გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210117002160-11 (2-571/17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე - თე----- ვა--–----ე
წარმომადგენელი - ნო----------–---ძე
მოპასუხე - შპს ,,მა-----–- 25“
დირექტორი ლ---- მს---–--ე
წარმომადგენელი ლ---- მა----–-ძე, შუ–--- ბ-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,მა-----–- 25"-ს თე----- ვ---–------ სასარგებლოდ დაეკისროს შ.პ.ს. ,,მა-----–- 25"-ი დამფუძნებლის, 100%-იანი წილის მესაკუთრის და დირექტორის მიერ 2014 წელში თე----- ვ---–------აგან სესხის სახით აღებული 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდისათვის არსებული კურსით.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
2010 წლის 07 მაისს, ლ---- მს---–--ის მიერ 100%-იანი წილის ფლობით დაფუძნებული იქნა შპს ,,მა-----–- 25" ს/კ 4--------. 2012 წლის 12 ივნისს, აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელსა და შ.პ.ს. ,,მა-----–-25"-ის დამფუძნებელსა და დირექტორს ლ---- მს---–--ეს შორის გაფორმდა მიზნობრივი ხელშეკრულება N 120606596, რომლის შესაბამისად, შპს ,,მა-----–- 25"-ს ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი ს.კ. 22.31.0-.2--, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კი------ი, რომელზეც 2013 წლის 20 მაისს უნდა აშენებულიყო არანაკლებ 500 კვ.მ რესტორანი, სასტუმრო არანაკლებ 20 ნომრით, არანაკლებ 30 ადგილით საკონფერენციო დარბაზი, სასტუმროს დონის 4 კოტეჯი და მოწყობილი ღია სპორტული მოედანი. 2013 წლის 20 დეკემბერს, აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად ადრე გასხვისებულ მიწის ნაკვეთებს დაემატა ერთ ლარად გასხვისებული 3676 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 22.31.0-.2--, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქე------ი, ხოლო დანარჩენი პირობები კერძოდ, აღნიშნულ ნაკვეთზე სასტუმრო-რესტორანის, კოტეჯების, მშენებლობისა და სპორტული მოედნის მოწყობის ვალდებულება დარჩა იგივე.
2014 წლის 0- ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლის შესაბამისად, შ.პ.ს. ,,მა-----–- 25", ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა 7000 ლარით, ხოლო მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2015 წლის 01 ივნისამდე.
შ.პ.ს. ,,მა-----–- 25"-ის დამფუძნებელი დირექტორი ლ---- მს---–--ე 2013-15 წლებში, სისტემატიურად სესხის სახით თანხებს იღებდა მოსარჩელე თე----- ვ---–------გან, რომლის ოდენობაც 2015 წლის 5 იანვარს შეადგინა 250 000(ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი. მხარეთა მოლაპარაკების შედეგად, ლ---- მს---–--ემ თავისი ხელით შეადგინა ხელწერილი თე----- ვ---–------ მიმართ დავალიანების არსებობის შესახებ, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო 2016 წლის 5 იანვარს. ხელწერილი დადასტურდა შპს ,,მა-----–- 25"-ის ბეჭდით. ლ---- მს---–--ემ სესხად აღებული ფული დაიხარჯა, შპს ,,მა-----–- 25"-ის საკუთრებაში მქონე მიწის ნაკვეთზე რესტორნის, სასტუმროს, კოტეჯების, სპორტული მოედნის მოსაწყობად, რომლის აშენებაც დასრულდა 2015 წელს და შევიდა ექსპლუატაციაში. 2016 წლის 5 იანვარს შპს ,,მა-----–- 25"-ის დირექტორმა ლ---- მს---–--ემ არ შეასრულა ხელწერილით ნაკისრი ვალდებულება და სესხად აღებული თანხა არ დააბრუნა. ამასთანავე ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზნით ფორმალურად, ცხრა ლარად გაასხვისა რამდენიმე მილიონად ღირებულ შპს-ს წილი და ამჟამინდელი 100 % წილის მფლობელი არის შუ–--- ბ-----ე, თუმცა ლ---- მს---–--ე ამჟამადაც არის დირექტორი და გააჩნია ვალდებულები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,მა-----–- 25“ -ის წარმომადგენლები შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ ეთანხმებიან სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევენ რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვენ დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
მოპასუხის წარმომადგენლები ძირითადად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,მა-----–- 25“ არ არის სათანადო მოპასუხე, შპს-ს სესხი არ აუღია დავა უნდა მიმდინარეობდეს ორ ფიზიკურ პირს ლ---- მს---–--ესა და თე----- ვა--–----ეს შორის. სესხი აიღო პირადად ლ---- მს---–--ემ, რასაც ადასტურებს მისივე ხელწერილი, სადაც დაფიქსირებულია შემდეგი: ,,მე ლ---- მს---–--ემ სესხად ავიღე თ----- ვ---–------აგან 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) დოლარი. აღნიშნულ ხელწერილზე სხვა იურიდიული პირის ბეჭდის დასმა არ შეიძლება სამართლებრივად განხილული იქნეს სესხის მიღების დასტურად.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე შპს ,,მა-----–- 25-ის წარმომადგენლის, მისი ამჟამინდელი 100% წილის მფლობელის შუ–--- ბ-----ის განმარტებით, ლ---- მს---–--ეს აღნიშნული თანხა შპს ,,მა-----–- _25-ის საქმიანობისათვის არ გამოუყენებია, მისი მშენებლობისათვის მთლიანი თანხები თვითონ გაიღო და დაიდო ვალები, ლ---- მს---–--ეს შპს-ს ქონებაში წილი არ შეუტანია და არც თე----- ვ---–------აგან აღებული სესხი არ გამოუყენებია შპს ,,მა-----–-სათვის“. თე----- ვა--–----ე დადიოდა მათთან და მან იცის რომ ეს არ არის შპს მა-----–-ს ვალი, მაგრამ ითხოვს უსაფუძვლოდ, რადგან ლ---- მს---–--ეს სხვა ქონება არ გააჩნია.
მოპასუხე შპს ,,მა-----–- 25“-ის წარმომადგენლის, მისი ამჟამინდელი დირექტორის ლ---- მს---–--ის განმარტებით მას ნამდვილად ჰქონდა აღებული სესხი თე----- ვ---–------აგან 150 000 დოლარის ოდენობით, რაზეც ყოველთვიურად იხდიდა პროცენტს. ძირითადი ვალი გადახდილია და ამჟამად შეიძლება დარჩენილი იყოს 70000 დოლარამდე, მაგრამ ეს არის არა შპს მა-----–-ს, არამედ შპს ,,ბო-------ს“ ვალი. რაც შეეხება ხელწერილს, ის დაუწერა ფორმალურად, რადგან თე----- ვა--–----ეს ჭირდებოდა სხვა მევალეზე საჩვენებლად. თე----- ვა--–----ე არის მისი მეგობარი, ენდობოდა და დაუწერდა ნებისმიერ თანხას, რასაც ის ეტყოდა. მისი განმარტებით მისთვის უცნობია თუ როგორ მოხდა მის პირად ვალზე დაწერილ ხელწერილზე შპს-ს ,,მა-----–-ს“ ბეჭდის დასმა და სრული შესაძლებელია ის თავად თე----- ვა--–----ემ დაასვა.
მოპასუხის წარმომადგენლები მიიჩნევენ რომ სარჩელი აღძრულია არა სათანადო მოსარჩელის მიმართ, არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,მა-----–- 25" (ს/კ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2010 წლის 10 მაისიდან, დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ლ---- მს---–--ე.
2015 წლის 10 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით ლ---- მს---–--ემ შპს ,,მა-----–- 25" -ის ქონების 45 % წილი 9 ლარად მიყიდა მა-----------ეს.
2016 წლის 8 თებერვალს მა-----------ემ თავის კუთვნილი 45 % წილი გაუფორმა შუ–--- ბ-----ეს, ხოლო ლ---- მს---–--ემ 55% წილიდან 5 % წილი უსასყიდლოდ გადასცა შუ–--- ბ-----ეს. შესაბამისად, შპს ,,მა-----–- 25" -ის ქონების 50% მესაკუთრე გახდა შუ–--- ბ-----ე, ხოლო მეორე 50%-ის ლ. მს---–--ე.
შპს ,,მა-----–- 25“-ის 2017 წლის 23 იანვრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე ლ---- მს---–--ის საკუთრებაში არსებული შპს ,,მა-----–- 25"-ის ქონების წილის 50% უსასყიდლოდ გადეცა საკუთრებაში შუ–--- ბ-----ეს.
სარჩელის აღძვრის პერიოდისათვის შპს ,,მა-----–- 25“-ის 100 % წილის მესაკუთრე არის შუ–--- ბ-----ე, დირექტორი - ლ---- მს---–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს ,,მა-----–- 25"-ის პარტნიორთა კრების ოქმები,-ნასყიდობის ხელშეკრულებები.
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
3.1.2. 2012 წლის 12 ივნისს აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ,,მა-----–- 25"-ის დირექტორს ლ---- მს---–--ეს შორის გაფორმდა მიზნობრივი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შპს მა-----–- 25"-ს 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კი------ი ს.კ 22.31.0-.2--, რომელზეც უნდა აშენებულიყო რესტორანი, კოტეჯი და სპორტული მოედანი, დასაქმდებოდა 20 ადამიანი. შ.პ.ს. ,,მა-----–- 25"-ის დირექტორს, ლ---- მს---–--ეს, ამავე ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, უფლება არ ჰქონდა გაესხვისებინა მიზნობრივად მიყიდული ქონება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობის გარეშე. 2013 წლის 20 დეკემბერს 2012 წლის 12 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტი შეიცვალა და ნასყიდობის ხელშეკრულებას დაემატა 3676 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 22.31.0-.2--, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქე------ი, ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელი. 2014 წლის 3 ივნისს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის შესაბამისად მიზნობრივად გაყიდულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შეყვანის ვადა გაგრძელდა 2014 წლის 01 აგვისტომდე, ხოლო 2014 წლის 0- სექტემბრის შეთანხმების აქტით ვალდებულების შესრულების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 01 ივნისამდე.
შპს ,,მა-----–- 25"-ის საკუთრებაში მქონე მიწის ნაკვეთზე რესტორნის, სასტუმროს, კოტეჯების, სპორტული მოედნის მშენებლობა და მოწყობა დასრულდა 2015 წელს და შევიდა ექსპლუატაციაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2012 წლის 12 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.
-შეთანხმების აქტები.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
-მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებია:
-თე----- ვ---–------ მიერ ლ---- მს---–--ეზე 250 000 აშშ დოლარის გადაცემა.
-თე----- ვ---–------ მიერ გაცემული სესხის თანხის შპს „მა-----–- 25“-სათვის გადაცემა, ლ---- მს---–--ის მიერ აღნიშნული თანხის შპს ,,მა-----–-სათვის’ გამოყენების ფაქტი.
- ლ---- მს---–--ის მიერ გაცემულ სესხის ხელწერილზე შპს ,,მა-----–- 25“-ის ბეჭდის დასმის ფაქტი.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მხარეებზე თანაბრად უნდა განაწილდეს.
თე----- ვა--–----ეს უნდა დაეკისროს შპს „მა-----–- 25“-სათვის სესხად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი.
შპს ,,მა-----–- 25“-ის წარმომადგენლებმა უნდა დაამტკიცონ, რომ სესხი შპს-ზე არ გაცემულა და ეს იყო კერძო პირებს შორის დამყარებული სამართლებრივი ურთიერთობა.
ლ---- მს---–--ემ უნდა დაამტკიცოს, რომ სესხის თანხა არ იყო 250 000 აშშ დოლარი და თანხა, რასაც აღიარებს მოხმარდა შპს ,,ბო-------ს“.
ამ გარემოების დამტკიცება ხელწერილით, ახსნა-განმარტებით, საბანკო ქვითრებით, სალაროს გასავლისა და შემოსავალის ორდერებით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, მოწმის ჩვენებით, ფაქტის კონსტანტაციით, მხარის ახსნა განმარტებითა და სხვა მტკიცებულებით.
3.2.7. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.8. თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, ანუ თე----- ვ---–------ მიერ ლ---- მს---–--ეზე გადაცემულია თუ არა 250 000 აშშ დოლარი, მხარეები ამტკიცებენ შემდეგს:
მოსარჩელე თე----- ვა--–----ე განმარტავს, რომ ლ---- მს---–--ე ვერ ახერხებდა 2012 წლის 12 ივნისს აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ,,მა-----–- 25"-ის შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, რის გამოც შ.პ.ს. ,,მა-----–- 25" დამფუძნებელი და დირექტორი 2014-15 წლებში სისტემატიურად იღებდა სესხს თე----- ვ---–------გან სხვადასხვა რაოდენობის თანხებს, რომელთა საერთო რაოდენობამ 2015 წლის 05 იანვარს შეადგინა 250 000 აშშ დოლარი, რომლის თაობაზეც ლ. მს---–--ემ თავისი ხელით დაწერა ხელწერილი და დაადასტურა შპს ,,მა-----–- 25"-ის ბეჭდით, სესხის გადახდა უნდა მომხდარიყო 2016 წლის 05 იანვარს. ამ ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებს ლ---- მს---–--ის მიერ 2015 წლის 5 იანვარს შედგენილ ხელწერილზე, სადაც აღნიშნულია რომ : ,,მე ლ---- მს---–--ემ სესხად ავიღე თ----- ვ---–------აგან 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) დოლარი. დახურვა მოხდება 5. 01. 16.“
ლ---- მს---–--ე არ ეთანხმება მოსარჩელის ამ განმარტებას და ამტკიცებს, რომ მან თე----- ვ---–------აგან სამჯერ აიღო სესხად 50 000 დოლარი, სულ 150000, მაგრამ აღნიშნული თანხა მოხმარდა შპს ,,ბო-------ს“ რომელიც ეწეოდა თხევად გაზის რეალიზაციას, ამ თანხის სანაცვლოდ თე----- ვა--–----ე ღებულობდა სარგებელს, პროცენტს და ვალის დიდი ნაწილი გადახდილია. რაც შეეხება თანხის ოდენობას 250 000 აშშ დოლარს, ხელწერილი დაუწერა ფორმალურად, რადგან ენდობოდა თე----- ვა--–----ეს და რამდენსაც მოითხოვდა ხელწერილს დაუწერდა იმ თანხაზე.
მხარეთა განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თე----- ვ---–------ მიერ ლ---- მს---–--ეზე გადაცემულია 250000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2015 წლის 05 იანვარის ლ---- მს---–--ის ხელწერილი.
- მხარეთა ახსნა- განმარტებები
3.2.9. მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს თე----- ვ---–------ მიერ გაცემული სესხის თანხის შპს „მა-----–- 25“-სათვის გადაცემა, ლ---- მს---–--ის მიერ აღნიშნული თანხის შპს ,,მა-----–-სათვის’ გამოყენებისა და სესხის ხელწერილზე შპს ,,მა-----–- 25“-ის ბეჭდის დასმის ფაქტი.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ ლ---- მს---–--ე , რომელიც იყო შპს ,,მა-----–- 25“-ს დამფუძნებელი და დირექტორი და სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ევალებოდა შპს ,,მა-----–- 25"-ის საკუთრებაში მქონე მიწის ნაკვეთზე რესტორნის, სასტუმროს, კოტეჯების, სპორტული მოედნის მშენებლობა და მოწყობა, რაც დაკავშირებული იყო მაღალ ხარჯებთან და შპს-ს არ გააჩნდა შესაძლებლობა, მშენებლობისათვის თე----- ვ---–------აგან სესხად ღებულობდა თანხებს, რომლის ოდენობამ 2015 წლის 5 იანვრისათვის შეადგინა 250 000 აშშ დოლარი. იმის გამო, რომ მას გააჩნდა სხვა ვალებიც თე----- ვა--–----ემ მოთხოვა ხელწერილით დაედასტურებინა ვალის არსებობა და განესაზღვრა გადახდის თარიღი. ლ---- მს---–--ემ დაწერა აღნიშნულზე ხელწერილი და დაამოწმა შპს ,,მა-----–- 25“-ს ბეჭდით. ამ პროცესებს ესწრებოდა შპს ,,მა-----–- 25“-ის ამჟამინდელი მესაკუთრე შუ–--- ბ-----ე, რომელსაც უთხრა ლ---- მს---–--ემ, რომ ეს იყო შპს-ს ვალი. გარდა თავის ახსნა განმარტებისა და ხელწერილისა, მოსარჩელე მხარემ მიუთითა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე: 2012 წლის 12 ივნისს აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ,,მა-----–- 25"-ის შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან და ფოტო მასალაზე, სადაც ასახულია კოტეჯები და სხვადასხვა შენობა ნაგებობები, რომლების შპს ,,მა-----–- 25“-ზე კუთვნილება სადავო არ გამხდარა.
მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის ამ მტკიცებას და ლ---- მს---–--ემ განმარტა, რომ სესხი შპს ,,მა-----–- 25“-ის მიერ აშენებულ კოტეჯებსა და სხვა ხარჯებისათვის არ გამოყენებულა, ამ სესხს არ აქვს შემხებლობა შპს ,,მა-----–- 25“-თთან და თე----- ვ---–------აგან მიღებული სესხი ხმარდებოდა შპს ,,ბო-------ს“ საიდანაც თე----- ვა--–----ე ღებულობდა ყოველთვიურად 5%-ს. რაც შეეხება მის ხელწერილზე დასმულ შპს მა-----–- 25“-ის ბეჭედს, მისთვის უცნობია თუ როგორ მოხდა ხელწერილზე აღნიშნული ბეჭედი, თე----- ვა--–----ე არის მისი მეგობარი, სისტემატიურად იმყოფებოდა მასთან და სრული შესაძლებელია მას დაესვა ბეჭედი.
შპს ,,მა-----–- 25“-ის დამფუძნებლის შუ–--- ბ-----ის მტკიცებით, ლ---- მს---–--ეს არ გააჩნდა ფინანსური საშუალება და შპს მა-----–-ს მთლიანი ქონები შეძენილია მის (შუ–--- ბ-----ის) მიერ, რომელმაც 2012 წლიდანვე დაიწყო ამ საქმიანობაში თანხის ჩადება, დახარჯა უზარმაზარი თანხები, დაიდო ვალები და სწორედ ამ საფუძვლით მოხდა შპს-ს მთლიანი წილის მასზე გადაცემა. ამ პერიოდში თე----- ვა--–----ეს შპს ,,მა-----–- 25“ -სათვის არავითარი თანხა არ გადაუცია და შესაბამისად არ არის ვალდებული ლ---- მს---–--ის კერძო ვალების გადახდაზე.
თავიანთი არგუმენტების დასამტკიცებლად გარდა ახსნა განმარტებისა მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები: 2017 წლის 12 დეკემბრის აუდიტორული დასკვნა ფულადი შენატანების შესახებ, რითაც დგინდება, რომ შპს ,,მა-----–- 25“-ის ანგარიშზე ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით შეტანილია: შუ–--- ბ-----ის მიერ 257 202 ლარი, 19 245 ევრო და 8 000 აშშ დოლარი. ლ---- მს---–--ის მიერ შეტანილია 20 ლარი და 50 100 აშშ დოლარი. მოპასუხე მხარის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხული იქნა მა----–------ძე, რომელმაც აჩვენა, რომ მუშაობდა შპს ,,ბო-------ს“ ბუღალტრად“ და თე----- ვა--–----ეს ყოველთვიურად უხდიდნენ პროცენტებს.
მხარეთა ახსნა განმარტებების მოწმის ჩვენებისა და სხვა მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს თე----- ვ---–------ მიერ სესხის გაცემის ფაქტს, რის გარკვეულ ნაწილს მხარეებიც არ ხდიან სადავოდ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სესხის ხელწერილზე დასმულ ბეჭედზე, რომელიც სასამართლოს მოსაზრებით არის კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელი, კერძოდ ბეჭდის დასმით შპს-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა დაადასტურა, რომ სესხი მიღებული შპს საქმიანობისათვის. საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომ ბეჭედი ჩუმად თვითონ თე----- ვა--–----ემ დაასვა, ვერ იქნა წარმოდგენილი, ამასთანავე ვერ იქნა განმარტებული, თუ სესხი იყო შპს ,,ბო-------ს“ საქმიანობისათვის აღებული, ხელწერილს რატომ არ დაესვა შპს ,,ბო-------ს“ ბეჭედი. ასვე ვერ იქნა რაიმე წერილობითი მტკიცებულება რომ ნასესხები თანხები ხმარდებოდა შპს ,,ბო-------ს“ . მოპასუხის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ შპს,,მა-----–- 25“-ის ანგარიშზე ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით ლ---- მს---–--ის მიერ შეტანილია 20 ლარი და 50 100 აშშ დოლარი. აღნიშნული ემთხვევა ლ---- მს---–--ის ჩვენებას, რომ სამჯერ სხვადასხვა პერიოდში თე----- ვ---–------აგან აიღო 50 000 აშშ დოლარი.
სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელემ დაძლია მტკიცების ტვირთი და დადგინდა, რომ შპს ,,მა-----–- 25“-ის სახელით მისმა დამფუძნებელმა და დირექტორმა ლ---- მს---–--ემ თე----- ვარსანიძისაგან სესხად აიღო 250 000 აშშ დოლარი, რომლის გადახდის ვადა იყო 2016 წლის 5 იანვარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2015 წლის 05 იანვრის ხელწერილი.
- მხარეთა ახსნა- განმარტებები
-მოწმის ჩვენება
-აუდიტორული დასკვნა
-ლ---- მს---–--ის 2017 წლის 12 დეკემბრის ხელწერილი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს კონსტიტუცია
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე მუხლები;
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს წარმოდგენელი ხელწერილისა და გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძველზე ეკისრება სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა. სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,მა-----–- 25’- დირექტორისა და დამფუძნებლის მიერ საწარმოს საქმიანობისათვის სესხის აღება და შეთანხმებულ ვადაში თანხის გადაუხდელობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით, ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ შპს შპს ,,მა-----–- 25’- დირექტორმა და დამფუძნებელმა ლ---- მს---–--ემ 2015 წლის 5 იანვარს მოსარჩელე თე----- ვა--–----ეს ხელწერილით დაუდასტურა, რომ ,,მე ლ---- მს---–--ემ სესხად ავიღე თ----- ვ---–------აგან 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) დოლარი. დახურვა მოხდება 5. 01. 16.“ ხელწერილი დამოწმებულია შპს ,,მა-----–- 25“-ის ბეჭდით. შესაბამისად სამართლებრივ ურთიერთობის მონაწილეა შპს ,,მა-----–- 25“. სხვა შემთხვევაში საკმარისი იყო მსესხებლის ხელმოწერა და არ იყო სავალდებულო ბეჭდით დადასტურება. მართალია ხელწერილში მითითებულია, რომ ლ---- მს---–--ემ აიღო სესხად აღნიშნული თანხა, თუმცა ნების გამოვლენის განმარტებით ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა სიტყვითი აზრიდან. დადგენილია, რომ ლ---- მს---–--ეს სესხის თანხა პირადი საქმიანობისათვის არ გამოუყენებია. ეს ხელწერილი ატარებს სესხის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თე----- ვა--–----ესა და შპს ,,მა-----–- 25“ -ს შორის ვალდებულება წარმოიშვა თე----- ვ---–------ მიერ შპს ,,მა-----–- 25“ -ს დამფუძნებლისა და დირექტორის ლ---- მსახალაძისათვის საწარმოს ვალდებულების შესასრულებლად სესხად თანხის გადაცემით. სესხად თანხის მიღების შემდგომ მსესხებელმა ხელწერილით განსაზღვრა ვალდებულების შესრულების დრო - 2016 წლის 05 იანვარი. დადგენილია, რომ მსესხებელმა დათქმულ დროს ვალდებულება არ შეასრულა.
6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნeბი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლება მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხად ფულის გადაცემის შემდეგ მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ შპს “მა-----–- 25“-საგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ შპს “მა-----–- 25“ ვალდებული იყო ნაკისრი მოვალეობა შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. შპს “მა-----–- 25“-მა მისი დირექტორის სახით დაარღვია ვალდებულება და სესხი არ დაფარა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი აქვს 250 000 აშშ დოლარი, რაც დამოწმებულია ბეჭდითა და ხელმოწერით. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შპს “მა-----–- 25“ ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ “მა-----–- 25“-ის მიმართ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ ცნობა არ წარმოუდგენია, ხოლო სარჩელის აღძვრისათვის მის მიერ გადახდილია 3000 ლარი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,მა-----–- 25-ს" აეკრძალა თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი სოფელი ქე------ი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N22.31.0-----.) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 2---2---ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. თე----- ვ---–------ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ,,მა-----–- 25“-ს (ს/კ 4--------) თე----- ვ---–------ სასარგებლოდ დაეკისროს 250 000 (ორას ორმოცაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს ,,მა-----–- 25“-ს (ს/კ 4--------) თე----- ვ---–------ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 3000 ლარისა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 50 ლარის, სულ 3050 ანაზღაურება .
4. სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს ,,მა-----–- 25-ს" აეკრძალა თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი სოფელი ქე------ი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N22.31.0-----.) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, დარჩეს უცვლელად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე