგი მივიდა ტაქსით, რომლის ფერი, მარკა და ტაქსის მძღოლის სახელი მას არ ახსოვს. ბენზინი ჩაასხა 2 ცალ 5 ან 6 ლიტრიან ჭურჭელში, რაშიც მანამდე ესხა წყალი. თ-------ემ, როდესაც იყიდა წყლით სავსე ჭურჭელი, ისინი ტაქსის მძღოლმა გადაცვალა ცარიელ ჭურჭელში, მას არ ახსოვს ზუსტად სად მოხდა ეს. თ-------ე ო-----ე იმ მომენტში მთვრალ მდგომარეობში არ ყოფილა. თ-------ე როდესაც მივიდა მცხეთაში იგი ტაქსიდან ჩამოვიდა კორპუსთან, შემდეგ რაც მას ახსოვს ის არის, რომ მან აიღო თავისი ოქრო და ნ----სიც, ასევე კართან გამოსასვლელში იყო ლეპტოპი, რომელიც იყო ნ----სი, ეს ლეპტოპიც აიღო თ-------ემ გამოსვლისას, რადგან იქ იყო ბავშვის სურათები, სხვა არანაირი ღირებულება მას არ ჰქონია. ლეპტოპის წამოღების შემდეგ თ-------ემ ის მიუტანა ხელოსანს, რომელმაც ვერ ჩართო, იყო გამოუსადეგარი და ამიტომ ის დაუტოვა ხელოსანს. ნ----ს ოქროული ეწყო თავის ოთახში კარადაში, სადაც თ-------ესი იყო ცეპი და ჯვარი, ხოლო ნ----სი რა იყო, არ ახსოვს, ახსოვს მხოლოდ, რომ იყო წვრილი ოქროული, მისი ვარაუდით 2-3 ნივთი თუ იქნებოდა. სახლიდან გამოსვლის შემდეგ თ-------ე იჯდა ტაქსში და მიდიოდა თბილისში, საიდანაც დაურეკა ნ----ს და ამის შემდეგ დაიჭირეს. თ-------ე ეწეოდა სულ შავ ,,სობრანიეს“, სახლში შესვლის დროს მოწია თუ არა მან სიგარეტი არ ახსოვს. თ-------ე ო-----ემ ნ---- მ----------ის დედას დაურეკა ხანძრის გაჩენამდე 9 მარტის გამთენიისას და უთხრა „ეს გინდოდაო“ (მან იგულისხმა ესეთი ჩხუბი და არეულობა გინდოდაო), რაზეც ნ---- მ----------ის დედამ უპასუხა „ჯერ სად ხარ უარესს დაგმართებო“, ამის შემდეგ მან გაუთიშა თ-------ე ო-----ეს ტელეფონი. სახლის დაწვის შემდეგ თ-------ემ დაურეკა ნ----ს და უნდოდა მასთან შეხვედრა, იცოდა, რომ სახლი დაუწვა და ამას ცუდი შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ იმ დროს ვერ აზროვნებდა. ნ---- მ----------მა რა ადგილიც უთხრა, იქ მივიდა და დააკავეს იქვე. დანა რომელიც თ-------ე ო-----ეს ამოუღეს დაკავებისას, ეს დანა იყო ნ----ს სახლში, რომლის დაწვის შემდეგ თ-------ემ იგი წამოიღო სახლიდან. დანა არ იყო დასაკეცი, ის იყო დიდი თავისი ჩასადებით. დაკავების დროს დანა, სად ედო თ-------ეს არ ახსოვს. 9 მარტს აღებული ნივთები თ-------ემ მიიტანა ლომბარდში და ჩააბარა.

 

4.9. როგორც აღვნიშნეთ, ბრალდებულ თ-------ე ო-----ის აღიარებით ჩვენების გარდა, აღნიშნული ბრალდების ეპიზოდები უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილი, პრეიუდიციად ცნობილი შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 9 მარტის 08:53:01 საათზე 112-ზე შეტყობინების რეგისტრაციის წერილობითი დოკუმენტით, რომლის მიხედვით, ინიციატორი ნ---- მ----------ის გადმოცემით თ-------ე ო-----ემ გააჩინა ხანძარი ქ. მცხეთა, ა-------- ქ. N2-ში. 2018 წლის 9 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. მცხეთა, ა-------- ქ. N2, კორპ. N7, რომელიც წარმოადგენს ნ--–- ჭ------ის საცხოვრებელ ბინას, კორპუსი არის 4 სართულიანი, კორპუსის წინ მიმოფანტულია დამწვარი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ნ--–- ჭ------ის ბინა არის მე-3 სართულზე, ბინის მოპირდაპირე მხარეს გდია ხანძრის შედეგად დაზიანებული რკინის კონსტრუქციის მოყავისფრო კარები, ბინის შესასვლელში არის კედელში ჩაშენებული ხის კონსტრუქციის წიგნების კარადა, რომელიც ხანძრის შედეგად დაზიანებულია, კორიდორის კედელზე არსებული გაკრული ქაღალდი ხანძრის შედეგად მთლიანად დამწვარია, სველი წერტილი აბაზანა და საპირფარეშო იქ არსებული სააბაზანო ინვენტარი ნაწილობრივ დამწვარია. სამზარეულო ოთახში ალაგია ხანძრის შედეგად დაზიანებული საყოფაცხოვრებო ნივთები, საძინებელ ოთახში კედელზე გაკრული ქაღალდი მთლიანად დაზიანებულია, მისაღებ ოთახში დაგროვი-–-- ნამწვავის ნარჩენები. სააბაზანოში არსებული დაზიანებული ნიჟარიდან ამოღებული იქნა სიგარეტის ცარიელი კოლოფი წარწერით ,,პარლამენტი“, რომელსაც აღენიშნება ცეცხლის ზემოქმედების კვალი; 2018 წლის 9 მარტის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლითაც დადგენი-–--, რომ დაკავებული იქნა თ-------ე ო-----ე, რომლის პირადი ჩხრეკის დროს თანცმული შარვლის საქამრიდან უკანა მხარეს ამოღებული იქნა ყავისფერი სახელურის მქონე დანა უცხოური წარწერით ,, Columbia“ ნომრით So52 შავი ფერის დანის ჩასადები ბუდით; 2018 წლის 10 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენი-–--, რომ საგამოძიებო ექსპერიმეტში მონაწილე პირი თ-------ე ო-----ემ, ქ. მცხეთაში, ა-------- ქ. N2-ში, კორპ. N2, ბინა N7-ში, ნ--–- ჭ------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს თ-------ე ო-----ის ყოფილი მეუღლე ნ---- მ----------ი, საცხოვრებელი ბინის მისაღებში, სამზარეულო და სააბაზანო ოთახებში მიუთითა ის ადგილები, სადაც მის მიერ წინასწარ მიტანილი ბენზინი დაასხა კედლებზე და იატაკზე და წაუკიდა ცეცხლი. აღნიშნულის შემდეგ თ-------ე ო-----ე უთითებს ლომბარდ ბ-------ს, სადაც თ-------ე ო-----ის განმარტებით, მან ჩააბარა ნ---- მ----------ის სახლიდან მოპარული ოქროს ნივთები. შემდეგ, ქ. თბილისში, თ--------ე მ------–-ს ქუჩაზე მდებარე N15 მაღაზიასთან, უთითებს იმ ადგილს, სადაც ჩააბარა ნ---- მ----------ის კუთვნილი ლეპტოპი, რომელსაც დაეუფლა ფარულად. თ-------ე ო-----ე შემდეგ უთითებს ,,ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურს, დ. ა----–-----–-ს ხეივანზე, სადაც მან შეიძინა ბენზინი, რითაც შემდგომ დაწვა ნ---- მ----------ის სახლი. 2018 წლის 16 მარტის ამოღების ოქმით დადგენი-–--, რომ გამომძიებელ დ---თ შ-------ის მიერ ქ. თბილისი, კა-–------ის ქუჩაზე მდებარე შპს ლომბარდი ,,ბ---------ან“ ნ----ა ფ-–---–------სგან ამოღებულ იქნა თ-------ე ო-----ის მიერ ჩაბარებული ოქროს ნივთები: 1 ცალი ოქროსფერი ცეპი, წონით 3,2 გრამი; 1 ცალი კულონი საკიდით წონით 2.1 გრამი; 1 ცალი ოქროსფერი საყურე წონით 0,8 გრამი; 1 ცალი ოქროფერი ჯვარი ე.წ. ,,წმ. ნ----ს“ ჯვარი საკიდით და გრეხილით, წონით 0,2 გრამი; 1 ცალი ოქროფერი ჯვარი ე.წ. ,,წმ. ნ----ს“ ჯვარი საკიდით და გრეხილით, წონით 1,1 გრამი; 1 წყვილი ოქროსფერი საყურე იასამნისფერი თვლით წონით 5,1 გრამი და სალომბარდე ხელშეკრულება; 2018 წლის 17 მარტის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ნ--–- ჭ------ის და ნ---- მ----------ის მიერ დათვალიერებული იქნა ოქროს სამკაულები, ხოლო ნივთის ამოცნობის ოქმებით კი დასტურდება, რომ ნ--–- ჭ------ემ ამოიცნო ე. წ. წმინდა ნ----ს ჯვრები, რომლებიც ა.წ. 9 მარტს თ-------ე ო-----ე ფარულად დაეუფლა მისი კუთვნილი სახლიდან. 2018 წლის 17 მარტის ამოცნობის ოქმებით, დასტურდება, რომ ნ---- მ----------მა ამოიცნო ოქროს საყურე და მინანქრის ანგელოზი, რომლებიც 2018 წლის 9 მარტს თ-------ე ო-----ე ფარულად დაეუფლა მისი სახლიდან. 2018 წლის 19 მარტის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ნ---- მ----------ისგან ამოღებული იქნა ,,ალტაოქეის“ გასავლის ზედდებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიის Nი----- დასკვნის თანახმად, ქ. მცხეთაში, ა-------- ქ. N2-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში (7) განთავსებული მოქ. ნ---- მ----------ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინა N7-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანის ოდენობამ (პირდაპირი ხარჯებით), აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების გაუთვალისწინებლად შეადგინა - 12 000 (თორმეტიათასი) ლარი, ხოლო აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით - 20 000 (ოციათასი) ლარი. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N6---–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თ-------ე ო-----ისგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტის Nს/ტ 1--------/ქრ დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ ქ. მცხეთაში, ა-------- ქ. N2, კორპ. N7, ბინა N7-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ხანძრის გაჩენის მიზეზია ღია ცეცხლის წყაროს (ანთებული ასანთი და აშ.) კონტაქტი წვად მასალასთან (შესაძლებელია ნავთობპროდუქტების გამოყენებით). თერმული დაზიანებების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენის კერისათვის დამახასიათებელი ნიშნები მდებარეობს: მისაღებ ოთახში შესასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს კედელზე და სამზარეულო ოთახში შესასვლელიდან მარცხენა მხარეს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ელექტროსადენებზე არ აღინიშნება მოკლე ჩართვის ნიშნები. ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ნამწვის ნიმუშებზე, მარჯვენა და მარცხენა ხელის თითების ფრჩხილების ნიმუშების, მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდის, დანის და დანის ჩასადების, ზურგჩანთის, მასში მოთავსებული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამონაწვილების შესაბამის ქრომატოგრამებზე არ დაფიქსირდა ნავთობპროდუქტების კვალი. აღსანიშნავია, რომ საგანმატარებელზე მოხვედრისას დროის, ტემპერატურისა და სხვა გარემოპირობების გავლენით ნავთობპროდუქტები იცვლიან პირვანდელ სახეს ანსრულიად გარდაიქმნებიან. 2018 წლის 22 მაისის პირის ამოცნობის ოქმით, დასტურდება, რომ მოწმე კ---- წ--------–---–მა სამი პიროვნებიდან ამოიცნო თ-------ე ო-----ე გარეგნული ნიშნებით, სიმაღლით, აღნაგობით, სახის გამომეტყველებით, თმის ფერით, ცხვირის ფორმით. ამომცნობის კ---- წ--------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 9 მარტს, საკუთარი ავტომანქანით (კერძო ტაქსით) მცხეთის რაიონის სოფელ ა------ში მიიყვანა მისთვის უცნობი ახალგარდა მამაკაცი. 2018 წლის 22 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე კ---- წ--------–---–ი უთითებს იმ ადგილს, სადაც მანამდე მისთვის უცნობმა პიროვნებამ (თ-------ე ო-----ემ) ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ჯ-------ის ქ. ე.წ. სვანების ბაზრობის მოპირდაპირედ მდგარ სუპერმარკეტ ნიკორას მიმდებარედ 2018 წლის 9 მარტს მისი კუთვნილი კერძო ტაქსი გააჩერა, თ-------ე ო-----ის მოთხოვნით წაიყვანა ქ. მცხეთის მიმართულებით, კ---- წ--------–---–ის მითითებით, ქ. თბილისი, დ. ა----–-----–-ს ხეივანი, მე-13 კმ.ზე არსებულ ბენინგასამართ სადგურ ,,ვისოლთან“, თ-------ე ო-----ემ შეიძინა ბენზინი, რომელიც ჩაასხა შესაბამის ჭურჭელში და მოათავსა მანქანაში. აღნიშნულის შემდეგ მივიდნენ ქ. მცხეთა, ა-------- დასახლებაში, ა-------- ქუჩა, N7 კორპუსთან, სადაც თ-------ე ო-----ე გად---და და თან გადაიტანა მის მიერ ნაყიდი ბენზინი. ოქმი შედგენილი იქნა მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის რატი კაპანაძის მიერ. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N6---–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თ-------ე ო-----ისგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით თ-------ე ო-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

4.10. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 09 მარტს, საღამოს საათებში, თ-------ე ო-----ემ უკანონოდ შეაღწია ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში, მდებარე ნ---- მ----------ის საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ---- მ----------ის კუთვნილ ოქროს სამკაულებს და ნივთებს. კერძოდ: 40 ლარად ღირებულ ოქროს ჯვარს, 15 ლარად ღირებულ ოქროს ჯვარს, 20 ლარად ღირებულ ვერცხლის კულონს, მინანქრით და 100 ლარად ღირებულ „emachines“ ფორმის ლეპტოპს. 2018 წლის 09 მარტს, საღამოს სასათებში, თ-------ე ო-----ემ ცეცხლი წაუკიდა ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში, მდებარე ნ--–- ჭ------ის საცხოვრებელ ბინას და მთლიანად გაანადგურა ბინა და მასში არსებული ნივთები, რითაც ნ--–- ჭ------ეს მიადგა 45900 (ორმოცდახუთიათას ცხრაასი) ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით) ნასამართლევი, პირობითი სასჯელის ქვეშ მყოფი თ-------ე ო-----ე ატარებდა ცივ იარაღს, „კოლუმბიას“ ფირმის დანას, კერძოდ მიმაგრებული ჰქონდა შარვლის საქამრეზე, უკანა მხარეს და აღნიშნული დანით გამოცხადდა შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც 2018 წლის 9 მარტს მოხდა მისი ამოღება თ-------ე ო-----ის დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს.

 

ამდენად, მტკიცებულებების უტყუარობის თვალსაზრისით სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ-------ე ო-----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნე-–-----ი ზიანი გამოიწვია; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათალისწინებული დანაშაული - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნე-–-----ი ზიანი გამოიწვია; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნე-–-----ი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნე-–-----ი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

4.11. ამასთან, სასამართლო მთლიანად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 100 ლარის ძარცვის ბრალდების ეპიზოდებში თ-------ე ო-----ის გამართლების შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარემ თ-------ე ო-----ის ბრალეულობის დასადასტურებლად აღნიშნულ ეპიზოდებში წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულ ნ---- მ----------ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული არათანმიმდევრული ჩვენება და ირიბი ჩვენებები, კერძოდ, მოწმეების ნ--–- ჭ------ის, ლ--–- მ----------ის და მისი მეუღლის გ------ი რ-----–--ლის ჩვენებები იმის შესახებ, რომ მათ აღნიშნული ფაქტების შესახებ გაიგეს ნ---- მ----------ისაგან.

 

4.12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში ბრალდების მხარემ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა, პირობითი სასჯელის ქვეშ მყოფმა თ-------ე ო-----ემ 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში მცხოვრებ, ყოფილ მეუღლეს ნ---- მ----------ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ კისერზე და ტანზე მოუჭირა ხელები, ასევე წელზე და მკერდზე დაარტყა ხელი, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4.13. ბრალდებულმა თ-------ე ო-----ემ არ დაადასტურა აღნიშნული გარემოებები და განმარტა, რომ მას არ დაურტყია ნ---- მ----------ისთვის. მას შემდეგ, რაც მან უთხრა ნ---- მ----------ს, თუ რატომ ექცეოდა ასე, ნ---- მ----------მა დაიწყო ხმამაღალი ტირილი და ყვირილი, რის გამოც მან პირზე ააფარა ხელი, რა დროსაც ასევე ხელი ჰქონდა კისერზე შემოხვეული და სთხოვდა დაწყნარებულიყო. მას მისთვის ხელი არ დაურტყია, ნ---- სწრაფად დაწყნარდა.

 

გარდა იმისა, რომ ბრალდების მხარემ ამ ეპიზოდში თ-------ე ო-----ის ბრალეულობის დასადასტურებლად დაზარალებულის ნ---- მ----------ის ჩვენება და ამ ჩვენების დასადასტურებლად მხოლოდ ირიბი ჩვენებები წარმოადგინა, ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავად დაზარალებულის ნ---- მ----------ის ჩვენება ბრალდების ამ ეპიზოდში არის არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი, კერძოდ, - დაზარალებულმა განმარტა, რომ ვერ იხსენებს თ-------ე ო-----ემ რამდენჯერ დაარტყა. ხან მხარზე არტყავდა, ხან წელზე. შემდეგ განაცხადა, რომ დარტყმა იყო ძლიერი, მაგრამ ტკივილი არ უგრძვნია. ხელის მოჭერის დროს იგრძნო ფიზიკური ტკივილი. ამდენად, დაზარალებული არ ადასტურებს, რომ კისერზე და ტანზე ხელის მოჭერით და წელზე და მკერდზე ხელის დარტყმით განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც ედავება ბრალდების მხარე თ-------ე ო-----ეს. დაზარალებულის ჩვენებით კი ის ფაქტი, რომ ხელის მოჭერის დროს იგრძნო ფიზიკური ტკივილი, ბრალდების მხარეს არა აქვს დადგენილი. ამასთან, დაზარალებულმა ნ---- მ----------მა აღნიშნული ფაქტის შესახებ განაცხადა არა იმავე დღეს, არამედ 2018 წლის 9 მარტს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში ბრალდების მხარემ დადგენილად მიიჩნია, რომ

2018 წლის 07 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში, ყოფილ მეუღლესთან ნ---- მ----------თან სახლში ყოფნისას, თ-------ე ო-----ემ, ფიზიკური ძალის გამოყენებით, კერძოდ, ყელში ხელის მოჭერით, ნ---- მ----------ს გააღებინა პირი და აიძულა დაელია ფსიქოტროპული მედიკამენტები.

 

ბრალდებულმა თ-------ე ო-----ემ არ დაადასტურა აღნიშნული გარემოებები და განმარტა, რომ ნ---- მ----------ი იყო ნასვამი, მან მისი ჩანთიდან გადმოყარა ყველაფერი, ეძებდა ჩეკებს, რაც იპოვნა, შემდეგ მისი ჩანთიდან ამოიღო დამამშვიდებელი ფსიქოტროპული ნივთიერების აბები, რასაც თავად ბრალდებული იყენებდა და იყიდება აფთიაქში, ჩაყარა 5, 6 ცალი აბი ჭიქაში და დალია, რამდენიმე არ გაიხსნა, რაც ეყარა იატაკზე.

 

გარდა იმისა, რომ ბრალდების მხარემ ამ ეპიზოდში თ-------ე ო-----ის ბრალეულობის დასადასტურებლად დაზარალებულის ნ---- მ----------ის ჩვენება და ამ ჩვენების დასადასტურებლად მხოლოდ ირიბი ჩვენებები წარმოადგინა, ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავად დაზარალებულის ნ---- მ----------ის ჩვენება ბრალდების ამ ეპიზოდში არის არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი, კერძოდ, - დაზარალებულმა განმარტა, რომ თ-------ე ო-----ემ რაღაც ტაბლეტები გახსნა წყალში და ეუბნებოდა, რომ დაელია. მან შიშით და ძალით დალია. შემდეგ განმარტა, რომ თ-------ე ო-----ემ მისცა ტაბლეტი და უთხრა, რომ გადაეყლაპა, რადგან მან არ გადაყლაპა, თ-------ემ აბები გახსნა წყალში, ხელი, მთელი ტანი დაუჭირა, ჭიქა მიუტანა პირთან, პირი გააღებინა და აძალებდა დალევას. მან იმდენად მოუჭირა ხელი, რომ ტკივილი იგრძნო და თ-------ემ ჩაასხა პირში. ამდენად, დაზარალებული არ ადასტურებს, რომ თ-------ე ო-----ემ ყელში ხელის მოჭერით, ნ---- მ----------ს გააღებინა პირი და აიძულა დაელია ფსიქოტროპული მედიკამენტები.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა ექსპერტის დასკვნა, რომ ნ---- მ----------ს დაუდგინდა ფსიქოტროპული ნივთიერების, ბენზოდიაზეპინების ჯგუფი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს მტკიცებულება ვერ ჩაითვლება იმ რელევანტურ მტკიცებულებად, რომელიც უტყუარად დაამტკიცებს, რომ ნ---- მ----------ს არ ჰქონდა ეს ნივთიერება მიღებული თავისი ნებით და/ან მიღებული არა აქვს 7 მარტის შემდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ ნ---- მ----------მა ამ ფაქტის შესახებ განაცხადა 2018 წლის 9 მარტს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში ბრალდების მხარემ დადგენილად მიიჩნია, რომ

2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში, ყოფილ მეუღლესთან ნ---- მ----------თან სახლში ყოფნისას, თ-------ე ო-----ე, ნ---- მ----------ს დანის გამოყენებითა და დემონსტრირებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ნ---- მ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდებულმა თ-------ე ო-----ემ არ დაადასტურა აღნიშნული გარემოება და განმარტა, რომ ის ნ---- მ----------ს დანის გამოყენებითა და დემონსტრირებით არ ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

 

გარდა იმისა, რომ ბრალდების მხარემ ამ ეპიზოდში თ-------ე ო-----ის ბრალეულობის დასადასტურებლად დაზარალებულის ნ---- მ----------ის ჩვენება და ამ ჩვენების დასადასტურებლად მხოლოდ ირიბი ჩვენებები წარმოადგინა, ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა ნ---- მ----------მა ამ ფაქტის შესახებ განაცხადა 2018 წლის 9 მარტს. ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, თ-------ე ო-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანა, მაგრამ ეს გარემოება არ შეიძლება იყოს თ-------ე ო-----ის ბრალეულობის დამადასტურებელი ამ ეპიზოდში, რადგან დაზარალებულს არ ახსოვს, თუ როგორი დანა იყო.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში ბრალდების მხარემ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 7 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქალაქ მცხეთაში, ა-------- ქუჩა, კორპუსი N2, ბინა N7-ში, ყოფილ მეუღლესთან ნ---- მ----------თან სახლში ყოფნისას, თ-------ე ო-----ემ ძარცვის გზით, აშკარად ამოაცალა ნ---- მ----------ს ჯიბიდან 100 ლარიანი კუპიურა.

 

ბრალდებულმა თ-------ე ო-----ემ არ დაადასტურა აღნიშნული გარემოება და განმარტა, რომ ნ---- მ----------მა თავად გამოიღო კარადიდან 100 ლარიანი კუპიურა და მიაწოდა ხელში, მან არ გამოართვა, შემდეგ ნ----მ ეს კუპიურა დადო მაგიდაზე, მისი წასვლის შემდეგ სად წავიდა ეს კუპიურა, მან არ იცის. მეორე დღეს ნ---- მ---------ამა დაურეკა მას და კითხა, ხომ არ იცოდა, სად წავიდა 100 ლარიანი კუპიურა, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა.

 

გარდა იმისა, რომ ბრალდების მხარემ ამ ეპიზოდში თ-------ე ო-----ის ბრალეულობის დასადასტურებლად დაზარალებულის ნ---- მ----------ის ჩვენება და ამ ჩვენების დასადასტურებლად მხოლოდ ირიბი ჩვენებები წარმოადგინა, თავად დაზარალებული ნ---- მ----------ი კი არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მან დაინახა, თუ როგორ ამოაცალა თ-------ე ო-----ემ მას ჯიბიდან 100 ლარიანი კუპიურა, ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ნ---- მ----------ის ჩვენება ბრალდების ამ ეპიზოდში არის არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი, კერძოდ, - დაზარალებულმა განმარტა, რომ 2018 წლის 7 მარტს, სანამ თ-------ე ო-----ე სახლიდან გავიდოდა, მან თავის შარვლის ჯიბეში, რომელიც ეცვა, ჩაიყო ხელი და ნახა, რომ ჯიბეში არ ედო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, რომელიც სახლში შესვლისას და თ-------ეს მხრიდან მასზე ძალადობამდე ჰქონდა ჯიბეში. აღნიშნული ფულადი თანხა იყო 100 ლარიანი კუპიურა. სხვა თანხა მას არ ჰქონია. მან თ-------ეს ჰკითხა აღნიშნული თანხის შესახებ, მაგრამ მან უთხრა, რომ აღნიშნული თანხის შესახებ არაფერი იცოდა. 100 ლარი არც ჯიბეში ედო და არც მაგიდაზე, მან ვერ ნახა ეს თანხა. თ-------ეს წასვლის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ თანხა აღარ ჰქონდა. შემდეგ ნ---- მ----------მა არსებითად განსხვავებულ გარემოებებზე მიუთითა 100 ლართან დაკავშირებით, რომ მან დაინახა, თუ როგორ ეჭირა ხელში 100 ლარიანი თ-------ეს, შემდეგ განმარტა, რომ მან დაინახა 100 ლარიანი იდო მაგიდაზე, თ-------ეს წასვლის შემდეგ ეს 100 ლარიანი მაგიდაზე აღარ იდო. საბოლოოდ, 100 ლართან დაკავშირებით განმარტა, რომ 100 ლარიანი ჰქონდა ჯიბეში, ჩხუბის დროს მან ამოიღო, თუ ამოუვარდა, ზუსტად არ ახსოვს, ის იყო ცუდ მდგომარეობაში. მან თანხა დადო მაგიდაზე, შემდეგ ეს თანხა ახსოვს თ-------ეს ხელში. ასევე ახსოვს, რომ ეს თანხა მაგიდაზე იდო, თ-------ემ ეს თანხა აიღო თუ არა არ ახსოვს, მაგრამ მან ვერ ნახა 100 ლარი. მას მომხდარის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებია და რაზეც ასევე სთხოვა დედას, რადგან თ-------ე დაპირდა ოქროების და მობილურის დაბრუნებას. მას უყვარდა თ-------ე და ყველაფერს მაინც პატიობდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარემ ამ ეპიზოდში, რომ თ-------ე ო-----ემ ძარცვის გზით, აშკარად ამოაცალა ნ---- მ----------ს ჯიბიდან 100 ლარიანი კუპიურა, ერთი მტკიცებულებაც კი ვერ წარმოადგინა.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუც-----ად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

ამდენად, გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ირიბი ჩვენება, ანუ მოწმის ჩვენება, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ვერ იქნება გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდებში ბრალდების მხარემ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებულად მხოლოდ დაზარალებულის არათანმიმდევრული, წინააღმდეგობრივი ჩვენებისა და ამ ჩვენების დასადასტურებლად ირიბი ჩვენებების გარდა, რასაც სასამართლო ვერ დაუდებს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ვერ წარმოადგინა ვერც ერთი სხვა უტყუარი მტკიცებულება.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, შესაბამისად თ-------ე ო-----ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძარცვის ეპიზოდში უნდა ამოერიცხოს 100 ლარის აშკარად დაუფლების ფაქტი.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. ბრალდებულ თ-------ე ო-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს და სასამართლოს სთხოვს პატიებას, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო ბრალდებულ თ-------ე ო-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ოჯახურ მდგომარეობას.

6.2. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულ თ-------ე ო-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისი მუხლების ნაწილის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-------ე ო-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს:

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. თ-------ე ო-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბოს და თ-------ე ო-----ეს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით თ-------ე ო-----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.

13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით თ-------ე ო-----ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

14. თ-------ე ო-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

15. თ-------ე ო-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 9 მარტიდან, მას ასევე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს წინა განაჩენით ჩათვლ--–- სასჯელის პერიოდი 2017 წლის 23 სექტემბრიდან 2017 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.

16. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: სიგარეტის კოლოფი, დანა და დანის ჩასადები ბუდე, თ-------ე ო-----ისგან აღებული ხელის ანაწმენდების ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუშები, სისხლის ნიმუში, ნამწვის ნიმუშები და ელექტროსადენების ნამწვის ნიმუშები განადგურდეს; თ-------ე ო-----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები: შავი ქურთუკი, ნაცრისფერი ზედა, ზურგჩანთა და ერთი წყვილი ფეხსაცმელი, საფულე, სამსახურებრივი ბარათი, ექსპრეს ბარათი, ფულადი თანხა 235 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს თ-------ე ო-----ეს; „სამსუნგ A3“-ის ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს ნ---- მ----------ს; ნ----ა ფ-–---–------სგან ამოღებული ოქროს სამკაულები - ყელსაბამი, ერთი საყურე, ერთი კულონი, ორი ჯვარი, ერთი წყვილი საყურე დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს; ხოლო ერთი ცალ DVD-R დისკი, შემოსავლის ორდერი და სალომბარდე ხელშეკრულებები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

17. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

18. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი