გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.11.2018
საქმის ნომერი
330210117002131514
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27900-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - შპს „მა-------------ი“

წარმომადგენელი - გი------------------ე

 

მოპასუხე - სა---------–----–---------------------------ო

წარმომადგენელი - მა--------------–--ე

 

დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობა, პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოს ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. 2014 წლის 24 იანვრის №-- ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა;

 

1.2. პირგასამტეხლოს 20 000,00 ლარის დაკისრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2014 წლის 24 იანვარს გაფორმდა №-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად შპს „მა-------------ს“ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში უნდა უზრუნველეყო მოპასუხის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა თანმდევი სათადარიგო ნაწილებით.

 

მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულება, დაარიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით და მითითებული იქნა, რომ პირგასამტეხლოს 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სსიპ სა---–-–------–--------------------ში წარდგენილი იქნებოდა მოთხოვნა შპს „მა-------------ის“ შავ სიაში შეყვანის შესახებ.

 

ხელშეკრულების შეწყვეტას მოპასუხე ასაბუთებდა კუთვნილი ავტომანქანების შეკეთებაზე შპს „მა-------------ის“ მიერ უარის თქმით. 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მითითებულია ფაქტი, თითქოს შპს „მა-------------ი“ არ ახორციელებდა ავტომობილის შეკეთებას, არ შეესაბამება რეალობას. ამასთან, საერთოდ დაუსაბუთებელია გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტი ავტომობილის 14 ივლისს შპს „მა-------------ში“ მიყვანის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ში----------------------------ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ 2017 წლის 01 თებერვალს შპს „მა-------------ის“ სერვის ცენტრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად შევიდა შ-ს სტ-----------–-----–--------------–-------------------ის ბალანსზე რიცხული „ტო-----------–----ის“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით F------), რომელსაც გეგმიურად შეეცვლა ძრავის ღვედი (გარბენი 1-----) და ხელშეკრულებაში მოცემული პირობებით მას საგარანტიო პერიოდი განესაზღვრა 1 წლით.

 

2017 წლის 14 ივლისს აღნიშნული ავტომობილი (გარბენი 1-----), ძრავის დაზიანების გამო, ევაკუატორით გადაყვანილი იქნა თბილისში, მტ----------------------------ზე მდებარე შპს „მა-------------ის“ სერვისცენტრში, სადაც დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ მას გაწყვეტილი ჰქონდა ძრავის ღვედი, რამაც გამოიწვია აღნიშნული ავტომობილის ძრავის დაზიანება. სავარაუდოდ, შპს „მა-------------ისაგან“ მოწოდებული მარაგი ნაწილისა (ღვედი) და შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში მოცემულ პირობებს.

 

2017 წლის 17 ივლისს ზემოაღნიშნული ავტომობილს ამავე სერვისცენტრში დათვალიერების შედეგად დაუდგინდა ძრავის დაზიანება, კერძოდ, დეფორმირებული ჰქონდა შემშვებ-გამშვები სარქველები (ე.წ. „კლაპნები“) და მას ასევე აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანება, რაც გამოწვეული იყო ძრავის ღვედის გაწყვეტის შედეგად.

 

2017 წლის 7 აგვისტოს შპს „მა-------------ის“ შესაბამისი უფლებამოსილი პირების განცხადებით, ავტომანქანა შეკეთდა და იმყოფება გამართულ მდგომარეობაში, თუმცა სატესტო გავლის დროს მას აღენიშნებოდა ძრავის არასწორი მუშაობა და მცირედი ხმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 8 აგვისტოს ავტომობილი კვლავ გადაყვანილი იქნა შპს „მა-------------ის“ ავტოსერვიში ხელახალი შეკეთების მიზნით.

 

შ- სა-----------ს სტ-----------–-----–--------------–-------------------ის მხრიდან არაერთი წერილობითი თუ სიტყვიერი მოთხოვნის მიუხედავად, შპს „მა-------------ი“ უარს აცხადებდა აღნიშნული ავტომობილის შეკეთებაზე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა შემდეგი გარემოება: შპს „მა-------------ის“ მიერ არ შესრულდა 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული №-- ხელშეკრულების 6.3 პუნქტი, რომელიც ავალდებულებდა მიმწოდებელს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო უხარისხოდ გაწეული მომსახურების საფუძველზე გამოვლენილი ყველა დეფექტის და ნაკლის აღმოფხვრა, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გარეშე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სა---------–----–---------------------------ოსა (შემსყიდველი) და შპს „მა-------------ს“ (მიმწოდებელს) შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის წარმოადგენდა შ-ს ბალანსზე რიცხული „TO---A“-ს და „LE--S"-ი-ს მარკის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3-ის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 200 000,00 ლარით.

 

ხელშეკრულება ძალაში იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 იანვრამდე, მაგრამ არანაკლებ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება (ს.ფ. 23-30).

 

3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 12.1. პუნქტის თანახმად, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისად, ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ხელშეკრულების 12.2. პუნქტის მიხედვით, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განსაზღვრულია ხელშეკრულების პირობების ამ მუხლში.

 

ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ვერ შეასრულებს ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს და მიმწოდებლის მიერ არ იქნება შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით ან 6) ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადების გადაცილების, მათ შორის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ან/და სერვისცენტრების ვიდეოკამერებით აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ან 6.3 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 12.5. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე: ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; ბ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში; გ) თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება (ს.ფ. 23-30).

 

3.1.3. 2017 წლის 21 სექტემბერის წერილით სა---------–----–---------------------------ომ შეწყვიტა ხელშეკრულება და მოსთხოვა შპს „მა-------------ს“ პირგასამტეხლოს გადახდა.

 

აღნიშნული წერილის თანახმად, 2017 წლის 01 თებერვალს შპს „მა-------------ის“ სერვის ცენტრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად შევიდა შ-ს სტ-----------–-----–--------------–-------------------ის ბალანსზე რიცხული „ტო-----------–----ის“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით F------), რომელსაც გეგმიურად შეეცვლა ძრავის ღვედი (გარბენი 1-----) და ხელშეკრულებაში მოცემული პირობებით მას საგარანტიო პერიოდი განესაზღვრა 1 წლით.

 

აღნიშნული წერილის თანახმად, 2017 წლის 14 ივლისს აღნიშნული ავტომობილი (გარბენი 1-----), ძრავის დაზიანების გამო, ევაკუატორით გადაყვანილი იქნა თბილისში, მტ----------------------------ზე მდებარე შპს „მა-------------ის“ სერვისცენტრში, სადაც დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ მას გაწყვეტილი ჰქონდა ძრავის ღვედი, რამაც გამოიწვია აღნიშნული ავტომობილის ძრავის დაზიანება. სავარაუდოდ, შპს „მა-------------ისაგან“ მოწოდებული მარაგი ნაწილისა (ღვედი) და შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში მოცემულ პირობებს.

 

2017 წლის 17 ივლისს ზემოაღნიშნული ავტომობილს ამავე სერვისცენტრში დათვალიერების შედეგად დაუდგინდა ძრავის დაზიანება, კერძოდ, დეფორმირებული ჰქონდა შემშვებ-გამშვები სარქველები (ე.წ. „კლაპნები“) და მას ასევე აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანება, რაც გამოწვეული იყო ძრავის ღვედის გაწყვეტის შედეგად.

 

2017 წლის 7 აგვისტოს შპს „მა-------------ის“ შესაბამისი უფლებამოსილი პირების განცხადებით, ავტომანქანა შეკეთდა და იმყოფება გამართულ მდგომარეობაში, თუმცა სატესტო გავლის დროს მას აღენიშნებოდა ძრავის არასწორი მუშაობა და მცირედი ხმები. აღნიშნულიდან გამომდინარე 2017 წლის 8 აგვისტოს ავტომობილი კვლავ გადაყვანილი იქნა შპს „მა-------------ის“ ავტოსერვისი ხელახალი შეკეთების მიზნით.

 

შ- სა-----------ს სტ-----------–-----–--------------–-------------------ის მხრიდან არაერთი წერილობითი თუ სიტყვიერი მოთხოვნის მიუხედავად, შპს „მა-------------ი“ უარს აცხადებდა აღნიშნული ავტომობილის შეკეთებაზე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა შემდეგი გარემოება: შპს „მა-------------ის“ მიერ არ შესრულდა 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული №-- ხელშეკრულების 6.3 პუნქტი, რომელიც ავალდებულებდა მიმწოდებელს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო უხარისხოდ გაწეული მომსახურების საფუძველზე გამოვლენილი ყველა დეფექტის და ნაკლის აღმოფხვრა, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გარეშე.

 

ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტის საფუძველზე სა-----------მ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა ხელშეკრულება და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო საერთო თანხის 10%-ის ოდენობით, 20 000,00 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 21 სექტემბერის წერილი (ს.ფ. 32-34).

 

3.1.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) გარანტია მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებზე, ვრცელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული ვადები და გარბენი).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2017 წლის 21 სექტემბერის წერილი (ს.ფ. 32-34).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. არ დგინდება შპს „მა-------------ის“ მიერ მხარეთა შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებლის ვალდებულებების დარღვევის ფაქტი.

 

2017 წლის 21 სექტემბრის წერილით თანახმად, შემსყიდველმა ხელშეკრულება შეწყვიტა იმ საფუძვლით, რომ 2017 წლის 14 ივლისს „ტო-----------–----ი“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით F------) ძრავის დაზიანების გამო, გადაყვანილი იქნა შპს „მა-------------ის“ სერვისცენტრში, სადაც დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ მას გაწყვეტილი ჰქონდა ძრავის ღვედი, რამაც გამოიწვია აღნიშნული ავტომობილის ძრავის დაზიანება. ამ გარემოებას, როგორც ამავე წერილიდან ირკვევა, შემსყიდველმა დაუკავშირა შპს „მა-------------ისაგან“ 2017 წლის 01 თებერვალს მოწოდებულ მარაგი ნაწილისა (ღვედი) და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობას; 2017 წლის 17 ივლისს ზემოაღნიშნული ავტომობილს ამავე სერვისცენტრში დათვალიერების შედეგად დაუდგინდა ძრავის დაზიანება, კერძოდ, დეფორმირებული ჰქონდა შემშვებ-გამშვები სარქველები (ე.წ. „კლაპნები“) და მას ასევე აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანება, რაც გამოწვეული იყო ძრავის ღვედის გაწყვეტის შედეგად.

 

მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი 2017 წლის 04 აგვისტოს დეფექტური აქტი, შესაბამისი სამუშაოების შესრულების 2017 წლის 08 აგვისტოს აქტი და შპს „მა-------------ის“ სარემონტო შეკვეთის აქტი (ს.ფ. 41-43), რომელთა მიხედვით, შეკვეთის მიღებისა და გასვლის თარიღებია 04.08.2017 და 07.08.2017. აღნიშნული მასალების თანახმად, მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა ნაწილები - ძრავის ღვედი (საგარანტიო), ძრავის ღვედის დამჭიმი გორგოლაჭი (საგარანტიო), ანტიფრიზი (კონცენტრატი) (საგარანტიო) და გაუწია მომსახურება ძრავის თავაკის (საგარანტიო) შეცვლის, ძრავის კაპიტალური შეკეთების (საგარანტიო), ანტიფრიზის დამატების, ძრავის ღვედისა და ძრავის ღვედის დამჭიმი გორგოლაჭის შეცვლისა.

 

ასევე მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი 2017 წლის 12 სექტემბრის დეფექტური აქტი (ს.ფ. 45), შესაბამისი სამუშაოების შესრულების 2017 წლის 12 სექტემბრის აქტი (ს.ფ. 46) და შპს „მა-------------ის“ სარემონტო შეკვეთის აქტი (ს.ფ. 47), რომელთა მიხედვით, შეკვეთის მიღებისა და გასვლის თარიღია 12.09.2017. აღნიშნული მასალებით მიხედვით, მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა ნაწილები - ძრავის თავაკის საფენი (საგარანტიო) და ანტიფრიზი (კონცენტრატი) (საგარანტიო) და გაუწია მომსახურება ძრავის თავაკის მოხსნა/დაყენების (საგარანტიო) მომსახურება.

 

მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რაც დაადასტურებდა მის მიერ შესაგებელში და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს, კერძოდ, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტებს, რომ 2017 წლის 14 ივლისს „ტო-----------–----ი“ (სახელმწიფო ნომრით F------) ძრავის დაზიანების გამო, გადაყვანილი იქნა შპს „მა-------------ის“ სერვისცენტრში ან/და იმ ფაქტს, რომ 2017 წლის 17 ივლისს ზემოაღნიშნული ავტომობილს ამავე სერვისცენტრში დათვალიერების შედეგად დაუდგინდა ძრავის დაზიანება.

 

მხარეები დეფექტების არსებობასა და სამუშაოთა შესრულებას ადასტურებდნენ ორმხრივად ხელმოწერილი დეფექტური და შესრულებული აქტებით, ასევე შპს „მა-------------ის“ სარემონტო შეკვეთებით.

 

მოპასუხე მხარეს ამგვარი მტკიცებულება მითითებული გარემოებების დასადასტურებლად სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარემ შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა საგარანტიო მოქმედების მომსახურებასა და პერიოდზე, რაც დაუკავშირა 2017 წლის 01 თებერვალს მიმწოდებლის მიერ შესრულებულ „ტო-----------–----ის“ მარკის ავტომობილის ძრავის ღვედის შეცვლის მომსახურებასა და შესაბამისი ნაწილის მიწოდებას, რაც შემსყიდველის შეფასებით, არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს.

 

სადავო არ არის, რომ 2017 წლის 01 თებერვალს მიმწოდებელმა გაუწია შემსყიდველს „ტო-----------–----ის“ მარკის ავტომობილის ძრავის ღვედის შეცვლის მომსახურება და მიაწოდა შესაბამისი ნაწილი (ს.ფ. 38-40).

 

როგორც აღინიშნა, 2017 წლის 04 აგვისტოს დეფექტური აქტის, შესაბამისი სამუშაოების შესრულების 2017 წლის 08 აგვისტოს აქტისა და შპს „მა-------------ის“ სარემონტო შეკვეთის აქტებით, რომელთა მიხედვით შეკვეთის მიღებისა და გასვლის თარიღებია 04.08.2017 და 07.08.2017, დგინდება, რომ განხორციელდა „ტო-----------–----ის“ ძრავის ღვედის მიწოდება და მისი შეცვლის მომსახურება.

 

გარდა 2017 წლის 01 თებერვლის დეფექტური აქტის, შესრულების აქტისა და შპს „მა-------------ის“ სარემონტო შეკვეთის ორმხრივად ხელმოწერილი აქტებისა, მხარეებს ცალკე დამოუკიდებელი დოკუმენტის სახით მიღება-ჩაბარების აქტი აღნიშნული ძრავის ღვედის მიწოდება და მისი შეცვლის მომსახურების გაწევის შესახებ მხარეებს არ შეუდგენიათ.

 

ამდენად, არსებული მასალებით დგინდება, რომ საგარანტიო პირობები მიმწოდებლის მიერ შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 6.3 პუნქტის შესაბამისად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებებს, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტსა და გააქარწყლებდა სარჩელის საფუძვლიანობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 629-ე, 643-ე, 644-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება ნარდობის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას, სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნორმების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „მა-------------მა“ იკისრა სამუშაოების შესრულების, კერძოდ, შ-ს ბალანსზე რიცხული „TO---A“-ს და „LE--S"-ი-ს მარკის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ვალდებულება ში----------------------------ს წინაშე, ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 643-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება. დამატებითი ვადის განსაზღვრა საჭირო არ არის 405-? ?????? ??-2 ??????? გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მიმწოდებლის მხრიდან ნაკლიანი შესრულებისა და მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა ში----------------------------ს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის კანონისმიერი ან/და სახელშეკრულებო საფუძველი.

 

რამდენადაც დადგენილია, რომ შემსრულებელს ხელშეკრულება არ დაურღვევია და მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ ნაკლიანი ნაკეთობის დამზადებისა და ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დამკვეთისათვის სსკ-ის 643-ე და 644-ე მუხლებით მინიჭებული მოთხოვნის განხორციელების ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სა---------–----–---------------------------ოს მიერ 2014 წლის 24 იანვრის №-- ხელშეკრულება უნდა ჩაითვალოს არამართლზომიერად, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარშე შეწყვეტილად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას.

 

რამდენადაც დადგენლია, რომ მიმწოდებელს ხელშეკრულება არ დაურღვევია და არ არსებობდა ში----------------------------ს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელისათვის სა-----------ს მხრიდან პირგასამტეხლოს (20 000,00 ლარის) დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ)“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ)“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჟეტიდან - ყველა საქმეზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 600,00 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, ასევე 50,00 ლარის ანაზღაურება სარჩელის უზრუნველყოფაზე გაწეული ბაჟის ანაზღაურების მიზნით. მოსარჩელეს, სსსკ-ის 41-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი 120,00 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „მა-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. სა---------–----–---------------------------ოს მიერ 2014 წლის 24 იანვრის №-- ხელშეკრულება ჩაითვალოს არამართლზომიერად შეწყვეტილად;

 

1.2. მოსარჩელე შპს „მა-------------ი“ გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს სახით 20 000,00 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

2. სა---------–----–---------------------------ოს მოსარჩელე შპს „მა-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 600,00 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში და 50,00 ლარის ანაზღაურება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში.

 

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „მა-------------ს“ მის მიერ 2017 წლის 16 ოქტომბერს გადახდილი (საგადახდო დავალება ეროვნული ვალუტის გადარიცხვაზე №-) 770,00 ლარიდან 120,00 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო

ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე