განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
050100117001791034
დავის ტიპი
381 1
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050---11-0--791-34

საქმე N 1-54-1-

განაჩენი

საქართველოს სახელით

24.0-.20-9 წელი ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: შ-----------ე

დაცვის მხარე

დამცველი: ლ--–--–----ე, დ-----------–-ძე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------

ბრალდებული: გ--------------ა

მამის სახელი: შ-------ი

დაბადებული: 2-.1-.1--- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: თ---–---, ბ----------ის ქუჩა N2-, ბინა 1--

რეგისტრირებული: თ---–---, ბ----------ის ქუჩა N2-, ბინა 1--

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი.

დისპოზიცია: ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს, 2--- წლის 9 სექტემბრის ძალაში შესული განაჩენით პირობით მსჯავრდებული გ--------------ა, რომელსაც "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20-6 წლის 15 დეკემბერს, ლ------თის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ---ში კვლავ მართავდა "ვ---–-ო"-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით U--1---G-.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, პატრულ-ინსპექტორმა გ-----------–--ლმა განმარტა, რომ 20-6 წლის 15 დეკემბერს, მეწყვილე დ----------–----სთან ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 16:30 საათზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, შეაჩერეს ავტომანქანა ვ---–-ო. ავტომანქანას მართავდა გ--------------ა, რომელმაც ვერ წარადგინა მართვის მოწმობა, რაც აცნობეს ხელმძღვანელობას. ბაზაში გადაამოწმეს პიროვნების ვინაობა და ნახეს ფოტოსურათიანი მონაცემი, სადაც გამოჩნდა, რომ გ--------------ას აკრძალული ქონდა ავტომანქანის მართვა. მისი ჩვენებით, გ--------------ა განმარტავდა, რომ არ იცოდა აკრძალული თუ ქონდა ავტომანქანის მართვა, რადგან როდესაც ციხიდან გამოვიდა ეგონა, რომ უფლებები აღუდგა. გ-----------–--ლის განმარტებით პირადად დაინახა, რომ გ--------------ა იჯდა ავტომანქანის საჭესთან. გ--------------ას სახელი და გვარი არ დაუმალავს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მართვის მოწმობაზე პრობლემა არ ექნებოდა. მისი განმარტებით, გ--------------ას არ იცნობდა და პირველად შეხვდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. გ-----------–--ლმა ასევე განმარტა, რომ გ--------------ასთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა პიროვნება, რომელიც არ შეუმოწმებიათ, რადგან არ დაინტერესებულან მისით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს პატრულ-ინსპექტორმა დ----------–----მ განმარტა, რომ 20-6 წლის 15 დეკემბერს, მეწყვილე გ-----------–--ლთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სოფელ ლ---ში, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის შეაჩერეს ავტომანქანა. თავად მივიდა ავტომანქანასთან, რომლის საჭესთან იმყოფებოდა და რომელსაც მართავდა გ--------------ა. გადამოწმებისას დადგინდა, რომ გ--------------ას, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, აკრძალული ქონდა მართვის უფლება 60 თვით. მისი ჩვენებით გ--------------ა გაიცნო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დ----------–----ს ჩვენებით, შეჩერების შემდეგ თავად მივიდა ავტომანქანის მძღოლთან, წარუდგინა მას თავისი ვინაობა, აუხსნა დარღვევის არსი და მოთხოვა საბუთები. საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთი, რა დროსაც გ--------------ამ მოიხადა ბოდიში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის. სპეციალურ ბაზაში გადაამოწმეს გ--------------ას ვინაობა და ნახეს, რომ გ--------------ას აკრძალული ქონდა ავტომანქანის მართვა. გ------იმ კვლავ ითხოვა პატიება. გადაამოწმა მიღებული ინფორმაცია ანალიტიკურ ცენტრში, გ--------------ა დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს ნარკოტიკულ თრობაზე შესამოწმებლად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა ქ-------------------ემ დაადასტურა, რომ გ--------------ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

ბრალდებულმა გ--------------ამ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანით მიდიოდა თ---–---დან ბ------ის მიმართულებით. მუშაობს კომპანიაში რომელიც დაკავებულია წყლის ფილტრაციით და სხვადასხვა მოწყობილობები მიქონდა ბ------ში. ავტომანქანის საჭესთან იჯდა მისი თანამშრომელი მ-–ა, რომელიც იყო მძღოლი. პოლიციის მიერ გაჩერების დროს, საჭესთან თავად არ იჯდა, რადგან ხელზე ქონდა გიფსი დადებული და მანქანას მართავდა მისი თანამშრომელი.

 

20-6 წლის 15 დეკემბრის N აო 0-------- ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს 16:45 საათზე, ლ------თის რაიონის სოფელ ლ---ში, მოძრაობის წესების დარღვევისათვის შეჩერებულ იქნა ვ---–-ოს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით U--1---G-, რომელსაც მართავდა გ--------------ა (დაბადების თარიღი 2-.1-.1--- წ. მცხოვრები თ---–--- ბ----------ის 2-, ბინა 1--, პირადი ნომერი 0----------). მძღოლის მონაცემთა ბაზაში გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ პიროვნებას 09.09.2--- წლიდან სასამართლო განაჩენით აკრძალული აქვს მართვის უფლება 60 (სამოცი) თვის ვადით, სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნული პიროვნება საფუძვლიანი ვარაუდით გადაყვანილ იქნა ოზურგეთის ნარკოლოგიურ კაბინეტში გადამოწმების მიზნით. ოქმი ხელმოწერილია ოქმის შემდგენის და დაკავებულის მიერ. ოქმის შენიშვნის გრაფაში შენიშვნა არ არის მითითებული.

 

20-6 წლის 15 დეკემბრის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმით N აჟ 0--------, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, გასასინჯი პირი, გ--------------ა, მართავდა ავტომობილს ლ------თის რაიონის სოფელ ლ---ში, რომელსაც სასამართლო განაჩენით 09.09.2--- წლიდან 60 (სამოცი) თვის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნული პიროვნება დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით ნარკოლოგიურ კაბინეტში გადასამოწმებლად. ოქმი ხელმოწერილია ოქმის შემდგენის და გასასინჯი პირის მიერ. ოქმის შენიშვნის გრაფაში შენიშვნა არ არის დაფიქსირებული.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების ჯგუფის (ოზურგეთი) ექსპერტის მიერ გაცემული N 9----- დასკვნით, გ--------------ას შემოწმების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დადგინდა.

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 9 სექტემბრის განაჩენით, გ--------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და სხვა უფლებები. მსჯავრდებულ გ--------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 6 სექტემბრიდან.

 

გ--------------ას სახელზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით N 8530 და N 2586, ირკვევა, რომ გ--------------ამ ავერსის კლინიკას მიმართა 20-6 წლის 6 ოქტომბერს, სტაციონარში მოთავსდა 20-6 წლის 8 ნოემბერს, საიდანაც გაეწერა 20-6 წლის 1- ნოემბერს.

 

20-- წლის 6 მარტის ცნობით დადგენილია, რომ გ--------------ა მუშაობს შპს "N----P-----T"-ში გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/0-,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/20-6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 1-/1-/2---; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/20-6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/1- §143, ECHR 23/06/20-6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/20-6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 1-590/93, 06/1-/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-- წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/1-/20--, პუნქტი 32).

 

მოცემულ შემთხვევაში, თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 9 სექტემბრის განაჩენით, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ--------------ას მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და მას ეკრძალებოდა სატრანსპორტო საშუალების მართვა.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ 20-6 წლის 15 დეკემბერს გ--------------ა არ მართავდა მის კუთვნილ ავტომანქანას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20-5 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).

 

მოწმეთა ჩვენებების სანდოობის შეფასების დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს არ მიუთითებია კონკრეტული მოტივი, რაც შესაძლოა ამოძრავებდათ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც იგონებდნენ ისეთ ფაქტებს რასაც არ ქონდა სინამდვილეში ადგილი. კონკრეტული მოტივის გამოკვეთის გარეშე, რაც წინამდებარე შემთხვევაში დაცვის მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მხოლოდ სიტყვიერ მითითებას, რომ მოწმეები იტყუებიან, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოწმეები სასამართლომ გააფრთხილა ცრუ ჩვენებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

 

რაც შეეხება უშუალოდ გ-----------–--ლის და დ----------–----ს ჩვენებების შინაარს, სასამართლო აღნიშნავს, რომ პატრულ ინსპექტორების ჩვენებები, ერთმანეთთან თანხვედრაშია და არ შეიცავენ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. გ-----------–--ლმა აღნიშნა, რომ პირადად დაინახა გ--------------ა, რომელიც იჯდა ავტომანქანის საჭესთან, ხოლო დ----------–----ს განმარტებით, თავად მივიდა ავტომანქანასთან, რომლის საჭესთან იმყოფებოდა და რომელსაც მართავდა გ--------------ა. მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია გ--------------ას ადმინისტრაციული წესით დაკავების და პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმებთან, სადაც ასევე მითითებული გ--------------ას მიერ ავტომანქანის მართვის ფაქტზე. აღნიშნული ოქმები ხელმოწერილია თავად გ--------------ას მიერ და ოქმებში აღწერილ გარემოებებთან დაკავშირებით გ--------------ას რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს და ხელმოწერით დაადასტურა მათში მითითებული გარემოებები.

 

სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ გ-----------–--ლის და დ----------–----ს ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, თითოეული მოწმის ჩვენება გამყარებულია მეორე მოწმის ჩვენებით. საქმის განხილვის დროს დადგინდა, რომ პატრულ-ინსპექტორები გ--------------ას არ იცნობდნენ და მინიშნებაც კი არ ყოფილა რაიმე მოტივზე, რაც მათ ცრუ ჩვენების მიცემისაკენ უბიძგებდა.

 

საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გ--------------ა არ მართავდა ავტომანქანას აღნიშნა, რომ სამსახურის ავტომანქანის მწყობრიდან გამოსვლის გამო, გ--------------ა თავისი კუთვნილი ავტომანქანით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მას თან ახლდა თანამშრომელი, იმავე კომპანიაში მძღოლის შტატზე დასაქმებული მიხეილ ხ-------კი, რადგან გ--------------ას ხელზე ქონდა გიფსი დადებული და არ შეეძლო ავტომანქანის მართვა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, მსჯავრდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების ტვირთი აკისრია ბრალმდებელს, მაგრამ სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე და მხარეები თავად მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. დაცვის მხარეს სასამართლოში თავისი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც საეჭვოს გახდიდა ბრალდების მტკიცებულებებს, არ წარმოუდგენია. დაცვის მხარეს ქონდა უფლება თავად გამოეკითხა მ----ლ ხ-------კი და სასამართლო სხდომაზე დაეკითხა იგი მოწმის სახით რაც არ განუხორციელებია. დაცვის მხარეს ასევე შეეძლო გ--------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით ჩაეტარებინა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და სასამართლო სხდომაზე დაეკითხა ექსპერტი, რომელიც განუმარტავდა სასამართლოს შეეძლო თუ არა გ--------------ას 20-6 წლის 15 დეკემბერს სატრანსპორტო საშუალების მართვა, რაც ასევე არ განუხორციელებია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია მიმართულია გ--------------ას პასუხისმგებლობის თავის არიდებისაკენ, რადგან მხოლოდ სიტყვიერ მითითებებს, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, სასამართლო ვერ გაიზიარებს.

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ გ--------------ა, თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 9 სექტემბრის განაჩენის აკრძალვის მიუხედავად, 20-6 წლის 15 დეკემბერს მართავდა მის კუთვნილ ავტომანქანას.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-- წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №2-750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--------------ამ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ--------------ას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ--------------ა არის ნასამართლევი, ასევე იმ გარემოებას, რომ არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს სასამართლოში საქმის განხილვის დროს.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------ას მიმართ ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 9 სექტემბრის განაჩენით, გ--------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს გ--------------ას მიმართ თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 9 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და მას, საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე, 59-ე, 67-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე და 2-3-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ--------------ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 9 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, გ--------------ას მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ--------------ას მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ჯარიმას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს წინა, თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 9 სექტემბრის განაჩენით, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, 7 (შვიდი) დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ--------------ას, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) დღე-ღამის ვადით.

 

2. გ--------------ა დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც დაევალოს სასამართლოს მანდატურის სამსახურს.

 

3. გ--------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 20-9 წლის 24 იანვრიდან.

 

4. გ--------------ა მოთავსდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

5. გაუქმდეს გ--------------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გ--------------ას (პ/ნ 0----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული მ----------ას (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თ---–--- ბ----------ის ქუჩა N2--ში, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა - თ---–--- კოდი 0-, სექტორი - ს----------–ო კოდი 1-, კვარტალი 1-, ნაკვეთი 0--/0--, კოდი 0-/5--, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

6. ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა