გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი - თეკლა გრიგალაშვილი
მოსარჩელე - რა--------------–---–ი.
წარმომადგენელი - ლო-–--------–---–ი.
მოპასუხე - სს ,,სა---------–--------ი’’.
წარმომადგენელი - გო------–---–---–ი.
მოპასუხე - გი-----------–--ე.
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 201--–-–----------ის №1----- აქტით დაყადაღებული რა--------------–---–ის კუთვნილი ა/სატრანსპორტო საშუალება OPEL V----- 1.81, სახ. №S------.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 20---–-–----------ს გი-----------–--ისაგან შეიძინა ა/სატრანსპორტო საშუალება OPEL V----- 1.81, სახ. №S------. ნასყიდობის ფასმა შეადგინა 1500 ლარი და იგი მის მიერ სრულად იქნა გადახდილი, თუმცა ავტომანქანის მის სახელზე რეგისტრაცია ვერ განახორციელა გი-----------–--ის მიზეზით. 20---–-–------------–ს, ავტომობილით მოძრაობისას, იგი შეაჩერა საპატრულო პოლიციამ და ჩამოართვა ავტომობილი იმ მიზეზით, რომ გი-----------–--ის სს ,,სა---------–--------ი’’-ს მიმართ არსებული დავალიანების გამო, ავტომანქანა დაყადაღებული იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე სს ,,სა---------–--------ი’’-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას რა--------------–---–ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2.2. მოპასუხე გი-----------–--ის მიერ წერილობითი შესაგებელი წარმოდგენილი არ არის, მოპასუხე არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და შესაბამისად მოპასუხის პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ა/სატრანსპორტო საშუალება OPEL V----- 1.81, სახ. №S------, რეგისტრირებულია გი-----------–--ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ.15);
3.1.2. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A--------, სადაც მოვალეს წარმოადგენს გი-----------–--ე, ხოლო კრედიტორია სს ,,სა---------–--------ი’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A---------------- მიმართვა (ს.ფ. 16).
3.1.3. დადგენილია, რომ 201--–-–----------ს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ყადაღა დაედო გი-----------–--ის სახელზე რეგისტრირებულ ა/სატრანსპორტო საშუალებას OPEL V----- 1.81, სახ. №S------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (ს.ფ. 17-18);
3.1.4. დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ 20---–-–------------–ს რა-------------–---–ის მიმართ, მის მიერ ავტომობილის სახელმწიფო ნომრით №S------ მართვისას, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ასკ-ის 119-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, დაყადაღებული ა/სატრანსპორტო საშუალება OPEL V----- 1.81, სახ. №S------, არის მოსარჩელე რა--------------–---–ის საკუთრება, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულმა თო-----ე შუ------ის განმარტებით, იგი თავად ახლდა რა-------------–---–ის სადაო ავტომობილის შეძენის დროს და ასევე ესწრებოდა გი-----------–--ისათვის ავტომანქანის ნასყიდობის ფასის გადახდას.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაკითხული იქნა მოწმეები გი---------------–---–ი, მე-------------–---–ი და გ---------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ა/სატრანსპორტო საშუალება OPEL V----- 1.81, სახ. №S------, 2017 წლის ზაფხულზე შეიძინა რა-------------–---–-ა და აღნიშული პერიოდის შემდეგ იგი ავტომანქანას ფლობდა როგორც საკუთარს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს, რომ ავტომანქანა, რომელიც 201--–-–----------ს დაყადაღებულია თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, ეკუთვნის მოსარჩელე რა--------------–---–ს. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის მიერ 20---–-–------------–ს რა-------------–---–ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ასკ-ის 119-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. ასევე დადგენილია, რომ სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოსარჩელე მართავდა ა/სატრანსპორტო საშუალებას OPEL V----- 1.81, სახ. №S------.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი;
- სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე, 477-ე მუხლები;
- ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-91 მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში
ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A--------, სადაც მოვალეს წარმოადგენს გი-----------–--ე, ხოლო კრედიტორია სს ,,სა---------–--------ი’’.
201--–-–----------ს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ყადაღა დაედო გი-----------–--ის სახელზე რეგისტრირებულ ა/სატრანსპორტო საშუალებას OPEL V----- 1.81, სახ. №S------.
მოსარჩელე რა-------------–---–-ა პრეტენზია განაცხადა დაყადაღებული ავტომობილის კუთვნილებასთან დაკავშირებით და სასამართლოში სარჩელი აღძრა მოვალისა და კრედიტორის მიმართ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში. ხოლო ამავე კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე მოწმეთა ჩვენებებით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ომით დადგენილია, რომ ავტომანქანას OPEL V----- 1.81, სახ. №S------, 2017 წლიდან ფლობს მოსარჩელე რა--------------–---–ი.
6.3. ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-1107-1027-2017 საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,რაც შეეხება კასატორის პრეტენზიებს, პალატა არ იზიარებს მათ და განმარტავს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მოძრავი ნივთის შეძენის წესებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი და არა საჯარო სფეროს მიკუთვნებული რომელიმე კანონი ან კანონქვემდებარე აქტი (მათ შორის კასატორის მიერ მოხმობილი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი). საკასაციო სასამართლომ ავტოსატრანსპორო საშუალების ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის განსაზღვრის მიზნით არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ამგვარი ურთიერთობის გადასაწყვეტად უნდა შემოწმდეს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის წინაპირობები, რომლითაც დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-ე-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: Nას-914-954-2011, 27 ოქტომბერი 2011 წელი; №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წელი). გარდა ამისა, საკასაციო პალატის მიერ დადგენილია ერთგვაროვანი პრაქტიკა ასევე მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე და ამ დავებში სასამართლოს მიდგომა შემდეგია: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (მრავალთა შორის იხ. მაგ: სუსგ №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი)’’.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ რა-------------–---–ის მიერ 2017 წელს მოპასუხე გი-----------–--ისაგან შეძენილი იქნა ავტომობილი OPEL V----- 1.81, სახ. №S------. მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა ნასყიდობის საგნის ღირებულება და შეძენის დღიდან იგი უწყვეტად ფლობს ავტომობილს როგორც მესაკუთრე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად რა-------------–---–ის მიერ სარჩელის აღძვრისას სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, არ არსებობს 20---–-–-----------ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლითაც დაკმაყოფილდა რა-------------–---–ის შუამდგომლობა და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A-------- სააღსრულებო საქმეზე, №1----- აქტში მითითებულ ა/სატრანსპორტო საშუალებაზე (OPEL V----- 1.81, სახ. № S--------) აღსრულება რა--------------–---–ის სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. რა--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 201--–-–----------ის №1----- აქტით დაყადაღებული რა--------------–---–ის კუთვნილი ა/სატრანსპორტო საშუალება OPEL V----- 1.81, სახ. №S------.
3. გი-----------–--ეს და სს ,,სა---------–--------ს’’ სოლიდარულად დაეკისროთ რა--------------–---–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 (ას ოცი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გენადი მაკარიძე