გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34037-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.12.2018 წ. ქ. თბი-–-სი
შესავალი ნაწი-–-
თბი-–-სის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე: ი-–-ა ჭ----------ა
მოპასუხე: უ-- ნ-----–-ი-–-
წარმომადგენელი: ნ-----ნ ლ---------ძე
დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარყოფა
აღწერილობითი ნაწი-–-
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს უ-- ნ-----–-ილს დაევალოს ტელეკომპანია „ი-----ის“ გადაცემა „პ-------------ში“ 2016 წლის 30 აგვისტოს გადაცემის დაწყებიდან 25:55 - 26:47 წუთების ინტერვალში მოსარჩელის შესახებ გაკეთებული ცი-–-მწამებლური განცხადების უარყოფა შემდეგი სახით: „ი-–-ა ჭ----------ას მიერ პატიმრების შესახებ არაერთი ინფორმაციის, რომელიც არის კონფიდენციალური, სხვადასხვა პირებისათვის, მათ შორის, მედია საშუალებებისათვის მიწოდების თაობაზე, აგრეთვე აპარატის თანამშრომლების შესახებ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებისა და გაცემის შესახებ უ-- ნ-----–-ი-–-ს განცხადება არის მცდარი და არ შეესაბამება სინამდვილეს“. მოპასუხეს დაევალოს ამ უარყოფის ამავე ან სხვა მედია საშუალებით გავრცელება.
1.2. მოპასუხეს დაევალოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, სასამართლოს მიერ დადგენი-–- ფორმით, მასზედ, რომ „ი-–-ა ჭ----------ას მიერ პატიმრების შესახებ არაერთი ინფორმაციის, რომელიც არის კონფიდენციალური, სხვადასხვა პირებისათვის, მათ შორის, მედია საშუალებებისათვის მოწოდების თაობაზე, აგრეთვე აპარატის თანამშრომლების შესახებ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებისა და გაცემის შესახებ უ-- ნ-----–-ი-–-ს განცხადება არის მცდარი და არ შეესაბამება სინამდვილეს“.
1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანი ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით;
(სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ დააზუსტა და გაზარდა 2017 წლის 19 დეკემბერს ტომი 2, ს.ფ. 323-338).
სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელე 2014 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 11 ივლისამდე მუშაობდა ს----–--- დამცველის აპარატში, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა კონკურსის წესით. საქართველოს ს----–--- დამცველის 2016 წლის 28 აპრი-–-ს ბრძანებით დისციპლინური პასუნისმგებლობის ზომის სახით გამოეცხადა გაფრთხილება. აღნიშნული გადაწყვეტილება გააასაჩივრე სასამართლოში და მოვითხოვე ბრძანების ბათილად ცნობა, ვინაიდან თვლიდა, რომ მოცემული ბრძანება ეწინააღმდეგებოდა კანონს და იგი წარმოადგენდა ს----–--- დამცველის მიერ მის მიმართ განხორციელებული დევნის შედეგს. მოგვიანებით, მოსარჩელის მიმართ დაიწყო კიდევ ერთი დისციპლინური წარმოება და ს----–--- დამცველის 2016 წლის 28 ივლისის ბრძანებით გათავისუფლებლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც ასევე გაასაჩივრა სასამართლოში. დისციპლინური დევნის პერიოდში ი-–-ა ჭ----------ამ გააკეთა არაერთი განცხადება, რა დროსაც საუბრობდა მის მიმართ წარმოებულ დევნაზე. აღნიშნული განცხადებები შუქდებოდა მედიასაშუალებებში. თბი-–-სის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი, ბათილად იქნა ცნობი-–- ს----–--- დამცველის 2016 წლის 8 აპრი-–-სა და 08 ივლისის ბრძანებები და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბი-–-სის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით. უ-- ნ-----–-ილმა მოსარჩელის მიმართ 2016 წლის ივნისში, ასევე მოგვიანებით, აგვისტოში, გაავრცელა ცი-–-სმწამებლური განცხადებები, რაც ზიანს აყენებს უ-- ნ-----–-ი-–-ს პატივს. ღირსებას და საქმიან რეპუტაციას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე წამოდგენი-–- შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელს არ ცნობს;
შესაგებლის საფუძვლები:
მოპასუხის განმარტებით, მის მიერ 2016 წლის 30 აგვისტოს გადაცემა ,,პ-------------ში“ ს----–--- დამცველის მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის ცი-–-სმწამებლური ხასიათის. ამასთან, ჟურნალისტის მიერ პირდაპირ ეთერში დასმული შეკითხვების საფუძველზე, მოპასუხემ გააკეთა კომენტარები და ეს არ ყოფილა მოპასუხის ინიციატივით გავრცელებული განცხადებები და ს----–--- დამცველის პასუხები იყო შეფასებითი მსჯელობა ი-–-ა ჭ----------ას ბრალდებებთან დაკავშირებით და არ ისახავდა მიზნად ცი-–-სმწამებლური ცნობების გავრცელებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს ს----–--- დამცველის 2014 წლის 31 ივლისის N127 ბრძანებით, ი-–-ა ჭ----------ა 2014 წლის 01 აგვისტოდან დაინიშნა საქართველოს ს----–--- დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსად და ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოდ განესაზღვრა 2500 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება, ტომი 1, ს.ფ. 19;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. საქართველოს ს----–--- დამცველის 2016 წლის 8 აპრი-–-ს N119 ბრძანებით, ი-–-ა ჭ----------ას მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება, ტომი 1, ს.ფ. 20;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. საქართველოს ს----–--- დამცველის 2016 წლის 08 ივლისის N206 ბრძანებით, ი-–-ა ჭ----------ა 2016 წლის 11 ივლისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება, ტომი 1, ს.ფ. 21;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. ორივე სადავო ბრძანება ი-–-ა ჭ----------ამ გაასაჩივრა თბი-–-სის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. თბი-–-სის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი-–-ა ჭ----------ას სარჩელი, ბათილად იქნა ცნობი-–- „საქართველოს ს----–--- დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის ი-–-ა ჭ----------ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ს----–--- დამცველის 2016 წლის 8 აპრი-–-ს №119 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობი-–- „საქართველოს ს----–--- დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის ი-–-ა ჭ----------ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ს----–--- დამცველის 2016 წლის 8 ივლისის №206 ბრძანება; საქართველოს ს----–--- დამცველს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ი-–-ა ჭ----------ას საქართველოს ს----–--- დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს ს----–--- დამცველს დაევალოს იძულებითი განაცდური ხელფასის ი-–-ა ჭ----------ას სასარგებლოდ ანაზღაურება მისი თანამდებობიდან განთავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენი-–- თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით. ეს გადაწყვეტყვეტილება ძალაში დარჩა თბი-–-სის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განჩინებებით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 22-48;
- თბი-–-სის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ტომი 2, ს.ფ. 345-406;
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, ტომი 2, ს.ფ. 339-343;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. უ-- ნ-----–-ილმა 2016 წლის 30 აგვისტოს მედია საშუალებით გააკეთა განცხადება ი-–-ა ჭ----------ას მიმართ და განაცხადა, რომ ი-–-ა ჭ----------ას მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების საფუძველი გახდა მის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის, კერძოდ, ს----–--- დამცველის აპარატში დაცული სხვა პირთა პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და პირადი მიზნებისთვის გამოყენების და აპარატის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამიდან რეგისტრირებული განცხადების წაშლის დავალების გაცემის ფაქტების შესწავლა; უდავოა, რომ ამ განცხადების გაკეტების დროს მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება სწორედ მათ შორის ამ საფუძვლებით გამოცემულ სადავო ბრძანებებზე და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გამოვიდა მხოლო ამავე წლის 22 სექტემბერს, ხოლო კანონიერ ძალაში ის შევიდა 2017 წლის 13 ივნისს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- cd დისკი, ტომი 1, ს.ფ. 188;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენი-–- სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწი-–-ს თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105_ე მუხლის მე-2 ნაწი-–-ს შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
სასამართლო, წინამდებარე საქმეში მტკიცების ტვირთის განაწილების განსაკუთრებულ - სპეციალურ წესზე გაამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს შემდეგს:
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენი-–- წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
მთავარი სადავო გარემოებაა დადგინდეს, შეელახა თუ არა მოსარჩელეს სადავო გამონათქვამებით პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ასევე, რეალურად ქონდა თუ არა ადგი-–- იმ გარემოებებს, რაც განმარტებულია სადავო განცხადებებით, ან იყო თუ არა საამისოდ საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები;
მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხის მიერ ცრუ და არასწორი ინფორმაციების გასაჯაროებას მოჰყვა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შელახვა.
მოპასუხის განმარტებით კი, მისი შეფასებები იყო მოსაზრება, რაც ჩამოუყალიბდა დისციპლინური საქმისწარმოების განხილვისას.
მოსარჩელე სადავოდ ხდის, მოპასუხის მიერ გავრცელებულ ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობას და აფასებს მათ, როგორც ცი-–-სწამებას. სასამართლომ კი უნდა დაადგინოს, გავრცელებული ცნობები განეკუთვნებიან ,,ფაქტს“, თუ წარმოადგენენ ავტორთა ,,აზრის“ შეფასებითი მსჯელობის ნაწილს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ამ ტერმინებს განმარტავს შემდეგნაირად: ,,აზრი“ არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ცი-–-სწამებაა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;
პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო პირის ცი-–-სწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისთვის უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული.
სასამართლო განმარტავს, რომ ი-–-ა ჭ----------ა და უ-- ნ-----–-ი-–-, სადავო განცხადების გაკეთების მომენტისათვის, წარმოადგენდნენ ადმიმისტრაციული საქმისწარმოების მხარეებს და შესაბამისად, ის კომენტარები, რომლებიც მოპასუხის მიერ იქნა გაკეთებული მოსარჩელის მისამართით, წარმოადგენს, მისი, როგორც მხარის სუბიექტურ შეფასებას საქმის გარემოებიდან გამომდინარე წარმოშობი-–- ეჭვებისა და ვარაუდის შესახებ. ამდენად, სასამართლო გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას და მიუთითებს, რომ სადავო განცხადებები წარმოადგენს მისი, როგორც ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში მოპასუხის პოზიციას, რაც თავის მხრივ ამ გამონათქვამებისათვის "აზრის" და არა "ფაქტის გადმოცემის" კვალიფიკაციის მინიჭებას იწვევს (მით უმეტეს. რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი სადავო შემთხვევაში, გამოხატვისათვის სწორედ აზრის მინიჭების პრეზუმფციისაკენ იხრება).
სამოტივაციო ნაწი-–-
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან, მოპასუხის მიერ გავრცელებული გამონათქვამები წარმოადგენს სხვა სამართალწარმოების მიმდინარეობისას მისი, როგორც მოპასუხის პოზიციას და წარმოადგენს მოსაზრებას და არა ფაქტს, შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები (და სამართლის სხვა წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი;
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (CASE LAW): CASTELS VS. SPAIN; HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; LINGENS VS AUSTRIA; AUTRONIC AG VS SWITZERLAND; STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM; GORELISHVILI VS GEORGIA; JERSILD VS DENMARK; OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM; SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM; MALONE VS THE UNITED KONGDOM; WINGROWE VS THE UNITED KONGDOM; CUMPANA AND MAZARE VS ROMANIA; KYPRIANOU VS CYPRUS; PEDERSEN AND BAADSGAARD VS DENMARK; RADIO FRANCE VS FRANCE; SUNDAY TIMES VS THE UNITED KINGDOM; HRICO VS SLOVAKIA; BARFORD VS DANMARK; FRESSOZ AND ROIRE VS FRANCE; BERGENS TIDENDE AND OTHERS VS NORVAY; MCVICAR VS THE UNITED KINGDOM; ALVES COSTA VS PORTUGAL; OTTO PREMINGER INSTITUT VS AUSTRIA; BLADET TROMSO AND STENSAAS VS NORWAY; DICHAND AND OTHERS VS AUSTRIA; JANOWSKI VS POLAND; BUSUIOC VS MOLDOVA; MULLER AND OTHER VS SWITZERLAND; WHITE VS SWEDEN; THOMA VS LUXEMBURG;
საქართველოს კონსტიტუციის (გადაწყვეტილების გამოტანის დროსიათვის მოქმედი რედაქცია) მე-19 და 24-ე მუხლები;
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-5, მე-14 მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სასამართლო გვერდს ვერ აუვლის დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ღირებულების - გამოხატვის თავისუფლების, კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი მოვლენის ზოგად და ისტორიულ შეფასებას;
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას, ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.
მეორე მსოფლიო ომში, ადამიანის უფლებათა მასობრივმა და ძალიან უხეშმა დარღვევებმა დაარწმუნა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საჭირო იყო ადამიანის უფლებათა (მათ შორის გამოხატვის თავისუფლების) დაცვისათვის აუცილებელი ქმედითი რეგულაციებისა და მექანიზმების შექმნა. ადამიანის უფლებათა დაცვა ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლის ცალკე დარგად, ხოლო ადამიანი, თავად გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი (ჩამოყალიბდა ე.წ. „სპეციფიკური სუბიექტუნარიანობის“ ცნება, ვინაიდან საერთაშორისო სამართლის სრულყოფი-–- სუბიექტი არის მხოლოდ ისეთი სუბიექტი, რომელიც ამ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქმნის - სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები). უპირველესი ნაბიჯი ამ კუთხით 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ანსამბლეას მიერ მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ გახლდათ. გარდა აღნიშნულისა, სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, ადამიანის და ხალხის უფლებათა აფრიკული ქარტია, ევროპის კავშირის ქარტია ძირითადი უფლებების შესახებ და სხვა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივი-–-ზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ამ საერთაშორისო ხასიათის მქონე სამართლის წყაროს მე-19 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას გააჩნდეს საკუთარი აზრი ჩარევის გარეშე, აგრეთვე, თავისუფლებას, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი მედიის საშუალებით და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად“.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი ასევე შეიცავს აზრის, ინფორმაციის, იდეების მოძიების, მიღებისა და გავრცელების უსაზღვრო თავისუფლებას და მხოლო ვიწროდ განსაზღვრულ და კონკრეტულ პირობებში მიიჩნევს დასაშვებად ამ თითქმის უკიდეგანო თავისუფლების შეზღუდვას (სხვათა უფლებების დასაცავად და სხვა).
სასამართლო აქვე აღნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებს, რომლებითაც, საერთაშორისო სამართლის წყაროების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, აღიარებულია აზრის, სინდისის, სიტყვის, აღმსარებლობისა და რწმენის, ასევე მათი გამოხატვის თავისუფლება და დაუშვებელია მათში ჩარევა, თუ მათი განხორციელება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ამ თავისუფლებათა შეზღუდვა კი, დასაშვებია მხოლოდ კანონით (მუხლი 24) და მხოლოდ ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად და სხვა (იხ. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
გარკვეულწილად, კონსტიტუციის აღნიშნული რეგულაციები და მასში მოცემული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების ჩამონათვალი, ნასულდგმულებია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ფორმულირებით. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს განსახილველი სამართალურთიერთობის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანეს ნორმას და სწორედ მას დაუთმობს სასამართლო ყველაზე დიდ ყურადღებას (შესაბამის პრეცედენტულ სამართალთან ერთად) და მიაკუთვნებს უმნიშვნელოვანეს როლს ასეთი ღირებულებათა კონფლიქტის გადაწყვეტის ჭრილში.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს და თანაც ეროვნული კანონმდებლობის ზემდგომი სამართლის წყაროა (საქართველოს კონსტიტუციის გარდა), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული საერთაშორისო სამართლის წყაროს მიერ არის დადგენი-–- ევროპაში გამოხატვის თავისუფლების (FREEDOM OF EXPRESSION) არსისა და ფარგლების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი - მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც:
1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების, კონვენციის სხვა მუხლების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (ე.წ. CASE LAW). სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, აღქმულ უნდა იქნეს სამართლის პირდაპირ წყაროდ, თანაც ისეთ წყაროდ, რომელიც ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას სამართლის წყაროთა იერარქიაში. აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი). სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებანი და გადაწყვეტილებანი ხსნიან და განმარტავენ კონვენციის ტექსტს, ისინი, სავალდებულო პრეცედენტებია და ამდენად, მოახდენენ თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფონი (მათ შორის საქართველოც) კონვენციის რატიფიცირებას, სახელმწიფოს ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა, ევროპის სასამართლოს სამართალი უნდა აღიაროს სავალდებულოდ შესასრულებლად.
კონვენცია, ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ“ და „შეზღუდვად“ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს. თუმცა, როგორც ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული მიდგომებიდან გამომდინარეობს, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თეზები უნდა განიმარტოს ძალიან ვიწროდ. საქმეში - OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM, სასამართლომ განმარტა, რომ „გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება რიგ გამონაკლისებს, რომლებიც განმარტებული უნდა იყოს ვიწროდ. ამა თუ იმ „შეზღუდვის აუცილებლობა სარწმუნოდ უნდა იყოს დადგენი-–-“. მთავარი კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც ევროპის სასამართლომ შეიმუშავა, მდგომარეობს იმაში, რომ გამოხატვის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, და ის წარმოადგენს დემოკრატიის საყრდენს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების წინაპირობას. აღნიშნული ფუძემდებლური დეფინიცია სასამართლომ ყველაზე უფრო სრულყოფილად გადმოსცა საქმეში -HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; მასში სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა გამოხატვის თავისუფლების ორმაგი დატვირთვა და მისი დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების აუცილებლობა (აღნიშნული განჩინება ევროპის სასამართლოს ყველაზე უფრო ციტირებად განჩინებას წარმოადგენს). ევროპული სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა - ლუციუს ვილდჰაბერმა მას „ზარის რეკვასავით ხშირად განმეორებადი დეკლარაცია“ უწოდა (იხ. „გამოხატვის თავისუფლება“; ევა გოცირიძე; თბი-–-სი 2008წ.).
სწორედ ჰენდისაიდის საქმეში გამოიყენა ევროპის სასამართლომ ცნობი-–- ფრაზა - “offend, shock or disturb”; აღნიშნულით სასამართლომ განმარტა, რომ დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამოხატვა, ანუ ისეთი ინფორმაციებისა და იდეების გავრცელება, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, არამედ ისეთიც, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელია, ვინაიდან, „ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მოთხოვნა, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“. ევროპის სასამართლო, საზოგადოდ შემწყნარებელია ისეთი იდეებისა და ინფორმაციის მიმართ, რომლებიც ზიანს აყენებენ იმ პირთა უფლებებს, რეპუტაციას ვისკენაც არის ისინი მიმართული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ დროს, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში აქტიურად არის ჩართული პრესა და ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული ცნება - „საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხებზე საჯარო დისკუსია“ (განსახილველ დავაშიც ხომ ამ ორი უმნიშვნელოვანესი აქტორის მონაწილეობა გვაქვს სახეზე). თუმცა, ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით, კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში „ჩარევა“ სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფორმულა - offend, shock, disturb, გაგებული უნდა იქნას არა ისე, რომ შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელი ინფორმაცია თუ იდეა ყოველთვის და აბსოლუტურად დაცულია, არამედ ისე, რომ ასეთი ინფორმაციაც და იდეაც, გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული.
იმისათვის, რომ შეზღუდვა, ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია რომ ასეთი შეზღუდვა იყოს გათვალისწინებული - ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით. ანუ, გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტის მაღალი დაცვისათვის, აუცილებელია გარკვეული შემუშავებული რეგულაციები სახელმწიფოს მიერ, რომელიც პირს ნათლად დაანახებს რა წესითაა გათვალისწინებული ამა თუ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი თავისუფლების შეზღუდვა. საქმეში - SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებაში ჩარევა, ვერ ჩაითვლებოდა გამართლებულად, თუ ის კანონზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე ნორმის საფუძველზე განხორციელდა. ნათელი და განჭვრეტადი კანონის თაობაზე რეგულაციას ასევე შეიცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტი. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანი საქმეებია CASE OF MALONE VS THE UNITED KONGDOM და CASE OF WINGROWE VS THE UNITED KONGDOM და სხვა.
სასამართლო თვლის, რომ განსახილველ სამართალწარმოებაში, მოსარჩელის მოთხოვნა ჭეშმარიტად ემყარება კანონისმიერ წყაროებს (სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი); შესაბამისად, შეზღუდვისათვის აუცილებელი ეს ასე ვთქვათ "პირველი" საფუძველი სახეზეა.
ასევე, იმისათვის, რომ შეზღუდვა გამართლებულად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია რომ ეს „კანონით“ გათვალისწინებული შეზღუდვა ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლი-–-ა მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში; ესენია: სახელმწიფო უშიშროება, დანაშაულის თავიდან აცილება, სასამართლოს ავტორიტეტი, სხვათა რეპუტაცია, სხვა უფლებები და ა.შ. აქაც, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევაზე ემსახურება მე-2 პუნქტში მითითებულ ერთ-ერთ მიზანს.
თუ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა განხორციელდა შესაბამისი კანონის გარეშე, ასევე ეს ჩარევა არ ემსახურება ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს, სასამართლო თავისთავად ადგენს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას (ისე რომ აღარც გადადის ჩარევის აუცილებლობისა და თანაზომიერების შეფასებაზე).
რაც მთავარია, ამ ორი ასე ვთქვათ - წინარე ეტაპების გადალახვის შემთხვევაში (სასამართლოს პრაქტიკა მოწმობს, რომ უმრავლესობა საქმეებისა გადალახავს ხოლმე ამ ორ მოცემულობას), ევროპული სასამართლო უკვე მსჯელობს თუ რამდენად აუცილებელი იყო ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში (necessary in the democratic society). აღნიშნული, ასევე გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ევროპის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, სწორედ ამა თუ იმ ჩარევის შეუსაბამობა ზემოაღნიშნულ - „აუცილებლობასთან“ იქცევა ხოლმე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევის განმაპირობებელ ძირითად ასპექტად. მოპასუხე სახელმწიფოები - ხელშემკვრელი მხარეები, სწორედ მათ მიერ გამოხატვის თავისუფლებაში განხორციელებული ჩარევის დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებლობას ვერ ასაბუთებენ იმ შემთხვევებიდან უმრავლესობაში, რომლებშიც სტრასბურგი ადგენს მე-10 მუხლის დარღვევას. სწორედ ამიტომ, უმრავლესობა შემთხვევებში, ევროპის სასამართლოს მიერ არ არის ხოლმე შეწყნარებული სახელმწიფოთა მითითებანი შეზღუდვის აუცილებლობასთან (დემოკრატიულ საზოგადოებაში) მიმართებაში.
თავის მხრივ, შეფასება - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, მოიცავს ორ კომპონენტს: უფლებაში ჩარევის „აუცილებობისა“ და ჩარევის „თანაზომიერების“ შეფასებას.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ფორმულიდან - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, ყურადღებას გაამახვილებს სწორედ პირველ კომპონენტზე: უფლებაში ჩარევის „აუცილებობა“. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული კრიტერიუმი გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმის სათანადოდ შეფასება წყვეტს ხოლმე ევროპის სასამართლოში, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მართებულობის საკითხს და ასევე ეს ცნება იქნება განმაპირობებელი წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე მსჯელობისას.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ თავისთავად გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად უნდა განიხილებოდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ამა თუ იმ გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფის დავალება, როგორც ამას ითხოვს მოსარჩელე. აღნიშნული მიდგომის საფუძვლიანობას ადასტურებს თუნდაც ევროპის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება საქმეში - STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM, რომლის თანახმადაც, გაერთიანებულ სამეფოში გამართული „დიფამაციური პროცესი და მისი შედეგები“ (იგულისხმება სასამართლო სამართალწარმოება და ამის შედეგად განმცხადებელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სასამართლოს მიერ), წარმოადგენდა მოსარჩელეთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, რისთვისაც სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო. შესაბამისად, ნათელია, რომ სანამ სასამართლო ასეთი ფორმით „ჩაერევა“ და „შეზღუდავს“ გამოხატვის თავისუფლებას (განსახილველ შემთხვევაში - მედიის გამოხატვის თავისუფლებას), მან უნდა შეაფასოს და გაიაროს ის ტესტი, რომლითაც აფასებს ევროპის სასამართლო სწორედ ჩარევისა და შეზღუდვის აუცილებლობას.
ევროპის სასამართლოს მიერ, პრეცედენტული სამართლით შემუშავებულია გარკვეული მიდგომები და კრიტერიუმები, გარკვეული გამოკვეთი-–- ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ზემოაღნიშნული „ჩარევის აუცილებლობის“ შეფასებაზე; ასეთი ფაქტორები, იმის გათვალისწინებით თუ რომელი ფაქტორი რა მიმართებაშია სხვა ფაქტორთან, ხშირად წარმოქმნი-–- ღირებულებათა კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტის სხვადასხვა ბალანსს სვამენ:
სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელობა ენიჭება აზრისა და ფაქტის დეფინიციებს. აზრი, რომელიც არის შეფასებითი კატეგორია და ნაკლებად ექვემდებარება მტკიცებას, შედარებით უფრო დაცულია. თუმცა არც ეს დაცვაა აბსოლუტური: ევროპის სასამართლო განმარტავს, რომ რაც უფრო უხეში და სერიოზული ბრალდების შემცველია აზრი, და ამავე დროს რაც უფრო დაუცველი პირის მიმართ არის ის გამოთქმული, მით მეტია ალბათობა ასეთი გამოხატვის შეზღუდვისა. მეორეს მხრივ, შედარებით ნაკლებად შეიძლება იყოს დაცული ფაქტების გავრცელება. თუმცა აბსოლუტური და ერთობლივი მიდგომა არც აქ არსებობს; ევროპის სასამართლო. მოწოდებულია შეიწყნაროს გარკვეული - თუნდაც მცირე ფაქტობრივი მონაცემების შემცველი ინფორმაცია, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში ერთვება ისეთი მნიშვნელოვანი აქტორები როგორებიცაა „საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხები“ და პრესის თავისუფლება; ასევე როდესაც გამოხატვა მიმართულია ნაკლებად დაცვადი (ანუ სახელმწიფოს დაცვის ნაკლები მოთხოვნილების მქონე) პირისადმი - ხელისუფლების ორგანოს, ძლიერი ეკონომიკური სუბიექტის, პოლიტიკოსის მიმართ (აღნიშნულზე ზემოთ დეტალურად უკვე ვისაუბრეთ).
ყოველი ზემოაღნიშნული მსჯელობა და მათში გაკეთებული დასკვნები, თავისთავად განაპირობებს წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ლეგალურ საფუძვლებს და სასამართლო, ამ საქმის კონკრეტული პერიპეტიების თაობაზე მსჯელობისას, რათქმაუნდა აღარ გაიმეორებს ყველა იმ მიდგომებსა თუ კონკრეტულ საქმეებს (CASE LAW), რაც ზემოთ უკვე ჩამოვაყალიბეთ.
მოცემულ საქმეში, შესაძლო დიფამაციური - ცი-–-სმწამებური განცხადების წინააღმდეგს სარჩელი შემოტანი-–-ა ფიზიკური პირის მიერ და მოთხოვნი-–-ა გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა; ანუ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სარჩელის ასეთი ფორმულირების დაკმაყოფილებით, სასამართლო თავისთავად განახორციელებდა „ჩარევას“ გამოხატვის თავისუფლებაში. შესაბამისად, გადმოვიტანოთ ჩარევის დასაბუთებულობის ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებზეც ზემოთ ვიმსჯელეთ და მივყვეთ თანმიმდევრობით:
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.
ზემოთ, უკვე ერთხელ აღვნიშნეთ, რომ სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული - მე-18 მუხლი, ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლები ითვალისწინებენ ამა თუ იმ სუბიექტის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სასამართლო სამართალწარმოების გზით. შესაბამისად, კონვენციის მე-10 მუხლის ასე ვთქვათ „ფორმულის“ (რომელიც გათვალიწინებულია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით) პირველი ელემენტი - „ ჩარევა გათვალისწინებულია კანონით“, სახეზე გვაქვს და ეს სადავო არ არის.
სასამართლო ასევე თვლის, რომ ამ „ფორმულის“ მე-2 ელემენტი - „ჩარევა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს“, ასევე გვაქვს სახეზე. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით რეგლამენტირებული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს სწორედ საქმიანი რეპუტაციის შელახვა წარმოადგენს და განსახილველი სარჩელიც სწორედ ამ საკითხის ირგვლივ არის წარმოდგენი-–-. შესაბამისად, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეს ორი ასე ვთქვათ „პირველადი კრიტერიუმები“, როგორც ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ უმრავლესობა საქმეებში, აქაც გადალახულია.
განსახილველი სარჩელის უარყოფითად გადაწყვეტის უმთავრეს წინაპირობას, სასამართლოს აზრით სწორედ „ჩარევის აუცილებლობის“ არარსებობა წარმოადგენს.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს ,,აზრისა“ და ,,ფაქტის“ სფეროს და აზრს. შესაბამისად, უნდა გაირკვეს სადავო სტატუსების და კომენტარების შინაარსის სიმართლესთან შეუსაბამობა.
წინამდებარე საქმის არსს სწორედ ის წარმოადგენს, რომ ს----–--- დამცველის აპარატში საქმიანობისას ი-–-ა ჭ----------ას მიმართ გამოიცა ორი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე. პირველი ბრზანებით მოსარჩელეს დაეკისრა უფრო მსუბუქი ხასიათის სანქცია, მეორე ბრძანებით კი ი-–-ა ჭ----------ა დათხოვნილ იქნა თანამდებობიდან. ამ აქტების ფაქტობრივი საფუძვლები, ყოფი-–- დამსაქმებლის განმარტებით სწორედ ის შესაძლო დარღვევები იყო, რომელზეც სადავო განცხადებაში ისაუბრა მოპასუხემ.
ამ სამართალწარმოების მიზნებისათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს გარემოებას, ჭეშმარიტად მართებული და კანონიერი იყო თუ არა ეს სადავო ბრძნებები და მათში მითითებულ საფიძვლებს - დარღვევებს მართლაც ჰქონდათ ადგი-–- თუ არა. მთავარია, რომ მოპასუხემ გაავრცელა რეალურად ის ინფორმაცია, რომელიც მის - ადმინსიტრაციული სამართალწარმოების მხარის (ს----–--- დამცველი) პოზიცია გახლდათ იმ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. ამავე დროს, სადავო განცხადების გავრცელებისას, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი არ იყო გამოტანი-–-. ეს მიზეზები განაპირობებენ სასამართლოს რწმენას იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ თავისი შეხედულება გააჟღერა ი-–-ა ჭ----------ას დათხოვნის საფუძვლებზე და ეს კი ამ სადავო გამონათქვამისათვის სწორედ რომ აზრის კვალიფიკაციის მინიჭებას განაპირობებს სიტყვისა და გამოხატვის თაოვისუფლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად.
აღნიშნულის შემდგომ ასევე აზრს კარგავს ჩარევის თანაზომიერების კრიტერიუმზე საუბარი, რამეთუ სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებას მოპასუხის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის შესახებ.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამ, პირველადი ხასიათის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, სასამართლოს აქვე მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდი-–- სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდი-–- სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწი-–-
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ი-–-ა ჭ----------ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
2. მოსარჩელის მიერ გადახდი-–- სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბი-–-სის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწი-–-ს მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბი-–-სის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-ა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწი-–-ს გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბი-–-სის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი