გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
330210018002716870
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32822-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე დი-----–------

წარმომადგენელი შა-–---------–---–-

მოპასუხე მა-----–------–---–-

წარმომადგენელი ლა–--------–---

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მა-----–------–---–-სათვის მოსარჩელე დი-----–------ს სასარგებლოდ 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდის დაკისრება.

 

2011 წლის 16 აგვისტოს გამსესეხებელ დი-----–------სა და მსესხებელ პ-----------------–---–ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა დი-----–------საგან სესხის სახით მიიღო 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში,გ-–------------------------------------------–-------------- წილი 5--0-------0-- იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გამიჯვნის შედეგად, მესაკუთრეები გახდნენ პ-----------------–---–ი და ე-–---------------–---–ი.

 

დი-----–------მ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების პ-----------------–---–ისა და ე-–---------------–---–ის მიმართ, ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით. იპოთეკის საგნის მესაკუთრეებმა პ-----------------–---–მა და ე-–---------------–---–მა აღძრეს შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვეს 2011 წლის 16 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება და უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება.

 

შეგებებული სარჩელი დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ პ-----------------–---–მა სესხის თანხა 4000 აშშ დოლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 19 დღეში დააბრუნა საშუამავლო ფირმაში დი-----–------სათვის გადასაცემად, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინეს შუამავალ მა-----–------–---–-ს ხელწერილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, სადაც მოპასუხე მა-----–------–---–- აღიარებს იმ ფაქტს, რომ 2011 წლის 5 სექტემბერს პ-----------------–---–ისაგან მიიღო დი-----–------სათვის გადასაცემი 4000 აშშ დოლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დი-----–------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა 2011 წლის 16 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულება და უძრავი ქონებები გათავისუფლდა იპოთეკისაგან.

 

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ-----------------–---–მა საშუამავლო კომპანიის მეშვეობით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა 2011 წლის 5 სექტემბერს და სესხის თანხა სრულად გადაუხადა დი-----–------ს საშუამავლო კომპანიის მეშვეობით.

 

მა-----–------–---–- დაეუფლა მოსარჩელის კუთვნილ თანხას, რაც მას არ დაუბრუნებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ. 50-57). 2.1. მა-----–------–---–- არ დაუფლებია დი-----–------ს კუთვნილ თანხას, რადგან მან მიიღო პ-----------------–---–ისაგან გადაცემული 4000 აშშ დოლარი; 2.2. მ------–------–---–ს არ მოუხდენია დი-----–------ს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2011 წლის 16 აგვისტოს გამსესეხებელ დი-----–------სა და მსესხებელ პ-----------------–---–ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა დი-----–------საგან სესხის სახით მიიღო 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, გ-–------------------------------------------–-------------- წილი 5--0-------0-- იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გამიჯვნის შედეგად, მესაკუთრეები გახდნენ პ-----------------–---–ი და ე-–---------------–---–ი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.16-21).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ.23-33).

 

3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დი-----–------ს სარჩელი მოპასუხეების პ-----------------–---–ისა და ე-–---------------–---–ის მიმართ, 2011 წლის 16 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე. დაკმაყოფილდა პ-----------------–---–ისა და ე-–---------------–---–ის შეგებებული სარჩელი. გაუქმდა 2011 წლის 16 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკისაგან გათავისუფლდა პ-----------------–---–ისა და ე-–---------------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ.23-33).

სააღსრულებო ფურცელი. (ს.ფ. 35).

 

3.2.3. 2011 წლის 05 სექტემბრის ხელწერილის მიხედვით, მ------–------–---–მა დაადასტურა, რომ პ-----------------–---–მა მოიტანა დი-----–------ს 4000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ხელწერილი. (ს.ფ. 22).

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე, 316-ე, 623-ე, 158-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მონაწილე მხარე შეიძლება იყოს ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი. მისი წარმოშობის საფუძვლებს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 976-991 მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრება სახეზეა, მაშინ როცა ერთი პირი მეორე პირს გადასცემს რაიმე ქონებას ვალდებულების გარეშე, შეცდომით ან შეგნებულად ხდება სხვისი ვალის გასტუმრება, სხვის ქონებაზე სამუშაოების გაწევა... აქვე აღსანიშნავია, რომ უსაფუძვლო გამდიდრება შეიძლება გამოიხატოს სხვა საშუალებებითაც, რასაც სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს, ამას უთითებს სსკ-ის 991-ე მუხლი. უსაფუძვლო გამდიდრება კი თავის მხრივ შეიძლება გამოიხატოს სარგებლის მიღებაში ან ქონების დაზოგვაში. “კრედიტორად გამოდის პირი, რომლის ხარჯზეც სხვამ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიძინა ან დაზოგა ქონება. ხოლო მოვალე ის პირია, რომელმაც უსაფუძვლოდ შეიძინა ან დაზოგა ქონება და, შესაბამისად გამდიდრდა.” უსაფუძვლო გამდიდრების მუხლების მიზანია სამოქალაქო ბრუნვის სიმყარის შენარჩუნება და იმ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რომელიც არსებობდა უსაფუძვლო გამდიდრებამდე. იგი ძირითადად მიმართულია კრედიტორის ინტერესების დასაცავად. სწორედ ასეთ მიზანს ისახავს უსაფუძვლო გამდიდრების თავში შემავალი სსკ-ის 982-ე მუხლიც.

 

სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. მე-2 ნაწილის თანახმად კი, ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისგან მოითხოვოს დაუყოვნებლივ ანაზღაურება.

 

ზემოაღნიშნული მუხლის გამოყენების საფუძველი შეიძლება წარმოიშვას როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე. უსაფუძვლო გამდიდრება თავისი ბუნებით წარმოადგენს მხარეთა არასახელშეკრულებო ურთიერთობას. უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოიშობა ვალდებულება. მიუხედავად ამისა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ხელმყოფს ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცეს ესა თუ ის ნივთი, თუმცა შესაძლოა განახორციელოს ისეთი მოქმედება, რაც სცილდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. შესაბამისად ხელყოფის ფაქტის ფაქტობრივი საფუძველი შეიძლება იყოს როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

სსკ-ის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ბუნებრივია არ შეიძლება გავრცელდეს ყველა სახის სამართლებრივ სიკეთეზე, რადგან, იმისათვის რომ ეს უკანასკნელი გახდეს ამ მუხლით დაცული ობიექტი, სახეზე უნდა იყოს ამ მუხლით დადგენილი მთელი რიგი გარემოებები. ერთი შეხედვით 982-ე მუხლი შეიძლება გავრცელდეს იმ სამართლებრივ სიკეთეებზე, რომლებიც წარმოადგენს უფლებამოსილი პირის საკუთრებას, თუმცა ამას ეს მუხლი პირდაპირ არ აღნიშნავს. შესაბამისად სამართლებრივი სიკეთე შეიძლება ე.წ. აღმჭურველი ნორმის საფუძველზე აძლევდეს გარკვეული სახის უფლებას უფლებამოსილ პირს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები არიან ერთი მხრივ მოვალე, რომელსაც გააჩნია ვალდებულება და მეორე მხრივ კრედიტორი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნის უფლება. მოვალის ვალდებულება ყოველთვის შეესაბამება კრედიტორის მოთხოვნის უფლებას. არ არსებობს ვალდებულება მოთხოვნის უფლების გარეშე და შესაბამისად არ არსებობს მოთხოვნის უფლება, ვალდებულების გარეშე. სესხის ხელშკრულებით მსესხებელს გააჩნია ვალდებულება გამსესხებლის მიმართ დააბრუნოს სესხი, აღნიშნულ ვალდებულებას შეესაბამება გამსესხებლის მოთხოვნის უფლება - მოითხოვოს სესხის დაბრუნება. ამდენად, ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში, კრედიტორი, ვალდებულების არსებობის საფუძველზე, უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს ამ ვალდებულების შესრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2011 წლის 16 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორმა დ-------–------მ აღძრა სარჩელი მოვალისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციის თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე დი-----–------, როგორც სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში კრედიტორი, არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, მა-----–------–---–-საგან სესხის დაბრუნება, რადგან ასეთი შესრულების ვალდებულება გააჩნდა მსესხებელს პ------------------–---–ს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დი-----–------სა და მ------–------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა არ წარმოშობილა უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად, რადგან დადგენილია, რომ მოპასუხეს სადავო თანხა არ მიუღია მოსარჩელე დი-----–------საგან. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კი ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება, დი-----–------ს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის ფაქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 297.80 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ------–------–---–ს (პ/N0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: ქ. თბილისი, ს------–-----------------------------------, საკადასტრო კოდი: N8-.0--------.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს დი-----–------ს სარჩელი მოპასუხე მა-----–------–---–-ს მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ------–------–---–ს (პ/N0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: ქ. თბილისი, ს------–-----------------------------------, საკადასტრო კოდი: N8-.0--------.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია