გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2---5-1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16----------ი 201- წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - გ-------------–--–---–ი
წარმომადგენელი - მ---------------
მოპასუხე - გ--–--–--------ე
წარმომადგენელი - ფ---------------–---–ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს 20---–-–---------–--ს ნოტარიუს თ. ბ--------–--ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი N1-------- და აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვროს შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა 6 57- აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს ათვლა დაიწყოს არა 201- წლის 06 იანვრიდან, არამედ 20---–-–------------–---ან სულ 120 დღე, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 79.20 აშშ დოლარით. სულ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს 6650.2 აშშ დოლარით.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
20---–-–--------------ს, მხარეებს შორის ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის სანოტარო ბიუროში, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხისგან ისესხა 8 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლით 3.5 %. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ექვსი თვით 201- წლ-------------ე. სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: დ--–-----------------------–---------–--–---------ი საკადასტრო კოდით N7-.5-.1-.0--- მოსარჩელე პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, დროულად იხდიდა საპროცენტო განაკვეთს.
როგორც მოსარჩელე განმარტავს, 201- წლის მაისის თვეში, სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების დროს, მხარეები შეთანხმდნენ სესხის ძირითადი თანხის 8 000 აშშ დოლარის ნაწილ - ნაწილ ყოველთვიურად გადახდაზე. 201- წლის ივნისიდან 201- წლის მარტის თვემდე მოსარჩელე იხდიდა ძირითად თანხას, რიცხავდა მოპასუხის მიერ მითითებულ მის საბანკო ანგარიშის ნომერზე, ხოლო მარტში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო თანხის დროულად გადახდა.
201- წლი--------–--ს, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მიღების მოთხოვნით. სააღსრულებო ფურცლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, მიუხედავად მოსარჩელის მიერ ძირი თანხის ნაწილობრივ გადახდისა, შეადგენს სესხის ძირითად თანხას 8 000 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო 201- წლის 6 იანვრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 2 100 აშშ დოლარს. ასევე სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
მოსარჩელის განმარტებით, 20---–-–------------–ი გადაიხადა 300 აშშ დოლარი, 201- წლის სექტემბერში გადაიხადა 200 აშშ დოლარი, 201- წლის 27 დეკემბერს გადახდილ იქნა 600 აშშ დოლარი და 201- წლის 30 მარტს გადახდილია 850 ლარი. სულ მოსარჩელეს სესხის ძირი თანხის დაფარვის მიზნით, გადახდილი აქვს 1 100 აშშ დოლარი და 850 ლარი. ამდენად, სესხის ძირი თანხა უნდა განისაზღვროს არა 8 000 აშშ დოლარით, არამედ 6 57- ლარით.
პირგასამტეხლოს მოსარჩელე მხარე მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01 %, რაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სესხის ძირითადი თანხის 6 57- აშშ დოლარის 0.01 % = 0.66 აშშ დოლარს. პირგასამტეხლო უნდა აითვალოს არა 201- წლის 06 იანვრიდან, როგორც ეს მითითებულია სააღსრულებო ფურცელში არამედ სესხის ძირითადი თანხის დასაფარავად გადახდილი ბოლო თანხის გადახდის დღიდან 01 აპრილიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, რაც შეადგენს 4 თვეს - 120 დღეს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 120 დღე x0.66 აშშ დოლარი = 79.20 აშშ დოლარით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ როგორც წარმოდგენილი შესაგებელით ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტავს, რომ მოსარჩელის თხოვნით იპოთეკის ხელშეკრულების ვადა ავტომატურად გაგრძელდა, თუმცა შეთანხმდნენ არა ძირი თანხის ნაწილ - ნაწილ დაბრუნებაზე, არამედ ჩვეულებრივად პროცენტის გადახდაზე, მხარეს უბრალოდ შეღავათი გაუკეთდა იმისათვის რომ ახალი იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო ხარჯი აღარ გაეღო.
201- წლის მარტის თვემდე მოსარჩელე იხდიდა თანხას, თუმცა, ეს არ იყო ძირი თანხა, ეს იყო პროცენტი, რომელიც ყოველთვიურად უნდა მიეღო და ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მოხდებოდა წერილობით გაფორმება.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ ხელშეკრულების გაფორმებისას იცოდა, პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ და ამაზე თანახმა იყო. პირგასამტეხლოს ათვლა ამიტომ დაიწყო 201- წლის 6 იანვრიდან რადგან ამ დროიდან მოსარჩელე მხარე უშედეგოდ ითხოვდა ვალდებულების შესრულებას, ხოლო ის ყოველ ჯერზე ატყუებდა, რაც საბოლოოდ გახდა სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნისა და გაცემის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20-- წლის 05 ნოემბერს, გ-------------–--–---–სა და გ--–--–--------ეს შორის, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება რომლის თანახმად, გ-------------–--–---–მა, გ--–--–--------ისაგან ისესხა 8 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლით 3. 5 %. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ექვსი თვით 20---–-–--------------ე. ხელშეკრულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: დ--–-----------------------–---------–--–---------ი, საკადასტრო კოდით N7-.5-.1-.0---
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს ძირი თანხის 0.1- % -ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19 -20);
- 20----–-–---------------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N1-------- (ს.ფ. 21 - 25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 201- წლი--------–--ს, ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ გ--–--–--------ის მოთხოვნის საფუძველზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მოვალე გ-------------–--–---–ს კრედიტორ გ--–--–--------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 8 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - სესხის ძირითადი თანხის 0.1- % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 201- წლის 6 იანვრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის ამოწერისათვის გაწეული ხარჯი 126.72 ლარის ოდენობით.
სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტით დადგინდა, იპოთეკის საგნის, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ფართით 1290 კვ.მ და მასზე მდებარე შენობა - ნაგებობის N1, მდებარე მისამართზე: რაიონი დ--–-------------–---------–--–----------- - რეალიზაცია აუქციონზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201- წლი--------–--ის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 30-35);
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს წინდადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 38 - 42)
3.1.3. გ-------------–--–---–ის მიერ გ--–--–--------ის სასარგებლოდ გადახდილი თანხების ოდენობა შეადგენს 1 100 აშშ დოლარს და 850 ლარს, კერძოდ, 20---–-–------------–ი გადახდილია 300 აშშ დოლარი, 201- წლის სექტემბერში - 200 აშშ დოლარი, 201- წლის 27 დეკემბერს - 600 აშშ დოლარი და 201- წლის 30 მარტს - 850 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები (ს.ფ. 26 - 29)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ-------------–--–---–ის ვალდებულება დავალიანების ძირი თანხის ნაწილში, გ--–--–--------ის მიმართ უნდა განისაზღვროს 6 57- აშშ დოლარით.
გ-------------–--–---–ის ვალდებულება პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 396 აშშ დოლარით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები არ დაობენ და საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ 201- წლის მაისის შემდეგ (სესხის დაბრუნების ბოლო ვადა) გ-------------–--–---–ის მიერ გ--–--–--------ისათვის გადახდილია 1 100 აშშ დოლარი და 850 ლარი.
ერთის მხრივ მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა მხარეთა შორის შეთანხმება სესხის ძირი თანხის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებაზე და გადახდილი თანხა წარმოადგენს სესხის ძირი თანხის ნაწილში გადახდილ თანხას, ხოლო მოპასუხე მსგავსი შეთანხმების ფაქტს უარყოფს და მიუთითებს ხელშეკრულების ვადის ავტომატური გაგრძელების ფაქტზე.
მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სესხის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებაზე შეთანხმება არ დასტურდება. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცება სესხის ნაწილ-ნაწილ დაბრუნების შესახებ შეთანხმების არსებობის თაობაზე სასამართლომ არ გაიზიარა.
ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ფაქტს უარყოფს მოსარჩელე მხარე. შესაბამისად, სესხის და იპოთეკის სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე დაუსაბუთებელია და სასამართლომ არ გაიზიარა.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო (საქმე Nას-1-01-1685-2011).
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სესხის დაბრუნებული უნდა ყოფილიყო 201- წლ-------------ე, მსესხებელს გ-------------–--–---–ს სესხის სარგებლის გადახდის ვალდებულება სწორედ ამ პერიოდში ეკისრებოდა.
მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ გ-------------–--–---–ს 6 თვის პროცენტი გადახდილი აქვს.
ვინაიდან ხელშეკრულების ვადა გაგრძელებული არ ყოფილა 201- წლის 5 მაისის შემდგომ გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს ძირი თანხის ნაწილში ვალდებულების შესრულების ანგარიშში. ანუ გადახდილი 1 100 აშშ დოლარი და 850 ლარი, შესაბამისი კურსით, უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას 8000 აშშ დოლარს და ძირი თანხის სახით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა უნდა განისაზღვროს 6 57- აშშ დოლარით.
განსახილველ შემთხვევაში, 20-- წლის 5 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,1-%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მხარეთა ინტერესების გონივრული გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს გადაუხდელი თანხის 0.03 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 396 აშშ დოლარით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ პირგასამტეხლოს ათვლა უნდა დაიწყოს 201- წლის 1 აპრილიდან, რადგანაც დადგენილია, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ვადა გაგრძელებული არ ყოფილა. ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა 201- წლის 5 მაისიდან, როდესაც სესხი დაბრუნებული არ იქნა. გ--–--–--------ე პირგასამტეხლოს გადახდას მოითხოვს 201- წლის 6 იანვრიდან 201 დღეზე (სხდომის ოქმი). შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 396 აშშ დოლარით, სესხის ძირი თანხის 6 57- აშშ დოლარის 0.03 %-ის გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ქვითრები (ს.ფ. 35-37);
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-30);
- მხარეთა წერილობით და ზეპირი ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ გ-------------–--–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-31-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, მე-400, 302.31 -ე, 41--41--ე, 420-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 20-- წლის 05 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ქვეპუნქტის მიხედვით კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორს შეუძლია აღსრულება დაიწყოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
დადგენილია, რომ გ-------------–--–---–მა ვერ შეასრულა 20-- წლის 05 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გ--–--–--------ის მიმართ. კერძოდ, სესხად მიღებული თანხა არ იქნა დაბრუნებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც 201- წლი--------–--ს ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია გ--–--–--------ე ხოლო მოვალე - გ-------------–--–---–ი. სააღსრულებო ფურცლით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 8 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო 0,1-%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი. აღსრულება მიექცა, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ-------------–--–---–ის ვალდებულება სესხის ძირი თანხის ნაწილში შეადგენს 6 57- აშშ დოლარს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება იმგვარად, რომ სესხის ძირი თანხა განისაზღვროს 6 57- აშშ დოლარით, ნაცვლად 8000 აშშ დოლარისა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 41--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, 20-- წლის 05 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,1-%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
მხარეთა ინტერესების გონივრული გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რის შესაბამისადაც 201- წლი--------–--ს ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გადაუხდელი ძირი თანხის 0.03 %-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, 396 აშშ დოლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 31-.5 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 6 967 აშშ დოლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 168.5- ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ არ არსებობს მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-------------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ, 201- წლი--------–--ს გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება იმგვარად, რომ გ-------------–--–---–ის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა გ--–--–--------ის მიმართ, განისაზღვროს: სესხის ძირი თანხის 6 57- აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო 0.03 % - ით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, 201- წლის 6 იანვრიდან 201- წლი--------–--ამდე, 396 აშშ დოლარით;
3. გ--–--–--------ეს, გ-------------–--–---–ის სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 168.5- ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე