გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/28411 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე - თი------ი გო--------–---–ი
მოპასუხე - ნუ----რ ზა-----ე
დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნუ----რ ზა-----ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ლე--- ზა-----ის (------------–---------–-–-------------- სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 02 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.
თი------ი გო--------–---–ს და ნუ----რ ზა-----ეს ქორწინების პერიოდში, 2----–-–------------- შეეძინათ შვილი ლე--- ზა-----ე. ბოლო ხუთი წელია, მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე თი------ი გო--------–---–ი ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად მშობლების საცხოვრებელ სახლში. მოპასუხე ყურადღებას არ იჩენს არასრულწლოვანი შვილის მიმართ და თავს არიდებს მშობლის ვალდებულებას იზრუნოს შვილის აღზრდაზე. ბოლო სამი წლის განმავლობაში მოპასუხეს საერთოდ არ უნახავს შვილი და მატერიალურად არ დახმარებია მას. მოსარჩელეს მარტოს უხდება არასრულწლოვანი ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი ყველა ხარჯის გაღება. მოპასუხეს აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი. ნუ----რ ზა-----ე ვალდებულია ზრუნავდეს არასრულწლოვან შვილზე და სტაბილურ მონაწილეობას იღებდეს მის რჩენა-აღზრდაში.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა სასამართლო სხდომაზე და მოპასუხისგან ალიმენტის სახით ითხოვს თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდას.
(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, 2-----–-–--------------------------–- ლე--- ზა-----ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;
მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი ლე--- ზა-----ის რჩენა-აღზრდაში. მოპასუხე ქორწინებაშია სხვა პირთან, რომელთან თანაცხოვრების პერიოდშიც შეეძინა არასრულწლოვანი შვილი. ამასთან, ნუ----რ ზა-----ე ცხოვრობს ქირით. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იგი ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე თი------ი გო--------–---–ი და ნუ----რ ზა-----ე ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2010 წლის 2---------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------- შეეძინათ შვილი ლე--- ზა-----ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა მ---------, აქტის ჩანაწერი N8---------- (ს.ფ. 21);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 22).
3.1.2. მხარეები, თი------ი გო--------–---–ი და ნუ----რ ზა-----ე ბოლო ხუთი წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. თი------ი გო--------–---–ი არასრულწლოვან ლე--- ზა-----ესთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი დადის ცეკვის წრეზე და დამატებით სურს იაროს ცურვის შემსწავლელ კურსზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. მოსარჩელე თი------ი გო--------–---–ი დასაქმებულია შპს ,,No-----------a”-ში და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით;
სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის არსებული მონაცემებით, 2018 წლის 01 იანვრიდან თი------ი გო--------–---–ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის თებერვლის თვეში - 1375 ლარს, მარტის თვეში - 1375 ლარს, აპრილის თვეში - 1521.67 ლარს, მაისის თვეში - 1500 ლარს, ივნისის თვეში - 1562.5 ლარს, ივლისის თვეში - 1616.33 ლარს და აგვისტოს თვეში - 1562.5 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 16 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ს.ფ. 45-47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.4. მოპასუხე ნუ----რ ზა-----ე ქორწინებაშია სხვა პირთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, რომელიც ამჟამად მცირეწლოვანია. ნუ----რ ზა-----ე მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს თბილისში, გლ-----ს რაიონში და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 300 (სამასი) ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრიდან 16 ოქტომბრამდე პერიოდისათვის ნუ----რ ზა-----ის სახელზე დასაბეგრი შემოსავლები არ ფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 16 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2----------- (ს.ფ. 45).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მხარის განმარტებით, ბოლო ერთი თვეა იგი დასაქმებულია სუპერმარკეტ ,,ფრ-----ში“ საწყობის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენს 600 (ექვსასი) ლარს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხის მიერ აღნიშნული ოდენობისგან განსხვავებულ შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.2. მოპასუხე ნუ----რ ზა-----ეს არ აქვს სტაბილური და ნორმალური ურთიერთობა არასრულწლოვან ლე--- ზა-----ესთან. მამას არასრულწლოვანი შვილი არ უნახავს ბოლო სამი წელია და ამ პერიოდის განმავლობაში მას ბავშვთან ურთიერთობა არც საკომუნიკაციო საშუალებებით ჰქონია. რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე თი------ი გო--------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2------–-–--------------------------–- ლე--- ზა-----ე.
დადგენილია, რომ თი------ი გო--------–---–ი და ნუ----რ ზა-----ე ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2010 წლის 2---------------. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------- შეეძინათ შვილი ლე--- ხა-----ე. მხარეები ბოლო ხუთი წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. თი------ი გო--------–---–ი არასრულწლოვან ლე--- ზა-----ესთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი დადის ცეკვის წრეზე და დამატებით სურს იაროს ცურვის შემსწავლელ კურსზე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე დასაქმებულია შპს ,,No-----------a”-ში და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის არსებული მონაცემებით, 2018 წლის 01 იანვრიდან თი------ი გო--------–---–ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის თებერვლის თვეში - 1375 ლარს, მარტის თვეში - 1375 ლარს, აპრილის თვეში - 1521.67 ლარს, მაისის თვეში - 1500 ლარს, ივნისის თვეში - 1562.5 ლარს, ივლისის თვეში - 1616.33 ლარს და აგვისტოს თვეში - 1562.5 ლარს. მოსარჩელე მხარის განმარტებით მხოლოდ მას უხდება არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების გაღება. მოპასუხე მხარე არ ზრუნავს არასრულწლოვან ლე--- ზა-----ეზე, არ უწევს მას მატერიალურ დახმარებას. რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. მოპასუხე ნუ----რ ზა-----ე არ ნახულობს შვილს და არ იჩენს ყურადღებას მის მიმართ.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ ასევე შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. მოპასუხე ნუ----რ ზა-----ე ქორწინებაშია სხვა პირთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, რომელიც ამჟამად მცირეწლოვანია. ნუ----რ ზა-----ე მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს თბილისში, გლ-----ს რაიონში და ყოველთვიურად გადასახადელი ქირის ოდენობა შეადგენს 300 (სამასი) ლარს. მართალია, სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით 2018 წლის იანვრის თვიდან 16 ოქტომბრამდე პერიოდისათვის მოპასუხეს არ უფიქსირდება დასაბეგრი შემოსავლები, თუმცა მოპასუხისვე განმარტებით, ბოლო ერთი თვეა იგი დასაქმებულია სუპერმარკეტ ,,ფრ-----ში“ საწყობის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენს 600 (ექვსასი) ლარს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხის მიერ აღნიშნული ოდენობისგან განსხვავებულ შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მოპასუხე მხარის მეუღლე არ არის დასაქმებული. ამასთან, მოპასუხის სახელზე რაიმე სახის უძრავი-მოძრავი ქონება არ ირიცხება. ნუ----რ ზა-----ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ გააჩნია.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. განსახილველ საქმეზე, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს ამ პერიოდისათვის გააჩნია სტაბილური შემოსავალი, თუმცა ამავადროულად გასათვალისწინებელია მის კმაყოფაზე მყოფ პირთა ინტერესები. მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ არასრულწლოვანი ლე--- ზა-----ის, არამედ მოპასუხესთან მცხოვრები მცირეწლოვანი შვილის ინტერესიც. მოპასუხეს შვილების მიმართ თანაბრად გააჩნია რჩენის ვალდებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ლე--- ზა-----ე ცხოვრობს დედასთან - თი------ი გო--------–---–თან და იმყოფება დედის რჩენა-კმაყოფაზე. ამჟამად, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოპასუხე თანახმაა, თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ლე--- ზა-----ის სასარგებლოდ ყოველთვიური ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 (ასი) ლარი. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხე მხარის კმაყოფაზე ასევე იმყოფება მისი არასრულწლოვანი შვილი და ამავდროულად მოპასუხე ცხოვრობს ქირით, თუმცა მისივე განმარტებით იგი თავის მშობლებთან ვერ ცხოვრობს იმ მიზეზით, რომ მათთან აქვს უთანხმოება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხე ნუ----რ ზა-----ეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 180 (ას ოთხმოცი) ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თი------ი გო--------–---–ი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხე ნუ----რ ზა-----ემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ნუ----რ ზა-----ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თი------ი გო--------–---–ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
დაეკისროს მოპასუხე ნუ----რ ზა-----ეს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის ლე--- ზა-----ის (დაბადებული 2----–-–-------------) სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 180 (ას ოთხმოცი) ლარის გადახდა, საალიმენტო თანხის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 02 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;
2. დაეკისროს ნუ----რ ზა-----ეს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გიორგი მაისურაძე