გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.12.2018
საქმის ნომერი
330210017002114983
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
15.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/26632-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია სვიანაძე

სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე

მოსარჩელე - სს „საქ--------–--------ი“

წარმომადგენელი - ბე–----–-–ხი

მოპასუხე - მა----–------------ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მა----–------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სს „საქ--------–--------ის“ კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თ---–-----------------–---–-- N---ში, შენობა N1-----------------–- ფართი 52.91 კვ.მ, მე------------–ზე ფართი 107.63 კვ.მ, მე------------–ზე ფართი 97.54 კვ.მ, სარდაფი 9.74 კვ.მ და შენობა---, ს/კ 01.1-.0-.0---0-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - სს „საქ--------–--------ს“.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–-----------------–---–-- N---ში, შენობა N1-----------------–- ფართი 52.91 კვ.მ, მე------------–ზე ფართი 107.63 კვ.მ, მე------------–ზე ფართი 97.54 კვ.მ, სარდაფი 9.74 კვ.მ და შენობა---, ს/კ 01.1-.0-.0---0-- მესაკუთრედ რეგისტრირებულია სს „საქ--------–--------ი“. (ს.ფ. 25-26) 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 დადგენილია, რომ უძრავ ქონებას მდებარე: ქ--–--------–--–---------------–---–-- N---ში, შენობა N1-დან 1 სართულს ფართით 52.91 კვ.მ, მე------------–ზე ფართით 107.63 კვ.მ, მე------------–ზე ფართით 97.54 კვ.მ, სარდაფს ფართით 9.74 კვ.მ და შენობა----ს (ს/კ 01.1-.0-.0---0--) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე მხარე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მისი კუთვნილი უძრავი ქონებიდან მოპასუხეთა გამოსახლებას და მისი უფლების დამადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგენს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან. მოპასუხემ მართალია არ ცნო სარჩელი, თუმცა, მისი მხრიდან ვერ მოხდა მოსარჩელის მოთხოვნის საპირისპირო რელევანტური მტკიცებულების წარმოდგენა. საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ამონაწერის ნამდვილობას. ამდენად, მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში არის დასაბუთებული, საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე: მდებარე: ქ. თ---–-----------------–---–-- N---ში, შენობა N1-----------------–- ფართი 52.91 კვ.მ, მე------------–ზე ფართი 107.63 კვ.მ, მე------------–ზე ფართი 97.54 კვ.მ, სარდაფი 9.74 კვ.მ და შენობა---, ს/კ 01.1-.0-.0---0-- მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე სს „საქ--------–--------ი“. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს მართლზომიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება 60 ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „საქ--------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მა----–------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სს „საქ--------–--------ის“ კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თ---–-----------------–---–-- N---ში, შენობა N1-----------------–- ფართი 52.91 კვ.მ, მე------------–ზე ფართი 107.63 კვ.მ, მე------------–ზე ფართი 97.54 კვ.მ, სარდაფი 9.74 კვ.მ და შენობა---, ს/კ 01.1-.0-.0---0-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - სს „საქ--------–--------ს“.

 

3. მა----–------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სვიანაძე