გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.12.2018
საქმის ნომერი
120310018002703357
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120310018002703357 -3/185-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.12.2018 ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ი--------–--ა

მოპასუხე - ი----------------ანი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ი----------------ანს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.07.2017 წლის №2563 ბრძანებით ი----------------ანი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2017 წლის 24 ივლისიდან. 24.07.2017 წელს ი----------------ანსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის №683 ბრძანებით დამტკიცებული №38--/ 17 კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ““.

 

კონტრაქტის 1.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე" იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს" სამხედრო სამსახურში. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად,კონტრაქტის პირველ ეტაპზე მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდა 4 წლამდე ვადით.

 

კონტრაქტის 7·3 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას „სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 28.09.2017 წლის #689- ბრძანებით ი----------------ანი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-13 მოტორიზებული ბატალიონის III მოტორიზებული ასეულის I მოტორიზებული ოცეულის II მოტორიზებული ათეულის II ჯგუფის მეტყვიამფრქვევის თანაშემწედ 2017 წლის 29 სექტემბრიდან, გათავისუფლდეს რა საქართველოსშეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------ს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BTC) კურსის რეკრუტის თანამდებობიდან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2018 წლის №2010 ბრძანებით ი----------------ანი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის მეტყვიამფრქვევის თანაშემწედ 2018 წლის 16 აპრილიდან, გათავისუფლდეს რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-13 მოტორიზებული ბატალიონის III მოტორიზებული ასეულის I მოტორიზებული ოცეულის II მოტორიზებული ათეულის II ჯგუფის მეტყვიამფრქვევის თანაშემწის თანამდებობიდან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 14.09.2018 წლის

№5--- ბრძანებით, ი----------------ანი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და

დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის მე–2 პუნქტის „თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით. ი----------------ანის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.

ი----------------ანი საქართველოს შეიარაღებული ძალებში გაწვეულ იქნა 24.07.2017 წელს, და იგი დათხოვნილია 14.09.2018 წლის M95--- ბრძანებით, შესაბამისად, მისი ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 1 წელს, 1 თვესა და 19 დღეს. შესაბამისად, მას წარმოეშვა კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. აღნიშნული თანხა, ი----------------ანის მიერ დღემდე გადახდილი არ არის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ი----------------ანი დაეთანხმა სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.07.2017 წლის №2563 ბრძანებით ი----------------ანი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2017 წლის 24 ივლისიდან. 24.07.2017 წელს ი----------------ანსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის №683 ბრძანებით დამტკიცებული №38--/ 17 კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ““.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს თვდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის N2563 ბრძანება.(იხ.მტ. ს.ფ.15).

-2017 წლის 24 ივლისის N38--/17 კონტრაქტი(იხ.მტ. ს.ფ.16-23).

 

3.2. კონტრაქტის 1.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე" იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს" სამხედრო სამსახურში. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად,კონტრაქტის პირველ ეტაპზე მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდა 4 წლამდე ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 24 ივლისის N38--/17 კონტრაქტი(იხ.მტ. ს.ფ.16-23).

 

3.3. კონტრაქტის 7·3 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას „სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 24 ივლისის N38--/17 კონტრაქტი(იხ.მტ. ს.ფ.16-23).

-შეტყობინება ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ.(იხ.მტ. ს.ფ.29-30).

 

3.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 28.09.2017 წლის #689- ბრძანებით ი----------------ანი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-13 მოტორიზებული ბატალიონის III მოტორიზებული ასეულის I მოტორიზებული ოცეულის II მოტორიზებული ათეულის II ჯგუფის მეტყვიამფრქვევის თანაშემწედ 2017 წლის 29 სექტემბრიდან, გათავისუფლდეს რა საქართველოსშეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------ს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BTC) კურსის რეკრუტის თანამდებობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

--საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 28 სექტემბრის N689- ბრძანება (იხ.მტ. ს.ფ.25).

 

3.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2018 წლის №2010 ბრძანებით ი----------------ანი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე–13 ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის III მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის მეტყვიამფრქვევის თანაშემწედ 2018 წლის 16 აპრილიდან, გათავისუფლდეს რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-13 მოტორიზებული ბატალიონის III მოტორიზებული ასეულის I მოტორიზებული ოცეულის II მოტორიზებული ათეულის II ჯგუფის მეტყვიამფრქვევის თანაშემწის თანამდებობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

--საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 13 აპრილის N2010 ბრძანება (იხ.მტ. ს.ფ.26.)

 

3.6.საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 14.09.2018 წლის№5--- ბრძანებით, ი----------------ანი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის მე–2 პუნქტის „თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით. ი----------------ანის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

--საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 14 სექტემბრის N5--- ბრძანება (იხ.მტ. ს.ფ.27.)

-2018 წლის 12 სექტემბრის ი----------------ანის N909462 პატაკი. (იხ.მტ. ს.ფ.28)

 

3.7.ი----------------ანი საქართველოს შეიარაღებული ძალებში გაწვეულ იქნა 24.07.2017 წელს, და იგი დათხოვნილია 14.09.2018 წლის M95--- ბრძანებით, შესაბამისად, მისი ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 1 წელს, 1 თვესა და 19 დღეს. შესაბამისად, მას წარმოეშვა კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. აღნიშნული თანხა, ი----------------ანის მიერ დღემდე გადახდილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის N2563 ბრძანება.(იხ.ს.ფ.15)

-2017წლის 24 ივლისის N38--/17 კონტრაქტი (იხ.ს.ფ.16-23)

--საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 14 სექტემბრის N5--- ბრძანება (იხ.მტ. ს.ფ.27.)

--შეტყობინება ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ.(იხ.მტ. ს.ფ.29-30).

-საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 2018 წლის 05 ოქტომბრის N1002362 წერილი(იხ.მტ. ს.ფ.31)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხე ი----------------ანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.

 

ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

დადგენილი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე'' ი----------------ანს შორის 2017 წლის 24 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე.

2017 წლის 24 ივლისის №38--/17 კონტრაქტის 3.3· პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" მიეკუთვნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ იმ კატეგორიას, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) გავლას, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის 3.2· პუნქტის მოქმედება. ამ შემთხვევაში, კონტრაქტის მოქმედებასა და სამსახურის გავლის ვადა, შეადგენს 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლება ამ კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს ი----------------ანმა პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და მიუთითა, რომ მიუთითა, რომ აღარ აქვს სურვილი გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტაქტო სამსახური, ითხოვა შუამდგომლობა რათა დათხოვნილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონკრეტულად მას აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება, მას სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს . არ გააჩნია არანაი პრეტენზია ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან. ის გაცნობილი არის კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს რაზეც იგი თანახაა. ასევე გაცნობილი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის N161 ტელეფონოგრამას.

 

2018 წლის 14 სექტემბერს ი----------------ანი ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის ,,თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) საფუძველზე გათავისუფლდა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურიდან.

 

2017 წლის 24 ივლისის №38--/17 კონტრაქტის 7·3. პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე–3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარემ, რადგან მოპასუხე ი----------------ანი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 14 სექტემბრის MOD 8 18 00005---. ბრძანებით, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, შესაბამისად მას უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ ყოფილა.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო მთავარ სხდომაზე სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ი----------------ანს(პ/ნ 050------57) დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

 

3. ი----------------ანს(პ/ნ 050------57) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია