განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
330100116001591953
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლელა შკუბულიანი

სხდომის მდივანი - ნინო დ----–ია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ-------- ჭ-----ე, ს--–---- კ----ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - რ---- ა------ის ძე დ----–ია, დაბადებული 1----–-–--------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------- არასრული უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ------------–--------------------–------------------–------------------------, ამჟამად პატიმარი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

ბრალდებული - ა------ი ა---------–-- ძე დ----–ია, დაბადებული: 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------; უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რ----------------–----------------–----------------------------–------------------–-------–---–-----------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

ბრალდებული - ლ----–--- პ-–------ის ასული დ----–ია, დაბადებული: 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------- უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რ----------------–----------------–-----------------------------–------------------–-------–---–-----------;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

ადვოკატები: ნ-----------ი, ო---- მ-------ი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ლ----–--- დ----–იას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2009 წლის მაისში, ზ---- კ-----–---–იას სურდა მისი დისთვის ლ------ კ-----–---–იასთვის, რომელიც იმ დროისთვის რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა, შეეძინა ბინა საქართველოში. იმავე პერიოდში, ბინის ძებნისას, ზ---- კ-----–---–იამ ქ. თბილისში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიცნო ლ----–--- დ----–იას ოჯახის წევრები ა------ი და რ---- დ----–იები. ა------ი და რ---- დ----–იები, შევიდნენ რა ზ---- კ-----–---–იასთან ნდობაში, დაპირდნენ ზ---- კ-----–---–იას, რომ 15 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მიჰყიდდნენ ქ------–--–---------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლს. მათ განუმარტეს, რომ აღნიშნული ბინა მდებარეობდა დ-----–----------------–----------–ში და სახელმწიფოს ახლო მომავალში უნდა გადაეცა მათთვის საკუთრებაში. მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე - 15 000 აშშ დოლარზე, ამასთან, ხსენებული ბინა საჭიროებდა რემონტს, რის ხარჯებსაც ზ---- კ-----–---–ია გაიღებდა. მხა------ შეფასებით რემონტს უნდა დაჭირვებოდა 25 000 აშშ დოლარი.

რ----, ლ----–--- და ა------ი დ----–იებმა გადაწყვიტეს მოტყუებით დაუფლებოდნენ ზ---- კ-----–---–იას კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, რა მიზნითაც გადაინაწილეს როლები.

ზ---- კ-----–---–იას ნდობის მოსაპოვებლად, რ---- დ----–იამ 2----–-–----------ს გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ზ---- კ-----–---–იამ თითქოს ასესხა რ---- და ა------ი დ----–იებს 40 000 აშშ დოლარი, ხოლო ისინი იპოთეკით ტვირთავდნენ მის სახელზე რეგისტრირებულ 37,60 კვმ ფართის ბინას, მდებარე ქ------–--------------------------------------------–-----------------------------------–--

შედეგად, 2----–-–----------ს ზ---- კ-----–---–იამ ქ. თბილისში, მ--------–---–ის გამზირზე ა------ი დ----–იას გადასცა 15 000 აშშ დოლარი (24 825 ლარის ექვივალენტი). დ----–იების ოჯახის წევრების მხრიდან არაერთი დაპირების გამო, რომ სახელმწიფოს მიერ მათთვის ბინის საკუთრებაში გადაცემისთანავე ბინას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხავდნენ ზ---- კ-----–---–იას სახელზე, იგი ქ-------–--–-----------------–- მდებარე ბინაში დაახლოებით 2009 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში ეტაპობრივად ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს.

2014 წლის ივნისში, რ---- დ----–ია ა------ი დ----–იასთან და ლ----–---- დ----–იასთან ერთად დაუკავშირდა ვ---- ა-------ეს და ი-----–--- ხ-----–---–ს და სთხოვა გაყოლოდა სანოტარო ბიუროში, რათა დასწრებოდნენ მინდობილობის გაფორმებას, კერძოდ, 2014 წლის 24 ივნისს ა------ი და ლ----–--- დ----–იები ვ---- ა-------ესთან და ი-----–--- ხ-----–---–თან ერთად მივიდნენ ნ-----–--–--–---–ის სანოტარო ბიუროში (მდებარე ქ.თბილისში, ლ----–---------), სადაც სკაიპში ჩაერთო რ---- დ----–ია და ნოტარიუსს გაეცნო როგორც ზ---- კ-----–---–ია. ამასთან ვ---- ა-------ემ მაშინვე იცნო, რომ სკაიპში ჩართული იყო რ---- დ----–ია, თუმცა ა------ი და ლ----–--- დ----–იებმა ანიშნეს მას გაჩუმებულიყო. რ---- დ----–იამ, გაასაღა რა თავი ზ---- კ-----–---–იად, ამ უკანასკნელის სახელით, სკაიპის მეშვეობით, მინდობილობა მიანიჭა ლ----–--- დ----–იას, გაეუქმებინა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რეალურად, ზ---- კ-----–---–ია ამ დროისათვის საქართველოში იმყოფებოდა.

ნოტარიუს ნ-----–--–--–---–ის შეცდომაში შეყვანის გზით, მის მიერ მომზადდა ფაქტობრივად ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმადაც ზ---- კ-----–---–ია ლ----–--- დ----–იას აძლევდა უფლებამოსილებას გაეუქმებინა რ---- დ----–იასა და ზ---- კ-----–---–იას შორის დადებული 2----–-–------------ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხსენებული მინდობილობის საფუძველზე, ლ----–--- დ----–ია, რ---- დ----–ია და ა------ი დ----–ია მივიდნენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც გააუქმეს 2----–-–------------ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და მოხსნეს იპოთეკა რ---- დ----–იას სახელზე რიცხულ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისი გ-----------------------------------------–-----------------------------------–-, რომელიც რ---- დ----–იამ 2----–-–-----------ს, გ-------– ბ---–---–ის სასარგებლოდ კვლავ დატვირთა იპოთეკით 13 000 ა.შ.შ. დოლარად, შემდეგ კი იმავე წლის 26 სექტემბერს გადააფორმა მამამისის ა------ი დ----–იას სახელზე, ხოლო ამ უკანასკნელმა 2----–-–------------------ს გაასხვისა 40 000 აშშ დოლარად.

2----–-–---------------ს ქ. თბილისში, ბ--------------–- მდებარე ბინა აღირიცხა ა------ი დ----–იას, ლ----–--- დ----–იასა და ს----–- შ-----–-ას (ა------ი დ----–იას მეუღლე) სახელზე, თანასაკუთრების უფლებით, თუმცა მათ იგი ზ---- კ-----–---–იას არ გადაუფორმეს.

რ----, ლ----–--- და ა------ი დ----–იების ქმედების შედეგად ზ---- კ-----–---–იას მიადგა 15 000 აშშ დოლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, რაც წარმოადგენს 24 825 ლარის ექვივალენტს.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ლ----–--- დ----–იას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოწმეების ბ--–---------ას, გ------- ხ-----–---–ის, გ-------– ბ---–---–ის, ა------ კ-----–---–იას, ნ-----–--–--–---–ის, ვ---- ა-------ის, ი-----–--- ხ-----–---–ის, ა------ი დ----–იას, ლ----–--- დ----–იას, ლ------ კ-----–---–იას, ვ--–---- კ-------ას, ქ------- გ-------–---–ის და ი-----–--- ა------–---–ის ჩვენებები, დათვალიერების ოქმები, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, მინდობილობა წარმომადგენლობაზე, ამოღებული დოკუმენტაცია, დადასტურებულად მიაჩნია ლ----–--- დ----–იას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გამოიხატა თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ლ----–--- დ----–იას მიერ ჩადენილია დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინაღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, აგრეთვე, იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ლ----–--- დ----–ია (დაბადებული 1----–-–----------------), დღეის მდგომარეობით არის 80 წლის. 2016 წლის 24 ივნისის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ბრალდებული ქალი 65 (სამოცდახუთი) წლის ან 65(სამოცდახუთ) წელზე მეტი ასაკის, თუ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, იმ პირობით, თუ თითოეული დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის თანახმად, ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად სასჯელზე, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა”.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა წარმოადგინა დაზარალებულის უფლებამონაცვლის ა.კ-----–---–იას თანხმობა ბრალდებულ ლ----–--- დ----–იას მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ლ----–--- დ----–იას მიმართ უნდა გავრცელდეს 2016 წლის 24 ივნისის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

საპროცესო შეთანხმების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით, რ---- დ----–იას და ა------ი დ----–იას ბრალი ედებათ მასში, რომ ჩაიდინეს:

 

თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2009 წლის მაისში, ზ---- კ-----–---–იას სურდა მისი დისთვის ლ------ კ-----–---–იასთვის, რომელიც იმ დროისთვის რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა, შეეძინა ბინა საქართველოში. იმავე პერიოდში, ბინის ძებნისას, ზ---- კ-----–---–იამ ქ. თბილისში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიცნო ლ----–--- დ----–იას ოჯახის წევრები ა------ი და რ---- დ----–იები. ა------ი და რ---- დ----–იები, შევიდნენ რა ზ---- კ-----–---–იასთან ნდობაში, დაპირდნენ ზ---- კ-----–---–იას, რომ 15 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მიჰყიდდნენ ქ------–--–---------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლს. მათ განუმარტეს, რომ აღნიშნული ბინა მდებარეობდა დ-----–----------------–----------–ში და სახელმწიფოს ახლო მომავალში უნდა გადაეცა მათთვის საკუთრებაში. მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე - 15 000 აშშ დოლარზე, ამასთან, ხსენებული ბინა საჭიროებდა რემონტს, რის ხარჯებსაც ზ---- კ-----–---–ია გაიღებდა. მხა------ შეფასებით რემონტს უნდა დაჭირვებოდა 25 000 აშშ დოლარი.

რ----, ლ----–--- და ა------ი დ----–იებმა გადაწყვიტეს მოტყუებით დაუფლებოდნენ ზ---- კ-----–---–იას კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, რა მიზნითაც გადაინაწილეს როლები.

ზ---- კ-----–---–იას ნდობის მოსაპოვებლად, რ---- დ----–იამ 2----–-–----------ს გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ზ---- კ-----–---–იამ თითქოს ასესხა რ---- და ა------ი დ----–იებს 40 000 აშშ დოლარი, ხოლო ისინი იპოთეკით ტვირთავდნენ მის სახელზე რეგისტრირებულ 37,60 კვმ ფართის ბინას, მდებარე ქ------–--------------------------------------------–-----------------------------------–--

შედეგად, 2----–-–----------ს ზ---- კ-----–---–იამ ქ. თბილისში, მ--------–---–ის გამზირზე ა------ი დ----–იას გადასცა 15 000 აშშ დოლარი (24 825 ლარის ექვივალენტი). დ----–იების ოჯახის წევრების მხრიდან არაერთი დაპირების გამო, რომ სახელმწიფოს მიერ მათთვის ბინის საკუთრებაში გადაცემისთანავე ბინას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხავდნენ ზ---- კ-----–---–იას სახელზე, იგი ქ-------–--–-----------------–- მდებარე ბინაში დაახლოებით 2009 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში ეტაპობრივად ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს.

2014 წლის ივნისში, რ---- დ----–ია ა------ი დ----–იასთან და ლ----–---- დ----–იასთან ერთად დაუკავშირდა ვ---- ა-------ეს და ი-----–--- ხ-----–---–ს და სთხოვა გაყოლოდა სანოტარო ბიუროში, რათა დასწრებოდნენ მინდობილობის გაფორმებას, კერძოდ, 2014 წლის 24 ივნისს ა------ი და ლ----–--- დ----–იები ვ---- ა-------ესთან და ი-----–--- ხ-----–---–თან ერთად მივიდნენ ნ-----–--–--–---–ის სანოტარო ბიუროში (მდებარე ქ.თბილისში, ლ----–---------), სადაც სკაიპში ჩაერთო რ---- დ----–ია და ნოტარიუსს გაეცნო როგორც ზ---- კ-----–---–ია. ამასთან ვ---- ა-------ემ მაშინვე იცნო, რომ სკაიპში ჩართული იყო რ---- დ----–ია, თუმცა ა------ი და ლ----–--- დ----–იებმა ანიშნეს მას გაჩუმებულიყო. რ---- დ----–იამ, გაასაღა რა თავი ზ---- კ-----–---–იად, ამ უკანასკნელის სახელით, სკაიპის მეშვეობით, მინდობილობა მიანიჭა ლ----–--- დ----–იას, გაეუქმებინა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რეალურად, ზ---- კ-----–---–ია ამ დროისათვის საქართველოში იმყოფებოდა.

ნოტარიუს ნ-----–--–--–---–ის შეცდომაში შეყვანის გზით, მის მიერ მომზადდა ფაქტობრივად ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმადაც ზ---- კ-----–---–ია ლ----–--- დ----–იას აძლევდა უფლებამოსილებას გაეუქმებინა რ---- დ----–იასა და ზ---- კ-----–---–იას შორის დადებული 2----–-–------------ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხსენებული მინდობილობის საფუძველზე, ლ----–--- დ----–ია, რ---- დ----–ია და ა------ი დ----–ია მივიდნენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც გააუქმეს 2----–-–------------ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და მოხსნეს იპოთეკა რ---- დ----–იას სახელზე რიცხულ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისი გ-----------------------------------------–-----------------------------------–-, რომელიც რ---- დ----–იამ 2----–-–-----------ს, გ-------– ბ---–---–ის სასარგებლოდ კვლავ დატვირთა იპოთეკით 13 000 ა.შ.შ. დოლარად, შემდეგ კი იმავე წლის 26 სექტემბერს გადააფორმა მამამისის ა------ი დ----–იას სახელზე, ხოლო ამ უკანასკნელმა 2----–-–------------------ს გაასხვისა 40 000 აშშ დოლარად.

2----–-–---------------ს ქ. თბილისში, ბ--------------–- მდებარე ბინა აღირიცხა ა------ი დ----–იას, ლ----–--- დ----–იასა და ს----–- შ-----–-ას (ა------ი დ----–იას მეუღლე) სახელზე, თანასაკუთრების უფლებით, თუმცა მათ იგი ზ---- კ-----–---–იას არ გადაუფორმეს.

რ----, ლ----–--- და ა------ი დ----–იების ქმედების შედეგად ზ---- კ-----–---–იას მიადგა 15 000 აშშ დოლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, რაც წარმოადგენს 24 825 ლარის ექვივალენტს.

 

ე.ი. ბრალდებულებმა რ---- დ----–იამ და ა------ი დ----–იამ ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

რ---- დ----–იას და ა------ი დ----–იას მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულების აღიარებისა, ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების ბ--–---------ას, გ------- ხ-----–---–ის, გ-------– ბ---–---–ის, ა------ კ-----–---–იას, ნ-----–--–--–---–ის, ვ---- ა-------ის, ი-----–--- ხ-----–---–ის, ა------ი დ----–იას, ლ----–--- დ----–იას, ლ------ კ-----–---–იას, ვ--–---- კ-------ას, ქ------- გ-------–---–ის და ი-----–--- ა------–---–ის ჩვენებები, დათვალიერების ოქმები, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, მინდობილობა წარმომადგენლობაზე, ამოღებული დოკუმენტაცია და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მასალები.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ადვოკატებისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ ნ-------- ჭ-----ეს, ბრალდებულებს: რ---- დ----–იას და ა------ი დ----–იას და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს ნ-----------სა და ო---- მ-------ს შორის.

 

პროკურორმა ნ-------- ჭ-----ემ, შუამდგომლობით მომართა სასამართლოს და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების: რ---- დ----–იას და ა------ი დ----–იას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობებს მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ნ-------- ჭ-----ემ, ბრალდებულებმა: რ---- დ----–იამ, ა------ი დ----–იამ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნ-----------მა და ო---- მ-------მა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობები, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულებს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს; ბრალდებულები სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულებს ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი; ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებენ; ბრალდებულთათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან. გარდა ამისა, მათთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მათი უფლებები - დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებულები და მათი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით პროკურორმა დაზარალებულთან გაიარა კონსულტაცია, რაზედაც შეადგინა შესაბამისი ოქმი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულებსა და მათ ადვოკატებს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმების ასლები და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმებზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ძ---–-------–---------------–- პროკურატურის პროკურორ ნ-------- ჭ-----ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ----–--- დ----–ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს თ/აღკვეთა 6 (ექვსი) წლით. 2016 წლის 24 ივნისის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ლ----–--- დ----–ია გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან.

 

ძ---–-------–---------------–- პროკურატურის პროკურორ ნ-------- ჭ-----ის შუამდგომლობები - დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ რ---- დ----–იას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

რ---- დ----–ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წელი განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3(სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

დანიშნულმა სასჯელმა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული სასჯელი 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 3(სამი) წელი განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩათვლილი აქვს პირობითად და საბოლოოდ რ---- დ----–იას სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 3(სამი) წელი განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

რ---- დ----–იას სასჯელის ათვლა დაეწყოს 2----–-–----------------დან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა 2----–-–---------------დან 2----–-–------------------ ჩათვლით.

 

დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ა------ი დ----–იას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ა------ი დ----–ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ---- დ----–იას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------------- განჩინებით ბრალდებულ ა------ი დ----–იას (დაბადებული 2--------- წ.) მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით უზრუნველსაყოფად ო----- ა-------–---–ის (პირადი N------------ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე თ------–------- რაიონის სოფელ ღ-------–ი (საკადასტრო კოდით: 8-----------) დადებული ყადაღა.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------------- განჩინებით ბრალდებულ ლ----–--- დ----–იას (დაბადებული 1--------- წ.) მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით უზრუნველსაყოფად ო----- ა-------–---–ის (პირადი N------------ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე თ------–------- რაიონის სოფელ ღ-------–ი (საკადასტრო კოდით: 8-----------) დადებული ყადაღა.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------------ განჩინებით ბრალდებულ რ---- დ----–იას მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების - გირაოს 5000 (ხუთი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად ო----- ა------–---–ის ( პირადი N------------ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 3------- მიწის ნაკვეთზე, მდებარე: თ------–------- რაიონი (საკადასტრო კოდით N8-----------), დადებული ყადაღა.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

პასპორტი, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------– განყოფილებაში - დაუბრუნდეს რ---- დ----–იას, ხოლო დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ლ----–--- დ----–იას მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინსასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

განაჩენი რ---- დ----–იას და ა------ი დ----–იას მიმართ არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემდეგი შემთხვევებისა:

 

მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, განაჩენის გამოტანიდან 15 დღეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანონ საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

პროკურორს უფლება აქვს, თუ მსჯავრდებული დაარღვევს საპროცესო შეთანხმების პირობას, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე ლელა შკუბულიანი