გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2-2886-18 (190-10-1800-6912-1)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
15 დეკემბერი 20-8 წელი ქ. რუსთავი
მაგისტრი - სალომე გველესიანი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
განმცხადებელი - და----------------ე
განმცხადებლების წარმომადგენელი - დი-------------–-ძე
დაინტერესებული პირები - თე---------------ე, მა-–-------------ე
დაინტერესებული პირის მა-–-------------ის წარმომადგენელი - დი-------------–-ძე
მოთხოვნა - იურიდიული მნიშვნელობის მქონე - მემკვიდრეობის ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. განცმხადებლის მოთხოვნა:
და----------------ის მიერ ბებიის - 2----–-–---------------- გადაცვლილი და----------–-----–---–-ს სამკვიდრო ქონების ფაქტობირივი დაუფლებითს გზით მიღების ფაქტის დადგენა.
მოთხოვნის საფუძვლები:
განმცხადებელი და----------------ე (დაბადების თარიღი: 0-.0-.1--- წელი) არის მამკვიდრებლის და----------–-----–---–-ს (დაბადების თარიღი: 0-.0-.1--- წელი; გარდაცვალების თარიღი: 0-.1-.2--- წელი) შვილიშვილი. და----------------ის შვილი - ნუ----------------ე გარდაიცვალა 200- წლის 1------------. 20-8 წლის 10 ოქტომბერს და----------------ემ მიმართა ნოტარიუსს ბებიის - და----------–-----–---–-ს სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, თუმცა ნოტარიუსის 20-8 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით განმცხადებელს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მემკიდრეს - და----------------ეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში, სანოტარო ბიუროში არ შეუტანია განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ და ასევე, წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა სამკვიდრო ქონების ფაქტობივი ფლობისა ან/და მართვის ფაქტი. და----------–-----–---–ს საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, კერძოდ საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, მდებარე: ლაგოდეხის რაიონის, სოფელ თელაში. განმცხადებლის მამა - ნუ----------------ე დაბადებული და გაზრდილი იყო სოფელ თელაში მდებარე დედისეულ სახლში. მისი მეუღლე და შვილები, ნუ---------------ის გარდაცვალების შემდეგ საკმაოდ დიდ დროს ატარებდნენ ბებიასთან. და----------------ე და----------–-----–---–-ს დაკრძალვის შემდგომ დაეუფლა ბებიის სახლში განლაგებულ მის კუთვნილ მოძრავ ნივთებს (საკერავი მანქანა, ძველი ლეიბი და ბალიში, თეთრი ფერის თეფში). განმცხადებლის იურიდიული ინტერესია გარდაცვლილი ბებიის - და----------–-----–---–-ს დანაშთი ქონების 1/2 წილის მემკვიდრეობით მიღება.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. და----------------ე დაიბადა 1--- წლის 0- თებერვალს, მისი მშობლები არიან, მამა -ნუ----------–-----------------ე და დედა - ლ---------–-------------–----------ე, ხოლო დედმამიშვილები არიან გი---------------ე და მა-–-------------ე.
მტკიცებულება:
- და----------------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 6);
- მალ--------------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16);
- გი---------------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 17);
2.2. და----------–-----–---–- დაიბადა 1--- წლის 0- თებერვალს, იგი 1953 წლის 30 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა უშ--------------სთან. მისი შვილები არიან ნუ----------------ე (დაბადების თარიღი: 2-.0-.1--- წელი) და თე--------------ე (დაბადების თარიღი: 2-.0-.1--- წელი).
მტკიცებულება:
- და----------–-----–---–-ს ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 8);
- ნუ----------------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 1-);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაცია #77/344342 (ს.ფ. 35-38);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაცია #0-/346317 (ს.ფ. 41-47);
2.3. და----------–-----–---–-ს მეუღლე - უშ-------------- გარდაიცვალა 1998 წლის 2- დეკემბერს, ხოლო შვილი - ნუ----------------ე 200- წლის 1------------.
მტკიცებულება:
- უშანგი ტეფნაძის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 9);
- ნუ----------------ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 10);
2.4. და----------–-----–---–- გარდაიცვალა 2----–-–---------------- და მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო.
მტკიცებულება:
- და----------–-----–---–-ს გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 7);
2.5. 20-8 წლის 10 ოქტომბერს და----------------ეს უარი ეთქვა 2--- წლის 0- დეკემბერს გარდაცვლილი და----------–-----–---–-ს დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან სამკვიდროს გახსნიდან 6 თვეში მემკვიდრეს, და----------------ეს სანოტარო ბიუროში არ შეუტანია განცხადება სამკვიდრო მიღების შესახებ და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით შეუძლებელი იყო სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის და/ან მართვის ფაქტის დადგენა.
მტკიცებულება:
- 20-8 წლის 10 ოქტომბრის სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------) (ს.ფ. 21-2-);
2.6. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 2----–-–---------------- გარდაცვლილი დარეჯან სევერიანეს ას კიწმარიშვილის (პ/ნ 2----------) სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
მტკიცებულება:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრის მიერ 20-8 წლის 1- სექტემბერს გაცემული ინფორმაცია #16/12447 (ს.ფ. 14);
2.7. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2----–-–---------------- გარდაცვლილი და----------–-----–---–-ს სამკვიდრო ქონების თაობაზე.
მტკიცებულება:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრის მიერ 20-8 წლის 1- სექტემბერს გაცემული ინფორმაცია #16/12430 (ს.ფ. 15);
2.8. გი---------------ის მიერ 20-8 წლის 21 სექტემბერს სამკვირდოს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ გაკეთებული განცხადების (ნატარიუსი: ნ---------–---–-; სანოტარო რეგისტრაციის N181-72645) თანახმად, მას ბებიის - და----------–-----–---–-ს დანაშთი სამკვიდრო ქონება არცერთი ფორმით, არც სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და არც ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია არ აპირებს სამკვიდროს მიღებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით სასამართლოსა და ნოტარიუსისათვის მიმართვას და მას სამკვიდრო წილზე და ქონებაზე პრეტენზია არ გააჩნია.
მტკიცებულება:
- სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის შესახებ განცხადება (ნატარიუსი: ნ---------–---–-; სანოტარო რეგისტრაციის N181-72645) (ს.ფ. 18);
2.9. დაინტერესებული პირის თე--------------ის მიერ სასამართლო სხდომებზე გაკეთებული განმარტების თანახმად, რაიმე სადავო გარემოება წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით არ არსებობს და იგი არ ედავება ქონებას და----------------ეს, თუმცა და----------–-----–---–ს გარდაცვალების შემდეგ ქონება არ დარჩენია, რაც მისი საკუთრება იყო სიცოცხლეშივე გადასცა ყველას. დაინტერესებული პირის განმარტებით, და----------–-----–---–- 2005 წლიდან ცხოვრობდა მასთან ქალაქ რუსთვაში, სადაც გარდაიცვალა 2--- წელს. სახლი, რომელიც ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში ჰქონდა და----------–-----–---–ს, 2009 წელს სიცოცხლეშივე გაყიდა. ის საკერავი მანქანაც, რომელზეც განმცხადებელი მიუთითებს სიცოცხლეშივე აჩუქა შვილიშვილებს. შესაბამისად, რაიმე ქონება რომელსაც და----------------ე და----------–-----–---–-ს გარდაცვალების შემდეგ დაეუფლებოდა არ არსებობს. ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც და----------–-----–---–ს რეგისტრირებული არ ჰქონდა საჯარო რეესტრში, რამდენადაც მისთვის ცნობილია ისიც გაყიდა, ვინაიდან პირმა რომელიც რამდენიმე ხნის წინ მასთან მივიდა განუცხადა, რომ შეიძინა და----------–-----–---–-საგან მიწის ნაკვეთი და სთხოვა დახმარებოდა მას გადაფორმებაში.
მტკიცებულება:
- 20-8 წლის 26 ნოემბრისა და 20-6 წლის 15 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმები;
2.10. 2009 წლის 14 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, და----------–-----–---–მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე: ლაგოდეხი, სოფელი თელა; საცხოვერებელი სახლი და საკარმიდამო მისი ნაკვეთი 0.37 ჰა; ს/კ 54.05.0-.00-) გადასცა ელისო გელაშვილს.
მტკიცებულება:
- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 88);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 87);
2.1-. მოწმე ხა-------–--–-–---–-ს განმარტებით, განმცხადებელთან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა და იცნობს მის ოჯახს. დედას კარგად იცნობდა. როგორც ახსოვს მამას ერქვა ნუგზარი, მის მშობლებს გადმოცემით იცნობდა, პირადად არა. განმცხადებლის ბებიას ერქვა დარეჯანი. განმცხადებლის მამას ყავს ერთი დედმამიშვილი, ბატონი თენგიზი. განმცხადებლის ბებია - და----------–-----–---–- გარდაიცვალა 2--- წლის დეკემბერში. იგი დაკრძალვას არ ესწრებოდა და ვინ გაიღო დაკრძალვის ხარჯები მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, და----------------ის ბებიას ჰქონდა სახლი კახეთში. და----------–-----–---–-ს გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, განმცხადებელი და----------------ე დაეუფლა საკერავ მანქანასა და საბანს, ეს ინფორმაცია თავად დარეჯანისგან იცის. მისთვის უცნობია ედავება თუ არა ვინმე განმცხადებელ და----------------ეს ამ ქონებას.
მტკიცებულება:
- 20-8 წლის 26 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი;
2.12. მოწმე ეთ---------------ს ჩვენების თანახმად, მას განმცხადებელთან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა და იცნობს დაახლოებით 2007-200- წლიდან. და----------------ის დედას იცნობს, მამა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა როცა გაიცნო. განმცხადებელს ჰყავდა ბებია, რომელსაც ერქვა დარეჯანი. განმცხადებლის მამას რამდენი დედმამიშვილი ყავდა არ იცის. და----------------ის ბებია გარდაიცვალა 2--- წლის შემოდგომაზე. მოწმის განმარტებით, იგი დაკრძალვას არ ესწრებოდა. განმცხადებლის ბებიას სახლი დარჩა სოფელში. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, და----------–-----–---–-ს ქონებას დაეუფლა და----------------ის ბიძა.
მტკიცებულება:
- 20-8 წლის 26 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი;
სამოტივაციო ნაწილი:
3. შემაჯამებელი დასკვნა:
მაგისტრმა განიხილა რა წარმოდგენილი განცხადება, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოისმინა სასამართლო სხდომაზე განმცხადებლის ახსნა-განმარტება, დაინტერესებული პირის განმარტება და მოწმეთა ჩვენებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია რომ და----------------ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის, ბებიის - და----------–-----–---–-ს მემკვიდრეობის ფაქტობრივი დაუფლებით მიღების ფაქტის დადგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. კანონები, რომლითაც მაგისტრმა იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130--1307-ე, 1319-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 10--10-, 105-ე, 177-ე, 310-31-, 312-3161-ე მუხლები.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – განცხადებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს შემდეგ საქმეებს: ა) პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ; ბ) პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ; გ) მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ; დ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს; თ) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV–XLII თავებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3161-ე მუხლის თანახმად, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე ამ კოდექსის 31--ე მუხლით დადგენილი წესებით.
და----------------ის მიერ წარმოდგენილი განცხადების თანახმად, მისი მოთხოვნაა და----------------ის მიერ ბებიის - 2----–-–---------------- გადაცვლილი და----------–-----–---–-ს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტის დადგენა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130--ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექისის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2----–-–---------------- და----------–-----–---–-ს გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდროს გახსნის დროისათვის მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვრეებს წარმოადგენდნენ მისი შვილი - თე--------------ე და 200- წლის 1------------ გარდაცვლილი ნუ---------------ის შვილები: და----------------ე, გი---------------ე და მა-–-------------ე. ასევე დადგენილია, რომ გი---------------ეს 20-8 წლის 21 სექტემბერს სამკვირდოს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ გაკეთებული განცხადების (ნატარიუსი: ნ---------–---–-; სანოტარო რეგისტრაციის N181-72645) თანახმად, ბებიის - და----------–-----–---–-ს დანაშთი სამკვიდრო ქონება არცერთი ფორმით არც სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და არც ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია არ აპირებს სამკვიდორს მიღებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით სასამართლოსა და ნოტარიუსისათვის მიმართვას და მას სამკვიდრო წილზე და ქონებაზე პრეტენზია არ გააჩნია. დაინტერესებული პირის, მა-–-------------ის წარმომადგენლის დი-------------–-ძის განმარტებით, მა-–-------------ეს, და----------–-----–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზია არ აქვს და ეთანხმება და----------------ის მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ განცხადებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
აღნიშნული ნორმები სამკვიდროს მიღებას უკავშირებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლების სურვილს, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაცაა დანაშთი ქონების ფაქტობრივად მიღება და მართვა. ამდენად, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ელემენტები: სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით, კერძოდ: სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა შეიძლება გამოიხატოს სამკვიდრო უძრავი ქონებით სარგებლობაში, ამ ქონებაში ცხოვრების ფაქტით, მისი მოვლა-პატრონობით, გაქირავებით, სამკვიდროში არსებული მოძრავი ნივთების დაუფლებითა და სარგებლობით. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება გულისხმობს იმას, რომ მემკვიდრემ აქტიური ქმედებით გამოხატა სამკვიდროს მიღების ნება. უფრო მეტიც, აღნიშნული ნების გამოხატვის მიზნებისათვის კანონი საკმარის საფუძვლად მიიჩნევს სამკვიდროს ნაწილის დაუფლებას, სასამართლო პრაქტიკით, სამკვიდროს ნაწილად მიჩნეულია სამკვიდრო მასაში შემავალი როგორც უძრავი, ასევე ნებისმიერი მოძრავი ნივთი.
და----------------ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ 20-8 წლის 10 ოქტომბერს მას უარი ეთქვა 2--- წლის 0- დეკემბერს გარდაცვლილი და----------–-----–---–-ს დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან სამკვიდრო გახსნიდან 6 თვეში მემკვიდრეს, და----------------ეს სანოტარო ბიუროში არ შეუტანია განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით შეუძლებელი იყო სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის და/ან მართვის ფაქტის დადგენა.
და----------------ე განცხადებაში უთითებდა, რომ მას ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა მემკვიდრეობა. განმცხადებლის მიერ და----------–-----–---–-ს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლება გამოიხატა იმაში, რომ იგი ბებიის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა სოფელში, მის სახლში განთავსებულ მოძრავ ნივთებს (ძველი საკერავი მანქანა, თეთრი ფერის თეფში, ძველი ლეიბი და ბალიში), თუმცა განმცხადებელმა 20-8 წლის 26 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები ბებიამ მას სიცოცხლეში აჩუქა და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდგომ წამოიღო ისინი სოფლიდან, და----------------ის კუთვნილი სახლიდან.
დაინტერესებული პირის, თე--------------ის განმარტებით, იგი არ ედავება ქონებას და----------------ეს, თუმცა განაცხადა, რომ და----------–-----–---–ს გარდაცვალების შემდეგ ქონება არ დარჩენია, რაც მისი საკუთრება იყო სიცოცხლეშივე გადასცა ყველას. მისივე განმარტებით, და----------–-----–---–- 2005 წლიდან ცხოვრობდა მასთან ქალაქ რუსთვაში, სადაც გარდაიცვალა 2--- წელს. სახლი, რომელიც ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში ჰქონდა და----------–-----–---–ს, 2009 წელს გაყიდა. საკერავი მანქანა, რომელზეც განმცხადებელი მიუთითებს, საერთოდ არ ინახებოდა სოფლის სახლში და იგი სიცოცხლეშივე აჩუქა შვილიშვილებს. შესაბამისად, რაიმე ქონება რომელსაც და----------------ე და----------–-----–---–-ს გარდაცვალების შემდეგ დაეუფლებოდა არ არსებობს. ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც და----------–-----–---–ს რეგისტრირებული არ ჰქონდა საჯარო რეესტრში, რამდენადაც დაინტერესებული პირისთვისა არის ცნობილი, და----------–-----–---–მა გაყიდა წლების წინ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
საქმეში წამოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ის უძრავი ქონება, რომელიც განმცხადებლის განმარტებით გარდაცვალების დროისათვის წარმოადგენდა მამკვიდრებლის - და----------–-----–---–-ს საკუთრებას და რომელში განთავსებული მოძრავი ნივთების დაუფლებაც მან განახორციელა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, 2009 წლის 14 აპრილს, და----------–-----–---–სა და ელისო გელაშვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საუძველზე, საკუთრების უფლებით დეგისტრირდა საჯარო რეესტრში ელ--------–-–---–-ს სახელზე, ანუ 2009 წლიდან აღნიშნული უძრავი ქონება აღარ წარმოადგენდა მამკვიდრებლის საკუთრებას. შესაბამისად, მაგისტრის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, და----------------ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლაგოდეხის რაიონის, სოფელ თელაში, და----------–-----–---–-ს კუთვნილ სახლში გათავსებული მოძრავი ნივთების დაუფლების გზით მან მიიღო სამკვიდრო ქონება. ამასთან, თავად განმცხადებლის განმარტებით, ნივთები რომლის ფაქტობრივ დაუფლებაზეც იგი მიუთითებს, მამკვიდრებელმა სიცოცხლეშივე აჩუქა მას და მხოლოდ ბებიის გარდაცვალების შემდგომ წამოიღო სოფლიდან (სხდომის ოქმი 26.1-.20-8 წელი, 13:16:49 სთ). როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან განმცხადებელი თავად უთითებს, რომ მოძრავი ნივთები, რომელთა დაუფლებაც მან განახორციელა მამკვიდრებელმა მას სიცოცხლეშივე აჩუქა, ვერ ჩაითვლება და----------–-----–---–-ს სამკვიდრო ქონებად. რაც შეეხება სხვა ქონებას, და----------------ის მიერ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულება, კერძოდ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 20-8 წლის 28 თებერვალს გაცემული სააქრივო ცნობა, რომლის თანახმად კომლს, რომლის ბოლო წევრიც იყო და----------–-----–---–- ერიცხებოდა 1.2- ჰა მიწის ნაკვეთი და შესაბამისად, მისი განმარტებით აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებდა იურიდიული ინტერესს, თუმცა აღნიშნული ქონების დაუფლების დამადასტურებელი მტკიცებულება განმცხადებელს არ წარმოუდგენია.
სასამართლო სხდომაზე, და----------------ის წარმომადგენლის დი-------------–-ძის შუამდგომლობის საფუძველზე, მოწმის სახით დაიკითხნენ ხა-------–--–-–---–- და ეთ---------------. მაგისტრი განმარტავს, რომ მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენისათვის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს მოწმის ჩვენება იმ მიზეზის გამო, რომ როგორც წესი, გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული წერილობითი მტკიცებულების წარმოდგენა სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით. მოწმე ხა-------–--–-–---–-ს განმარტებით, განმცხადებელთან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა და იცნობს მის ოჯახს. დედას კარგად იცნობდა. როგორც ახსოვს მამას ერქვა ნუგზარი, მის მშობლებს გადმოცემით იცნობდა, პირადად არა. განმცხადებლის ბებიას ერქვა დარეჯანი. განმცხადებლის მამას ყავს ერთი დედმამიშვილი, ბატონი თენგიზი. განმცხადებლის ბებია - და----------–-----–---–- გარდაიცვალა 2--- წლის დეკემბერში. იგი დაკრძალვას არ ესწრებოდა და ვინ გაიღო დაკრძალვის ხარჯები მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, და----------------ის ბებიას ჰქონდა სახლი კახეთში. და----------–-----–---–-ს გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, განმცხადებელი და----------------ე დაეუფლა საკერავ მანქანასა და საბანს, ეს ინფორმაცია თავად დარეჯანისგან იცის. მისთვის უცნობია ედავება თუ არა ვინმე განმცხადებელ და----------------ეს ამ ქონებას. მოწმე ეთ---------------ს ჩვენების თანახმად, მას განმცხადებელთან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა და იცნობს დაახლოებით 2007-200- წლიდან. და----------------ის დედას იცნობს, მამა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა როცა გაიცნო. განმცხადებელს ჰყავდა ბებია, რომელსაც ერქვა დარეჯანი. განმცხადებლის მამას რამდენი დედმამიშვილი ყავდა არ იცის. და----------------ის ბებია გარდაიცვალა 2--- წლის შემოდგომაზე. მოწმის განმარტებით, იგი დაკრძალვას არ ესწრებოდა. განმცხადებლის ბებიას სახლი დარჩა სოფელში. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, და----------–-----–---–-ს ქონებას დაეუფლა და----------------ის ბიძა. შესაბამისად, სხდომაზე დაკითხულ პირთა ჩვენებებით ვერ იქნა დადასტურებული და----------------ის მიერ ბებიის - და----------–-----–---–-ს სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი, კერძოდ მათ მიერ ვერ იქნა დასახელებული თუ რა ვადაში და რომელი ქონების დაუფლება განახორციელა და----------------ემ და----------–-----–---–-ს გარდაცვალების შემდეგ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგისტრი კონკრეტულ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ და----------------ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული, მის მიერ მამკვიდრებლის, ბებიის - და----------–-----–---–-ს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტი, შესაბამისად მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უდავო წარმოების საქმეზე შეადგენს 50 ლარს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, და----------------ის წარმომადგენლის - დი-------------–-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2- ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
მაგისტრმა იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2-7-ე, 310-31--ე, 312-ე, 3161-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. და----------------ის განცხადება იურიდიული მნიშნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) საჩივრის შეტანის გზით, დასაბუთებული დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში;
3. დადგენილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება დადგენილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია დადგენილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს დადგენილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დადგენილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მაგისტრი სალომე გველესიანი