გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2560-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–ია
წარმომადგენელი - შო-------------–-–---–ი
მოპასუხე - შპს ,,გს------–ა“
წარმომადგენელი - ივ---------–--ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,გს------–ა“-ს ს----–-–----------------- სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 23 თებერვლის N------- ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს - 8192,25 ლარის გადახდა.
1.2. შპს ,,გს------–ა“-ს ს----–-–----------------- სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 23 თებერვლის N------- ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს - 4679,10 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს ,,გს------–ა“-ს საქართველოს ს------------ პ---–-–--სთან გაფორმებული 2017 წლის 23 თებერვლის ს----–-–------–----------- შესახებ N------- ხელშეკრულებისა და 2017 წლის 30 აგვისტოს წერილის საფუძველზე წერილის მიღებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა უნდა ამოეცვალა 4933 კილოგრამი ბოსტნეულის კონსერვი, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 22 198,5 ლარს. აღნიშნული საქონლის მიწოდება მოხდა 2017 წლის 22 სექტემბერს, 21 დღის დაგვიანებით. ამავე ხელშეკრულებისა და 2017 წლის 28 ივლისის N------- წერილის საფუძველზე 2017 წლის 03 აგვისტოს ჩათვლით შპს ,,გს------–ა“-ს საქართველოს ს------------ პ---–-–-ისთვის უნდა მოეწოდებინა 13 500 ლარის ღირებულების ბოსტნეულის კონსერვი, რომლის მიწოდებაც განხორციელდა 2017 წლის 15 აგვისტოს, 12 დღის დაგვიანებით. 2017 წლის 23 თებერვლის ს----–-–------–----------- შესახებ N------- ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული შ-------ის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით, რამაც პირველ შემთხვევაში შეადგინა 5213,25 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 2979 ლარი. ზემოაღნიშნული საურავების შესახებ შპს ,,გს------–ას“ ეცნობა 2017 წლის 09 ნოემბრის N2703349 და 2017 წლის 09 ნოემბრის N2703307 წერილებით. აღნიშნული საურავები მოპასუხეს უნდა ჩაერიცხა ს----–-–----- ხაზინის ანგარიშზე და წარმოედგინა შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც დღემდე არ განუხორციელებია.
აგრეთვე, შპს ,,გს------–ა“-ს საქართველოს ს------------ პ---–-–--სთან გაფორმებული 2017 წლის 23 თებერვლის ს----–-–---ო შ-------ის შესახებ N------- ხელშეკრულებისა და 2017 წლის 19 სექტემბრის N------- წერილის საფუძველზე 2017 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 51990 ლარის ღირებულების თევზის კონსერვი, რომლის მიწოდებაც განხორციელდა 2017 წლის 05 ოქტომბერს, 10 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.4 პუნტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული შ-------ის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 4679,91 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შპს ,,გს------–ა“-მ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნო 1287,13 ლარის ოდენობით.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო არის არაგონივრულად მაღალი. სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა, 0.15% უნდა შეამციროს მის გონივრულ ოდენობამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,გს------–ა“-ს და საქართველოს ს------------ პ---–-–--ს შორის გაფორმებული 2017 წლის 23 თებერვლის ს----–-–------–----------- შესახებ N------- ხელშეკრულებისა და 2017 წლის 30 აგვისტოს წერილის საფუძველზე, წერილის მიღებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა შპს ,,გს------–ა“-ს საქართველოს ს------------ პ---–-–-ისათვის უნდა მიეწოდებინა (ამოეცვალა) 4933 კილოგრამი ბოსტნეულის კონსერვი, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 22 198,5 ლარს.
აღნიშნული საქონლის მიწოდება მოხდა 2017 წლის 22 სექტემბერს, 21 დღის დაგვიანებით.
ამავე ხელშეკრულებისა და 2017 წლის 28 ივლისის N------- წერილის საფუძველზე 2017 წლის 03 აგვისტოს ჩათვლით შპს ,,გს------–ა“-ს საქართველოს ს------------ პ---–-–-ისთვის უნდა მიეწოდებინა (ამოეცვალა) 13 500 ლარის ღირებულების ბოსტნეულის კონსერვი, რომლის მიწოდებაც განხორციელდა 2017 წლის 15 აგვისტოს, 12 დღის დაგვიანებით.
2017 წლის 23 თებერვლის ს----–-–------–----------- შესახებ N------- ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული შ-------ის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 23 თებერვლის N------- ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24);
- ფასების ცხრილი (ს.ფ. 25);
- 30.08.2017 წერილი (ს.ფ. 40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. შპს ,,გს------–ა“-ს და საქართველოს ს------------ პ---–-–--ს შორის გაფორმებული 2017 წლის 23 თებერვლის ს----–-–----- შ-------ის შესახებ N------- ხელშეკრულებისა და 2017 წლის 19 სექტემბრის N------- წერილის საფუძველზე შპს ,,გს------–ა“-ს საქართველოს ს------------ პ---–-–-ისათვის 2017 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 51990 ლარის ღირებულების თევზის კონსერვი, რომლის მიწოდებაც განხორციელდა 2017 წლის 05 ოქტომბერს, 10 დღის დაგვიანებით.
ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.4 პუნტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული შ-------ის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 23 თებერვლის N------- ხელშეკრულება (ს.ფ. 26-31);
- ფასების ცხრილი (ს.ფ. 32);
- 19.09.2017 წერილი (ს.ფ. 36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. შპს ,,გს------–ა“-ს მასსა და საქართველოს ს------------ პ---–-–--ს შორის 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმებული N------- და N------- ს----–-–------–----------- შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%, ჯამში - 12871,35 ლარის ოდენობით, კერძოდ შორის 2017 წლის 23 თებერვლის N------- ს----–-–------–----------- შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 8192,25 ლარი, ხოლო 2017 წლის 23 თებერვლის N------- ს----–-–------–----------- შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 4679,10 ლარი.
შპს ,,გს------–ა“-ს დავალიანების დაფარვის მიზნით, საქართველოს ს------------ პ---–-–-ისგან გაეგზავნა შესაბამისი გაფრთხილების წერილი საქონლის მიწოდების ვადადარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შესახებ, თუმცა პირგასამტეხლო დღემდე დაფარული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ს------------ პ---–-–-ის წერილი (ს.ფ. 35, 40, 45);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ს------------ პ---–-–-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 400-ე, 477-ე, 417-ე,418-ე, 420-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 12871,35 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე - 400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი)
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის მიწოდება განახორციელა ვადადადარღვევით. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,15% არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი ოდენობა საქონლის მიწოდების ვადის თითოეული დარღვევიდან გამომდინარე უნდა შემცირდეს 0,015%-მდე და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 1287,13 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 12871,35 ლარისა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. ს----–-–----- ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ ს----–-–----- ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, ს----–-–----- ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს ს----–-–----- ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და ს----–-–----- ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელე - საქართველოს ს------------ პ---–-–-- გათავისუფლებულია სარჩელზე ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან და მოპასუხემ სარჩელი ცნო დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, არ არსებობს ს----–-–----- შემოსავლის სასარგებლოდ ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა :
1. სა---------–----–------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----------------–----------------------–-–იის სარჩელი შპს ,,გს------–ა“-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ,,გს------–ა“-ს ს----–-–------–----------- შესახებ 2017 წლის 23 თებერვლის N------- ხელშეკრულების საფუძველზე ს----–-–----------------- სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 819,22 ლარის გადახდა.
3. შპს ,,გს------–ა“-ს ს----–-–------–----------- შესახებ 2017 წლის 23 თებერვლის N------- ხელშეკრულების საფუძველზე ს----–-–----------------- სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 467,91 ლარის გადახდა.
4. მხარეები კანონის საფუძველზე გათავისუფლებული არიან ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
მოსამართლე ლია ავალიშვილი