გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23917-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი თ---–--ი
შესავალი ნაწილი
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ა-- მეშველიანი
მოსარჩელე - შპს „ა-–-----ი-1“
წარმომადგენელი - გ------- თ---------ე
მოპასუხე - შპს „ყ-------------- - თ---–--ი“
წარმომადგენელი - ა-- შ------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 9 845,35 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2014 წლის 13 მაისს შპს „ა-–-----ი-1“-ში შემოწმების მიზნით მოხსნილი იქნა ტურბინული გაზის მრიცხველი. ამის გამო, საზოგადოება სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების მიზნით იძულებული იყო შპს „ყ-------------- - თ---–--ისაგან“ შეეძინა 6050,00 ლარის ღირებულების გაზის მრიცხველი და 3795,35 ლარის ღირებულების კორექტორი, მაშინ როდესაც სამართლებრივად ასეთი ვალდებულება მას არ გააჩნდა.
მოპასუხემ თანხა მიიღო უსაფუძვლოდ. შესაბამისად, 9 845,35 ლარი უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს. აღსანიშნავია, რომ მოხსნილი მრიცხველი არ ყოფილა დაზიანებული, მრიცხველის საფასურის გადახდა მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მრიცხველის დაზიანების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ხოლო კორექტორის საფასური კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება მომხმარებლის რაიმე სახის ბრალეულობა კორექტორის დაკარგვაში.
სემეკის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების მოთხოვნის შესაბამისად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თა--ხმად, მრიცხველი არ აღმოჩნდა დაზიანებული.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ 2014 წლის 23 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის მრიცხველის განვადებით ნასყიდობის შესახებ, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ხელშეკრულების საგნის მიღება და ღირებულების გადახდა შეთანხმებული წესით და პირობებით. მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე მითითება არამართებულია. ამასთან გასულია ხანდაზმულობის ვადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ შპს „ა-–-----ი-1“ შპს „ყ-------------- - თ---–--ის“ აბონენტია, ნომრით 4-----.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა/მონტაჟის შესახებ №------- აქტი (ს.ფ. 19).
3.1.2. 2014 წლის 13 მაისის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა/მონტაჟის შესახებ №1------ აქტით დგინდება, რომ №4----- აბონენტზე განხორციელდა მრიცხველის მოხსნა შემოწმების მიზნით. დამონტაჟდა დროებითი მრიცხველი: T---------------- ტიპის, №8-------; მოიხსნა მრიცხველი T--------------- ტიპის, №8-------.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2014 წლის 13 მაისის №1------ აქტი (ს.ფ. 16).
3.1.3. 2014 წლის 23 ივლისს შპს „ა-–-----ი-1“-სა და შპს „ყ-------------- - თ---–--ს“ შორის გაფორმდა ბუნებრივი გაზის მრიცხველის განვადებით ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გამყიდველმა გადასცა მყიდველს საკუთრებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ბუნებრივი გაზის მრიცხველი (T-- 4-- ერთი ცალი და E-------- – 230 ერთი ცალი), ხოლო მყიდველმა უზრუნველყო საქონლის მიღება და მისი ღირებულების გადახდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
საქონლის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 9 845,35 ლარით. მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიერ 9845,35 ლარის გადახდის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 72-74).
ხელშეკრულება (ს.ფ. 86-89).
3.1.4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 13 იანვრის #--- გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს ,,ა-–-----ი 1’’-ზე ბუნებრივი გაზის საფასურის 573664,52 ლარის დარიცხვა და დაევალა შპს ,,ყ--------------თ---–--ს’’ მოახდინოს შპს ,,ა-–-----ი 1’’-ის მრიცხველის შემოწმება ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 13 იანვრის #--- გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-27).
3.1.5. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ყ--------------თ---–--ის’’ სარჩელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 13 იანვრის #--- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 28-36).
თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინება (ს.ფ. 37-52).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინება (ს.ფ. 53-54).
3.1.6. 2016 წლის 15 ნოემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნის თა--ხმად, T-- – 2 G 4-- D------- 16 მოდელის №8------- მრიცხველის მთვლელი მექანიზმის დამცავ ხუფზე არსებული ბჯენების მთლიანობა დარღვეული არ არის და მათზე გახსნისა და შეღწევისათვის დამახასიათებელი, მექანიკური ზემოქმედების კვლები არ აღინიშნება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
დასკვნა №--------- (ს.ფ. 86-88).
3.1.7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის #----- გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს ,,ა-–-----ი 1’’-ზე ბუნებრივი გაზის საფასურის 573664,52 ლარის დარიცხვა და დაევალა შპს ,,ყ--------------თ---–--ს’’ ცვლილებები შეიტანოს აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის #----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 59-63).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 23 ივლისს შპს „ა-–-----ი-1“-სა და შპს „ყ-------------- - თ---–--ს“ შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის მრიცხველის განვადებით ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 9 ივლისის №-- დადგენილებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებს’’.
“ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 9 ივლისის №-- დადგენილების მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ბუნებრივი გაზის გა--წილების ლიცენზიატებს, მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება; ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები არეგულირებს ურთიერთობებს გა--წილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამა--წილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, გა--წილების ან/და მოხმარების დროს; ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, გა--წილებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
ამავე წესების მე-6 მუხლის თა--ხმად, საცალო მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით. ამ წესების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თა--ხმად, გა--წილების ლიცენზიატი უფლებამოსილია საცალო მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი (მათ შორის, მრიცხველისა და სხვა და--დგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი) მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
აღნიშნული წესების მე-12 მუხლი განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებასა და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტას. ამ მუხლის მე-5 პუნქტის თა--ხმად, საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეძენას, შეცვლას, მოხსნას, შემოწმებას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს გა--წილების ლიცენზიატი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა საცალო მომხმარებელს ან მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება მოიხსნას შემდეგ შემთხვევებში: ა) მრიცხველს გასული აქვს დამოწმების ან/და გეგმიური შემოწმების ვადა _ მრიცხველის დამოწმების ან მისი გამოცვლის მიზნით; ბ) მრიცხველი არ აღრიცხავს ბუნებრივი გაზის მოხმარებას _ მრიცხველის გამოცვლის მიზნით; გ) ადგილზე დაკვირვებისას (ქრონომეტრაჟის ჩატარებისას) მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველისთვის დასაშვებ საპასპორტო ცდომილებას _ ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით; დ) ბრჯენის არარსებობის ან მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) _ ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით; ე) მრიცხველის კონსტრუქციის მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) _ ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით.
დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თა--ხმად, მიმწოდებელს ან გა--წილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს საცალო მომხმარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, ან მოსთხოვოს მას ისეთი პირობის შესრულება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 13 მაისის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენის, გაზის მრიცხველის მოხსნა/მონტაჟის შესახებ №1------ აქტით დგინდება, რომ №4----- აბონენტზე განხორციელდა მრიცხველის მოხსნა შემოწმების მიზნით. დამონტაჟდა დროებითი მრიცხველი: T---------------- ტიპის, №8-------; მოიხსნა მრიცხველი T--------------- ტიპის, №8-------.
შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში წარმოიშვა მე-12 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც გულისხმობს, რომ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოხსნის, შემოწმების, დამოწმების და დამონტაჟების უზრუნველყოფის ვალდებულება გააჩნდა გა--წილების ლიცენზიატს.
2014 წლის 23 ივლისს შპს „ა-–-----ი-1“-სა და შპს „ყ-------------- - თ---–--ს“ შორის გაფორმდა ბუნებრივი გაზის მრიცხველის განვადებით ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გამყიდველმა გადასცა მყიდველს საკუთრებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ბუნებრივი გაზის მრიცხველი (T-- 4-- ერთი ცალი და E-------- – 230 ერთი ცალი), ხოლო მყიდველმა უზრუნველყო საქონლის მიღება და მისი ღირებულების გადახდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
საქონლის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 9 845,35 ლარით. მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიერ 9845,35 ლარის გადახდის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.
მხარეთა შორის წარმოებული დავის შედეგად საბოლოოდ 2016 წლის 15 ნოემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნით დადგინდა, რომ T-- – 2 G 4-- D------- 16 მოდელის №8------- მრიცხველის მთვლელი მექანიზმის დამცავ ხუფზე არსებული ბჯენების მთლიანობა დარღვეული არ არის და მათზე გახსნისა და შეღწევისათვის დამახასიათებელი, მექანიკური ზემოქმედების კვლები არ აღინიშნება. შესაბამისად, არ დადგინდა ისეთი გარემოების არსებობა, რაც მომხმარებელს დაავალდებულებდა გაეღო გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ყ---------------თ---–--ის“ მიერ დადგენილებით დამტკიცებული “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ დარღვევით გაფორმებული გაზის მრიცხველის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით დაირღვა მხარეებს შორის არსებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს წესებში მოცემული პირობები, თა--ხმად “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მრიცხველისა და კორექტორის საფასურის გადახდით მომხმარებელს მიადგა 9845,35 ლარის ზიანი.
3.2.2. სარჩელი არ არის ხანდაზმული.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას ხანდაზმულობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის წარმოშობის დრო, მომენტი, საიდა--ც იწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია მხარეთა შორის გაზის მრიცხველის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის 23 ივლისს და მოხდა თანხის გადახდაც, მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა სწორედ იმ დროიდან როდესაც დადგინდა, რომ მრიცხველი არ იყო დაზიანებული. 2016 წლის 15 ნოემბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნით დადგინდა, რომ T-- – 2 G 4-- D------- 16 მოდელის №8------- მრიცხველის მთვლელი მექანიზმის დამცავ ხუფზე არსებული ბჯენების მთლიანობა დარღვეული არ არის და მათზე გახსნისა და შეღწევისათვის დამახასიათებელი, მექანიკური ზემოქმედების კვლები არ აღინიშნება. სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს, ვინაიდან არ დადგინდა ისეთი გარემოების არსებობა, რაც მომხმარებელს დაავალდებულებდა გაეღო გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა. საწინააღმდეგო დასკვნის პირობებში მოსარჩელეს არ ჰქონდა მოთხოვნის უფლება “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი აღძრულია 2017 წლის 12 სექტემბერს მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება.
სამოტივაციო ნაწილი
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე, 408-ე, 477-ე მუხლებით.
“ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 9 ივლისის №-- დადგენილებით.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.
მხარეთა შორის არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
ბუნებრივი გაზის გა--წილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 9 ივლისის №-- დადგენილება “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“.
“ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 9 ივლისის №-- დადგენილების მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ბუნებრივი გაზის გა--წილების ლიცენზიატებს, მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება; ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები არეგულირებს ურთიერთობებს გა--წილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამა--წილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, გა--წილების ან/და მოხმარების დროს; ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, გა--წილებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
აღნიშნული წესების მე-3 მუხლი განსაზღვრავს მომსახურების სფეროს და ზოგად პირობებს. მესამე მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „ა-–-----ი-1“ შპს „ყ---------------თ---–--ის“ აბონენტია. შესაბამისად, მხარეებს შორის არსებობს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის შესაბამისად, აბონენტის ვალდებულებას წარმოადგენს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადის დაფარვა ყოველთვიურად ქვითარში მითითებული ვადის განმავლობაში.
აღნიშნული წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თა--ხმად, ეს წესები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს გა--წილების ლიცენზიატის, მიმწოდებლისა და საცალო მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, გა--წილების ან/და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თა--ხმად, ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ან/და გა--წილების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თა--ხმად, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის, ასევე, ამ წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები ასეთი ხელშეკრულების საცალო მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს ან გა--წილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს საცალო მომხმარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, ან მოსთხოვოს მას ისეთი პირობის შესრულება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
ამავე წესების მე-6 მუხლის თა--ხმად, საცალო მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით. ამ წესების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თა--ხმად, გა--წილების ლიცენზიატი უფლებამოსილია საცალო მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი (მათ შორის, მრიცხველისა და სხვა და--დგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი) მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
აღნიშნული წესების მე-12 მუხლი განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებასა და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტას. ამ მუხლის მე-5 პუნქტის თა--ხმად, საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეძენას, შეცვლას, მოხსნას, შემოწმებას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს გა--წილების ლიცენზიატი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა საცალო მომხმარებელს ან მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება მოიხსნას შემდეგ შემთხვევებში: ა) მრიცხველს გასული აქვს დამოწმების ან/და გეგმიური შემოწმების ვადა _ მრიცხველის დამოწმების ან მისი გამოცვლის მიზნით; ბ) მრიცხველი არ აღრიცხავს ბუნებრივი გაზის მოხმარებას _ მრიცხველის გამოცვლის მიზნით; გ) ადგილზე დაკვირვებისას (ქრონომეტრაჟის ჩატარებისას) მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველისთვის დასაშვებ საპასპორტო ცდომილებას _ ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით; დ) ბრჯენის არარსებობის ან მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) _ ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით; ე) მრიცხველის კონსტრუქციის მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) _ ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით.
დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თა--ხმად, მიმწოდებელს ან გა--წილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს საცალო მომხმარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, ან მოსთხოვოს მას ისეთი პირობის შესრულება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ მომხმარებლის, როგორც „სუსტი“ მხარის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზანი გა--პირობებს სახელმწიფოს დამცავ ჩარევას კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში. ამგვარად, ხელშეკრულების მხარეთა სამართლიანი ბალანსის შენარჩუნების მიზნით, დასაშვები და გამართლებულია მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევა.
მოცემულ შემთხვევაში, გა--წილების ლიცენზიატმა მოხსნა მრიცხველი აბონენტზე ლაბორატორიული შემოწმების მიზნით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში წარმოიშვა მე-12 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც გულისხმობს, რომ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოხსნის, შემოწმების, დამოწმების და დამონტაჟების უზრუნველყოფის ვალდებულება გააჩნდა გა--წილების ლიცენზიატს.
შპს „ყ---------------თ---–--ის“ მიერ დადგენილების წესების დარღვევით (ზემოთ აღნიშნული მუხლები) გაფორმდა მრიცხველის ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც დაირღვა მხარეებს შორის არსებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება და დამატებით, მრიცხველისა და კორექტორის საფასური სახით, მომხმარებელს მიადგა ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების დარღვევას შედეგად უნდა მოჰყვეს ან დამრღვევი მხარის იძულება შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ან მისი დავალდებულება აა--ზღაუროს შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ეს არის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების დაცვის გარანტია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელდეს მხარეთა ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ა--ზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდა--ც სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ა--ზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის - ზიანის ა--ზღაურების ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ზიანის ა--ზღაურების ყველა პირობა: მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება გამოიხატა შპს „ა-–-----ი-1“-ის მიერ შპს „ყ-------------- - თ---–--ისაგან“ გაზმომარაგების მრიცხველისა და კორექტორის შეძენაში, 9845,35 ლარის თანხის გადახდით, გა--წილების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის პირობებისა და “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 9 ივლისის №-- დადგენილების წესების ბრალეული დარღვევით, დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობით.
ამასთან, დამატებით აღსანიშნავია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თა--ხმად, T-- – 2 G 4-- D------- 16 მოდელის №8------- მრიცხველის მთვლელი მექანიზმის დამცავ ხუფზე არსებული ბრჯენების მთლიანობა დარღვეული არ იყო და მათზე გახსნისა და შეღწევისათვის დამახასიათებელი, მექანიკური ზემოქმედების კვლები არ აღინიშნებოდა. შესაბამისად, მრიცხველი დაზიანებული არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად გა--ხორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მსგავსად სხვა მართლწესრიგებისა, სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით გა--მტკიცებს. კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება.
კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება და კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვაც. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის და--წესს ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, ისევე როგორც ამავე კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილი და მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის და--წესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თა--მშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა, რაც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იხ, სუსგ საქმეზე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მართალია, უფლების ბოროტად გამოყენების ზუსტი ფარგლები არ არის დადგენილი სამოქალაქო კოდექსით, მაგრამ უფლების ბოროტად გამოყენებაზე საუბარი შესაძლებელია სამოქალაქო კანონმდებლობის ზოგად ნორმებზე და პრინციპებზე დაყრდნობით. უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის ძირითად პრინციპს წარმოადგენს ის, რომ სამოქალაქო სამართლის ერთი სუბიექტის მიერ უფლების განხორციელებამ არ უნდა ხელყოს მეორე სუბიექტის უფლებები და კანონიერი ინტერესი. სამოქალაქო უფლებათა გამოყენება უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერად, აღნიშნული უფლებების დანიშნულების შესაბამისად. უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილე არა მხოლოდ ეყრდნობა თავის უფლებებს, არამედ სცილდება კიდეც მის ფარგლებს და ამ დროს იგი განიხილება როგორც განსაკუთრებულ სამოქალაქო სამართალდარღვევად, რომლის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ სამართალდამრღვევის ქმედება ფორმალურად ეყრდნობა მის უფლებებს, მხოლოდ აღნიშნული უფლებების რეალიზაციის შემდეგ სცილდება იგი დადგენილ ფარგლებს, რის შედეგადაც ირღვევა მესამე პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები და საბოლოოდ გამოდის რომ საკუთარი უფლებების გამოყენება იქცევა სამართალდარღვევად.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ უფლების არაკეთილსინდისიერად და არამართლზომიერად განხორციელება გამოიხატა, მის მიერ მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტაში (რასაც უთითებს მოსარჩელე და ასევე ასახულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 13 იანვრის #--- გადაწყვეტილებაში), რამაც მოსარჩელეს შეუქმნა იმგვარი ვითარება, რომ იძულებული გახდა, ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით, ხელი მოეწერა მრიცხველის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაზე, რითაც შპს „ყ---------------თ---–--ი“ მიზნად ისახავდა მის მიერ გასაწევი ხარჯის მომხმარებლისათვის გადაკისრებას.
შესაბამისად, მოპასუხის მიერ დაირღვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 9 ივლისის №-- დადგენილებით დამტკიცებული “ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირობებიც გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილ წარმოადგენს. აღნიშნულის საფუძველზე შპს „ა-–-----ი 1“ უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეს, ხოლო ეს უკა--სკნელი ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანი 9845,35 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში ღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 295,40 ლარის ა--ზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ა-–-----ი - 1“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ყ-------------- - თ---–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 9 845,35 ლარის ა--ზღაურება.
3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 295,40 ლარის ა--ზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თ---–--ი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თ---–--ი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე