განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
330100117002177547
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4----17

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-----–------–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-------------–--------–-----–-–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 8-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.თბილისი, კ----–----------------------0-ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ათი ეპიზოდი);

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2016 წლის 24 აგვისტოს, ქ.თბილისში, კ----–------------------------------–------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ა------–-–---–მა, ქ---------------ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ს---–--“-ს ვებ გვერდზე „so------“-ზე რეგისტრაცია გაიარა და ქ---------------ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ს---–--“-ს კუთვნილ ფულად თანხას 1300 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ს---–--“-სათვის 1300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

1.2. 2016 წლის 12 სექტემბერს, თბილისში, კ-------–-------–-------------------–-----------------------ში განთავსებული კომპიუტერული მოწყობილობით, ქ--------------–-–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, ა------–-–---–მა გააფორმა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება შპს „ს---–--“-სთან, რის შემდგომაც მოტყუებით დაეუფლა შპს „ს---–--“-ს თანხას 1500 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

1.3. 2016 წლის 30 სექტემბერს, თბილისში, კ----–-------------------–-----------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ა------–-–---–მა, ნ---------------–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ს---–--“-ს ვებ გვერდზე „so------“-ზე რეგისტრაცია გაიარა და ნ---------------–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შედეგად გადმორიცხული ფულადი თანხას 2000 ლარის ოდენობით თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ს---–--“-სათვის 2000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

1.4. 2016 წლის 2 ოქტომბერს, თბილისში, კ----–-------------------–-----------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ა------–-–---–მა, ნ---------------–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ე-------------ი“-ს ვებგვერდზე „e-------“-ზე რეგისტრაცია გაიარა და ნ---------------–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შედეგადაც გადმორიცხულ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ე-------------ი“-სათვის 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

1.5. 2017 წლის 5 იანვარს, თბილისში, კ----–-------------------–-----------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ა------–-–---–მა, თ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ს---–--“-ს ვებ გვერდზე „so------“-ზე რეგისტრაცია გაიარა და თ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ს---–--“-ს კუთვნილ ფულად თანხას 1005 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ს---–--“-სათის 1005 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

1.6. 2017 წლის 20 იანვარს, თბილისში, კ-------–-------–-------------------–-----------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ა------–-–---–მა, თ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ფ-------–---------------------“-ს ვებგვერდზე „m-----------ზე რეგისტრაცია გაიარა და თ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ფ-------–---------------------“-ს კუთვნილ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ფ-------–---------------------“-სათვის 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

1.7. 2017 წლის 20 იანვარს, თბილისში, კ----–-------------------–-----------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ა------–-–---–მა, თ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ტ-----“-ს ვებ გვერდზე „m--------“-ზე რეგისტრაცია გაიარა და თ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ტ-----“-ს კუთვნილ ფულად თანხას 1250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ტ-----“-სათვის 1250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

1.8. 2017 წლის 23 იანვარს, თბილისში, კ----–-------------------–-----------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ა------–-–---–მა, თ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ბ------------“-ს ვებგვერდზე „a-------“-ზე რეგისტრაცია გაიარა და თ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ბ------------“-ს კუთვნილ ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ბ------------“-სათვის 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

1.9. 2017 წლის 23 იანვარს, თბილისში, კ-------–-------–-------------------–-----------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ა------–-–---–მა, თ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „4---------“-ს ვებ გვერდზე „v-------“-ზე რეგისტრაცია გაიარა და თ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „4---------“-ს კუთვნილ ფულად თანხას 250 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „4---------“-სათვის 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

1.10. 2017 წლის 23 იანვარს, თბილისში, კ----–-------------------–-----------------------ში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით, ა------–-–---–მა, თ------------–---–ის პირადი მონაცემების გამოყენებით, შპს „ფ----------“-ს ვებგევრდზე „1--------“-ზე რეგისტრაცია გაიარა და თ------------–---–ის სახელით სესხის ელექტრონული ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა, რის შემდეგაც თაღლითურად დაეუფლა შპს „ფ----------“-ს კუთვნილ ფულად თანხას 300 ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–მა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებული ორგანიზაციისათვის შპს „ფ----------“-სათვის 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ა------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ა------–-–---–ის აღიარებით ჩვენებას, მოწმეების: ქ---------------ის, ქ--------------–-–---–ის, დაზარალებულის წარმომადგენლის ირ---–------------იას, თ------------–---–ის, შპს „ს---–--“-ს წარმომადგენელ თ-------–-----ის, დაზარალებულის წარმომადგენლის დ---------------ის, დაზარალებულის წარმომადგენლის თ-----------–---–ის, ნ---------------–ის, ნ--------------–ის, დაზარალებულის წარმომადგენლის კ------------–--ის, დაზარალებულის წარმომადგენლის გ---------------–---ის და დაზარალებულის წარმომადგენლის თ-----------------ის გამოკითხვის ოქმებს, სს „-----------–--------ი“-დან, სს „ს--–-----ი“-დან, შპს „ს---–--“-დან, სს „თ----------ი“-დან, შპს „ბ------------“-დან, შპს „ტ-----“-დან, შპს „ფ-------–---------------------“-დან, შპს „4---------“-დან, შპს „ფ----------“-დან და შპს „ე-------------ი“-დან გამოთხოვილ ინფორმაციებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ა------–-–---–ის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაულები, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ ა------–-–---–ი თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კუთვნილ ფულად თანხებს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა------–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულებს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ათი ეპიზოდი) გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების შემადგენლობას იძლევა.

 

3.2. იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას. მოცემული დანაშაულის სპეციფიკურ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ გარეგნულად ქონების თუ ქონებრივი უფლების გადაცემა დამნაშავისათვის ხორციელდება ნებაყოფლობით, თავად დაზარალებულების მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულებს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

 

3.3. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულების კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულებს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული ა------–-–---–ი თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა შპს „ს---–--“-ს, შპს „ე-------------ი“-ს, შპს „ფ-------–---------------------“-ს, შპს „ტ-----“-ს, შპს „ბ------------“-ს, შპს „4---------“-ს და შპს „ფ----------“-ს კუთვნილ ფულად თანხებს.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში, თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რომლის მოტყუებით დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებული ზიანი, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ბრალად შერაცხულ ყველა ეპიზოდებში წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ა------–-–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ათი ეპიზოდი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ა------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის წარსული არაფრით არ არის შებღალული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გამოთქვამს მზადყოფნას აანაზღაუროს დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე. ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ა------–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის, 28 ივლისის, 11 ოქტომბრის განაჩენებით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საქმეებზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები და მითითებული განაჩენები გასაჩივრებულია სააპელაციო წესით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა------–-–---–ს საბოლოო სასჯელი არ უნდა დაენიშნოს ამ განაჩენების მხედველობაში მიხედვით.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კერძოდ, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- სს „თ------------ი“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ათი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ს---–--“-ს 2016 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ს---–--“-ს 2016 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ს---–--“-ს 2016 წლის 30 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ე-------------ი“-ს 2016 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ს---–--“-ს 2017 წლის 5 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ფ-------–---------------------“-ს 2017 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ტ-----“-ს 2017 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ ბ------------“-ს 2017 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „4---------“-ს 2017 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ ფ----------“-ს 2017 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ს---–--“-ს 2016 წლის 30 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

13. ნივთიერი მტკიცებულება:

- სს „თ------------ი“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

14. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

15. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი