გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
330210017001857587
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/8048-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,კ------------ი“

წარმომადგენელი - მ------ დ---–--ე

 

მოპასუხე - ილ-----------–-–---–ი, ლ-------–-------–---–ი

წარმომადგენელი - ს-------- გ-------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ილ-----------–-–---–ს, 2014 წლის 04 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 38 233.48 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 18935,74 აშშ დოლარი, სარგებელი - 16763,90 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 1818,18 აშშ დოლარი, საკომისიო - 580,81 აშშ დოლარი და ჯარიმა - 134,85 აშშ დოლარი.

1.2. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდეს მოპასუხე ლ-------–-------–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე - ქ--–---------–---- ქუჩა ბ----, 2--, ს--------–---, ფართი 47,80 კვ.მ. მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად. საკადასტრო კოდი N0------------------ რეალიზაცია.

1.3. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ილ-----------–-–---–ის მიმართ დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხე ილ-----------–-–---–ი საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

1.4. მოპასუხე ილ-----------–-–---–ს 2015 წლის 26 თებერვლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 359.08 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 227,34 აშშ დოლარი, სარგებელი - 39,38 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 3,81 აშშ დოლარი და ჯარიმა - 88,55 აშშ დოლარი.

1.5. მოპასუხე ილ-----------–-–---–ს 2015 წლის 19 მარტის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 628.91 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 394,66 აშშ დოლარი, სარგებელი - 63,65 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 10,76 აშშ დოლარი და ჯარიმა - 159,84 აშშ დოლარი.

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 20 ივნისს შ-----------------------------------–-----------"-სა და მოპასუხე ილ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ილ-----------–-–---–ის სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით.

2014 წლის 20 ივნისს გაფორმებული სესხის ხაზით მომსახურეობის ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 20 ივნისს შ----------------------------------–-----------"-სა და ილ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (#2--------------) და იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ--–---------–---- ქუჩა ბ---- 2--, ს--------–---, ფართი 47,80 კვ.მ. მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად საკადასტრო კოდით N0------------------ იპოთეკის ხელშეკრულების 5.11 პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავს იპოთეკარის მოთხოვნას.

ილ-----------–-–---–თან 2014 წლის 20 ივნისს გაფორმებული სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 04 დეკემბერს შ----------------------------------–-------------სა და ილ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 24 000 (ოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარი 54 თვით, 0,74% თვიური საპროცენტო სარგებლით. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი (მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე მუხლის 5.2 პუნქტით კი მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები (იხ. დანართი - სესხის გადახდის გრაფიკი), აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 3.8 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0,27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების 9.2 მუხლის მიხედვით „მსესხებელი“ იხდის საკომისიოს, კერძოდ, სესხის მიღებისას დაექვითება მთლიანი სესხის 1,5% ხოლო ყოველ მეთორემეტ თვეს კი გადაიხდის ამ მომენტისთვის გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხის 0,5%-ს.

2014 წლის 04 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებაში 2016 წლის 05 თებერვალს მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც სესხის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა 2016 წლის 05 იანვრამდე და გახდა ჯამში 133 (ას ოცდაცამეტი) თვე, ხოლო ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი შემცირდა 0,72%-მდე, რის შედეგადაც მას თითქმის გაუნახევრდა ყოველთვიური გადასახდელი თანხა, კერძოდ, ყოველთვიური 641,71 აშშ დოლარის ნაცვლად გადასახდელი გახდა 340,93 აშშ დოლარი.

2016 წლის 06 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება ილ-----------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე (ს/კ N0----------------------) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (დაინტერესებული პირი ლ-------–-------–---–ის), რაც 2016 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის მიერ და მოსარჩელის სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა ლ--------–-------–---–ი (პ/ნ N-----------). მოსარჩელის მიერ გაფრთხილებულ იქნა უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების შესაძლო რეალიზაციის შესახებ.

 

მსესხებელმა, მიუხედავად ყოველთვიური გადასახდელი თანხის შემცირებისა, მაინც დაარღვია სესხის ხელშეკრულება და 2016 წლის ნოემბრიდან შეწყვიტა გრაფიკით დადგენილი თანხის გადახდა. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. მოსარჩელის მიერ არაერთხელ განხორციელდა მსესხებლისთვის წერილობითი გაფრთხილების ჩაბარება დავალიანების გადაუხდელობის შედეგებზე, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ სახლი, სადაც ცხოვრობდა და რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, მოსარჩელემ გაასხვისა და იქ აღარ ცხოვრობს, ხოლო რეგისტრაციის მისამართზე მსესხებლის დედა უარს აცხადებდა წერილის მიღებაზე, ვერ მოხერხდა წერილის ადრესატისთვის გადაცემა. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს - 38233,48 (ოცდათვრამეტი ათას ორას ოცდაცამეტი და 48) აშშ დოლარს, საიდანაც 18935,74 (თვრამეტი ათას ცხრაას ოცდათხუთმეტი და 74) აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 16763,30 (თექვსმეტი ათას შვიდას სამოცდასამი და 900 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 1818,18 (ათას რვაას თვრამეტი და 18) აშშ დოლარი არის დაზღვევის თანხა, 580,81 (ხუთას ოთხმოცი) და 81) აშშ დოლარი არის საკომისიო, ხოლო 134,85 (ას ოცდათოთხმეტი და 85)აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა.

 

ილ-----------–-–---–სა და შ----------------------------------–------------” შორის 2014 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ბარათი, რომლის ლიმიტად დამტკიცდა 2300 (ორი ათას სამასი) აშშ დოლარი, მოქმედების ვადად განისაზღვრა 148 თვე, სარგებელი 0%-დან 1,32%-მდე თვეში, რომელიც გამოანგარიშება სწორხაზოვანი მეთოდით და რომლის ზუსტი ოდენობაც მოცემულია გადახდის გრაფიკში. ბარათის ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევა და დაზღვევისთვის გადასახდელი თანხის გადახდა. ხელშეკრულების 1.8 მუხლის მიხედვით ბარათის მიმღებმა უნდა გადაიხადოს შემდეგი საკომისიოები: მომსახურების საკომისიო და “განვადების ბარათზე” ლიმიტის დამტკიცებისა და განახლებისათვის მომსახურების საკომისიო. 1.9 მუხლის თანახმად. მომსახურების საკომისიო და “განვადების ბარათზე” ლიმიტის დამტკიცებისა და განახლებისათვის მომსახურების საკომისიო გადაიხდება შემდეგი ოდენობით: მომსახურების საკომისიო - განაღდებული თანხის 2,5% და განვადების ბარათზე ლიმიტის დამტკიცებისა და განახლებისთვის მომსახურების საკომისიო - განაღდებული თანხის ოდენობის 2,5%. მსესხებელმა ორჯერ გამოიყენა ბარათი, კერძოდ: მსესხებელმა 2015 წლის 24 თებერვალს განახორციელა ბარათის გატარება და შეიძინა ნივთი/ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 26 თებერვალს გაიცა სესხი 1111,36 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, 1,32%-ით, საიდანაც 1058,44 აშშ დოლარი არის ნივთის ღირებულება, ხოლო 52,92 აშშ დოლარი შეადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკომისიოს. მსესხებელმა 2015 წლის 18 მარტს განახორციელა ბარათის გატარება და შეიძინა ნივთი/ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 19 მარტს გაიცა სესხი 1242,61 (ათას ორას ორმოცდაორი და 61) აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, 1,32%-ით, საიდანაც 1183,43 აშშ დოლარი არის ნივთის ღირებულება, ხოლო 59,18 აშშ დოლარი შეადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკომისიოს.

 

მსესხებლის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, მოპასუხის დავალიანება დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს:

1) 2015 წლის 26 თებერვლის სესხზე - 359,08 აშშ დოლარს, საიდანაც 227,34 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 39,38 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 3,81 აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 88,55 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა;

2) 2015 წლის 19 მარტის სესხზე - 628,91 აშშ დოლარს, საიდანაც 394,66 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 63,65 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 10,76 აშშ დოლარი არის სოცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 159,84 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა (იხ. სარჩელი და სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ, 2014 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 18 935.74 აშშ დოლარის ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ სცნო (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1. 2014 წლის 20 ივნისს შ-----------------------------------–-----------"-სა და მოპასუხე ილ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ილ-----------–-–---–ის სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, 240 თვის ვადით.

აღნიშნული ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსარჩელე სუფლება ჰქონად მიეღო დაკმაყოფილება წინამდებარე ხელშეკრულების 5.1. პუნქტში აღნიშნული უზრუნველყოფის საგნიდან და გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად გაფორმებული სხვა ხელშეკრულებების საგნებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 20 ივნისის ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე (ს.ფ. 19-20)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2014 წლის 20 ივნისს გაფორმებული სესხის ხაზით მომსახურეობის ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 20ივნისს შ----------------------------------–-----------"-სა და ილ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (#2--------------) და იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე: ქ--–---------–---- ქუჩა ბ----, 2--, ს--------–---, ფართი 47,80 კვ.მ. მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად. საკადასტრო კოდით N0------------------.

იპოთეკის ხელშეკრულების 5.11 პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლებოდა დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა იპოთეკარის მოთხოვნას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 20 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.3. 2014 წლის 04 დეკემბერს შ----------------------------------–-------------სა და ილ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 24 000 (ოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარი 54 თვის ვადით, 0,74% თვიური საპროცენტო სარგებლით.

სესხის ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი (მსესხებელი სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზედაც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე მუხლის 5.2. პუნქტით კი მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები (იხ. დანართი - სესხის გადახდის გრაფიკი), აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 3.8 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0,27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

სესხის ხელშეკრულების 9.2 მუხლის მიხედვით „მსესხებელი“ იხდის საკომისიოს, კერძოდ, სესხის მიღებისას დაექვითება მთლიანი სესხის 1,5% ხოლო ყოველ მეთორმეტე თვეს კი გადაიხდის ამ მომენტისთვის გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხის 0,5%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 04 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.4. 2014 წლის 04 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებაში 2016 წლის 05 თებერვალს მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც სესხის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა 2016 წლის 05 იანვრამდე და გახდა ჯამში 133 (ას ოცდაცამეტი) თვე, ხოლო ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი შემცირდა 0,72%-მდე, რის შედეგადაც მას თითქმის გაუნახევრდა ყოველთვიური გადასახდელი თანხა, კერძოდ, ყოველთვიური 641,71 აშშ დოლარის ნაცვლად, 340,93 აშშ დოლარი გახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 05.02.2016 წლის შეთანხმება (ს.ფ. 28)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.5. ილ-----------–-–---–სა და შ----------------------------------–------------” შორის 2014 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ბარათი 1----------------, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 2300 (ორი ათას სამასი) აშშ დოლარი, მოქმედების ვადად განისაზღვრა 148 თვე, სარგებელი 0%-დან 1,32%-მდე თვეში, რომელიც გამოანგარიშება სწორხაზოვანი მეთოდით და რომლის ზუსტი ოდენობაც მოცემულ იქნა გადახდის გრაფიკში.

 

ბარათის ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევა და დაზღვევისთვის გადასახდელი თანხის გადახდა. ხელშეკრულების 1.8 მუხლის მიხედვით ბარათის მიმღებმა უნდა გადაიხადოს შემდეგი საკომისიოები: მომსახურების საკომისიო და “განვადების ბარათზე” ლიმიტის დამტკიცებისა და განახლებისათვის მომსახურების საკომისიო.

 

ხელშეკრულების 1.9 მუხლის თანახმად. მომსახურების საკომისიო და “განვადების ბარათზე” ლიმიტის დამტკიცებისა და განახლებისათვის მომსახურების საკომისიო გადაიხდება შემდეგი ოდენობით: მომსახურების საკომისიო - განაღდებული თანხის 2,5% და განვადების ბარათზე ლიმიტის დამტკიცებისა და განახლებისთვის მომსახურების საკომისიო - განაღდებული თანხის ოდენობის 2,5%. მსესხებელმა ორჯერ გამოიყენა ბარათი, კერძოდ: მსესხებელმა 2015 წლის 24 თებერვალს განახორციელა ბარათის გატარება და შეიძინა ნივთი/ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 26 თებერვალს გაიცა სესხი 1111,36 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, 1,32%-ით, საიდანაც 1058,44 აშშ დოლარი არის ნივთის ღირებულება, ხოლო 52,92 აშშ დოლარი შეადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკომისიოს. მსესხებელმა 2015 წლის 18 მარტს განახორციელა ბარათის გატარება და შეიძინა ნივთი/ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 19 მარტს გაიცა სესხი 1242,61 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, 1,32%-ით, საიდანაც 1183,43 აშშ დოლარი არის ნივთის ღირებულება, ხოლო 59,18 აშშ დოლარი შეადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკომისიოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულება (განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ) (ს.ფ. 30-35)

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 36)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.6. 2017 წლის 24 მარტის ცნობის თანახმად, მოპასუხე ილ-----------–-–---–ის დავალიანება სს ,,კ------------ის“ მიმართ, 2014 წლის 04 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან (განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ) გამომდინარე 2017 წლის 24 მარტის მდგომარეობით შეადგენს 987.99 აშშ დოლარს, ხოლო 2014 წლის 04 დეკემბერს გაფორმებული #2------------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 25 მარტის მდგომარეობით შეადგენს 38 233.48 აშშ დოლარს, საიდანაც 18935,74 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 16763,30 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 1818,18 აშშ დოლარი არის დაზღვევის თანხა, 580,81 აშშ დოლარი არის საკომისიო, ხოლო 134,85 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობები დავალიანების შესახებ (ს.ფ. 38-39)

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 40-43)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.7. უძრავი ქონების, მდებარე ქ------–---- ბ----ს ქუჩა N2--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------------- საკუთრების, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ეკუთვნის მოპასუხე ლ-------–-------–---–ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 62-63; 68-69)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.8. ილ-----------–-–---–მა 2015 წლის 24 თებერვალს განახორციელა ბარათის გატარება და შეიძინა ნივთი/ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 26 თებერვალს გაიცა სესხი 1111,36 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, 1,32%-ით, საიდანაც 1058,44 აშშ დოლარი არის ნივთის ღირებულება, ხოლო 52,92 აშშ დოლარი შეადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკომისიოს. მსესხებელმა 2015 წლის 18 მარტს განახორციელა ბარათის გატარება და შეიძინა ნივთი/ნივთები. აღნიშნულ ტრანზაქციაზე 2015 წლის 19 მარტს გაიცა სესხი 1242,61 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, 1,32%-ით, საიდანაც 1183,43 აშშ დოლარი არის ნივთის ღირებულება, ხოლო 59,18 აშშ დოლარი შეადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკომისიოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა ტრანზაქციის შესახებ (ს.ფ. 37)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.9. მსესხებლის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, მოპასუხის დავალიანება დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს:

 

2015 წლის 26 თებერვლის სესხზე - 359,08 აშშ დოლარს, საიდანაც 227,34 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 39,38 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 3,81 აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 88,55 აშშ დოლარი -დარიცხული ჯარიმა.

 

2015 წლის 19 მარტის სესხზე - 628,91 აშშ დოლარს, საიდანაც 394,66 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 63,65 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 10,76 აშშ დოლარი არის სოცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 159,84 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა ტრანზაქციის შესახებ (ს.ფ. 37)

- წერილობითი გაფრთხილებები (ს.ფ. 46-47; 49-50)

- საფოსტო კორესპონდენცია (ს.ფ. 45; ს.ფ. 48; 51; 53; 56

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.10. შ-----------------------------------–------------ ამჟამად არის სს „კ------------ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი რეესტრიდან (ს.ფ. 70-78)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,კ------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, შემცირდეს მხოლოდ ჯერიმის ნაწილში.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 868-ე, 873-ე, 892-ე, 895-ე მუხლები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წამოდგენილ შემთხვევაში სს ,,კ------------ს“ და მოპასუხეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ სს ,,კ------------სა“ და ილ-----------–-–---–ს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიერ სრულდებოდა არაჯეროვნად, შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი დავალიანების ცნობების და მსესხებლის ანგარიშიდან ამონაწერების თანახმად, მოპასუხე ილ-----------–-–---–ის დავალიანება შეადგენს - 2015 წლის 26 თებერვლის სესხზე - 359,08 აშშ დოლარს, საიდანაც 227,34 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 39,38 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 3,81 აშშ დოლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 88,55 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა; ხოლო 2015 წლის 19 მარტის სესხზე - 628,91 აშშ დოლარს, საიდანაც 394,66 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 63,65 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 10,76 აშშ დოლარი არის სოცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 159,84 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე აქვს დავალიანება 38 233.48 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 18935,74 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1676,30 აშშ დოლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი, 1818,18 აშშ დოლარი არის დაზღვევის თანხა, 580,81 აშშ დოლარი არის საკომისიო, ხოლო 134,85 აშშ დოლარი არის დარიცხული ჯარიმა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოს წინაშე არ წარმოდგენილა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენი-–--, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ილ-----------–-–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 მუხლის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ილ-----------–-–---–ის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ სცნო სარჩელი, კერძოდ, 2014 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამოდინარე მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნები არ სცნო. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა აღნიშნულ მოთხოვნასთან - სესხის ძირი თანხის ნაწილთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა რა ფულადი თანხა, აღნიშნული ხელშეკრულებები იყო სარგებლიანი. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ჯეროვნად არ აქვს შესრულებული, რასაც თავად მხარეთა ახსნა-განმარტებაც ადასტურებს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსი-–--, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) სს ,,კ------------ი“ უფლებამოსი-–-- მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

 

აღნიშულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,კ------------ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, 2014 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით უნდა განხორციელდეს, მოპასუხე ლ-------–-------–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე - ქ--–---------–---- ქუჩა ბ----, 2--, ს--------–---, ფართი 47,80 კვ.მ. საკადასტრო კოდით N0------------------ რეალიზაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სესხის ხაზით მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების 5.3. პუნქტზე, სადაც მხარეთა მიერ ცალსახად მიეთითა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს უზრუნველყოფის საგნიდან ანუ იპოთეკის ხელშეკრულებიდან, ასევე სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმებული სხვა ხელშეკრულებების საგნებიდან. მოცემულ შემთხვევაში არსებობს მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულება, შესაბამისად, 2014 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაც სწორედ აღნიშნული იპოთეკის საგნიდან უნდა დაიფაროს და არ უნდა მოხდეს მოპასუხე ილ-----------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევა. ასევე აღსანიშნავია იპოთეკის ხელშკრულების 5.11 პუნქტი, სადაც მიეთითა, რომ მოთხოვნა არ ჩაითვლებოდა დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას. აღნიშნულ ხელშეკრულებაში არსად იყო დათქმა სხვა ქონებაზე მიქცევასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არ მომხდარა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ თუკი არსებული დავალიანების დაფარვას ვერ უზრუნველყოფდა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, აღსრულება მიქცეულიყო ილ-----------–-–---–ის სხვა ქონებაზე, ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულების 5.11. პუნქტი არ უნდა განიმარტოს მსესხებლის ანუ მოპასუხის საზიანოდ, მით უმეტეს, რომ ამჟამად იპოთეკის საგნის მესაკუთრე ლ-------–-------–---–ია, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ილ-----------–-–---–ის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს, რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულების გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის გონივრულ შესაბამისობაში დავალიანების ძირ თანხებთან, აქედან გამომდინარე, 2014 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 134,85 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 20 აშშ დოლარამდე, 2015 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 88,55 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 10 აშშ დოლარამდე, ხოლო 2015 წლის 19 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 159,84 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 20 აშშ დოლარამდე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან, მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ, 18 935. 74 აშშ დოლარის ნაწილში ცნო, შესაბამისად, მოსარჩელე უნდა დაუნრუნდეს მის მეირ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1391,78 ლარი, ასევე 29,22 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი თანხა კი - 1492 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. აღნიშნული თანხიდან 1466,51 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,კ------------ის“ სარჩელი მოპასუხეების ილ-----------–-–---–ისა და ლ-------–-------–---–ის მიმართ - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხეს ილ-----------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, დავალიანების ძირი თანხის - 18 935.74 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის - 16 763.90 აშშ დოლარის, დაზღვევის - 1818.18 აშშ დოლარის, საკომისიოს - 580.81 აშშ დოლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს - 20 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. მოსარჩელის სს ,,კ------------ის“ 2014 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდეს მოპასუხე ლ-------–-------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე - ქ--–---------–---- ქუჩა ბ---- 2--, ს--------–---, ფართი 47,80 კვ.მ. საკადასტრო კოდით N0------------------ რეალიზაცია.

1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვა მოპასუხე ილ-----------–-–---–ის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე.

1.4. მოპასუხეს ილ-----------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2015 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე, დავალიანების ძირი თანხის - 227.34 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის - 39.38 აშშ დოლარის, დაზღვევის - 3.81 აშშ დოლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს - 10 აშშ დოლარის გადახდა.

1.5. მოპასუხეს ილ-----------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2015 წლის 19 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, დავალიანების ძირი თანხის - 394.66 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის - 63.65 აშშ დოლარისა და შემცირებული პირგასამტეხლოს - 20 აშშ დოლარის გადახდა.

2. მოსარჩელე სს ,,კ------------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის24 მარტს N229 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2812 ლარიდან 1391,78 ლარი (მოპასუხის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში) და ასევე 29,22 ლარი (როგორც ზედმეტად გადახდილი), ხოლო დარჩენილი თანხა 1492 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოპასუხეებს ილ-----------–-–---–ს და ლ-------–-------–---–ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 1466,51 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე