გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - მ---------------------------–---
წარმომადგენელი - ა-–-----------------ე, ლ-–--------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,კ-----------------–------------------------ი"
წარმომადგენელი - ი-----–--–--–----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,კ-----------------–------------------------"-ს მ---------------------------–---ის სასარგებლოდ, დაეკისროს გადახდილი სწავლის საფასურის დაბრუნება 1750 აშშ დოლარის ოდენობით.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
შპს ,,კ-----------------–------------------------ი"-ს 2017 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების (ოფერტის) საფუძველზე, შპს ,,კ-----------------–------------------------"-სა და მ---------------------------–---ს შორის შედგა შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ჩაირიცხა შპს ,,კ-----------------–------------------------ი"-ს საერთაშორისო მ----------ის პროგრამაზე. ოფერტის საფუძველზე სტუდენტს 10 დღისა ვადაში უნდა გადაეხადა სწავლის პირველადი შენატანი 1750 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ასევე მოიცავდა 300 აშშ დოლარის ოდენობის არაანაზღაურებად რეგისტრაციის საფასურს. აღნიშნული საფასურის მოსარჩელის მიერ გადახდის შემდეგ გაიცა სასწავლებელში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შემდგომში საქართველოს ვიზის გაცემის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
მოსარჩელე მ---------------------------–---ის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს განხორციელდა ოფერტში აღნიშნული თანხის 1750 აშშ დოლარის გადარიცხვა შპს ,,კ-----------------–------------------------ი"-ს ანგარიშზე, რითაც მან გამოხატა თანხმობა ოფერტზე და სამოქალაქო კოდექსის 331-ე მუხლის შესაბამისად, ფაქტობრივად მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება.
მოსარჩელემ საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართა საქართველოს საკონსულო დეპარტამენტს ი--------ის რესპუბლიკაში, თუმცა 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა ვიზის გაცემაზე. საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის კონკრეტულ საფუძვლად გადაწყვეტილებაში მიეთითა მოსარჩელის პირადი სურვილი.
შპს ,,კ-----------------–------------------------"-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ვალდებულებას იღებდა ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის 1750 აშშ დოლარი, რეგისტრაციის 300 აშშ დოლარის გამოკლებით.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს ვიზის გაცემაზე, შპს ,,კ-----------------–------------------------ი"-ს 2018 წლის 6 ივნისის წერილით მას ეცნობა, რომ ვინაიდან მან პირადი სურვილით განაცხადა უარი ვიზის მიღებაზე, ხელშეკრულების შესაბამისად უ-------------ი არ აუნაზღაურებდა გადახდილი სწავლის საფასურს.
2018 წლის 24 ივლისს, მ---------------------------–---იმ მოითხოვა გადახდილი სწავლის საფასურის უკან დაბრუნება, რაზეც სარჩელის წარმოდგენის დღემდე პასუხი არ მიუღია და არც თანხის ანაზღაურება განხორციელებულა.
მოსარჩელის მოსაზრებით, შპს ,,კ-----------------–------------------------ი"-ს მოქმედება გადახდილი სწავლის საფასურის არ დაბრუნების შესახებ, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვინაიდან თავად მოსარჩელემ უარი თქვა საქართველოს ვიზის მიღების განაცხადის განხილვაზე, შპს ,,კ-----------------–------------------------ი"-ს 2018 წლის 6 ივნისის წერილით მას ეცნობა, რომ ვინაიდან არ არსებობდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზი ვიზის მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ხელშეკრულების შესაბამისად უ-------------ი არ აუნაზღაურებდა გადახდილი სწავლის საფასურს.
შესაბამისად, არ არსებობს შპს ,,კ-----------------–------------------------ი"-ს მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,კ-----------------–------------------------ი"-ს 2017 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების (ოფერტის) საფუძველზე, შპს ,,კ-----------------–------------------------"-სა და მ---------------------------–---ს შორის შედგა შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ჩაირიცხა შპს ,,კ-----------------–------------------------ი"-ს საერთაშორისო მ----------ის პროგრამაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.11.2017 წლის N---- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ოფერტის საფუძველზე სტუდენტს 10 დღისა ვადაში უნდა გადაეხადა სწავლის პირველადი შენატანი 1750 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ასევე მოიცავდა 300 აშშ დოლარის ოდენობის არაანაზღაურებად რეგისტრაციის საფასურს. აღნიშნული საფასურის მოსარჩელის მიერ გადახდის შემდეგ გაიცა სასწავლებელში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შემდგომში საქართელოს ვიზის გაცემის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.11.2017 წლის N---- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოსარჩელე მ---------------------------–---ის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს განხორციელდა ოფერტში აღნიშნული თანხის 1750 აშშ დოლარის გადარიცხვა შპს ,,კ-----------------–------------------------ი"-ს ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ.20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. მოსარჩელემ საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართა საქართველოს საკონსულო დეპარტამენტს ი--------ის რესპუბლიკაში, თუმცა 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა ვიზის გაცემაზე. საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის კონკრეტულ საფუძვლად გადაწყვეტილებაში მიეთითა მოსარჩელის პირადი სურვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ს.ფ.37-39);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. 2017 წლის 24 ივლისს, მ---------------------------–---ის წარმომადგენელმა წერილობითი განცხადებით მიმართა შპს ,,კ-----------------–------------------------"-ს მ---------------------------–---ის მიერ გადახდილი სწავლის საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ.24-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მ---------------------------–---ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 327-ე, 329-ე, 385-ე, 976-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის)შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. წინადადება, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, თუ ამ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ერთის მხრივ შპს ,,კ-----------------–------------------------"-სა და მეორე მხრივ მ---------------------------–---ს შორის დაიდო N---- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მ---------------------------–---იმ, მოიპოვა სწავლის უფლება უ-------------ის საერთაშორისო მ----------ის პროგრამაზე.
სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
დადგენილია, რომ მ---------------------------–---სა და შპს ,,კ-----------------–------------------------ი"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო უ-------------ს მოსარჩელისათვის სწავლის საფასურის თანხა უკან არ დაუბრუნებია.
ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შპს ,,კ-----------------–------------------------ი" ვალდებული იყო რაიმე მიზეზით საქართველოს ვიზის ვერ მიღების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი სწავლის საფასური 1750 აშშ დოლარის ოდენობით, განცხადების რეგისტრაციისა და საქმისწარმოების საფასურის 300 აშშ დოლარის გამოკლებით.
ასევე დადგენილია, რომ შპს ,,კ-----------------–------------------------ი"-ს საბანკო ანგარიშზე მ---------------------------–---ის მიერ გადმორიცხული თანხიდან ჩაირიცხა 1738 აშშ დოლარი.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად მ---------------------------–---ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სწავლის საფასური განცხადების რეგისტრაციისა და საქმისწარმოების საფასურის 300 აშშ დოლარის გამოკლებით, რაც შეადგენს 1438 აშშ დოლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პიველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4% -მდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ნაწილობრივ კმაყოფილდება. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 107 ლარის (1438 აშშ დოლარის შესაბამისად, ეროვნული ბანკის კურსით 2.4687) გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება დაკმაყოფილებული თანხის 4%-ის შესაბამისად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---------------------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ,,კ-----------------–------------------------ი"-ს მ---------------------------–---ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1438 აშშ დოლარი.
3. შპს ,,კ-----------------–------------------------ი"-ს მ---------------------------–---ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 107 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 142 ლარი საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი ხარჯის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე