გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26962-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს ''ს-------–-----------------------------------ა'';
წარმომადგენლები - დ-----------–--ე, ა----------------ი, ნი-------------–---–ი;
მოპასუხე - ს----------–--–--–-------------–--------------–---ა;
წარმომადგენელი - კ--------------ე;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ს----------–--–--–-------------–--------------–---ას მოსარჩელე შპს ''--------–------------------------------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს - 28 652 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 1 მარტს, შპს ''--------–------------------------------------ს'' დირექტორს ნი-------------–---–ს დაუკავშირდა საქართველოში შ--------''-ის წარმომადგენლობის დირექტორი პ------------------ი და გამოთქვა სურვილი უძრავი ქონების სააგენტოს საშუალებით საქართველოში შ--------''-ის წარმომადგენლობას შეეძინა ერთ-ერთი უძრავი ქონება, თუმცა პ------------------ის მიერ შერჩეული ქონება აღნიშნული პერიოდისათვის გაყიდული აღმოჩნდა.
ნი-------------–---–მა პ------------------ის მოთხოვნის შესაბამისად უძრავი ქონების სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით მოიძია უძრავი ქონებები, რომელთა შესახებაც ინფორმაციის შემკვეთისათვის გადაგზავნა მოხდა 2017 წლის 2 მარტს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. აღნიშნულის შემდგომ 2017 წლის 26 აპრილს, ნი-------------–---–ს კვლავ დაუკავშირდა პ------------------ი და სთხოვა მოეძებნა მისთვის შესაფერისი სხვა ალტერნატიული ვარიანტები.
მხარეებს შორის ზეპირად დაიდო შეთანხმება საშუამავლო მომსახურების შესახებ. აღნიშნული შეთანხმების საგანს წარმოადგენდა შპს ''--------–------------------------------------ს'' მიერ უძრავი ქონებების მოძიება-შერჩევა.
2017 წლის 28 აპრილს, ნი-------------–---–ის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით პ------------------ს მიეწოდა 2 უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია და ფოტოსურათები. მხარეთა შეთანხმებით საშუამავლო გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრა ქონების სარეალიზაციო ღირებულების 3%-ის ოდენობით, რომელიც შემკვეთის (უძრავი ქონების შემძენის) მიერ გადახდას ექვემდებარებოდა უძრავი ქონების სააგენტოს მიერ მოძიებულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში. აღნიშნულის პარალელურად, ნი-------------–---–მა სხვა შესაძლო ვარიანტების მოძიების მიზნით დახმარებისთვის მიმართა უძრავი ქონების სააგენტო I-------ს ადმინისტრაციის უფროსს ი-------------ეს, რომელმაც ნი-------------–---–ს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ყველა შერჩეულ უძრავ ქონებაზე.
მოძიებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით ნი-------------–---–ის მიერ მომზადებულ იქნა პრეზენტაცია, რომლის შესახებაც პ------------------ს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების საშუალებით და გადაეგზავნა პ------------------ის მიერ ნი-------------–---–ისათვის მიწოდებულ პირად მეილზე. 2017 წლის 5 მაისს საქართველოში შ--------''-ის წარმომადგენლობის დირექტორი პ------------------ი დაუკავშირდა ნი-------------–---–ს და გადაგზავნილი უძრავი ქონებების ადგილზე დათვალიერება მოითხოვა. ნი-------------–---–მა (შპს ''ს------–-----------------------------------ის დირექტორმა'') და უძრავი ქონების სააგენტო I-------ს თანამშრომელმა გ--------–---–----–---–მა შერჩეული უძრავი ქონებების ადგილზე დათვალიერების მიზნით პ------------------ი წაიყვანეს და უზრუნველყვეს მისთვის ყველა უძრავი ქონების ჩვენება, რომელიც შესაძლოა მომავალში შეეძინა. პ------------------ის დაინტერესება გამოიწვია ერთ-ერთმა უძრავმა ქონებამ, მდებარე: ქ. თბილისი, ქ----------–---------ის მიმდებარედ. აღნიშნული ქონება დაყოფილი იყო 2 ნაწილად და ორივე უძრავი ქონების მესაკუთრე იყო სს ''უ---------–ი'' (ს/კ 2--------; ს/კ 2--------).
პ------------------ი თავდაპირველად დაინტერესდა მხოლოდ ერთი ნაკვეთის შეძენით, თუმცა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება შეეძინა ორივე ნაკვეთი. ამასთანავე, პ------------------ის მოთხოვნას წარმოადგენდა მოსარჩელეს (სააგენტოს) დაეცვა კონფიდენციალურობა და მისი ვინაობა და წარმომავლობა არ გაემჟღავნებინა უძრავი ქონების მესაკუთრესთან მოლაპარაკების ეტაპზე. მოლაპარაკებისა და კლიენტის დაკვეთის შესრულების მიზნით, შპს ''--------–------------------------------------ს'' დირექტორი ნი-------------–---–ი, უძრავი ქონების სააგენტოს I-------ს დირექტორი ი-----–----------ე და გ--------–---–----–---–ი შეხვდნენ შერჩეული უძრავი ქონებების მესაკუთრის სს ''უ---------–ის'' სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ნ-------------ეს, ამასთან, მოლაპარაკებების ეტაპზე დამკვეთის მოთხოვნით დაიცვეს კონფიდენციალურობა და მესაკუთრეს არ გაუმხილეს საქართველოში შ--------''-ის წარმომადგენლობისა და მისი დირექტორის პ------------------ის ვინაობა.
მოსარჩელისა და მისი პარტნიორი სააგენტოების მიერ მოლაპარაკების შემდგომ უძრავი ქონებების საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 980 707 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ფასი მოიცავდა მათ შორის შპს ''--------–------------------------------------ს'' მომსახურების საკომისიოს 955 091 აშშ დოლარის 3%-ს, საერთო ჯამში - 28 652 აშშ დოლარს, რომელიც არსებული შეთანხმების შედეგად უნდა გადაეხადა მოპასუხეს.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ''--------–------------------------------------ს'' მიერ დაუყოვნებლივ მიეწოდა პ------------------ს სრული ინფორმაცია უძრავი ქონებისა და საბოლოო ღირებულების შესახებ, ამასთან მისი თხოვნით კომპანიის მიერ გადაგზავნილ იქნა ორივე უძრავი ქონების საკადასტრო და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. აღნიშნულის შემდეგ, მოსარჩელე მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 6 ივლისს პ------------------ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა მასსა და სს ''უ---------–ს'' შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, სწორედ საშუამავლო ხელშეკრულების საგანზე, (ორ უძრავ ქონებაზე), ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხის მიერ დადებულია მოსარჩელის შპს ''--------–------------------------------------ს'' მიერ მოძიებულ უძრავ ნივთებზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ს----------–--–--–-------------–--------------–---ის დირექტორმა პ------------------მა შპს ს-------–-----------------------------------ის მიერ მოძიებულ უძრავ ქონებებზე ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა სააგენტოს გვერდის ავლით, რაც წარმოადგენს საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევას. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოში შ--------''-ის წარმომადგენლობამ აღნიშნული უძრავი ქონებები (სააგენტოს გვერდის ავლით) შეიძინა 2 230 140 ლარად, რაც 2017 წლის 6 ივლისის ეროვნული ბანკის კურსით შეადგენდა 930 000 აშშ დოლარს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპასუხემ ნასყიდობის ფარგლებში შენობა-ნაგებობის გარეშე არსებული უძრავი ქონების - 1 კვ.მ. ფართი შეიძინა იმაზე გაცილებით მაღალი ღირებულებით კვადრატული - 39.86 აშშ დოლარი, ვიდრე იმავე ადგილზე მდებარე უფრო დიდი ფართის მქონე მეორე უძრავი ქონება, რომელზეც განთავსებული იყო ორი შენობა-ნაგებობა კვ.მ. ფართი 27.45 აშშ დოლარად დღგ-ს ჩათვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის/კომპანიის განმარტებითა და ვარაუდით საქართველოში შ--------''-ის წარმომადგენლობამ სააგენტოს გვერდის ავლით დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ფარგლებში, ფორმალურად განახორციელა ფასების ლავირება, რის შემდეგაც უძრავი ქონებების შეძენისას გადაიხადა იმაზე უფრო ნაკლები დამატებითი ღირებულების გადასახადი - 81 008 აშშ დოლარი, ვიდრე გადაიხდიდა იმ შემთხვევაში თუ უძრავ ქონებას შეიძენდა სააგენტოს მიერ შეთავაზებული და რეალური ღირებულების ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარეს უჩნდება ვარაუდი, რომ საქართველოში შ--------''-ის წარმომადგენლობისა და მისი დირექტორის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა შუამავლის გვერდის ავლით ხელშეკრულების დადება, საშუამავლო გასამრჯელოსა და გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა უძრავი ქონების სააგენტოს მიერ მოძიებულ პირთან, სააგენტოს ინფორმირებისა და შეთანხმებული გასამრჯელოს გადახდის გარეშე, შესაბამისად შ--------'' საშუამავლო ხელშეკრულებით დადგენილი წესით ვალდებულია საშუამავლო გასამრჯელო აანაზღაუროს შეთანხმებული ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საშუამავლო კომპანიასთან არსებული გარიგების არსს წარმოადგენდა უძრავი ქონების შეძენა მოპასუხისათვის მისაღები პირობებით, თუმცა უძრავი ქონება შეძენილ იქნა მოსარჩელისაგან დამოუკიდებლად უფრო მისაღები პირობებით. ვინაიდან, მოსარჩელესთან ურთიერთობამ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს არ არსებობს გასამრჯელოს გადახდის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქმეზე დადგენილი უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტაციის შესწავლის და შეფასების, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების და მოწმეთა ჩვენებებზე (მათი დაინტერესებისა და ობიექტურობის კრიტერიუმების გათვალისწინებით) დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
3.1.1. 2017 წლის 1 მარტს, შპს ''--------–------------------------------------ს'' დირექტორს ნი-------------–---–ს დაუკავშირდა საქართველოში შ--------''-ის წარმომადგენლობის დირექტორი პ------------------ი და გამოთქვა სურვილი უძრავი ქონების სააგენტოს საშუალებით საქართველოში შ--------''-ის წარმომადგენლობას შეეძინა ერთ-ერთი უძრავი ქონება, თუმცა პ------------------ის მიერ შერჩეული ქონება აღნიშნული პერიოდისათვის გაყიდული აღმოჩნდა.
- ნი-------------–---–მა პ------------------ის მოთხოვნის შესაბამისად უძრავი ქონების სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით მოიძია უძრავი ქონებები, რომელთა შესახებაც ინფორმაციის შემკვეთისათვის გადაგზავნა მოხდა 2017 წლის 2 მარტს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. აღნიშნულის შემდგომ 2017 წლის 26 აპრილს, ნი-------------–---–ს კვლავ დაუკავშირდა პ------------------ი და სთხოვა მოეძებნა მისთვის შესაფერისი სხვა ალტერნატიული ვარიანტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმოწერა სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტაცია;
- ექსპერტიზის დასკვნა;
- მიმოწერა ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
3.1.2. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მათ შორის ზეპირად დაიდო შეთანხმება საშუამავლო მომსახურების შესახებ. აღნიშნული შეთანხმების საგანს წარმოადგენდა შპს ''--------–------------------------------------ს'' მიერ უძრავი ქონებების მოძიება-შერჩევა.
- 2017 წლის 28 აპრილს, ნი-------------–---–ის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით პ------------------ს მიეწოდა 2 უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია. მხარეთა შეთანხმებით საშუამავლო გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრა ქონების სარეალიზაციო ღირებულების 3%-ის ოდენობით, რომელიც შემკვეთის (უძრავი ქონების შემძენის) მიერ გადახდას ექვემდებარებოდა უძრავი ქონების სააგენტოს მიერ მოძიებულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები;
- მიმოწერა სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტაცია;
- მიმოწერა ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- მოწმეთა ჩვენებები.
3.1.3. დადგენილია, რომ ნი-------------–---–მა სხვა შესაძლო ვარიანტების მოძიების მიზნით დახმარებისთვის მიმართა უძრავი ქონების სააგენტო I-------ს ადმინისტრაციის უფროსს ი-------------ეს, რომელმაც ნი-------------–---–ს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ყველა შერჩეულ უძრავ ქონებაზე.
- მოძიებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით ნი-------------–---–ის მიერ მომზადებულ იქნა პრეზენტაცია, რომლის შესახებაც პ------------------ს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების საშუალებით და გადაეგზავნა პ------------------ის მიერ ნი-------------–---–ისათვის მიწოდებულ პირად მეილზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები;
- მიმოწერა სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტაცია;
- მიმოწერა ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- მოწმეთა ჩვენებები;
- ექსპერტიზის დასკვნა;
- უძრავი ქონების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია და მისი გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.1.4. 2017 წლის 5 მაისს საქართველოში შ--------''-ის წარმომადგენლობის დირექტორი პ------------------ი დაუკავშირდა ნი-------------–---–ს და გადაგზავნილი უძრავი ქონებების ადგილზე დათვალიერება მოითხოვა.
- ნი-------------–---–მა (შპს ''ს------–-----------------------------------ის დირექტორმა'') და უძრავი ქონების სააგენტო I-------ს თანამშრომელმა გ--------–---–----–---–მა შერჩეული უძრავი ქონებების ადგილზე დათვალიერების მიზნით პ------------------ი წაიყვანეს და უზრუნველყვეს მისთვის ყველა უძრავი ქონების ჩვენება, რომელიც შესაძლოა მომავალში შეეძინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები;
- მიმოწერა სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტაცია;
- მოწმეთა ჩვენებები.
3.1.5. დადგენილია, რომ პ------------------ის დაინტერესება გამოიწვია ერთ-ერთმა უძრავმა ქონებამ, მდებარე: ქ. თბილისი, ქ----------–---------ის მიმდებარედ. აღნიშნული ქონება დაყოფილი იყო 2 ნაწილად და ორივე უძრავი ქონების მესაკუთრე იყო სს ''უ---------–ი'' (ს/კ 2--------; ს/კ 2--------).
დადგენილია, რომ პ------------------ი თავდაპირველად დაინტერესდა მხოლოდ ერთი ნაკვეთის შეძენით, თუმცა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება შეეძინა ორივე ნაკვეთი.
- პ------------------ის მოთხოვნას წარმოადგენდა მოსარჩელეს (სააგენტოს) დაეცვა კონფიდენციალურობა და მისი ვინაობა და წარმომავლობა არ გაემჟღავნებინა უძრავი ქონების მესაკუთრესთან მოლაპარაკების ეტაპზე.
- მოლაპარაკებისა და კლიენტის დაკვეთის შესრულების მიზნით, შპს ''--------–------------------------------------ს'' დირექტორი ნი-------------–---–ი, უძრავი ქონების სააგენტოს I-------ს დირექტორი ი-----–----------ე და გ--------–---–----–---–ი შეხვდნენ შერჩეული უძრავი ქონებების მესაკუთრის სს ''უ---------–ის'' სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ნ-------------ეს, ამასთან, მოლაპარაკებების ეტაპზე დამკვეთის მოთხოვნით დაიცვეს კონფიდენციალურობა და მესაკუთრეს არ გაუმხილეს საქართველოში შ--------''-ის წარმომადგენლობისა და მისი დირექტორის პ------------------ის ვინაობა.
- მოსარჩელისა და მისი პარტნიორი სააგენტოების მიერ მოლაპარაკების შემდგომ უძრავი ქონებების საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 980 707 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ფასი მოიცავდა მათ შორის შპს ''ს------–-----------------------------------ის'' მომსახურების საკომისიოს 955 091 აშშ დოლარის 3%-ს, საერთო ჯამში - 28 652 აშშ დოლარს, რომელიც არსებული შეთანხმების შედეგად უნდა გადაეხადა მოპასუხეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
- მოწმეთა ჩვენებები.
3.1.6. დადგენილია, რომ შპს ''--------–------------------------------------ს'' მიერ დაუყოვნებლივ მიეწოდა პ------------------ს სრული ინფორმაცია უძრავი ქონებისა და საბოლოო ღირებულების შესახებ, ამასთან მისი თხოვნით კომპანიის მიერ გადაგზავნილ იქნა ორივე უძრავი ქონების მონაცემები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები;
- მიმოწერა სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტაცია;
- მოწმეთა ჩვენებები.
3.1.7. მოსარჩელე მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 6 ივლისს პ------------------ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა მასსა და სს ''უ---------–ის'' შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, სწორედ საშუამავლო ხელშეკრულების საგანზე, (ორ უძრავ ქონებაზე), სააგენტოს გვერდის ავლით. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოში შ--------''-ის წარმომადგენლობამ აღნიშნული უძრავი ქონებები (სააგენტოს გვერდის ავლით) შეიძინა - 2 230 140 ლარად, რაც 2017 წლის 6 ივლისის ეროვნული ბანკის კურსით შეადგენდა - 930 000 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები;
- უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებები;
- საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ამონაწერი ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან.
- მოწმეთა ჩვენებები;
- მიმოწერა სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტაცია.
3.1.8. მხარეები სადავოდ არ ხდიან, ასევე შპს ''ა--------------–--------------–-ს'' დასკვნით დგინდება, რომ საშუამავლო მომსახურებისათვის გათვალისწინებული ანაზღაურების საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენს უძრავი ქონების ღირებულების 3%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;
- საექსპერტო დასკვნა.
3.1.9. ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ მითითებული უძრავი ქონების შეძენა განახორციელა საშუამავლო კომპანიის შპს ''--------–------------------------------------ს'' მიერ საშუამავლო მომსახურების გაწევის საფუძველზე, რამდენადაც, განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელდა უძრავი ქონების მოძიება, მასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, მესაკუთრესთან მოლაპარაკება და ა.შ. ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების უმრავლესობამ დაადასტურა, რომ მოპასუხემ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიიღო საშუამავლო კომპანიის მეშვეობით, თუმცა როგორც მოპასუხემ შესაგებელში და შემდეგ სასამართლო სხდომაზე განმარტა, მის ინტერესს წარმოადგენდა ხელშეკრულების უკეთესი პირობების მიღწევა, ანუ უფრო დაბალ ფასად უძრავი ქონების შეძენა.
- სასამართლო მოწმეთა ჩვენებების, აგრეთვე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოპასუხემ საშუამავლო კომპანიის გვერდის ავლით განახორციელა უძრავი ქონების შეძენა, რითაც შეეცადა თავი აერიდებინა საშუამავლო გასამრჯელოს გადახდისაგან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ნივთების შეძენა მოხდა 2 230 140 ლარად, რომლის 3% შეადგენს - 66904 ლარს.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული უდავო და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა ქმნის იმ ლოგიკური ვარაუდის ერთობას, ჯაჭვს, რომლის გაქარწყლების სამართლებრივი მტკიცების ტვირთი შემდგომში მოპასუხე მხარეს აწევს. წარმოდგენილ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოების გასაქარწყლებლად საქმეში წარმოდგენილია მოპასუხე მხარის მიერ მოწმეული მოწმეების (თ-----------------ის და ნ-------------ის) ჩვენებები - ზოგადი და არადამაჯერებელია, თავად მოპასუხის განმარტებები კი არ იძლევა კონკრეტული და სარწმუნო ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებლობის გამო იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება განხორციელდა არა აღნიშნული საშუამავლო ურთიერთობის ფარგლებში არამედ სხვა გზით (მაგ. სხვა შუამავლისა თუ კონკრეტული პირის თუ სხვა საშუალებით) - აღნიშნულის თაობაზე რაიმე სახის უცილო, სარწმუნო მტკიცებულება საქმეზე არ მოიპოვება. ყოველივ ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულების დადება მოპასუხე მხარის მიერ განხორციელდა საშუამავლო მომსახურების გაწევის საფუძველზე განხორციელდა, მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულებები სწორედ ამ შუამავლობის შედეგად დაიდო.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;
- უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებები;
- მოწმეთა ჩვენებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 744-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ არსებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია.
სასამართლო განმარტავს, რომ შუამავლობა წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს, რომლის საგანია საშუამავლო საქმიანობის განხორციელება და მასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურება. საშუამავლო საქმიანობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რომლის მიზანიც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულების დადებაა. ასეთი ხელშეკრულების დადებისთვის შუამავლის ფუნქცია შესაბამისი კონტრაჰენტის მოძიებასა და სახელშეკრულებო პირობების შეთანხმებას წარმოადგენს.
შუამავლობის მთავარი არსი, შემკვეთის მიერ შუამავლის საშუალებით განხორციელებულ მომსახურებაში მესამე პირთან ძირითადი ხელშეკრულების დადებაში მდგომარეობს. იგი სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც ოფერტისა და აქცეპტის სამართლებრივ საფუძვლებზეა დამყარებული. აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტის მოწესრიგების მნიშვნელობა თანამედროვე ეპოქაში დიდია იმდენად, რამდენადაც, ყოველდღიურ ურთიერთობაში საშუამავლო ხელშეკრულების საფუძველზე უამრავი სახის ხელშეკრულება იდება. შუამავლის მიზანს სწორედ შემკვეთსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების დადება წარმოადგენს. სხვა საკითხები, მაგალითად ის, თუ რა სახით გაგრძელდება შემკვეთსა და მესამე პირს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, შუამავლის ინტერესის სფეროს ცილდება.
შუამავლობა ანაზღაურებადი საქმიანობაა. იმის გათვალისწინებით, რომ შუამავალს ანაზღაურების მიღების მოთხოვნის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ ძირითადი ხელშეკრულება კანონიერად იქნა დადებული შემკვეთსა და მესამე პირს შორის, შუამავლის მიერ შემკვეთისთვის ინფორმაციის მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა შემკვეთი იყოს დაცული. ამ მხრივ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს გარკვეული სახის შემზღუდველ ნორმებს, რომლებიც კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს. შუამავლობა თავისი არსით კონკრეტული მოქმედების განხორციელებას გულისხმობს. შუამავალი თავისი ვალდებულების შესრულებისას არ მოქმედებს შემკვეთის სახელით, მისი მთავარი დანიშნულება მესამე პირამდე იმ ძირითადი ინფორმაციის მიტანაა, რომლის საფუძველზეც შემკვეთსა და მესამე პირს შორის უნდა დაიდოს ძირითადი ხელშეკრულება.
განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე კომპანიას მოპასუხისათვის უნდა გაეწია საშუამავლო მომსახურება. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს საშუამავლო მომსახურება გაუწია, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ამჟამად მის საკუთრებად რიცხული 2 (ორი) უძრავი ქონება შეიძინა, მითითებული ხელშეკრულებები სწორედ ამ შუამავლობის შედეგად დაიდო.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში საშუამავლო გასამრჯელოს შეადგენდა უძრავი ქონების სარეალიზაციო ღირებულების - 3%, რომელიც შემკვეთის მიერ უნდა ყოფილიყო გადახდილი უძრავი ქონების სააგენტოს მიერ მოძიებულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში. საქმეზე დადგენილია, რომ უძრავი ქონების შეძენა მოპასუხის მიერ მოხდა - 2 230 140 ლარად, რომლის 3%-ის გადახდა შეთანხმების შესაბამისად - 66904 ლარი - მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან საქმეზე გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად - 2057 ლარის (2007+50=2057) ლარის ოდენობით გადახდა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვს - 3000 ლარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - არაუმეტეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%-ს 2000 ლარის ოდენობით გადახდა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით გადახდილი აქვს - 354 ლარი და 540 ლარი, რომელიც წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნის მომზადების საფასურს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ განცხადება და განმცხადებელს - შპს "მ--"-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს 31 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (ანგარიშის ნომერი: სს ''თ-----------'' ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: T-------, ანგარიშის №G---------------------) განთავსება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ''--------–------------------------------------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ს----------–--–--–-------------–--------------–---ას (ს/კოდი N2--------) მოსარჩელე შპს ''--------–------------------------------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს თანხის - 66904 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ს----------–--–--–-------------–--------------–---ას (ს/კოდი N2--------) მოსარჩელე შპს ''--------–------------------------------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 2057 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე ს----------–--–--–-------------–--------------–---ას (ს/კოდი N2--------) მოსარჩელე შპს ''--------–------------------------------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის (ექსპერტიზის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის) - 894 ლარის გადახდა.
5. მოპასუხე ს----------–--–--–-------------–--------------–---ას (ს/კოდი N2--------) მოსარჩელე შპს ''--------–------------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის (იურიდიული მომსახურებისათვის დაწეული ხარჯის) - 2000 ლარის გადახდა.
6. უცვლელად დარჩეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ, რომლითაც განმცხადებელს - შპს "მ--"-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს 31 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (ანგარიშის ნომერი: სს ''თ-----------'' ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: T-------, ანგარიშის №G---------------------) განთავსება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი